ძებნის რეზულტატი:
პარლამენტი ომბუდსმენს ღია კენჭისყრით აირჩევს
პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის ღია კენჭისყრით აირჩევენ. რეგლამენტში ცვლილებები 104 - ხმით მიიღეს. ამასთან, კანონპროეტი „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა წარადგინა, რასაც “ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ მხარი დაუჭირა. ცნობისთვის, საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას თანამდებობაზე მუშაობის 5-წლიანი ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. მას, საქართველოს კანონმდებლობით, ამ თანამდებობაზე მეორე ვადით მუშაობა აღარ შეუძლია.
მედვედევის თქმით, რუსეთი „თავდაცვისთვის“ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციის დასაცავად“, უახლესი და ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვა. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს „რუსეთი აუცილებლობის შემთხვევაში თავდაცვისთვის ნებისმიერ იარაღს გამოიყენებს, მათ შორის ბირთვულს ან ისეთს, რომელიც „ახალი პრინციპებით“ მუშაობს“. ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა თავის „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა. ევროკავშირი: პუტინის უგუნური ბირთვული თამაში უნდა შეწყდეს მედვედევმა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვაში 21 სექტემბერს გამოცხადებულ მთავარ გადაწყვეტილებებზე კომენტარი გააკეთა. „რუსეთმა გამოაცხადა, რომ ასეთი თავდაცვისთვის, შესაძლოა, გამოყენებული იყოს არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული და ისეთი იარაღი, რომელიც ახალი პრინციპებით მუშაობს“, - აღნიშნა მედვედევმა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 სექტემბრიდან 25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი. მათივე ცნობით, ასევე შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლაში შესრულებული როლისთვის ერდოღანს მადლობა გადაუხადა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლაში შესრულებული როლისთვის, თურქეთს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ Anadolu წერს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ერთი ფანატი, 200 მებრძოლში გავცვალეთ „ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს, რომ ჩვენი ხუთი მეთაური, რომლებიც ტყვეობიდან თავისუფლდებიან, იქნებიან სრულ უსაფრთხოებაში, კომფორტულ პირობებში და თურქეთის პრეზიდენტის პირადი დაცვის ქვეშ, ომის დასრულებამდე. ჩვენ მივცემთ მათ შესაძლებლობას, ოჯახებმა ინახულონ. კიდევ ერთხელ, მადლობელი ვარ პრეზიდენტ ერდოღანის!“, - განაცხადა ზელენსკიმ. 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 215 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: მობილიზაცია პუტინის დასასრულს მოასწავებს
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა ვლადიმერ პუტინის მიმართვას„ „სამწუხარო“ უწოდა და განაცხადა, რომ მობილიზაცია „დასრულდება პუტინის, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამხობით", იტყობინება Euractiv სექტემბერს. ნადი ასევე გამოეხმაურა რუსეთის გეგმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების გამართვის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს არის არის „საბაბი უკრინის ტერიტორიაზე შემდგომი თავდასხმებისთვის“.
საქართველოს ერაყის თავდაცვის მინისტრი ეწვია
საქართველოს სამუშაო ვიზიტით ერაყის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია. ჯუმააჰ ენად საადუნს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით შესაძლებლობის განხილვისა და პარტნიორობის გაძლიერების თაობაზე. "მხარეებმა განსაკუთრებული პატივით ისაუბრეს 2003-2008 წლებში ერაყში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე და ხაზი გაუსვეს აღნიშნულის მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში, ერაყის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კარლ ბილდტი: ხალხი ცდილობს დატოვოს რუსეთი, საქართველოს საზღვარზე ქაოსია
შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მედია: პუტინის ტელემიმართვის შემდეგ, რუსეთში სტამბოლისა და ერევნის მიმართულებაზე ყველა ბილეთი გაიყიდა რადიო „ეხო კავკასიის“ ვიდეოს თავის Twitter-ზე გაზიარებით, დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ტოვებენ რუსები ქვეყანას მასობრივად. „ბევრი ადამიანი ცდილობს დატოვოს რუსეთი. ეს არის ქაოსი საქართველოს საზღვარზე. გრძელი რიგებია მონღოლეთშიც კი, ხალხს უბრალოდ სურს ქვეყნის დატოვება“, - წერს ბილდტი Twitter-ზე. ზედა ლარსი-ყაზბეგის საგუშაგოსთან რიგები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს დილით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ათასობით რუსეთის მოქალაქემ დაიწყო ავიაბილეთების ყიდვა და ასევე ცდილობს ქვეყნიდან სახმელეთო გზით გასვლას. ერთ-ერთი მიმართულება საქართველოა. 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ლიეტუვაში რუსეთისა და ბელორუსის არხების მაუწყებლობა აიკრძალა
ლიეტუვის სეიმმა, დღეს სასწრაფოდ მიიღო ცვლილება კანონში, რომელიც ქვეყანაში რუსეთისა და ბელორუსის არხების მაუწყებლობის დროებით აკრძალვასა და მათი პროდუქციის ინტერნეტში გავრცელებას ითვალისწინებს. ასევე აკრძალულია რადიო და სატელევიზიო გადაცემების გავრცელება, რომლებიც შექმნილია იმ პირების მიერ, ვინც პირდაპირ ან ირიბად ფინანსდებიან და რუსეთისა და ბელორუსის სახელმწიფო სტრუქტურები აკონტროლებენ. ცვლილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ლიეტუვის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადა 16 სექტემბერს ამოიწურა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, რუსული სახელმწიფო მედიის მაუწყებლობის აკრძალვასაც მოიცავდა. ახლა საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში შენარჩუნდა, თუმცა ლიეტუველი ოფიციალური პირების თქმით, ეს ქვეყანაში რუსული პროპაგანდის დაბრუნების მიზეზი ვერ გახდება. „ლიეტუვისთვის, რომელსაც გარე საზღვარი აქვს როგორც რუსეთთან, ასევე ბელორუსთან, ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და საინფორმაციო სივრცის ეფექტური დაცვა ინფორმაციის საფრთხეებისგან“, - თქვა სეიმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ვიტაუტას იუოზაპიტისმა. მაუწყებლობის დროებითი აკრძალვა 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და მონტენეგროს შორის კონსულტაციები გაიმართა
ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და მონტენეგროს შორის კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრა თბილისში შედგა. ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო მონტენეგროს მხარეს – ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანი ალექსანდარ მაშკოვიჩი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსულტაციების ძირითად საკითხს წარმოადგენდა საქართველო-მონტენეგროს შორის ევროინტეგრაციის კუთხით არსებული გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარების ხელშეწყობა. თეიმურაზ ჯანჯალიამ მონტენეგროელ კოლეგას გააცნო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, როგორც ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების, ისე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. თავის მხრივ, მონტენეგროს სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირთან მონტენეგროს ინტეგრაციის დინამიკაზე. „ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მომავალში ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე, ორი ქვეყნის სექტორულ უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობაზე, ახალი სამუშაო ფორმატების ჩამოყალიბებისა და მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვის მნიშვნელობაზე. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია და მოსაზრებები ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო რეგიონული დაკავშირებადობის სტრატეგიულ საკითხებს, მათ შორის, შავი და ადრიატიკის ზღვების სავაჭრო-სატრანზიტო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ისრაელი მზადაა, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან რეპარტრიაციის უფლების მქონე მოქალაქეები მიიღოს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა და ისრაელის ავიაკომპანიის El-Al-ის ხელმძღვანელმა შლომი ამ შალომმა, რუსეთიდან ისრაელში ფრენების რაოდენობის შესაძლო, გაზრდაზე კონსულტაციები გამართეს. მედიის ცნობით, კონსულტაციების მიზანია რუსეთის მოქალაქეების შემოყვანა, რომლებსაც ისრაელში რეპატრიაციის უფლება აქვთ და სურვილი აქვთ პუტინის მიერ გამოცხადებულ „ნაწილობრივ მობილიზაციას“ თავი აარიდონ. ისრაელი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც, საერთაშორისო ანტირუსული სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთთან საჰაერო კავშირებს ინარჩუნებს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ალონ უშპიზმა განაცხადა, რომ მთავრობის ბრძანებით ქვეყანაში რეპატრიანტთა ახალი ტალღის ჩასვლისთვის მზადება დაიწყო. „პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა დაგვავალა რუსეთიდან ახალი ემიგრანტების მიღება. ეს მოითხოვს შეფასებას მრავალ დონეზე, საჰაერო მოგზაურობიდან დაწყებული ვიზებით და ქვეყანაში მიღებამდე. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვა სამინისტროებთან, ჩვენს საელჩოსთან რუსეთში და რა თქმა უნდა El-Al- თან“, - თქვა უშპიზმა. 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ამერიკამ საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა
აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა, - ამის სესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. „დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს“, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
მეთიუ ბრაიზა: უკრაინამ დაამტკიცა, რომ გამარჯვება შეუძლია და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით HIMARS-ის სარაკეტო სისტემას იმსახურებს
Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აფასებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, შესაძლებელია, რომ ეს გადაწყვეტილება, რუსეთის მხრიდან სასოწარკვეთაზეც მიუთითებდეს. მეთიუ ბრაიზა პუტინის მხრიდან მარცხის „აღიარებაზე“ მიუთითებს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა ამტკიცებს, რომ უკრაინას გამარჯვება შეუძლია და კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებს. „სასაცილოა პუტინის მხრიდან იმის მტკიცება, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეს ასე ნამდვილად არ არის. პუტინს ამის (ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება, რედ.) გაკეთება ნამდვილად არ სურდა. ვნახეთ, რუსეთის არმია იმაზე გაცილებით ნაკლებ უნარიანია აღმოჩნდა, ვიდრე ეს ზოგადად, მანამდე ვინმეს სჯეროდა. ეს ხდება უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, რომელიც იმის დემონსტრირებაა კიევის მეგობრებისთვის და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ უკრაინას გამარჯვება შეუძლია და იმსახურებს ჩვენს სრულ მხარდაჭერას. კიდევ უფრო დიდი რაოდენობით Himars-ს, (ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რედ.) სარაკეტო სისტემას, რომელსაც რუსული ძალების წინააღმდეგ დამანგრეველი ეფექტი აქვს. ნახეთ, ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მისი მიზანია, უკრაინამ მოიგოს ომი და რუსეთი დამარცხდეს. უკრაინის კონტრშეტევა სერიოზული აქტივია კიევის სასარგებლოდ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება. ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ-ზე მეტი დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლატვიის სეიმმა რუსეთის მოქალაქეებისთვის, ბინადრობის ნებართვის გაგრძელება და სამუშაო ვიზების გაცემა აკრძალა
ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით საიმიგრაციო კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელის თანახმადაც რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები მკაცრდება. ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას არიდებენ თავს კერძოდ, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს დროებითი ბინადრობის ნებართვა, ლატვიაში განხორციელებული ინვესტიციების ან უძრავი ქონების შეძენის საფუძველზე აღარ გაუგრძელდებათ, ხოლო რუსეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა აიკრძალა. გარდა ამისა, მიღებული ცვლილებების თანახმად რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ადრე იყვნენ ლატვიის მოქალაქეები ან არამოქალაქეები და ახლა ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრობენ, სახელმწიფო ენის ცოდნა უნდა დაადასტურონ. ერთი დღით ადრე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ გასცემს ჰუმანიტარულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც ქვეყნის დატოვება, გამოცხადებული მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით სურთ. ლატვიამ 19 სექტემბრიდან, უსაფრთხოების მიზნით, შენგენის ვიზებით რუსეთის მოქალაქეების შესვლა აკრძალა.
თეა წულუკიანი: სპორტს აფინანსებს სახელმწიფო და კერძო სექტორი და არა მხოლოდ სახელმწიფო, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო
სპორტის უნივერსიტეტი ადგილმდებარეობას არ შეიცვლის და ახალი შენობა ჭავჭავაძის გამზირზე, იმავე ადგილას 2025 წლისთვის აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. „ჩემი ვარაუდით, ორ-სამ კვირაში საქართველოს მთავრობა მოიწონებს და დაამტკიცებს სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რაც ყველას გვინდოდა, რომ სპორტის უნივერსიტეტი კი არ გადასახლდეს სხვაგან, არამედ დარჩეს იქ, სადაც არის სიმბოლო, ის ადგილი, სადაც დიდი სპორტსმენები სწავლობდნენ და ყალიბდებოდნენ ჩვენი ქვეყნის სიამაყეებად. ეს გახლავთ ჩვენს დედაქალაქში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. ეს არის დიდი მიღწევა, რადგან გარკვეული წლების წინ დაგეგმილი იყო, ჯერ წინა ხელისუფლების დროს სპორტის უნივერსიტეტის გასხვისება, უბრალოდ გაყიდვა. უნდა მივიდეთ იმ აზრამდე, რომ სპორტს აფინანსებს სახელმწიფო და კერძო სექტორი და არა მხოლოდ სახელმწიფო, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირში. ახალი უნივერსიტეტი აშენდეს თავიდან, აშენდეს იქ, სადაც ის დღეს დგას და ტრადიციულად იდგა. სამხარაულის ექსპერტიზა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაც ისედაც ვიცოდით, რომ ამ შენობის გამაგრება და რეაბილიტაცია შეუძლებელია. კედლები არაერთ ადგილას არის გახსნილი. ჩვენ სასწავლო პროცესი უკვე ვეღარ ვაწარმოეთ ამ შენობაში. მადლობას ვუხდი სხვადასხვა დაწესებულებას და პირველ რიგში, სოხუმის უნივერსიტეტს, რომელმაც სპორტის უნივერსიტეტი არაერთხელ შეიფარა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მედია: სანქტ-პეტერბურგთან და ორენბურგის მხარეში სამხედრო კომისარიატები დაწვეს
მედიის ცნობით, ხუთშაბათს ღამით სანქტ-პეტერბურგის მახლობლად ქალაქ ლომონოსოვში და ორენბურგის ოლქის ქალაქ გაიში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისები დაწვეს. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უსაფრთხოების ძალებმა, ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაშავებულია ათობით მომიტინგე გავრცელდა ვიდეო „ჩვენ ვართ ლომონოსოვიტები", სადაც ჩანს, თუ როგორ იწვის შენობის პირველ სართულზე განთავსებული სამხედრო კომისარიატი. გაის ხანძრის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Gai.rf ავრცელებს ინფორმაციას. რეკრუტირების ოფისი ორსართულიან კორპუსშია განთავსებული. ცეცხლმა შენობის მხოლოდ ერთი კედელი დააზიანა. 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ფინეთმა, რუსი ბიზნესმენების ძმებ როტენბერგებისა და Yandex-ის დამფუძნებლის აქტივები დააყადაღა
ფინეთმა, რუსი ბიზნესმენების ძმებ როტენბერგებისა და Yandex-ის დამფუძნებლის აქტივები დააყადაღა. მედიის ცნობით, ფინეთის ხელისუფლებამ დაკავების შესახებ ახალი გადაწყვეტილება სექტემბრის დასაწყისში მიიღო. Yandex-ის დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი და ძმები როტენბერგები ევროკავშირის სანქციების სიაში არიან. გაზაფხულზე Yandex Oy-მა შეცვალა სახელი და ფინეთში Global DC Oy სახელით ოპერირებს. ვოლოჟმა უკვე დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი და ადგილი კომპანიის დირექტორთა საბჭოში. თუმცა, ეს მას სანქციებისგან არ ათავისუფლებს. ძმები როტენბერგების გარდა, კიდევ ერთი ოლიგარქი, გენადი ტიმჩენკო, ფლობს მნიშვნელოვან წილს კომპანია Helsinki Halli-ში. მისი აქციები უკვე გაყინულია.
პროკურატურა: ქუთაისში, ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს კარზე დამაგრებული იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა
საქართველოს პროკურატურამ ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე გრიგოლ ნარსიას ბრალდება წარუდგინა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მათივე ცნობით, ბანკის ფილიალზე თავდამსხმელმა კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 სექტემბერს, 11:15 საათზე, სამხედრო უნიფორმით, ნიღბითა და ხელთათმანებით შემოსილი პირი შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების დაშინების მიზნით იარაღი გაისროლა, რის შემდეგაც შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა. თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე პირმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 პირი ბრალდებულმა ტერორისტული მიზნით მძევლად აიყვანა. მან ხელყუმბარისა და იარაღის დემონსტრირებით მუქარა განაგრძო, პარალელურად კი, ბანკის ცენტრალურ კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე და ბანკის თანამშრომლებისგან თანხის გადაცემა მოითხოვა. ბრალდებულმა მძევლები ძალადობის მუქარით, ბანკის სერვისცენტრის ერთ სივრცეში შეკრიბა და მოსთხოვა, დაკავშირებოდნენ პოლიციას, ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სოციალური ქსელის გამოყენებით ჩაერთოთ პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებას ბანკზე თავდასხმის შესახებ შეეტყო. ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ, თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 000 000 აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი. მოთხოვნების შეუსრულებლობისა და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის ჩართულობით ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 19:36 საათზე, სამართალდამცავებმა გაწეული წინააღმდეგობის მიუხედევად, თავდამსხმელი ბანკის სერვისცენტრში დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მძევალი, წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად, უვნებლად გაათავისუფლეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს. ამასთან, საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, „საქართველოს ბანკზე“ ტერორისტული თავდასხმის დროს მიმდინარე სპეცოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებისთვის, რომელიც წარმატებითა და მსხვერპლის გარეშე დასრულდა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
უკრაინული მედია: აშშ-ის სტრატეგიული სარდლობა არ გამორიცხავს რუსეთთან ან ჩინეთთან პირდაპირი ბირთვული კონფლიქტის შესაძლებლობას
აშშ-ის სტრატეგიული სარდლობა არ გამორიცხავს რუსეთთან ან ჩინეთთან პირდაპირი ბირთვული შეტაკების შესაძლებლობას. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საზღვაო ძალების ადმირალმა და აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის მეთაურმა, ჩარლზ რიჩარდმა განაცხადა. აშშ-ის სტრატეგიული სარდლობა არ გამორიცხავს რუსეთთან ან ჩინეთთან პირდაპირი ბირთვული შეტაკების შესაძლებლობას, რაც მოითხოვს ომისადმი მიდგომების გადახედვას. „ყველა ჩვენგანი ამ ოთახში ისევ დაბრუნდა კონკურენციის განხილვის საქმეში კრიზისის და შესაძლო პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის დროს ბირთვული იარაღის მქონე მეტოქესთან.30 წელზე მეტია, ჩვენ ამის გაკეთება არ დაგვჭირვებია. ამის შედეგები ღრმაა. ისინი ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული შეკავებისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის ეროვნული მიზნების მისაღწევად და ეს აღარ არის თეორიული“, - განაცხადა ჩარლზ რიჩარდმა.
ლატვიაში მართვის მოწმობის გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარება აიკრძალა
ლატვიის საგზაო უსაფრთხოების დირექტორატი პირველი ოქტომბრიდან მართვის მოწმობის გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარებას კრძალავს. ეროვნული ასოციაციის პოლიტიკოსმა იმანტს პარადნიეკსმა Twitter-ზე დაწერა, რომ CSDD-ის საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და პირველი ოქტომბრიდან ლატვიის მოქალაქეებისთვის (მოქალაქეებისა და არამოქალაქეების) მართვის მოწმობის ასაღებად, ყველა გამოცდა მხოლოდ სახელმწიფო ენაზე ჩატარდება. CSDD-მ ასევე განმარტა, რომ რუსული არ არის სახელმწიფო ენა და CSDD-ის თანამშრომლებს არასოდეს მოეთხოვათ მისი გამოყენება გამოცდის დროს. „ახლა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული“, - აცხადებენ საგზაო უსაფრთხოების სამსახურში.
იზიუმში ვითარება „აპოკალიფსთან ახლოსაა" - ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელი
იზიუმში, რომელიც განთავისუფლდა რუსეთის ჯარებისგან, „ვითარება აპოკალიფსურს უახლოვდება", -ამის შესახებ მერის მოადგილემ ვლადიმერ მაცოკინმა განაცხადა. Bild-ის ჟურნალისტი: იზიუმის ოკუპაციის დროს, წამების მტკიცებულებები არსებობს „[ქალაქის] ცენტრალური ნაწილი, მაღლივი კორპუსები 90% არის დანგრეული. საცხოვრებელი სექტორი, კერძო, ერთსართულიანი, ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ რეალური ვითარების დასადგენად ჯერ კიდევ უნდა ჩატარდეს კვლევითი სამუშაოები. ხალხი დღეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არ ცხოვრობს, იქ ცხოვრება შეუძლებელია, რადგან ყველაფერი დანგრეულია“, - განაცხადა მაცოკინმა. იზიუმთან მდებარე მასობრივი სამარხიდან 263 მსხვერპლის ცხედარი ამოასვენეს - უკრაინული მედია ქალაქში დენი არ არის, წყალმომარაგება და კანალიზაცია არ მუშაობს. გაზი ქალაქის მხოლოდ ერთ უბანს მიეწოდება. მაცოკინი თვლის, რომ ზამთრამდე ქალაქის მცხოვრებთა ევაკუაციას გარდაუვალია. ქალაქში 17 ათასამდე ადამიანია დარჩენილი, აქედან 1500 ბავშვია.