ძებნის რეზულტატი:
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები: უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომისკენ უკვე საჯაროდ მოუწოდებენ, ხელისუფლებას საჯარო პასუხის გაცემა მოუწევს
უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომისკენ უკვე საჯაროდ მოუწოდებენ, ვფიქრობთ, ხელისუფლებას საჯარო პასუხის გაცემა მოუწევს, - საქართველოს პარლამენტის წევრები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი მორიგ წერილს ავრცელებენ. "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ეველინ ფარკასის ინტერვიუს ეხმაურებიან. "მედიაში გავრცელდა "რადიო თავისუფლების" ინტერვიუ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან, ეველინ ფარკასთან. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მედიასაშუალება, ისე რესპონდენტი ამერიკული საბიუჯეტო წყაროებიდან იღებენ ოფიციალურ დაფინანსებას და შესაბამისად, მათი თითოეული გზავნილი და სიტყვა ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებს შეგვიძლია დავუკავშიროთ. ქალბატონმა ფარკასმა, პრაქტიკულად, საჯაროდ განაცხადა ის, რასაც გასული კვირების მანძილზე აქტიურად ვამტკიცებდით და რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავს. ქალბატონმა ფარკასმა ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ და იქვე ნაწილობრივ დაგვამშვიდა, "საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთის შემოჭრისა და რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხრივ, ვიდრე წარსულში იყოო". ამასთან, ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ რუსეთს საქართველოში ახალი ფრონტის გახსნა არ შეუძლიაო, მან სრულიად შემაშფოთებელი პასუხი გასცა - "მერე რა, მერე რა, მაინც ვერ გაიმარჯვებსო". ანუ ქალბატონმა ფარკასმა აღიარა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის რისკი არსებობს და მხოლოდ იმით დაგვამშვიდა, რომ რუსეთი გამარჯვებას ვერ შეძლებს. თუმცა, რა გაიყიდება დამარცხებად და რა გამარჯვებად, 2008 წლის ომის მაგალითზე, ესეც ძალიან მწარედ გვახსოვს. ქართველ ხალხს არ დაავიწყდება, როგორ დაეხმარნენ ამერიკელები სააკაშვილს ორ დღეში წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადებაში და როგორ აზეიმეს ქართველ ხალხს წაგებული ომი რუსთაველის გამზირზე. ქალბატონმა ფარკასმა რადიკალური ოპოზიციის პირით გახმოვანებული მესიჯიც გაიმეორა და დაგვემუქრა, ახლა თუ არ ჩაერთვებით ომში, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი მაინც მოგიბრუნდებათო. აქ საინტერესოა, რომ ეველინ ფარკასი რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაზე თავს ვერ დებს და არც იმის მტკიცებით იწუხებს თავს, რომ უკრაინა და საქართველო ორი ფრონტის პირობებში მაინც გაიმარჯვებენ. როდესაც მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ღიად მოგვიწოდებს სანქციებით რუსეთის პროვოცირებისა და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვისკენ, ვფიქრობთ, საზოგადოებას აქედან ძალიან მარტივი დასკვნების გამოტანა შეუძლია. რასაც ღიად ვერ ამბობს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, კელი დეგნანი, ის მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს. ახლა დასკვნები ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს - ან უნდა დაჰყვეს საელჩოს სურვილს და საქართველო მეორე ფრონტად აქციოს ან უნდა შეაფასოს, რამდენად ლეგიტიმური და მისაღებია მისი განზრახვა, საქართველო ყოველგვარი გარანტიების გარეშე ჩართოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში, რაც საქართველოს გამანადგურებელ შედეგებს უქადის. მეორე ფრონტზე მსჯელობისას, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული ჯარის ინტერვენციის შემთხვევაში, ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც მოგვიწევს. როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, აფხაზებთან და ოსებთან ერთად ამ ქვეყანაში ძმურად უნდა ვიცხოვროთ, როგორც ეს კავკასიურ წესს და ღირსებას შეეფერება. როდესაც ცდილობენ, 30 წლის თავზე აფხაზებთან და ოსებთან ახალი ძმათამკვლელი ომი გაგვაჩაღებინონ, ეს ფაქტი საზოგადოების მხრიდან ცალკე შეფასებას მოითხოვს. აქვე აღსანიშნავია, რომ დღემდე არ წყდება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ღია მოწოდებები სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით. გუშინაც ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებდა, დროა, ქართველმა ხალხმა აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციისთვისო. უკრაინის ხელისუფლებაზე ამერიკელების გავლენა რამდენად ძლიერია, ალბათ, საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის. შესაბამისად, არც ის უნდა გაუკვირდეს, თუ რატომ ემთხვევა მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელისა და უკრაინელი პოლიტიკოსების გზავნილები ასე ზუსტად ერთმანეთს. თუ საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს ომისკენ ადრე დახურულ კაბინეტებში მოუწოდებდნენ, ქალბატონი ფარკასი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ამგვარ მოწოდებებს ახლა უკვე საჯაროდ აკეთებენ. როდესაც ისინი საქართველოს ომისკენ საჯაროდ უბიძგებენ, ვფიქრობთ, ხელისუფლებას ამ მოწოდებებზე საჯარო პასუხის გაცემაც მოუწევს." - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ირანული დრონების გამოყენება დაიწყეს
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ირანული დრონების გამოყენება დაიწყეს. უკრაინა: შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლის ზონაში ირანული დრონი პირველად ჩამოაგდეს „რუსეთმა დიდი ალბათობით, პირველად განათავსა ირანული უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში. 13 სექტემბერს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხედროებმა ჩამოაგდეს „შაჰედ-136“ უპილოტო საფრენი აპარატი კუპიანსკის მახლობლად, სადაც უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა გრძელდება“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. აშშ-მა ირანულ კომპანიებს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, სანქციები დაუწესა ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, „შაჰედ-136“ არის თავდასხმის დრონი, რომლის ფრენის დიაპაზონი 2500 კილომეტრამდეა. ირანული წარმოების მსგავსი სისტემები სავარაუდოდ გამოიყენებოდა ახლო აღმოსავლეთში თავდასხმების დროს, კერძოდ, გასულ ზაფხულს ისრაელის ტანკერზე თავდასხმისას; „იმის გამო, რომ რუსეთის მარაგები მცირდება, იძულებულია სულ უფრო მეტად იარაღი ირანისა და ჩრდილოეთ კორეასგან იყიდოს, რომლებიც ასევე მკაცრი სანქციების ქვეშ არიან. „შაჰედ-136-ის“ დაკარგვა ფრონტის ხაზთან შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ეს სისტემა ტაქტიკური დარტყმებისთვის, (უკრაინის სამხედრო ხაზების უკან) უფრო სტრატეგიული სამიზნეების სანაცვლოდ“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. აშშ-ის ინფორმაციით, რუსები ირანული დრონების მართვას სწავლობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია ნაწარმოები. აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა. ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.
ჩილეში, მაღალი ტემპერატურის შედეგად მყინვარი ჩამოიშალა
მაღალი ტემპერატურისა და ნალექის შედეგად ჩილეში, დედაქალაქის სამხრეთით, 1200 კილომეტრზე, პატაგონიის რეგიონის ეროვნულ პარკში მყინვარი ჩამოიშალა. როგორც ტურისტების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მთის მწვერვალზე არსებული ყინულის კედლები 200 მეტრის სიმაღლიდან ვარდება. კლიმატის ცვლილების ექსპერტების თანახმად, მომხდარი გლობალური დათბობის შედეგია.
მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსულმა ძალებმა მიკოლაივი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი
მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსულმა ძალებმა მიკოლაივი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ბრიტანეთის დაზვერვა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ირანული დრონების გამოყენება დაიწყეს „მიკოლაივი კვლავ ძლიერად დაბომბეს. რაკეტები ხუთ და ცხრასართულიანი შენობების გვერდით ჩამოცვივდა. დაიღუპა ორი და დაშავდა სამი ადამიანი, კიდევ ერთ ადამიანს კი ეძებენ“, - განაცხადა კიმმა. უკრაინა: შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლის ზონაში ირანული დრონი პირველად ჩამოაგდეს უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს - ბაიდენი ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
NYT: უკრაინის ჯარის კონტრშეტევის გეგმა, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით შემუშავდა
უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევის გეგმები, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა განახორციელეს, ამერიკელ და ბრიტანელ ექსპერტებთან და ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობით შემუშავდა. ამის შესახებ New York Times-ი აშშ-ის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ენტონი ბლინკენი: უკრაინამ კონტრშეტევაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კონტრშეტევის შედეგად, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში და სამხრეთში განხორცილდა, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის კონტროლს რუსეთის ჯარების მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში ოკუპირებული დაახლოებით 6000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაუბრუნდა. New York Times-ის ცნობით, კონტრშეტევის მიზანია ხერსონის განთავისუფლება და აღმოსავლეთში რუსული ძალების დაჯგუფებისგან, მარიუპოლის მოკვეთა. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ხერსონთან კონტრშეტევისას, 500 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს „მაგრამ ზაფხულის განმავლობაში უკრაინელი და ამერიკელი სამხედროების მიერ ჩატარებული „სამხედრო თამაშების“ შედეგად, ცხადი გახდა, რომ ასეთი შეტევა, დიდი ალბათობით, წარუმატებლობისთვის იყო განწირული. პენტაგონის ერთ-ერთი ლიდერის, კოლინ კალის თქმით, ამ „თამაშებმა“ შესაძლებელი გახადა უფრო ეფექტური კონტრშეტევის ვარიანტების იდენტიფიცირება, რომლებიც წარედგინა უკრაინის ხელმძღვანელობასა და მაღალჩინოსნებს. როგორც კალი აცხადებს, უკრაინის ხელმძღვანელობამ გარკვეული დროის შემდეგ შეიმუშავა ოპერაციის საბოლოო გეგმა. შეტევა ორი მიმართულებით - ჩრდილოეთსა და სამხრეთით - უკრაინელი სამხედროების მიერ იყო შემოთავაზებული“, - წერს გამოცემა. უკრაინის უშიშროების სამსახური: რუსი დამპყრობლები გარბიან და საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ New York Times-ის ცნობით, მთელი აგვისტოს განმავლობაში უკრაინამ მიიღო დეტალური დაზვერვის ინფორმაცია შეერთებული შტატებისგან, რომელიც რუსეთის თავდაცვის ყველაზე სუსტ უბნებს ადგენდა და ადასტურებდა, რომ რუსული არმია ვერ შეძლებდა ჯარების განთავსებას, უკრაინის თავდასხმის შემთხვევაში. შეტევის წარმატების უზრუნველსაყოფად შეერთებულმა შტატებმა გაზარდა კიევისთვის იარაღის მიწოდების მოცულობა. ოლექსი რეზნიკოვი: კონტრშეტევის წარმატება იმის ნიშანია, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმიას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დაიბრუნოს მეტი ტერიტორიები აღმოსავლეთ უკრაინაში, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, სამხრეთი, სამხედრო ოპერაციების თვალსაზრსით ყველაზე მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი დღეს გერმანიის პრეზიდენტსა და კანცლერს შეხვდება
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის შეხვედრები დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ღარიბაშვილი ჯერ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კანცლერის ოფისში გადაინაცვლებს. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი ჯერ პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია, შესაბამისად, ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხების დეტალები, თუმცა როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, შეხვედრების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ერთი მხრივ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მეტად გაძლიერებას და მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთობლიივი პრესკონფერენცია საქართველოს დროით 19:00 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ვიზიტი იქნება ძლიერი იმპულსი, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, „ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გერმანიას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს ერთ-ერთი ძლიერი ხმა. ამიტომ ვფიქრობთ, პოლიტიკურ დონეზე გერმანიასთან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში არის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და გერმანიის, როგორც ძლიერი ქვეყნის მობილიზებას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი დახმარება, რათა ჩვენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გავაძლიეროთ და ჩვენი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო მობილიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კანცლერის ოფისში გადაინაცვლებს. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი ჯერ პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია, შესაბამისად, ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხების დეტალები, თუმცა როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, შეხვედრების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ერთი მხრივ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მეტად გაძლიერებას და მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. წინასწარი ინფორმაციით, ერთობლიივი პრესკონფერენცია საქართველოს დროით 19:00 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ვიზიტი იქნება ძლიერი იმპულსი, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, „ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გერმანიას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს ერთ-ერთი ძლიერი ხმა. ამიტომ ვფიქრობთ, პოლიტიკურ დონეზე გერმანიასთან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში არის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და გერმანიის, როგორც ძლიერი ქვეყნის მობილიზებას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი დახმარება, რათა ჩვენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გავაძლიეროთ და ჩვენი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო მობილიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კანცლერის ოფისში გადაინაცვლებს. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი ჯერ პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია, შესაბამისად, ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხების დეტალები, თუმცა როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, შეხვედრების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ერთი მხრივ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მეტად გაძლიერებას და მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. წინასწარი ინფორმაციით, ერთობლიივი პრესკონფერენცია საქართველოს დროით 19:00 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ვიზიტი იქნება ძლიერი იმპულსი, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, „ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გერმანიას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს ერთ-ერთი ძლიერი ხმა. ამიტომ ვფიქრობთ, პოლიტიკურ დონეზე გერმანიასთან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში არის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და გერმანიის, როგორც ძლიერი ქვეყნის მობილიზებას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი დახმარება, რათა ჩვენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გავაძლიეროთ და ჩვენი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო მობილიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კანცლერის ოფისში გადაინაცვლებს. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი ჯერ პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია, შესაბამისად, ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხების დეტალები, თუმცა როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, შეხვედრების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ერთი მხრივ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მეტად გაძლიერებას და მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. წინასწარი ინფორმაციით, ერთობლიივი პრესკონფერენცია საქართველოს დროით 19:00 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ვიზიტი იქნება ძლიერი იმპულსი, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, „ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გერმანიას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს ერთ-ერთი ძლიერი ხმა. ამიტომ ვფიქრობთ, პოლიტიკურ დონეზე გერმანიასთან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში არის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და გერმანიის, როგორც ძლიერი ქვეყნის მობილიზებას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი დახმარება, რათა ჩვენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გავაძლიეროთ და ჩვენი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო მობილიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
მედია: რუსი სამხედროები, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარების ესკალაციისას, პოზიციებიდან გაიქცნენ
რუსეთის ფედერაციის ჯარებმა, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადემარკაციო ხაზზე, „სამშვიდობოების“ სტატუსით იმყოფებოდნენ, ვითარების ესკალაციის დროს პოზიციები დატოვეს. TG-ის არხზე „უკრაინა 365“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკების პირველი წუთები იყო დაფიქსირებული. ზანგეზურის რაიონში სადემარკაციო ხაზის ზონაში რუსი „სამშვიდობოები“ მორიგეობდნენ, რომლებმაც არ სცადეს დაპირისპირების განმუხტვა და სიტუაციაში ჩარევის ნაცვლად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გამოჩენისას „არეულობის“ ადგილიდან სწრაფად უკან დახევა ამჯობინეს და გაიქცნენ გავრცელებული ვიდეოს წყაროა, აზერბაიჯანის სამხედრო არხი. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
თბილისის აეროპორტში 1 863 921.86 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ძვირფასი ქვების გატანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვების უკანონო გატანის ფაქტი აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქის რ.კ.-ს მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მისი კუთვნილი ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში 1 863 921.86 ლარის ღირებულების სხვადასხვა ზომის ბრილიანტის ქვები იქნა აღმოჩენილი. უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ევროკომისიის პრეზიდენტი დღეს კიევში ჩავა
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს კიევში ჩავა, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ცნობილია, ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და ევროკავშირის ერთობლივ ბაზარზე უკრაინის მონაწილეობის საკითხს განიხილავს. უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს - ბაიდენი ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა უცხო ქვეყნების არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, $300 მილიონზე მეტი დახარჯა
CNN-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2014 წლიდან, მთელ მსოფლიოში, უცხოურ პოლიტიკურ პარტიებს 300 მილიონ დოლარზე მეტი ფარულად გადაურიცხა. აშშ-ის სადაზვერვო მიმოხილვაზე დაყრდნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ „რუსეთმა ფარულად გადარიცხა $300 მილიონ დოლარზე მეტი და გეგმავდა ფარულად მოეხდინა სულ მცირე ასეულობით მილიონის ტრანსფერი“, რათა გავლენა მოეხდინა უცხოურ პოლიტიკურ პარტიებზე 20-ზე მეტ ქვეყანაში, ოთხ კონტინენტზე. „რუსეთის მიზანია, წაახალისოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველა ამ ქვეყანაში”, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ გაზიარება არაერთ სარგებელს მოიტანს, მათ შორის რუსეთის ფარული პოლიტიკური დაფინანსების საფრთხის შესახებ, გლობალურ დონეზე ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
რუსეთს აღარ შესწევს ძალა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების განსამუხტად, ქმედითი ნაბიჯი შესთავაზოს - ანალიტიკოსი
რუსეთს უბრალოდ არ შესწევს ძალა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების განსამუხტად, რაღაც ქმედითი შესთავაზოს. ფაქტია, რომ აზერბაიჯანი მას აღარ უსმენს, იგივე ლაჩინის კორიდორის დაკავება რომ გავიხსენოთ - ცხვირწინ ჩაუყენა აზერბაიჯანმა საკუთარინ სამხედრო დანაყოფები რუსულ არმიას. ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან აცხადებს. აზერბაიჯანს გაუჩნდა განცდა, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს, დაეხმაროს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს - სომხეთს. ასევე - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გარკვეულწილად, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის მნიშვნელობა დიდწილად გაზარდა დასავლეთისთვის. ამას ემატება ცენტრალური აზიის რეგიონი, სადაც აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული გზა ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანს ექნება იმის განცდა, რომ დასავლეთი შედარებით პასიურ პოზიციას დაიკავებს და გარკვეულწილად, „ღრმა შეშფოთებითა“ და მსგავსი განცხადედებით შემოიფარგლება, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია ასეთ დროს“, - მიიჩნევს საგარეო საკითხების ექსპერტი. მისივე აზრით, ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოები, როგორიც არის მაგალითად, „ყაზახეთი, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აქტიური ზომების მიღებისგან თავს შეიკავებს და შესაბამისად, სომხეთი იმაზე უფრო დიდ იზოლაციაში იქნება მოქცეული, ვიდრე წარმოუდგენია“. „ამრიგად, აზერბაიჯანი ცდილობს, სომხეთს საუკეთესო შეთხვევაში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიოს თავს. და, უარეს შემთხვევაში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი არც იმისგან დაიხევს უკან, რომ მთლიანობაში, სომხეთის სამხრეთ რეგიონის ოკუპირება მოახდინოს. შესაძლოა, ესეც განიხილებოდეს ერთ-ერთ სცენარად, რადგან ჯერჯერობით, საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ აზერბაიჯანულ მხარეს მკაფიოდ არ განუცხადებია. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ 1) აიძულოს სომხეთი, წავიდეს აზერბაიჯანის პირობებით, ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე. 2) შესაძლოა, თავად შეეცადოს, დაამყაროს კონტროლი სუნიკის რეგიონზე და ამგვარად უზრუნველყოს პირდაპირი სახმელეთო კავშირი თავის მთავარ მოკავშირესთან - თურქეთთან“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე. უფრო ვრცლად, Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
ყირგიზეთის და ტაჯიკეთის მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე დღეს, მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა, ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა. ინციდენტი ყირგიზეთის ბატკენის რეგიონის, ბულაკ-ბაშის რაიონში მოხდა. მხარეები, მომხდარ ინციდენტში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამის შესახებ სააგენტო „ფერგანა“ წერს. რაც შეეხება ორივე მხრიდან დაშავებულებსა და დაჭრილებს, ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. იმავდროულად, Asia-Plus-ის Telegram არხი ვორუხ ჯამოათის საავადმყოფოს თანამშრომლებზე დაყრდნობით, ერთი ტაჯიკი მესაზღვრის გარდაცვალებას იტყობინება. 5 მედია გამოცემა კი წერს, რომ მესაზღვრე დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის საზღვრის სიგრძე 976 კმ-ია, საიდანაც მხოლოდ 600 კმ-ია შემოსაზღვრული. სასაზღვრო ზონის მოსახლეობას შორის, სადავო ტერიტორიების გამო კონფლიქქები ზშირად ხდება. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტი, რომელიც გასული წლის 28 აპრილს დაიწყო, შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა, რომელშიც ორი ქვეყნის მესაზღვრეები მონაწილეობდნენ. ყირგიზეთის მხარეს ოთხდღიანი დაპირისპირების დროს 189 ადამიანი დაშავდა, 36 დაიღუპა. ტაჯიკეთიდან შეტაკებას ემსხვერპლა 19 მოქალაქე, დაშავდა 87. ბოლო თვეების განმავლობაში, საზღვრის არამარკირებულ მონაკვეთებზე რეგულარულად იმართება შეტაკებები ორი ქვეყნის მესაზღვრეებს შორის, სადაც მხარეები ერთმანეთს კონფლიქტების დაწყებაში ადანაშაულებენ.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის განცხადებით, ქვეყანაში ინფლაციური რისკები ნარჩუნდება, ამიტომაც მიზანშეწონილია განაკვეთი გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნდეს. „ინფლაციური წნეხი კვლავ საკმაოდ მაღალია როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ, ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი. თუმცა, ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. ბრენტის ნავთობის ფასი და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება შემცირებას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ინდექსი ივლისში წინა თვესთან შედარებით 9.0 პროცენტით, ხოლო აგვისტოში - 1.9 პროცენტით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა და ინფლაციის დინამიკაზე დადებით გავლენას მოახდენს.აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ, წინა თვის მსგავსად, შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა და 10.9 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის კლების ნიშნები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მთლიანობაში, ზემოთ აღნიშნული ფაქტორებისა და წინა წელთან შედარებით გამყარებული ეფექტური გაცვლითი კურსის გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება და, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება. თუმცა მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. ამიტომ, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. ამასთან, თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.რაც შეეხება ეკონომიკურ აქტივობას, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ტურისტული შემოსავლების მნიშვნელოვანი მატებაა. თუმცა ძლიერია შიდა მოთხოვნაც, რაც ინფლაციის უფრო სწრაფ შემცირებას აფერხებს. შიდა მოთხოვნის სიძლიერის ხელშემწყობია დაკრედიტების შედარებით მაღალი ზრდის ტემპი, რისი ძირითადი მიზეზი სამომხმარებლო და უცხოური ვალუტის სესხებია, რომელთა შენელებაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას ნაკლები გავლენა აქვს. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებიც აამოქმედა, რაც სესხების ზრდის ტემპს უკვე დაეტყო და ეს ეფექტი მომავალში გაძლიერდება. ასევე, მოსალოდნელია, რომ წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ პოლიტიკის განხორციელებულ და დაანონსებულ გამკაცრებას, საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. ამავდროულად, აშშ დოლარის მსგავსად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ევროთი მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე დარიცხვას ფიქსირებულად 0 პროცენტზე განსაზღვრავს.საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცახდებაში.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება.
თბილისში, 60 წელს გადაცილებულებისთვის საცურაო აუზებითა და ფიტნესდარბაზებით სარგებლობისთვის რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყება
თბილისის მერია პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, 60 წელს გადაცილებულებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნესდარბაზების მომსახურებას დააფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა საპილოტეა და პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება. „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არამხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, პროგრამა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, ითვალისწინებს, რომ თბილისში რეგისტრირებულ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ინფრასტრუქტურა – საცურაო აუზები და ფიტნესზონები უფასოდ გამოიყენონ. პროგრამა, პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, საპილოტე რეჟიმში განხორციელდება ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში – ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში და გლდანის სპორტულ კომპლექსში, ხოლო შემდგომ, ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუნიციპალური სპორტული ობიექტი და აგრეთვე კერძო ობიექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყება, სერვისით სარგებლობა კი 3 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. „რეგისტრაცია დაიწყება 19 სექტემბრიდან, პროგრამის განმახორციელებელ ორ სპორტულ ობიექტზე, ხოლო სერვისით სარგებლობა დარეგისტრირებულ მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ 3 ოქტომბრიდან. პროგრამის ფარგლებში, მომსახურების მიღება შესაძლებელია 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში. პროგრამა საპილოტეა. დავაკვირდებით და თუ საჭირო იქნება, ცვლილებებსაც შევიტანთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 032 2 24 03 04; სპორტული ობიექტების მისამართებია: ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი – ზღვის უბანი, 11 მ/რ-ნი, მე-3 კვ. N58 კორპუსის მიმდებარედ; გლდანის სპორტული კომპლექსი – გლდანის V მ/რ, კორპ.N8-ის მიმდებარე ტერიტორია, ვეკუას N127.
ISW: ომის დაწყების შემდეგ, კრემლი მარცხს პირველად აღიარებს
რუსი ოფიციალური პირები და მედიის პროპაგანდისტები, ხარკოვის ოლქში რუსეთის დამარცხების მიზეზებს განიხილავენ. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი თავის ანგარიშში წერს. თავდაპირველად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის დამარცხება ანალოგიურად განმარტა, როგორც ეს გველების კუნძულიდან მისი ძალების გაყვანისას მოხდა.მაშინ, კრემლი „კეთილ ჟესტზე“ საუბრობდა. თუმცა, ISW წერს, რომ ამჯერად ამ ცრუ ნარატივს მნიშვნელოვანი ღია კრიტიკა მოჰყვა. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი წერს, თუ რაზე მუშაობენ ახლა „კრემლის წყაროები“. კერძოდ, მათი მიზანია, პუტინი გაათავისუფლონ დამარცხებაზე პასუხისმგებლობისგან“ და ცდილობენ, ეს პუტინის გარემოცვაში „არაინფორმირებულ სამხედრო მრჩევლებს“ დააბრალონ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შსს: მიმდინარე წლის შვიდ თვეში საქართველოში გაუპატიურების 96 ფაქტი აღირიცხა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის შვიდ თვეში საქართველოში გაუპატიურების 96 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცველებმა 61 გახსნეს. "იანვარ-ივლისში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სულ 269 ფაქტი დარეგისტრირდა. აღნიშნული შემთხვევები გაუპატიურების გარდა მოიცავს ისეთი ტიპის დანაშაულებს, როგორებიცაა სექსუალური ხასიათის სხვადასხვაგვარი ქმედება. იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 33 058 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, 1 867 ფაქტი (56.49%) სამართალდამცავმა ორგანოებმა გახსნეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლევან დავითაშვილი: მზად ვართ, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ჰაბად
„საქართველოში წელს პირველად გაიმართა საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი, რომელზეც ვიმსჯელეთ საქართველოს შესაძლებლობებზე ციფრული კავშირებისა და მონაცემთა ცენტრების მოწყობის კუთხით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ჰაბად“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტზე, მედიასთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ თვალსაზრისით, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით დღევანდელი მოვლენების ფონზე, საქართველო როგორც სანდო დერეფანი, რომელიც არის უმოკლესი კავშირი ევროპასა და აზიას შორის, ბევრი ქვეყნისთვის აქტუალურია. „მათ შორის ჩვენ განვიხილავთ შავი ზღვისქვეშა კავშირს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ევროპა და აზია მონაცემთა გაცვლის კუთხით პირდაპირ დავაკავშიროთ ერთმანეთთან და რა თქმა უნდა, საქართველოში, გარდა მონაცემთა გაცვლის სატრანზიტო ფუნქციისა, გაჩნდეს მონაცემთა ცენტრები. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს - გაგვაჩნია ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა და შესაბამისად, ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით საქართველოს სანდოობა ზოგადად არის ძალიან მაღალი. ეს საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ ინვესტიციები და საქართველოში შემოვიდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა ამაზონი, გუგლი, ეფლი, სხვა მსხვილი კომპანიები და აქ მოეწყოს მონაცემთა ცენტრები, მოხდეს მონაცემთა გაცვლა რეგიონის მეზობელ ქვეყნებს შორის. ასევე საქართველოში იყოს ის კვანძი, რომელიც ინტერნეტ კავშირს დაამყარებს აზიის სხვადასხვა ქვეყნებსა და ევროპას შორის უმოკლესი კავშირის მეშვეობით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე განმარტებით, ეს ძალიან მნიშველოვანი წინაპირობა იქნება, რომ ციფრული ტრანსფორმაცია დაჩქარდეს, რაც ყველა დარგის განვითარებას უკავშირდება და ზოგადად ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით იმართება და რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების განვითარებას ეძღვნება. სამიტში ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნები მონაწილეობენ. სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ერთობლივი დეკლარაციის მიღება.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი შეიზღუდება
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს მათივე ცნობით, 2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე. „Covid19-ის გამოვლენის შემთხვევაში, ვირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლის მასწავლებელი/თანამშრომელი ან/და სკოლის მოსწავლე დაექვემდებარება იზოლაციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადით. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული პირები აღარ დაექვემდებარებიან კარანტინს. შესაბამისად, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლებზე არ გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები, რაც ცალკეული კლასის/კლასების ან სკოლის სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადასვლას გულისხმობდა. ამასთან, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს არ ექნებათ ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ ჩაატარონ მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკომისიის პრეზიდენტი: ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის გარეშე
ევროკავშირი არ არის სრულყოფილი უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე, ამის შესახებ 27-ქვეყნის ბლოკის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ოთხშაბათს ყოველწლიურ გამოსვლაში განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია. „თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, თქვენ ხართ ჩვენი კავშირის მომავალი. ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე“, - განაცხადა ლაიენმა.
Bloomberg: რუსეთის შემოსავლები ნავთობისა და გაზიდან, მინიმუმამდე დაეცა
Bloomberg-ის ცნობით, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის შემოსავლები წლის მინიმუმზეა. გამოცემა წერს, რომ გაზისა და ნავთობის იმპორტიდან, რუსეთის ხაზინამ $11,1 მილიარდით ნაკლები შემოსავალი მიიღო. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, Bloomberg წერს, რომ ნედლეულის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები გასულ თვეზე 13%-ით ნაკლებია, ხოლო წლის მაჩვენებლებს 3,4%-ით ჩამორჩება. ეს აუცილებლად აისახება რუსეთის ბიუჯეტზე. ორშაბათს ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ხარჯებისა და ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ანგარიში გაავრცელა. ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს, რომ ბიუჯეტის ჭარბი რაოდენობა, ანუ სხვაობა შემოსავალსა და ხარჯებს შორის, წლის პირველ ცხრა თვეში მხოლოდ 137 მილიარდი რუბლი იყო. მონაცემები აჩვენებს, რომ ბიუჯეტის პროფიციტი ყოველთვიურად მცირდება. თუ იანვარ-მაისში ის თითქმის 1,5 ტრილიონ რუბლს შეადგენდა, იანვარ-ივლისში უკვე 482 მილიარდი რუბლი იყო.