ძებნის რეზულტატი:

ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ „ევროპას არ გაყინავს“

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, პირობას დებს, რომ „ევროპას არ გაყინავს“. ამის შესახებ, მან ვიდეოში განაცხადა, სადაც შეშას ჭრის და ევროპაში შექმნილ ენერგოვითარებას განიხილავს.  ევროკავშირის ქვეყნებმა წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს „არ მოვცემთ ევროპას გაყინვის საშუალებას. დავეხმარებით ჩვენს ძმებს, შესაძლოა, ისინი ოდესმე ჩვენც დაგვეხმარებიან“, - განაცხადა ლუკაშენკომ.   ბელორუსის პრეზიდენტის თქმი, ევროპას ახლა შეშის ასარჩევად არ სცალია. „ევროპას არჩევანის დრო არ აქვს: ნაძვი თუ არყის ხე? მთავარია თბილად იყვნენ. უნდა მოვიფიქროთ, როგორ მიიღონ შეშა გლეხებმა და მუშებმა, მდიდრების ნაცვლად. მთავარია, პოლონეთში დუდა და მორავეცკი (პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი) არ გაიყინონ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.   

შსს: საქართველოს მართვის მოწმობას დღეიდან კატარი აღიარებს

კატარში საქართველოს საელჩოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების, მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან, აღიარების შესახებ.   "აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობს კატარის ბინადრობის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამარტივებული წესით შეცვლას. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ კატარის ბინადრობის მოწმობას, ყოველგვარი დამატებითი ტესტირების და სავალდებულო სასწავლო კურსის გავლის გარეშე შეძლებენ საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის შეცვლას და შესაბამისი კატეგორიის კატარული მართვის მოწმობის აღებას.   რაც შეეხება საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამოყენებას კატარში ტურისტულად მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ - პირს, რომელიც ფლობს საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, თან ასევე უნდა ჰქონდეს საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ე.წ. საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომლითაც ის შეძლებს ისარგებლოს კატარში ჩამოსვლიდან 3 თვის მანძილზე.   დაინტერესებულმა მოქალაქეებმა მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა მიმართონ კატარის საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის ცენტრალურ ოფისს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს დაღუპულია 105 ადამიანი

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, სოხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცახდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებისას სომხეთის მხარეს 105 ადამიანია დაღუპული.   სომხეთი: აზერბაიჯანთან შეტაკებები შესაძლოა, ომში გადაიზარდოს ამასთან აღნიშნა, რომ, აზერბაიჯანმა სომხეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა.  მანამდე, სომხეთმა განაცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანთან სასიკვდილო შეტაკებები ომში გადაიზარდოს. ერევანმა მოუწოდა დიდ სახელმწიფოებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მძიმე ვითარებას, რომელმაც, მისი თქმით, შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში. „თქვენ იცით, რამდენად მყიფეა სიტუაცია ჩვენს რეგიონში. სიტუაციის ესკალაცია გრძელდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.   ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

Reuters: პუტინი და ერდოღანი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის განსახილველად შეხვდებიან

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უზბეკეთში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში“ სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის განსახილველად 16 სექტემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობი წერს.  „ეს საკითხი განიხილება პუტინთან, რადგან აშკარაა რუსეთისა და თურქეთის როლი ამ ომის დასრულებასა და შემდგომი მშვიდობის დამყარებაში.თურქეთი აზერბაიჯანის მხარდაჭერას ყველა მნიშვნელობით გააგრძელებს", - განუცხადა წყარომ გამოცემას.  აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

„ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურები დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ თანამდებობებზე კახა კახიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილისა და ზაზა ლომინაძის კანდიდატურები დაასახელა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათი არჩევა მომდევნო კვირაში სესიაზე მოხდება. „დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციის წარმომადგენლებისგან კანდიდატურები, ამიტომ გთავაზობთ გუნდის გადაწყვეტილებას. ჩემი ხელმოწერით საქართველოს პარლამენტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე. წარმატებებს ვუსურვებ სამივე მათგანს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ, რომელიც შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება“, - განაცხადა მდინარაძემ.  

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და მის საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. "პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განსაკუთრებით ინტენსიურია. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე დეტალურად ისაუბრა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ევროინტეგრაციის, მათ შორის, მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგების მომტანი პროექტების განხორციელების გზით აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

დედოფალ ელისაბედ მეორის ცხედარი ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერში გადაასვენეს

დედოფალ ელისაბედ მეორის ცხედარი ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერში გადაასვენეს. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დედოფლის ცხედარი ვესტმინსტერში მისი დაკრძალვის ცერემონიამდე დარჩება, მსურველები მისი ხსოვნისადმი პატივის მიგებას შეძლებენ. დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.  

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ​შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღნიშნული ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიისა და პირადად პრეზიდენტ შტაინმაიერის გამორჩეული პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსადმი. "აღინიშნა, რომ საქართველო და გერმანია საიმედო და ღირებული პარტნიორები არიან ერთმანეთისთვის, რაც მრავალწლიან კავშირებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებაში. აღინიშნა გერმანიის პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდება საქართველოში როგორც გერმანიის მთავრობის, ისე სხვადასხვა ინსტიტუტისა და კერძო სექტორის მხრიდან. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას, რისი ნათელი დასტურიცაა გერმანული კომპანიების საქმიანობა საქართველოში. მხარეებმა ისაუბრეს იმ ერთობლივ ნაბიჯებსა და გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს გერმანული ბიზნესის მეტად დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარების კუთხით საერთაშორისო განვითარების ბანკის (KfW), საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და სხვა გერმანული უწყებების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად გერმანიის მთავრობის ძალისხმევისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეები მიესალმნენ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. საუბარი ასევე შეეხო რეკომენდაციების შესრულების მიზნით საქართველოს მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასა და გადადგმულ ნაბიჯებს. შეხვედრაზე დაისახა გეგმები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად და სხვადასხვა მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სრული მზადყოფნა გამოითქვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

Reuters: ევროკომისია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფის შეჩერების რეკომენდაციას გასცემს

ევროკომისია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფის შეჩერების რეკომენდაციას გასცემს. ამის მიზეზად Reuters-ის ცნობით, კორუფცია სახელდება. სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან, უნგრეთის წინააღმდეგ გადადგმული პირველი ასეთი ნაბიჯი იქნება. ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, საუბარია უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხების 70%-მდე შემცირებაზე, თუმცა კონკრეტულ თანხას წყაროები არ ასახელებენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა, რომ გაყინავს დაფინანსებას იმ წევრებისთვის, რომლებიც დემოკრატიას აზიანებენ. ამ კონტექსტში მან კორუფცია გამოყო. „ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი დემოკრატიებისთვის... მე მსურს ყურადღება გავამახვილო კორუფციაზე", - განაცხადა ლაიენმა კონკრეტული ქვეყნის დასახელების გარეშე. ბრიუსელი დიდი ხანია, უნგრეთის სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდებს.  

გერმანიამ უკრაინას ოთხი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა

გერმანიამ, უკრაინას 4 თვითმავალი საზენიტო საარტილერიო დანადგარი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა.   გერმანია უკრაინისთვის კიდევ 6 Gepard-ის გადაცემას გეგმავს.  თვითმავალი საზენიტო საარტილერიო დანადგარი Gepard-ით წუთში 1000 გასროლის გაკეთებაა შესაძლებელი.  ივლისში გერმანიამ, უკრაინას სამი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა M270 MARS-ი გადასცა. ამასთან, კიევს ათი თვითმავალი ჰაუბიცა PzH 2000 და 10,5 ათასი ნაღმი გადასცა. ამ დროისთვის გერმანიამ უკრაინას $1,2 მილიარდის სამხედრო დახმარება გადასცა.   

ოლაფ შოლცი საქართველოს: ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით

ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარები, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროპულ საბჭოში წელს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მივცეთ ევროპული პერსპექტივა. მე მინდა, რომ საქართველო გავამხნევო, ამისთვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ ამ გზაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და ამიტომაც მინდა, რომ დაგარწმუნოთ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე. მისივე თქმით, გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი. ისინი ფარავენ მთელს სპექტრს ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგეტიკის და კულტურის. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ და ასევე, როგორც ორმხრივი პარტნიორი, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს თვითონ აქვს რუსული აგრესიის გამოცდილება, სამწუხარო გამოცდილება, 2008 წელს დაესხნენ მას თავს და მას შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილები რუსული კონტროლის ქვეშაა. ფედერალური მთავრობა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე, გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისა“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. „პირველ რიგში, მნიშვნელოვანი გახლავთ პოლიტიკური მხარდაჭერა. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, ვინც არის კანდიდატი, იმ ქვეყნის საქმეა, რომ შეასრულოს კრიტერიუმები. მაგრამ, ჩვენგან საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა, რათა სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იყოს განხორციელებული. გარდა ამისა, ეკონომიკური პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება. სამომავლო განვითარებისთვის კიდევ ბევრი სხვა სფერო არსებობს - ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და ამაზე გვქონდა დღეს საუბარი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ თარგმანით. მისივე თქმით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან და წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის გამოყო თანხა, ისევე როგორც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.  

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს: რუსეთი განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინა უკრაინას და ქვეყანა სოლიდარულია კიევის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ათას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. ამასთან, საქართველომ მხარი დაუჭირა რიგ რეზოლუციებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ ვითარებაში, რთული დრო გვაქვს დღეს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, ვინაიდან, რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოსცადა ასეთი ომი 2008 წელს და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, 20% ტერიტორიის არის ოკუპირებული. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, მას შემდეგ ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციების თავიდან აცილება და პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას. მე ასევე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ უკრაინას, ჩვენ ვართ სოლიდარულები მათ მიმართ, გავაგზავნეთ 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მხარი დავუჭირეთ ძალიან ბევრ რეზოლუციას, მხარდამჭერ განცხადებას უკრაინის მიმართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, - განაცხადა პრემიერმა.  

ოლაფ შოლცი: საქართველო თუ 12 პრიორიტეტს დააკმაყოფილებს, გერმანია თავის სიტყვას შეასრულებს

„ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ევროკავშირის საბჭომ მიიღო, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, დასახელებულია 12 კრიტერიუმი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია. ოლაფ შოლცი საქართველოს: ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით „ეს არის უკვე ის, რაც ქვეყანამ თავად უნდა გააკეთოს, თუ ეს პირობები შესრულდება, გერმანია დაეხმარება საქართველოს და ბერლინი თავის სიტყვას შეასრულებს. თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ გამოვედი კარლის უნივერსიტეტში და პირდაპირ ვისაუბრე ამის შესახებ. მე ამ ევროპულ ქალაქში წარმოვთქვი ეს სიტყვა, სადაც მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა „იმედის“ თარგმანით.  

ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ საბჭოთა ძეგლების დანგრევის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ, კანონი, საბჭოთა და ნაცისტური ტოტალიტარული რეჟიმების განმადიდებელი ძეგლების დანგრევის შესახებ საბოლოოდ დაამტკიცა. ლატვიის სეიმმა ქვეყანაში საბჭოთა სამხედრო ძეგლების აღების უფლება დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქის საბჭოს სარჩელი „არ ადასტურებს, თუ რატომ აისახება ცუდად საბჭოთა და ნაცისტური რეჟიმების განმადიდებელი ობიექტების დანგრევა ქალაქის ხელისუფლების თვითმმართველობის ფუნქციებზე“. სასამართლოს განცხადებით, თვითმმართველობის საკითხებს სხვა კანონი არეგულირებს.  ამასთან, ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნეს, რომ საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი, ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით ხდება და არ ფინანსდება ქალაქის ბიუჯეტიდან. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ ქალაქის საბჭოს სარჩელი არ დააკმაყოფილა.   

უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან, 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში 6 სექტემბრიდან ოკუპანტებისგან, 8 500 კვადრატული კილომეტრი და 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, სადაც 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს.   ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა Facebook-ზე დაწერა. „ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე - მაჩვენებლები მუდმივად ახლდება, რადგან პროცესი დინამიურია. გარდა ამისა, განთავისუფლებულ ტერიტორიებს ჯერ კიდევ სჭირდება უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის დამატებითი ზომები, რათა იქ მოსახლეობამ უსაფრთხოდ იცხოვროს", - განაცხადა მალიარმა. მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით, 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს.   

ირაკლი ღარიბაშვილი: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აძლიერებს ქართულ დემოკრატიას

გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და ბოლო წლების განმავლობაში მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს დახმარების სახით გაწეული საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო დაინტერესებულია, კიდევ უფრო გააძლიეროს გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობები. „დიდი მადლობა ბატონო კანცლერო! დიდი პატივია ჩემთვის და მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბერლინში. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. გერმანია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს, ჩვენს ქვეყანას. გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს ბოლო წლების განმავლობაში დახმარების სახით გაწეული საქართველოსთვის. ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ, ქართველი ხალხი არის მადლიერი და ჩვენ ვართ დაინტერესებული, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. „როგორც ბატონმა კანცლერმა სულ ახლახან აღნიშნა და ეს ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, ეს არის ბატონი კანცლერის პოზიცია, ის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ახლაც დადასტურდა აღნიშნული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, გერმანიის მხარდაჭერას ამ გზაზე, რომელსაც ეწოდება ევროპული ინტეგრაციის გზა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენი გასავლელია, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს და რომელიც აქ ბატონმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი: საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაზეც რამდენიმე თვის წინ, ვერც ვიოცნებებდით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი

„მადლობას ვუხდი ოლაფ შოლცს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოუცხადა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი, მოტივირებულია, რომ ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული თორმეტივე რეკომენდაცია ზედმიწევნით, სრულყოფილად იყოს შესრულებული მთავრობის მხრიდან. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ კარი გაუღო ქართული პოლიტიკის ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, რადგან ხელისუფლებას ყველას, მათ შორის ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დასჭირდება ამ პროცესში. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპის მომსწრენი ვართ, ვინაიდან სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რომელზეც რამდენიმე თვის, წინ უბრალოდ, ვერც ვიოცნებებდით, ვინაიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ კანცლერს. თქვენ რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. ბატონო კანცლერო, ჩვენ ვისაუბრეთ ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავადასტურო, რომ მმართველი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოწოდებული, მოტივირებული, რომ ყველა, თორმეტივე რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, იქნას შესრულებული ზედმიწევნით, სრულყოფილად, ჩვენი მთავრობის მხრიდან. მე ასევე მინდა გითხრათ, ამის თაობაზე ბატონ კანცლერს მივაწოდე ინფორმაცია, ჩვენ კარი გავუღეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ქართული პოლიტიკის ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, ვინაიდან მთავრობას, ხელისუფლებას დასჭირდება ყველას ჩართულობა, მათ შორის ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთ-აზერბაჯანის კონფლიქტზე: ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს

ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას. „ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა დ არაც ხდება ამ ქვეყნებში ჩვენთვის მიუღებელია და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წარმატებული მედიაცია გვქონდა, ორ სახელმწიფოს შორის, როცა პირადად ჩემი ჩართულობით 15 სამხედრო ტყვეს გათავისუფლება შევძელით აზერბაიჯანის მიერ და სომხეთმა სანაცვლოდ გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. მინდა ვთქვა, რომ ზოგადად, ყველა ის ქმედება, რომელიც უსაფრთხოების გარემოს შეცვლის, გააუარესებს, უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილის საბაბი და მიზეზი, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას, მაგიდასთან დასხდებიან და ეს კონფლიქტი მალე ამოიწურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.   

ოლაფ შოლცი: ევროპულ საბჭოში წელს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მივცეთ ევროპული პერსპექტივა

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროპულ საბჭოში წელს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მივცეთ ევროპული პერსპექტივა. მე მინდა, რომ საქართველო გავამხნევო, ამისთვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ ამ გზაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და ამიტომაც მინდა, რომ დაგარწმუნოთ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე, -  ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცი: საქართველო თუ 12 პრიორიტეტს დააკმაყოფილებს, გერმანია თავის სიტყვას შეასრულებს როგორც მან აღნიშნა, გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ოლაფ შოლცი საქართველოს: ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი. ისინი ფარავენ მთელს სპექტრს ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგეტიკის და კულტურის. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი  გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ და ასევე, როგორც ორმხრივი პარტნიორი, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს თვითონ აქვს რუსული აგრესიის გამოცდილება, სამწუხარო გამოცდილება,  2008 წელს დაესხნენ მას თავს და მას შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილები რუსული კონტროლის ქვეშაა. ფედერალური მთავრობა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე, გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისა,“- განაცხადა ოლაფ შოლცმა. მისივე თქმით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან და წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის გამოყო თანხა, ისევე როგორც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარბაშვილი, დელეგაციასთან ერთდ გერმანიაში ოფიციალური ვიზტით იმყოფება.   

რობერტა მეცოლა: ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც საკუთარ სახლს, კარი ფართოდ უნდა იყოს გახსნილი

პირველ რიგში, გზა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული, მისასალმებელია, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ევროპარლამენტი ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო და არის თქვენი ქვეყნის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ვაგრძელებ საუბარს თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმაში დასარწმუნებლად, რომ რეკომენდაციებს მისდევთ. ვფიქრობ, ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც საკუთარ სახლს, კარი ფართოდ უნდა იყოს გახსნილი. ასეთია ჩემი პოზიცია თქვენს ქვეყანასთან მიმართებითაც“, - განაცხადა მეცოლამ.