ძებნის რეზულტატი:

ირანში, შეიარაღებული შეტაკებისას 19 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ირანში, შეიარაღებული შეტაკებისას 19 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. მათ შორის არიან რევოლუციური გვარდიის მეთაურები. ქვეყნის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ქალაქ ზაჰედანში, პოლიციის ბაზაზე, თავდასხმა სეპარატისტებმა მოაწყვეს. უცნობია, არის თუ არა კავშირი ირანის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებთან. ამასთან, ჯერჯერობით, უცნობია თავდამსხმელთა მოტივი და ვინაობა.   

Baltic Pipe-ს მილსადენით დანიიდან პოლონეთში, ნორვეგიული გაზის ტრანზიტი დაიწყო

ახალი ბალტიის მილსადენით გაზის ამოტუმბვა დაიწყო, რომლითაც ნორვეგიული „ლურჯი საწვავი“ დანიის გავლით პოლონეთს მიეწოდება. ამის შესახებ პოლონეთის გაზსადენების ქსელის Gaz-System-ის ოპერატორის პრესსამსახურში აცხადებენ. პოლონეთმა და დანიამ, ნორვეგიული გაზის ტრანსპორტირებისთვის ახალი მილსადენი გახსნეს გავრცელებული ინფორმაციით, გაზსადენის გაშვება დაგეგმილ ვადებში შედგა. „დღეს ისტორიული დღეა! გაზის მიწოდება დაიწყო Baltic Pipe-ით“, - ნათქვამია განცხადებაში. Baltic Pipe-ის დადგმული სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრია. გაზსადენის საზეიმო გახსნა 27 სექტემბერს გაიმართა.   

რუსეთმა დაადასტურა, რომ ლიმანზე კონტროლი დაკარგეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსული ჯარები ლიმანს აღარ აკონტროლებენ. უკრაინელმა სამხედროებმა, ლიმანის შესასვლელთან უკრაინის დროშა აღმართეს „ალყაში მოქცევის საფრთხის გამო, მოკავშირეთა ძალები გაიყვანეს კრასნი ლიმანის დასახლებიდან უფრო ხელსაყრელ ხაზებზე", - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  სად არის ეს „უფრო ხელსაყრელი საზღვრები" სამინისტროს არ დაუკონკრეტებია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

ურსულა ფონ დერ ლაიენი: საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის ამოქმედებული გაზსადენი, ბაზარზე თამაშის წესებს შეცვლის

ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. IGB ინტერკონექტორი შეცვლის თამაშის წესებს ბაზარზე და საშუალებას მოგვცემს განთავისუფლდეთ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან. ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა.  „ეს მილსადენი ცვვლის თამაშის წესებს ბულგარეთისთვის. ეს არის საკვანძო პროექტი ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ევრპას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ რუსული წიაღისეულისგან გათავისუფლდეს“, - განაცხადა ფორ დერ ლაიენმა გაზსადენის გახსნის ცერემონალზე.  მილსადენი საბერძნეთის კომოტინიდან, ბულგარეთის ქალაქ სტარა ზაგორამდე გაივლის. 240 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ბულგარეთს, სამხრეთ გაზის დერეფანსა და ტრანსადრიატიკის მილსადენთან (TAP) აკავშირებს. რაც უზრუნველყოფს მიწოდებას სხვადასხვა წყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, მათ შორის მოლდოვასა და უკრაინაში. IGB მილსადენის სიგრძე 182 კმ-ია, საიდანაც 31 კმ საბერძნეთშია. ტექნიკური სიმძლავრე - 3 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. შესაძლებელია მისი 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა საბერძნეთში საკომპრესორო სადგურის აშენებით, რაც ასევე უზრუნველყოფს ტრანზიტს.  მილსადენი ბულგარეთში 1 მილიარდ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს გადაიტანს.  გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მომავალ ტერმინალზე ალექსანდროპოლისში, კომოტინთან ახლოს. მანამდე ბულგარეთი თავისი საჭიროებების 90%-ზე მეტს, რუსული გაზის იმპორტით აკმაყოფილებდა. რუსული რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, „გაზპრომმა“ Bulgargaz-ს გაზის მიწოდება. შემდეგ ბულგარეთმა აზერბაიჯანიდან საცდელი გაზის მიღება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი რუსული გაზით წლიური მოთხოვნილების დაახლოებით 40%-ს ფარავდა.  

ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი ამოქმედდა

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის კომერციული ოპერირება დაიწყო. ამის შესახებ Trend-ს დიზაინერ კომპანია ICGB-ში განუცხადეს. „გაზსადენი ექსპლუატაციაში პირველი ოქტომბრის დილის 7 საათზე შევიდა. ბუნებრივი აირის პირველი მოცულობები ტრანსადრიატიკის გაზსადენიდან ინტერკონექტორით გავიდა. გაზსადენს წელიწადში 3 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. „ჩვენ ვზეიმობთ სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის კომერციულ დაწყებას, რომლის მნიშვნელობაც სცილდება საბერძნეთისა და ბულგარეთის ეროვნულ საზღვრებს. IGB-ის ექსპლუატაციაში შესვლით, ჩვენ გადავედით რეგიონის ენერგეტიკული სისტემის განვითარების საკვანძო ეტაპზე და წინ ვდგამთ უზარმაზარ ნაბიჯს უფრო ძლიერი, ურთიერთდაკავშირებული და დამოუკიდებელი ევროპისკენ“, - განაცხადა ICGB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თეოდორა გეორგიევამ. როგორც გეორგიევამ აღნიშნა, ეს არის პირველი პროექტი ბულგარეთში, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის წყაროების რეალურ დივერსიფიკაციასა და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. „ეს არის პირველი სრულად ავტომატიზირებული გაზსადენი ქვეყანაში და მის დასასრულებლად ჩვენ დავასრულეთ მესამე უდიდესი ჰორიზონტალური მიმართულების ბურღვა ევროპაში. IGB ასევე იქნება ბულგარეთის ერთადერთი პირდაპირი კავშირი TAP-თან და ქვეყანას სამხრეთ გაზის დერეფნის ნაწილად აქცებს“, - აღნიშნა გეპრგოევამ.   

ყირიმში, ბელბეკის აეროდრომთან ძლიერი ხანძარია

ყირიმში, ბელბეკის სამხედრო აეროდრომ ძლიერი ხანძრია და რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი „ტელეგრამ არხები“ იუწყებიან.  „ავარიული ვითარებაა ბელბეკის აეროდრომზე”, - თქვა ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა. მაშველების ინფორმაციით, თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან მოცურდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები.   

ილჰამ ალიევი: TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენების გაფართოებაზე, პარტნიორებთან კონსულტაციები დავიწყეთ

ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები პარტნიორებთან გაზსადენების - TANAP-ის (16 მილიარდიდან 32 მილიარდამდე) და TAP-ის (10 მილიარდიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე) გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ამის გარეშე გაძნელდება დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფა.  ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირველ ოქტომბერს საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.  „სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელმაც ევროპის ენერგეტიკული რუკა ხელახლა დახატა, კონტინენტზე ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტია. აზერბაიჯანი ამაყობს იმით, რომ ის მხარეა, რომელმაც სამხრეთის გაზის დერეფანი დაიწყო. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა სამხრეთის გაზის დერეფანი მომხმარებლებს გაზს ახალი მარშრუტით, მათ შორის ახალი წყაროდან აწვდის. მანამდე ერთადერთი წყარო იყო შაჰ-დენიზის გაზის საბადო, რომელიც მდებარეობდა კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში. მაგრამ მალე წარმოება დაიწყება აზერბაიჯანის რამდენიმე სხვა გაზის საბადოზე, რაც ხელს შეუწყობს მიწოდების ზრდას“, - განაცხადა ალიევმა.  შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

ოპერატორი: Nord Stream2-ის მილსადენიდან გაზის გაჟონვა შეწყდა

ბალტიის ზღვის ფსკერზე, დაზიანებული Nord Stream2-ის მილსადენიდან გაზის გაჟონვა შეწყდა. ამის შესახებ მედია გაზსადენის ოპერატორის სპიკერზე, ულრიხ ლისეკზე დაყრდნობით იტყობინება. ჯო ბაიდენი: Nord Stream-ის ორივე მილსადენის დაზიანება, მიზანმიმართული დივერსიაა  „ეს შესაძლოა ორ რამეზე მიანიშნებდეს -  მილსადენი ან მთლიანად ცარიელია, ან გაზის წნევამ მილში და მის გარეთ წონასწორობას მიაღწია“, - ამბობს ულრიხ ლისკეზე.  რაც შეეხება  დაზიანებულ მეორე მილსადენს, Nord Stream1-ს, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, რომ იქ გაჟონვა შეჩერებულია. SVT Nyheter-ის ცნობით, ეს სავარაუდოდ 2 ოქტომბერს მოხდება. შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს მილსადენებში გაზის წნევა დაეცა და Nord Stream-ის სამ ხაზზე გაჟონვა გამოვლინდა. რუსეთისა და აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მილსადენებზე დაზიანება დივერსიის შედეგია.  The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.  

უკრაინის ელჩი კანადაში: ICAO-ს ისტორიაში პირველად, რუსეთი ორგანიზაციის მმართველ საბჭოში არ აირჩიეს

ICAO-ს ისტორიაში პირველად, რუსეთი ორგანიზაციის მმართველი საბჭოში არ აირჩიეს.  რუსეთს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს საავიაციო სააგენტოს (ICAO) მმართველ საბჭოს წევრობისთვის ხმები არ ეყო.  უკრაინის ელჩი კანადაში, იულია კოვალევა აცხადებს, რომ რუსეთი საბჭოს პირველ ჯგუფში არ აირჩიეს, რომლის წევრიც რუსეთის ფედერაცია 1944 წლიდან, ორგანიზაციის დაარსების მომენტიდან იყო. რუსეთმა მეორე ჯგუფის არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კანდიდატურა მესამე ჯგუფში წარადგინოს, რომელსაც კენჭს სამშაბათს უყრიან. „რუსეთის არ არჩევა უპრეცედენტოა, ეს 1944 წლის შემდეგ არ მომხდარა. ეს გადაწყვეტილება ასახავს დასავლეთის ქვეყნების სურვილს, დააკისრონ პასუხი რუსეთს მის ქმედებებზე უკრაინაში“, - აცახდებს უკრაინის ელჩი კანადაში. ICAO-ს მმართველი საბჭო 36 ქვეყნისგან შედგება. ის მუდმივი ორგანოა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არჩევა სამი წლის ვადით ხდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა თავისი საჰაერო სივრცე, 36 ქვეყნის ავიაკომპანიებისთვის დახურა, მათ შორისაა ევროკავშირის 27 წევრი.  მანამდე ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ადინა ველიანი გამოვიდა შეთავაზებით, რომ რუსეთმა ICAO-ს საბჭოში მუშაობა აღარ გააგრძელოს. დასავლეთი ამბობს, რომ რუსეთმა ასობით უცხოური თვითმფრინავი მფლობელებს უკანონოდ ჩამოართვა, რასაც მოსკოვი უარყოფს.  

სენაკის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ხმების 96,68% მიიღო -ცესკო

სენაკის №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, წინასწარი პირველადი შედეგებით, ხმების 3,32 პროცენტი მიიღო მამუკა ტუსკაძემ („მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“), 96,68 პროცენტი კი – ზაზა ყურაშვილმა („ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“). ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე პირველადი შედეგები მედიას, ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა გააცნო. „შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე საპილოტე რეჟიმში გამოყენებული იყო  ელექტრონული ტექნოლოგიები - ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. აღსანიშნავია, რომ პირველად იყო გამოყენებული სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები, რის შედეგადაც ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლო მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა. ახალმა ტექნოლოგიებმა ამომრჩევლების მოწონება დაიმსახურა. საარჩევნო უბნებზე ახლა მიმდინარეობს ტრადიციული მეთოდით  ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოგადაღება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიას, დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ხმის დათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა კი აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე. კენჭისყრის დღე კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. გვინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის. ასევე მადლობას ვუხდით ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებს და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.  

შვედეთმა, თურქეთში იარაღის ექსპორტზე ემბარგო გააუქმა

შვედეთის შეიარაღების ექსპორტის კონტროლის სახელმწიფო სააგენტომ (ISP) თურქეთში, იარაღის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმების შესახებ გამოაცხადა.  ISP-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთში იარაღის ექსპორტის დაშვებაზე გადაწყვეტილება, შვედეთის NATO-ში განაცხადის შესახებ ანკარის პოზიციის გამო მიიღეს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეს გადაწყვეტილება ეხება ელექტრონიკის სფეროს პროდუქტებს, ასევე იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

მედია: საფრანგეთმა შესაძლოა, უკრაინას დამატებით 12-მდე CAESAR-ის ჰაუბიცა მიაწოდოს

საფრანგეთმა შესაძლოა, უკრაინას 6-დან 12-მდე ახალი CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცა გადასცეს, რომლებიც მანამდე დანიისთვის იყო განკუთვნილი. ამის შესახებ Le Monde წერს.  გამოცემის ინფორმაციით სამი ქვეყანა მიწოდებაზე შეთანხმდა, თუმცა ამ დროისთვის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მანამდე საფრანგეთმა უკრაინას, Nexter-ის მიერ წარმოებული Caesar-ის ტიპის 18 ჰაუბიცა გადასცა.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ერევანმა მშვიდობის შანსი უნდა გამოიყენოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „სომხეთმა სრულად უნდა ისარგებლოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შანსით“. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში შეხვდებიან ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ვადამდელ შეხვედრას არ გამორიცხავს. 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ლიმანში საომარი მოქმედებები კიდევ გრძელდება, თუმცა ფსევდორეფერენდუმის კვალი აღარ არის

უკრაინის დროშა უკვე ლიმანშია, თუმცა ქალაქში საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინელმა სამხედროებმა, ლიმანის შესასვლელთან უკრაინის დროშა აღმართეს „უკრაინის დროშა უკვე ლიმანში, დონეცკის ოლქშია. ბრძოლები იქ ისევ გრძელდება. მაგრამ ფსევდორეფერენდუმის კვალი აღარ არის", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსებმა სამხედრო სარდლობაში დამარცხებაზე პასუხისმგებელი პირების ძებნა დაიწყეს. „ესაა პირველი მოწოდება, რომლის მოსმენაც ღირს რუსეთის ხელისუფლების ყველა დონეზე. ვიდრე თქვენ თავად არ გადაწყვეტთ პრობლემას იმ ერთთან, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ეს უაზრო ომი დაწყო. თქვენ სათითაოდ გაგანადგურბენ  და „განტევების ვაცებად“ გაქცევენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის აგრესიაზე პასუხისმგებელთა ტრიბუნალი აუცილებლად გაიმართება

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში პასუხისმგებელი პირებისთვის, ტრიბუნალი აუცილებლად გაიმართება, რაც მათ კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ გაიხსენა, რომ 76 წლის წინ პირველ ოქტომბერს ნიურნბერგის ტრიბუნალმა დაასრულა მუშაობა. პრეზიდენტის თქმით, ამ პროცესმა დიდწილად ჩაუყარა თანამედროვე სამყაროს სამართლებრივი საფუძველი, რომლის განადგურებასაც რუსეთი ცდილობს. „ამიტომ, აუცილებლად გაიმართება კიდევ ერთი ტრიბუნალი, რომელიც ბოლოს მოუღებს ყველა იმ პირის კარიერას, ვინც პასუხისმგებელია რუსეთის სპეცოპერაციაზე საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც 2014 წელს დაიწყო და 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი გახდა და რომელიც ჩვენი ხალხის გმირობს შედეგად დასრულდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინა ლამბრეხტი პირველ ოქტომბერს უკრაინას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე უკრაინულმა მხარემ ვიზიტის დასრულების შემდეგ გაავრცელეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრის ვზიტი უკრაინაში წინასწარ არ იყო გამოცხადებული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ლამბრეხტი ოდესაში ჩავიდა და თავის უკრაინელ კოლეგას ოლექსეი რეზნიკოვს შეხვდა. რეზნიკოვმა ლამბრეხტთან შეხვედრა თავის Twitter-ში დაადასტურა. ამ დროისთვის, გერმანის თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტზე, სხვა დეტალები ცნობილი არ არის.   

ბათუმმა ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა

ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო, ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე Facebook-ზე ავრცელებს.  „World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის World Travel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი“, – წერს რიჟვაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ბათუმმა ეს ტიტული 2019 წელსაც მოიპოვა.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: სადაც რუსეთმა „რეფერენდუმი" ჩაატარა, ახლა უკრაინის დროშაა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ დონეცკის ოლქის ახლახან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმის კვალი არ არის და დროთა განმავლობაში რუსებისთვის ასეთი „არათანმიმდევრულობა“ უფრო და უფრო მეტი იქნება. „რუსეთმა დადგა ფარსი დონბასში, რომელიც მათ სურდათ, რომ როგორც სავარაუდო ”რეფერენდუმი” წარმოედგინათ. ამ კვირაში დონბასში უფრო მეტი უკრაინის დროშა იყო. ერთ კვირაში კიდევ იქნება. მაშინ რა არის ფსევდორეფერენდუმი? ეს ორი დონეცკის რეგიონია, დონეცკის ოლქის იამპოლის ორი სოფელი თუ ტორსკოეს ორი სოფელი? (სოფელ ტორსკოეს განთავისუფლება ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი ) უკრაინული მოძრაობა გაგრძელდება, უკრაინის დროშა უკვე დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანშია. ჯერ კიდევ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, მაგრამ რაიმე სახის ფსევდორეფერენდუმის კვალი აღარ არის. უკრაინისთვის ეს ლოგიკურია, მაგრამ მტრისთვის ასეთი „არათანმიმდევრულობა“ სულ უფრო მეტი იქნება. პუტინმა 30 სექტემბერს უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა.  პუტინმა უკრაინის რეგიონების ხერსონისა და ზაპოროჟიეს „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა რუსეთის პარლამენტში ანექსიის კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება, რის შემდეგაც პუტინი ოკუპირებული ტერიტორიების „მიმაგრებას“ რუსეთის კონსტიტუციაში გააფორმებს. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.  

სერჰი გაიდაი: ლიმანის შემდეგ, ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაცია დაიწყება

ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, სერჰი გაიდაი დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის განთავისუფლების შემდეგ, ლუგანსკის ოლქის დეოკუპაციის დაწყებას ელის. უკრაინელმა სამხედროებმა, ლიმანის შესასვლელთან უკრაინის დროშა აღმართეს „მას შემდეგ, რაც ოკუპანტები დატოვებენ ლიმანს (თუ შეუძლიათ და თუ დრო აქვთ), ლიმანის შემდეგ დაიწყება ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია. ჩვენ ყველა ამას ველოდებით, მოვემზადეთ“, - აღნიშნა გაიდაიმ.  ვოლოდიმირ ზელენსკი: ლიმანში საომარი მოქმედებები კიდევ გრძელდება, თუმცა ფსევდორეფერენდუმის კვალი აღარ არის ამასთან, მან აღნიშნა, რომ როგორ და რა მიმართულებით მოხდება დეოკუპაცია, ამას სამხედროები გადაწყვეტენ.  გაიდაიმ ასევე განაცხადა, რომ ოკუპანტები, რომლებიც ლიმანიდან გარბიან, აქვეყნებენ ვიდეოებს, რომ ისინი მიატოვეს და არ იციან რა გააკეთონ.  

IAEA-ს ხელმძღვანელი კიევსა და მოსკოვს ეწვევა

რუსული ძალების მიერ უკრაინის ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის, იჰორ მურაშოვის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უკრაინასა და რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ IAEA-ს პრესსამსახური იტყობინება. „ქარხნის პერსონალის ნებისმიერი წევრის ასეთი დაკავება იქნება თავისთავად სერიოზული შეშფოთების წყარო, მაგრამ ამას ასევე ექნება ფსიქოლოგიური გავლენა ზეწოლა დანარჩენ პერსონალზე, რაც საზიანოა ბირთვული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა გროსიმ. როგორც ცნობილია, იჰორ მურაშოვი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურიდან ქალაქ ენერგოდარში მიემართებოდა. მურაშოვი ავტომობილიდან გადაიყვანეს და თვალახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.