ძებნის რეზულტატი:
კელი დეგნანი: დროა, ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება
ჩვენ ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ და ვაგრძელებთ ბევრი მიმართულებით მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროში. ამის შესახებ კელი დეგნანმა „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ-ფაქტუმში“ განაცხადა. „იქნება ეს თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა თუ სხვა. როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ვხვდები, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ სხვა, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავლისთვის. კვლავ ვიმეორებ - ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წუთებია. მას აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ეს ისეთი რამეა, რასაც გასულ წელს ვერავინ წარმოიდგენდა, ვერც მთავრობა და ვერც ხალხი. ახლა კი დროა, ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება და ამის ქვეყნის მომავლის პრიორიტეტად ქცევა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
საქსტატი: 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 36.9 პროცენტით გაიზარდა
2022 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 571.4 მილიომი დოლარი შეადგინა, რაც 36.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. "ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 69.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.2 პროცენტით გაიზარდა და 2 487.1 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილზეა რუსეთი, მესამეზე კი თურქეთი. ლიდერი საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალი კი უცვლელია – სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, აზოტოვანი სასუქები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსმა ოკუპანტებმა, იუჟნოუკრაინსკში ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო ზონა დაბომბეს - უკრაინული მედია
რუსმა ოკუპანტებმა, მიკოლაივის ოლქის ქალაქ იუჟნოუკრაინსკში, ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო ზონა დაბომბეს. რაკეტა ბირთვული რეაქტორებიდან 300 მეტრში ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანია „ენერგოატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ზაპოროჟიეში, რუსმა ოკუპანტებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა - უკრაინული მედია „აფეთქების ტალღამ შენობები დააზიანა, ჩამსხვრეულია 100-ზე მეტი ფანჯარა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კელი დეგნანის მეუღლე: ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან პოზიციას, რომელსაც აშშ წარმოადგენს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მეუღლე დაგ მორისი „მთავარ არხთან“ აცხადებს, რომ კელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და თავდასხმები არ სწყინს, რადგან, ვინც ამას აკეთებს „ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან ამერიკულ იდეას“. კელი დეგნანი: ვაშინგტონიდან კითხვებია, მმართველი პარტია და მთავრობა რატომ არ ემიჯნება „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების დეზინფორმაციას ამის შესახებ დაგ მორისმა „მთავარი არხის“ კითხვის - „ბრაზდება თუ არა ის როცა საქართველოს ხელისუფლების და მათთან აფილირებული პოლიტიკოსების მხრიდან არასამართლიან თავდასხმებს ისმენს“ საპასუხოდ განაცხადა „კელი ძალიან ძლიერია, ვიცი რომ ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან ამერიკულ იდეას, პოზიციას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს. ასე რომ ეს არ მაწუხებს, რადგან ვიცი, რომ ეს კელისაც არ აწუხებს. ეს თავდასხმა კელის არ ეხება. ეს უფრო იმ ადამიანებს გამოხატავს, ვინც ასე საუბრობს“, - განაცხადა დაგ მორისმა. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება“ ივნისში დატოვეს. შემდეგ მოძრაობა „ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს და პერიოდულად აშშ-ის ელჩთან მიმართებით კრიტიკულ წერილებს აქვეყნებენ.
ჯო ბაიდენი: პანდემია დასრულდა
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია დასრულდა. ტედროს ადანომ გებრეიესუსი: კოვიდპანდემიის დასასრული ჩანს „ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს COVID-ის პრობლემა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ მასზე. მაგრამ პანდემია დასრულდა. თუ ამჩნევთ, ნიღბებს არავინ ატარებს. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია“, - განაცახდა ჯო ბაიდენმა. სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, აშშ-ში ყოველდღიურად კორონავირუსით, დაახლოებით 400 ადამიანი იღუპება. მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს ყოფილა ასეთ უკეთეს მდგომარეობაში COVID-19-ის პანდემიის დასასრულებლად. კორონავირუსის ეპიდემია პირველად, 2019 წლის დეკემბერშ, ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში დაფიქსირდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის ახალ ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშოტ სმბატიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს“, - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აშოტ სმბატიანი საქართველოში სომხეთის ელჩად სექტემბრის დასაწყისში დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან რუბენ სადოიანი შეცვალა.
საქართველო თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის
თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ლოგისტიკური ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსებისთვის, 2022 წელს თავდაცვის სამინისტროს დამატებით 80 მლნ. ლარი გამოეყოფა. გაზრდილი დაფინანსების ნაწილი ასევე შეიარაღების კუთხითაც მიიმართება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. სპარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა არასაკმარისად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც რეგიონში, მეზობელ სახელმწიფოებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და გაზრდილია უსაფრთხოების გამოწვევები, სახელმწიფომ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით, უფრო მეტი თანხები უნდა გამოყოს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავისი დამოკიდებულება საკითხის კენჭისყრის დროსაც დააფიქსირა და სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოში დამატებითი შემოსავლები ჩნდება, რაც ქვეყნის საჭიროებებზე ნაწილდება. მისივე შეფასებით, მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლების ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდას ხმარდება. „თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის ქვეყანას მეტი თანხები სჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე უწყება დამატებით დაფინანსდება იმ თანხებით, რის შესაძლებლობასაც არსებული სახელმწიფო ბიუჯეტი იძლევა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ გაზრდილია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 70 მილიონი ლარით. ამ ნაწილში გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ 50 მილიონი ლარი სამაშველო ვერტმფრენების შესაძენადაა გამოყოფილი. ალეკო ელისაშვილმა უკმაყოფილება აქაც დააფიქსირა. „ასევე შვეულმფრენებთან დაკავშირებით. ცეცხლის ჩამქრობი შვეულმფრენი არ გვჭირდება? თუ სულ თურქეთს უნდა ვეხვეწოთ, რომ ცეცხლი ჩაგვიქროს ვიდრე არ გადაიბუგება ხოლმე ნახევარი ტყე. ბარემ სამაშველოსთან ერთად ჩავსვათ ცეცხლის ჩამქრობი შვეულმფრენი, ეს არ გვჭირდება? გულახდილად რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ჩემთვის გამაოგნებელია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ფინანსთა მინისტრმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 80,0 მლნ ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცების ბინების მშენებლობა, ასევე, გაგრძელდება თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება. ცნობისთვის, გიორგი კაკაურიძემ დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ გაზრდილი საბიუჯეტო შემოსულობების შემდეგ, მთავრობამ ორი მთავარი პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას და ნაკლები საგარეო ვალის აღებას ითვალისწინებს. შესაბამისად, მიმდინარე წელს, სახელმწიფო 710 მლნ. ლარით ნაკლებ ვალს აიღებს, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა კი, მშპ-ს 4.4%-დან 3.2%-მდე მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში შემოსული დამატებითი თანხები იმ საჭიროებების მიხედვით გადანაწილდა, რაც სახელმწიფო უწყებებმა მოითხოვეს. თანხები სამინისტროების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 210 მლნ. ლარით გაიზრდება. 150 მლნ. ლარი ემატება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 80 მლნ. ლარით გაეზრდება დაფინანსება. 70 მლნ. ლარით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 43 მლნ. ლარით გაიზრდება. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 489,7 მლნ ლარით იზრდება და 19 852,3 მლნ ლარს შეადგენს.
Reuters: ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი წვრთნების გამართვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ სამხედრო თანამშრომლობაზე აქცენტით ერთობლივ წვრთნებზე და პატრულირებაზე, ასევე გენერალურ შტაბებს შორის კონტაქტების გაძლიერებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ჩინეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც თავი აარიდეს სანქციების შემოღებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ორი ავტორიტარული ძალა მსოფლიო წესრიგს მათ სასარგებლოდ ვერ აყალიბებს - CNN ამასთან, გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავის ჩინელ კოლეგას უთხრა, რომ არ იღებს ჩინეთის განცხადებას, რომ მას ნეიტრალური პოზიცია უკავია უკრაინის კონფლიქტში. "ვაშინგტონი შეშფოთებულია რუსეთთან ჩინეთის კავშირით", - განაცხადა ბლინკენმა.
ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობა და გავლენა შეაფასა - დოკუმენტი
2014-2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს 938,4 მილიონი ევროთი დაეხმარა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროში მიღწეული წინსვლა მცირეა საზოგადოების ნდობა სამთავრობო დაწესებულებების მიმართ შემცირდა ევროკავშირმა დაფინანსების განვლილი პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის დეტალური შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია. 2014-2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს 938,4 მილიონი ევროთი დაეხმარა. ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა შვიდი წლის განმავლობაში გაცემული დახმარებიდან ყველაზე დიდი წილი (€253 მილიონი) სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარების სფეროზე მოდის. შემდეგია კავშირების დამყარება (€171) მილიონი), ეკონომიკური განვითარება და ბაზრის შესაძლებლობები (€168 მილიონი), მართლმსაჯულება და დემოკრატიული მმართველობა (€109 მილიონი), საჯარო მმართველობის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა (€90 მილიონი). მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა მართლმსაჯულების რეფორმის ბევრი მიმართულებით – გენდერული ნიშნით ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, იურიდიული დახმარება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა – მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა. თუმცა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროში მიღწეული წინსვლა მცირეა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში უკან დახევის შემთხვევები აშკარაა. ეკონომიკური განვთარება მცირე და საშუალო საწარმოების და პროფესიული განათლების პოლიტიკა და ინსტიტუციური ჩარჩოები გაუმჯობესდა, თუმცა მათი ურთიერთთანხვედრა არასაკმარისია. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში კარგ წინსვლას და გაზარდა ექსპორტის მოცულობა, თუმცა, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოდან ექსპორტი ღირებულების ჯაჭვის მთელს გაყოლებაზე მზარდია. გენდერული პრობლემატიკასთან კომპლექსური მიდგომა ამ თვალსაზრისით ყველა სექტორში მიღწეულია წინსვლა, თუმცა, ეს წინსვლა მცირე იყო შერევის ოპერაციებში [შერევის ოპერაცია ნიშნავს ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახმარების არანაზღაურებად ფორმას, რომელიც კომბინირებულია მხარდაჭერის ანაზღაურებად ფორმებთან] და ამ კომპლექსური მიდგომის ხარისხი ზოგჯერ სტანდარტებს ჩამორჩება. გარემოსა და კლიმატის ცვლილების საკითხების წინ წამოწევას ცნობიერების ნაკლებობა და გარკვეულწილად, წინააღმდეგობაც აფერხებს. სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება დადებითი გავლენა როგორც სოფლის მეურნეობაზე, ისე სოფლის განვითარებაზე მოსავლიანობის და წარმოების ზრდის თვალსაზრისით მოსალოდნელზე დაბალი იყო, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დადგენა - რთული. თუმცა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის დახმარებამ ხელი შეუწყო კარგ წინსვლას სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით და ინოვაციური მიდგომები დანერგვას სოფლის და ინტეგრირებული ტერიტორული განვითარების მიმართულებით. საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა მიღწეულია წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნდობა სამთავრობო დაწესებულებების მიმართ შემცირდა, ხოლო შესაძლებლობები ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში დაბალ დონეზე რჩება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საჯარო მმართველობის სისტემა, რომელთანაც რიგით მოქალაქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს შეხება, კვლავ არასრულყოფილია. საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დასკვნები და რეკომენდაციები პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან იყო განხილული. ბოლო ორი წლის განმავლობაში, შემფასებელთა დამოუკიდებელი ჯგუფი ევროკავშირის საქართველოსთვის 2014-2020 წლებში განვითარებაზე მიმართული დახმარების ყოვლისმომცველ შეფასებაზე მუშაობდა. შეფასება მოიცავდა 2000-ზე მეტი დოკუმენტის განხილვას და ინტერვიუებს 100-მდე პირთან, რომელიც ევროკავშირის საქმიანობას იცნობდა. შეფასების შედეგი წარედგინა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. შეხვედრა დასკვნების საფუძვლიან განხილვას და რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებული იდეების გაზიარებას მოიცავდა. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან იყო სტრატეგიულად გამართული და მისი დაგეგმვა და განხორციელება მყარ ინსტიტუციურ სტრუქტურებს ეყრდნობა. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობისას გამოყენებულია ინსტრუმენტების, მეთოდებისა და დაფინანსების არხების ფართო სპექტრი. მიღწეულია წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი კარგად წარიმართა. შეფასება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ მაღალი რჩება. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის პროგრამების ხილვადობა შეფასების პერიოდის ადრეულ ეტაპებზე პრობლემური იყო, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მის გასაუმჯობესებლად ზომები მიიღო. ასევე, ხარვეზებს შორის დაფიქსირდა შეზღუდული წინსვლა როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ. შეფასების ჯგუფის მიერ შემდეგი ზოგადი რეკომენდაციები გაიცა: ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ინსტრუმენტების, მეთოდებისა და არხების ფართო სპექტრის, მათ შორის, პოლიტიკის და პოლიტიკური დიალოგის გამოყენება, ამასთანავე ეფექტიანობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს კრიტიკული მიდგომა შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების საჭიროების შეფასებისას, მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხოლო შედეგების მონიტორინგი ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს. ევროკავშირმა უფრო ხარისხიანად უნდა განაგრძოს გამჭოლი საკითხების წინა პლანზე წამოწევა, განსაკუთრებით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის მხარდაჭერა თანამშრომლობის კუთხით სტრატეგიულად უნდა განისაზღვროს, განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტის ასასახად. შეფასება ასევე იძლევა დეტალურ რეკომენდაციებს 2014-2020 წლებში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ექვს პრიორიტეტულ სექტორთან დაკავშირებით. ესენია: სოფლის მეურნეობა, სოფლის და რეგიონული განვითარება; საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა; მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობა; ეკონომიკური განვითარება, ბაზრის შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები; ურთიერთკავშირები; მობილურობა და ადამიანებს შორის კავშირები. ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკომისიის სათავო ოფისის კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, უკვე დაიწყო ამ რეკომენდაციებიდან ზოგიერთის განხორციელება ახალი პროგრამების შემუშავებისას. გასულ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო დამატებითი იდეები რეკომენდაციების ადაპტირების გზებთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები უახლოეს წლებში ახალი პროგრამებისა და დახმარების პრიორიტეტების შემუშავებისას მხედველობაში იქნება მიღებული.
ჩინეთში, ავტობუსის მძღლი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები გადაჰყავდა, ავტოავარიაში მოყვა
ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, ავტობუსი, რომელსაც COVID19-ით ინფიცირებული ადამიანები საკარანტინო დაწესებულებაში გადაჰყავდა, ავტოავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს. უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა - 27 და დაშავებულია 20 მგზავრი. ამ ეტაპზე, ავიაკატასტროფის მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება
"საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. “ყველა ფორმალური პროცესი პოლონურ კომპანიასთან დასრულებულია. ამ კომპანიის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და არის ძალიან გამართლებული კერძო საწარმო. დავაფუძნეთ კერძო საწარმო კომპანია “დელტასთან” ერთად და წლის ბოლომდე დავიწყებთ წარმოებას”, - განაცხადა ბურჭულაძემ. ამასთან, თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით.
აშშ-მ კვიპროსს იარაღის ემბარგო მოუხსნა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააუქმა თავდაცვის სფეროში ვაჭრობის შეზღუდვები კვიპროსისთვის, რაც 2023 ფისკალურ წელს შეეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ 1987 წლის შემდეგ პირველად, კვიპროსის რესპუბლიკა ამერიკიდან იარაღს შეზღუდვების გარეშე მიიღებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ კვიპროსისთვის იარაღის ემბარგოს მოხსნის შესახებ, შეერთებული შტატების გადაწყვეტილების მკაცრად გმობს. თურქეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „კვიპროსის ბერძნული ნაწილის შეურიგებელ დამოკიდებულებას კიდევ უფრო გააძლიერებს და კვიპროსის საკითხის გადაწყვეტის მცდელობებზე უარყოფითად იმოქმედებს“. „ეს გამოიწვევს კუნძულზე „შეიარაღებაში შეჯიბრს“, რაც ზიანს აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში“, - ნათქვამია განცხადებაში. ანკარა მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, გადახედოს გადაწყვეტილებას და გაატაროს დაბალანსებული პოლიტიკა კუნძულის ორი მხარის მიმართ. გადაწყვეტილებას მიესალმა კვიპროსი და მას ისტორიული უწოდა. კვიპროსი აშშ-ის ამ ნაბიჯს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებად და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართეობად აფასებს. კვიპროსი 1974 წელს, თურქეთის შეჭრის შემდეგ გაიყო, რომელიც გამოწვეული იყო ბერძნების მიერ ინსპირირებული ხანმოკლე გადატრიალების შედეგად. მას შემდეგ კვიპროსს სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაცია მართავს, რომელსაც ანკარა არ ცნობს. მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
19 სექტემბერი სამხედრო ავიაციის დღეა
19 სექტემბერი სამხედრო ავიაციის დღეა. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „1921 წლის თებერვალში, ქართველი სამხედრო მფრინავები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ, რა დროსაც, თბილისთან, მოწინააღმდეგეზე რამდენიმე წარმატებული იერიში განახორციელეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წელს, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო შეიქმნა, რომელიც, 1993 წელს, მთავარ სამმართველოდ გადაკეთდა. 1995 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალებს გვარდიის სამმართველოს შვეულმფრენთა საავიაციო პოლკი შეუერთდა. 1998 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები გაერთიანდა და მათ სამხედრო-საჰაერო ძალები ეწოდა. 2010 წლის გაზაფხულზე, სამხედრო-საჰაერო ძალები, საავიაციო ბრიგადის სახით, სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა. დღეისთვის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა საქართველოს თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაშია“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, 1992 წელს, სწორედ 19 სექტემბერს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. „1992-1993 წლებში, საქართველოს სამხედრო ავიაცია აქტიურად ჩაერთო აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში რა დროსაც, ქართულმა სუ- 25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა 217, ხოლო შვეულმფრენებმა 360 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აქტიურად მონაწილეობდა, სადაც ქართულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა და შვეულმფრენებმა, მოწინააღმდეგის ქვეით და ჯავშანსატანკო ქვედანაყოფებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანეს. ბოლოხანს, ქართულ სამხედრო ავიაციაში მფრინავი და საინჟინრო-ტექნიკური შემადგენლობის კვალიფიკაცია და საბრძოლო მომზადების დონე საგრძნობლად ამაღლდა, რაც სწავლებებისა და წვრთნების კუთხით, ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა. მოკავშირე ქვეყნების დახმარებით, ქართული სამხედრო განათლების სისტემა დაიხვეწა, შედეგად, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ავიაციის ოფიცრებსა და სერჟანტებს ამზადებს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
გუბერნატორი: უკრაინამ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურა
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერი გაიდაიმ განაცხადა, რომ 19 სექტემბერს, ღამით, კადიივკაში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა. ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინამ ასევე წარმატებით დაარტყა რუსულ სამხედრო ტექნიკასა და ცოცხალ ძალას ნოვოაიდარსკში. როგორც ცნობილია, წინა დღეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიშით გაანადგურეს ავტოსადგური ქალაქ სვატოვეში, ლუგანსკის რაიონის ჩრდილო-დასავლეთით. ჰაიდაის თქმით, ორასამდე დამპყრობელი ადგილზე დაიღუპა.
ბრიტანეთის დაზვერვა: ბოლო 10 დღეში, რუსეთმა უკრაინაში სავარაუდოდ, ოთხი სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა
რუსეთმა, სავარაუდოდ, უკრაინაში ბოლო 10 დღის განმავლობაში, სულ მცირე ოთხი სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო დაზვერვის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, შესაძლოა, ეს არის შედეგი იმისა, რომ რუსეთის საჰაერო ძალები, სახმელეთო დანაყოფების დაცვის მიზნით, უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, უფრო მეტ რისკზე მიდიან. „რუსეთის საჰაერო უპირატესობის მუდმივი ნაკლებობა რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც საფუძვლად უდევს უკრაინაში მისი ოპერაციული მოდელის სიმყიფეს,“ აცხადებენ მოხსენების ავტორები. რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე განაცხადეს, რომ მათ თითქმის მთლიანად დაამარცხეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა და უკრაინის საჰაერო ძალები.
რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს - პოდოლიაკი
"რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რაც გაზრდილ გადასახადებში კარგად ჩანს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკიმ განაცხადა. „რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს ევროპის წინააღმდეგ. ევროპელები ამას თავიანთ გადასახადებში ხედავენ. უკრაინის გამარჯვება გაათავისუფლებს ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან და ბოლოს მოუღებს მაღალ ტარიფებს“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“. ჯო ბაიდენი: უკრაინელები ამარცხებენ რუსეთს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ემზადება შემდეგი მნიშვნელოვანი გამარჯვებებისთვის ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი უნდა შეჩერდეს, სანამ გვიანი არ არის
რუსეთის ფედერაცია საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს და უნდა შეჩერდეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა, რითაც ატომურ ელექტროსადგურთან (NPP) რუსეთის სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია სარაკეტო დარტყმა. ასევე - ფოტოები, რომლებიც ასახავს რუსეთის თავდასხმის შედეგებს. უკრაინული მედიის ცნობით, რუსული რაკეტა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურიდან 300 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის მოკლევადიანი გათიშვა. სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მდებარე შენობებში ფანჯრები ჩაიმსხვრა.
ISW: პუტინი, სამხედრო სარდლობის გვერდის ავლით არალეგალურ მოხალისეებს ეყრდნობა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სულ უფრო მეტად არარეგულარულ მოხალისეთა და მარიონეტულ ფორმირებებს ეყრდნობა, ვიდრე შეიარაღებული ძალების ჩვეულებრივ დანაყოფებსა და ფორმირებებს. ამის შესახებ, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები თავიანთ ყოველდღიურ რეზიუმეში აცხადებენ. მოხსენების ავტორები მიიჩნევენ, რომ ხარკოვის რეგიონში დამარცხების შემდეგ, ზაფხულსა და შემოდგომაზე პუტინი რუსეთის უმაღლესი სამხედრო სარდლობის გვერდის ავლით მოქმედებდა. სამხედრო ბლოგერებზე მითითებით, ISW წერს, რომ რუსეთმა დაიწყო მე-4 არმიის კორპუსის ფორმირებისა და დაკომპლექტების პროცესი - „ყოველ შემთხვევაში, დოკუმენტაციის დონეზე“. როგორც მე-3 კორპუსის შემთხვევაში, საუბარია მოხალისეებზე. „არარეგულარული ქვედანაყოფების ფორმირებაზე ყურადღება გადამდგარი რუსი ოფიცრების გარკვეულ კრიტიკას იწვევს“, აღნიშნავენ მოხსენების ავტორები. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი სპეცრაზმის შექმნა გამოიწვევს შემდგომ დაძაბულობასა და რუსეთის ძალებს შორის ერთიანობის ნაკლებობას.
მარკ მილი: გაურკვეველია, რა რეაქცია ექნება რუსეთს უკრაინაში ბოლო წარუმატებლობაზე
"დღეს ომი რუსეთისთვის არც ისე კარგად მიდის. გაურკვეველია, რა რეაქცია ექნება რუსეთს უკრაინაში ბოლო წარუმატებლობაზე", - ამის შესახებ აშშ-ის გენერალმა, მარკ მილიმ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი უნდა შეჩერდეს, სანამ გვიანი არ არის "გაურკვეველია, რა რეაქცია ექნება რუსეთს უკრაინაში ბოლო წარუმატებლობაზე, ამიტომ, განსაკუთრებულად ფხიზლად უნდა იყვნენ. არ ვფლობ, ინფორმაციას, რომ ევროპაში ამერიკელი სამხედროები რაიმე გაზრდილი საფრთხის წინაშე არიან, მაგრამ მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რადგან ომის დროს, მაღალი ალბათობით არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს", - განაცხადა გენერალმა. ჯო ბაიდენი: უკრაინელები ამარცხებენ რუსეთს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ემზადება შემდეგი მნიშვნელოვანი გამარჯვებებისთვის ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქეთი რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე, შეთანხმებას ადასტურებს
რუსული გაზის მიწოდების საფასურის რუბლით გადახდის თემაზე კომენტირებისას, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. ცნობილია, რა მოცულობის გაზს იყიდის რუსეთისგან თურქეთი რუბლში „თუ მიმწოდებლისა და მომხმარებლის ეროვნული ვალუტა არ არის დოლარი ან ევრო, ბუნებრივია, არის დამატებითი ტვირთი, რომელიც დაკავშირებულია კონვერტაციასთან. ეროვნულ ვალუტებზე გადასვლა დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ფინანსური ხარჯები გადახდისას“, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა მისი თქმით, კურსის სხვაობის გამო, ფინანსური ხარჯების პრობლემა ახალი არ არის. „უკვე 3-4 წელია, თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე სხვა ქვეყნებიც გადავიდნენ. ამ სტრატეგიას აქვს დამატებითი სარგებელი. ამისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური ბანკების ჩართვა, რომლებიც განსაზღვრავენ ვალუტის კურსს და ხელს უწყობენ სახსრების გადარიცხვას“, - დასძინა დონმეზმა.