ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფება პირველი ლედი, ჯილ ბაიდენიც. აშშ-ის პრეზიდენტი სამოქალაქო პანაშვიდზე უკვე იმყოფებოდა. მან ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერიც გააკეთა. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო.
ჯო ბაიდენი: ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით დაეხმარა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრის დეტალები CNN-ს ინტერვიუში გაუზიარა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ჩინეთმა რუსეთს უკრაინასთან ომში, იარაღი ან სხვა დახმარება მიაწოდა. „მე დავურეკე პრეზიდენტ სი ძინპინს და ვუთხარი - „თუ ფიქრობთ, რომ ამერიკელები და სხვები აპირებენ, განაგრძონ ინვესტიციები ჩინეთში, თქვენ მიერ იმ სანქციების დარღვევის ფონზე, რომლებიც რუსეთს დაუწესეს, მე ვფიქრობ, რომ უდიდეს შეცდომას უშვებთ. მაგრამ ეს თქვენი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ბაიდენმა და მიუთითა ვიდეოზარზე, რომელიც პეკინის ოლიმპიადის შემდეგ, გამართა.
მედია: რუსეთს სანქტ-პეტერბურგიდან უკრაინაში საზენიტო რაკეტები გადააქვს
უკრაინული მედია ფინურ რესურსზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, სატელიტური ფოტოების თანახმად, რუსეთს სანქტ-პეტერბურგიდან უკრაინის მიმართულებით დიდი რაოდენობით საზენიტო რაკეტები გადააქვს. ასევე მოხდა მნიშვნელოვანი აღჭურვილობის გატანა სანქტ-პეტერბურგის სამხრეთ-აღმოსავლეთით ბაზიდან, მათ შორის არის დაახლოებით, 10 საცეცხლე პლატფორმა და სხვა მანქანები. უკრაინა დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს აწარმოებს და ტერიტორიებს ათავისუფლებს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სერჰი გაიდაი: უკრაინის ძალებმა გადაკვეთეს მდინარე ოსკოლი და მის მარცხენა სანაპიროს აკონტროლებენ
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი გაიდაიმ დაადასტურა, რომ უკრაინელმა ჯარებმა ხარკოვის რეგიონში, მდინარე ოსკოლი გადაკვეთეს და მის მარცხენა სანაპიროზე, ზოგიერთ ტერიტორიას 17 სექტემბრის საღამოდან აკონტროლებენ. BBC-ის ცნობით, გაიდაიმ არ დააკონკრეტა, სად გადაკვეთეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოსკოლი, მაგრამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ BMP-2 კვეთს მდინარეს პონტონის ხიდზე. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ჯარებმა დაიკავეს მდინარე ოსკოლით გაყოფილი ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთი ნაწილი, 16 სექტემბერს გავრცელდა. კუპიანსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო შეტევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე გახდა ხარკოვის რეგიონში. ეს ქალაქი, სადაც მდებარეობს სარკინიგზო კვანძი, რუსული არმიის მიერ იზიუმის ჯგუფის მომარაგებისთვის გამოიყენებოდა. სამხედრო ექსპერტების შეფასენით, უკრაინელი სამხედროების შემდგომმა წინსვლამ აღმოსავლეთით, მდინარე სევერსკი დონეცკის ჩრდილოეთ ნაპირის გასწვრივ, შეიძლება გახსნას მისადგომები ლისიჩანსკისა და, საბოლოოდ, სევეროდონეცკისკენ.
მიხაილო პოდოლიაკი: უნგრეთი არის „ტროას ცხენი", რომელიც ევროკავშირის დაშლას ცდილობს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის დაპირებას, იბრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთი არის „ტროას ცხენი“, რომელიც ევროკავშირის დაშლას ცდილობს. „ორბანი ამბობს, რომ ის იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნისთვის. მოდით, ყვავი დავარქვათ... უნგრეთი - ტროას ცხენი ევროკავშირის დაშლას ევროპელი გადამხდელების ხარჯზე ცდილობს", - ამბობს პოდოლიაკი. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ორბანს სძულს უკრაინა და ოცნებობს "რუსულ მშვიდობაზე" ევროპაში. „ევროკავშირმა უნდა დააფინანსოს ეს დივერსიული აქტები?“, - ინტერესდება პოდოლიაკი. უკრაინული მედიის ცნობით, 10 სექტემბერს, სოფელ კოტცეში უნგრეთის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე ორბანმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში შეიძლება, 2030 წლამდე გაგრძელდეს და ამ დროისთვის, მისი აზრით, ევროკავშირი სავარაუდოდ, დაიშლება. მან ასევე განაცხადა, რომ შეეცდება, ხელი შეუშალოს ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის არმია ემზადება ახალი ქალაქების გასათავისუფლებლად
„შეიძლება, ვიღაცას ეჩვენება, რომ გამარჯვებების სერიის შემდეგ გარკვეული სიმშვიდე გვაქვს, მაგრამ ეს არის მზადება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის არმია ემზადება ახალი ქალაქების გასათავისუფლებლად. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ მთელი ქვეყანა, ყირიმის ჩათვლით, განთავისუფლდება რუსული ჯარისგან. უკრაინა დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს აწარმოებს და ტერიტორიებს ათავისუფლებს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ყაზახეთი რეკორდული რაოდენობის ნავთობპროდუქტების წარმოებას გეგმავს
წელს ყაზახეთი ნავთობპროდუქტების რეკორდულ მოცულობას - 17 მილიონ ტონას გამოიმუშავებს. ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა შიმკენტისა და ატირაუს გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის გადადების შესახებ, რომლებიც შიდა ბაზარს დამატებით 150 000 ტონამდე დიზელის საწვავს მიაწვდის. გარდა ამისა, ეროვნული კომპანია „ყაზახეთი ტემირ ჟოლი“ 100 ათას ტონამდე დიზელის საწვავს შემოიტანს. მაგზუმ მირზაგალიევმა ასევე განაცხადა, რომ KazMunayGas-ი ნავთობქიმიურ სფეროში ახალ პროექტებს განახორცოელებს. ამჟამად ატირაუს რეგიონში პოლიპროპილენის წარმოების ქარხანაში ექსპლუატაციაში გაშვება დასრულდა. საწარმოს ამოქმედება ერთ თვეშია მოსალოდნელი.
ესპანეთმა ევრობასკეტი მეოთხედ მოიგო
ესპანეთის ნაკრების კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს. საქართველოსთვის ევრობასკეტი თბილისში დასრულდა - პლეი ოფში მონტენეგრო, ბელგია, თურქეთი და ესპანეთი გავიდნენ ბერლინში გამართული გადამწყვეტი მატჩი ანგარიშით 88:76 (23:14, 24:23, 19:20, 22:19) დასრულდა. ხუან ერნანგომესმა ესპანელებს 27 ქულა მოუტანა, ლორენცო ბრაუნმა (14 ქულა და 11 პასი) ორმაგი დუბლი შეასრულა. საფრანგეთის ნაკრებში ევან ფურნიემ 23 ქულა დააგროვა. ესპანეთის ნაკრებმა ისტორიაში მეოთხედ მოიგო ევრობასკეტი, მანამდე კი გამარჯვება 2009, 2011 და 2015 წლებში მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გერმანიის ნაკრების კალათბურთელებმა, რომლებმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პოლონეთის ნაკრები დაამარცხეს - 82:69 (19:14, 17:9, 18:26, 28:20). ტურნირი გერმანიაში, ჩეხეთში, იტალიასა და საქართველოში გაიმართა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ემზადება შემდეგი მნიშვნელოვანი გამარჯვებებისთვის
18 სექტემბრის ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ელის, რომ უფრო მეტი უკრაინული ქალაქის, მათ შორის ყირიმიც გათავისუფლდება, ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ. მისი თქმით, უკრაინის არმიამ, უსაფრთხოების ძალებმა, მოხალისეებმა და ბევრმა სხვამ ბევრი გააკეთეს ფრონტზე გამარჯვებისთვის. „ეს არის მზადება შემდეგი რეზულტატისთვის. უკრაინა თავისუფალი უნდა იყოს - მთლიანად“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინა დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს აწარმოებს და ტერიტორიებს ათავისუფლებს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურეს
ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 19 სექტემბრიდან, დღეიდან ხურავენ. ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებენ „19 სექტემბრის ღამეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ესტონეთში შესვლაზე აკრძალვა ამოქმედდება. ეს ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ვიზები ესტონეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აქვთ მიღებული“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ამასთან, აკრძალვა არ გავრცელდება მათზე, ვინც ახლობლების მოსანახულებლად მიდის და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჰუმანიტარული მიზნებით სურთ. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო. რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.
ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო. ფაშინიანმა შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს მართლაც უპრეცედენტო ვიზიტია აშშ-დან სომხეთში და ჩვენ ვაფასებთ მას. „ყველა სომეხი სომხეთის სანდო მეგობრად გთვლით. მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ს, სომხური დემოკრატიის მხარდაჭერისთვის, რადგან ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს. მინდა გამოვხატო ჩვენი ერთგულება დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისადმი, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ხედავთ, ეს არ არის მარტივი გზა. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მინდა აღვნიშნო: ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მკაფიო პოზიციას სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აშშ-ის მთავრობის მკაფიო ფორმულირებები დასაფასებელია, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა არსებული ვითარება და ჩვენ ვიმედოვნებთ და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ ეს სიტუაცია დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეყრდნობით აშშ-ის მხარდაჭერას“, - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. ნენსი პელოსის ერევანში ჰკითხეს, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა. Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
რა საკითხები განიხილეს ნენსი პელოსიმ და ნიკოლ ფაშინიანმა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრცელებს. მისი მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მთავრობა გააგრძელებს თანმიმდევრულ ნაბიჯებს დემოკრატიის განმტკიცებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით. ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს „სომხეთში დემოკრატიის მხარდაჭერა, სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია, თურქეთის საწინააღმდეგო პოზიცია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით - ამ და ყველა სხვა თვალსაზრისით, ჩვენ სომხეთის მეგობარი ვართ. ჩვენ აქ ვართ თქვენი მთავრობის პატივისცემის გამო. შარშან ჩატარდა არჩევნები, რომელიც ჩაითვალა თავისუფლად და სამართლიანად. იყო თქვენი შესანიშნავი გამარჯვება საომარ პირობებსა და სხვა გარემოებებში“, – აღნიშნა თავის მხრივ, ნენსი პელოსიმ. სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობოთ, „ნიკოლ ფაშინიანმა და ნენსი პელოსიმ ისაუბრეს აზერბაიჯანის აგრესიაზე სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანული შენაერთების გაყვანის აუცილებლობაზე“.საუბარი ასევე შეეხო რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესაძლებლობებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებს.აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე გააგრძელებს აქტიურ წვლილს ორმხრივი მრავალსექტორული თანამშრომლობისა და სომხეთში დემოკრატიის განვითარების მიზნით. ნენსი პელოსიმ ვიზიტის შეჯამებისას, Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამერიკა სომხეთის გვერდით დგას და ის მსოფლიოს მასშტაბით ავტოკრატიასთან მიმდინარე ბრძოლაში, ყოველთვის მხარს დაუჭერს დემოკრატიასა და თავისუფლებას.
ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს სომხეთთან საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ესაუბრა. მდივანი ბლინკენი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების შეჩერებას. მან მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები და იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადასაწყვეტად“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ სომხეთში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელმაც „სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის თავდასხმა დაგმო“.
დღეს ელისაბედ II-ს დაკრძალავენ
დღეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს დაკრძალავენ. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან. ლონდონში გუშინ, 18 სექტემბერს ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. დიდ ბრიტანეთში იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. ლონდონშია საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასევე დაესწრება დაკრძალვის ცერემონიას. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.
თბილისში, მელიქიშვილის გამზირი გაიხსნა
თბილისში, მელიქიშვილის გამზირი გაიხსნა. შესაბამისად, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. "პროექტის ფარგლებში, მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, განახლდა წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა განათების ქსელი LED სანათებით. მოეწყო ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდა შშმ პირებისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში. უწყების ცნობით, პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარი დახარჯა.
ჯო ბაიდენი: უკრაინელები ამარცხებენ რუსეთს
უკრაინის ომში ამერიკელი სამხედროები არ ჩაერთვებიან, თუმცა აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, ქიმიური, ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში არ გამოიყენოს „უკრაინაში ომის მოგება არის უკრაინიდან რუსეთის სრული გაყვანა და სუვერენიტეტის აღიარება. ისინი ამარცხებენ რუსეთს. რუსეთი არ იყო ისეთი კომპეტენტური და ქმედუნარიანი, როგორც ბევრს ეგონა, რომ იქნებოდა. რუსეთმა რაც გააკეთა, იყო ბარბაროსობა. მისი თავდასხმები ყველაფერზე, სამოქალაქო საავადმყოფოებიდან, მოგეხსენებათ, მოხუცებულთა სახლებამდე, იმ უბნებზე, სადაც ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზაპოროჟიეში, რუსმა ოკუპანტებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს - უკრაინული მედია
ზაპოროჟიეში რუსმა ოკუპანტებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს, ამ დრომდე, რვა თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, ქიმიური, ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში არ გამოიყენოს „მტერმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა რეგიონულ ცენტრზე. ამ დრომდე, რვა თავდასხმა განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, სამიზნე ისევ ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო", - წერს ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი Telegram-ზე. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ტაივანში, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 146 დაშავდა
ტაივანში, სადაც 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 146, - ამის შესახებ BBC წერს. რგოგორც ცნობილია, მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტაიდუნის დასახლებაში იყო. ქალაქ იულიში მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთი 5 წლის ბავშვია.
კელი დეგნანი: ვაშინგტონიდან კითხვებია, მმართველი პარტია და მთავრობა რატომ არ ემიჯნებიან „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების დეზინფორმაციას
საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან კითხვებია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ემიჯნება მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების თავდასხმებს აშშ-ზე. ამ საკითხზე კელი დეგნანმა „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ-ფაქტუმში“ ისაუბრა. „არაერთი მაღალჩინოსანი ვაშინგტონიდან მისვამს შეკითხვებს იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც განაგრძობენ ტყუილებისა და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან. აგრეთვე არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ მმართველი პარტია და მთავრობა, რატომ არ ემიჯნება ამ დეზინფორმაციას. ჩნდება კითხვები იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც ცდილობენ დაბნეულობის დათესვას და საზოგადოების უფრო მეტად გახლეჩას. ვფიქრობ, რეალური კითხვა შემდეგში მდგომარეობს - რა მიზანს ემსახურება ეს, მიზნად ხომ არ ისახავენ სცადონ, ზიანი მიაყენონ იმ ძლიერ პარტნიორობას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს უკვე 30 წელია“, - განაცხადა დეგნანმა. მისი თქმით, აშშ საქართველოს მთავრობასთან ბევრი მიმართულებით სხვადასხვა სფეროში, მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას განაგრძობს. „იქნება ეს თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა თუ სხვა. როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ვხვდები, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ სხვა, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავლისთვის. კვლავ ვიმეორებ - ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წუთებია. მას აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ეს ისეთი რამეა, რასაც გასულ წელს ვერავინ წარმოიდგენდა, ვერც მთავრობა და ვერც ხალხი. ახლა კი დროა ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება და ამის ქვეყნის მომავლის პრიორიტეტად ქცევა“, - განაცხადა კელი დეგნანმა
„ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდის“ შვილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი ი.დ. სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარით დ.ზ.-ს პერიოდულად მისთვის თანხის გადაცემას აიძულებდა, რის შედეგადაც საერთო ჯამში 15 000 ლარი გამოსძალა. ასევე, ბრალდებულმა, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად, დაზარალებულს ძალადობის გამოყენების მუქარით 15 000 აშშ დოლარის და მისი კუთვნილი ავტომანქანის გადაცემა მოსთხოვა. „სამართალდამცველებმა ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2021 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.