ძებნის რეზულტატი:
ჩარლზ მესამე მეფედ ოფიციალურად დღეს გამოცხადდება
დღეს, ჩარლზ მესამე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფედ ოფიციალურად გამოცხადდება. დღის განმავლობაში დაგეგმილია შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონის დროით დილის 10:00 საათი: სენტ-ჯეიმსის სასახლეში, შესაბამის საბჭოზე მოხდება ჩარლზ lll-ის მეფედ გამოცხადება. საბჭოს სხდომას დაესწრება მისი ვაჟი უილიამი, რომლის ახალი ტიტულიც უელსის პრინცია. ცერემონიის ტელევიზიით გადაცემა ისტორიაში პირველად მოხდება.
ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი: ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია
ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველის, ნატალია პოპოვას განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში, რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს "უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. კუპიანსკი უკრაინაა. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - აცხადებს პოპოვა. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ქალაქის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პრემიერ-მინისტრი Gebrüder Weiss-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის Gebrüder Weiss-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ვოლფრამ ზენგერ-ვაისს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კომპანიის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს. ხაზი გაესვა ლოგისტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით საქართველოს პოტენციალს და ამ სფეროში უცხოელი ინვესტორების მზარდ ინტერესს. აღინიშნა, რომ ბიზნესისთვის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი გარემოს პროგნოზირებადობაა და ამ მხრივ, საქართველო საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია. კომპანია Gebrüder Weiss მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ინვესტიციას მსოფლიოს 35 ქვეყანაში ახორციელებს.
პროკურატურამ შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ქვემო ქართლში შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს უწყების ცნობით, დმანისის რაიონის სოფელ მამიშლოში მამა შვილს ჩხუბით და მუქარით აიძულებდა მისთვის არასასურველ პირს ცოლად გაჰყოლოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოკვლით ემუქრებოდა. აღნიშნულის გამო დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. „საქართველოს პროკურატურამ დმანისის რაიონში მომხდარი ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამიშლოში, ბრალდებული ჩხუბით და მუქარით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ ქალიშვილი უნდა დამორჩილებოდა მამის, როგორც მამაკაცის გადაწყვეტილებას, აიძულებდა ცოლად გაჰყოლოდა მისთვის არასასურველ პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც დაზარალებულმა 8 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება) და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, ჩადენილი გენდერული ნიშნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 - დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად ჩარლზ მესამე ოფიციალურად გამოაცხადეს
გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად ჩარლზ მესამე ოფიციალურად გამოაცხადეს. მეფედ კურთხევის ცერემონია წმინდა ჯეიმსის სასახლეში გაიმართა, სადაც დიდი ბრიტანეთის ახალმა მეფემ ქვეყნის ერთგულების ფიცი დადო. ჩარლზ მესამე მეფედ ოფიციალურად დღეს გამოცხადდება სასახლეში შეკრებილია საბჭო, რომელიც შედგება სამეფო ოჯახის წევრებისგან, პრემიერ-მინისტრისგან და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგან. სასახლეში იმყოფებიან კენტერბერის მთავარეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები, ასევე გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები - გორდონ ბრაუნი, დევიდ კამერონი, ბორის ჯონსონი და ტერეზა მეი. ცერემონიის დასრულების შემდეგ მეფედ კურთხევის პროკლამაცია წმინდა ჯეიმსის სასახლის აივნიდან გამოაცხადეს. ახალი მონარქის კურთხევასთან დაკავშირებით დღეს დედოფლის გარდაცვალების გამო დაშვებულ სახელმწიფო დროშებს ერთი დღით ისევ აწევენ. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლევან დავითაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ მეჰმეთ მუშთან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფორუმში „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი თურქეთში გია ჯანჯღავა. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ისინი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ამასთან, ხაზი გაესვა იმასა, რომ ბოლო წლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თანმიმდევრული გაღრმავებისა და ლიბერალიზაციის შედეგად, თითქმის ყველა სფეროში ხორციელდება წარმატებული პროექტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მზარდი დინამიკით გამორჩეული სავაჭრო ურთიერთობების მიუხედავად, პოტენციალი გაცილებით დიდია, რასაც ხელს შეუწყობს ცვლილებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, ასევე თანამშრომლობის ისეთი სქემის ამოქმედება, როგორიცაა დიაგონალური კუმულაცია. აღინიშნა, რომ აღნიშნული სქემა შეძლებს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოებას, რათა მათ გააფართოონ ან შექმნან ახალი სამრეწველო საწარმოები, ხელი შეუწყონ დასაქმებას და გაზარდონ ექსპორტი ევროკავშირში. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს აღნიშნული უნიკალური შესაძლებლობით.შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა და მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს საქართველო - თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში.
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები: აშშ-ის საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგაა მიმართული
აშშ-ის საელჩოს უსაფუძვლო თავდასხმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე შემთხვევითი სულაც არ არის. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მკაფიოდ იკვეთება, რომ საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის წევრების, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში. დეპუტატების განცხადებით, აშკარაა, რომ აშშ-ის საელჩო მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რასაც რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისთვის იყენებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ამერიკის საელჩოს განცხადებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონის შესახებ. როგორც ცნობილია, საელჩომ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და პარლამენტმა იგი საქართველოს მოქალაქეების კონტროლის მიზნით მიიღო. ვინც თუნდაც ზედაპირულად გაეცნობა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს და საერთაშორისო პრაქტიკას, მიხვდება, რომ კანონი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და მოქალაქეების კონტროლის სურვილთან მას არაფერი აქვს საერთო. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ვერც პრეზიდენტმა და ვერც ვენეციის კომისიამ კანონზე ერთი სამართლებრივი შენიშვნაც კი ვერ წარმოადგინეს. ასეთ პირობებში, აშკარაა, რომ საელჩო მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რასაც რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისთვის იყენებს. თუმცა, აქ ესეც არაა მთავარი. საელჩოს უსაფუძვლო თავდასხმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე შემთხვევითი სულაც არ არის. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მკაფიოდ იკვეთება, რომ საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული. ამის გამოხატულება იყო გამუდმებული თავდასხმები სასამართლოსა და პროკურატურაზე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა, უგულავას, მელიას, რურუას და სხვა კრიმინალების განთავისუფლების დაჟინებული მოთხოვნა და ა.შ. საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურების მოშლის მცდელობის განსაკუთრებით მძიმე გამოვლინება იყო გიორგი გახარიას ხელით ორგანიზებული სპეცოპერაციები, რომლებიც პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად. გახარიას „ბასიანში“ შესვლას თავის დროზე გუნდშიც სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით კახა კალაძის მხრიდან, რომელიც თავის სამართლიან აღშფოთებას ყველაზე აქტიურად გამოხატავდა. რაც თავიდან ავანტიურისტული შეცდომა გვეგონა, სრულიად შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, „ბასიანში“ შესვლის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში პოლიციის იმიჯის შელახვა და პოლიციელების მიმართ აგრესიის გაჩენა იყო და ეს დავალება გახარიამ პირნათლად შეასრულა. პოლიციის იმიჯის შესალახად და დასაკნინებლად ჩატარდა პანკისის სპეცოპერაციაც, სადაც გახარიამ სპეცრაზმი არასწორ დროს შეიყვანა და არასწორი დავალებებით ამოქმედა. ყველას კარგად გვახსოვს უმძიმესი სურათი მძიმედ დაშავებული პოლიციელებითა და განადგურებული სპეცტექნიკით. რაც შეცდომა გვეგონა, ამ შემთხვევაშიც შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა, რომელიც ასევე პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა. რატომ ასროლინა გახარიამ დამიზნებით რეზინის ტყვიები ჟურნალისტებზე და შტურმიდან მოშორებით მყოფ ადამიანებზე, ეს ცალკე განხილვას საჭიროებს. რა თქმა უნდა, მიზანი აქაც პოლიციის იმიჯის დაზიანება და მის მიმართ მოსახლეობაში აგრესიის გაჩენა იყო. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა. საელჩოს მხრიდან სასამართლოსა და პროკურატურის დაზიანებისა და მოშლის მცდელობებს, პრაქტიკულად, მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით. უკვე წლებია, წარმოებს მადისკრედიტირებელი კამპანიები საელჩოს მიერ დაფინანსებული ენჯეოების შესრულებით პროკურატურის და განსაკუთრებით, სასამართლოს წინააღმდეგ. გარდა ამისა, ისეთი მოთხოვნების დაყენებით, როგორიც, მაგალითად, მოსამართლეებისა და გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევაა, საელჩო ღიად ცდილობს, თავის ფავორიტ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“ დანიშვნებზე ვეტოს უფლება მოუპოვოს, რაც ორივე სტრუქტურის მოშლის ტოლფასი იქნებოდა“, – აღნიშნულია განცხადებაში. დეპუტატების თქმითვე, კანონის უზენაესობის დაცვასა და კრიმინალთან ბრძოლაში ხელისუფლება უკომპრომისო უნდა იყოს, როგორც არ უნდა სცადოს საელჩომ მოვლენების საპირისპირო მიმართულებით განვითარება. „საქართველოში სამართლის უზენაესობისა და სამართალდამცავი ორგანოების დასუსტების მთავარი მიზანი ცხადია: კრიმინალებს უნდა გაუადვილდეთ რევოლუციის მოწყობა, ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ჩართვა. სახელმწიფოს სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და სიმტკიცე დიდწილად სწორედ სამართალდამცავ სტრუქტურებზეა დამოკიდებული. იქ, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურები სუსტდება, ხელისუფლებაც ადვილი მოსარყევი ხდება. სწორედ ამიტომ, კანონის უზენაესობის დაცვასა და კრიმინალთან ბრძოლაში ხელისუფლება უკომპრომისო უნდა იყოს, როგორც არ უნდა სცადოს საელჩომ მოვლენების საპირისპირო მიმართულებით განვითარება. სიმართლით აღჭურვილმა ხალხის ძალამ უნდა დაიცვას სამართალდამცავი სტრუქტურებიც. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია აუცილებლად, ხმა ავიმაღლოთ და საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე საელჩოს ნებისმიერი განცხადების თუ ქმედების შესახებ, რომელიც საქართველოში სამართლის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტი მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს სვანეთში მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ტურიზმის ტემპის ზრდისა და განვითარებისათვის. ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ხაზი გაესვა უშგულისა და ლენტეხის დამაკავშირებელი გზის პროექტს. სალომე ზურაბიშვილი რეგიონული პოლიტიკის ფარგლებში, დღეს მესტიას ეწვევა „შეხვედრისას მხარეებმა სვანური ენის უნიკალურობაზე და ქართველურ ენებში მის ისტორიულ სტატუსზეც იმსჯელეს. როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტი სვანური ენის სკოლებში სწავლების ინიციატივით გამოვიდა. შეხვედრაზე სვანეთმა ორბელიანების სასახლეში რეგიონულ კვირეულში მონაწილეობის მოწვევა მიიღო. ორბელიანების სასახლეში რეგიონული კვირეულის ჩატარება პრეზიდენტის ინიციატივაა, რომლის მიზანიც დედაქალაქისა და ფართო საზოგადოებისათვის ადგილობრივი კულტურისა და ეკონომიკის უპირადესობების გაცნობა და ჩვენებაა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, მერის თანაშემწე განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საკითხებში ვახტანგ ფილფანი და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ქეთევან ხარძიანი.
უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ
რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ და სამხედრო ტექნიკა მიატოვეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია „თავისუფლების ლეგიონის“ მებრძოლებზე დაყრდნობით წერს. ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი: ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია "მოქალაქეები, რომლებიც დათანხმდნენ თანამშრომლობას რუს ოკუპანტებთან ხარკოვის ოლქის ქალაქებში: კუპიანსკში, ბალაკლეასა და იზიუმში, ქალაქების განთავისუფლების ფონზე მასობრივად გარბიან რუსეთის ფედერაციაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში, რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ქვეყნის არმიამ ხარკოვში მდებარე ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ქვეყნის არმიამ ხარკოვში მდებარე ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლა, რომელიც ოლქში სიდიდით მესამე ქალაქია. ამის შესახებ BBC წერს. ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი: ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია "ქვეყნის არმიამ ხარკოვში მდებარე ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლა, რომელიც ოლქში სიდიდით მესამე ქალაქია. უკრაინული შენაერთების მიერ კუპიანსკის აღება მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება რუსეთისთვის", - ნათქვამი ინფორმაციაში. უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში, რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე, თუნდაც მცირე გამარჯვების შემდეგ, რუსები გაქცევას დაიწყებენ
ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე თუნდაც მცირე გამარჯვების შემდეგ, რუსები გაქცევას დაიწყებენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი: ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია „დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე წარმატება ფრონტზე, თუნდაც უმნიშვნელო და რუსული ჯარები გაიქცევიან, დამიჯერეთ, რადგან დღეს ჩვენ ვანგრევთ მათ მიწოდების ქსელებს, საწყობებს და ა.შ.“- აღნიშნა რეზნიკოვმა. უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შევეცდები, გემსახუროთ ლოიალობით, პატივისცემითა და სიყვარულით - ჩარლზ III
შევეცდები, გემსახუროთ ლოიალობით, პატივისცემითა და სიყვარულით, ისევე, როგორც ამას ვაკეთებდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, - ამის შესახებ ჩარლზ მესამემ დიდი ბრიტანეთის მეფემ განაცხადა. გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად ჩარლზ მესამე ოფიციალურად გამოაცხადეს "დედოფალმა, მის 21 წლის იუბილეზე თანამეგობრობისადმი კეიპტაუნიდან მიმართვისას პირობა დადო, რომ თავის ცხოვრებას, იქნებოდა ის ხანგრძლივი თუ ხანმოკლე, თავისი ხალხის მსახურებას მიუძღვნიდა. ეს იყო დაპირებაზე მეტი. ეს იყო ღრმად პირადი ვალდებულება, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა. მან გაიღო მსხვერპლი მოვალეობისთვის. ვდებ პირობას, რომ ამ დარჩენილი დროის განმავლობაში, რომელიც უფალმა მიბოძა, როგოც თავად დედოფალი, ისეთივე ურყევი ერთგულებით დავიცავ საკონსტიტუციო პრინციპებს, რომლებიც ჩვენი ერის საფუძველს წარმოადგენს", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მეფემ. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქუთაისში, კაცის ცხედარი იპოვეს
ქუთაისში, შერშვაშიძის ქუჩაზე კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, კაცი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა. ამასთან, ადგილობრივებმა ამ ეტაპზე ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს. ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და გამოძიება მიმდინარეობს.
რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე შეთანხმდნენ
რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ, დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ბაქოში, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის მთავრობების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენებისა და განვითარების საკითხები განიხილეს. მოლაპარაკებების შემდეგ სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა დერეფნის განვითარების შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა, ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრმა რუსტამ გასემმა. დეკლარაციის თანახმად, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო შესაძლებლობების შეფასებისა და ანალიზის სფეროში ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის სრულად გამოყენების მიზნით ითანამშრომლონ. მხარეებმა გამოაცხადეს მზადყოფნა სამი ქვეყნის ტერიტორიებს შორის, 30 მილიონი ტონა სატრანზიტო და ორმხრივი სატვირთო მიმოსვლის განხორციელებისთვის 2030 წლამდე რიგი საკითხები გადაწყვიტონ. სატრანსპორტო და სატრანზიტო ოპერაციების, ვაჭრობის პროცედურების გამარტივების მიზნით, იგეგმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შეხვედრაც მომდევნო თვეში უნდა გაიმართოს. მიღწეულია შეთანხმება, რომ ჯგუფის მოახლოებული შეხვედრისთვის მომზადდება რაშტ-ასტარას რკინიგზის შესახებ შეთანხმების პროექტი და შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყება 2022 წლის ბოლოსაა მოსალოდნელი. ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი 2000 წლის 12 სექტემბერს რუსეთს, ირანსა და ინდოეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შეიქმნა. შემდგომ წლებში ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო კიდევ 10 ქვეყანამ, მათ შორის აზერბაიჯანმა და თურქეთმა. ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი შექმნილია ინდოეთიდან რუსეთში, ასევე ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში საქონლის ტრანსპორტირების დროის შესამცირებლად.
პრეზიდენტი სვანეთში „მესტია-ჭალა ჰესის“ მუშაობის სპეციფიკას გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტი სვანეთში 30 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „მესტია-ჭალა ჰესის“ მუშაობის სპეციფიკას და პოტენციალს გაეცნო, რომელიც წლიურად დაახლოებით, 100 მლნ კვტ. სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც „მესტია-ჭალა ჰესის“ საოპერაციო სამსახურის უფროსმა, ანდრო გოგოლაძემ განაცხადა, ეს არის მწვანე, მინიმალური ზიანისა და თანამედროვე, ევროპული აგრეგატებით გაწყობილი ჰესი. „ ეს არის ე.წ. მწვანე ჰესი, ე.წ. მინიმალური ზიანის მქონე, თანამედროვე, ევროპული აგრეგატებით აწყობილი სადგური. ვისაუბრეთ რეგიონისთვის სადგურის მნიშვნელობაზე და იმ სოციალურ პროექტებზე, რაც განხორციელდა მისი მშენობლობის დროს. ასევე, რეგიონის განვითარებაში კომპანიის ჩართულობაზე და ასევე, ენერგომიმართულებით ყველა იმ ტექნიკურ საკითხებზე, რომელშიც „მესტია-ჭალას“ წვლილი შეაქვს“, - განაცხადა გოგოლაძემ.
ანალენა ბერბოკი: რასაც კიევის ოლქში ვხედავ, საშინელებაზე მეტია
"რასაც აქ ვხედავ, საშინელებაზე მეტია", - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევის ოლქში, ველიკა დიმერკას დასახლებას ესტუმრა და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინისთვის განაღმვით სამუშაოებში დახმარების აღმოჩენას. ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა "რასაც აქ ვხედავ, საშინელებაზე მეტია. ცხადია, აქ სპეციალურად განათავსეს არა მხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო, არამედ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებიც", - განაცხადა ბერბოკმა. უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში, რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სერგეი გაიდაი: უკრაინის შეიარაღებული ძალები ლისიჩანსკის მისადგომებთან არიან
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ძალები ლისიჩანსკის მისადგომებთან არიან. „ლისიჩანსკი, მშვენიერი უკრაინული ქალაქი. ბევრი სამუშაო დაგვჭირდება მის აღსადგენად. უკრაინელი სამხედროები ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკის მისადგომებთან იმყოფებიან“ - წერს გაიდაი. მოგვიანებით, ტელემარათონის ეთერში, გაიდაიმ თქვა, რომ დამპყრობლები მასობრივად გარბიან ლუგანსკის რეგიონიდან. „ვიცი, რომ ისინი ორგანიზებულად გარბიან და ტოვებენ ლუგანსკის რეგიონს. რა „რეფერენდუმები“? აქ ხალხი უკვე წერს უამრავ შეტყობინებას: „გთხოვთ, მალე შემოდით, რადგან ჩვენ გვინდა ერთად აღვადგინოთ ლუგანსკის რეგიონი“, - თქვა გაიდაიმ.
უკრაინის ოპერატიული სარდლობა: უკრაინულმა ჯარმა ხერსონის ოლქში რამდენიმე ათეული კილომეტრით წინ წაიწია
უკრაინულმა ჯარმა ხერსონის ოლქში რამდენიმე ათეული კილომეტრით წინ წაიწია. ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული მეთაურობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა. ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე, თუნდაც მცირე გამარჯვების შემდეგ, რუსები გაქცევას დაიწყებენ „სამხრეთის ფრონტის ხაზზე ჩვენი ჯარები მიიწევენ წინ სხვადასხვა მონაკვეთზე, ზოგან ორი, ზოგან კი რამდენიმე ათეული კილომეტრით. ძალიან მალე დავასახელებთ იმ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც სიხარულით ხვდებიან ჩვენს მებრძოლებს“, - განაცხადა გუმენიუკმა. ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი: ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ესპანეთის არმია უკრაინელ სამხედროებს გაწვრთნის
უკრაინელი სამხედროების მომზადების პროცესს ესპანეთის არმია შეუერთდება. „ესპანეთი კვირების განმავლობაში ემზადებოდა უკრაინული სამხედრო კონტიგენტების ჩამოსასვლელად, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ბაზაზე გაწვრთნიან“, - ნათქვამია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები სარაგოსაში გაიმართება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვნად გააფართოვებს უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამას - საუბარია ათიათასობით ჯარისკაცის მომზადებაზე. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამა ვოლოდიმირ ზელენსკის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში, ივნისის ვიზიტის დროს შესთავაზე. შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დააკონკრეტა, რომ გაერთიანებული სამეფოს სამხედროებს შეეძლოთ ყოველ 120 დღეში 10000-მდე უკრაინელი ჯარისკაცის მომზადება.
რომეო მიქაუტაძე: 2022 პირველი წელია, როდესაც ჰიდროელექტროსადგურებიდან წყალი უქმად არ დაირღვა და ყოველი კუბური მეტრი ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის გამოვიყენეთ
„100 წლის წინ, თბილისთან ახლოს, ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. საუკუნის შემდგომაც ზაჰესი უსაფრთხოდ და რაც მთავარია უწყვეტად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკას, ჩვენი მოსახლეობის ენერგომომარაგებას. ზაჰესი კარგი მაგალითია იმისა, რამდენად უსაფრთხო და მნიშვნელოვანია ასეთი ობიექტები, მით უფრო იმ ფონზე, რომ მას შემდეგ განვითარდა სამშენებლო ტექნოლოგიები და მასალები,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს ენერგეტიკაში არსებული ვითარების მიმოხილვისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბალანსზე და აღნიშნა, რომ ადგილობრივი გენერაციის ორმესამედზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, ხოლო მიმდინარე წლის მონაცემებით, საერთო გამომუშავებაში ჰიდროელექტროსადგურების წილმა 82%-ს მიაღწია, მათ შორის, თითქმის 42% მარეგულირებელ სადგურებზე მოვიდა. „ელექტროენერგეტიკული ბალანსის თვალსაზრისით 2022 წელი, შეიძლება ითქვას, რეკორდულია მთელი რიგი პარამეტრებით: გასული 8 თვის მონაცემებით ადგილობრივმა გენერაციამ თითქმის 10 მლრდ. კვტ სთ-ს მიაღწია, რაც გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმია. ის 23%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 13%-ით - 2018 წლისას, როდესაც გამომუშავების მაქსიმუმი დაფიქსირდა. გარდა ამისა, 10 მლრდ. კვტ.სთ-ს გადააჭარბა ადგილობრივმა მოხმარებამ, რაც, ასევე, გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმალური მაჩვენებელია და 8%-ით აღემატება შარშანდელ ნიშნულს,“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ. ამავე დროს, მისი თქმით, 32 პროცენტით შემცირდა იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტმა 890 მლნ. კვტ სთ შეადგინა. გარდა ამისა, 2022 წელია პირველი წელი, როდესაც არ მოხდა ჰიდროელექტროსადგურებიდან წყლის უქმად დაღვრა და ყოველი კუბური მეტრი გამოყენებულ იქნა ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 პირველი წელია, თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზი „მესხეთი“ მაქსიმალურად დაიტვირთა და ახორციელებს როგორც ტრანზიტს, ასევე, ექსპორტს. მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო ათწლეულში საქართველოს ენერგოსისტემას შეემატა ახალი ენერგეტიკული ობიექტები. მათ შორის, 55 ჰესი, 2 თბოსადგური და ერთი ქარის ელექტროსადგური.