ძებნის რეზულტატი:

თურქეთის ვაჭრობის მინისტრი: მოვუწოდებ ჩვენს კომპანიებს, რომ საქართველოში ინვესტიციები ჩადონ

ვაპირებთ, ხელი მოვაწეროთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მასშტაბის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას და პროტოკოლს. მჯერა, რომ ჩვენი ახალი შეთანხმება გააძლიერებს საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს და იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენს ქვეყნებს შორის მდგრადი ეკონომიკური პარტნიორობისთვის, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა, მეჰმედ მუშმა სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი თბილისში“ განაცხადა, სადაც ფორუმი სახელწოდებით „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის – სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ იმართება. მისი თქმით, ფორუმზე თურქეთიდან საქართველოში ჩამოსულია 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი. „დღეს ჩემთან ერთად არიან უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები. თურქეთიდან საქართველოში ჩამოსულია 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი ჩვენს ინვესტორებთან ერთად. კონფერენციას დაესწრება 100-მდე თურქი ბიზნესმენი. ეს იქნება მასშტაბური ღონისძიება გრძელვადიანი გეგმებისთვის. 2022 წლის აგვისტოსთვის ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა გაიზარდა 15 პროცენტზე მეტით და მიაღწია ორ მილიარდ დოლარს. ამჟამად თურქეთი არის პირველი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში.  მე გავაგრძელებ ჩვენი კომპანიების მოწოდებას, რომ ჩადონ ინვესტიციები საქართველოს ნათელ მომავალში. როგორც თქვენ, ყველა იხილავთ დღეს, ჩვენ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ ჩვენი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მასშტაბის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას და პროტოკოლს. მე მჯერა, რომ ჩვენი ახალი შეთანხება, რომელიც ამიერიდან მოიცავს მომსახურებას და ინვესტიციებს, გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენს ქვეყნებს შორის მდგრადი ეკონომიკური პარტნიორობისთვის“, – განაცხადა მეჰმედ მუშმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი ნაბიჯია NATO-სთან თავსებადობის მიმართულებით

„ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯია ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და NATO-სთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს და აღნიშნა, რომ მათ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა. „ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, ქალბატონო ელჩო, დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლებო, ყველას მოგესალმებით. პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ მორიგი მრავალეროვნული სწავლების -„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის წარმატებულ დასრულებას. ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ამ სწავლებას საქართველოში უკვე მეექვსედ ვმასპინძლობთ. ეს არის კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯი ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით. წლიდან წლამდე ჩვენი სამხედროები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კოლეგებთან ერთად, ავითარებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ქმნიან ძლიერ კავშირებს. სწავლების სახელი – „ღირსეული პარტნიორი“ კარგად გამოხატავს იმ ძირითად პრინციპს, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს მრავალწლიან, ურთიერთგაძლიერებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. ჩვენი ქვედანაყოფები, უნიკალურ საბრძოლო უნარების დაუფლებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ჩვენს სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებს. მინდა, მადლობა გადავუხადო სწავლებაში ჩართულ ყველა ქვეყანას, მათ შორის, ამ სწავლებაში პირველად მონაწილე იაპონიისა და შვედეთის წარმომადგენლებს, ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სწავლებაში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სწავლების ორგანიზებასა და აღსრულებაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა არის მტკიცე და მზარდი დინამიკის, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის განმტკიცებისკენ. ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს, ყველას და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დასრულება. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მრავალეროვნული სწავლება – „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ ღონისძიების სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა. ღონისძიება სწავლების მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელი და ქართველი სამხედროები წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით -„ღირსეული პარტნიორი“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონტორინგის მისიის წარმომადგენლები.  

რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდი შავ ზღვაში ნაღმს დაეჯახა

რუმინეთის საზღვაო ძალების ნაღმტყორცნი შეეჯახა ნაღმს, რომლის განმუხტვასაც ცუდი ამინდის პირობებში ცდილობდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ აფეთქების შედეგად 75 კაციანი ეკიპაჟი არ დაშავებულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამინისტრომ განაცხადა, რომ გემს შეატყობინეს ნაღმის შესახებ, რომელიც რუმინეთის შავი ზღვის პორტ კონსტანტადან ჩრდილო-აღმოსავლეთით მოძრაობდა. შავ ზღვაში ნაღმები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.   

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, სანქცირებულთა სიაში არ არის

„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და უსუსური მცდელობა. სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ ხოლმე რეგულარულად გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მეტი არაფერი“, - საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას გამოეხმაურა.  ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს საჰაერო სივრცის უკანონო გამოყენებაზე, ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა ელენე ხოსტარიამ განაცხადა, რომ 4 სექტემბერს ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიის გავლით, მოსკოვში გაფრინდა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, სანქცირებულთა სიაში არ არის.  „რა თქმა უნდა, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო წესებს. კომპანია, რომელმაც საქართველო საჰაერო სივრცე გამოიყენა, რეგულარულად დაფრინავს, მათ შორის ევროპის ქვეყნებში. ეს კომპანია არ არის სანქცირებულთა სიაში და შესაბამისად, ჩვენმა საავიაციო უწყებებმა და ავიაციამ ყველა წესის დაცვით მისცეს საქართველოს ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა. როგორც „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიაა.  

მატეუშ მორავეცკი უკრაინაში ჩავიდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის პრესმდივანმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, იუწყება Polsat News-ი. მისივე თქმით, განიხილევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება გეოპოლიტიკურ ვითარებას და ენერგეტიკულ ბაზარს, ენერგეტიკასა და სამხედრო უსაფრთხოებას“. მორავეცკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების მიზეზების გამო დაგვიანებით გავრცელდა. პოლონური მხარის განმარტებით, მორავეცკის ვიზიტი პოლიტიკური სიგნალი კრემლისთვის. „ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ამ ძალიან რთულ ვითარებაში. მიგვაჩნია, რომ რუსეთი არღვევს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. უკრაინის დაცვა ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა", - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ვიზიტით კიევში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. არც ეს ვიზიტი იყო დაანონსებული.

პროკურატურა: დაკავებამდე ტაქსის მძღოლმა ლიეტუვისა და რუსეთის მოქალაქეები უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ, 500 ლარის გადახდა მოსთხოვა

დაკავებული ტაქსის მძღოლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო არ მიმდინარეობდა. ტაქსის მძღოლმა ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთ სასტუმრომდე მიიყვანა და მათ აპლიკაციაში მითითებული თანხის, 23 ლარის ნაცვლად, 195 ლარის გადახდა მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ნაფიც-მსაჯულებმა ერთხმად, 12 ხმით უდანაშაულოდ ცნეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც რუსი ტურისტები, თბილისის ნაცვლად, გომბორში დატოვა ამასთან, პროკურატურა სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას უწოდებს ტაქსის მძღოლის ადვოკატების განცხადებას, რომელსაც გუშინ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანა. მათივე ცნობით, მგზავრებმა პოლიციაში მისვლა და გაუგებრობის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს, თუმცა, მძღოლმა ისინი მათი ნების საწინააღმდეგოდ, ჩაკეტილი კარებით, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ორი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატების სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ განცხადებას, რომ თითქოსდა, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით, თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას - 23 ლარს. აღნიშნულის გამო, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს. ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა. გადმოხტომით მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდნენ. 2022 წლის 13 აპრილს, ტაქსის მძღოლს ბრალდება სსკ-ის 143-3-გ მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა. აქვე ვაცხადებთ, რომ ადვოკატის მხრიდან მსგავსი სიცრუის ტირაჟირება არღვევს ეთიკის ნორმებს. მოვუწოდებთ აღნიშნული ცრუ ინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის სენსიტიური თემების გამოყენებით ყალბი ამბების შექმნისგან და გავრცელებისგან”, - ნათქვამია პროკურატურის მიერგავრცელებულ განცხადებაში.  

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტზე, ახალი ტენდერის გამართვის ვადები უცნობია

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ანაკლიის პორტის პროექტზე“ ახალი ტენდერის ვადები ჯერ კიდევ უცნობია. ეკონომიკის სამინისტრო ჯერ არ ასახელებს, თუ რომელ ინვესტორებს აინტერესებთ ანაკლიის პორტი  მისი თქმით, სახელმწიფომ „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ჩაატარა, თუმცა ახლა რეალობა შეცვლილია.  საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს „ჩვენ ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა, ეს არის ძალიან მაღალრეპუტაციული ჰოლანდიური კომპანია. ეს კვლევა ომის დაწყებამდე ჩატარდა, ომის შემდეგ კი ბევრი პარამეტრი იცვლება. შესაბამისად, მიმდინარეობს დაზუსტება და სამუშაოები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას ჩვენს PPP კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ, რომელიც უფრო მეტ მოქნილობას მისცემს სახელმწიფოს და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს. კონკრეტულ ვადებს წლის განმავლობაში მოგახსენებთ“, - განაცხადა დავითაშვილმა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.  2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს.  2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.  2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.  ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ  ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა

ბლინკენი: ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი მხარდაჭერა ხელს უწყობს უკრაინელებს, გაათავისუფლონ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორია

სახელმწიფო მდივნის რანგში მეხუთე და რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ მესამე ვიზიტი უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს პროდუქტიული და მნიშვნელოვანი უწოდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური იტყობინება. „ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული და მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დღე აქ, უკრაინაში”, - განუცხადა სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ეს არის მისი მეხუთე ვიზიტი უკრაინაში მისი ამჟამინდელი სტატუსით და მესამე - რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ. ბლინკენის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა ახლა, რადგან უკრაინა იწყებს კონტრშეტევას სამხრეთში, ასევე აღმოსავლეთში“. ბლინკენმა ისაუბრა გზავნილზე, რომელიც ზელენსკის კიევში გადასცა „ჩვენ ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ჩვენი მხარდაჭერა, მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერასთან ერთად ხელს უწყობს იმას, რასაც უკრაინელები აკეთებენ და მოქმედებენ რუსეთის მიერ  აგრესიის შედეგად მიტაცებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად. მან მედიას ისიც განუცხადა, რომ შეხვედრებზე განიხილა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საელჩოში დაბრუნება. ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, აგრესიის დაწყებისთანავე მოგვიწია საელჩოს დახურვა. ჩემი სურვილი იყო, კვლავ აღგვემართა ამერიკის დროშა და ჩვენ ეს შევძელით რამდენიმე თვის წინ“, - განაცხადა ბლინკენმა. „ჩვენ უნდა დაგვედასტურებინა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ; ჩვენი გადაწყვეტილება, რომ უკრაინა იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო ვიდრე ადრე“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენმა უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტისას მორიგი დახმარება დაანონსა. უკრაინის გარდა, საგარეო სამხედრო დაფინანსება მომხდარდება იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს პოტენციური აგრესიის რისკის ქვეშ არია, მათ შორის არის საქართველო. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება 18 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის

სალომე ზურაბიშვილი: ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია! მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს

წვრთნების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ ვფიქრობ, ერთგვარად აერთიანებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების ყველა პოზიტიურ ეპითეტს. დიახ, ეს სამი ათეული წელი ნამდვილად მაგალითია ორმხრივი ღირსეული პარტნიორობისა და ვერავითარი საწინააღმდეგო მოსაზრება ვერ დააკნინებს და შეარყევს ამ ურთიერთობას და მის მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა, პირველ რიგში, გავიხსენოთ, რომ 31 წლის წინ, 9 სექტემბერს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ბრძანებულება, რათა თავდაცვის სამინისტროს დაეწყო ეროვნული არმიის ჩამოყალიბება. ეს დიდი დღეა, თუმცა ეს იყო იმ ეროვნული არმიის და ეროვნული გვარდიის მხოლოდ აღდგენა, რომელიც 1918 წლიდან არსებობდა, აღდგენა იმ ჩვენი ღირსეული ჯარისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცავდა ამ ქვეყანას. მინდა ეს დღე მოგილოცოთ ყველას - თქვენ და ჩვენ მოქალაქეებს, რადგან თუ სახელმწიფო არსებობს, არსებობს სწორედ იმიტომ, რომ მას გააჩნია ღირსეული ჯარი. ასევე, მინდა მივუსამძიმრო წვრთნებში მონაწილე დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, 70 წლის მანძილზე გაერთიანებული სამეფოს უცვლელი და ღირსეული უმაღლესი მთავარსარდლის გარდაცვალების გამო. წელს საქართველოში მეექვსედ ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც 20 ქვეყნიდან 2400-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში საიუბილეო წელია. ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი შეუსრულდა. წვრთნების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ ვფიქრობ, ერთგვარად აერთიანებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების ყველა პოზიტიურ ეპითეტს. დიახ, ეს სამი ათეული წელი ნამდვილად მაგალითია ორმხრივი ღირსეული პარტნიორობისა და ვერავითარი საწინააღმდეგო მოსაზრება ვერ დააკნინებს და შეარყევს ამ ურთიერთობას და მის მომავალს. დღეს ევროპასა და ჩვენს რეგიონში- უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ასეთი მასშტაბის მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. „ღირსეული პარტნიორი 2022“ სწავლებაში მონაწილე ქვეყნები შესაძლებლობას გვაძლევენ გავზარდოთ ჩვენი მზაობა და შესაძლებლობები შავი ზღვის რეგიონის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. დღეს დასრულდა 12 დღიანი სწავლება. ჩვენ ყველანი მოწმენი გავხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და უმაღლესი დონის სამხედრო მომზადებისა, რომლითაც გამოირჩევა სწავლების უკლებლივ ყველა მონაწილე. მადლობას მოვახსენებ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობასა და ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობას წლევანდელი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების სამაგალითო ხელმძღვანელობისთვის. მადლობას მოვახსენებ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს სწავლების მხარდაჭერისთვის, რითაც უზრუნველვყავით „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის წარმატებითი განხორციელება. მადლობა მრავალეროვნული სწავლების ტრადიციულ პარტნიორებს და მათ, ვინც წელს პირველად მონაწილეობს ამ მნიშვნელოვან წვრთნებში. იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები მრავალეროვნული სწავლების ისტორიაში წელს პირველად მონაწილეობენ. ასევე, პირველად ჩაერთო სწავლებაში ლიეტუვა, პოლონეთი, უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადის პირადი შემადგენლობა. ეს ყოველივე კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია! ეს, კიდევ ერთი, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოს, როგორც ღირსეული პარტნიორის როლი უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში. მწამს, რომ პარტნიორობისა და ერთობის ძალას ვერაფერი შეარყევს. საქართველო მომავალშიც ღირსეულ და საიმედო პარტნიორობას გასწევს ჩვენს რეგიონში, შავ ზღვასა და მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერების სფეროში, რამეთუ მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს. დიდი მადლობა! მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ სწავლების დახურვის ცერემონია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი ნაბიჯია NATO-სთან თავსებადობის მიმართულებით  

უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ იქნება - პოდოლიაკი

უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში სამ დღეში 50 კილომეტრით წაიწიეს წინ - უკრაინის გენშტაბი „რას ეუბნება მსოფლიოს ეფექტიანი უკრაინული კონტრშეტევა? 1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ იქნება. 2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი. 3. დროა, რუსული ჯარები გაეთრიონ. იქნება მტკივნეული“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ავიაკომპანია Air Moldova მოსკოვში ფრენებს განაახლებს

ავიაკომპანია Air Moldova მოსკოვში ფრენებს პირველი ოქტომბრიდან განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსკოვში ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მრავალრიცხოვანი მიმართვის საფუძველზე მიიღეს. "სახლში დაბრუნების მსურველი მოლდოვის მოქალაქეების მრავალრიცხოვანი მიმართვის საფუძველზე, მოსკოვში ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მივიღეთ", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, მოლდოვამ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა თებერვლის ბოლოს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეწყვიტა.    

ევროკავშირმა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა

ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 2022 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდება. რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.  

საჰაერო ძალები: ახალი დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო მოწინავე რუსული რაკეტები ჩამოაგდოს

აშშ-ის მიერ მიწოდებულ NASAMS-ს და გერმანულ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემებს ისკანდერის რაკეტების ჩამოგდებაც კი შეუძლიათ. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა RBK Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის არსებული არქიტექტურა კარგად მუშაობს კალიბრის, Kh-101 და Kh-555 საკრუიზო რაკეტების ჩამოგდებაზე, მაგრამ არ შეუძლია ეფექტიანად დაუპირისპირდეს Kh-22, Kh-31, Onyx და ისკანდერის რაკეტებს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

შარლ მიშელი: მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას

აზერბაიჯანულმა ხუთი სომეხი სამხედრო ტყვე დაუბრუნა სომხეთს. მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. "მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ურთიერთობების ნორმალიზაცია", - განაცხადა მიშელმა. როგორც ცნობილია, დღემდე აზერბაიჯანიდან 155 ტყვეა უკან დაბრუნებული. 33 სომეხი დადასტურებულად აზერბაიჯანში რჩება, თუმცა სომხური მხარე ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი 60-ს აღწევს.  

WSJ: მიხაილ ფრიდმანი უკრაინას სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, 1 მილიარდ დოლარს სთავაზობს

WSJ-ის ცნობით, რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი უკრაინას სანქციების შემსუბუქების იმედით, 1 მილიარდ დოლარს სთავაზობს. გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გაყინული აქტივების და შავ სიაში შეყვანის ფონზე, ალფა ბანკის მფლობელი და სხვა რუსი ოლიგარქები დასავლეთთან გარიგების მიღწევას ცდილობენ. თავად ფრიდმანი მსგავს შეთავაზებას უარყოფს. WSJ-ის ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ბრიტანეთიც. „დიდი ბრიტანეთი არ ეთანხმება სანქციების თავიდან აცილებას“, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოცემის ცნობით. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პუტინის მხარდამჭერი, ასობით რუსი ბიზნესმენი და ოლიგარქი დასავლეთის სანქციების სამიზნე გახდა. მიხაილ ფრიდმანი რუსეთის ალფა-ბანკში საკონტროლო წილს ფლობს. ის და მისი ბიზნესპარტნიორები პეტრ ავენი და გერმანი ხანი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში არიან. ამავდროულად, ალფა-ბანკი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი კერძო ფინანსური ინსტიტუტი რუსეთში, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შავ სიაშია.

კელი დეგნანი: „ღირსეული პარტნიორი 2022“ ჩვენი ერთგულების სიმბოლოა, გავაძლიეროთ საქართველოს შესაძლებლობები

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. სალომე ზურაბიშვილი: ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია! მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა. ირაკლი ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი ნაბიჯია NATO-სთან თავსებადობის მიმართულებით უწყების ცნობით, სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსთვის საერთაშორისო სწავლებებისა და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე სამხედროებს სწავლების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. სპეციალურად ამ დღეზე დასასწრებად საქართველოში უცხოელი გენერლები ჩამოვიდნენ აშშ-დან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსი, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონტიროინგის მისიის წარმომადგენლები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები იყვნენ: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი (SWEDINT). როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, „ღირსეული პარტნიორი 2022“ აშშ-ის ერთგულების სიმბოლოა. „სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ჩვენი ერთგულების სიმბოლოა, გავაძლიეროთ პარტნიორის შესაძლებლობები და განვავითაროთ ნდობა. ეს სწავლება ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისას ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანობას გვიჩვენებს. მკაფიოდ რომ ვთქვა: ეს არის ძლიერი ურთიერთობა, რომელიც აფერხებს პოტენციურ მოწინააღმდეგეს. „ღირსეული პარტნიორი“ შესაძლებლობას იძლევა, გავაუმჯობესოთ ჩვენი ერთობლივი და მრავალეროვნული მზადყოფნა და გავაძლიეროთ სანდო ძალები ევროპის მასშტაბით. მსგავსი სახის სწავლებებით საქართველო მომზადებას გადის და ამავე დროს ხელს უწყობს აშშ-ის, NATO-სა და პარტნიორი სამხედროების მზადყოფნასა და ურთიერთთავსებადობას, რათა უკეთესად მომზადებული შეხვდნენ დღევანდელ რთულ გამოწვევებს. საქართველოს მზადყოფნა და ვალდებულება, უმასპინძლოს მრავალეროვნულ წვრთნებს, ნათლად გვიჩვენებს საქართველოს, როგორც აშშ-სა და NATO-ს სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებულ შტატებს ასევე, სურს, აღიაროს და მადლობა გადაუხადოს ყველა იმ ქვეყანას, ვინც მონაწილეობდა „ღირსეულ პარტნიორში“. შეერთებული შტატები განაგრძობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სამხედრო წვრთნებში ინვესტიციებს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და ნდობის ჩამოყალიბებას. „ღირსეული პარტნიორი“ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს, ისევე როგორც ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, ერთმანეთის მხარდამხარ გაიარონ წვრთნები და შექმნან უფრო ძლიერი, უფრო თავსებადი ძალა, რაც აუცილებელია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა კელი დეგნანმა. გენერალ-მაიორ ჯეფრი ბროუდვოთერის განცხადებით, სწავლება, რომელიც კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ორიათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შორის თანამშრომლობის ნათელი მაგალითია „დღეს ჩვენ ვიმყოფებით „ღირსეული პარტნიორის“ დახურვის ცერემონიალზე, რომელიც მეექვსედ ჩატარდა. სწავლება, რომელიც კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ორიათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შორის თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. აშშ-ის ევროპის სარდლობის, ჯორჯიის შტატისა და დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა ქართულ მექანიზებულ და სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად, ასევე 19 ქვეყნის სამხედროებთან ერთად კომბინირებული ოპერაციები განახორციელეს. ამით მათ ხელი შეუწყვეს მრავალეროვნული და რეგიონული დონის ურთიერთთავსებადობას. მათ გააძლიერეს მზადყოფნა მრავალეროვნული სამეთაურო და კონტროლის შესაძლებლობების მეშვეობით. მჯერა, სწავლების მეშვეობით თოთოეულმა მონაწილე ქვეყანამ განავითარა ნდობა და გააძლიერა პარტნიორობა“, – განაცხადა ჯეფრი ბროუდვოთერმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში დაგეგმილი წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მონაწილეობდნენ. წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.  

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო: უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ 127 სამედიცინო დაწესებულება განადგურდა

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ 127 სამედიცინო დაწესებულება განადგურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის 51 900 ჯარისკაცი მოკლეს ”ვაერთიანებთ ძალისხმევას ჩვენს პარტნიორებთან, რათა პირველ რიგში აღვადგინოთ საავადმყოფოები. უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ 127 სამედიცინო დაწესებულება განადგურდა”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბოგდან ბორუხოვსკიმ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 16 პირს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 16 პირს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, 14 პირი, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციას ეწეოდა. ასევე 2 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს. „საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენის, შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ფაქტზე 14 პირს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ჩატარებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ 14 პირი, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციას. ასევე 2 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს. 2022 წლის 16 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სასამართლოს შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, ეტაპობრივად ჩატარდა ზემოხსენებულ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკები, რის შემდგომაც მოხდა მათი დაკავება. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, აგრეთვე 19,260-ე მუხლის მეხუთე, 19,261-ე მუხლის მეოთხე და 261-ე მუხლის მეშვიდე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

CNN: უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკთან ახლოს უკრაინის დროშა აღმართეს

უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკთან ახლოს, შევჩენკოვის დასახლებაში უკრაინის დროშა აღმართეს. CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე დროშა ადმინისტრაციულ შენობაზე ჩანს. შევჩენკოვო კუპიანსკიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.  გავრცელებული ინფორმაციით, კუპიანსკი უკრაინელმა ძალებმა 9 სექტემბერს გაათავისუფლეს. 8 სექტემბერს გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, ბალაკლეა გაათავისუფლეს.  

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 სექტემბერს, ბრალდებული 12 წლის დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვანის გაუპატიურებას შეეცადა. "სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.