ძებნის რეზულტატი:
გერმანია, დანია, ნორვეგია უკრაინას 16 სლოვაკურ ჰაუბიცას გადასცემენ
გერმანია, დანია და ნორვეგია 16 სლოვაკურ ჰაუბიცას (Zuzana-2) შეიძენენ, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მისივე თქმით, კიევისთვის მისი მიწოდება მომავალ წელს დაიწყება. Reuters-ი გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ შორი მოქმედების იარაღი, რომელსაც წუთში ექვსი ჭურვის 40-კმ მანძილზე გასროლა შეუძლია, სლოვაკეთში აიწყობა. სამი ევროპული ქვეყანა სისტემებზე 92 მილიონ ევროს დახარჯავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რომის პაპი: უპირველეს ყოვლისა, ვევედრები ვლადიმერ პუტინს, შეწყვიტოს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც საკუთარი ხალხის სიყვარულის გამო
რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეაჩეროს ძალადობა უკრაინაში. მისი თქმით, კრიზისი საფრთხეს უქმნის ბირთვულ ესკალაციას. რომის პაპმა ასევე დაგმო პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიების ბოლო ანექსია და მოუწოდა მას, ესკალაციის შემთხვევაში საკუთარ ხალხზე იფიქროს. წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილების წინაშე რომის პაპმა ასევე განაცხადა: „უპირველეს ყოვლისა, ჩემი მიმართვა ეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვევედრები მას, შეწყვიტოს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც საკუთარი ხალხის სიყვარულის გამო. მეორე მხრივ, დამწუხრებული ვარ უკრაინის მოსახლეობის უზარმაზარი ტანჯვის გამო, რომელიც მან განიცადა აგრესიის შემდეგ, მე თანაბრად იმედისმომცემი თხოვნით მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის“.
მედია: უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანთან ახლოს რუსული ტანკი დააკავეს
უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანთან ახლოს რუსული ტანკი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ეროვნული გვარდიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. „ეს არის რაშისტების ძველი ტანკების ყველაზე გავრცელებული თანამედროვე მოდიფიკაცია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“, - აცხადებენ ეროვნულ გვარდიაში. შეგახსენებთ, დონეცკის ოლქის მთავარი ლოგისტიკური ცენტრი ლიმანი უკრაინულმა ჯარებმა პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლოიდ ოსტინის თქმით, მან პირადად გააფრთხილა შოიგუ, არ გამოიყენონ ბირთვული იარაღი
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, მან პირადად გააფრთხილა რუსეთი, არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინაში. ოსტინმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ მან პირადად განუცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, რომ „ეს გზა არ აერჩია და ასე უპასუხისმგებლოდ არ მოქცეულიყო“. ოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინმა წარსულში უკვე მიიღო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, როგორიცაა მაგალითად, უკრაინაში შეჭრა. „ამჟამად ვერ ვხედავ ვერაფერს, რაც დამაჯერებს, რომ (ვლადიმერ პუტინმა) მიიღო ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გარდაცვლილი მთამსვლელების ცხედრები მესტიაში გადაასვენეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ტურისტებთან კავშირი რამდენიმე დღის წინ გაწყდა.
პოლიცია: ხარკოვის ოლქში 5 მშვიდობიანი მოქალაქე ოკუპანტებისგან გაქცევისას ნაღმზე აფეთქდა
ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა სერჰი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ ადამიანები მაისში ცდილობდნენ, გაქცეულიყვნენ იმ დროს ოკუპირებული ქალაქ კუპიანსკიდან, როდესაც ახლომდებარე სოფელ ვასილენკოვეში ნაღმზე აფეთქდნენ. დაღუპულთა შორის არის ოთხი კაცი, 18, 19, 20 და 41 წლის, ასევე 50 წლის ქალი. მათი ცხედრები 2 ოქტომბერს რუსული ძალებისგან ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ იპოვეს.
რა საკითხები განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ და მისმა ფრანგმა კოლეგამ ემანუელ მაკრონმა რუსეთის ბირთვული შანტაჟი განიხილეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ Facebook-ზე დაწერა. „ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობა.რაც შეეხება რუსეთის მიერ ბირთვული შანტაჟის თემას, ჩვენ განვიხილეთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე არსებული ვითარება და მისი დაუყოვნებლივი დემილიტარიზაცია“, - განაცხადა ზელენსკიმ. საფრანგეთმა შესაძლოა, უკრაინას 6-დან 12-მდე ახალი CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცა გადასცეს, რომლებიც მანამდე დანიისთვის იყო განკუთვნილი. ამის შესახებ Le Monde წერს. გამოცემის ინფორმაციით სამი ქვეყანა მიწოდებაზე შეთანხმდა, თუმცა ამ დროისთვის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მანამდე საფრანგეთმა უკრაინას, Nexter-ის მიერ წარმოებული Caesar-ის ტიპის 18 ჰაუბიცა გადასცა.
თენგიზ ცერცვაძე: COVID19 იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველომ მიაღწია იმას, რომ COVID19 იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია მინიმალური გავლენით ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. თუმცა, ცერცვაძის განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვას აქვს რესურსი, მეტად შემცირდეს დამძიმების და გარდაცვალების შემთხვევები, რისთვისაც საჭიროა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. „COVID19-ის პანდემია გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც, საბედნიეროდ კლების ტენდენციით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლავ ვინარჩუნებთ COVID-ით გარდაცვალების შემთხვევებს მინიმალურ ნიშნულზე. ბოლო კვირაში იყო სულ ხუთი გარდაცვალების შემთხვევა (საშუალოდ ერთზე ნაკლები დღეში), იმის წინა კვირას – ექვსი გარდაცვალების შემთხვევა და ა.შ. უკვე ბოლო 6 თვის მანძილზე COVID გარდაცვალების შემთხვევები ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. თითქმის მივაღწიეთ იმას, რომ COVID-ს ვმართავთ, როგორც ერთ-ერთ რიგით რესპირაციულ ინფექციას მინიმალური გავლენით ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ ქვეყნის ჯანდაცვას აქვს რესურსი, კიდევ უფრო მეტად შევამციროთ COVID დამძიმების და გარდაცვალების შემთხვევები, რისთვისაც საჭიროა შემდეგი: ვაქცინაცია: სადღეისოდ დადასტურებულია, რომ ვაქცინა ყოველთვის ვერ იცავს ადამიანს COVID-ით ინფიცირებისგან, მაგრამ საიმედოდ (70-75%-ით) იცავს დაავადების დამძიმებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და ლეტალური გამოსავლისგან – განსაკუთრებით მათ, ვისაც გაკეთებული აქვთ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა/დოზები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია 60 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის და მათთვის, ვისაც აქვს სერიოზული თანხმლები ქრონიკული დაავადებები. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ძალიან კარგი, თითქმის იდეალური პირობები (მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა, გამართული ინფრასტრუქტურა, მომზადებული მედპერსონალი, მაღალი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება), მაგრამ ამის მიუხედევად, სამწუხაროდ, საქართველოში COVID ვაქცინაციით მოცვა კვლავ დაბალია – სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 1/3. მაშინ, როდესაც ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების უმრავლესობაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 2/3-ზე მეტი. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მოსახლეობის სკეპტიკური განწყობა ვაქცინაციისადმი. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ექიმების, მათ შორის ცნობილი ექიმების ყოვლად უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო განცხადებები COVID ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ. დაგვიანებული მიმართვა ექიმთან: ავადმყოფების ნაწილი COVID-ის სიმპტომების გამოვლენისთანავე არ იკეთებს COVID ტესტირებას, რომელიც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომი. ხოლო დადასტურების შემთხვევაში არაიშვიათად თავს იკავებს ექიმთან კომუნიკაციისგან, ეწევა თვითმკურნალობას და მხოლოდ უკიდურესი დამძიმების შემდეგ მიმართავს ექიმს/კლინიკას. ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს: ადამიანების ნაწილი სერიოზულად არ აღიქვამს COVID-ს და მით გამოწვეულ საფრთხეებს. ან კიდევ ხედავს რა, რომ მათმა ახლობელმა, მეზობელმა ან ნაცნობმა (მათ შორის ასაკოვანმა და თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებმაც) იოლად გადაიტანა COVID, ფიქრობს, რომ მის შემთხვევაშიც ასე იქნება. არადა, უნდა გვახსოვდეს, რომ COVID ძალიან არაპროგნოზირებადი დაავადებაა, ის შეიძლება, მიმდინარეობდეს მსუბუქად (უსიმპტომოდაც კი), საშუალო სიმძიმით ან ძალიან მძიმედ, ან კიდევ დაიწყოს მსუბუქად და სწრაფად დამძიმდეს და წინასწარ ამის გამოცნობა ადვილი არ არის. სწორი მართვა – სამწუხაროდ, ოჯახის/ონლაინ კლინიკების ექიმების ნაწილი და ზოგიერთ COVID კლინიკაც კი სათანადო (პირდაპირი) ჩვენებების დროსაც კი არ უნიშნავს პაციენტს პაქსლოვიდს ან რემდესივირს. უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როცა COVID ავადმყოფს მკურნალობენ აზითრომიცინით, ფლუვოქსამინით, ივერმექტინით და სხვ. რაც სერიოზული შეცდომაა და მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს. მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და გვიან დაუკავშირდნენ ექიმს და შესაბამისად დაგვიანებით დაიწყეს მკურნალობა. პრაქტიკულად არც ერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან, ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა. დაბეჯითებით მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, COVID-ის პირველივე სიმპტომების (რომლებიც ყველასთვის ცნობილია) გამოვლენისთანავე (პირველივე დღეს) ჩაიტაროს ტესტირება COVID-ზე. COVID-ის დადასტურების პირველივე დღეს დაუკავშირდნენ ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს – ჩვეულებრივ ექიმი რეკავს პაციენტთან, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, თვითონ პაციენტი უნდა დაუკავშირდეს თავის ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს და ზუსტად მისდიოს მის რეკომენდაციებს. საჭირო შემთხვევებში და საჭირო ჩვენებისას (60 წელზე მეტი ასაკი, სერიოზული თანხმლები ქრონიკული დაავადებები, COVID-ის მძიმე მიმდინარეობა და სხვ.) აუცილებლად პირველივე დღეებში (უმჯობესია პირველ 3 დღეში) დაწყებულ იქნას მკურნალობა პაქსლოვიდით ან რემდესივირით. ყველა იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის დამძიმება მაინც მოხდა, ავადმყოფი დაუყოვნებლიც გაიგზავნოს COVID კლინიკაში. მოსახლეობამ აქტიურად გააგრძელოს ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით. ამ არც თუ ძნელად შესასრულებელი პირობების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება ავადმყოფის დამძიმება და მითუმეტეს, არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-19-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა“, - აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.
პრემიერი: მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში
პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუშინ, პირველ ოქტომბერს აღინიშნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 10 წლის იუბილე. მისი თქმით, მმართველი ძალის ხელისუფლებაში მოსვლიდან ქვეყანაში მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა ვთქვა მთავარი - ჩვენ გუშინ, პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია, მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს გვჭირდება სწორედ მშვიდობა, გვჭირდება სტაბილურობა და განვითარება, ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა და ამისთვის კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი ოცნება და მთავარი მიზანი იყოს მიღწეული და შესრულებული - ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული, მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება, დიდი მადლობა!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება
2 ოქტომბერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსია და განაცადა, რომ საფრანგეთი დაეხმარება უკრაინას „სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ აღდგენაში. ამასთან, პარტნიორებთან ერთად იმუშავებს აგრესორის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე. ამის შესახებ უკრაინული მედია მაკრონის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. რა საკითხები განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა „რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მტკიცედ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსია. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის გადაწყვეტილება, დაეხმაროს უკრაინას სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმუშაოს ახალ სანქციებზე", - ნათქვამია განცხადებაში. ორივე პრეზიდენტმა ასევე განიხილა ზაპოროჟიეში არსებული ვითარება, რომელიც კვლავ ძალიან შემაშფოთებელია. მაკრონმა დაგმო რუსული ჯარების მიერ ქარხნის დირექტორის დაკავება.
დემნა გვასალიას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა
დიზაინერი დემნა გვასალია საპატიო თბილისელის ჯილდოს მფლობელია. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას; რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართველები ვართ უნიჭიერესი ხალხი; ქართველები ვართ ადამიანები, რომლებსაც ბევრი რამ შეგვიძლია. შესაბამისად, მინდა წარმოგიდგინოთ დემნა გვასალიას კანდიდატურა - ადამიანის, რომელმაც მოხსნა ყველანაირი ჩარჩო და სტანდარტი მოდის ინდუსტრიაში. შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. დემნა მოდის სახლის „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორია, არის ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოს მფლობელი. დემნა ცხადია, დღეს თბილისში არ იმყოფება, იცით, რომ პარიზის მოდის კვირეული იმართება, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო და მე მექნე შესაძლებლობა, საპატიო თბილისელის წოდება ოფიციალურად გადავცე პირადად მას“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაჯოლდოებულებს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.
ვალერი ზალუჟნიმ და მარკ მილიმ სატელეფონო საუბარი გამართეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები განიხილა გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბარში. ამის შესახებ უკრაინული მედია ზალუჟნის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან საუბრისას ბრძოლის ველზე არსებული ვითარება განიხილეს. „ამ საღამოს სატელეფონო საუბარი მქონდა, გენერალ მარკ მილისთან. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები და რუსული შეიარაღებული აგრესიის მოგერიების საკითხი“, - წერს ზალუჟნი. დღეს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანას აქვს უნარი, რუსული ძალები უკან დახიოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თბილისის 20 საპატიო მოქალაქე დაჯილდოვდა და ქალაქის სიმბოლური გასაღები გადაეცა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2022 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ახალი სტატუსი 20-მა საპატიო თბილისელმა მიიღო. „მივესალმები თბილისს - ჩვენს მუდამ თანამედროვე, მოდერნისტულ, ახალგაზრდულ და რაც მთავარია, უძველეს დედაქალაქს, რომელიც უკვე 16 საუკუნეა ქმნის თბილისური ცხოვრების, სიყვარულის, ტოლერანტობის, მეგობრობის, კულტურის საოცარ ისტორიებს. მივესალმები ჩვენს თანაქალაქელებს. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ თანამოქალაქეებს. ჩემო თბილისელებო, თქვენ ხართ თბილისის დღევანდელობა, მისი სახე და ანარეკლი. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქალაქის განვითარება და წინსვლა. მე, როგორც დედაქალაქის მერი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და განვითარებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: შალვა ამონაშვილი - მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი; თენგიზ არჩვაძე - მსახიობი; ტარიელ ჭანტურია - მთარგმნელი, პოეტი; ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი; მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი, პედაგოგი; მინდია უგრეხელიძე - სამართალმცოდნე; ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ; ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი; ბადრი ვადაჭკორია - ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი; გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მეცნიერი; ილია ხეროდინაშვილი - ინჟინერი, მეცნიერი; ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი; რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი; ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი; მაია გოთუა - ალერგოლოგი, იმუნოლოგი; ვან ბაიბურთი - პოლიტიკოსი, ჟურნალისტი; ჰასან ჰასანოვი - აზერბაიჯანელი დიპლომატი; ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) - ფრანგი პიანისტი; ელდარ შენგელაია - რეჟისორი; დემნა გვასალია - დიზაინერი; „პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდით მრავლად არიან და დღეს მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მათ იმისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის უკეთებიათ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი ჯარისკაცების წარმატებები არ შემოიფარგლება მხოლოდ ლიმანით
დონეცკის რეგიონში ლიმანის განთავისუფლების ამბავი ახლა ყველაზე პოპულარული გახდა მედიაში. მაგრამ ჩვენი ჯარისკაცების წარმატებები არ შემოიფარგლება მხოლოდ ლიმანით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვოდეომიმართვაში განაცხადა. „ეს, იცით, ტენდენციაა... ცოტა ხნის წინ ვიღაცამ სადღაც ფსევდორეფერენდუმები გამართა და უკრაინის დროშას რომ აბრუნებენ, რუსული ფარსი აღარავის ახსოვს. გარდა, რა თქმა უნდა, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოებისა, რადგან ყველა, ვინც ჩართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტში, პასუხს აგებს ამაზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აახლოებს გამარჯვების ამ წუთებს, ვინც უკრაინის დროშას უკრაინის მიწაზე დამსახურებულ ადგილს უბრუნებს. მადლობას ვუხდი ყველას: გენერლებიდან რიგით ჯარისკაცებამდე, ყველას, ვინც გვეხმარება ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში. მადლობელი ვარ 127-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცების ქალაქ ხარკოვის დაცვისა და ხარკოვის რეგიონის ტერიტორიის გათავისუფლებისთვის. 110-ე ბრიგადის ჯარისკაცების, რომლებმაც მამაცურად მოიგერიეს დამპყრობლები ზაპოროჟიეს მიმართულებით. ჩემი მშობლიური კრივი-რიჰის 129-ე ბრიგადის ჯარისკაცებს, რომლებიც კარგი შედეგებით გამოირჩეოდნენ და გაათავისუფლეს, კერძოდ, არხანგელსკოე და მიროლიუბივკა. 115-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჟიტომირის რეგიონის დაცვაში. ასევე 117-ე ბრიგადის ჯარისკაცებს, რომლებიც იცავენ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებას სუმის რეგიონში. უკრაინა გაიმარჯვებს!“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინამ დონეცკის ოლქის სოფელი ტორსკეც დაიბრუნა. უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერის, სერჰი ჩერევატის თქმით, უკრაინულმა ჯარებმა დასახლებაზე 2 ოქტომბერს აღადგინეს კონტროლი. ტორსკე სტრატეგიულ ქალაქ ლიმანიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს. ლიმანი პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება
უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დიდხანს არ გაგრძელდება და მისი აქტიური ეტაპი მალე დასრულდება, - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. დამაზუსტებელ კითხვას, გაგრძელდება თუ არა ეს „ორი თუ სამი კვირა“, ბუდანოვმა უპასიხა, რომ საუბარია უფრო ხანგრძლივ პერიოდზე. „ეს ომი ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ის მალე დასრულდება", - განაცხადა ბუდანოვმა უკრაინული მედიის ცნობით. „მაისის ბოლოს მე ვთქვი, როგორი წარიმართებოდა სამხედრო ოპერაციები, პირდაპირ ვთქვი, რომ ივნისი არ იქნებოდა კარგი ჩვენთვის, წავაგებდით. ივლისში იქნებოდა პირობითი სტაგნაცია, აგვისტოში კი დავიწყებდით ეტაპობრივად სვლას ტერიტორიების აღდგენისკენ. ბენ ჰოჯესმა დაასახელა პერიოდი, როცა უკრაინული ჯარები ყირიმში შევლენ ზამთარში ომი დიდწილად ჩაცხრება, ზამთრის შემდეგ კი ამ კონფლიქტის დასრულება დაიწყება. პირველ ეტაპზე - 1991 წლის მდგომარეობით ადმინისტრაციულ საზღვრამდე მისვლა“, - განაცხადა ბუდანოვმა. მისივე თქმით, უკრაინის არმია ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს შევა. „შესაძლოა, ცოტა ადრეც“.
ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს წევრობაზე: დარწმუნებული ვარ, ამ პროექტს განვახორციელებთ
NATO-ს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის მისწრაფებას, გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტს განვახორციელებთ. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას გააკეთა. „დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი ერთობლივი განცხადება NATO-ს ცხრა ქვეყნის ლიდერებისგან: ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. მათ დაგმეს რუსეთის ესკალაციის ნაბიჯები და, რაც მთავარია, მხარი დაუჭირეს ჩვენს მისწრაფებას, გავხდეთ NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტს განვახორციელებთ. NATO-ს ცხრა ქვეყანა აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 სექტემბერს გამოაცხადა, რომ უკრაინამ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადს მოაწერა ხელი.
უკრაინული მედია: რუსმა სამხედროებმა, სუმის ოლქზე საარტილერიო შეტევა განახორციელეს
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა საარტილერიო შეტევა სუმის ოლქზე განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება როგორც ცნობილია, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სკოლა, გაზსადენი და ელექტრო ტრანსფორმატორი. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღე ავლენენ გმირობას, გამბედაობას და გამარჯვების ნებას ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს S-300 რაკეტებით შეუტიეს. არიან დაშავებულები
დღეს დილით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს მორიგი სარეკეტო დარტყმა მიაყენეს. ამის შესახებ ზაპოროჟიეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა და საქალაქო საბჭოს მდივანმა ანატოლი კურტევმა განაცხადა. „მტრის დაბომბვის შედეგად განადგურდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ არიან დაშავებულები. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. უფრო დეტალური ინფორმაცია ზუსტდება", - განაცხადა ანატოლი კურტევმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირანში, „შარიფის“ უნივერსიტეტში პოლიციასა და მომიტინგე სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა
ირანის დედაქალაქ თეირანის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, „შარიფის“ უნივერსიტეტში პოლიციასა და მომიტინგე სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს სტუდენტები, რომლებიც გაურბიან უსაფრთხოების ძალებს, ისმის სროლის ხმა. შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ირანში, მასობრივი პროტესტის ტალღა მოყვა. ამასთან, როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციების დაწყების შემდე,გ ქვეყანაში 133 ადამიანი დაიღუპა.
პოლიციამ თბილისში დაჭრის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული თ.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1991 წელს დაბადებული ლ.ჭ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.