ძებნის რეზულტატი:

ირინა ვერეშჩუკი ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოს თხოვნით მიმართავს

ყირიმში საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო უკანონო მობილიზაცია. მათ დაიწყეს ყირიმელი თათრების და ყირიმის სხვა ძირძველი მოსახლეობის მასიური მობილიზება, რათა ომში ოკუპანტების მხარეს იბრძოლონ, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკიმ განაცხადა. ოლექსი დანილოვი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, გლობალური პასუხი იქნება მყისიერი და რადიკალური ამასთან, ვერეშჩუკიმ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და საქართველოს მთავრობებს თხოვნით მიმართავს, ყირიმელ თათრებს საზღვრის გადაკვეთაზე უარი არ უთხრან. „ყირიმში საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო უკანონო მობილიზაცია. მათ დაიწყეს ყირიმელი თათრების და ყირიმის სხვა ძირძველი მოსახლეობის მასიური მობილიზება, რათა ომში ოკუპანტების მხარეს იბრძოლონ. ყირიმელი თათრები და უკრაინული ყირიმის სხვა ძირძველი ხალხები ყველანაირად ცდილობენ, თავი აარიდონ მტრის არმიაში მობილიზებას“, - ნათქვამია ირინა ვერეშჩუკის განცხადებაში. პუტინმა უკრაინის რეგიონების ხერსონისა და ზაპოროჟიეს „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ რუს ოლიგარქ დერიპასკას სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს

აშშ-ის ხელისუფლებამ რუსი „ფოლადის“ მაგნატი ოლეგ დერიპასკა და მისი თანამოაზრეები, ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ხუთშაბათს გამოაქვეყნა საბრალდებო დასკვნა, რომელშიც დერიპასკას და მის ორ თანამზრახველს - აშშ-ის მოქალაქე ოლგა შრიკის და რუსეთის მოქალაქე ნატალია ბარდაკოვას - ოლიგარქისა და მისი კერძო საინვესტიციო ფირმის Basic Element-ის მიმართ დაწესებული აშშ-ს სანქციების დარღვევაში ადანაშაულებენ. ეკატერინა ვორონინას, დერიპასკას შეყვარებულს, ბრალი დასდეს აშშ-ს ხელისუფლებისთვის ცრუ ჩვენებაში, როდესაც ცდილობდა ქვეყანაში ბავშვის გაჩენას. „რუსეთის უსამართლო და არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ უკრაინაში, მე დავპირდი ამერიკელ ხალხს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი იმუშავებდა, რათა პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც არღვევს ჩვენს კანონებს და ემუქრება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ. „დღევანდელი ბრალდებები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ“, -აღნიშნა პროკურორმა.  დერიპასკა, 23 სხვა რუსი ოლიგარქი და მთავრობის წარმომადგენელი 2018 წლის აპრილში, 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმში შეჭრისა და 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო აშშ-ში ყველაზე მკაცრი ზომების წინაშე აღმოჩდნენ.  

უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა, ზაპოროჟიესთან სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონას რაკეტები ესროლეს

რუსმა ოკუპანტებმა, ზაპოროჟიესთან სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონას რაკეტები ესროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს. პუტინმა უკრაინის რეგიონების ხერსონისა და ზაპოროჟიეს „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა "რუსმა ოკუპანტებმა, ზაპოროჟიესთან სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონას რაკეტები ესროლეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული", - წერს ალექსანდრ სტარუხი „ტელეგრამზე“. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთის ძალებს იერიშის შედეგად, დონეცკის ოლქში 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. არიან დაჭრილები

რუსული ძალების მიერ, დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 17 კი დაიჭრა. ინფორმაცია დონეცკის OVA-ს ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს ოფიციალურ ტელეგრამაში გამოქვეყნდა. „29 სექტემბერს დონბასში რუსებმა მოკლეს 8 მშვიდობიანი მოქალაქე: 4 ველზე, 1 ბოგოროდიჩნეში, 1 სლავიანსკში, 1 ვოდიანიში, 1 შევჩენკოში. კიდევ 17 ადამიანი დაშავდა", - წერს კირილენკო. საერთო ჯამში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, რუსული ძალების თავდასხმების შედეგად დონეცკის რეგიონში 909 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 2288 ადამიანი. ამ სტატისტიკაში არ შედის რუსული აგრესიის მსხვერპლი მარიუპოლსა და ვოლნოვახაში, სადაც დროებითი ოკუპაციის გამო მათი დათვლა შეუძლებელია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ავღანეთში, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში, ქაბულის დაშთე ბარჩის რაიონში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, აფეთქება საგანმანათლებლო ცენტრთან მოხდა.დაშავებულია ათეულობით ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.  

პოლონეთმა სანქციების სიაში „გაზპრომ ექსპორტი“ დაამატა

ვარშავამ რუსული კომპანია „გაზპრომ ექსპორტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ დასავლური მედია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. სამინისტრომ განაცხადა, რომ  კომპანიის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. ასევე პოლონეთი „გაზპრომ ექსპორტის“ ფინანსურ და ეკონომიკურ აქტივებზე წვდომაზე უარს აცხადებს.  მაისის ბოლოდან პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებს, ახალი გადახდის სისტემის მიღებაზე უარის გამო (რუბლებში გადახდა), რუსული გაზი აღარ მიეწოდებათ.  

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ბელორუსი არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს, ვიმედოვნებ, ჩვენი დიპლომატიური ნაბიჯები, განცხადებები მივიდა ადრესატამდე

მნიშვნელოვანია, ბელორუსი, რომელიც იყო არაღიარების პოლიტიკის ერთგული ქვეყანა, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელორუსის პრეზიდენტ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ვნახეთ, რომ იყო საკმაოდ ადეკვატური, მკაცრი რეაგირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, როდესაც დაიბარა ბელარუსის ელჩი და მოსთხოვა განმარტებები. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური ნაბიჯები, რომელიც გადადგა, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განცხადებები, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო, მივიდა ადრესატამდე და გვექნება ადეკვატური რეაქციები. საკმარისი არის, როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ ბელორუსი არ გადაუხვევს არააღიარების პოლიტიკას, ვინაიდან ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ერთი მხრივ, არ იმსახურებდა ამ ნაბიჯს და მეორე მხრივ, ეს არის უკიდურესი წითელი ხაზი, რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას. ამიტომაც, იქნა შესაბამისი დიპლომატიური ინსტრუმენტები გამოყენებული, ჩვენი განცხადებები გაკეთებული და იმედი მაქვს, რომ ადრესატი ამას სათანადოდ აღიქვამს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, ცნობილია კანდიდატების სრული სია. „ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი; სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი; ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი; ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე; ლევან კოკორაშვილი  – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; ნუგზარ კოხრეიძე – ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე; გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი; სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი; მაკა მინდიაშვილი – ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი; ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი; ქეთევან ჩაჩავა – ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი; იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამენტის წევრი; ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ნინო ლომაჯარია: ჩემი მოადგულე, გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.   

BBC: ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის ორი განსხვავებული ვერსია გავრცელდა

თურქეთმა და რუსეთმა ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის სხვადასხვა ვერსიები გაავრცელეს. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს. რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა BBC-ის ცნობით, ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის ანკარის ვერსიაში ნათქვამია, რომ ერდოღანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმებზე, რასაც თურქეთი  ეწინააღმდეგება, ხოლო კრემლის ვერსიაში ეს არ იყო ნახსენები. იქ ნათქვამია, რომ პუტინის თქმით, „რეფერენდუმი“ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ჩატარდა. ამასთან, თურქული მხარის მიერ გავრცელებული ვერსიის თანახმად, „ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, უკრაინის სამხრეთ პორტების გავლით მარცვლეულით ვაჭრობის შესახებ მიღწეული შეთანხმება გააგრძელოს, რომელიც თურქეთის შუამავლობით დაიდო და ნოემბერში იწურება“, - წერს მედია.  

ბათუმის სკოლაში რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დროშების ჩამოხსნას ხმაური მოჰყვა, გაათავისუფლეს დირექტორი

ბათუმში, მეშვიდე საჯარო სკოლაში რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დროშების ჩამოხსნას ხმაური მოჰყვა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს სკოლის დირექტორი. მომხდართან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი აჭარის განათლების მინისტრმა გააკეთა. მაია ხაჯიშვილის განმარტებით, სკოლის დირექტორის მხრიდან, ადგილი ჰქონდა გადაცდომას, რის გამოც მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტეს. „იმ გარემობის გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის შედეგად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას. ვინაიდან, სასწავლო რესურსის დროს გამოიკვეთა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, მათ შორის, ისეთი სტიკერების განთავსება, რომელიც მიუღებელია კანონმდებლობით და კონსტიტუციით. შესაბამისად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. რამდენიმე დარღვევაა კომპლექსურად, მათ შორის იმ სტიკერების გამოყენება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ერთ-ერთი მოსწავლე ნამდვილად არ არის გარიცხული“, - აღნიშნავს მაია ხაჯიშვილი. ცნობისთვის, ხსენებული სკოლის მოსწავლემ, სკოლის სტენდზე, რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დროშები ჩამოხია. ამ დროშებთან ერთად სტენდზე სხვა ქვეყნების ეროვნული სიმბოლოებიც იყო განთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს „სკოლის ინვენტარის დაზიანებისთვის“ საყვედური გამოუცხადა. მანამდე, TV25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეს სასწავლო პროცესი იმის გამო დაატოვებინა, რომ მოზარდმა კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია.   

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში შეხვდებიან

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე, ინფორმაციას ადასტურებს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა, ჟენევაში 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი. 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

ნინო ლომჯარია: გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესდა

გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში დამძიმდა და გაუარესდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა „ადამიანის უფლებები, მთელ რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ გასულ წელს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ არაერთი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პირველ რიგში, ვგულისხმობ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, ასევე მართლმსაჯულების სისტემაშიც იქნა დაჩქარებული წესით ისეთი ცვლილებები მითითებული, რამაც ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას, სახალხო დამცველის და მისი აპარატის წარმომადგენელთა მიმართ იყო თავდასხმები. განსაკუთრებით გართულდა გასულ წელს უფლებადამცველების, ჟურნალისტების საქმიანობა და მათ მიმართ ძალიან მტრული გარემო იყო შექმნილი, რამაც კულმინაციას მიაღწია 5 ივლისს, როცა ადგილი ჰქონდა ძალადობას ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების და ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ. ამ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე დასჯილნი არ არიან და ამას შევახსენებ პარლამენტს", - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.   

სენატორი ბობ მენენდესი: პუტინი სასოწარკვეთილია

სენატორები რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან აცხადებენ, რომ დასავლური სანქციები მუშაობს თუმცა განმარტავენ, რომ მათ უკეთესი შედეგის ხილვა სურთ, რათა რუსეთი იძულებული გახდეს შეწყვიტოს ომი უკრაინაში. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება. მისივე ცნობით, სენატორი ბობ მენენდესი მიიჩნევს, რომ „ამ ბრძოლის მოგება მხოლოდ იარაღის, მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევით ან სანქციებით არ მოხდება. „ყველა ეს კომპონენტი ერთობლიობაში უნდა იყოს, ამისთვის საჭიროა მეტი კოორდინაცია. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს გადარჩენაში“. „პუტინი სასოწარკვეთილია. ის აიძულებს რუს კაცებს მთელს ქვეყანაში, შეუერთდნენ არალეგალურ და სულ უფრო არაპოპულარულ ომს, ყიდულობს რაკეტებს ჩრდილოეთ კორეიდან, დრონებს ირანიდან, აწყობს ყალბ რეფერენდუმებს. ხალხს მასში მონაწილეობას იარაღის მუქარით აიძულებენ... მაგრამ დღეს პუტინი არ არის იქ, სადაც მას უნდოდა რომ ყოფილიყო. ეს არის დამსახურება უკრაინელი მებრძოლი ხალხის და 15 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარების ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ძლიერი საერთაშორისო კოალიციის“, - ამბობს სენატორი. „წამება, გაუპატიურება, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საავადმყოფოების, ეკლესიების და საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვაზე... ეს რეალურად წარმოადგენს გენოციდს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს სამხედრო კუთხით და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასარგებლო იყო იმ წარმატებისთვის, რომელსაც ბრძოლის ველზე პუტინი გრძნობს. მან ზეწოლა უნდა იგრძნოს სახლშიც. ჩვენ უნდა გავამკაცროთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა თავის მხრივ, ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა.  

მედია: გერმანიის „ნაციონალური პარტია“, მთავრობას მოუწოდებს, რომ კალინინგრადში „რუსეთიდან გამოსვლაზე“ რეფერენდუმი ჩატარდეს

გერმანიის „ნაციონალისტურმა პარტიამ“, ევროპარლამენტარ უდო ვოიგტის ხელმძღვანელობით, ბუნდესტაგს, კონიგსბერგში (ახლანდელი კალინინგრადი) რეფერენდუმის ჩატარების შესახებ წინადადება წარუდგინა, რომლის თანახმადაც რუსეთიდან  კალინინგრადი გამოყოფისა და გერმანიასთან გაერთიანების საკითხი, რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.  კონიგსბერგის (ახლანდელი კალინინგრადი) გერმანიაში დაბრუნების საკითხს გერმანიის სამთავრობო წრეებში კარგახანია განიხილავენ. „ეს არის ჩვენი ისტორიული ტერიტორია, უნიკალური ტერიტორია, რომელიც უბრალოდ ლპება რუსეთის მმართველობის ქვეშ. რეგიონის ტერიტორიაზე დარჩა გერმანული მეცნიერების ისეთი მემკვიდრეობა, მათ შორის ემანუელ კანტის არქივი და დღეს მისი სახლი დანგრეულია. ქალაქი სავსეა ასობით არქიტექტურული ძეგლის ნანგრევებით, რომლებიც არ აღდგება“, - განაცხადა ვოიგტმა და დასძინა, რომ ათაობით ათასი დაღუპული გერმანელის ნაშთები ასევე რუსების მიერ ოკუპირებული ისტორიული გერმანული მიწის ტერიტორიაზეა. დეპუტატის თქმით, „დიდებული კოენიგსბერგისთვის კალინინგრადის სახელის დარქმევის მიუხედავად, გერმანიასთაბ ისტორიული კავშირები არ განადგურდა“. „სამართლებრივი თვალსაზრისით, რეფერენდუმი არ არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის ექსკლუზიურად რეგიონის მცხოვრებთა ნებაყოფილობითი აქტი“, - აღნიშნა ვოიგტმა. გარდა ამისა, მისი თქმით, გერმანიის მთავრობამ უკვე გამოაცხადა, რომ მზადაა კოენიგსბერგის ყველა მცხოვრებს გერმანული პასპორტები გადასცეს.  

უკრაინული მედია: ზაპოროჟიესთან სამოქალაქო კოლონის დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

ოკუპანტების მიერ, ზაპოროჟიესთან სამოქალაქო კოლონის დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა, ზაპოროჟიესთან სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონას რაკეტები ესროლეს „ადამიანები რიგში იდგნენ, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, რათა ახლობლები წამოეყვანათ და დახმარება მიეტანათ“, - წერს ალექსანდრ სტარუხი. პუტინმა უკრაინის რეგიონების ხერსონისა და ზაპოროჟიეს „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ყალბი და ფსევდორეფერენდუმი - პაპუაშვილი

ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ყალბი და ფსევდო რეფერენდუმი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ.რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბრისას განაცხადა. „ტერიტორიული მთლიანობა, ესაა საერთაშორისო სამართლის პრინციპი, რომელიც ყველამ უნდა აღიაროს და რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არანაირ რეფერენდუმს, რა თქმა უნდა ძალა არ აქვს“, - აღნიშნავს პაპუაშვილი. სალომე ზურაბიშვილი: კატეგორიულად უნდა დავგმოთ „რეფერენდუმები“ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება ჩვენთვის მიუღებელია 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისინი ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ.უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.   

მეთიუ ბრაიზა: ლუკაშენკო ამაოდ ცდილობს, პუტინს დაეხმაროს, რათა ევროკავშირში უთანხმოება გამოიწვიონ

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აფასებს ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, პუტინთან კოორდინაციით, ლუკაშენკო სავარაუდოდ, ქართველებსა და ევროპელებში არასტაბილურობის განცდის გაჩენას ეცადა, მათი შიშების გამოყენებაში კი პუტინს დაეხმარა, რომ საბოლოოდ, ძირი გამოეთხარა ევროპისა და ამერიკის სოლიდარობისთვის. „მე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტი ლუკაშენკო და რა გეგმები ჰქონდა მას, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა. შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ პუტინთან და სურდა, ერთი მხრივ, არამხოლოდ ქართველებში, არამედ ევროპელებში დაენახა არასტაბილურობა და ამასთან, გაეჩინა ეჭვები რუსეთის მიერ პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევის შესახებ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომლის 4 რეგიონშიც ანექსიის მცდელობებსაც ვხედავთ ახლა. მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს, დაეხმაროს პრეზიდენტ პუტინს ამ შიშების გამოყენებაში, რათა ევროკავშირში უთანხმოება ნახოს და ძირი გამოუთხაროს ევროპულ სოლიდარობას, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ასევე, ევროპასა და აშშ-ის შორის სოლიდარობას, მაგრამ ამაოდ, რადგან ეს სოლიდარობა ძალიან ძლიერი და მტკიცეა“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. უფრო ადრე, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს“, - მიიჩნევს პოლ გობლი.  Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა კი განაცხადა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.

საქსტატი: 2022 წლის აგვისტოში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.5 პროცენტი შეადგინა

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. "2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

უკრაინული მედია: კიევში ბენ უოლესის გასაიდუმლოებული ვიზიტი შედგა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ამ კვირაში საიდუმლო ვიზიტით ეწვია კიევს, რათა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის საკითხი განეხილა. „მოხარული ვარ, რომ ამ კვირაში ვესტუმრე ჩემს კარგ მეგობარს ოლექსი რეზნიკოვს კიევში, რათა განგვეხილა მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. ჩვენი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ძლიერდება და გაგრძელდება 2023 წლის განმავლობაში და შემდგომში!“, - დაწერა ბენ უოლესმა Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლიზ ტრასი: პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა ვლადიმერ პუტინი, დღეს უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის ოფიციალური ანექსიის წინ, საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა.  პუტინმა უკრაინის რეგიონების ხერსონისა და ზაპოროჟიეს „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა ტრასმა რუსეთის პრეზიდენტი „უკრაინელი ხალხის სიცოცხლის აშკარა უგულებელყოფისთვის“ გააკრიტიკა.  „დიდი ბრიტანეთი არასოდეს უგულებელყოფს ამ ხალხის სუვერენულ ნებას და ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს, როგორც სხვა რამეს, გარდა უკრაინის ტერიტორიისა. პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით. უზრუნველყოფთ, რომ მან წააგოს ეს უკანონო ომი“, - აღნიშნა ტრასმა.  დღეს კრემლში, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ოფიციალურად გაფორმება იგეგმება. (რომელთაგანც, რუსული ჯარი სრულად ვერცერთ ვერ აკონტროლებს). მოსალოდნელია პუტინის გამოსვლა, საღამოს კი კონცერტი წითელ მოედანზე. რუსეთის პარლამენტში ანექსიის კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება, რის შემდეგაც პუტინი ოკუპირებული ტერიტორიების „მიმაგრებას“ რუსეთის კონსტიტუციაში გააფორმებს. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა.  მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.