ძებნის რეზულტატი:
NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს
NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ Twitter-ზე დაწერა. „ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების გამო, მათ შორის ცნობებით სომხეთის შიდა დასახლებებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ. NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს, საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს“, - აცხედებს ხავიერ კოლომინა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
უკრაინა: ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან 300-ზე მეტი დასახლება გავათავისუფლეთ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა, ბალაკლიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 6 სექტემბრიდან უკრაინის არმიამ ხარკოვის რეგიონში, ოკუპანტებისგან სულ 3800 კვადრატული მეტრი ტერიტორია გაათავისუფლა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში, ვოლჩანსკის გაათავისუფლებას ადასტურებენ მისი თქმით, 300-ზე მეტ დასახლებაში, დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ფაქტობრივად მძევლები იყვნენ. „შედარებისთვის: 3800 კვ. კმ - ეს არის ჩეჩნეთის ტერიტორიის დაახლოებით მეოთხედი, ანუ ოდნავ ნაკლები ვიდრე მოსკოვი (2012 წლის ახალ საზღვრებში) და სანქტ-პეტერბურგი ერთად აღებული“. ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა მისივე ინფორმაციით, ოპერაცია გრძელდება, მიზანი კი ხარკოვის ოლქის სრული გათავისუფლებაა.
ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე - სავარაუდო სცენარი და ორი ამოცანა საქართველოსთვის - ანალიზი
აზერბაიჯანმა შესაძლოა: 1) აიძულოს სომხეთი, ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე აზერბაიჯანის პირობებით წავიდეს. შეეცადოს, დაამყაროს კონტროლი სუნიკის რეგიონზე და ამგვარად უზრუნველყოს პირდაპირი სახმელეთო კავშირი თავის მთავარ მოკავშირესთან - თურქეთთან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან საუბრობს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, „რამაც წაახალისა ის სამხედრო მოქმედებები, რომლებიც აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ დაიწყო“. ექსპერტის აზრით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შემდეგი: რუსეთის მარცხმა უკრაინაში და წარუმატებლობამ ფრონტის ხაზზე, მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ვაკუუმი შექმნა. „რუსული საგარეო პოლიტიკის მთელი იდეა სამწუხაროდ, დაყვანილი იყო ძალის პრიმატამდე იმ რეგიონებში, რომლებსაც რუსეთი განიხილავდა საკუთარი ექსკლუზიური გავლენის სფეროებად. შესაბამისად, იქნება ეს სამხრეთ კავკასია თუ ნებისმიერ სხვა რეგიონი, განსაკუთრებით, პოსტ საბჭოთა სივრცეს ვგულისხმობ, მთლიანობაში, რუსეთი ამ რეგიონში საკუთარ პოლიტიკას ძირითადად, მაინც, სამხედრო ყოფნის გადმოსახედიდან ატარებდა. დღეს რუსეთს უწევს საკუთარი ძალების გადასროლა უშუალოდ, ფრონტის მიმართულებით და უკრაინის წინააღმდეგ, შესაბამისად, გვაქვს მოცემულობა, რომ რუსეთს უბრალოდ, ფიზიკურად აღარ შესწევს საიმისო ძალა, რომ საკუთარი ინტერესი დაიცვას იგივე ფორმით, რა ფორმითაც აქამდე იცავდა. „რებიატა, დავაიწე, ჟიტ დრუჟნა" - ამ ტიპის განცხადებით შემოიფარგლა რუსეთი, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ რა ღირს რუსეთის „მეგობრობა და რუსეთის მეკავშირეობა“. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხი, დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის უხეში ძალით ამყარებდა კონტროლს, ის ქმნიდა მართვად კრიზისებს და პრობლემა იმაშია, რომ დღეს ეს კრიზისი, რომელიც რუსეთისთვის მართვადი იყო 1994 წლიდან მოყოლებული, გამოდის თანდათან რუსული კონტროლიდან; იცვლება მოცემულობა რუსეთის გარშემო. რუსეთმა აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯები გადადგა ჯერ უკრაინაში, შედეგი უკვე სახეზეა. რუსეთს უბრალოდ არ შესწევს ძალა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების განსამუხტად, რაღაც ქმედითი შესთავაზოს. ფაქტია, რომ აზერბაიჯანი მას აღარ უსმენს, იგივე ლაჩინის კორიდორის დაკავება რომ გავიხსენოთ - ცხვირწინ ჩაუყენა აზერბაიჯანმა საკუთარინ სამხედრო დანაყოფები რუსულ არმიას. აზერბაიჯანს გაუჩნდა განცდა, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს, დაეხმაროს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს - სომხეთს. ასევე - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გარკვეულწილად, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის მნიშვნელობა დიდწილად გაზარდა დასავლეთისთვის. ამას ემატება ცენტრალური აზიის რეგიონი, სადაც აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული გზა ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანს ექნება იმის განცდა, რომ დასავლეთი შედარებით პასიურ პოზიციას დაიკავებს და გარკვეულწილად, „ღრმა შეშფოთებითა“ და მსგავსი განცხადედებით შემოიფარგლება, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია ასეთ დროს“, - მიიჩნევს საგარეო საკითხების ექსპერტი. მისივე აზრით, ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოები, როგორიც არის მაგალითად, „ყაზახეთი, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აქტიური ზომების მიღებისგან თავს შეიკავებს და შესაბამისად, სომხეთი იმაზე უფრო დიდ იზოლაციაში იქნება მოქცეული, ვიდრე წარმოუდგენია“. „ამრიგად, აზერბაიჯანი ცდილობს, სომხეთს საუკეთესო შეთხვევაში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიოს თავს. და, უარეს შემთხვევაში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი არც იმისგან დაიხევს უკან, რომ მთლიანობაში, სომხეთის სამხრეთ რეგიონის ოკუპირება მოახდინოს. შესაძლოა, ესეც განიხილებოდეს ერთ-ერთ სცენარად, რადგან ჯერჯერობით, საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ აზერბაიჯანულ მხარეს მკაფიოდ არ განუცხადებია. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ 1) აიძულოს სომხეთი, წავიდეს აზერბაიჯანის პირობებით, ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე. 2) შესაძლოა, თავად შეეცადოს, დაამყაროს კონტროლი სუნიკის რეგიონზე და ამგვარად უზრუნველყოს პირდაპირი სახმელეთო კავშირი თავის მთავარ მოკავშირესთან - თურქეთთან“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე. ჩავუშოღლუ: ანკარა ერევანს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი Europetime-ს თურქეთის როლზეც ესაუბრა. გიორგი გობრონიძე ხაზს უსვამს თურქეთის, როგორც ყველაზე ძლიერი აქტორის ფუნქციას სამხრეთ კავკასიაში. „ამ ეტაპზე თურქეთს შუძლია, აზერბაიჯანს დაეხმაროს აღჭურვილობით იარაღით, ცოცხალი ძალით და ექსპერტიზით. თურქეთი ისევე არის ამ ყველაფერში დაინტერესებული, როგორც აზერბაიჯანი, (უნდა ითქვას, რომ მათ წლების განმავლობაში გააძლიერეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი). ჩვენ ვნახეთ კიდეც, ოპერაციის მსვლელობისას უშუალოდ, თურქული საჰაერო ძალების უპილოტო საფრენი აპარატები ახორციელებდნენ სომხეთის საჰაერო სივრცეში დაზვერვას, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი აზერბაიჯანს უკვე ეხმარება“. საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას, გიორგი გობრონიძე აღნიშნავს, რომ მორიგ დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა. „საქართველოსთვის სუფთა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს დაპირისპირება ჩვენს ინტერესში არ შედის. ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ კოლეგასთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ჩაერთოს მედიაციის პროცესში მიუხედავად აზერბაიჯანთან და თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა, თუ ეს კონფლიქტი ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს და საბოლოო ჯამში, დასრულდება სომხეთის სახელმწიფოს დასუსტებით, კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსს შეცვლის იმდაგვარად, რომ მთლიანობაში, გადავიქცევით დაქვემდებარებულ პარტნიორად, შეიძლება ითქვას, ორი თურქული სახელმწიფოს წინაშე. ისინი ხდებიან წამყვანი პარტნიორები. ჩვენ - რეაქციული აქტორი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მიიღებს იმ მოცემულობას, რასაც მას თავიანთი პარტნიორები შესთავაზებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია არამხოლოდ მშვიდობა რეგიონში, არამედ, ძალის პარიტეტის შენარჩუნება იგივე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმიტომ, რომ საუკეთესო სცენარი სამწუხაროდ, ჩვენთვის არ გამოდის. საუკეთესო სცენარი იქნებოდა იმგვარი პარტნიორობა, როგორიც აქვთ მაგალითად, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს, მაგრამ ეს მიუღწეველია ამ ისტორიული მოცემულობიდან გამომდინარე, შესაბამისად, გვიწევს იმის მოლოდინი, რომ ვითარება განიმუხტება და არ მოხდება შემდგომი ესკალაცია. გარდა ძალის პარიტეტის შენარჩუნებისა, საქართველოს მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს - თუ ჩვენ სომხეთს განვიხილავთ რუსული ორბიტის ნაწილად, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, სომხეთი ამ ორბიტას ჩამოშორდეს; მოხდეს მისი დეიზოლაცია და დაიწყოს მისი დაახლოება დასავლეთთან, დემოკრატიზაცია, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ეს შევძლოთ, და, ჩვენი როლი და ფუნქციაა, რომ სომხეთს დავეხმაროთ, ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს დასავლეთთან იმგვარი ურთიერთობა, რომ სომხეთსა და დასავლეთს შორის შუამავლად გამოვდგეთ. ჩვენ ამ ეტაპზე ასეთ შუამავლად ვერ გამოვდგებით, რადგან მოვახერხეთ და ყველაზე მნიშვნელოვან დროს, დასავლეთთან უაზრო დისკუსიასა და კამათში შევედით, დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ვიღაცები საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას გვთხოვენ. ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ შევძლოთ და რაიმე ფორმით მოხდეს მშვიდობის შენარჩუნება და ამისკენ მივმართოთ ძალისხმევა, თუკი შეგვიძლია. მეორე - ვიმუშაოთ გრძელვადიანად სომხეთთან, რომ მოხდეს ამ სახელმწიფოს დეიზოლაცია იმ თვალსაზრისით, რომ რაც უფრო მეტად დაუახლოვდება სომხეთი დანარჩენ სამყაროს, მით უფრო მეტად შემცირდება მისი დამოკიდებულება და „ჩამოკიდება“ რუსეთის ფედერაციაზე. შესაბამისად, ჩვენს სამხრეთით, რუსული ორბიტა იქნება შესუსტებული“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე. ცნობისთვის, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, გვიან ღამით დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმის გამო, რომ უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, რუსეთი შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს. ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ენტონი ბლინკენის შეფასებით, რუსეთს შეუძლია, რეგიონში თავისი გავლენა გამოიყენოს და მშვიდობის აღდგენას შეუწყოს ხელი. უფრო ადრე, სომხეთის პრემიერისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის ამსახველ ინფორმაციაში, სომხური მხარე აღნიშნავდა, რომ შარლ მიშელმა მზადყოფნა გამოთქვა, ძალისხმევა გამოიჩინოს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
ორ საათში, რუსეთის ორი თვითმფრინავი გავანადგურეთ - უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სულ რაღაც ორ საათში, ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთით, მათ ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი - ბომბდამშენი და თავდასხმის თვითმფრინავი, ასევე ერთი დრონი გაანადგურეს. „ხერსონის რაიონში ოდესის საჰაერო სარდლობის „სამხრეთის“ 160-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მებრძოლებმა გაანადგურეს რუსული სუ-24 ბომბდამშენი. დონეცკის რაიონში კი დასავლეთის საჰაერო სარდლობის შეპეტოვსკის მე-11 საზენიტო სარაკეტო პოლკის საზენიტო მსროლელებმა ჩამოაგდეს სუ-25“, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების ოფიციალური ტელეგრამარხი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბერლინში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გაემგზავრა ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ენტონი ბლინკენის თქმით, შეშფოთებულია, რომ რუსეთი შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია იმის გამო, რომ უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, რუსეთი შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს. ამის შესახებ Reuters წერს. NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს ბლინკენმა მხარეებს „საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. „ცდილობს თუ არა რუსეთი რაიმე ფორმით განზრახ დაპირისპირების გამოწვევას უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, ეს ისაა, რაც ჩვენ ყოველთვის გვაშფოთებს“ , - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტს. მისი თქმით, რუსეთს ასევე შეუძლია რეგიონში თავისი გავლენა გამოიყენოს და მშვიდობის აღდგენაში დაეხმაროს. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
შოლცმა პუტინთან უკრაინის კრიზისი და ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება განიხილა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და რამდენიმე საკვანძო საკითხი განიხილა. ამის შესახებ მედია გერმანიის მთავრობის სპიკერზე შტეფენ ჰებესტრეიტზე დაყრდნობით წერს. ეს ორი ლიდერის პირველი საუბარია მრავალი კვირის განმავლობაში და ის 90 წუთს გაგრძელდა, წერს მედია. გერმანული პრესის სააგენტოს (DPA) ცნობით, შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას, დაჟინებით მოითხოვა უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტა, რაც შეიძლება მალე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, რუსული ჯარების სრული გაყვანის გზით უკრაინის ტერიტორიიდან. მოლაპარაკებების დროს შოლცი ასევე შეეხო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებისას 50 სამხედრო დაიღუპა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 13 სექტემბრის ღამეს მომხდარი შეტაკებისას, 50 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა „სომხეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის აღკვეთისას, შეიარაღებული ძალების 50 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის აზერბაიჯანის არმიის 42 და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 8 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
ესტონეთმა უკრაინას კიდევ ერთ საველე ჰოსპიტალი გადასცა
ესტონეთმა უკრაინას მეორე საველე ჰოსპიტალი გადასცა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაწერა. ესტონეთის მთავრობამ 18 აგვისტოს დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც ჰოსპიტალის გადაცემასაც მოიცავდა. საავადმყოფოს გარდა, პაკეტში შედის, ნაღმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. ესტონეთმა პირველი საველე ჰოსპიტალი უკრაინას ომის დასაწყისშივე გადასცა. ამ უკანასკნელი პაკეტის გამოკლებით, ესტონეთმა, რომლის სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით 600 მილიონი ევროა, უკრაინას თითქმის 250 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.
რუსმა სამხედროებმა ბალაკლეაში ციხე და წამების კამერა შექმნეს - უკრაინის პოლიცია
ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსი სერგეი ბოლვინოვი ირწმუნება, რომ ქალაქ ბალაკლეაში, პოლიციის განყოფილების სარდაფებში და სხვა შენობაში, რუსებმა ოკუპაციის დროს ციხე და წამების დაწესებულება მოაწყვეს. კიევი: უკრაინის არმიამ ბალაკლეაზე კონტროლი აღადგინა „ოკუპაციის დროს რუს სამხედროებს ტყვეობაში მუდმივად, სულ მცირე 40 ადამიანი ჰყავდათ. დღეში ორჯერ აჭმევდნენ ფაფას. ისინი ადგილობრივი თანამშრომლების მეშვეობით ეძებდნენ მათ, ვინც მსახურობდა ან ჰყავდა ნათესავები ATO-ში ("ანტიტერორისტული ოპერაცია", ომი დონბასის სეპარატისტებთან 2022 წლამდე - BBC) ისინი ასევე ეძებდნენ ადამიანებს, რომლებიც ეხმარებოდნენ უკრაინის არმიას რაშისტების განადგურებაში“, - წერს სერგეი ბოლვინოვი. ხარკოვის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსის თქმით, ამ ციხეში პატიმრებს აწამებდნენ. მოკლეს თუ არა ვინმე ამ ციხეში, ბოლვინოვი არ წერს, მაგრამ ამტკიცებს, რომ პოლიციას აქვს ინფორმაცია რუსების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის სიკვდილით დასჯის შესახებ, ბალაკლეადან გაქცევამდე ბოლო დღეს. პოლიცია დეტალებს ამ დრომდე სწავლობს.
NATO ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს
NATO-ს მოკავშირე 12 ქვეყნის მონაწილეობით ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები - Dynamic Mariner-Mavi Balina 22 მიმდინარეობს. NATO-ს განცხადებით, კრიზისზე რეაგირების სწავლება - Dynamic Mariner, თურქეთის საზღვაო ძალების 12 მოკავშირე ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარე წვრთნებთან - Mavi Balina-სთან ერთად ტარდება. სამხედრო-საზღვაო წვრთნები, რომელიც 11 სექტემბერს დაიწყო მუღლას მარმარისის რაიონში, აქსაზის საზღვაო ბაზაზე 22 სექტემბერს დასრულდება. „ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას თურქეთთან და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან აგრესიის შესაჩერებლად და ალიანსის დასაცავად“, - ნათქვამია NATO-ს განცხადებაში. წვრთნები წელს უფრო მასშტაბურია. სწავლებაში NATO-ს 12 ქვეყნიდან 50 ზედაპირული ელემენტი, 5 წყალქვეშა ნავი, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი და ვერტმფრენების ჩათვლით 5 საჰაერო ელემენტი და 1 500 ჯარისკაცი მონაწილეობს. წვრთნებში თურქეთის გარდა ბელგია, ბულგარეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, რუმინეთი, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობენ.
ალექსანდრ ვუჩიჩი: სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას
სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და ყველა ღონეს გამოიყენებს კოსოვოში სერბების ინტერესების დასაცავად. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ არც პირდაპირ და არც ირიბად არ ვაღიარებთ რეგიონის დამოუკიდებლობას. ჩვენ არ უგულებელყოფთ საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, - განაცხადა ვუჩიჩმა. მისი თქმით, კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბების წინააღმდეგ „დაშინების კამპანია“ მიმდინარეობს. „ჩვენ შევძელით სერბი ხალხის „ერთობის“ შენარჩუნება კოსოვოში. სერბებს ესმოდათ, რომ ეს იყო ერთადერთი გზა ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მათი ინტერესების დასაცავად. ეს ხალხი არ იტყვის უარს სერბულ სახელსა და გვარზე, ასევე მანქანის ნომრებზე. ისინი არ გრძნობენ უხერხულობას რაღაცით, რაც ალბანელებს ეკუთვნის, მაგრამ არც სერბეთის რესპუბლიკაზე უარს ამბობენ“, - განაცხადა ვუჩიჩმა. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, არ აპირებდა სერბი ახალგაზრდების „ფრონტის ხაზზე“ გაგზავნას. „სერბეთი დაჟინებით მოითხოვს მშვიდობას არა იმიტომ, რომ სუსტია. მაგრამ იმიტომ, რომ მე არ მინდა გავხდე პრეზიდენტი, რომელიც ბავშვის ცხედარს კუბოში უგზავნის სერბ ან ალბანელ დედას. თუმცა, ჩვენს შვილებზე, დედებსა და მამებზე თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, როგორ დავიცვათ ისინი, გაითვალისწინეთ ჩემი სიტყვა“, - დასძინა ვუჩიჩმა.
ოლგა სტეფანშინა: რუსეთმა მოლაპარაკებების განახლება შემოგვთავაზა. ჩვენ უარი ვთქვით
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბოლო დღეებში უკრაინას მოლაპარაკებების განახლების წინადადებით მიმართეს. კიევმა უარი თქვა. ამის შესახებ უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. დმიტრო კულება: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ბრძოლის ველზე მიმდინარეობს სტეფანიშინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც სამხედრო მიზნებს მიაღწევს. მისი თქმით, კიევს ახლა უფრო მეტი ბერკეტი აქვს ვიდრე მოსკოვს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი პრინციპია - არ ველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს პოლიტიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ დროებით ოკუპირებული დონბასი და ყირიმი უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდება. მან ევროპას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
ჯოზეფ ბორელი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ეფექტურია, დახმარება უნდა გავზარდოთ
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ბლოკის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდება გაზარდონ. „რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ [ეს დახმარება] ეფექტურია“, - აღნიშნა ბორელმა. ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული არმია სერიოზულად დასუსტდა, პოტენციალის აღსადგენად, ალბათ, წლები დასჭირდება მისი თქმით „ერთ დღეს ან კვირასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს“, რადგან მკაცრი უკრაინული ზამთრის დადგომასთან ერთად, საომარი მოქმედებების წარმოება ქვეყნის აღმოსავლეთში ბევრად უფრო გართულდება. ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს „როდესაც [ვლადიმერ] პუტინმა დაიწყო ეს ომი, ვის შეეძლო ეწინასწარმეტყველა, რომ რუსული არმია იძულებული გახდებოდა თავდაცვაზე გადასულიყო? რეალურად ეს უკან დახევაა. ვინ წარმოიდგენდა ასეთ რამეს?“ - განაცხადა ბორელმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება ბრუნდება
უკრაინის ჯარებთან და უკრაინის დროშასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის დეოკუპირებული ტერიტორიებზე ნორმალური ცხოვრება ბრუნდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ჯარებთან ერთად, დროშით, ჩვეულებრივი ნორმალური ცხოვრებაც შემოვიდეს დეოკუპირებულ ტერიტორიაზე. მაგალითად, ბალაკლეაში, გრაკოვოში, ხუთი თვის პენსიის გაცემა უკვე დაწყებულია ამ დროისთვის, რადგან ოკუპაციის გამო გადახდები უბრალოდ ვერ შევძელით. ყველა უკრაინელი პენსიონერი გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე მიიღებს ანაზღაურებას. უკრაინა ყოველთვის ასრულებს თავის სოციალურ ვალდებულებებს ხალხის წინაშე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები, თავისუფალი სამყაროს უძლიერესი სუბიექტები გახდნენ
ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები, თავისუფალი სამყაროს უძლიერესი სუბიექტები გახდნენ. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. ანდრი ერმაკმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა კიევში, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს „რათა მრავალმხრივ და ორმხრივ დონეზე, დაწვრილებით განისაზღვროს, ვინ, როგორ და როდის უნდა მოახდინოს რეაგირება, როცა უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება. როდის და როგორ უნდა მოხდეს რეაგირება სანქციებით, იარაღის მიწოდებით თუ სხვა აუცილებელი მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერით. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: შვიდი ქვეყანა მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი მთავარია ზუსტი და იურიდიულად გამართული ნაბიჯები, კონკრეტული და თანამედროვე ქმედებები. ძირითადად ესაა პრევენციული მოქმედებები, რამაც ომი უნდა აგვაცილოს და აგრესორის სურვილების განელებაზე იმუშავოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს - ბაიდენი
უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება ბრუნდება “უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა. ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ОДКБ სომხეთში ვითარების შესაფასებლად მისიას გაგზავნის
სომხეთის ინიციატივით გამართულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ ) საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდა, რომ ორგანიზაცია, სომხეთში ვითარების შესაფასებლად მსიას გაგზავნის. როგორც ОДКБ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია აღნიშნული, სესიის დღის წესრიგის თანახნად, განიხილეს „სიტუაციის გამწვავება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გარკვეულ რაიონებში და ვითარების მოგვარების მიზნით დახმარების საკითხები“. „სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ გარკვეულ რაიონებში შექმნილი ვითარების შესახებ, სადაც 2022 წლის 13 სექტემბრის შუაღამედან ადგილი ჰქონდა სამხედრო შეტაკებებს. მძიმე იარაღისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები. შეხვედრის მონაწილეებმა სომხურ მხარეს მიუსამძიმრეს. სესიაზე მიღწეული იყო შეთანხმება სომხეთში ОДКБ -ს მისიის გაგზავნაზე, გენერალური მდივნის სტანისლავ ზასის ხელმძღვანელობით, ОДКБ -ს გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით. არსებული ვითარების შესაფასებლად, უნდა მომზადდეს დეტალური ანგარიში სახელმწიფოს მეთაურებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მომდევნო სესიაზე (რომელიც დაგეგმილია შემოდგომაზე ერევანში) რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდა წინადადება სამდივნოს თანამშრომლებისა და გაერთიანებული შტაბის სამხედრო მოსამსახურეებისგან სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მუდმივად აკონტროლებს ვითარებას ОДКБ-ს პასუხისმგებლობის სფეროში“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
პენტაგონი: უკრაინის წარმატებული კონტრშეტევით, ვინმე თუ იყო გაოცებული, სავარაუდოდ, ეს რუსები იყვნენ
უკრაინის წარმატებული კონტრშეტევით, ვფიქრობ, ვინმე თუ იყო გაოცებული, სავარაუდოდ, ეს რუსები იყვნენ, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა განაცხადა. უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს - ბაიდენი „ვფიქრობ, ვინმე თუ იყო გაოცებული, სავარაუდოდ, ეს რუსები იყვნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოავლინეს უკრაინელებმა გამაოგნებელი ადაპატიციის უნარი და საბრძოლო შესაძლებლობის გამოყენების ეფექტურობა. ამიტომ, ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ ისინი ისე სწრაფად მოქმედებენ, როგორც ვნახეთ“, – განაცხადეს პენტაგონში. ვოლოდიმირ ზელენსკი: დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება ბრუნდება ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული იყო. სომხური მხარის განცახდებით, აზერბაიჯანმა ჯერმუკის მიმართულებით თავდასხმის თვითმფრინავები გამოიყენა. „დღეს, 08:00 საათიდან, აზერბაიჯანულმა მხარემ არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და მსხვილი კალიბრის მცირე იარაღის გამოყენებით განაახლა შეტევითი ოპერაციები, კერძოდ, ჯერმუკისა და ვერინ შორჟას მიმართულებით. სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ ადექვატურ საპასუხო მოქმედებებს და აგრძელებენ მათთვის დაკისრებული საბრძოლო ამოცანების შესრულებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაზე და მის შემდგომ განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება, 13-14 სექტემბრის ღამეს და დღეს დილით. კერძოდ, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ყალბაჯარსა და ლაჩინში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. იტყობინება Trend აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. „ამჟამად ჩვენს პოზიციებზეც პერიოდულად ხდება სროლა. აზერბაიჯანის ქვედანაყოფები საპასუხო აუცილებელ ზომებს იღებენ“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.