ძებნის რეზულტატი:

კვიპროსის სასამართლომ უკრაინელ ბიზნესმენს $79 მილიონის ქონება გაუყინა - მედია

უკრაინული მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, კვიპროსის სასამართლომ მაგნატ ოლეგ ბახმატიუკს 79,4 მილიონი დოლარის ქონება გაუყინა. კვერცხის უმსხვილესი მწარმოებლის, UkrLandFarming-ის აქციონერს, მისი კომპანიის მთავარი კრედიტორისგან - ამერიკული საინვესტიციო ფონდი Gramercy-ისგან აქტივების დამალვა ედება ბრალად. ბახმატიუკი რაიმე სახის დანაშაულს უარყოფს. Bloomberg-ის ინფორმაცით, 26 სექტემბერს მან აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.  ცალკე საქმეში უკრაინაში ბახმატიუკს ბრალი ედება 49 მილიონი დოლარის სტაბილიზაციის სესხის გაფლანგვაში, რომელიც მთავრობამ მის ბანკს VAB-ს, 2014 წელს მისცა. ბიზნესმენი ამ ბრალდებასაც უარყოფს.  

სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაზე

ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლის საკითხს ეხმაურება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, ვის მისცეს საზღვრის გადაკვეთის უფლება. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, სწორედ მთავრობას იცავს უსაფრთხოებასა და ღიაობას შორის დელიკატურ ბალანსს. „ეს არის საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ დაუშვას, რადგან ისინი მუშაობენ უსაფრთხოებასა და ღიაობას შორის დელიკატური ბალანსის დამყარებაზე“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ოფიციალურად, 27 სექტემბრის ინფორმაციით, ბოლო 10 დღის მონაცემებით, კერძოდ, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა: 17 სექტემბერს 6986 – 740618 სექტემბერს 6606 – 674319 სექტემბერს 6411 – 678220 სექტემბერს 5603 – 619921 სექტემბერს 6402 – 601122 სექტემბერს 6150 – 605023 სექტემბერს 9307 – 621424სექტემბერს 9330 – 624925 სექტემბერს 11 143 – 551926 სექტემბერს 10 804 – 4947 რუსეთის მოქალაქემ. რამდენი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - შსს სტატისტიკას აქვეყნებს ხსენებულ საკითხზე დასმულ შეკითხვას რამდენიმე დღის წინ ონლაინ ბრიფინგზე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა. „ვაფასებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღოს და რა რაოდენობით. მაგრამ საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არამხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ მობილიზაციის შედეგად ხდება ძირითადად, ახალგაზრდა კაცების დიდი რაოდენობით შემოსვლა. თითოეულ ქვეყანას განსხვავებული მიდგომა ექნება იმ მიმართულებით, თუ როგორ უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების სურვილს, გაიქცნენ თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი სადმე, სხვაგან იპოვონ. თითოეულმა ქვეყანამ, გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება მისი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს პარლამენტის წევრების, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების, ე.წ. ოთხეულის სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „საელჩოს სურვილი, საქართველოში მეორე ფრონტი გაჩაღდეს, აშკარად იმდენად ძლიერია, რომ კარტების ხელახლა გახსნა დაიწყეს და ამ თემაზე მათი გამორჩეული ფავორიტები აალაპარაკეს“. „გუშინ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ მისი ინფორმაციით, „უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მხარეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზა“. მისი თქმით, ეს დახმარება, მათ შორის უკრაინელ მფრინავებთან ერთად ქართველი მფრინავების გადამზადებასაც ითვალისწინებდა. საინტერესოა ისიც, რომ ვაშაძემ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების მთავარ მექანიზმად ე.წ. „ლენდლიზი“ დაასახელა. უკრაინის მაგალითზე, კარგად ვიცით, რომ „ლენდლიზის“ დამტკიცებასა და ამოქმედებას რამდენიმე თვე სჭირდება, რაც ნიშნავს რომ „ლენდლიზის“ ინიცირების პირობებში, რუსეთს საკმარისი დრო ექნებოდა, რათა საქართველოს სრული ოკუპაცია ამერიკიდან დაანონსებული იარაღის შემოსვლამდე განეხორციელებინა, მანამდე კი, ქართველ სამხედროებს რუსეთის არმიასთან უთანასწორო დაპირისპირება ამჟამად არსებული რესურსით მოუწევდათ. ვაშაძის განცხადება ფართოდ აიტაცეს გიგა ბოკერიამ, შოთა უტიაშვილმა, ბაჩო დოლიძემ და ნაცმოძრაობის კუთვნილმა ტელევიზიებმა. მათ სხვადასხვა ფორმით, პრაქტიკულად, დაადასტურეს ვაშაძის ინფორმაცია და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის შეიარაღების არგადაცემისა და ამერიკიდან შეიარაღების არმიღების გამო საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს. ბავშვისთვისაც კი ცხადია, თუ რა შედეგს გამოიღებდა საქართველოს ხელისუფლების მიერ როგორც უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა, ისე ამერიკიდან შეიარაღების მობილიზება. ამით ძალიან მარტივად შეიქმნებოდა საბაბი რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და მეორე ფრონტისთვის, რის გარშემოც რადიკალურ ოპოზიციას თებერვალ-მარტში ღია კამპანია ჰქონდა გაშლილი. აქ მთავარი ის არ არის, მართალია თუ არა ვაშაძის, ბოკერიას, უტიაშვილის, დოლიძისა და სხვების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ამ ადამიანებს ტყუილი ბევრჯერ უკადრიათ და დარწმუნებული ვართ, ამ კუთხით, თავს არც ამ შემთხვევაში დაზოგავდნენ. აქ მთავარი ისაა, რომ ეს ადამიანები დავალების გარეშე არცერთ განცხადებას არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ ახალი კამპანიის ინიციატორი ის გიორგი ვაშაძეა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამდე ცოტა ხნით ადრე, „უფლება მისცეს“, ვაშინგტონიდან ამერიკის სახელით საქართველოს ხელისუფლებას გადატრიალებითა და რიგგარეშე არჩევნებით დამუქრებოდა. ჩვენ რამდენჯერმე ვთხოვეთ ამერიკის ელჩს, ვაშაძის ამ განცხადებას გამიჯვნოდა, თუმცა, ყოველ ჯერზე პასუხად დუმილი მივიღეთ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, თუ რაში დასჭირდა საელჩოს ამ ადამიანებისთვის ეთქმევინებინა, რომ ამერიკა ჩვენს ქვეყანას დამანგრეველი მეორე ფრონტისთვის ამზადებდა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საელჩო ყველანაირად ცდილობდა, საქართველოს ხელისუფლება ომზე დაეყოლიებინა, რაზეც ღიად ზრუნვა მათ ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს. თუმცა, როდესაც ხელისუფლებისგან ეს შედეგი ვერ მიიღეს, საზოგადოების რეაქცია მოსინჯეს. საელჩომ ომის დაწყებისთანავე, განსაკუთრებით თებერვალ-მარტში, გიგაურის, ლომჯარიას, მარგველაშვილის, ილვესის, პოდოლიაკის, დანილოვის და სხვათა პირით არაერთხელ სცადა, ქართულ საზოგადოებაში მეორე ფრონტის იდეა მოემწიფებინა. თუმცა, როგორც კი დაინახეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ რუსეთთან ომს მშვიდობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არჩია, კამპანია მაშინვე შეწყვიტეს და პირიქით, საყოველთაო თავის მართლებაზე გადავიდნენ, არც ჩვენ და არც ჩვენს ქართველ თანამშრომლებს მეორე ფრონტი არ გვინდაო. თუმცა, ახლა, იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ ფრონტზე წარმატებებს მიაღწია, როგორც ჩანს, საელჩომ ქართული საზოგადოების განწყობის ხელახლა გატესტვა გადაწყვიტა. თუ საელჩო დაინახავს, რომ საზოგადოების უარყოფითი რეაქცია საკმარისად მძაფრი არაა, მეორე ფრონტის კამპანიას ხელახლა აქტიურად წამოიწყებს და ამ კამპანიაში შეიძლება თავადაც კი ღიად ჩაერთოს. საელჩოს სურვილი, საქართველოში მეორე ფრონტი გაჩაღდეს, აშკარად იმდენად ძლიერია, რომ მათ კარტების ხელახლა გახსნა დაიწყეს და ამ თემაზე მათი გამორჩეული ფავორიტები აალაპარაკეს. რადიკალური ოპოზიციის ეს განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხე ჯერ კიდევ გადავლილი არაა და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, რათა შეცდომა არ დაუშვან და ეს საფრთხე საბოლოოდ ავიცილოთ თავიდან. დასასრულს, ამ შემთხვევაშიც მოვუწოდებთ ამერიკის ელჩს, გამოვიდეს და საჯაროდ უარყოს რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკა საქართველოს მეორე ფრონტისთვის ამზადებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას ექნება სრული უფლება იფიქროს, რომ ეს განცხადებები სინამდვილეს შეესაბამება და საელჩოს თავის მართლება იმის თაობაზე, რომ მას საქართველოში ომი არ უნდა, ფარსი და ქართველი ხალხისთვის თვალის ახვევის მცდელობაა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, „უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მხარეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზა“.

სენატორი ჯიმ რიში: პუტინი ისე მოკვდება, რომ უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს

უკრაინაში რუსეთის ომიდან 7 თვის თავზე, ვაშინგტონი კიევს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უდასტურებს. აშშ ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის ძალისხმევას, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები რუსეთის ოკუპაციისგან. „პუტინის იდეა, რომ მას შეეძლო ამ ქვეყნის [უკრაინის] ოკუპაცია და იქ მის მიერ მართული რეჟიმის დანიშვნა, ასევე ის ამოცანა, რომ ის შემდეგ სხვა ქვეყნებში გადასულიყო, დასრულდა! ის ვერასდროს მოახდენს ამ ქვეყნის [უკრაინის] ოკუპაციას. ის [პუტინი] მოკვდება ისე, რომ უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს“, - ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში „ამერიკის ხმასთან“. ამავე მედიასაშუალებასთან საუბრისას, ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს: „რა შეუძლია გააკეთოს [ამერიკის] ადმინისტრაციამ, რომ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს, რათა რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს? სანამ ჩვენ გრძელვადიან [პოლიტიკას ვაწარმოებთ], უკრაინელები კვდებიან. ასე რომ, ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ და დავაჩქაროთ ჩვენი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია“.

მონტენეგრომ ექვსი რუსი დიპლომატი გააძევა

მონტენეგრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ დიპლომატიური ნორმების სავარაუდო დარღვევის გამო ექვსი რუსი დიპლომატი გააძევა. მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა, რომ დიპლომატებს უბრძანა, დაეტოვებინათ ქვეყანა რადგან მათი საქმიანობა ეწინააღმდეგება „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და ორი ქვეყნის ურთიერთპატივისცემას. Reuters-ის ცნობით, ჯაშუშობის საქმეზე დაიწყო გამოძიება. უფრო ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონტენეგროს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ (ANB) და სპეციალურმა სახელმწიფო პროკურატურამ (SDT) ექვსი რუსი დიპლომატი, 30 რუსეთის მოქალაქე დროებითი და ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი მონტენეგროელი დააკავა.      

პუტინმა „შეცდომა აღიარა“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა. კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ „სამობილიზაციო ღონისძიების დროს,  მოქალაქეებისგან უამრავი ინფორმაცია შემოდის თავად გაწვევის ორგანიზებაზე, აღჭურვის ხარისხზე, საცხოვრებელ პირობებსა და სხვა თემაზე. „მათ ბევრი კითხვა უჩნდებათ. ყველა შეცდომა უნდა გამოვასწოროთ და თავიდან ავიცილოთ სამომავალოდ“. „აუცილებელია თითოეულ ასეთ შემთხვევის ცალ-ცალკე განხილვა და თუ შეცდომა დაშვებულია, ის უნდა გამოსწორდეს - სახლში დაბრუნდნენ ისინი, ვინც გამოიძახეს სათანადო მიზეზის გარეშე“, - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას.  

კობახიძის თქმით, ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, „ვიზიტს“ აღარ უწოდებს, პოზიცია „შერბილებულია“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვებგვერდზე  განახლებული ინფორმაციის თანახმად, ბელორუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, „ვიზიტს“ აღარ უწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიცია „შერბილებულია“. მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ბელარუსის მხრიდან არაღიარების პოზიციის შენარჩუნება და თითოეული ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას, როდესაც საუბარია თუნდაც რეაქციაზე. „შეფასებები გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმაღლეს დონეზე. ჩვენი მხრიდან ე.წ. „ვიზიტს“, ვიზიტად ბუნებრივია, ვერ შევაფასებთ - მის ჩასვლას აფხაზეთში, შეფასდა როგორც ძალიან არამეგობრული და არასწორი ნაბიჯი, ამასთან დაკავშირებით ცალსახაა ჩვენი პოზიცია. ასევე, დაირღვა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს არის ძალიან სამწუხარო და მძიმე ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. მთავარი აქ ჩვენთვის არის ის, რომ უკიდურესი წითელი ხაზი არ გადაიკვეთოს, ბუნებრივია ეს არის დაკავშირებული არაღიარების პოლიტიკასთან. ბელარუსის სახელმწიფო არ აღიარებს დღემდე აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას, როდესაც საუბარია თუნდაც რეაქციაზე. დღეს საკმაოდ საინტერესო სათაურით გამოქვეყნდა თავად ლუკაშენკოს გვერდზე მისი ე.წ. ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია, იქ ეწერა, რომ ის იყო ჩასული შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, აფხაზეთში ვიზიტს კი არ უწოდებს. თავიდან იყო საუბარი აფხაზეთში ვიზიტზე, რაც მისი მხრიდან იყო თუ არ ვცდები ნათქვამი და ამის შემდეგ შერბილებულია უკვე ეს სათაური და საუბარია იმაზე, რომ ჩავიდა არა აფხაზეთში, არამედ შავი ზღვის სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა. ეს ჟესტია თავისთავად რაღაცის მანიშნებელი, იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის $12 მილიარდიან დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამთავრობო ოპერაციების დაფინანსებას 16 დეკემბრამდე და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს უკრაინის თავდაცვისა და ეკონომიკის მხარდაჭერას. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. Reuters: აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის $12 მილიარდის გამოყოფაზე, შეთანხმება მიღწეულია მისივე ცნობით, კანონპროექტს მხარი 72-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 25 წავიდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა „ფუნდამენტური გადაწყვეტილებები“ დააანონსა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ 30 სექტემბრის შეხვედრაზე უკრაინისთვის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები განიხილება. „ხვალ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გარდა, პრეზიდენტი მოიწვევს უმაღლესი მთავარსარდლის შტაბს, ამის შემდეგ იქნება NSDC-ის სხდომა, რომელზეც მნიშვნელოვანი და, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტური გადაწყვეტილებები მიიღება“,- განაცხადა დანილოვმა. პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ პარასკევს, 30 სექტემბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომას მოიწვია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში მცხოვრებ კავკასიელებს: ბრძოლა საჭიროა ახლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მკვიდრ მოსახლეობას რუსულ ენაზე მოუწოდა, არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლონ. „დაღესტანელები არ უნდა იღუპებოდნენ რუსეთის სამარცხვინო ომში. ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი ხალხი, ვინც მოხვდა რუსეთის დროშის ქვეშ. თქვენ იცით, ვინ გიწვევთ თქვენ ყველას უკრაინაში საბრძოლველად. დარწმუნებული ვარ, რომ სიცოცხლე გსურთ. დარწმუნებული ვარ, დაიღალეთ სიცრუით. დარწმუნებული ვარ, იცით: ბრძოლა საჭიროა ახლა! ჩვენ ვხედავთ, რომ ეწინააღმდეგებით დანაშაულებრივ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას სურს, გადაფაროს თავისი საკადრო არმიის წარუმატებლობა და თავისი დანაშაულებრივი ბრძანებები. იბრძოლეთ, რომ არ დაიღუპოთ!“ - აცხადებს ვიდეომიმართვაში ზელენსკი.

რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა

თურქეთის პრეზიდენტმა ხუთშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში თავის რუს კოლეგას მოუწოდა, უკრაინასთან მოლაპარაკებებს კიდევ ერთი შანსი მისცეს. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმეორა თურქეთის მზადყოფნა, შეასრულოს ფასილიტატორის როლი უკრაინაში ომის დასასრულებლად. ერდოღანმა ასევე გამოხატა კმაყოფილება პატიმართა გაცვლის გამო და ასევე მარცვლეულის ექსპორტზე სტამბოლის შეთანხმების მოქმედებით. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა. მისივე თქმით, რუსეთისგან ელიან ნაბიჯების გადადგმას, განსაკუთრებით უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის საკითხზე.  

ჯო ბაიდენი: აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის „რეფერენდუმებს“ უკრაინაში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არასდროს აღიარებს მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.  „მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, შეერთებული შტატები არასოდეს, არასდროს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე“. „ე.წ. რეფერენდუმი იყო სიყალბე და აბსოლუტური სისულელე. შედეგები მომზადდა მოსკოვში. უკრაინელი ხალხის ჭეშმარიტი ნება ყოველდღე ვლინდება, როდესაც ისინი სიცოცხლეს სწირავენ თავიანთი ხალხის გადასარჩენად, ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ასევე, თავისუფლების დაცვას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის იმპერიული ამბიციების გამოვლინებაა, გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა. უკრაინის სეპარატისტულმა რეგიონებმა დონეცკმა და ლუგანსკმა და რუსეთის მიერ კონტროლირებადმა ზაპოროჟიემ და ხერსონმა რუსეთთან შეერთების შესახებ „რეფერენდუმი“ ჩაატარეს. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. უკრაინა და მისი პარტნიორები აცხადებენ, რომ ხმის მიცემა იარაღის მუქარის ფონზე მიმდინარეობდა.  

ზბიგნევ რაუს თქმით, NATO უპასუხებს რუსეთს, თუ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ პოლონურ რადიო RMF FM-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO უპასუხებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო ბირთვულ თავდასხმას. მისი თქმით, NATO-მ შესაძლოა, რუსეთის ძალებს თვითმფრინავებით და რაკეტებით დაარტყას, თუ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს კითხვას, შევიდოდნენ თუ არა NATO-ს ჯარები უკრაინაში, რაუმ უპასუხა, რომ ეს არ არის გამორიცხული.  ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს

უკრაინის დაზვერვა: რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა „ძალიან მაღალია"

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა „ძალიან მაღალია" მათი შესაჩერებლად, ჩვენ გვჭირდება არამხოლოდ მეტი საზენიტო, არამედ სარაკეტო სისტემები. სკიბიცკის თქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღი დაახლოებით 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ის რაკეტები, რომლებიც რუსეთმა აქამდე გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ. ისინი სავარაუდოდ დაუმიზნებენ ფრონტის ხაზზე მდებარე ადგილებს უამრავი პერსონალითა და აღჭურვილობით, ძირითადი სამეთაურო ცენტრებითა და კრიტიკული ინფრასტრუქტურით“, განუცხადა The Guardian-ს უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ.  

ადამ კინზინგერის თქმით, ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში, უკრაინაში კრემლის წარუმატებლობასაც უკავშირდება

კონგრესმენი ადამ კინზინგერი ამბობს, რომ ბელორუსის პრეზიდენტისგან გასაკვირი არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიო მესიჯები გააჟღეროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. „მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, - უთხრა კონგრესმენმა „ამერიკის ხმას“. ლუკაშენკოს ოფიციალურ საიტზე პრესრელიზი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ 28 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. პრესრელიზში წერია, რომ ლუკაშენკო „შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე“ იმყოფებოდა. „ასევე შეხვედრა შედგა აფხაზურ მიწაზე. ბელარუსის სახელმწიფო მეთაურმა ასლან ბჟანიასთან ეკონომიკური პროექტები განიხილა, ბელარუსისა და აფხაზეთის თანამშრომლობის პერსპექტიული საკითხები“, - განუცხადა მან „ამერიკის ხმას. ადამ კინზინგერი თვლის, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში, უკრაინაში კრემლის წარუმატებლობებთანაც არის კავშირში. რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე კი საქართველომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს. მისი თქმით, „ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი მის სუვერენიტეტს უქმნის და ქართველი ხალხი არ უნდა აყვეს ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ანტიდასავლური ხმები ავრცელებენ“. შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

მედია: აშშ უკრაინისთვის სამხრეთ კორეულ იარაღს შეიძენს

აშშ უკრაინისთვის სამხრეთ კორეულ იარაღს შეიძენს. ჩეხურმა გაზეთმა Idnes.cz-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ შეიძენს სარაკეტო სადგურებს და მილიარდობით დოლარის საბრძოლო მასალას უკრაინისთვის. მისივე ცნობით, კორეული იარაღი უკრაინაში ჩეხეთის გავლით ჩავა.   პოლონეთმა და სამხრეთ კორეამ აგვისტოში $14,5 მილიარდიანი გარიგება გააფორმეს ეს არის პოლონეთის შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება და ყველაზე დიდი შეთანხმება სამხრეთ კორეის თავდაცვის სექტორისთვის პოლონეთი თავდაცვის მოდერნიზაცია განაგრძობს ცნობისთვის, პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან, მეტი არტილერიის, ტანკებისა და თვითმფრინავების შესახებ ერთ-ერთ უმსხვილეს შეთანხმებას მოაწერა ხელი. გარიგება მოიცავს 1000 K2 Black Panther ტიპის ტანკს, თითქმის 700 K9 თვითმავალ ჰაუბიცას და 48 FA-50 მსუბუქ საბრძოლო თვითმფრინავს. „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული კრიმინალური თავდასხმა უკრაინაზე და პუტინის არაპროგნოზირებადი ბუნება ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავაჩქაროთ ტექნიკის მოდერნიზაცია“, - განაცხადა მაშინ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა პოლონურ გამოცემა Defense 24-თან ინტერვიუში.  

პუტინმა უკრაინის რეგიონების ხერსონისა და ზაპოროჟიეს „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მანამდე კრემლი აცხადებდა, რომ 30 სექტემბერს, 15:00 საათზე გააფორმებდა შეთანხმებებს, რომლის თანახმად, უკრაინის ტერიტორიების ანექსიას მოახდენდა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა.  მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.  

ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, პუტინის რეიტინგი შემცირდა - კვლევა "ერდოღანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდებზე, რომელსაც თურქეთი ეწინააღმდეგება. თურქეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში თავის რუს კოლეგას მოუწოდა, უკრაინაში ომის საკითხზე მოლაპარაკებები ისევ აწარმოოს ოფიციალურ კიევთან", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმეორა თურქეთის მზადყოფნა შეასრულოს ფასილიტატორის როლი უკრაინაში ომის დასასრულებლად და მოუწოდა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს, მიეცეს უკრაინასთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი შანსი. როგორც ცნობილია, საუბრისას ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მოხარულია მოსკოვი-კიევის პატიმართა გაცვლის წარმატებით და ასევე მარცვლეულის ექსპორტზე სტამბულის შეთანხმების ფუნქციონალურობით. რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

ამერიკელ მედიკოსსა და მის მეუღლეს რუსეთისთვის საიდუმლო მონაცემების გადაცემის მცდელობისთვის, ბრალი წარუდგინეს

აშშ-ს არმიის მედიკოსს (მაიორის წოდებით) და მის ექიმ მეუღლეს, აშშ-ის საიდუმლო სამედიცინო ჩანაწერების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს. იორი ჯეიმი ლი ჰენრი, ფორტ ბრაგის არმიის ბაზაზე (ჩრდილოეთი კაროლინა) მსახურობდა. მას უსაფრთხოების ნებართვა ჰქონდა. მისი მეუღლე ანა გაბრიელიანი, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მუშაობს და რუსულად საუბრობს. იგი, პროკურატურის თქმით, მზად იყო რუსეთისთვის საიდუმლო მონაცემები გადაეცა. დანაშაულებრივი შეთქმულება, პროკურატურის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაიწყო. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ანა გაბრიელიანმა წინადადებით მიმართა რუსეთის საელჩოს და მოგვიანებით შეხვდა კაცს, რომელსაც რუსეთის აგენტად მიიჩნევდა. სინამდვილეში, ეს იყო FBI-ის აგენტი, რომელსაც ხანგრძლივი დისკუსია ჰქონდა გაბრიელიანთან მის მოტივაციაზე. სასამართლო დოკუმენტებში არის მითითება მის ჩვენებაში, რომ გაბრიელიანი მხოლოდ „რუსეთის მიმართ პატრიოტიზმით“ ხელმძღვანელობდა. ამერიკული მედიის ცნობით, ჰენრი ასევე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პირველი ღია ტრანსგენდერი ქალი აშშ-ს არმიაში.   

ოლექსი დანილოვი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, გლობალური პასუხი იქნება მყისიერი და რადიკალური

მსოფლიო საზოგადოება უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებას, რადიკალურად უპასუხებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.  „თუ ერთი ბირთვული იარაღი მაინც იქნება გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური პასუხი იქნება მყისიერი და აბსოლუტურად რადიკალური. ამაში დარწმუნებული ვარ. და როცა იტყვიან, რომ გადაგვყლაპავენ და პასუხი არ იქნება, მაშინ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მშვიდი 2014 წლის მშვიდი ანექსია. ეს იქნება ატომური იარაღის პირველი გამოყენება ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - აღნიშნა დანილოვმა. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს მისი თქმით, მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსეთის მსგავს გადაწყვეტილებას და ის აუცილებლად უპასუხებს. შეგახსენებთ, ადრე ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯსმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ შეერთებულ შტატებზე ბირთვული დარტყმების განხორციელების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ სამხედრო ბაზებს ოკუპირებულ ყირიმში. იენს სტოლტენბერგი რუსეთს „სახიფათო ბირთვული რიტორიკის“ გამო აფრთხილებს 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.