ძებნის რეზულტატი:
უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ჯარისკაცებმა 384 ბავშვი მოკლეს
რუსული ძალების უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსმა ჯარისკაცებმა 384 ბავშვი მოკლეს, 749 კი დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსულმა ძალებმა მიკოლაივი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი „ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 393, ხარკოვის ოლქში - 209, კიევის ოლქში - 116, მიკოლაევის ოლქში - 72, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 61, ხერსონის ოლქში - 55, ზაპოროჟიეს - 46 და დნეპროპეტროვსკის ოლქში - 2“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. ბრიტანეთის დაზვერვა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ირანული დრონების გამოყენება დაიწყეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თეა წულუკიანი: ელექტრონული არჩევნების ინიციატივა სამუდამოდ დაასრულებს ცრუ რიტორიკას
"ელექტრონული არჩევნების ინიციატივა სამუდამოდ დაასრულებს ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას, კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპონენტების რეალურ სახეს", - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2024 წლიდან საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება "ერთხელ და სამუდამოდ ეს დაასრულებს იმ ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ოპონენტების რეალურ სახეს, რომლებიც არჩევნები ერთია და რამდენჯერმე ცრუობენ ხოლმე, თითქოს ხალხის ნება სათანადოდ არ იქნა ასახული. ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და მინდა, ჩვენს გუნდს პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოს ამ რეფორმის გზაზე დიდი წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
"მოსმენების კანონის" გაფართოების კანონპროექტს შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა
ე.წ. მოსმენების კანონს, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას. "ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან მის გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპთან და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რის ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. კანონპროექტი, რომელსაც საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებდნენ, საქართველოს პარლამენტმა 7 ივნისს მიიღო.
რუსეთში Coca-Cola-ს „Добрый cola“ ჩაანაცვლებს
მაკდონალდსის რუსულ ანალოგში კოკა-კოლას „Добрый cola" ჩაანაცვლებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. Coca-Cola-მ რუსეთში საქმიანობა შეაჩერა „Добрый cola"-ს Coca-Cola-ს რუსეთის წარმომადგენლობა აწარმოებს, რომელმაც პროდუქტის წარმოება და გაყიდვა ჯერ კიდევ ივნისში შეწყვიტა. Coca-Cola რუსეთში პროდუქციის გაყიდვას შეწყვეტს მწარმოებლი გეგმავს გაყიდვების გაგრძელებას, მაგრამ სასმელის სახელის შეცვლის შესახებ, აგვისტოს დასაწყისში გახდა ცნობილი. იმავე თვის ბოლოს დასახელებული პროდუქტის გამოშვება მედიას ინდუსტრიის წყაროებმა დაუდასტურეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეოკუპირებულ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა. უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ „დეოკუპირებულ იზიუმში ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს. ასე იქნება ყველა უკრაინულ ქალაქსა და სოფელში. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ - წინ და გამარჯვებისკენ. ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას, დღეს, ზემოთ ახედვისას მხოლოდ ერთს ვეძებთ - ჩვენ სახელმწიფო დროშას - ეს ნიშნავს, რომ გმირები აქ არიან, მტერი წავიდა, გაიქცა“, - განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალაკლეიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს
მუხროვანში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა
მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა მომზადების სკოლაში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, სნაიპერთა მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს ექვსკვირიანი სასწავლო კურსი გაატარეს. უწყების ცნობით, კურსანტებმა შემაჯამებელი სწავლება მუხროვანის სასროლეთზე გაიარეს, სადაც მათ მთიან და დასახლებულ რაიონში სტრესული სროლები განახორციელეს. სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები, დღისა და ღამის განმავლობაში, რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. სასწავლო პროგრამა ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში სისტემატურად მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების მომზადების დონის ამაღლებას.
ილია მეორე: ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა, ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა
ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა, ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის მონაწილეებს. ილია მეორის მიმართვის ტექსტს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გულითადად მივესალმები ყველა მონაწილეს ამ ყრილობისა, რომელიც განიხილავს მეტად მნიშვნელოვან საკითხს – პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო და ტრადიციულ რელიგიათა ლიდერების როლს კაცობრიობის სულიერ და სოციალურ განვითარებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სეკულარიზაციისა და აპოსტასიის ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა და ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა. სეკულარიზაციის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისაგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა და წამოაყენეს პრინციპი ყოველივეს დაშვებულობისა: რაც მსურს, – ბუნებრივია, შესაძლებელი და მისაღები. ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის მომავალ თაობას, უყალიბებს რა მათ ცრუ ორიენტირებს, ფსევდო ღირებულებებსა და ლოიალურ დამოკიდებულებას უმძიმესი ცოდვებისადმი, რასაც შედეგად მოჰყვება აღქმის დაკარგვა ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის შესახებ. ყოველივე ამას დაემატა პანდემია, რომელმაც მასობრივი შიში დანერგა და ერთმანეთს დააშორა როგორც ქვეყნები, ისე ცალკეული პიროვნებები. მსოფლიო საზოგადოებაში შიშს თესავს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებები, რაც სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. საერთოდაც, განცდაა იმისა, რომ აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც არავინ იცის, რა იქნება ხვალ. პოსტპანდემიური სიძნელეების დაძლევა, ომში დაზარალებულთა შესაძლებლობისამებრ დახმარება და ლოცვა მშვიდობისათვის, – ჩვენი მოვალეობაა. ამასთან, სასულიერო პირები შესაძლებლობისამებრ უნდა დაეხმარონ ადამიანებს, სხვადასხვა განსაცდელისადმი შიშის დაძლევაში. ჭეშმარიტი ღვთის რწმენა და მისი გზით სვლა ათავისუფლებს პიროვნებას, საზოგადოებას ყოველგვარი ფობიისგან და აღავსებს მათ გულებს მშვიდობით, გამბედაობით, ვაჟკაცობით, სიყვარულით, ერთგულებითა და სხვებისთვის ცხოვრების სურვილით. ეს სულის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც შიშს აღარ ძალუძს, დაგვძლიოს და დაარღვიოს ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი სულიერი სიმშვიდე. ეს რეალობა უნდა იპოვოს ადამიანმა. ეს არის ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი! ვიმედოვნებთ, სხდომის მუშაობა ხელს შეუწყობს რელიგიათშორის დიალოგსა და მშვიდობას, რელიგიისა და კულტურის ურთიერთპატივისცემით თანაარსებობას და შექმნის პირობებს საერთო ძალისხმევით სულიერი ღირებულებების დაცვისთვის. მადლობას ვუხდი ამ შეხვედრის ორგანიზატორებს და ყველას გისურვებთ წარმატებებს თქვენს ღვთივსათნო საქმიანობაში!“, – ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ტერიტორიაზე არსებულ საკვებ დაწესებულებებს შეზღუდვები მოეხსნებათ
ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ტერიტორიაზე არსებულ საკვებ დაწესებულებებს შეზღუდვები მოეხსნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს. ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი შეიზღუდება „განათლების და მეცნიერების სამინისტროს განახლებული რეკომენდაციები სკოლის ტერიტორიაზე არსებული საკვები დაწესებულებებისა და სასკოლო წრეების შეზღუდვების მოხსნასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება. სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კვლავ უზრუნველყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა საჭირო რესურსების, ჰიგიენური საშუალებებისა და ინვენტარის მარაგით. გარდა ამისა, წელსაც გაგრძელდება სკოლებში უსაფრთხო გარემოს სისტემური მონიტორინგი, როგორც სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
თოყაევმა და სი ძინპინმა სტრატეგიული თანამშროლობის საკითხები განიხილეს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი, დღეს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა, რომელიც ყაზახეთში ოფციალური ვიზიტით იმყოფება. ყაზახეთისა და ჩინეთის ლიდერებმა სტრატეგული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილლეს. იგეგმება რიგი ხელშეკრულებების გაფორმება. სი ძინპინმა მანამდე განაცხადა, რომ მზადაა „ჩინეთ-ყაზახური ურთიერთობების ტრადიცია“ გააგრძელოს. „გავაგრძელებთ ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნების ფუნდამენტურ ინტერესებთან და ძირითად საზრუნავებთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა გავაძლიეროთ ჩინეთ-ყაზახეთის ურთიერთობების პოლიტიკური საფუძველი“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
საქართველოდან გატანილი ნახატების კიდევ ერთი ნაწილი მუზეუმს დაუბრუნდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით, 90-იან წლებში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთვის დროებით გადაცემული ორი ფერწერული ტილო დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას დღეს დაუბრუნდა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. კერძოდ, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთში სპეციალურად ამ მიზნით იმყოფებოდა კულტურის სამინისტროს თანამშრომელი სალომე ბერიკაშვილი, რომელმაც საქართველოს საელჩოსგან ოფიციალურად გადმოიბარა და დღეს, ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა 1999 წელს საელჩოსთვის გადაცემული ორი ფერწერული ტილო, ესენია: გივი თოიძე – „ძველი თბილისი“ და კოტე ჭანკვეტაძე – „ნატურმორტი“. „აღსანიშნავია, რომ მოცემული ექსპონატების დაბრუნების პროცედურა, 2021 წლამდე, საკუთრივ მუზეუმს არ წამოუწყია. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში, თეა წულუკიანის ინიციატივით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) უცხოეთში ან სხვადასხვა უწყებაში გატანილი ექსპონატების შეგროვება და მათი მუზეუმებში დაბრუნება დაიწყო. შედეგად, 2021 წლის მაისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროს შენობაში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო – ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“). ასევე, 2021 წლის სექტემბერში, ეროვნულ გალერეაში დაბრუნდა ჩეხეთის რესპუბლიკაში 2010 წელს გატანილი ოთხი ფერწერული ტილო: ირაკლი სუთიძის „ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას „ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის „ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის „აღორძინება“. 2021 წლის ნოემბერში კი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაბრუნდა 2003 წელს რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოდან დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები. ეს ნახატები წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა. საქართველოში რუსეთიდან დაბრუნდა შემდეგი ნამუშევრები: ბორის ფოგელი – „თელავი“ (1936 წელი); ევგენი ლანსერე – „ხევსურეთი“ (1926 წელი); ბორის ფოგელი – „სასულიერო სემინარია“ (1934 წელი); გრიგორი გაგარინი – „ქართველი ქალები“ (1854 წელი); ლევ ლაგორიო – „ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წელი), კარლ ჟუკოვსკი – „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წელი). ასევე, 2022 წლის 19 აპრილს, კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, ირანში საქართველოს საელჩოდან იქნა ექსპონატების ნაწილი დაბრუნებული. კერძოდ, 1995 წელს დროებით საექსპოზიციოდ გატანილი 15 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრიდან ოთხი ექსპონატი დაუბრუნდა საქართველოს ეროვნულ გალერეას: დიმიტრი ხახუტაშვილი – „იმერეთი“; შოთა ლეჟავა – „გრემი“; ზაურ დეისაძე – „აკაკი წერეთლის ცხოვრება“; გრიგოლ ჩირინაშვილი – „შოთა რუსთაველი“. სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შორის 2012 წლის ბოლოდან წარმოებული მიმოწერით დასტურდება, რომ 15 ექსპონატიდან 11 დაკარგულად მიიჩნევა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
ნედ პრაისი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დეესკალაციის მიზნით, მოვუწოდებთ რეგიონის ყველა ქვეყანას, გამოიყენონ თავისი გავლენა კონსტრუქციულად
აშშ რეგიონის ყველა ქვეყანას მოუწოდებს, გამოიყენონ თავისი გავლენები აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარების განსამუხტად. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გააკეთა. „ჩვენ მოვუწოდეთ რეგიონის ყველა ქვეყანას, გამოიყენონ თავიანთი გავლენა კონსტრუქციულად. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთს დიდი გავლენა აქვს როგორც აზერბაიჯანზე, ასევე სომხეთზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიყენოს ეს გავლენა და გამოიყენოს ეს ბერკეტები ისე, რომ ხელი შეუწყოს საომარი მოქმედებების შეწყვეტას და უფრო ფართოდ ამ დაძაბულობის დეესკალაციას.მას შეუძლია, გამოიყენოს ეს გავლენა იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმას, რისკენაც ჩვენ ყველა ვისწრაფვით, ეს არის ამ ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულება და დაძაბულობის დეესკალაცია“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, მდივანმა ბლინკენმა პრეზიდენტ ალიევს მოუწოდა, სასწრაფოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ემუშავა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად მშვიდობიანი, დიპლომატიური, კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზით. „ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სომხეთის შიგნით, აზერბაიჯანის მიერ დაბომბვისა და სომხური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორივე მხარე ვალდებულია, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მიაღწიოს უფრო ფართო დეესკალაციას“, - აცხადებს ნედ პრაისი. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
დიდ ბრიტანეთში 5 000-მა ჩვენმა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით გაიარა მომზადება - უკრაინის გენშტაბი
ამ მომენტისთვის კანადიდან, ნიდერლანდებიდან, ახალი ზელანდიიდან, უკრაინიდან და თავად გაერთიანებული სამეფოდან ინსტრუქტორების მონაწილეობით, თითქმის 5 000-მა ჩვენმა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით გაიარა მომზადება,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება ბრუნდება “ჩვენმა სამხედროებმა მიიღეს საბაზისო ცოდნა, ტაქტიკური მედიცინის, საინჟინრო, სახანძრო, ფსიქოლოგიური და ტაქტიკური მომზადების უნარები, მათ შორის ურბანულ გარემოში თავდასხმითი და თავდაცვითი მოქმედებების წარმოებაში“, - წერია უკრაინული გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს - ბაიდენი ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ტაივანის დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს
ტაივანის კანონმდებელთა დელეგაცია ვაშინგტონს ეწვევა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურ პირთან, იტყობინება Radio Taiwan Internationa-ი. პარლამენტარები შეხვდებიან ამერიკელ კოლეგებს და დახურულ მოლაპარაკებებს გამართავენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. აშშ-მ ტაივანისთვის $1,1 მილიარდის იარაღის მიყიდვა დაამტკიცა დელეგაციაში შედის ოპოზიციური პარტიის ოთხი წარმომადგენელი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ ლოიალური დამოკიდებულით გამოირჩევა. ასევე, დელეგაციაშია ერთი დეპუტატი მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიიდან. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ დაძაბულობის ფონზე, აშშ და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ გავრცელებული ცნობებით, მათ მოგვიანებით შეუერთდებიან სხვა წარმომადგენლებიც, თუმცა დეტალებზე მედია არ წერს. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ერდოღანი ალიევს: მოძმე თურქეთი ყოველთვის აზერბაიჯანის გვერდით დგას
დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაურეკა, იტყობინება აზერბაიჯანული სააგენტო. სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ღრმა მწუხარება გამოუცხადა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მოძმე აზერბაიჯანთანაა, აზერბაიჯანი კი თავის მხრივ, ყოველთვის მოძმე თურქეთის გვერდით დგას. საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ძმური ურთიერთობები და სტრატეგიული ალიანსი წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში. თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ
უზბეკეთის დედაქალაქი სამარყანდი 15-16 სექტემბერს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტს უმასპინძლებს, რომელიც 22-ედ იმართება. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის მნიშვნელობა იზრდება. როგორც თურქული მედია წერს მოსალოდნელია, რომ სამიტზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ. საგულისხმოა, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტში, წელს პირველად, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები, ასევე დამკვირვებელი და მოწვეული ქვეყნების პირველი პირებიც მონაწილეობენ, რაც ღონისძიებას უფრო მასშტაბურს ხდის. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტს, სამარყანდში 15 ქვეყნის ლიდერი დაესწრება. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სამიტზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ორგანიზაციის ახალი ეპოქის დასაბამი გახდება. სამიტს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფონზეც, რომ პირველად იმართება მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა. რიგი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამიტის მონაწილეები, დასავლეთის სანქციების ფონზე რუსეთთან მიმართებით სოლიდარობას გამოხატავენ. ვინ მონაწილეობს სამარყანდის სამიტში: „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტს 15 ქვეყნის ლიდერი დაესწრება. წევრი ქვეყნები - რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი, ინდოეთი და უზბეკეთი; დამკვირვებელი ქვეყნები - ბელორუსი, მონღოლეთი და ირანი; მოწვეული ქვეყნები - თურქმენეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. სამიტს, ასევე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და 10 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ლიდერი დაესწრება. მოსალოდნელია, რომ სამიტზე მიღებული იქნება 30-მდე დოკუმენტი, რომლებიც ორგანიზაციის განვითარებასთან, რეგიონული ვაჭრობის ზრდასთან, მრეწველობისა და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ასევე ერთობლივ პროექტებსა და აქტივობებთან მწვანე სფეროში. ეკონომიკა, ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა, სოფლის მეურნეობა, მედიცინა და სხვა სფეროებია 2022 წლის სამიტის ინტერესის სფერო, ხოლო სამარყანდის დეკლარაცია, მთავარი დოკუმენტი, რომელიც სამიტის ბოლოს მიიღება, ასახავს მონაწილე ქვეყნების კონკრეტულ პოზიციებს ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ პრობლემებზე. დოკუმენტი შეიცავს საერთო მიდგომებს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების, რეგიონული სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების შემდგომი გაღრმავების, სატრანსპორტო დერეფნების გაუმჯობესებისა და კულტურული კავშირების გაღრმავების მიმართ. უზბეკეთის პრეზიდენტი სამარყანდის სამიტის შესახებ „სამარყანდი შესაძლოა, გახდეს ის პლატფორმა, რომელიც შეძლებს გააერთიანოს სხვადასხვა შიდაპოლიტიკური პრიორიტეტის მქონე ქვეყნები“, - ამბობს უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიევი. მისი თქმით, ისტორიულად ისე დალაგდა, რომ სამარყანდიდან მსოფლიო ერთიანი მოჩანს. „ეს არის უნიკალური ფენომენის არსი - „სამარყანდის სული", რომლის საფუძველზეც შეიძლება „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში“ საერთაშორისო თანამშრომლობის ფუნდამენტურად ახალი ფორმატი შეიქმნას,“ - აღნიშნა უზბეკეთის პრეზიდენტმა. „აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამარყანდში სამიტის მიმდინარეობისას, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ახალი წევრებით შეივსება და ჩამოყალიბდება ორგანიზაციის მომავალი დღის წესრიგი - და ეს ძალიან სიმბოლურია“, - განაცხადა მირზიევმა. მომზადებულია უცხოური მედიის მიხედვით წაიკითხეთ Europetime- სტატია „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
ევროკომისიის პრეზიდენტი: უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს - ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში
„ერთი გაკვეთილი, რომელიც უკრაინის ომიდან ვისწავლეთ, ისაა, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს - ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს. ანა პოლიტკოვსკაიასა და ყველა რუსი ჟურნალისტისთვის, რომლებმაც დანაშაულები გამოააშკარავეს და ამისთვის საფასური გადაიხადეს; ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე - ბელორუსის ოპოზიციისთვის. ევროკომისიის პრეზიდენტი: ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის გარეშე ჩვენ უნდა გვესმინა ხმებისთვის ჩვენი კავშირის შიგნით - პოლონეთში, ბალტიისპირეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე: აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ
სომხური მხრიდან არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა საერთაშორისო პარტნიორებს და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 13 სექტემბრიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მთელ სიგრძეზე განხორციელებული ინტენსიური დარტყმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა „სომხური მხრიდან არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, ჩვენ განვიცადეთ სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არ წყვეტენ თავდასხმის მცდელობებს“, - ნათქვმია პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებისას 50 სამხედრო დაიღუპა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსი სამხედროები სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ
რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არის პასუხი კრემლის აგრესიაზე უკრაინის მიმართ და ახლა დროა, განვაგრძოთ და გავზარდოთ სანქციებით ზეწოლა და არა აგრესორის დაშოშმინება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომელიც ოთხშაბათს, ევროპარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოვიდა. „ეს არის კრემლი, რომელმაც რუსეთის ეკონომიკა განადგურების გზაზე დააყენა. ეს არის პუტინისთვის დაკისრებული ფასი იმისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ სანქციები გაგრძელდება. ახლა დროა, ვაჩვენოთ გადამწყვეტი ზომები და არა, ვაწარმოოთ დაშოშმინების პოლიტიკა“, - განაცხადა ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის აგრესიას ყველაზე მკაცრი სანქციებით უპასუხა. „აეროფლოტის“ თვითმფრინავები ვეღარ დაფრინავენ, რადგან სათადარიგო ნაწილები აღარ არის, რუსი სამხედროები სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ, რადგან მათ ნახევარგამტარების მარაგი ამოეწურათ. რუსეთის ინდუსტრია დაშლილია“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. პლენარულ სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც დაესწრო.
სომხეთი: აზერბაიჯანთან შეტაკებები შესაძლოა, ომში გადაიზარდოს
სომხეთმა განაცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანთან სასიკვდილო შეტაკებები ომში გადაიზარდოს. ერევანმა მოუწოდა დიდ სახელმწიფოებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მძიმე ვითარებას, რომელმაც, მისი თქმით, შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში. Reuters-თან ინტერვიუში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაიღუპა დაახლოებით, 50 სომეხი ჯარისკაცი და დაიჭრა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ორივე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. „თქვენ იცით, რამდენად მყიფეა სიტუაცია ჩვენს რეგიონში. სიტუაციის ესკალაცია გრძელდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
რომის პაპი: ჩვენ, ვინც საკუთარ თავებს მორწმუნეებს ვუწოდებთ, როგორ უნდა დავეთანხმოთ სიცოცხლის განადგურებას?!
არ შეიძლება, რელიგია ომის ბოროტების გასამართლებლად იყოს გამოყენებული. ჩვენ, ვინც საკუთარ თავებს მორწმუნეებს ვუწოდებთ, როგორ უნდა დავეთანხმოთ სიცოცხლის განადგურებას? - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განცხადა. რომის პაპმა ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ძალადობა არასოდეს არ უნდა იყოს გამართლებული. „ღმერთი მშვიდობაა. ის ყოველთვის მიგვიძღვის მშვიდობის და არა ომის გზისკენ. თუ შემოქმედი, რომელსაც ჩვენ მივუძღვენით ჩვენი ცხოვრება, არის ადამიანის სიცოცხლის შემოქმედი, ჩვენ, ვინც საკუთარ თავებს მორწმუნეებს ვუწოდებთ, როგორ უნდა დავეთანხმოთ სიცოცხლის განადგურებას? ძალადობა არასოდეს არ უნდა გავამართლოთ. ნუ დავუშვებთ უვიცთა მიერ სიწმინდის გამოყენებას. სიწმინდე არასდროს არ უნდა იყოს ძალაუფლების საყრდენი“, - განაცხადა პაპმა. ასევე წაიკითხეთ: ილია მეორე: ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა, ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა