ძებნის რეზულტატი:
გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის 2021 წლის ძირითადი გამოწვევები დაასახელა
2021 წელი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა დღეს პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს გრიგოლ ლილუაშვილი აცნობს მისი თქმით, 2021 წლის ბოლოს უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ არსებითად დააზიანა რეგიონის უსაფრთხოების გარემო და საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებითი გამოწვევები შექმნა. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომატებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახდენდა. „საანგარიშო წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, ხდებოდა აღნიშნულ კამპანიებში ჩართული პირებისა და ორგანიზაციების, ასევე, მათი დაფინანსების წყაროებს გამოვლენა. შესაბამისი დანაყოფების მიერ დგინდებოდა ცალკეულ აქტორებს შორის ურთიერთკავშირები და მათ მიერ საქმიანობაში გამოყენებული მეთოდები. მიმდინარეობდა მოსალოდნელი რისკების შეფასება და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 2021 წელს კიდევ უფრო გააქტიურდა თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და, ზოგადად, უსაფრთხოების სისტემაში შემავალი უწყებების მიმართ წარმართული დეზინფორმაციული კამპანიები. პოლიტიკურად დაინტერესებული და ანგაჟირებული პირები სამსახურის მისამართით ავრცელებდნენ აბსურდულ, დამაზიანებელ ბრალდებებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების სექტორის წინააღმდეგ მიმართული მსგავს დეზინფორმაციაზე დაფუძნებული კამპანიები ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას, რაც ნოყიერ ნიადაგს უმზადებს მტრულად განწყობილ ძალებს თავისუფალი მოქმედებებისათვის“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ირანული ავიაკომპანია Iran Air-ი სამგზავრო საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, სატვირთო ავიარეისებს მსოფლიოს 71 მიმართულებით ახორციელებს -საქაერონავიგაცია
ირანული ავიაკომპანია Iran Air-ი, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, სატვირთო ავიარეისებს ახორციელებს მსოფლიოს 71 მიმართულებით, მათ შორის ევროპის ქვეყნებში. ავიაკომპანია არ არის ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში. საქართველოს საქაერონავიგაცია ირანულ კომპანიასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. „დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებებით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტ პლატფორმებზე (Flightradar24.com, Flightaware.com). რაც რეალურ დროში ფრენების თვალყურის დევნების და მათზე სრული ისტორიის და მონაცემების მოძიების შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება კონკრეტულ ფრენას, რომლის შესახებაც მედია საშუალებების მეშვეობით ხდება ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, გაცნობებთ, რომ „საქაერონავიგაციაში“ ევროკონტროლიდან შემოსული ფრენის გეგმის შესაბამისად, ავიაკომპანიის ბორტის ფრენის დაწყების საწყისი წერტილია აეროპორტი ზვარტნოცი, ერევანი, სომხეთი (კოდი: UDYZ), რომელიც სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტს წარმოადგენს. ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას“, - ნათქვამია საქაერონავიგაციის განცახდებაში. ცნობისთვის, 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა. როგორც „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიაა.
გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის საქმიანობის შედეგად, საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა ქვეყანა დატოვეს, ნაწილის მიმართ კი სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები გამოვიყენეთ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სუს-ის საქმიანობის შედეგად საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა ქვეყანა დატოვეს, ხოლო გარკვეული ნაწილის მიმართ ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვის მიზნით, სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები გამოიყენეს. გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის 2021 წლის ძირითადი გამოწვევები დაასახელა მისი თქმით, უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი წარმოადგენდა. „სამსახურის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოს თავდაცვის ძალების და სხვა ძალოვანი უწყებების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა, მათ წინააღმდეგ მიმართული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან ასარიდებლად. ოპერატიული საქმიანობის პროცესში გამოვლენილი პირების მიმართ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან და მათთან შესაძლო კავშირის დადგენის, ასევე მათი მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ქმედებების თავიდან ასაცილებლად. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდათ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს მიმდინარე პროცესების, იდენტიფიცირებული სახიფათო ტენდენციებისა და გამოკვეთილი საფრთხეების შესახებ. სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციით, უსაფრთხოების საკითხებზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობოდა საფრთხეების და რისკების შეფასებასა და დეტალურ ანალიზს. უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დეტალები, სამხედრო საკითხები, პოლიტიკური ძალებისა და მათი ლიდერების საქმიანობა, ეკონომიკური პროექტები, საკანონმდებლო რეფორმები, საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების განწყობები, მიგრაციული პროცესები და სოციალური თემები. საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თავდაცვის სისტემების ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესის მიმართ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ენტონი ბლინკენი: ეს თამაში უკვე დასრულდა, პუტინმა აქ წააგო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება მისი ომი რუსეთთან. ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები „უკრაინას უნდა დაუბრუნდეს“. ბლინკენი: რატომ ვარ დარწმუნებული უკრაინელების წარმატებაში? მიზეზი მარტივია - ეს უკრაინის მიწაა და არა რუსეთის „ამას გადაწყვეტს პრეზიდენტი ზელენსკი, უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ლიდერი“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ვიზიტისას. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად თქვა, რომ ომი აუცილებლად დიპლომატიით დასრულდება, მაგრამ სერიოზულ დიპლომატიას ორი მხარე სჭირდება. ამ ორიდან ერთი დაკარგულია და არანაირი ნიშნები არ არის, რომ გამოჩნდება. საუბარია რუსეთზე“, - აღნიშნა ბლინკენმა. მისი თქმით, ვიდრე რუსეთი არ აჩვენებს დიპლომატიური ზრახვების სერიოზულობას, ამ შემთხვევაში „სამწუხაროდ, ცოტა რამის გაკეთება შეიძლება". „რუსეთმა წაართვა ტერიტორიები უკრაინას სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ეს არის უკრაინის ტერიტორია, ეს არ არის რუსეთი“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, ბოლოს ეს ტერიტორიები უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. „უნდა დადასტურდეს უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამაში ეჭვი არ მეპარება“. ბლინკენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს „თავისი რწმენის რეალიზებას, რომ უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის და რუსეთის საკუთრებაა“. „ეს თამაში უკვე დასრულდა. პუტინმა აქ წააგო“, - განაცხადა ბლინკენმა.
ანკარა მზადაა, საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა წელიწადში $5 მილიარდამდე გაზარდოს
თურქეთი და საქართველო უმოკლეს დროში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვას $5 მილიარდამდე გაზრდიან. ეს მოსაზრება თურქეთის, საქართველოსა და ევროკავშირის დიაგონალურ კუმულაციასთან დაკავშირებული ინიციატივების ფარგლებში თბილისში გამართულ შეხვედრაზე თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა გამოთქვა. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოსთან ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. „2021 წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა წინა წელთან შედარებით 20%-ზე მეტით გაიზარდა და $2 მილიარდს გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში ეს მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ზე მეტით გაიზარდა და $2 მილიარდი შეადგინა. დარწმუნებული ვარ, ვაჭრობის სამართლებრივ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში მაღალი დონის ურთიერთობებისა და ინვესტიციების წყალობით, ჩვენ სწრაფად გავზრდით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას $5 მილიარდამდე“, - განაცხადა მუშმა. მისი თქმით, თურქეთი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან საბაჟო კავშირის წყალობით, რომელიც უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია ფუნქციონირებს. „ამ ინიციატივების წყალობით, ევროკავშირი გახდა თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი, ვაჭრობის მოცულობამ 2021 წელს $178 მილიარდს გადააჭარბა. ევროკავშირთან მუშაობის პრიორიტეტია ექსპორტის მიწოდების მზარდი ტენდენციის შენარჩუნება და ამ მხრივ, ჩვენ დავიწყეთ დიაგონალური კუმულაცია, მასში ჩართულია საქართველოც. ამ ინსტრუმენტის წყალობით ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანთ საქართველოსთან ვაჭრობაში“, – განაცხადა მინისტრმა. მუშმა გაიხსენა, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2008 წელს გაფორმდა. ამ ხელშეკრულების განახლებისა და გაფართოების მიზნით 2016 წელს დაწყებული სამუშაო დასრულდა, განაცხადა მინისტრმა. „შეთანხმების განახლება კიდევ უფრო გაზრდის ორმხრივ ვაჭრობას. ამ შეთანხმებით ჩვენ ვაფართოვებთ მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედების სფეროს, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. გარდა ამისა, შეთანხმება მოიცავს მომსახურებით ვაჭრობას. დღეს ხელმოწერილი შეთანხმების წყალობით, ჩვენ ვგეგმავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, როგორც საქონლის, მომსახურების, ასევე ინვესტიციების სფეროში. ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი, განვავითაროთ თანამშრომლობა საქართველოსთან ყველა მიმართულებით და ძირითადად ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში“, - აღნიშნა მინისტრმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი თავისუფალია - სუს-ი
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები. გიორგი ქუჯოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
BBC: უკრაინის არმიამ იზიუმთან, რუსეთის ჯარის თავდაცვის ხაზი გაარღვია
უკრაინის არმიამ იზიუმთან, რუსეთის ჯარის თავდაცვის ხაზი გაარღვია. ამის შესახებ BBC წერს. ხარკოვი-იზიუმის მიმართულებით, უკრაინის ჯარმა რუსეთის არმიის თავდაცვის ხაზი, ბევრ ადგილზე გაარღვია და რეზერვების გადასროლას წარმატებით ახორციელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის ჯარის მდგომარეობა ფრონტის ხაზის ამ მიმართულებაზე სულ უფრო და უფრო საშიში ხდება. რუსეთის სარდლობა ცდილობს თავიდან აიცილოს იზიუმის ალყაში მოქცევა. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თვლის, რომ უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, კუპიანსკს უახლოეს 72 საათში დაიკავებენ. ISW ჩვეულებრივ ძალიან ფრთხილია თავის შეფასებებში. მის საომარი მოქმედებების რუკაზე მითითებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის ხაზი, რომელიც სანდო წყაროებითაა დადასტურებული.
გაეროს მისია უკრაინაში: რუსეთი შეურაცხყოფს სამხედრო ტყვეებს და არ აძლევს დამკვირვებლებს მათი ნახვის უფლებას
უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის ხელმძღვანელმა მატილდა ბოგნერმა, დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი, მისიის პერსონალს უკრაინელი სამხედრო ტყვეების ნახვის უფლებას არ აძლევს. გაეროს მისია ოკუპირებულ ოლენივკაში უახლოეს დღეებში ჩავა, სადაც აფეთქების შედეგად 50 -ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა მისი თქმით, დეპარტამენტს აქვს მტკიცებულებები, რომ ზოგიერთი პატიმარი წამებასა და არასათანადო მოპყრობას განიცდის. „პატიმრების მიმართ ძალადობა გაიგივებულია ომის დანაშაულთან“, - განაცხადა გაეროს მისიის ხელმძღვანელმა. რუსეთის სარდლობა უკრაინელი სამხედროების მიმართ არასათანადო მოპყრობას უარყოფს. მატილდა ბოგნერის საჩივართან დაკავშირებით დამკვირვებლების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან რუსეთის ხელისუფლებას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. „ჩვენ არ ვიცით, ვინ დაუკავშირდა სამხედროებს, ან დაუკავშირდნენ თუ არა ისინი საერთოდ”, - თქვა მან. ამავდროულად, ბოგნერის თქმით, გაეროს დამკვირვებლებს შეუფერხებლად აქვთ წვდომა უკრაინულ ობიექტებში, სადაც რუსი პატიმრები იმყოფებიან. მისი თქმით, იქაც გამოვლინდა და დაფიქსირდა პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, რაც ასევე შეიძლება სამხედრო დანაშაულებთან გაიგივდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინელი სამხედროები ხარკოვის რეგიონში 30-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებენ
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევას რამდენიმე მიმართულებით განაგრძობენ და ხარკოვის რეგიონში 30-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებენ. BBC: უკრაინის არმიამ იზიუმთან, რუსეთის ჯარის თავდაცვის ხაზი გაარღვია „ამჟამად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს და აკონტროლებენ ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტ დასახლებას. თანდათან ვაკონტროლებთ ახალ დასახლებებს - ყველგან ვაბრუნებთ უკრაინის დროშას “, - განაცხადა ზელენსკიმ. მიისი თქმით, ხელისუფლება არ ივიწყებს სხვა ტერიტორიებსაც. „მძიმე ბრძოლები გრძელდება როგორც დონბასში, ასევე ჩვენი ქვეყნის სამხრეთში. ვთხოვ უკრაინელებს განთავისუფლებული ტერიტორიიდან: გთხოვთ, შეატყობინოთ ჩვენი ძალების წარმომადგენლებს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც იცით ოკუპანტების მიერ უკრაინის მიწაზე ჩადენილ დანაშაულებზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
გრიგოლ ლილუაშვილი: იყავით მშვიდად, არ არსებობს 1000 ან 2000 აგენტი ვინმემ შემოუშვას ქვეყანაში
ჩვენი სამსახურები, შსს-სა და სხვა სტრუქტურებთან ერთად, შესაძლებლობის მაქსიმუმზე ვცდილობთ გავფილტროთ არასასურველი სტუმრები, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში შემოსულ დიდი რაოდენობით რუს ტურისტებზე საუბრისას აღნიშნა. მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოვიდა - საქსტატი გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოში შემოსული ტურისტების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნულოვანი სტატისტიკაა. სუს-ის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ იყვნენ მშვიდად და არ აჰყვნენ პანიკას. „რუსი ტურისტები შემოდიოდნენ 2018-შიც, 2019-შიც. 2019-ში იყო ზუსტად ორჯერ მეტი შემოსული საანგარიშო პერიოდში და არ მომხდარა არც დივერსია, არც ტერორისტული აქტი. ჩვენი სამსახურები, შსს-სა და სხვა სტრუქტურებთან ერთად, შესაძლებლობის მაქსიმუმზე ვცდილობთ გავფილტროთ არასასურველი სტუმრები, თქვენ არ მოგეცემათ იმის საშუალება, რომ საჯარო სივრცეში ნახოთ საზღვარზე შეკავებული ან აქედან გაძევებული სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ საზიანო მოქმედებებში ან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი. 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასე რომ, მშვიდად იყავით. შემოსული ტურისტების მხრიდან ნულოვანი სტატისტიკაა დანაშაულის ჩადენის, სისხლის სამართლის დანაშაულს ვგულისხმობ, ასე რომ, იყავით მშვიდად, ნუ აჰყვებით პანიკას. თუკი ვინმეს აგენტების შემოგზავნა უნდა, ამას არ სჭირდება 900 ათასი ვიზიტორის შემოშვება, ამას სჭირდება 500-200-100 კაცის შემოშვება. არ არსებობს, 1000 ან 2000 აგენტი ვინმემ შემოუშვას ქვეყანაში“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში, რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში, რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, ან კონტროლი დაამყარეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. BBC: უკრაინის არმიამ იზიუმთან, რუსეთის ჯარის თავდაცვის ხაზი გაარღვია "ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ტერიტორიის ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს. ზოგიერთი მიმართულებით თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მტრის თავდაცვაში 50 კმ სიღრმეზე შეაღწიეს. ხარკოვის ოლქში რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, ან კონტროლი დაამყარეს", - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ნიუ იორკში გამდინარე წყლებში პოლიომიელიტის ვირუსი აღმოაჩინეს
ნიუ იორკის გუბერნატორმა, ქეითი ჰოუკულმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მოსახლეობის პოლიომიელიტის ვაქცინაციის დასაჩქარებლად მას შემდეგ, რაც ვირუსი შტატის ოთხ რაიონში აღებული გამდინარე წყლების ნიმუშებში აღმოაჩინეს. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება არავაქცინირებულ ზრდასრულებსა და ორი თვის ასაკიდან ბავშვებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, უკვე ვაქცინირებულ პირებს კი, ბუსტერდოზის მიღებას ურჩევს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ვირუსი შტატის სამ რიონში აღებულ ნიმუშებში დაფიქსირდა.
პენტაგონი: უკრაინის კონტრშეტევა ხერსონში იმედისმომცემ ნიშნებს იძლევა
"უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც ხერსონში პირველ სექტემბერს დაიწყო, იმედისმომცემ ნიშნებს იძლევა", - ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანაშემწე, საშა ბეიკერი ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში, რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს „ვფიქრობ, ვნახეთ იმედის მომცემი ნიშნები, რა თქმა უნდა, თუნდაც მხოლოდ ბოლო ან ორი დღის განმავლობაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსები ძლიერი მოწინააღმდეგეები არიან და, ვფიქრობ, წინ ხანგრძლივი ბრძოლაა“, - განაცხადა ბეიკერმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ენტონი ბლინკენი: პუტინი ფიქრობდა, რომ მისი უკრაინაში შეჭრა რუსეთის სამხედრო ძალას ცხადყოფდა. ამის ნაცვლად კი, რუსული არმია საჭირო მარაგისთვის ჩრდილოეთ კორეას მიმართავს
"პრეზიდენტი პუტინი ფიქრობდა, რომ მისი უკრაინაში შეჭრა რუსეთის სამხედრო ძალას ცხადყოფდა. ამის ნაცვლად, რუსული არმია საჭირო მარაგისთვის ჩრდილოეთ კორეასა და ირანს მიმართავს.", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში, რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს „პრეზიდენტი პუტინი ფიქრობდა, რომ მისი უკრაინაში შეჭრა რუსეთის სამხედრო ძალას ცხადყოფდა. ამის ნაცვლად, რუსული არმია საჭირო მარაგისთვის ჩრდილოეთ კორეასა და ირანს მიმართავს. უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები კვლავ იზრდება, მათი ხელმძღვანელობის, სამხედროების გამბედაობისა და მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ქვემო ქართლში შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს
სამართალდამცავებმა შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით 42 წლის კაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შიდა ქართლში, მამამ 20 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული შ.ა. ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს - ს.ა.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. ს.ა.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა შესაბამისი საგამოძიებო, ასევე, საპროცესო მოქმედებების შედეგად, შ. ა. შეტყობინების მიღების დღესვე, ბრალდებულის სახით დააკავეს. ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და გენდერის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლითა და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართველ მეხანძრე-მაშველებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სამთო სამაშველო სწავლება ჩაუტარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) თანამშრომლობის ფარგლებში, სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციებისა და სამთო სამაშველო წვრთნები გაიარეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწავლებები ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და რაჭაში მიმდინარეობდა. წვრთნებში მონაწილეობდა 50 მეხანძრე-მაშველი, ასევე, ჩართული იყო საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია. „ამერიკელმა ინსტრუქტორებმა წყალზე სამაშველო კურსის მონაწილეებს სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების განხორციელების, აგრეთვე, წყლიდან ადამიანის დროულად და უვნებლად გამოყვანის მიმართულებით პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს. სწავლების ფარგლებში, მაშველები გადამზადდნენ სპეციალური საბაგირო მაგისტრალების მომზადების, ძლიერ დინებაში წყალზე მცურავი საშუალებებისა და სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების მიმართულებითაც. სამთო სამაშველო სწავლების ფარგლებში, ამერიკელი ინსტრუქტორებმა მაშველებს ჩაუტარეს როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული წვრთნები. სწავლება მოიცავდა ისეთ სავარჯიშოებს, როგორიცაა: სიმაღლიდან დაშვების ოპერაციები, დაზარალებულის უძრავად შეკვრის პრაქტიკა, მუშაობა თოკებსა და ნასკვებზე და ა.შ. დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი და საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრნენ. კურსების დასრულების შემდეგ, ქართველ მეხანძრე-მაშველებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში, არასრულწლოვნებმა ორი სუპერმარკეტი დააყაჩაღეს
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მდებარე „სპარისა“ და „ლიბრეს“ მაღაზია ორმა არასრულწოვანმა დააყაჩაღა. როგორც ცნობილია, არასრულწოლოვნები სუპერმარკეტებში თანხის, სასმელისა და სიგარეტის წაღების მიზნით შევიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით - 177-ე [ქურდობა] და 179-ე [ყაჩაღობა] მიმდინარეობს.
უკრაინული მედია: გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის მიერ დონეცკისა და ხარკოვის რაიონების დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის არმიის მიერ დონეცკის და ხარკოვის რაიონებში განხორციელებული დაბომბვის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. "რუსეთი საოკუპაციო ძალებს ხერსონის ოლქში ე.წ. კადიროვის მებრძოლებით აძლიერებს, სადაც დამატებით 1 300 ჯარისკაცი შეიყვანეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში, რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სალომე ზურაბიშვილი რეგიონული პოლიტიკის ფარგლებში, დღეს მესტიას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეგიონული პოლიტიკის ფარგლებში, დღეს მესტიას ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან.
ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
ჩემთვის გასაგებია, რომ პუტინს იმედი აქვს, უკრაინის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვით დავიღლებით, - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს დილით კიევში ჩავიდა. „ჩემთვის გასაგებია, რომ პუტინს იმედი აქვს, უკრაინის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვით დავიღლებით. მას სჯერა, რომ შეუძლია ჩვენი საზოგადოებების გაყოფა ტყუილებით და მათი დაშანტაჟება ენერგორესურსებით მომარაგების საკითხით და, რომ მას შეუძლია გამოგვცალოს ენერგია, რაც გვჭირდება ყველა ჩვენს ღირებულებაზე ამ სასტიკი თავდასხმისგან თავის დასაცავად“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა", - ანაცხადა ბერბოკმა. ანალენა ბერბოკი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრას გეგმავს, თუმცა მისი ზუსტი განრიგი გასაიდუმლოებულია უსაფრთხოების მიზეზების გამო. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.