ძებნის რეზულტატი:
სანქცირებული სერგეი ლავროვი გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად, აშშ-ის ვიზას ელოდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად აშშ-ის ვიზას ელოდება. სანქცირებულ სერგეი ლავროვს დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში აშშ-ში ჩასვლა სურს „ჯერ კიდევ არის დრო ვიზის მისაღებად“, - აცხადებს ლავროვი. „ჩემს კოლეგებს ვთხოვე, აღარ შეახსენონ აშშ-ს ამის შესახებ. ამერიკელებს აქვთ საკუთარი ვალდებულებები, გაეროს გენერალურ მდივანს აქვს მოვალეობა, უზრუნველყოს ყველა დელეგაციის მონაწილეობა ორგანიზაციის საქმიანობაში, მათ შორის გენერალურ ასამბლეაში. ვნახოთ“, - განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვუში. აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა გაეროს 77-ე ასამბლეა აშშ-ში სექტემბერშია დაგეგმილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალაკლეიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები, რომლებიც განლაგებული იყვნენ ბალაკლეიასა და იზიუმის რეგიონებში, დონეცკის მიმართულებით გადაჯგუფდნენ. კიევი: უკრაინის არმიამ ბალაკლეაზე კონტროლი აღადგინა „დონბასის გასათავისუფლებლად დასახული მიზნების მისაღწევად, მივიღეთ გადაწყვეტილება ბალაკლიასა და იზიუმის რეგიონებში განლაგებული რუსეთის ჯარების გადაჯგუფების შესახებ, რათა გააძლიერონ ძალისხმევა დონეცკის მიმართულებით", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ქვეყნის არმიამ ხარკოვში მდებარე ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლა შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ხერსონისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით, რაც უკვე თითქმის ორი კვირაა გრძელდება. უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ დღეს, 10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის გათავისუფლებისა და იზიუმში რუსული შენაერთების დატყვევების შესახებ.
დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვის თარიღი, ბუკინგემის სასახლეში გამოცხადდა
დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის დაკრძალვის თარიღი, ბუკინგემის სასახლეში გამოცხადდა - დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში 19 სექტემბერს გაიმართება. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დედოფლის ცხედარის ლონდონში გადასვენების პროცესს მისი ქალიშვილი, პრინცესა ანა დაესწრება. ეს დღე ყველა ბრიტანელისთვის დასვენების დღედ გამოცხადდება. ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.
ავიამარეგულირებელმა Air Moldova-ს მოსკოვის მიმართულებით ფრენების განახლება აუკრძალა
სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მოლდოვის კომპანიებს რუსეთში ფრენა აუკრძალა. ამის შესახებ 10 სექტემბერს მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ განაცხადა. სპინუმ გამოაქვეყნა სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ შეაჩერა ყველა ნებართვა, რომელიც რუსეთის ავიაოპერატორებზე გასცეს. ავიაკომპანია Air Moldova მოსკოვში ფრენებს განაახლებს მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ფრენები რუსეთში შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს და გამოსცა დირექტივა, რომელიც მოლდოვის ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენების განხორციელებას უკრძალავს. მანამდე ანდრეი სპინუმ Air Moldova-ს გადაწყვეტილება კიშინიოვი-მოსკოვის ფრენის განახლების შესახებ, უპასუხისმგებლო უწოდა. შეგახსენებთ, რომ Air Moldova-მ მოსკოვის მიმართულებით ფრენების განახლებაზე პირველი ოქტომბრიდან გამოაცხადა.
NATO კოსოვოში ჯარების რაოდენობას დროებით ზრდის
NATO-ს ხელმძღვანელობით კოსოვოს ძალების (KFOR) კონტინგენტის რაოდენობა წვრთნებთან დაკავშირებით გაიზრდება, იუწყება KFOR-ის პრესსამსახური. წვრთნები 27 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით სარეზერვო ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ქვედანაყოფების ჩართულობით ჩატარდება. წვრთნების დაწყებამდე 11 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვა სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ღონისძიებებს KFOR-ის პერსონალთან შეთანხმებით განახორციელებს. მანევრების დასრულების შემდეგ ბრიტანული ქვედანაყოფი კოსოვოს დატოვებს და თავის ქვეყანაში დაბრუნდება. KFOR-ის ძალები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად 1999 წელს შეიქმნა. ძალები უზრუნველყოფს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას კოსოვოში. მანამდე KFOR-მა კოსოვოში, მიმდინარე წლის ივლისში ვითარების გამწვავების ფონზე, ვითარების განმუხტვის მიზნით მზადყოფნა გამომაცხადა.
მიხაილო პოდოლიაკი: „რუსული გაზაფხული?“ არა, ფანტასტიკური უკრაინული შემოდგომა - რუსეთის ბარბაროსული იმპერიის დასასრულის დასაწყისი
„რუსული გაზაფხული?" არა...ფანტასტიკური უკრაინული შემოდგომა - რუსეთის ბარბაროსული იმპერიის დასასრულის დასაწყისი", - წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალაკლეიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად, კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე დაიბრუნა. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. კიევი: უკრაინის არმიამ ბალაკლეაზე კონტროლი აღადგინა უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სალომე ზურაბიშვილი: ვულოცავ ჩარლზ III-ს ტახტზე ასვლას, დაე, მისმა მეფობამ კეთილდღეობის ახალი დონე მოიტანოს მისი ხალხისთვის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩარლზს გაერთიანებული სამეფოს ტახტზე ასვლას ულოცავს. „ვულოცავ მის უდიდებულესობას, ჩარლზ III-ს ტახტზე ასვლას. დაე, მისმა მეფობამ კეთილდღეობის ახალი დონე მოიტანოს მისი ხალხისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად ჩარლზ მესამე ოფიციალურად გამოაცხადეს ჩარლზ III ბრიტანეთის მეფედ დღეს ოფიციალურად გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
ოლექსი რეზნიკოვი: ომის დაწყებიდან რუსეთმა სარაკეტო პოტენციალის ნახევარზე მეტი დაკარგა
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაკარგა თავისი სარაკეტო პოტენციალის 57%-ზე მეტი. ეს შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაუმჯობესდა და აგრესორმა ერთდროულად დაკარგა რაკეტების თითქმის 60%. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას განუცხადა. მინისტრის თქმით, დამპყრობლებს დაკარგული პოტენციალის აღსადგენად მინიმუმ ხუთი წელი დასჭირდებათ. „ეს იმ პირობით, თუ სანქციები შემსუბუქსება ან მოიხსნება, რადგან სარაკეტო სისტემებში ელექტრონიკის ბევრი კომპონენტია“, - დასძინა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა. მანამდე UNIAN-ი წერდა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვას რუსული რაკეტების 50-დან 70%-მდე განეიტრალება შეუძლია და საჰაერო თავდაცვის 100%-იანი ეფექტურობის უზრუნველყოფა ჯერჯერობით შეუძლებელია.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული არმია ამ დღეებში საუკეთესოს ავლენს, ზურგს გვიჩვენებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ოკუპანტებისგან ქვეყნის 2 ათას კილომეტრამდე ტერიტორია გაათავისუფლეს. მისი თქმით, „რუსული არმია ამ დღეებში ავლენს საუკეთესოს რაც შეუძლია, უკრაინის ჯარს ზურგს უჩვენებს“. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ჯარი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით წინსვლას განაგრძობს. „ამ დროისთვის, აქტიური საომარი მოქმედებების შედეგად, გათავისუფლებულია უკრაინის ტერიტორიის 2 ათასი კილომეტრი. რუსული არმია ამ დღეებში ავლენს საუკეთესოს რაც შეუძლია, უკრაინის ჯარს ზურგს უჩვენებს. ბოლოს და ბოლოს, მათი არჩევანი ცუდი არ არის - ისინი გარბიან. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არც იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
მედია: დონეცკიდან ე.წ. „დნრ-ის“ „ხელმძღვანელი", დენის პუშილინი გაიქცა
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, ე.წ. „დნრ-ის“ „ხელმძღვანელი“ დენის პუშილინი დონეცკიდან გაიქცა. საოკუპაციო ადმინისტრაციის „ხელმძღვანელი“ დიდი ალბათობით რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ქვეყნის არმიამ ხარკოვში მდებარე ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლა დენის პუშილინის გაქცევის შეასახებ ინფორმაციას, მედია უკრაინის დაზვერვაში, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ ინფორმაციაზე უკრაინულ მხარეს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ხერსონისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით, რაც უკვე თითქმის ორი კვირაა გრძელდება. დღეს, 10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის გათავისუფლებისა და იზიუმში რუსული შენაერთების დატყვევების შესახებ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დროშის დაბრუნება ქალაქ ლიმანში გარდაუვალია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოფიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის დროშის ქალაქ ლიმანში დაბრუნება გარდაუვალია. „დონეცკის რეგიონის ქალაქი, ლიმანი, კვლავ ელოდება ჩვენს დროშას და ეს გარდაუვალია - უკრაინა ყოველთვის ბრუნდება. ჩვენ ამას კარგად ვაჩვენებთ. მთელი დონეცკის რეგიონი ისევ თავისუფალი, უსაფრთხო და ბედნიერი იქნება, ასე უნდა იყოს უკრაინაში და მთელს ჩვენს მიწაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალები და ყველა, ვინც იცავს ჩვენს სახელმწიფოს, სპეცოპერაციების ძალები, ჩვენს დაზვერვა, სპეცსამსახურები, ეროვნული გვარდია, პოლიცია მშვიდობას დაუბრუნებს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეს, სადაც რუსეთმა მწუხარება და ტანჯვა მოიტანა. მშვიდობა იქნება, მშვიდობა უკრაინის დროშასთან ერთად, ჩვენს დამცველებთან ერთად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნებიდან“ გასულ ოთხ დეპუტატს საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულ ოთხ დეპუტატს სპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებია. „ოთხივე მათგანს პატივს ვცემ და იმ ადამიანებსაც, ვინც „ხალხის ძალის“ გუნდს შეუერთდნენ რეგიონებიდან. ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი თანაგუნდელები არიან, უმრავლესობის წევრები არიან. გასაგებია, რომ ფრაქცია და პარტია დატოვეს, გასაგებია. არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც ვერ შევთანხმდებით. დანარჩენთან დაკავშირებით, ეს ასე იყო თუ არ იყო, დეტალურ კომენტარს აღარ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ამაზე საუბარი რომ გვდომოდა, ჩვენ ვილაპარაკებდით ამაზე, თუმცა, იმათ ვერ დავაბრალებ, რომ რამე არასწორ ინფორმაციას ახმოვანებენ“, — განაცხადა მდინარაძემ. „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები კაჭრეთში, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის გასვლითი სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ. 2022 წლის ივნისში, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვეს. აგვისტოში, მათ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს.
ზელენსკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა, ხარკოვის ოლქში ვასილენკოვე და არტემივკა გაათავისუფლეს
113-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა, ხარკოვის ოლქში ვასილენკოვე და არტემივკა გაათავისუფლეს. ამისშესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე დაწერა. „ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენი მებრძოლები უკრაინის მიწის დეოკუპაციას ახდენენ. 113-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს ვასილენკოვო და არტემივკა ხარკოვის რეგიონში. უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება ადვილი არ მოდის. უკრაინელი დამცველები თითოეული ჩვენგანისთვის საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის. უსაზღვრო მადლიერება ყველა ჩვენს ჯარისკაცს! ჩვენ ვამაყობთ თითოეული მათგანით!“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ქვეყნის არმიამ ხარკოვში მდებარე ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლა შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ხერსონისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით, რაც უკვე თითქმის ორი კვირაა გრძელდება. უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ დღეს, 10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის გათავისუფლებისა და იზიუმში რუსული შენაერთების დატყვევების შესახებ.
ოლექსი დანილოვი: უკრაინის შეიარაღებული ძალები გაჩერდებიან იქ, სადაც უკრაინის ინტერესები დასრულდება
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი მათი კონტრშეტევის დროს გაჩერდებიან იქ, სადაც მთავრდება უკრაინული მხარის ინტერესები. „ჩვენ უნდა გვესმოდეს: თუ რუსეთი დარჩება ისეთ ფორმაში, როგორშიც არის, მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაიწყებს მეორე ომს. უკრაინის ამოცანაა, რუსეთი გავხადოთ ისეთი, ფიქრის სურვილიც კი არ ჰქონდეს, რომ შეუძლია, თავს დაესხას მეზობლებს, განსაკუთრებით ისე, როგორც ეს გააკეთა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით“, - თქვა დანილოვმა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ომი მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ დასრულდება. „უკრაინის შეიარაღებული ძალები გაჩერდებიან იქ, სადაც დასრულდება ჩვენი ინტერესები და ეს ბევრ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული", - დასძინა დანილოვმა.
ოპერატიული სარდლობა: უკრაინის ძალები სამხრეთის ფრონტზე წინსვლას განაგრძობენ
უკრაინელი სამხედროები სამხრეთის ფრონტზე წინსვლას და პოზიციების კონსოლიდაციას განაგრძობენ. ოპერატიული სარდლობის ცნობით, მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები, რასაც ჯარების წინსვლა და ტერიტორიების კონსოლიდაცია მოჰყვება. „მტერი უპირატესობას ანიჭებს კონტრშეტევას, ცდილობს, თავიდან აიცილოს პირდაპირი კონტაქტი. მტერი განიცდის დანაკარგებს და უკან იხევს", - იტყობინება ოპერატიული სარდლობა. გასული დღის განმავლობაში მტერმა 20 საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის პოზიციებზე. საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს მტრის პოზიციებს კახოვკასა და პრიდნიპროვსკის მახლობლად, აგრეთვე საბრძოლო მასალის საცავებს ქალაქ ხერსონის გარშემო და მის მახლობლად. კერძოდ, ნოვა კახოვკის მიდამოში კიდევ ერთი საბორნე გადასასვლელი დაზიანდა. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მტრის საბრძოლო მასალის სამი საცავი მიკოლაივის, ხერსონისა და ბერისლავის რაიონებში. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შაბათს საღამოს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სექტემბრის დასაწყისიდან უკვე გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 2000 კილომეტრი რუსი დამპყრობლებისგან.
უკრაინა: დონეცკის რეგიონში რუსეთის ძალებმა 10 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
უკრაინული მედიის ცნობით, 10 სექტემბერს, დონეცკის რეგიონში რუსეთის ძალებმა 10 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. „10 სექტემბერს რუსებმა დონეცკის რეგიონში 10 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ოთხი პოკროვსკში, სამი კრასნოხოროვკაში, ორი ბახმუტში და ერთი რაიჰოროდოკში. კიდევ 19 ადამიანი დაშავდა", - განაცხადა დონეცკის რეგიონის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ. როგორც კირილენკომ აღნიშნა, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ „ყველა დამნაშავე დაისჯება“. როგორც ცნობილია, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დონეცკის რეგიონი სავალდებულო ევაკუაციის ფარგლებში 10 060-მა ადამიანმა დატოვა.
ვენეციის კინოფესტივალი - „სრული სილამაზე და სისხლისღვრა“ „ოქროს ლომის“ მფლობელი გახდა
ვენეციის საერთაშორისო, 79-ე კინოფესტივალზე 10 სექტემბერს, ჟიურიმ 23 ფილმიდან, „ოქროს ლომი“ ამერიკელი კინორეჟისორის, ჟურნალისტის და პროდიუსერის, ლორა პოიტრასის დოკუმენტურ ფილმს - „სრული სილამაზე და სისხლისღვრა“ მიანიჭა. „ვერცხლის ლომი“ - ჟიურის დიდი პრიზი ფრანგ რეჟისორს, ალის დიოპს, ფილმისთვის - „წმინდა ომერი“ გადაეცა. საუკეთესო რეჟისორად იტალიელი რეჟისორი, ლუკა გიადანინო ფილმისთვის - „ძველები და სხვა ყველაფერი“ აღიარეს. „კოპა ვოლპი“ - პრიზი ქალი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ამერიკელ მსახიობს, კეიტ ბლანშეტს ტოდ ფილდის ფილმში - „ტარი,“ შესრულებული მთავარი როლისთვის ერგო. კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი ირლანდიელი კოლინ ფორელი მარტინ მაკდონაჰის ფილმში - „ინიშერინის ბანშიებში“ შესრულებული როლისთვის გახდა.
ჯეიკ სალივანი: აშშ-ის მთავარი ინტერესი ამ ომში არის, წვლილი შეიტანოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ, როდის და როგორ გაათავისუფლონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ისევე როგორც ყირიმში. იალტის ევროპული სტრატეგიის (YES) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სალივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიზანია, დაეხმარონ უკრაინას ამ მიზნების მიღწევაში, მოლაპარაკებების გზით ან ბრძოლის ველზე. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინტერესი ამ ომში არის, წვლილი შეიტანოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, იქნება ეს მოლაპარაკებების გზით, თუ ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა. „ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალისხმევის მხარდაჭერას ლოგისტიკით, მომარაგებით, იარაღითა და აღჭურვილობით“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვიქტორია ნულანდის თქმით, ჯო ბაიდენი G20-ის სამიტზე პუტინთან შეხვედრით არ არის დაინტერესებული
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს პუტინთან შეხვედრის მიმართ ჯო ბაიდენის ინტერესს. ამის შესახებ ნულანდმა იალტის ევროპული სტრატეგიის (YES) მე-17 ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება ბალის შეხვედრას, მანამდე გარკვეული დრო გავა. ჯერჯერობით, მე ვერ ვხედავ პუტინის მიმართ ინტერესს ჩვენი პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა ნულანდმა G20-ის სამიტის დროს ბაიდენსა და პუტინს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობის კომენტირებისას. ნულანდის თქმით, მას აქვს ინფორმაცია რომ პუტინი შესაძლოა, ბალიზე ჩავიდეს. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ G20-ის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა თავისუფალი სამყაროსთვის. „თუ ის (პუტინი. - რედ.) გამოჩნდება, ვფიქრობ, G20-ის ლიდერებმა მას ძალიან პირდაპირ უნდა უთხრან თავიანთი ხედვის შესახებ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება უკრაინაში, იმის შესახებ, რომ რუსეთი არღვევს მთელ რიგ პრინციპებს, რომლებიც ასახულიამის მიერვე ხელმოწერილ მთელ რიგ დოკუმენტებში“, - აღნიშნა ნულანდმა. მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოგზაურობა ინდონეზიაში, G20-ის სამიტზე ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ყველა ფაქტორი, მათ შორის კრემლის ლიდერის უსაფრთხოება. G20-ის სამიტი, ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება.
ენერგოატომი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბოლო რეაქტორი გამორთულია
უკრაინის სახელმწიფო ოპერატორის განცხადებით, ზაპოროჟიეში, ქარხნის მეექვსე და ბოლო მოქმედი რეაქტორი ქსელიდან გამთენიისას გაითიშა. მისივე განმარტებით, „უსაფრთხოების ღონისძიების“ ფარგლებში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად დაიხურა. „მიმდინარეობს მზადება მისი გაგრილებისა და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად“, - ნათქვამია განცხადებაში. IAEA-ის ანგარიში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკა დაფიქსირდა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რუსული ძალების კონტროლქვეშ მარტიდან იმყოფება, ოპერირებას უკრაინული პერსონალი უზრუნველყოფს. 6 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ მათმა ინსპექტორებმა, რომლებიც უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში იმყოფებოდნენ, ობიექტზე რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ექსპერტთა ჯგუფის წევრები დააფიქსირეს. IAEA-ის ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პირველ სექტემბერს ჩავიდნენ. მისიის ოთხი წევრი სადგურზე კვირის ბოლომდე დარჩა, მათგან ორი, ობიექტზე მუდმივად იქნება.