ძებნის რეზულტატი:
ქუთაისში გუშინდელი სპეცოპერაცია პროფესიულ დონეზე ჩატარდა - გრიგოლ ლილუაშვილი
"ქუთაისში გუშინდელი სპეცოპერაცია პროფესიულ დონეზე ჩატარდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა სამართალდამცავმა უწყებამ ჩაატარა. "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი გუშინვე იყო იდენტიფიცირებულია, მასთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა. „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ადვოკატი ძარცვის სავარაუდო მოტივზე საუბრობს „გუშინდელი სპეცოპერაცია იყო ჩინებულად ჩატარებული, პროფესიულად, რაც ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყველა სამართალდამცავმა უწყებამ. რა თქმა უნდა, მოხდა პიროვნების იდენტიფიცირება, გუშინვე გამჟღავნდა მისი სახელი და გვარი. დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ვინაიდან ეს გამოძიების პრეროგატივაა, გამოიძიებენ და ყველაფერს მოგახსენებენ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. გუშინ, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირი: პუტინის უგუნური ბირთვული თამაში უნდა შეწყდეს
ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ ვლადიმერ პუტინი ძალიან სახიფათო ბირთვულ თამაშში დაადანაშაულა. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი უკანონო რეფერენდუმები არ იქნება აღიარებული. „პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს. ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალის ნაწილად, ეს მიუღებელია“, - განაცხადა პიტერ სტანომ. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.
ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი
„რუსეთის მხრიდან რაიმე პროვოკაციების აღსაკვეთად“, ლიეტუვამ თავისი არმიის სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნის დონე აამაღლა, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა. მისი თქმით, რადგან რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ასევე განხორციელდება კალინინგრადის რეგიონში, მისი ქვეყნის სამეზობლოში, ლიეტუვა მოვლენებს უბრალოდ ვერ შეხედავს. „ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან“, - წერს მინისტრი Twitter-ზე. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ცნობისთვის, 22 ივნისს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა.
შარლ მიშელი: ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია - რუსეთი
კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა მაშინ, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია: რუსეთი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დაწერა. „კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა მაშინ, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა. დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება. ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.
ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას არიდებენ თავს
ევროპა არ უნდა დაემორჩილოს რუსეთის შანტაჟს და მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს უკრაინას, - დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა, ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. მედია: პუტინის ტელემიმართვის შემდეგ, რუსეთში სტამბოლისა და ერევნის მიმართულებაზე ყველა ბილეთი გაიყიდა „რუსეთი ისეთივე საშიშია ევროპისთვის და მსოფლიოს მშვიდობისთვის დღეს, როგორც ნაცისტური გერმანია იყო გასულ საუკუნეში”, - განაცხადა რინკევიჩსმა. მიისვე თქმით, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ მობილიზაციას. როგორც ცნობილია, ქვეყანა არც შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებს მისცემს საზღვრის კვეთის უფლებას. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. შეგახსენებთ, 19 სექტემბრიდან, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურეს.
სალომე ზურაბიშვილი: დღეს გვგონია, რომ ყველაფერი იწყება და თავდება პოლარიზაციით, რა დროსაც ხშირად სახელმწიფო ინტერესები იკარგება
დღეს გვგონია, რომ ყველაფერი იწყება და თავდება დაპირისპირებითა და პოლარიზაციით - დღეს მხოლოდ ეს გვესმის, სხვადასხვა ადამიანების ერთმანეთთან დაჯახება, რომლის დროსაც გვრჩება განცდა, რომ ხშირად იკარგება სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში ვარლამ ჩერქეზიშვილის შრომების, ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამეცნიერო ლიტერატურის ციფრული ვერსიების გამოფენის გახსნისას განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკურ სივრცეში ხშირად წინა პლანზე გამოდის მხოლოდ კონფლიქტი, მხოლოდ, ვიწრო გაგებით პოლიტიკური, პარტიზანული დაპირისპირება. "დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავიხსენოთ ვარლამ ჩერქეზიშვილი და გავხსნათ ძალიან საინტერესო გამოფენა. ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობა, რომელიც პოლიტიკურ ემიგრაციასაც უკავშირდება ჩვენი ისტორიის ძალიან საინტერესო ნაწილია. ემიგრაცია არ დაწყებულა მხოლოდ 1921 წლის შემდეგ, ის ბევრად უფრო ადრე, რუსული იმპერიის დროს დაიწყო და ვარლამ ჩერქეზიშვილი იმ დროს უკვე იყო პოლიტიკურ ემიგრაციაში. ეს ადამიანები იქ ამზადებდნენ ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლებს, ჩვენს სახელმწიფო იდეოლოგიას. იბრძოდნენ იმთავითვე დამოუკიდებლობისთვის და იმისთვის, რომ ეს ქვეყანა სწორედ ევროპულ საწყისებზე შექმნილიყო. ვარლამ ჩერქეზიშვილი ანარქისტი იყო და ამავდროულად, სხვებთან ერთად იბრძოდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს მშენებლობისათვის. დღეს, როცა აქედან ვუყურებთ ისტორიის ამ ფურცლებს, ვრწმუნდებით, რომ თურმე შესაძლებელია ეროვნული თანხმობა შედგეს, თუნდაც იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ძალიან განსხვავებული წარმოდგენები და იდეოლოგია გააჩნიათ; შესაძლებელია, რომ სახელმწიფოს ირგვლივ და მისი შექმნის ირგვლივ შედგეს ის ეროვნული თანხმობა, რომელიც დღეს ესოდენ გვჭირდება. დღეს გვგონია, რომ ყველაფერი იწყება და თავდება დაპირისპირებითა და პოლარიზაციით - დღეს მხოლოდ ეს გვესმის - სხვადასხვა ადამიანების ერთმანეთთან დაჯახება, რომლის დროსაც გვრჩება განცდა, რომ ხშირად იკარგება სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები. წინა პლანზე გამოდის მხოლოდ ეს კონფლიქტი, მხოლოდ ეს, ვიწრო გაგებით პოლიტიკური, პარტიზანული დაპირისპირება. სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილია იმის მაგალითი, რომ თურმე შეიძლება სხვანაირადაც. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მაინც იყო ერთი და ერთიანი გაგება იმისა, რომ მთავარი საქართველოს დამოუკიდებლობაა და ყველა ამისათვის იბრძოდა. ამიტომ მე არაერთხელ გამოვედი ინიციატივით, რომ (ალბათ, უფრო ვაკის პარკში) შეიქმნას, ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა ფორმით, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ერთიანი მემორიალი, რომელთა შორისაც იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენთან არიან სკოლის მოწაფეები საგარეჯოდან, ვარლამ ჩერქეზიშვილის მშობლიური კუთხიდან. მნიშვნელოვანია, რომ დღეს რომ სკოლებში დაიწყოს პოლიტიკური ემიგრაციის პერიოდისა და ამ პიროვნებების შესახებ უფრო საფუძვლიანი სწავლება. უნივერსიტეტში ჩვენ გვყავს სწორედ პოლიტიკური ემიგრაციის სპეციალისტები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ექსპერტების საკითხი, ეს საზოგადოებისთვის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი ეს გამოფენა არ იქნება ერთდღიანი გამოფენა, ის გასცდება დედაქალაქს და გავა რეგიონებში. გამოფენის გახსნისას სიტყვით გამოვიდნენ ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, მეცნიერი და მკვლევარი გოჩა ფერაძე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს ვარლამ ჩერქეზიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემული საფოსტო მარკა უსახსოვრა", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის დაზვერვა: რუსეთი დონეცკის ოლქში ფოლადის ქარხნის თანამშრომლების გაწვევას იწყებს
რუსეთის მარიონეტებმა დონეცკის ოლქში ფოლადის ქარხნის 200-500 თანამშრომელი გაიწვიეს, რამაც სამუშაო შეაჩერა, იტყობინება თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განყოფილება 21 სექტემბერს. უკრაინის დაზვერვის თანახმად, მარიონეტებმა ოკუპირებულ ჩისტიაკოვესთან ასევე მოაწყვეს სამხედრო სასწავლო ბანაკი რუსეთიდან უკრაინაში საბრძოლველად ჩამოყვანილი პატიმრებისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკი: არ მჯერა, რომ მსოფლიო პუტინს ატომური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის არ სჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვლადიმერ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს, მაგრამ არ გამორიცხავს რისკებს, რადგან პუტინის თავში „ჩახედვა შეუძლებელია“. მის განცხადებას BBC ავრცელებს. „ხვალ, პუტინს შეუძლია თქვას: უკრაინის გარდა, ჩვენ ასევე გვინდა პოლონეთის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ ატომურ იარაღს. ჩვენ ასეთ კომპრომისებზე ვერ წავალთ“, - განაცხადა ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში.
რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო
რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები იმართება. BBC-ის ინფორმაციით, ცნობები მომიტინგეების დარბევის შესახებ მოდის ირკუტსკიდან, ულან-უდიდან და ხაბაროვსკიდან. საერთაშორისო მედიის ცნობით, აქციები არ არის მრავალრიცხოვანი. ირკუტსკის ცენტრალურ მოედანზე 60-მდე ადამიანი მივიდა. არის დაპატიმრებები. ტომსკში რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი, გოგოა, რომელიც აქციაზე პლაკატით მივიდა. ბევრი გამოვიდა პლაკატებით - „არა მობილიზაციას". ნოვოსიბირსკში აქციის დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანეს.
„მშვიდობის კომიტეტის“ დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით, თბილისი ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) „მშვიდობის კომიტეტის“ (PTN) დელეგაციას მასპინძლობს. კონფერენციის ფარგლებში გაერთიანების წევრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოფნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და დამატებითი ინფორმაცია მიიღეს ბორდერიზაციასთან დაკავშირებით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საერთაშორისო გაერთიანების გენერალური მდივანი, გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები და საერთაშორისო მკვლევარები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია და პანელური დისკუსიები, რომლის შემდეგაც მშვიდობის კომიტეტი ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებ
იზიუმთან მდებარე მასობრივი სამარხიდან 263 მსხვერპლის ცხედარი ამოასვენეს - უკრაინული მედია
ხარკოვის ოლქში, იზიუმთან მდებარე მასობრივი სამარხიდან 263 მსხვერპლის ცხედარი ამოასვენეს, მათ შორის ორი ბავშვია, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „ოკუპაციის პირობებში მყოფი მოქალაქეების დიდი ნაწილი შეესწრო ომის დანაშაულებს. ისინი უკვე აძლევენ ჩვენებებს გამომძიებლებს იმ ადგილების შესახებ, სადაც რუსული ჯარები იყვნენ განლაგებულები, სად იყო მათი შტაბი, სად ჰყავდათ დაკავებული უკრაინელები და სად აწამებდნენ“, - აცხადებენ რეგიონულ პოლიციაში. ვოლოდიმირ ზელენსკი: არ მჯერა, რომ მსოფლიო პუტინს ატომური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს 21 სექტემბრის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ, „ბირთვულ შანტაჟში" ადანაშაულებენ. პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას თავისი ტერიტორიის დასაცავად და რომ აქვს ბევრი იარაღი. ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთს აქვს 5,977 ბირთვული ქობინი - მოწყობილობები, რომლებიც იწვევს ატომურ აფეთქებას - თუმცა დაახლოებით, 1,500 გამოუსადეგარია. დარჩენილი 4500-დან, უმეტესობა განიხილება სტრატეგიულ ბირთვულ იარაღად - ბალისტიკური რაკეტები ან რაკეტები, რომელთა დამიზნება შესაძლებელია დიდ დისტანციებზე. ეს არის იარაღი, რომელიც ჩვეულებრივ ბირთვულ ომთან ასოცირდება. ქობინი ეწოდება შეიარაღების ნაწილს, რომელიც სატყორცნი იარაღის წინა ნაწილშია განლაგებული და რომელიც შეიცავს ბირთვულ ან თერმობირთვულ სისტემას, ფეთქებად ნივთიერებას, ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტებს, რომლის მიზანია სამიზნესთვის ზიანის მიყენება. წინა გაფრთხილებების მსგავსად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პუტინის ქმედებები ისევ გაფრთხილებაა სხვა ქვეყნებისთვის, რომ არ გააძლიერონ თავიანთი ჩართულობა უკრაინაში მიმდინარე ომში, და, არ მიუთითებს ბირთვული იარაღის გამოყენების რაიმე სურვილზე. სულ ცხრა ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი. ესენი არიან ჩინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი, რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი ასევე იმ 191 სახელმწიფოს შორის არიან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას (NPT). შეთანხმების თანახმად, მათ უნდა შეამცირონ ბირთვული ქობინების მარაგი და, თეორიულად, მოწოდებულნი არიან მათი სრული აღმოფხვრისკენ. უკრაინას არ აქვს ბირთვული იარაღი და, მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის ბრალდებებისა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის მათ შეძენას ცდილობდა. რუსეთის პოლიტიკა ბირთვულ იარაღს მხოლოდ შემაკავებელ ფაქტორად აღიარებს და მათი გამოყენების ოთხ შემთხვევას ჩამოთვლის: ბალისტიკური რაკეტების გაშვება რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის ან სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ თავდასხმა რუსეთის ფედერაციის კრიტიკულ სამთავრობო ან სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის ბირთვულ შესაძლებლობებს აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, როდესაც სახელმწიფოს არსებობა საფრთხეშია რუსული სამხედრო დოქტრინა ამბობს, რომ ბირთვული იარაღი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, თუ თავად რუსეთის სახელმწიფოს დაემუქრება საფრთხე. მომზადებულია BBC-ის მიხედვით
იენს სტოლტენბერგი: პუტინის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ომი მისი გეგმების შესაბამისად არ მიდის
პუტინის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ომი არ მიდის მისი გეგმების შესაბამისად და აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა, - ამის შესახებ NATO-ს გენერლაურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მოსკოვში არ იყოს გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიტუაცია შეიქმნება ან რა იარაღს გამოიყენებენ ისინი. ყველაზე მნიშვნელოვანია ამის თავიდან აცილება და სწორდ ამიტომ ჩვენ რუსეთთან კომუნიკაციისას მკაფიო ვართ უპრეცედენტო შედეგებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა. დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება. ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.
რას ნიშნავს რუსეთის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება
რუსეთი დაახლოებით 300 000 რეზერვისტის გამოძახებას გეგმავს - ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო წვრთნები და, როგორც ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, აქვთ სპეციალიზებული უნარები, რომლებიც საჭიროა უკრაინის კონფლიქტში. მათ შორის იქნება ბევრი სარეზერვო ოფიცერი, მათ შორის 60-ზე მეტი, „პენსიაზე გასული“. თეორიულად, რუსეთს სამხედრო სამსახურისთვის 25 მილიონი ადამიანის მობილიზება შეუძლია, მაგრამ ეს ჯერ არ განიხილება. პრეზიდენტმა პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხაზი გაუსვეს, რომ წვევამდელები უკრაინაში საბრძოლველად არ გაიგზავნებიან. შოიგუს თქმით, დამატებითი ჯარები საჭირო იყო ფრონტის ხაზის დასაცავად, რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით 1000 კილომეტრზე (600 მილი). მობილიზაცია თვეების განმავლობაში გაგრძელდება - პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ხანგრძლივი ბრძოლისთვის. ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი წერს, ამბობს, რომ ეს არის რუსეთის პირველი მობილიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ კრემლმა ათასობით წვევამდელი გაგზავნა საბრძოლველად ავღანეთში 1980-იან წლებში, შემდეგ კი ჩეჩნეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში.ომებში ბევრი ცუდად მომზადებული წვევამდელი დაიღუპა და ამჯერად კრემლი, როგორც ჩანს, ცდილობს, თავიდან აიცილოს ომის საწინააღმდეგო განწყობის გაღვივება. რუსეთის არმია რიცხობრივად აღემატება უკრაინისას, მაგრამ ბრძოლის ველზე უკრაინის ტაქტიკამ და დასავლურმა იარაღმა შეამცირა ეს განსხვავება. მომზადებულია BBC-ის მიხედვით
რომის პაპი: ამ ტრაგიკული ომის დროს, ზოგი ფიქრობს ბირთვულ იარაღზე, რაც არის სიგიჟე
ამ ტრაგიკული ომის დროს ზოგი ფიქრობს ბირთვულ იარაღზე, რაც არის სიგიჟე, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. რომის პაპი: უნდა გავერთიანდეთ უკრაინელი, კეთილშობილი ადამიანებისთვის, რომლებმაც მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს „მაშინ, როდესაც ამ ტრაგიკული ომის დროს ზოგი ფიქრობს ბირთვულ იარაღზე, რაც არის სიგიჟე. ამ ქვეყანამ თავიდანვე უთხრა „არა“ ბირთვულ იარაღს“, – განაცხადა რომის პაპმა. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამერიკის საელჩო: ვმუშაობთ თავისუფლების მხარდასაჭერად და დემოკრატიის გასამტკიცებლად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მთელ მსოფლიოში
ამერიკის საელჩო მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წერს, რომ თავისუფლება და დემოკრატია ყველაზე საიმედო გზაა მშვიდობისკენ. „ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თავისუფლება და დემოკრატია ყველაზე საიმედო გზაა მშვიდობისკენ. ამიტომ ვმუშაობთ თავისუფლების მხარდასაჭერად და დემოკრატიის გასამტკიცებლად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მთელ მსოფლიოში. ახლა, როდესაც უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, მშვიდობის დამყარებაში ჩვენი მხარდაჭერა არ შემოიფარგლება სამხედრო დახმარებით. ჩვენ არ ვაჩერებთ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, პირიქით, გაორმაგებული ძალისხმევით ვმუშაობთ ერთად მშვიდობისთვის. გილოცავთ მშვიდობის საერთაშორისო დღეს“, - წერს საელჩო Facebook-ზე.
ყირგიზეთი, რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის საკუთარ მოქალაქეებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს
რუსეთის ფედერაციაში ყირგიზეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის საკუთარ მოქალაქეებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს. მანამდე, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებულად მიღებენ ის შრომითი მიგრანტები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძოლებენ. საელჩოში აცხადებენ, რომ თუ ყირგიზეთის მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის ომში, მაშინ სამშობლოში მას ბრალს, როგორც სხვის ომში დაქირავებულ მებრძოლს წაუყენებენ, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თუ ყირგიზეთის მოქალაქეს რუსეთში შესთავაზებენ ომში წასვლას, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საელჩოს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ყირგიზეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2022 წელს რუსეთში სამუშაოდ თითქმის 225 000 ადამიანი დარჩა. გუშინ მოსკოვის მერმა პირობა დადო, რომ სახაროვოს ცენტრში, სადაც არალეგალურ მიგრანტებს დეპორტაციამდე აკავებენ, საომარი რეკრუტირების ცენტრი გაიხსნება. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ჯო ბაიდენი გაეროში: ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, ის არასოდეს არ უნდა დაიწყოს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაეროში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. „ამ ომის მიზანია უბრალოდ ჩამოერთვას უკრაინას არსებობის უფლება, როგორც სახელმწიფოს და როგორც ხალხს. ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ და რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ სისხლი ძარღვებში გაიყინოს. ამიტომაც გაეროს გენერალური ასამბლეის წევრი 141-ვე ქვეყანა გაერთიანდა და ერთხმად დაგმეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს 77-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. BBC: ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს ბაიდენის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყანა, შეიჭრა მეზობლის ტერიტორიაზე და ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი დებულებები. „მხოლოდ დღეს, პრეზიდენტმა პუტინმა მიმართა ევროპის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის აშკარა მუქარას. უხეშად უგულებელყო რუსეთის ვალდებულებები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, ის არასოდეს არ უნდა დაიწყოს“,-განაცხადა ბაიდენმა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ანტისამობილიზაციო აქციების მონაწილეთა დაკავება დაიწყეს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ანტისამობილიზაციო აქციების მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. ამის შესახებ BBC წერს. რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო ბოლო ინფორმაციით, არბატი შემოსაზღვრულია, დაკავებები ასევე მიმდინარეობს პუშკინსკაიას მოედანზე. დაკავებები დაიწყო სანქტ-პეტერბურგშიც, სადაც აქციაზე ასობით ადამიანი გავიდა. საერთო ჯამში, დაახლოებით ამ მომენტში რუსეთის ქალაქებში დააკავეს ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების 370-მდე მონაწილე. აქედან: 96 - სანკტ-პეტერბურგში, 89 - მოსკოვში და 45 - ეკატერინბურგში. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლაზე დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატები 21 სექტემბერს გაიხსნა. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.