ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2023 წელს საქართველოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ზე, მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ექნება

მოხარული ვართ, რომ  2023 წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით  იქნება წარმოდგენილი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოფენაზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია მოხდება. „ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს და მოხარული ვართ, რომ  2023 წელს საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოდგენას, წარმოჩენას და მის პოპულარიზაციას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.  

უკრაინა: რუსეთმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა.  როგორც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განმარტა, სამიზნეებს „ადამიანების სიცოცხლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ობიექტები“ წარმოადგენდა. ტიმოშენკომ დააზუსტა, რომ დაბომბვის შედეგად მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაზიანდა წყალგაყვანილობის სისტემა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამაზე დანგრეული კაშხლის ფოტო გამოაქვეყნა. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს კიდევ ერთხელ უწოდა ტერორისტული ქვეყანა და კრივი რიჰის დატბორვის მცდელობაში დაადანაშაულა.  

ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში აღიაროს

სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში, თუ აზერბაიჯანი, სომხეთის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  „თუ აზერბაიჯანელი სამხედროები გამოვლენ სომხეთის ტერიტორიიდან და სსრკ-ს საზღვრებში დადგებიან, მაშინ ჩვენ ამას ვაღიარებთ. არ აქვს მნიშვნელობა არც სამხედრო ბალანსს, არც მოკავშირეებსა და არც იმას, თუ ვისი მოკავშირეა უფრო ძლიერი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება“, - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, „მშვიდობის სახელით მძიმე გადაწყვეტილებების მიღებაზე" აიღო პასუხისმგებლობა.  „მაგრამ რთული გადაწყვეტილებების მიღება არ ნიშნავს სომხეთის ეროვნული, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, რათა გარანტირებული იყოს სომხეთის გრძელვადიანი უსაფრთხოება“, - განაცხადა პრემიერმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე   

კურტ ვოლკერი: რუსეთი მარცხდება, ამას სხვა ქვეყნებიც შეამჩნევენ და მათ მიდგომებშიც მეტ სიცხადეს ვნახავთ

ექსკლუზივი ავტორიტარი მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პასუხს და გაკვეთილებს სწავლობენ. ამაზე არაერთი ექსპერტი მიუთითებს. იწერება ანგარიშებიც და გაიცემა რეკომენდაციებიც. Europetime დაინტერესდა გავლენიანი აქტორების მოსაზრებით იმის შესახებ, თუ როგორ აისახა უკრაინაში მიმდინარე ომი სხვა მმართველების მიზნებზე, არის თუ არა ეს მათთვის უკუსვლა თუ საკუთარი ზრახვების წახალისება. ამ შეკითხვას NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი ასე პასუხობს: „მე ვიტყოდი, ეს არის ფაშისტური და იმპერიალისტური იდეოლოგია - რუსეთი პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ ჰქონდეს უფლება, დაიკავოს სხვა ქვეყნების ტერიტორიები, რაც ეწინააღმდეგება იმ ქვეყნების ფასეულობებს, რომლებიც პატივს სცემენ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებს.  არავინ ეტყვის რუსეთს, თუ როგორი შიდა მმართველობითი სისტემა უნდა ჰქონდეს; უკეთესი იქნება, თუ ეს იქნება დემოკრატია. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი ცხოვრობდეს საკუთარ საზღვრებში. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. თუ შევხედავთ ქვეყნებს მსოფლიოს გარშემო, ყველა სახის ქვეყანას ვნახავთ. ინდოეთი - დემოკრატია, ჩინეთი - ავტორიტარული მთავრობა. უამრავი სახეობაა - არავინ იცის, რომელი გაიმარჯვებს (უკრაინა თუ რუსეთი. რედ). თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მოუწევთ რუსეთთან საქმის დაჭერა. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთი აგებს. ვფიქრობ, სხვებიც დაინახავან ამას და მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა იქნება მათ მიდგომებში,“ - აღნიშნავს ვოკლერი.  მისი შეფასებით, ჩინეთს სურს ტაივანის ახლიდან შთანთქმა, რადგან თვლიან, რომ ის არის ჩინეთის ნაწილი. „ყველა სხვა, მსოფლიოში აღიარებს ერთ ჩინეთს, მიუხედავად იმისა, რომ ის დაყოფილია მმართველობის სხვადასხვა სტილად. მე ვფიქრობ, რომ ისინი (ჩინელები) რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას გარკვეულწილად, ზიანად აღიქვამენ, არ სურთ, რომ ისინიც ასე აღიქმებოდნენ, როგორც რუსეთი, რომელიც თავს დაესხა დამოუკიდებელ სახელმწიფოს და დაარღვია მისი ერთიანობა. ჩინეთს სულაც არ აქვს დასავლეთის გაძლიერების ინტერესი, დასავლური ინსტიტუტების, მაგრამ მას არ სურს რუსეთთან ასოცირება. ასე რომ, დისტანცირებას არჩევენ. ვფიქრობ, რომ ისინი მოვლენებს ძალიან ახლოდან აკვირდებიან და თუ ისე მოხდა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რისიც მჯერა და როგორც უნდა მოხდეს, ეს ძალიან ფრთხილი სიგნალია ჩინეთისთვის, რომ ტაივანის დაკავება არც ისეთი მარტივი საქმეა, როგორც შეიძლება, მათ ეგონოთ,“ - განუცხადა Europetime-ს კურტ ვოლკერმა. ცნობისათვის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არის როგორც საფრთხე, ასევე, გადაუდებელი შესაძლებლობა „გარდამავალი ქვეყნების“ დემოკრატიებისთვის. შესაბამისი ჩანაწერი გვხდება Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ: თუ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სურს, შეაჩეროს ავტორიტარიზმის გავრცელება და დაიცვას და გააძლიეროს ფუნდამენტური თავისუფლებები, თანამოაზრე ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს გადამწყვეტი მომენტი, რათა მიიღონ მრავალმხრივი და მდგრადი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გამოწვევების დროს. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი.  იმ სიტუაციებში, როდესაც ავტორიტარები იყენებენ ძალადობას ან აგრესიას, ზეწოლა უნდა განხორციელდეს დეესკალაციის შესაძლებლობების შენარჩუნებით. რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლას გლობალური გავლენები აქვს. აქვე, რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, რომ სხვა ავტორიტარული მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში შეჭრაზე პასუხს და სწავლობენ გაკვეთილებს საერთაშორისო დემოკრატიული კოალიციის გადაწყვეტილების შესახებ. და, თუ დემოკრატიის დამცველებს სურთ, გააფართოონ დემოკრატიის ღირებულებისა და დაპირების აღიარება, პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძალისხმევას: მხარი დაუჭირონ პროდემოკრატიულ აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და უფლებადამცველებს; დამოუკიდებელ მედიას და სანდო ინფორმაციაზე წვდომას. გააძლიერონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოაგვარონ დემოკრატიის ხარვეზები ქვეყნის შიგნით. მოახდინონ ევროკავშირში ინტეგრაციისა დემოკრატიის პრიორიტეტიზაცია და პროცესის წინსვლა რეგიონში, გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოებისთვის. 

ოლაფ შოლცი: ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს

სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად და ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცის თქმით, აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ  გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები ჰქონდეს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროკავშირს და ამისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას ავითარებენ. „ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. ეს მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ გვაქვს იმედები. ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ახლა საფრთხეშია, მაგრამ ევროკავშირმა და ჩვენც, ჩვენმა ქვეყანამაც და სხვა ქვეყნებმაც, საქართველომაც უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გავხადოთ“, - განაცხადა შოლცმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

ოლაფ შოლცი: საქართველოს ექნება მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები განხორციელოს

ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის, -  ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები განახორციელოს. „პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, კანდიდატი ქვეყნების საქმეა შეასრულონ ეს კრიტერიუმები, მაგრამ საქართველოს ჩვენგან ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები განახორციელოს. გარდა ამისა, ეკონომიკური განვითარების  პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება, აქ ბევრი სხვა სფერო არსებობს სამომავლო განვითარებისთვის - ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და აი, ამაზე ჩვენ გვქონდა დღეს ლაპარაკი“, - განაცხადა შოლცმა.  

ოლაფ შოლცი: პუტინს უკრაინასთან ომზე პოზიცია არ შეუცვლია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობოლაფ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას ახალი პოზიციები ვერ დაინახა. შოლცმა პუტინთან უკრაინის კრიზისი და ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება განიხილა შოლცის თქმით, რუსეთმა უკრაინიდან თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს და რეგიონში მშვიდობას უნდა მიეცეს შანსი. „რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს რაც შეეხება, ვერ გეტყვით, რომ იქ რაღაც შეიცვალა, ან შეგნება გაიზარდა იმისა, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო. მე ვერ შევამჩნიე, რომ ახალი პოზიციები გაჩნდა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ლაპარაკი და ის, რომ მე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთი უნდა წავიდეს უკრაინიდან. უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რათა მშვიდობას რეგიონში მიეცეს შანსი. ყოველდღე, ნათელი ხდება, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ეს გავაკეთე კიდევაც”,- აღნიშნა ოლაფ შოლცმა.  

ოლაფ შოლცი: ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, გაზმომარაგების სხვადასხვა წყარო გვქონდეს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანიის ჩრდილოეთ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს გაზის იმპორტი საქართველოში, რათა მიღწეული იყოს ენერგოდამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. „ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში. ამისათვის ევროპაში ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც გაზის ურთიერთგაცვლას და იმპორტს გახდის შესაძლებელს. გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებას. გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან. ბელგიის, ნიდერლანდების და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი. გერმანიის ჩრდილოეთ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ გაზის იმპორტი საქართველოში და მივაღწიოთ ენერგო დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.  

ბენ ჰოჯესი: საერთაშორისო საზოგადოება უნდა მოემზადოს რუსეთის პოტენციური დაშლისთვის

საერთაშორისო საზოგადოება უნდა მოემზადოს რუსეთის პოტენციური დაშლისთვის, წერს ბრიტანულ გაზეთ The Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი. „სულ უფრო ცხადი ხდება, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს და რომ კრემლი ნდობის ისტორიული კრიზისის წინაშე დგას. ახლა ნამდვილად მჯერა, რომ რეალურად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ვლადიმერ პუტინის გამოვლენილი სისუსტეებიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება, მოწმენი გავხდეთ არამხოლოდ მისი რეჟიმის დასასრულის დასაწყისის, არამედ თავად რუსეთის ფედერაციის“, - ამბობს ჰოჯესი. ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ერევანში, პარლამენტთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „გამოდით ქუჩებში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაურეკოს ჩვენს მეგობრებს და ნათესავებს და დაუძახოს აქ. გადაკეტეთ ქუჩები. არ მისცეთ უფლება ამ მოღალატეებს გაყიდონ ქვეყანა", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ბაგრამიანის გამზირზე, სადაც ეროვნული ასამბლეის შენობაა განთავსებული, აქციის მონაწილეებმა მოძრაობა გადაკეტეს.  მანამდე, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში, თუ აზერბაიჯანი, სომხეთის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სომხეთის მხარეს, აზერბაიჯანთან შეტაკებისას 105 ადამიანი დაიღუპა.   

გუტერეშმა პუტინთან „მარცვლეულის შეთანხმების“ გაფართოების საკითხი განიხილა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან „მარცვლეულის შეთანხმების“ გაფართოების საკითხი განიხილა.  გუტერეშმა გაეროს ოფისში, ამ თემაზე მედიისთვის განცხადება გააკეთა. „ვლადიმერ პუტინთან „მარცვლეულის შეთანხმების“ გაფართოების საკითხი განვიხილე, რუსული სასუქების ექსპორტის ჩათვლით“, - განაცხადა გუტერეშმა პრესკონფერენციაზე. ამასთან გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა სასუქების ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით: „2022 წელს სურსათის დეფიციტი არ გვაქვს, მაგრამ არის პრობლემები განაწილებასთან დაკავშირებით. თუ არ მოვაწესრიგებთ სასუქების ბაზარს, 2023 წელს პრობლემები გვექნება“, - განაცხადა გუტერეშმა. გუტერეშმა ყურადღება გაამახვილა ცნობებზე, რომ მოსავალი წელს უფრო მცირეა, ვიდრე 2021 წელს: „ეს არის ჩემი ძლიერი მოწოდების მიზეზი, მოვხსნათ ყველა დაბრკოლება რუსული სასუქების ექსპორტისთვის. ეს საკითხი სანქციებს არ ექვემდებარება“. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა,   

CNN: ჯო ბაიდენი აშშ-ის ელჩად რუსეთში, ლინ ტრეისის დანიშვნას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის ელჩად რუსეთში, ლინ ტრეისის დანიშვნას გეგმავს, რომელიც ახლა ამერიკის დიპლომატიურ მისიას სომხეთში ხელმძღვანელობს. ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს.  ლინ ტრეისი 2014-2017 წლებში მოსკოვში აშშ-ის ელჩის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2019 წლიდან აშშ-ის ელჩია ერევანში.  CNN აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, სწრაფად შეცვალოს ჯონ სალივანი, რომელსაც უფლებამოსილება 2022 წლის სექტემბრის დასაწყისში ვადა ამოეწურა. მედიის ცნობით, აშშ-მა შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიაწოდა.  თუ ლინ ტრეისს რუსეთში აშშ-ის ელჩად დაამტკიცებენ, ის იქნება პირველი ქალი, რომელიც რუსეთში აშშ-ის საელჩოს უხელმძღვანელებს.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმები კრივი-რიჰზე, მოსკოვის მცდელობები, დათესოს პანიკა, შექმნას საგანგებო მდგომარეობა, ვერ გატეხს უკრაინას და მტერი მიიღებს სამართლიან პასუხს. „ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამჯერად - სარაკეტო დარტყმა ჰიდრავლიკურ კონსტრუქციებზე და კრივი-რიჰის დატბორვის მცდელობა. ოკუპანტებს შეუძლიათ, დათესონ მხოლოდ პანიკა, შექმნან საგანგებო მდგომარეობა, შეეცადონ, დატოვონ ხალხი სინათლის, გათბობის, წყლისა და საკვების გარეშე. შეიძლება, ამან დაგვატეხოს? სულაც არა. გაეცემათ თუ არა მათ სამართლიანი პასუხი და იქნება ანგარიშსწორება? დიახ, აუცილებლად“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა.   

ირანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ სამარყანდში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და ირანი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სრულუფლებიანი წევრი გახდა.  შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ „ამიერიდან ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანზიტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის სხვადასხვა ეტაპზე გადავედით“, - აღნიშნა აბდოლაჰიანმა. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 1996 წელს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ლიდერების მიერ დაფუძნდა. თურქეთი ორგანიზაციის დიალოგის პარტნიორია. 2001 წელს უზბეკეთის გაწევრიანებამდე ორგანიზაციას „შანხაის ხუთეული“ ეწოდებოდა. შემდგომში ინდოეთი და პაკისტანი გახდნენ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრები. 2005 წელს ირანი გახდა ორგანიზაციის დამკვირვებელი ქვეყანა. ორგანიზაციაში ირანის გაწევრიანების პროცესი 2021 წელს დაიწყო. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტი 15-16 სექტემბერს სამარყანდში უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის თავმჯდომარეობით გაიმართება. SCO-ს სამიტს დაესწრებიან როგორც წევრი ქვეყნების მეთაურები და ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე მოწვეული ქვეყნების ლიდერები, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.  

აშშ რუსეთისთვის, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოებისთვის დაწესებული სანქციების მსგავს შეზღუდვებს განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ კონგრესი და ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთისთვის ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოებისთვის დაწესებული სანქციების ანალოგიური შეზღუდვების შემოღებას განიხილავენ.  თეთრი სახლი: რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებით შესაძლოა, უკრაინას ზიანი მიადგეს „რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას შესაძლოა, არასასურველი შედეგები მოჰყვეს. ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს უფრო მიზანმიმართული მეთოდები", - განაცხადა პრაისმა.  „ჩვენ გვესმის არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომ ისინი გულწრფელად და ღრმად შეშფოთებულნი არიან, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადება ხელს შეუშლის უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ, რა სურთ და რა შეიძლება, გააკეთონ რუსეთში“, - თქვა პრაისმა. მან ასევე დასძინა, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს. მიუხედავად ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს „მსგავს ზომებს“, აცხადებს პრაისი.  „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.  

შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

არჩევნებში მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ბლოკის გამარჯვების შემდეგ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.  მაგდალენა ანდერსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატივი უნდა სცეს შვედ ხალხს და შვედურ დემოკრატიას. მაგდალენა ანდერსონის სოციალ-დემოკრატები 2014 წლიდან მართავდნენ შვედეთს და პოლიტიკურ არენაზე 1930-იანი წლებიდან დომინირებდნენ.

ლიეტუვისა და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების კონცეფციას გაეცნენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ლიეტუვისა და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს გაბრიელიუს ლანდსბერგისსა და საიმონ კოვენის აცნობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების კონცეფციის შესახებ. ამის შესახებ უკრაინელმა მინისტრმა ოდესაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გაბრიელიუსი და სიმონი გახდნენ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებსაც მე დეტალურად ვაცნობე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების კონცეფციის შესახებ, რომელიც გუშინ კიევში წარმოადგინა ერმაკ-რასმუსენის ჯგუფმა“, - განაცხადა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის უახლოესი მეგობრების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი იერმაკმა და NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს კიევში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს მოვუწოდებთ, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები

ექსკლუზივი Europetime-თან კომენტარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები დიპლომატიური და სამხედრო არხებით - ხელახლა ჩაერთონ დიპლომატიურ პროცესში. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები მჭიდრო კავშირზეა ორივე ქვეყნის მთავრობებთან. ელჩი რიკერი, რომელიც ახლახან დაინიშნა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად, ბაქოში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ალიევს შეხვდა. ამასთან, მდივნის თანაშემწე დონფრიდი ახლახან ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ, ბაირამოვს. „შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით. უკვე მეორე დღეა, თავდასხმების გაგრძელებას ვხედავთ. სომხეთის შიგნით მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების შესახებ ცნობები განსაკუთრებით გვაწუხებს. მდივანი ბლინკენი ორშაბათს, 12 სექტემბერს ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ალიევს, რათა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სამხედრო მოქმედებების, მათ შორის სომხეთის შიგნით დაბომბვის შესახებ ცნობების გამო, ჩვენი ღრმა შეშფოთება გამოეხატა. მდივანმა ბლინკენმა მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, გაიყვანოს ძალები საზღვრიდან, სასწრაფოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს და იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა გადაუჭრელი საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ შემდგომი სამხედრო მოქმედებებისგან თავშეკავებისკენ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ორივე ქვეყნის მთავრობებს, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები დიპლომატიური და სამხედრო არხებით - ხელახლა ჩაერთონ დიპლომატიურ პროცესში. შეერთებული შტატები კვლავაც აქტიურ კონტაქტზეა ორივე ქვეყნის მთავრობებთან. ელჩი რიკერი, რომელიც ახლახან დაინიშნა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად, ამჟამად ბაქოში იმყოფება, სადაც სამშაბათს, 13 სექტემბერს და ოთხშაბათს, 14 სექტემბერს შეხვდა აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის პირებს. ელჩი რიკერი სამშაბათს შეხვდა პრეზიდენტ ალიევს. ამასთან, მდივნის თანაშემწე დონფრიდი ახლახან ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ, ბაირამოვს. შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე- გაეცანით Europetime-ის სტატიას  

სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს, რა გზავნილები განიხილა ფილიპ რიკერმა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრებზე

ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურად, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე უწყების მთავარი მრჩევლის, ფილიპ რიკერის რეგიონული ტურნეს გზავნილებზე საუბრობს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ და მშვიდობიან მომავალს. სამივე ქვეყანაში, ელჩი რიკერი შეხვედრებს მართავს მაღალი თანამდებობის პირებთან, რათა განიხილოს რეგიონის ძირითადი საკითხები, ასევე განიხილოს გზები, რათა დაეხმაროს პარტნიორებს, პირდაპირ და კონსტრუქციულად ჩაერთონ გადაუჭრელი საკითხების მოგვარების მიზნით და შემდგომ რეგიონულ თანამშრომლობაში. ნიკოლ ფაშინიანი ფილიპ რიკერს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს ყველა შეხვედრაზე, ელჩი რიკერი ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ და მშვიდობიან მომავალს“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  მისივე განცხადებით, ელჩი რიკერი, რომელიც ახლახან დაინიშნა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად, ბაქოში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა შეხვედრა.  ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას სახელმწიფო დეპარტამენტი: აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს მოვუწოდებთ, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფილიპ რიკერთან

ოლექსი დანილოვი: რუსეთი განწირულია დაშლისთვის

რუსეთის დაშლა დაიწყო 24 თებერვალს, როდესაც ოკუპანტებმა ვერ განახორციელეს თავიანთი გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, თებერვალში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან პირველი 2-3 კვირა გადამწყვეტი იყო რუსი ოკუპანტებისთვის, მაგრამ შემდეგ მათმა არმიამ დაიწყო ნგრევა. „ჩვენ გვესმის, რომ დასავლეთისთვის არ არის ძალიან სასიამოვნო, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება. ისინი უკვე ეძებენ, ვინ იქნება მემკვიდრე პუტინის შემდეგ. დღეს კი ხვდებიან, რომ ეს სიტუაცია უნდა იყოს კონტროლირებადი. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ 1991 წლიდან რუსეთთან დაკავშირებული ყველანაირი ექსპერიმენტით, სადაც იყო თითქოს, დემოკრატიის ხანმოკლე პერიოდი, რომელიც გაგრძელდა არაუმეტეს 1.5-2 წლისა“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.