ძებნის რეზულტატი:

მედია: ევროპაში შესაძლოა, კასპიის გაზის რესურსების ტრანსპორტირება დაჩქარდეს

კასპიის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა დაჩქარდეს, იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკული კრიზისი კიდევ გაღრმავდება, განაცხადა Yeni Şafak-ის მიმომხილველმა ერდალ ტანას კარაგოლმა. „თუ რუსეთსა და ევროპას შორის გაზის კრიზისი კიდევ გაღრმავდება, ანუ გაიზრდება ევროპის ქვეყნების მოთხოვნა სამხრეთ გაზის დერეფანზე, კასპიის ზღვის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა, დაჩქარდეს. ცხადია, რომ სამხრეთ გაზის დერეფანს ევროპის ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ალტერნატივაა. ამ დერეფნის მზარდი როლი ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე გააძლიერებს თურქეთის მისწრაფებებს რეგიონში, რომ ენერგეტიკულ ცენტრად იქცეს“, - წერს ანალიტიკოსი. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.

ზელენსკი: უკრაინა სამხედრო ინდუსტრიის ერთ-ერთი ევროპული ცენტრი გახდება

უკრაინა ყოველთვის იყო და მომავალშიც სამხედრო და საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ევროპული ცენტრი გახდება, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „ჩვენ ვემზადებით უკრაინაში საწვრთნელი ცენტრისა და თვითმფრინავის ძრავების ერთობლივი წარმოებისთვის კომპანია Baikar-ის ქარხნის შესაქმნელად. ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ამ პროექტებს. უკრაინა ყოველთვის იყო და გახდება სამხედრო და საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ევროპული ცენტრი“, - განაცხადა ზელენსკიმ.  უკრაინის პრეზიდენტმა, „ძლიერი“ უწოდა NATO-ს ცხრა ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, რომლებიც მხარს უჭერდნენ კიევის ალიანსში შესვლას. „დღეს გვაქვს ძლიერი ერთობლივი განცხადება NATO-ს ცხრა ქვეყნის ლიდერებისგან. ესენია ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი“, - თქვა მან. „ევროპელმა ლიდერებმა დაგმეს რუსეთის ესკალაციის ნაბიჯები და, რაც მთავარია, მხარი დაუჭირეს ჩვენს მისწრაფებას გავხდეთ NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ჩვენს პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  

მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დასასრულს სენაკში მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვდა და სწავლებაში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს „ღირსეული პასუხი 2022“-ში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა. „ღირსეული პასუხი 2022“ უკვე მეექვსედ ჩატარდა, მასში ტელევიზიებისა და საინფორმაციო სააგენტოების მოქმედი ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ისინი ხუთი დღის განმავლობაში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო წესით ცხოვრობდნენ. მედიის წარმომადგენლებს ჯარისკაცის „მშრალი ულუფის“ დაგემოვნება, ღამის განგაში და საჰაერო ევაკუაციაც მოუწიათ.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოს ზოგიერთ რაინოში, 3 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. 3 ოქტომბრის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში: თბილისი - ღამით +14°, დღისით +28°, უმეტესად უნალექოდ. სოხუმი - ღამით +14°, დღისით +20°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ბათუმი - ღამით +18°, დღისით +27°, ხანმოკლე წვიმა. ფოთი - ღამით +14°, დღისით +22°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზუგდიდი - ღამით +16°, დღისით კი +24°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ქუთაისი - ღამით +18°, დღისით +24, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.. მესტია - ღამით  +7°, დღისით +15°, ხანმოკლე წვიმა. გორი - ღამით  +11°, დღისით +25°, უმეტესად უნალექოდ. ბორჯომი - ღამით +12°, დღისით კი +28°, უმეტესად უნალექოდ. ახალციხე - ღამით +10°, დღისით კი +28°, უმეტესად უნალექოდ. ცხინვალი - ღამით +11°, დღისით +24°, უმეტესად უნალექოდ. რუსთავი - ღამით +15°, დღისით +28°, უმეტესად უნალექოდ. თელავი - ღამით +15°, დღისით კი +26°, უმეტესად უნალექოდ. ლაგოდეხი - ღამით +15°, დღისით +28°, უმეტესად უნალექოდ. სიღნაღი - ღამით +13, დღისით კი +26, უმეტესად უნალექოდ. ცაგერი - ღამით +12°, დღისით კი +24°, უმეტესად უნალექოდ. ბახმარო - ღამით +7°, დღისით +17°, უმეტესად უნალექოდ.  

ბულგარეთში ვადამდელ არჩევნებში, ყოფილი პრემიერის პარტია იმარჯვებს

2 ოქტომბერს ბულგარეთში გამართულ ვადამდელ არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია „სამოქალაქო მოძრაობა ბულგარეთის განვითარებისთვის" (GERB) იმარჯვებს, იუწყება რადიო თავისუფლების ეროვნული სამსახური სამი სოციოლოგიური სააგენტოს დათვლაზე დაყრდნობით. მათი შეფასებით, GERB ხმების 23-25 ​​პროცენტს იღებს. მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი მეთაურის, კირილ პეტკოვის პროევროპული „განაგრძეთ ცვლილებები“ დაახლოებით 19% პროცენტის ზღვარზე. შემდეგ მოდის ეროვნული უმცირესობების პარტია „მოძრაობა უფლებათა და თავისუფლებებისთვის“ ხმების 14,8%-ით, „რენესანსი“ ხმების 9,9%-ით, „დემოკრატიული ბულგარეთი“ 7,5%-ით, „ბულგარული მზის ამოსვლა“ ხმების 4,5 პროცენტს აგროვებს, პოპულისტური „არის ასეთი ხალხი“ 4 პროცენტიან გამსვლელ ნიშნულზეა. წინა პრემიერ-მინისტრმა პეტკოვმა უკვე აღიარა დამარცხება და განაცხადა, რომ მისი პარტია არ შეეცდება მმართველ კოალიციაში შესვლას და ოპოზიციის ადგილს დაიკავებს, იუწყება RS Bulgarian Service. თუმცა, GERB-ს არ ექნება საკმარისი ხმები მინისტრთა კაბინეტის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად - მას მოუწევს კოალიციური პარტნიორების ძებნა. ამას ართულებს ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ბორისოვი და მისი თანამოაზრეები კორუფციაში დაადანაშაულა. ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 18 თვის განმავლობაში მეოთხედ გაიმართა. პეტკოვის მთავრობა ივნისში, მზარდი ინფლაციის ფონზე და კოალიციიდან „ასეთი ხალხის“ გასვლის გამო გადადგა. პეტკოვის თქმით, მთავრობას ეწინააღმდეგებიან რუსული სადაზვერვო სამსახურები და მაღალი კორუფცია. ივნისში სოფიამ 70 რუსი დიპლომატი და რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომელი გააზევა. მანამდე კი, მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის ყველა სანქციას მხარი დაუჭირა.   

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: პუტინის მიერ პრობლემების სწრაფად აღიარება ხაზს უსვამს მობილიზაციის არაეფექტიანობას

პუტინის მიერ მობილიზაციის პროცესში პრობლემების უჩვეულოდ სწრაფი აღიარება ხაზს უსვამს მობილიზაციის დისფუნქციას მისი პირველი კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება "პუტინის მიერ პრობლემების უჩვეულოდ სწრაფი აღიარება ხაზს უსვამს მობილიზაციის დისფუნქციას მისი პირველი კვირის განმავლობაში. ადგილობრივ ოფიციალურ პირებისთვის, სავარაუდოდ, გაურკვეველია კამპანიის ზუსტი ფარგლები და სამართლებრივი დასაბუთება", - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღე ავლენენ გმირობას, გამბედაობას და გამარჯვების ნებას 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ გაზის მიწოდების ერთობლივი გეგმა წარმოადგინა

ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის ბუნებრივი აირის გადამცემი სისტემის ეროვნული ოპერატორები, გაზსადენების ინტეგრირებული ქსელით ბუნებრივი აირის მიწოდების ინიციატივით გამოვიდნენ. ილჰამ ალიევი: TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენების გაფართოებაზე, პარტნიორებთან კონსულტაციები დავიწყეთ Report-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება რუმინულმა კომპანია Transgaz-მა გამოაქვეყნა. „Bulgartransgaz, Transgaz, FGSZ და Eustream გეგმავენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გასაფართოებლად მათი არსებული ქსელებით, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის ტრანსპორტირებას“, - ნათქვამია ანგარიშში. კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გავლით თურქეთიდან და საბერძნეთიდან აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში წელიწადში ხუთ მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის სწრაფად მიწოდებას.  

საქსტატი: საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის დონემ საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), რძე, ყვველი და კვერცხი (4.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.0 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (-1.1 პროცენტი); განათლება: ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (11.6 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (8.6 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (6.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-3.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.3 პროცენტით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.6 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (32.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (21.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.9 პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც 1.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 პროცენტიანი მატება, რაც 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: აქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (24.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.5 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.8 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შარლ მიშელი: უკრაინის ომი, ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე დრამატულ გავლენას ახდენს

უკრაინის ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე და გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენი უპირველესი მიზანია, უზრუნველვყოთ გარანტირებული მიწოდების უსაფრთხოება და ენერგიის ხელმისაწვდომობა ჩვენი ოჯახების, ბიზნესებისთვის. განსაკუთრებით ზამთრის სიცივის მოახლოებისას, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წერილში. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ოფიციალური წერილობითი შედეგი არ არის გათვალისწინებული. უკრაინის ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე და გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენი უპირველესი მიზანია, უზრუნველვყოთ გარანტირებული მიწოდების უსაფრთხოება და ენერგიის ხელმისაწვდომობა ჩვენი ოჯახების, ბიზნესებისთვის. განსაკუთრებით ზამთრის სიცივის მოახლოებისას“, – აღნიშნულია შარლ მიშელის მისაწვევ წერილში. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღე ავლენენ გმირობას, გამბედაობას და გამარჯვების ნებას შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთი შავ ზღვაში, რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ხომალდების რაოდენობას ზრდის

შავ ზღვაში რუსეთმა, რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ხომალდების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა. ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის პრესმდივანმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა. „მტრის ფლოტის გემების დაჯგუფება 8 ხომალდისგან შედგება, რომლებიც ყირიმის ნახევარკუნძულის უკან მანევრირებენ. მტერი მზადყოფნაში ინახავს 3 ზედაპირულ ხომალდს და 2 წყალქვეშა ნავს, რომლებიც 32 კალიბრის საკრუიზო რაკეტითაა აღჭურვილი", - განაცხადა ბრაჩუკმა. მისივე თქმით, შავ ზღვაში შტორმის გაძლიერების გამო ჭურვების აფეთქების საშიშროება იზრდება, რადგან სამაგრიდან ამოვარდნილი ჭურვი შესაძლოა პირდაპირ წყალში აფეთქდეს ან ტალღებმა ნაპირზე გამორიყონ.   

ფლორიდის შტატში, ქარიშხალ „იანის“ შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

ფლორიდის შტატში ქარიშხალ "იანს" 87 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ასობით სახლი დააზიანა. ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა ამასთან, ფლორიდის, სამხრეთ კაროლინის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში ელექტროენერგიის გარეშე მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. ამერიკული მედიის ინფორმაციით, „იანი“ პოსტ-ტროპიკული ციკლონის დონემდე შესუსტდა, თუმცა საფრთხეს მაინც წარმოადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქარიშხალ „იანის“ მოახლოების გამო, 30 სექტემბერს სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  

მედია: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“ ბაზიდან გაუჩინარდა

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“ ბაზიდან გაუჩინარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  NATO-ს ხელმძღვანელობამ მოკავშირეებს გაუგზავნა გაფრთხილება რუსული ატომური წყალქვეშა ნავის K-329 „ბელგოროდის“ მობილიზაციის შესახებ, რომელიც „აპოკალიფსის პალადინითაა“ აღჭურვილი. ალიანსში ვარაუდობენ, რომ ბირთვული წყალქვეშა ნავი არქტიკაში, ახალი სუპერ ძლიერი ტორპედო „პოსეიდონის“ შესამოწმებლად გაემგზავრა, რომელსაც ზოგჯერ „აპოკალიფსის პალადინს“ უწოდებენ. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica წერს. ჟურნალისტები, NATO-ს წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული დაზვერვის თანახმად, რუსული წყალქვეშა ნავი  ბაზიდან გაუჩინარდა, რათა „პოსეიდონის“ სარაკეტო ტორპედო, სახელწოდებით Status-6, ყარას ზღვის მიდამოში გამოსცადოს. სამხედრო ექსპერტების აზრით, ეს იარაღი NATO-ს მოკავშირეებს აიძულებს, ალიანსის ქვეყნების საზღვაო ძალების დაგეგმვის კონცეფციას გადახედონ. „ესაა სრულიად ახალი კატეგორიის იარაღი, რომელიც დასავლეთს აიძულებს საზღვაო ძალების ოპერაციების დაგეგმვის პრინციპები შეცვალოს, რაც ახალ მოთხოვნებსა და ახალი კონტრაქციის საშუალებებს გამოიწვევს“, - თქვა ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა ჰაი სატონმა. მედია წერს, რომ წყალქვეშა ნავის სუპერ ტორპედო ისეა შექმნილი, რომ აშშ-ის ინფრაწითელი სატელიტური სათვალთვალო სისტემა ვერ აფიქსირებს. რუსული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ტორპედოს შეუძლია მიაღწიოს სამიზნეს კონტინენტთაშორის დიაპაზონში 1 კმ-ზე მეტ სიღრმეზე 60-70 კვანძი (110-130 კმ/სთ) სიჩქარით.  

ლოიდ ოსტინი: მჯერა, რომ უკრაინა ხერსონის ოლქში, პროგრესს მიაღწევს

"მჯერა, რომ უკრაინა მიაღწევს პროგრესს ხერსონის ოლქში, რადგან უკრაინელები აგრძელებენ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლას", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ლოიდ ოსტინის თქმით, მან პირადად გააფრთხილა შოიგუ, არ გამოიყენონ ბირთვული იარაღი ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღე ავლენენ გმირობას, გამბედაობას და გამარჯვების ნებას „რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ერთგვარი ცვლილება ბრძოლის ველზე დინამიკაში. მათ ძალიან, ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი ხარკოვის ოლქში და შესაძლებლობებით ისარგებლეს. ბრძოლა ხერსონის ოლქში შედარებით ნელა მიმდინარეობს, მაგრამ ისინი პროგრესს აღწევენ“, - განაცხადა ოსტინმა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი: გვყავს ექიმი ჯეიმს კობი, რომელმაც მიიღო ნობელის პრიზი, რომელიც აქაა და სააკაშვილის ნახვას ელოდება

გვყავს ექიმი ჯეიმს კობი, რომელმაც მიიღო ნობელის პრიზი, რომელიც არის აქ და ელოდება სააკაშვილის ნახვას, მაგრამ ჯერ არ გვაქვს თანხმობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ ჟურნალისტებთან განაცხადა. „გვყავს ექიმი ჯეიმს კობი, რომელმაც მიიღო ნობელის პრიზი, რომელიც არის აქ და ელოდება სააკაშვილის ნახვას, მაგრამ ჯერ არ გვაქვს თანხმობა, რომ შემოვიდეს პრეზიდენტ სააკაშვილის სანახავად. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ გვყავს ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული პაციენტის სანახავად და ჯერ კიდევ არ უშვებენ. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივიღოთ თანხმობა, რომ ექიმი კობი შევიდეს და შეაფასოს პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. ჩვენ ყოველდღიურად რაც შეგვიძლია ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამის გაკეთება შევძლოთ“, - აღნიშნა ადვოკატმა. ადვოკატი: უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას: არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი შევიდა ცნობისთვისმ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს  

მატი მაასიკასი: ევროკავშირმა რუსული გაზის მოხმარება 40%-დან 9%-მდე შეამცირა

ევროკავშირმა, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, რუსული გაზის მოხმარება mვეთრად შეამცირა, რადგან მიხვდნენ, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის სანდო მიმწოდებელი. ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მატი მაასიკასმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.  ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა „როდესაც შემოჭრა დაიწყო, ევროკავშირ ბუნებრივი აირის 40% რუსეთიდან ყიდულობდა. ახლა ეს მონაცემი 9%-ია. ევროკავშირში მიხვდნენ და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის სანდო მიმწოდებელი“, - განაცხადა დიპლომატმა. მატი მაასიკასის თქმით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ახლა ერთობლივი ძალისხმევით ახორციელებენ რუსული იმპორტის სრულად ჩანაცვლებას.  ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი ამოქმედდა  

ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათივე ცნობით, ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმის აღდგენის მზარდ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებული სერვისების გაუმჯობესების მნიშვნელობას. „ითქვა, რომ პანდემიამ ოპერატორი კომპანიები არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. მთავრობის მეთაური მიესალმა TAV-ის ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი სიახლე იქნება შეთავაზებული. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირება. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მზადაა, TAV-თან ერთად აქტიურად იმუშაოს ამ მიმართულებით“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ხოლო TAV Airports-ის მხრიდან – TAV Airports-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე (ვიცე-პრეზიდენტი) ფრენკ მერეიდი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ესწრებოდნენ. „ტავ ჯორჯია“ TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. კომპანიის მხრიდან საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულად რეაბილიტირდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

თურქეთში წლიური ინფლაცია 24 წლიან მაქსიმუმზეა

თურქეთში სექტემბერში, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა და 83%-ს გადააჭარბა. ეს პროცესი ბოლო 16 თვის განმავლობაში ფიქსირდება. Turkstat-ის ცნობით, საცხოვრებლისა და კომუნალური მომსახურების ღირებულება ქვეყანაში 84,7%-ით გაიზარდა, სატრანსპორტო მომსახურება - 117,7%-ით, ენერგეტიკის ფასი 133%-ით გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 93,1%-ით გაძვირდა. სამომხმარებლო ფასების ზრდამ თურქეთში წინა თვესთან შედარებით 3.1% შეადგინა. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 1,5% იყო. ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 18,562 ლირა შეადგინა.   

უკრაინა: რუსული ძალები, უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში, სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შესაბამისი ასაკის მქონე ახალგაზრდებს ეძებენ

რუსული ძალები, უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში, სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შესაბამისი ასაკის მქონე ახალგაზრდებს ეძებენ, - ამის შესახებ უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღე ავლენენ გმირობას, გამბედაობას და გამარჯვების ნებას „დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება სამობილიზაციო ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კარდაკარ დადიან და სამხედრო მოსამსახურეების სიებს ადგენენ“, - ნათქვამია ოპერატიული სარდლობის განცხადებაში. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან დამსაქმებლები

„საპენსიო სააგენტოს" დირექტორის, გიორგი დანელიას განცხადებით, დამსაქმებლები, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ, შესაძლოა, დაჯარიმდნენ. ამის შესახებ დანელიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „მომზადებული გვაქვს კანონში ცვლილებების პაკეტი, რომლის სამუშაო ვერსიაზე მუშაობაც წინა კვირაში დასრულდა შესაბამის სამინისტროებთან ერთად და ერთ-ერთი პუნქტი, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ სქემის მონაწილეებმა იყო, რომ ამ თანხაზე დაგვერიცხა საპროცენტო სარგებელი და ის საპროცენტო სარგებელი გამოგვეყენებინა დაფინანსების წყაროდ, თუმცა იურიდიულად საკმაოდ რთულია და კაზუსს იწვევს, ამიტომ ვერ ხერხდება ამის გამოყენება, ამიტომ ეს თანხა კვლავ დარჩება. იმ დამსაქმებლებისთვის, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ, პრევენციის სახით ჯარიმის რაღაც ოდენობა, შესაძლოა, განისაზღვროს. ეს ვფიქრობთ, რომ შეამცირებს ამ თანხის ოდენობას, ხოლო მას, ვისაც უკვე გადმორიცხული აქვს ეცდება, რომ გაანაწილოს, სანამ დაჯარიმების მექანიზმი ამოქმედდება და სამომავლოდაც დანიშნულების გარეშე არ გადმორიცხოს თანხები“, - განაცხადა გიორგი დანელიამ.