ძებნის რეზულტატი:
ერმაკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გეგმა 70%-ით შესრულებულია
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გეგმა 70%-ით არის შესრულებული, აგრესორზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს და რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად დასახელდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მორიგი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრი ერმაკის და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის, ელჩი მაიკლ მაკფოლის თავმჯდომარეობით გაიმართა. ერმაკმა ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისთვის, რომელიც უკვე ხუთი თვეა, მიმდინარეობს და მიულოცა მათ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა.
ზელენსკი: ამერიკული იარაღი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკული იარაღი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე დადებითად მოქმედებს. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განსაკუთრებით პატივს სცემენ HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს. სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელი სამხედროების სახელით მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ამ იარაღისთვის. ზელენსკიმ და ბლინკენმა უკრაინისადმი აშშ-ის თავდაცვის მხარდაჭერის გაზრდის პერსპექტივები დეტალურად განიხილეს.
ზელენსკი: ფაქტია, რომ რუსეთი მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე დიდი წყარო გახდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას ისაუბრა სახელმწიფო მდივანთან გამართულ შეხვედრასა და იმ თემებზე, რომლებიც მოლაპარაკებისას განიხილეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას უსეთის ოფიციალურად ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხი წამოჭრა. „როგორც ყოველთვის, ბატონ სახელმწიფო მდივანთან თემების ფართო სპექტრი განვიხილეთ - პოლიტიკური თანამშრომლობა, ჩვენი ურთიერთქმედება ფინანსურ სფეროში - მაკროეკონომიკური მხარდაჭერა ახლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იარაღისა და საბრძოლო მასალით დახმარება. რა თქმა უნდა, ყურადღება დაეთმო სწრაფი აღდგენის გეგმას და ზოგადად, რუსეთის დარტყმების შემდეგ უკრაინის აღდგენას. მე დავაყენე საკითხი რუსეთის ოფიციალურად ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. ფაქტია, რომ რუსეთი გახდა ტერორიზმის ყველაზე დიდი წყარო მსოფლიოში. მსოფლიომ უნდა მიიღოს ცალსახა სიგნალი, რომ რუსული ტერორი არ იქნება დავიწყებული“, - განაცხადა ზელენსკიმ. ბლინკენი კიევში 8 სექტემბერს ჩავიდა. დღეს ის ბრიუსელს ეწვევა.
ოპერატიული სარდლობა: უკრაინელებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 60-მდე ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 60-მდე ჯარისკაცი მოკლეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება. ზელენსკი: ამერიკული იარაღი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს “განადგურებულია Т-72 ტიპის ტანკი, 6 ერთეული ჯავშანმანქანა, საბრძოლო მასალის 2 საცავი ბერისლავის რაიონში და საბორნე გადასასვლელი ნოვაია კახოვკაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ერმაკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გეგმა 70%-ით შესრულებულია ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში სამ დღეში 50 კილომეტრით წაიწიეს წინ - უკრაინის გენშტაბი
9 სექტემბრის დილის მოხსენებაში, უკრაინის გენერალურმა შტაბმა ხარკოვის რეგიონში შეტევის შესახებ ღია ტექსტით პირველად დაწერა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინული ქვედანაყოფები ორმოცდაათი კილომეტრით დაწინაურდნენ. „თავდაცვითი ძალები ხარკოვის მიმართულებით წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებენ. ოსტატური და კოორდინირებული მოქმედებების წყალობით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, სამ დღეში თითქმის 50 კილომეტრით დაწინაურდნენ. დაზვერვის მონაცემებით, მტრის ცალკეული ნაწილებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. ოკუპანტები ცდილობენ დაჭრილი პერსონალისა და დაზიანებული ტექნიკის ევაკუაციას ოლხოვატკასა და ბოროდოიარსკოეს დასახლებების რაიონებში“, - ნათქვამია ანგარიშში. ორი დასახლება მდებარეობს ქალაქ ბალაკლეასთან, რომელიც, უკრაინელი სამხედროების განცხადებებით, რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ფრონტის სხვა სექტორებთან დაკავშირებით გენერალური შტაბი ანგარიშში წერს, რომ დონეცკის რეგიონში უკრაინული შენაერთები აგრძელებენ რუსეთის თავდასხმების მოგერიებას, ხოლო სხვა ადგილებში დაბომბვა და საჰაერო იერიშები გრძელდება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოში ორი დღის განმავლობაში თბილი ამინდი შენარჩუნდება
"ორი დღის განმავლობაში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება", - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "11 სექტემბრიდან გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი, ტემპერატურა კი დაიკლებს. ორი დღის განმავლობაში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, დედაქალაქში 11 სექტემბრიდან წვიმაა მოსალოდნელი.
აშშ-მა ირანულ კომპანიებს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, სანქციები დაუწესა
აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ თეირანში დაფუძნებულ კომპანია Safiran Airport Services-ს სანქციები დაუწესა. აშშ-ის ხელისუფლების მტკიცებით, ირანულ კომპანიას სანქციები რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო დაუწესდა. აშშ-ს ცნობით, Safiran-ი „კოორდინაციას უწევდა რუსეთის სამხედრო ფრენებს ირანსა და რუსეთს შორის“, მათ შორის ირანული უპილოტო თვითმფრინავების, მასთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და პერსონალის ტრანსპორტირებას. აშშ ამტკიცებს, რომ შეკრებისა და ტესტირების შემდეგ, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსულ თვითმფრინავებთან ერთად ირანულ დრონებს იყენებდნენ. „რუსეთი სულ უფრო სასოწარკვეთილ არჩევანს აკეთებს, რათა გააგრძელოს თავისი არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ჩვენი უპრეცედენტო სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის ფონზე,” - თქვა აშშ-ის ფინანსთა მდივნის მოადგილემ ბრაიან ნელსონმა. ფინანსთა სამინისტრომ ასევე დაუწესა სანქციები თვითმფრინავების რამდენიმე ირანულ მწარმოებელს. აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა.
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოყვანილ იქნა მსუბუქი ავტომანქანები, საიდანაც შემდგომში, 46 ერთეული ავტომანქანა თითქოსდა რეექსპორტის მიზნით, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გადაფორმდა. ნაცვლად ავტომობილების ქვეყნიდან გაყვანისა, ბრალდებულების მიერ, სატრანსპორტო საშუალებები განბაჟების გარეშე დაშლილი და რეალიზებული იქნა ნაწილებად. "დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებული სამეწარმეო საქმიანობას შესაბამისი სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა, ხოლო მეორე ბრალდებული გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების მიზნით, მიღებული შემოსავლების სრულ დეკლარირებას არ ახდენდა. დადგენილია, რომ ბრალდებულების უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს ჯამში მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანი მიადგა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2, 185-ე მუხლის მე-3, 192-ე მუხლის პირველი და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებენ ღონისძიებებს ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხარკოვის რეგიონში რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა
ხარკოვის რეგიონში რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, თვით ხარკოვში ორი ადამიანი დაიღუპა. ერთი ადამიანი დაბომბვას იზიუმსკის რაიონში, ერთი - ჩუგუევსკში ემსხვერპლა. ხარკოვის რეგიონი, სადაც 2,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რუსული არმიის მიერ თითქმის ყოველდღიურად იბომბებ. აგვისტოს ბოლოს არსებული მონაცემებით, ხარკოვის რეგიონში 1100 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი დააკავეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბაშარ ხათაბ ღაზალ ალ-სუმეიდანის დაკავების შესახებ, (კოდური სახელით აბუ ზეიდი), განაცახდა. ბალკანეთის ტურნედან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) წარმატებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ალ-სუმეიდანი, აბუბაქრ ალ-ბაღდადისა და აბდულა კარდაშის ლიკვიდაციის შემდეგ, ISIS-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერია.
უკრაინის პოლიციამ, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ 1100 სისხლის სამართლის საქმე აღძრა
უკრაინის პოლიციამ გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ 1100 სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის ორგანიზაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოლექსი სერგეევი ავრცელებს. „პოლიციამ აღძრა 1100 სისხლის სამართლის საქმე გასული კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში კი 31000 საქმე ომის დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე“, - აღნიშნა სერგეევმა. ხარკოვის რეგიონში რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქეთში 23 ავტომობილის შეჯახების შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა
თურქეთის პროვინცია სამსუნში ავარია მოხდა, რომელის შედეგადაც ერთმანეთს 23 მანქანა შეეჯახა. როგორც Trend-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ავარიის მიზეზი სატვირთო ავტომობილიდან საწვავის გაჟონვის გამო მოხდა, რამაც გზაზე მანქანების მოცურება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად 23 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.
რუსთავის საჯარო სკოლაში, 50 წლამდე ქალი ფანჯრებს წმენდდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და სიმაღლიდან გადმოვარდა
რუსთავში, მე-15 საჯარო სკოლაში 50 წლამდე ქალი ფანჯრებს წმენდდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და სიმაღლიდან გადმოვარდა. როგორც ცნობილია, დაშავებული ქალი სამკურნალოდ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. "ქალს ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან", - აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.
ადამ კიზინგერი: თუ ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ, განდევნოთ რუსული გავლენა მთავრობიდან, არ ვიცი სხვამ რამ შეიძლება შთაგაგონოთ
ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი, საქართველოს ხელისუფლებაში რუსული გავლენების შესახებ აცხადებს. ამის შესახებ, მან Twitter-ზე დაწერა. „ჩემს მეგობრებს საქართველოში. მე ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარე. თუ თქვენი ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ რუსეთის გავლენისა და მისი წარმომადგენლების განდევნას თქვენი მთავრობიდან და საზოგადოებიდან, არ ვიცი, სხვამ რამ შეიძლება შთაგაგონოთ. ვამაყობ ქართული ლეგიონით“, - წერს კიზინგერი სოციალურ ქსელში.
ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც ლიეტუველი და რუსი ტურისტები, თბილისის ნაცვლად გომბორზე დატოვა
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ტაქსის მძღოლი, ამირან ბოკუჩავა უდანაშაულოდ ერთხმად ცნეს. მას რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეების თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებოდა ბრალად. ბრალდებულს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება არ საჩივრდება. შემთხვევა 2022 წლის 11 აპრილს მოხდა. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტიდან წამოყვანილი რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეები ტაქსისტმა გომბორთან დატოვა. ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ მგზავრებსა და ტაქსის მძღოლს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტებმა მძღოლს რუსულად ლაპარაკი მოსთხოვეს, მან კი უკრაინული სიმღერები ჩართო. „ორი მამაკაციდან, ერთი იყო რუსეთის მოქალაქე, მეორე ლიეტუვის. საქართველოში შეხვდნენ ერთმანეთს. ჩაუსხდნენ მანქანაში, ესაუბრებოდნენ რუსულად, ამირან ბოკუჩავა ესაუბრებოდა ინგლისურად. თავდაპირველად მათ მოსთხოვეს სრულიად საუბარი, რაზეც [მძღოლმა] უარი თქვა. ამის შემდეგ მან ჩართო უკრაინული სიმღერა, რაზეც მოსთხოვეს რომ გამოერთო. შემდეგ წავიდა სიტყვიერი კონფლიქტი რუსეთ-უკრაინის თემაზე. ვინაიდან ამირანი განაწყენდა, რომ ისინი პატივს არ სცემდნენ საქართველოს და უკრაინას, იმის ნაცვლად, რომ წაეყვანა სასტუმროში, წაიყვანა გომბორის მიმართულებით, გააჩერა ავტომობილი და უთხრა: წადით თბილისში ფეხით. ისინი არ გადადიოდნენ ავტომობილიდან, ამირანი გადავიდა, გადმოუღო ბარგი და უთხრა, გადმოდითო. ისინი გადმოვიდნენ, მძღოლმა დაქოქა მანქანა და წამოვიდა. ამის შემდეგ მათ დარეკეს პოლიციაში და განაცხადეს, რომ თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ. თანხის ისტორია მოგონილია". პროკურატურა ამ ვერსიას სიცრუეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ კონფლიქტი მგზავრობის შეუსაბამოდ მაღალი საფასურის გადახდაზე უარმა გამოიწვია, რის შემდეგაც მძღოლმა მგზავრებს თავისუფლება აღუკვეთა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე წაიყვანა.
უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის 51 900 ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის 51 900 ჯარისკაცი მოკლეს. ზელენსკი: ამერიკული იარაღი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს უწყების ცნობით, უკრაინელებმა ბოლო ერთ დღეში ასევე გაანადგურეს რუსების კუთვნილი 239 საბრძოლო თვითმფრინავს, 211 ვერტმფრენს, 888 ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 15 გემს/ნავს, 3399 სხვადასხვა ავტომობილსა და ტანკერს, 114 ერთეულ სპეცტექნიკას და 214 ფრთოსან რაკეტას. ერმაკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გეგმა 70%-ით შესრულებულია ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ესპანეთი სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გაფართოებით დაინტერესდა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, ესპანეთი სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გაფართოებით დაინტერესდა. „აზერბაიჯანი ნავთობის, გაზისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების საკითხში, ევროპის დიდი ხნის და სანდო პარტნიორია. ესპანეთი კი იმ ქვეყნების პირველ ათეულშია, რომლებიც აზერბაიჯანისგან ნავთობს ყიდულობენ“, - განაცხადა მინისტრმა. ბაირამოვის ინფორმაციით, 2021 წლიდან, მას შემდეგ რაც სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი დასრულდა, (სიგრძე 3 500 კილომეტრი) ევროპისთვის, აზერბაიჯანის როგორც სანდო ენერგოპარტნიორის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ჩვენ ესპანეთს, სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტში, როგორც კარგ პარტნიორს ისე განვიხილავთ“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. ტრანსადრეატიკული მილსადენის (TAP) პროექტში ესპანეთის კომპანია Enagas-ის წილი 16% -ია. სამხრეთ გაზის დერეფნის მიზანია, რომ რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულება შემცირდეს. აზერბაიჯანიდან ევროპაში ენერგომატარებლები შემდეგი მარშრუტით ნაწლდება: სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანს-ანატოლიური მილსადენი და ტრანს-ადრიატიკული მილსადენი. ამ მარშრუტის მთლიანი ინვესტიცია 45 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი სიგრძე 3500 კილომეტრია.
7 თვეში საქართველოში 346 სამოხელეო დანაშაული გამოვლინდა
პირველი იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოში 346 სამოხელეო დანაშაული გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური სამსახური ავრცელებს. "სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 62, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 137, სამსახურებრივი გულგრილობის 56, სამსახურებრივი სიყალბის 41, ქრთამის აღების 21, ქრთამის მიცემის 8 ფაქტი გამოვლინდა. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 334, 335, 337, 3391, 340, 3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებების 21 ფაქტი დაფიქსირდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, რეგისტრირებული 346 შემთხვევიდან გახსნილია 80 საქმე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტეინის ფორმატის შეხვედრაზე, უკრაინის საკითხის განხილვას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, გერმანიაში, აშშ-ის რამშტეინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ. რამშტეინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად NATO-ს წევრი თუ არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილეს. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა შეხვედრაში მონაწილე მხარეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „ჩვენ ვაპირებთ გავაღრმაოთ ჩვენი საერთო გადაწყვეტილება, დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიწვევის საფუძველზე დაესწრო. „შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო და განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია, ის შესაძლებლობები, სამომავლო პერსპექტივები, თუ რა შესაძლებლობებით შეიძლება დაეხმარონ ნატოს წევრი თუ არაწევრი ქვეყნები უკრაინას. ეს ჯგუფი აქტიურად განაგრძობს მუშაობას და დაეხმარება უკრაინას შესაძლებლობების განვითარებაში“. რამშტეინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში 50-მდე თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მეხუთედ, ხოლო რამშტაინის ბაზაზე მეორედ ტარდება.
პოლიციამ გურიაში მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავა
გურიაში, სამართალდამცავებმა 51 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც მეზობლის, 55 წლის ქალის მკვლელობა სცადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მოკვლის მიზნით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ვ.მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ოზურგეთში მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ ვ.მ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.