ძებნის რეზულტატი:
ელჩი დეგნანი: ეს არის შანსი საქართველოსთვის, შინაარსიანი ნაბიჯებით უპასუხოს გამოწვევებს და რეაგირება მოახდინოს კორუფციის ბრალდებებზე სასამართლო სისტემაში
შეუშლის თუ არა ხელს აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოქალაქის დასანქცირება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მედიის ამ შეკითხვას უპასუხა 7 აპრილს ელჩმა დეგნანმა პარლამენტის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ. ამერიკის ელჩის შეფასებით, ეს არის შანსი საქართველოსთვის, შინაარსიანი ნაბიჯებით უპასუხოს გამოწვევებს და რეაგირება მოახდინოს კორუფციის ბრალდებებზე სასამართლო სისტემაში. „საქართველოს პარლამენტთან წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ველით ამ თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას. რადგან ვიცით, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის 12 რეკომენდაციის ნაწილი, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იმისთვის, რომ მიმდინარე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს და იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს მას, მაგრამ გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. ჩვენ, გასულ თვეში ვენეციის კომისიის დასკვნაში ვიხილეთ, რომ არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები შესრულდეს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმირება. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, შეუშლის თუ არა ხელს აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, რადგან ეს არის შესაძლებლობა, მოხდეს რეაგირება სასამართლო სისტემაში კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, ეს არის შესაძლებლობა, მოხდეს დემონსტრირება, რომ მთავრობა ერთგულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ. გასულ კვირაში, ვაშინგტონში, დემოკრატიის სამიტზე საქართველომ პირობა დადო, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ, პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს და დაიცავს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და კანონის უზენაესობას, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ასე რომ, იმედი გვაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ექნება რეაგირება კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე და გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისთვის, რომ შექმნას, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ავტოავარიაში მოყვა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავტოაავარიაში მოყვა. მისი პრესსპიკერის განცხადებით, დედაქალაქ კიევში მსუბუქი ავტომობილი პრეზიდენტის მანქანას და მის კორტეჟს შეეჯახა. "პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა“, - განაცხადა სპიკერმა. ავტომანქანის მძღოლს, რომელიც ავტოკოლონას შეეჯახა, დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟის ავტოავარიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟის ავტოავარიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მისი პრესსპიკერის განცხადებით, დედაქალაქ კიევში მსუბუქი ავტომობილი პრეზიდენტის მანქანას და მის კორტეჟს შეეჯახა. „პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა“, - განაცხადა სპიკერმა. სერჰი ნიკიფოროვს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა ინციდენტი, თუმცა მედია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ტრადიციული ვიდეომიმართვა ავტოავარიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გავრცელდა. ავარიის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ადგილობრივი დროით, 02:30 საათზე გავრცელდა. ასევე მედიაში გავრცელებული ცნობებით, ავტომანქანის მძღოლს, რომელიც ავტოკოლონას შეეჯახა, დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ვლოდიმირ ზელენსკი: ის, რასაც ახლა ვხედავთ გათავისუფლებულ ხარკოვის რეგიონში, გენოციდის მტკიცებულებაა
„უკრაინის დროშა ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში დაბრუნდება. ისევე, როგორც ხარკოვის რეგიონში, უკრაინელ მეომრებს შეხვდებიან დონბასში, სამხრეთსა და ყირიმში. ეს აუცილებლად მოხდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოვლენები აჩვენებს, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი, უკრაინული ძალებისთვის ჩაბარებაა. „რუსული არმია ხარკოვის რეგიონში ხუთ თვეზე მეტია, იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტებს ხალხისთვის რაიმეს გაკეთება არც უცდიათ. მხოლოდ გაანადგურეს, მხოლოდ წაართვეს, მხოლოდ წაიყვანეს. მათ დატოვეს დანგრეული სოფლები, ზოგიერთში კი არც ერთი დაუზიანებელი სახლი არ არის. ოკუპანტებმა ნაგავსაყრელად ქცეული სკოლები დატოვეს ეკლესიები კი - დანგრეული, ფაქტობრივად - ტუალეტებად ქცეული.გათავისუფლებულ ტერიტორიებზე წვდომა ექნებათ როგორც უკრაინელ, ისე უცხოელ ჟურნალისტებს. მსოფლიომ უნდა ნახოს ეს ნგრევა, უნდა იგრძნოს ის ტკივილი, რომელიც რუსეთმა მოუტანა უკრაინელებს. ჩვენი სამართალდამცველები უკვე იღებენ ცნობებს ოკუპანტების მიერ მკვლელობების, წამებისა და გატაცებების შესახებ. ის, რაც მსოფლიომ ნახა ბუჩაში, რაც ჩვენ ვნახეთ ჩერნიგოვის რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე, სუმის რეგიონში და რასაც ახლა ვხედავთ ხარკოვის რეგიონში, არის უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდის მტკიცებულება. მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთს გენოციდის გარდა, სხვა არაფრი მოაქვს. ისტორიას ადამიანები წერენ და არასდროს - ველურები. ვინ დარჩებით ისტორიაში? ყველა ვინც უშვებს ამ რაკეტებს. ვინც მოვიდა ჩვენს მიწაზე. სუსტები. თქვენ სუსტები ხართ, რომლებიც ომს აწარმოებთ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ნაძირლები, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაქცეულნი ცდილობენ, სადღაც შორიდან ზიანი მოგვაყენონ. თქვენ დარჩებით ტერორისტებად, თქვენ გამო, საკუთარ შვილიშვილებს შერცხვებათ. მოვლენები აჩვენებს, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი, უკრაინული ძალებისთვის ჩაბარებაა. ეს არის ერთადერთი ვარიანტი, რომელიც გარანტიას აძლევს მათ სიცოცხლეს, ყველა კონვენციის შესაბამისად. ყველა რუს ჯარისკაცს უკვე უნდა გაეგო, რომ მხოლოდ უკრაინის ტყვეობაში არავინ გამოიყენებს მათ ქვემეხის საკვებად ომში, რომელსაც აშკარად აგებს რუსეთი. უკრაინის დროშა ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში დაბრუნდება. ისევე, როგორც ხარკოვის რეგიონში, უკრაინელ მეომრებს შეხვდებიან დონბასში, სამხრეთსა და ყირიმში. ეს აუცილებლად მოხდება. უკრაინის ხელისუფლება ყველა დონეზე - ცენტრალურსაც და ადგილობრივსაც, სამაშველო სამსახურებს, ენერგეტიკულ კომპანიებს, გადამზიდავებს ევალებათ, მოემზადონ ნებისმიერი სცენარისთვის. საჭიროა ენერგიის, გათბობის და წყალმომარაგების რეზერვები ყველა შესაძლო შემთხვევისთვის. ჩვენ ვუპასუხებთ ტერორისტებს თითოეული მათი საზიზღარი ქმედებისთვის, თითოეული რაკეტისთვის, თითოეული ჭურვისთვის. ჩვენ ამის უნარი გვაქვს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ამასთან, საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, მათ შორის, 1 868 ბავშვი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ჩაირიცხა. სიახლეთა შორის არის ისიც, რომ წელს უკვე პირველკლასელთა შორის სწავლას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებიც 30 სექტემბრამდე გახდნენ 6 წლის. ასევე, რეგულაციები, რომლებიც წინა სასწავლო წლის რეგულაციამდე მოქმედებდა არ იმოქმედებს და ბავშვებს შეუძლიათ სწავლა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ. წინა წლის მსგავსად ბავშვები სასწავლო წიგნებს მიიღებენ, ხოლო პირველკლასელებს დამატებით ნოუთბუქებიც გადაეცემათ. "შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით", - აცხადებენ განათლების სამინისტროში. ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი შეიზღუდება ასევე წაიკითხეთ: ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ტერიტორიაზე არსებულ საკვებ დაწესებულებებს შეზღუდვები მოეხსნებათ
ტედროს ადანომ გებრეიესუსი: კოვიდპანდემიის დასასრული ჩანს
მსოფლიო არასდროს ყოფილა ასეთ უკეთეს მდგომარეობაში COVID-19-ის პანდემიის დასასრულებლად, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. Reuters-ი წერს, რომ ეს არის ტედროს ადანომ გებრეიესუსის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი ხანგრძლივი პანდემიის განმავლობაში, რომელმაც მსოლფიოში ექვს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „ჩვენ ჯერ იქ არ ვართ. მაგრამ დასასრული ჩანს", - განუცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟურნალისტებს ვირტუალურ პრესკონფერენციაზე. ეს იყო გაეროს სააგენტოს ყველაზე ოპტიმისტური შეფასება მას შემდეგ, რაც მან პანდემია 2020 წლის მარტში გამოაცხადა. „ვაქცინებისა და თერაპიის გავრცელებამ ხელი შეუწყო სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის შეჩერებას, ხოლო Omicron ვარიანტი, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოჩნდა, იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას. გასულ კვირას, COVID19-ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2020 წლის მარტის შემდეგ, იტყობინება გაეროს სააგენტო.
მიხეილ ჩხენკელი: განათლებული თაობა საქართველოს განვითარების მყარი საფუძველია
"ჭეშმარიტად განათლებული თაობა საქართველოს წინსვლისა და განვითარების მყარი საფუძველია. მჯერა, ჩვენი ახალგაზრდები სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზებითა და განსაკუთრებული შესაძლებლობებით, კიდევ არაერთხელ ასახელებენ სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ", - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს განათლების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. „დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს პატარებს – პირველკლასელებს. მათ დღეს პირველად შეაღეს საკლასო ოთახის კარი, სადაც თითოეულ მოსწავლეს უსაფრთხო, მეგობრული და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო დახვდათ. მსურს, გულითადად მივულოცო ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს – მათ, ვინც თავისი პროფესიონალიზმითა და თავდაუზოგავი შრომით ერთგულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვას. ჭეშმარიტად განათლებული თაობა საქართველოს წინსვლისა და განვითარების მყარი საფუძველია. მჯერა, ჩვენი ახალგაზრდები სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზებითა და განსაკუთრებული შესაძლებლობებით კიდევ არაერთხელ ასახელებენ სამშობლოს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ყველას წარმატებულ, ნაყოფიერ და მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ!“ - აღნიშნავს მინისტრი. სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან, დისტანციური სწავლების რეჟიმი შეიზღუდება ასევე წაიკითხეთ: ახალი სასწავლო წლიდან, სკოლების ტერიტორიაზე არსებულ საკვებ დაწესებულებებს შეზღუდვები მოეხსნებათ
სომხეთი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია
საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია, ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა. იმედი ვიქონიოთ, რომ აზერბაიჯანი დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“, - განაცხადა გრიგორიანმა. დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.
"ანტისოციალისტური და არასოციალისტური ქცევა" - ჩრდილოეთ კორეაში კერძო სილამაზის სალონებს ხურავენ
„ანტისოციალისტური და არასოციალისტური ქცევა, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდუალიზმს“ - აღნიშნული მოტივით, ჩრდილოეთ კორეაში კერძო სილამაზის სალონებსისა და საპარიკმახეროების დახურვას აპირებენ. სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, ხელისუფლება მიზნად ისახავს, შეაგროვოს საზოგადოების ფული. "ხელისუფლება მიზნად ისახავს, შეაგროვოს საზოგადოების ფული სახელმწიფო ხაზინაში უკანონო ობიექტების აღმოფხვრის გზით და სახელმწიფოს მიერ დაწესებული ობიექტების გამოყენების გზით. კერძო საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში, რადგან თმას სურვილის მიხედვით იჭრიან", - წერს მედია. გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი რეპრესიები სილამაზის სალონების მიმართ 2022 წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო.
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში იმყოფება
რამდენი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, - ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან, 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა ვოლოდიმირ ზელენსკი: დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება ბრუნდება „ომის დაწყების შემდეგ ჩემი მესამე ვიზიტი კიევში. რამდენი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე. ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში უკვე მესამედ ჩავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ოლექსი დანილოვი: რუსეთი განწირულია დაშლისთვის უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს - ბაიდენი ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
2022 წლის ექვს თვეში 20 195 ბავშვი დაიბადა - საქსტატი
2022 წლის ექვს თვეში 20 195 ბავშვი დაიბადა - ამავე პერიოდში, ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი, ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. "2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) – 6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480). 2022 წლის პირველ ექვს თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 11 376 და განქორწინების 6 629 შემთხვევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსულმა ძალებმა უკან დახევის დროს, უკრაინაში მაღალი ღირებულების სამხედრო ტექნიკა მიატოვეს
რუსული ძალები უკან დახევის დროს მაღალი ღირებულების სამხედრო ტექნიკას ტოვებდნენ. ზოგიერთი მათგანი აშკარად პანიკაში ჩავარდნილი გაიქცა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან, 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა ვოლოდიმირ ზელენსკი: დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება ბრუნდება "ბოლო კვირის განმავლობაში რუსული ძალების გაყვანის გზები განსხვავებული იყო. ზოგიერთმა ქვედანაყოფმა უკან დაიხია შედარებით წესრიგიანად, კონტროლის ქვეშ, ზოგი კი აშკარად პანიკაში ჩავარდნილი გაიქცა. რუსული ძალების უკანდახევის შედეგად მიტოვებული მაღალი ღირებულების აღჭურვილობა მოიცავდა შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია რუსეთის არტილერიაზე ორიენტირებული ომის სტილის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ინფორმაციაში. ოლექსი დანილოვი: რუსეთი განწირულია დაშლისთვის უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს - ბაიდენი ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საშუალო ხელფასი 1,541 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი
2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით (213,3 ლარით) გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 108.8 (გაიზარდა 43.1 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 671.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 13.4 პროცენტით); მშენებლობა – 2 177.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.5 პროცენტით); სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2 026.4 ლარი (გაიზარდა 16.6 პროცენტით). "2022 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 240.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 828.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 162.8 ლარი (15.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 268.5 ლარი (17.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2022 წლის მეორე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 170.2 ლარით (13.9%) გაიზარდა და 1 396.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: 2022 წლის ექვს თვეში 20 195 ბავშვი დაიბადა - საქსტატი
კახაბერ გვანცელაძე: ბაღებში კვების უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი ინერგება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, COVID19-თან დაკავშირებით რეგულაციები შემსუბუქდა და მშობლებს უკვე შეუძლიათ შენობებში შესვლა და მათთვის საინტერესო სივრცეების დათვალიერება. ამის შესახებ გვანცელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ბაღებში კვების უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი ინერგება. "მნიშვნელოვანია ვაცნობოთ მშობლებს, რომ COVID19-თან დაკავშირებით რეგულაციები შემსუბუქდა და მათ უკვე შეუძლიათ შენობებში შესვლა და მათთვის საინტერესო სივრცეების დათვალიერება. ასევე, შეუძლიათ უშუალოდ ადმინისტრაციას მიაწოდონ კონკრეტული რეკომენდაციები იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბაღების მართვის სისტემა. ბაღებში ინერგება კვების უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი. ჩატარდა ანალიტიკა და შეიძლება ითქვას, რომ ბაღების უმეტესობა აკმაყოფილებს სრულიად ამ სტანდარტს და მომავალი თვეების განმავლობაში მოხდება ამ სტანდარტის ინტეგრირება ჩვენს ბაღებში. თბილისში 187 ბაღი ფუნქციონირებს და ყველა დღეს გაიხსნა. ასევე, 11 ათასი თანამშრომელი და 61 000 ბავშვი გვყავს", - განაცხადა გვანცელაძემ. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ ჩხენკელი: განათლებული თაობა საქართველოს განვითარების მყარი საფუძველია საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 53 850 ჯარისკაცია ლიკვიდირებული
ომის დაწყების დღიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 53 850 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: რუსულმა ძალებმა უკან დახევის დროს, უკრაინაში მაღალი ღირებულების სამხედრო ტექნიკა მიატოვეს ოლექსი დანილოვი: რუსეთი განწირულია დაშლისთვის უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს - ბაიდენი "განნადგურებულია 1295 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 311 ერთეულ მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 167 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 250 საბრძოლო თვითმფრინავს, 215 ვერტმფრენს, 908 ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 15 გემს/ნავს, 3522 სხვადასხვა ავტომობილსა და ტანკერს, 120 ერთეულ სპეცტექნიკას და 233 ფრთოსან რაკეტას", - აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან, 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა ვოლოდიმირ ზელენსკი: დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება ბრუნდება ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2023 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივდა. არსებული შემაკავებელი ზომები ითვალისწინებს ფიზიკური პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას და მათთვის სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას. სანქციები გაგრძელდება 1206 ფიზიკური პირისა და 108 სუბიექტის მიმართ, რომელთაგან ბევრი გამიზნულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მასიურად გააფართოვა. „ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი უნდა იყოს დაცული. რუსეთი, ბელორუსი და ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე, პასუხისგებაში მიეცემა თავიანთი ქმედებებისთვის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი ურყევია თავის ვალდებულებაში, დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვის უფლების განხორციელებაში და მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის აშენებაში“, - ნათქვამია ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ლიეტუვა უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორებს გაგზავნის
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორის ორი ტვირთის გაგზავნა. პირველი პარტია კიევში მალე ჩავა. „პირველ პარტიას კიევი უახლოეს მომავალში მიიღებს. თავად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკეთ იციან, როგორ გამოიყენონ ეს სამხედრო დახმარება საუკეთესოდ", - განაცხადა ლანდსბერგისმა ირლანდიელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენი ჰაუბიცები უკრაინისკენ მიემართებიან გასულ კვირას ლიეტუვამ უკრაინითვის ჰაუბიცების გადაცემის შესახებ განაცხადა. ამასთნ, აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვა უკრაინისთვის 37 თვითმფრინავს შეისყიდის.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი დანებებაა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოვლენები აჩვენებს, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი, უკრაინული ძალებისთვის ჩაბარებაა. „ისტორიას ადამიანები წერენ და არასდროს - ველურები. ვინ დარჩებით ისტორიაში? ყველა ვინც უშვებს ამ რაკეტებს. ვინც მოვიდა ჩვენს მიწაზე. სუსტები. თქვენ სუსტები ხართ, რომლებიც ომს აწარმოებთ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ნაძირლები, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაქცეულნი ცდილობენ, სადღაც შორიდან ზიანი მოგვაყენონ. თქვენ დარჩებით ტერორისტებად, თქვენ გამო, საკუთარ შვილიშვილებს შერცხვებათ. მოვლენები აჩვენებს, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი, უკრაინული ძალებისთვის ჩაბარებაა. ეს არის ერთადერთი ვარიანტი, რომელიც გარანტიას აძლევს მათ სიცოცხლეს, ყველა კონვენციის შესაბამისად. ყველა რუს ჯარისკაცს უკვე უნდა გაეგო, რომ მხოლოდ უკრაინის ტყვეობაში არავინ გამოიყენებს მათ ქვემეხის საკვებად ომში, რომელსაც აშკარად აგებს რუსეთი. უკრაინის დროშა ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში დაბრუნდება. ისევე, როგორც ხარკოვის რეგიონში, უკრაინელ მეომრებს შეხვდებიან დონბასში, სამხრეთსა და ყირიმში. ეს აუცილებლად მოხდება. უკრაინის ხელისუფლება ყველა დონეზე - ცენტრალურსაც და ადგილობრივსაც, სამაშველო სამსახურებს, ენერგეტიკულ კომპანიებს, გადამზიდავებს ევალებათ, მოემზადონ ნებისმიერი სცენარისთვის. საჭიროა ენერგიის, გათბობის და წყალმომარაგების რეზერვები ყველა შესაძლო შემთხვევისთვის. ჩვენ ვუპასუხებთ ტერორისტებს თითოეული მათი საზიზღარი ქმედებისთვის, თითოეული რაკეტისთვის, თითოეული ჭურვისთვის. ჩვენ ამის უნარი გვაქვს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვისას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: 2021 წელს, საქართველოში 17 774 აბორტი გაკეთდა
2021 წელს, საქართველოში 17 774 აბორტი გაკეთდა, რაც წინა წლის აბორტების საერთო რიცხვზე 7%-ით ნაკლებია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული. "2021 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ხელოვნური აბორტების წილი 62.7%-ს უდრიდა. ხელოვნური აბორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 25-34 წლამდე ქალების ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება. გასულ წელს, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში 9 414 აბორტი გაკეთდა. 15-19 წლის ქალების ასაკობრივ კატეგორიაში აბორტის 448 შემთხვევა დარეგისტრირდა. NCDC-ს ინფორმაციით, ხელოვნური აბორტის მეთოდის მიხედვით, 2021 წელს მედიკამენტური აბორტების წილი წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: 2022 წლის ექვს თვეში 20 195 ბავშვი დაიბადა - საქსტატი
ბრიუსელი NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე, 13-14 ოქტომბერს, ბრიუსელში გაიმართება. შეხვედრას NATO-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება. განსახილველი საკითხების შესახებ დამატებითი დეტალების შესახებ ალიანსი ჯერ არ საუბრობს. იენს სტოლტენბერგი 12 ოქტომბერს პრესკონფერენციას გამართავს.