ძებნის რეზულტატი:
IAEA-ს ხელმძღვანელი: რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი გაათავისუფლეს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი იგორ მურაშოვი გაათავისუფლეს. გროსიმ Twitter-ზე დაწერა, რომ მან „მიიღო ინფორმაცია, რომ ბ-ნი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა ოჯახთან". რუსმა სამხედროებმა მურაშოვი 30 სექტემბერს ZNPP-დან ენერგოდარისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მანქანა გააჩერეს და სადგურის დირექტორი თვალახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ კვირას, საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან მურაშოვის დაკავების საკითხი განიხილა.
მედია: რუსეთის უმდიდრესმა მოქალაქეებმა, წლის დასაწყისიდან თითქმის $100 მილიარდი დაკარგეს
რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ერთობლივი ქონება 2022 წლის დასაწყისიდან, $94 მილიარდით შემცირდა. მონაცემებს სააგენტო TASS ავრცელებს, რომელმაც Bloomberg Billionaires Index-ში მომხდარი ცვლილებები შეისწავლა. ერთი თვის წინ ეს ზარალი მხოლოდ $54 მილიარდად იყო შეფასებული. ყველაზე მეტი კაპიტალი ალექსეი მორდაშოვმა დაკარგა ($9,8 მილიარდი; ახლა მისი ქონება $19,1 მილიარდად არის შეფასებული), გენადი ტიმჩენკომ მინუს $9,7 მილიარდი; (ახლა - $12,8 მილიარდს ფლობს) და ვლადიმერ ლისინმა (მინუს 9,1 მილიარდი; ახლა - 18,9 მილიარდი). პროცენტული თვალსაზრისით, ზარალის მხრივ ლიდერი ვიქტორ ვეკსელბერგი აღმოჩნდა - მისი ქონება 60%-ზე მეტით $11,2 მილიარდამდე შემცირდა. რომან აბრამოვიჩმა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც შუამავალს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, თავისი ქონების თითქმის ნახევარი დაკარგა. მისი კაპიტალი $8,3 მილიარდით შემცირდა და ახლა $9,7 მილიარდად არის შეფასებული. ამ დროისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში რუსეთის 27 მოქალაქეა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბევრი მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც დასავლეთის შეფასებით კრემლთან კავშირშია, სანქცირებულია. მათი აქტივები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში გაიყინა.
მედია: საფრანგეთი უკრაინას, Bastion-ის 20 ჯავშანმანქანას გადასცემს
საფრანგეთი, უკრაინისთვის „ბასტიონის“ 20 ჯავშანმანქანის მიწოდებაზე კონტრაქტს ამზადებს. მედიის ცნობით, მხარეებს შორის, ხელშეკრულება ჯერ არ არის გაფორმებული, მაგრამ „ბასტიონის“ მიწოდება შესაძლოა, უფრო სწრაფად მოხდეს. Bastion 12,5 ტონიანი 10 ადგილიანი ჯავშანმანქანაა, რომელიც ექსკლუზიურად ექსპორტისთვის იწარმოება და ძირითადად აფრიკის ქვეყნებში იყიდება. „ბასტიონის“ რამდენიმე ვერსია არსებობს; საფრანგეთი უკრაინისთვის საბრძოლო მოდელის გადაცემას გეგმავს, რომელიც შესაძლოა, 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევით აღიჭურვოს.
რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქის ჰოსპიტალზე მიიტანა იერიში. დაიღუპა ექიმი
ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები თავს დაესხნენ კუპიანსკის რაიონში მდებარე ჰოსპიტალს. „სამწუხაროდ, დაიღუპა ანესთეზიოლოგი, დაშავდა ერთი მედდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება", - წერს სინეგუბოვი ტელეგრამის არხზე. მისივე თქმით, საავადმყოფოს შენობა პირველიდან მეოთხე სართულამდე თითქმის მთლიანად დანგრეულია. ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები იმყოფებიან.
ენერგოატომი: ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა
კომპანია Energoatom-მა, რომელიც უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს მართავს, განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი იგორ მურაშოვი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. IAEA-ს ხელმძღვანელი: რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი გაათავისუფლეს მანამდე IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ დაადასტურა, რომ რუსმა სამხედროებმა მურაშოვი გაათავისუფლეს. „იგორ მურაშოვი ახლა უსაფრთხოდ არის და იმყოფება ზაპოროჟიეს ZNPP გარე კრიზისულ ცენტრში“. Energoatom-ის ინფორმაციით, მურაშოვი „საგანგებო სიტუაციის საჯაროობისა და IAEA-ს გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის მნიშვნელოვანი ძალისხმევის გამო გაათავისუფლეს, რომელმაც ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა". რუსმა სამხედროებმა მურაშოვი 30 სექტემბერს ZNPP-დან ენერგოდარისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მანქანა გააჩერეს და სადგურის დირექტორი თვალახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ კვირას, საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან მურაშოვის დაკავების საკითხი განიხილა.
CNN: უკრაინა შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიღების შემთხვევაში, აშშ-სთან სამიზნეებზე კოორდინაციისთვის მზადაა
უკრაინამ შეერთებულ შტატებს სთხოვა, რომ კიევს ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გადასცეს. იმ პირობით, რომ კიევი ვაშინგტონთან ერთად კოორდინაციას გაუწევს იმ სამიზნეებს, რომლებთან მიმართებითაც ეს იარაღი უნდა გამოიყენონ. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. CNN-ის ცნობით, უკრაინის მთავრობამ ამ მიზნების შესახებ, აშშ-ს „სრული და მუდმივი გამჭვირვალობა“ შესთავაზა. CNN ვინაობის დასახელების გარეშე, ციტირებს უკრაინელ ოფიციალურ პირს, რომელიც ამბობდა, რომ კიევმა „ვირტუალურად ზუსტად ჩამოთვალა კონკრეტული სამიზნეები, რომლებსაც უნდა დავარტყათ ჩვენს ტერიტორიაზე და რომელთა მიღწევა შეუძლებელია არსებული საშუალებებით“. ასეთი სამიზნეები მოიცავს ლოგისტიკურ მარშრუტებს, აეროდრომებს, ავიაბაზებს და იარაღის საწყობებს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით. მანამდე აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ HIMARS სისტემებისთვის არსებული რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ დაახლოებით 70 კმ მანძილზე, საკმარისია უკრაინის სამხედრო ამოცანების შესასრულებლად. CNN-ის ზოგიერთი თანამოსაუბრე თვლის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, ATACMS-ის რაკეტების უკრაინისთს გადაცემა „წითელი ხაზების“ დარღვევად მიიჩნიოს და კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ შეერთებული შტატები დაასახელოს. ATACMS-ის რაკეტების გაშვება შესაძლებელია HIMARS-ის დანადგარებიდან, რომლებიც ვაშინგტონმა უკვე გადასცა უკრაინას.
ევროკავშირი უკრაინას დამატებით €5 მილიარდს გამოუყოფს
ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა, რომელიც 5 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ საკითხს Twitter-ზე უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი გამოეხმაურა. „ევროკავშირმა ახლახან მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. მადლიერი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარ ვალდის დომბროვსკის ასეთი გადაწყვეტილებისთვის“ , - აღნიშნა უკრაინის პერმიერმა. „ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი ჟესტი, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის ამ ომში გამარჯვებას, აღმშენებლობასა და ევროპულ მომავალს“, - წერს შმიგალი სოციალურ ქსელში.
მედია: დმანისის კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე ადგილობრივებმა, ცენტრის ხელმძღვანელის ცხედარი ნახეს
დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე ადგილობრივებმა, დღის საათებში ცენტრის ხელმძღვანელის გოჩა კილაძის ცხედარი ნახეს. შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ წერს. გამოცემის ცნობით, დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიურ კვლევით ცენტრში სტუდენტებისთვის განკუთვნილი სასწავლო ან კვლევითი პროგრამა არ მიმდინარეობდა - დმანისისა და ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციები და საზაფხულო სკოლები სექტემბრის ბოლოს დასრულდა. თავად გოჩა კილაძე, მისი კოლეგების თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში თითქმის მუდმივად ამ ცენტრში იყო. „არქეოლოგი გოჩა კილაძე თითქმის ოცი წლის განმავლობაში იყო ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, დმანისის სამეცნიერო გუნდის წევრი და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი. ის მონაწილეობდა დმანისის ცნობილ არქეოლოგიურ გათხრებში, რომლის დროსაც იპოვეს 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის თავის ქალები და სხვა პალეონტოლოგიური და არქეოლოგიური მასალა“, - წერს გამოცემა. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ელონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის კონფლიქტის ერთ-ერთი შესაძლო, თუმცა ნაკლებად სავარაუდო შედეგი შესაძლოა, ბირთვული ომი იყოს. ამავდროულად, მასკმა მხარეებს ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ შესთავაზა: „განმეორებითი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ“ (რუსეთი იხსნება, თუ ხალხის ნება ასეთია); ყირიმი ფორმალურად გახდება რუსეთის ნაწილი (მასკი თვლის, რომ „ასე იყო 1783 წლიდან ხრუშჩოვის შეცდომამდე“); უზრუნველყოფილია ყირიმისთვის წყლის მიწოდება; უკრაინა ნეიტრალურ სახელმწიფოდ რჩება. მასკი აღიარებს, რომ „საბოლოოდ, ძალიან სავარაუდოა, რომ შედეგი სწორედ ასეთი იქნება – ერთადერთი საკითხია, რამდენი ადამიანი მოკვდება მანამდე“. ამასთან, ბიზნესმენმა თავისი „წინადადებების ქვეშ“ კენჭისყრის ფორმა და ვარიანტები გამოაქვეყნა: „დიახ“ და „არა“. მოსკოვის დროით 20:20 საათისთვის ხმა მისცა დაახლოებით 530 ათასმა მომხმარებელმა, მათგან 55%-ზე მეტი წინააღმდეგი იყო, ხოლო დაახლოებით 44% მომხრე.
ცნობილია, სად იმუშავებს ლიკა ჭუმბურიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შემდეგ
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დირექტორის თანამდებობაზე ლიკა ჭუმბურიძე დაინიშნა. ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს. პოსტზე დანიშვნამდე, ლიკა ჭუმბურიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. „2019-2022 წლებში იყო ივ. ბოკერიას სახ. საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საოპერაციო დირექტორი, 2019 წელს კი - „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“-ს აღმასრულებელი დირექტორი. 2017-2018 წლებში მუშაობდა „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. 2015-2017 წლებში იყო Innova HC Ltd_ს საოპერაციო დირექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა, კლინიკებისა და სამედიცინო დაწესებულებების წამყვან თანამდებობებზე, მათ შორის, იყო სამედიცინო ხარისხის უზრუნველყოფისა და შიდა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი, ფინანსური ადმინისტრირების ჯგუფის ხელმძღვანელი და სხვა. ლიკა ჭუმბურიძე არის ევროპული ჯანდაცვის მენეჯმენტის ასოციაციის (EHMA) წევრი და კოორდინატორი საქართველოში, ასევე საქართველოს ჯანდაცვის მენეჯმენტის ასოციაციის პრეზიდენტი“, - ნათქვამია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ
საქართველოს და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ. ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისებრივად სრულიად ახალ დონეზე ავიდა. დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ჩვენმა ქვეყნებმა ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა განავითარეს მრავალი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გერმანიის ერთობის მაგალითზე ყველანი ვხედავთ, რისი მიღწევა ძალუძს ერს გაერთიანებული ძალისხმევით. „გერმანიის ერთობის მაგალითზე ყველანი ვხედავთ, რისი მიღწევა ძალუძს ერს გაერთიანებული ძალისხმევით. ყველანი ვხედავთ, რომ ხალხი მშვიდობიანად ახერხებს თანაარსებობასა და სწრაფვას, თავისუფალი საზოგადოების შექმნას, უკლებლივ ყველა ადამიანის უფლების დაცვას, სამართლის უზენაესობას, ძლიერ დემოკრატიასა და აყვავებულ ეკონომიკას. გერმანიამ დიდი გზა გამოიარა ცივი ომის შემდეგ, როდესაც დაყოფისა და დაპირისპირების ცენტრალურ ხაზზე იყო. ევროპის ქვეყნებს შორის ინტეგრაციის ცენტრად იქცა გერმანია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გერმანია საქართველოსთვის სანიმუშო მაგალითი და მისაბაძი მოდელია, რადგან იგივე გამოწვევების წინაშე ვართ, რაც გერმანიამ ხავერდოვნად და წარმატებით დაძლია 30-ზე მეტი წლის წინ. გერმანია ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად იქცა ევროკავშირში, რადგან თავად გაძლიერდა და წარმოჩინდა ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრად, რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს მთელ კონტინენტზე მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში,“- აღნიშნა პრემიერმა. „ამ გამოწვევებით სავსე დროს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ევროპის უსაფრთხოება საშიშროების წინაშეა, 3 ოქტომბერი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხდება აშკარა, რომ მხოლოდ ერთობით შევძლებთ დავიცვათ საერთო ღირებულებები და საერთო-ევროპული სახლი. საქართველოსა და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ. ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისებრივად სრულიად ახალ დონეზე ავიდა. დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ჩვენმა ქვეყნებმა ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა განავითარეს მრავალი მიმართულებით. დიდად ვაფასებთ გერმანიის როლს განვითარებაზე ორიენტირებული წამყვანი პარტნიორის რანგში, რომელიც ქმედითად ახორციელებს დახმარებას ისეთი ფედერალური უწყებების საშუალებით, როგორიცაა KfW, GIZ და სხვა გერმანული დაწესებულებები, რომლებიც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს მიჰყვებიან. ბოლო წლებში გერმანია უმსხვილეს ორმხრივ დონორ ქვეყნად იქცა ჩვენთვის უცხოური დახმარების ნაწილში და ჩვენ მადლობას გიხდით ამისათვის. დიდად მწამს, რომ გერმანია კიდევ უფრო მეტად შეინარჩუნებს ძლიერ პოზიციას და ფლაგმანის როლს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციის ნაწილში. მეორე მხრივ, გერმანიას შეუძლია კიდევ მეტად დაეყრდნოს საქართველოს, რადგან ჩვენ საერთო-ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების მხარდაჭერის გაგრძელება გვაქვს მიზნად დასახული და ჩვენი წვლილის შეტანა გვაქვს განზრახული რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში. საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ გერმანიის ერთობის დღეს! მადლობა!“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა. შესრულდა საქართველოს, გერმანიისა და ევროკავშირის ჰიმნები. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ახლა უნდა დაიწყოს
უკრაინას შეუძლია, ლიეტუვის „უპირობო მხარდაჭერის“ იმედი ჰქონდეს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაშინაც კი, თუ ეს მიუწვდომელ მიზანს ჰგავს“, ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსუსკასმა განაცხადა. იტყობინება ლიეტუვური მედია LRT. მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები ვერ დარჩებიან იგივე პოზიციაზე, როგორც ომამდე. „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ახლა უნდა გაიზარდოს", - განაცხადა არვიდას ანუსუსკასმა. 2 ოქტომბერს პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა უკრაინის NATO-ში სწრაფ გაწევრიანებას დაუჭირეს მხარი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 სექტემბერს გამოაცხადა, რომ უკრაინამ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადს მოაწერა ხელი. მანამდე, რუსეთმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსია გააფორმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ილონ მასკს უპასუხა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკის მიერ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. ზელენსკიმ Twitter-ზე გამოაქვეყნა გამოკითხვა „როგორი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?“. ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა გამოკითხვაში პასუხის ორი ვარიანტია: „ის, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს" და „ის, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს". მანამდე ილონ მასკმა, Twitter-ზე რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, სადაც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა.
უკრაინული მედია: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ოკუპირებული ყირიმი უკრაინის 10 000-მდე მოქალაქემ დატოვა
უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენლის ოფისის ცნობით, „10 000-მდე მოქალაქემ დატოვა ყირიმის ნახევარკუნძული მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა იძულებითი და უკანონო მობილიზაცია დაიწყეს“. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრებლები ოკუპირებული ყირიმის დატოვებას აგრძელებენ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი, ყირიმელი თათრები არიან. უკრაინული მედია წერს, რომ პრორუსი აქტივისტები მიზანმიმართულად დევნიან უკრაინის მოქალაქეებს და მათ შესახებ ინფორმაციას აწვდიან ოკუპანტებს. ყირიმი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა.
AP: რუსეთმა სულ მცირე 530 მილიონი დოლარის უკრაინული მარცვლეული მოიპარა
Associated Press-ისა და PBS-ის ერთობლივი გამოძიების თანახმად, რუსეთმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ოპერაცია ჩაატარა, რათა უკრაინული მარცვლეული მოეპარა. საუბარია სულ მცირე, 530 მილიონი დოლარის მარცვლეულზე. უკრაინული მედია წერს, რომ AP-მა და PBS-მა სატელიტური გამოსახულება და საზღვაო რადიოს მონაცემები გამოიყენეს. გამოძიების ინფორმაციით, „მასობრივ კონტრაბანდის ოპერაციაში“ ჩართულები არიან სახელმწიფო კომპანიები და ბიზნესმენები რუსეთსა და სირიაში. ზოგიერთ მათგანს უკვე ემუქრება ეკონომიკური სანქციები აშშ-სა და ევროკავშირისგან. კიევმა და მოსკოვმა შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებებს 22 ივლისს მოაწერეს ხელი.
რუსულ „გაზპრომს“ გაზის მოპოვება და ექსპორტი მნიშვნელოვნად შეუმცირდა
რუსულმა „გაზპრომმა“ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 313,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან დაკავშირებით, 17,1%-ით ნაკლებია. ინფორმაციას კომპანიის პრეს-სამსახური ავრცელებს. ამასთან, ანალოგიურ პერიოდში რუსული გაზის ექსპორტი 40,4%-ით დაეცა (58,9 მილიარდამდე, მანამდე 86,9 მილიარდს შეადგენდა). ამავდროულად, „გაზპრომის“ თანახმად, გაზის ექსპორტი ჩინეთში ციმბირის ძალის გაზსადენით იზრდება. (გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე). „მომარაგება რეგულარულად აჭარბებს დღიურ სახელშეკრულებო რაოდენობას. სექტემბერში ორი ისტორიული მაქსიმალური დღიური ექსპორტი დაფიქსირდა მიწოდების მთელი პერიოდის განმავლობაში", - ნათქვამია ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ რუსული „გაზპრომის“ მიერ გაზის წარმოება წლის დასაწყისიდან და 15 ივლისამდე 10,4%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში 33,1%-ით.
უკრაინული მედია: რუსეთის ძალებმა, ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. როგორც ცნობილია, შეტაკების შედეგად 46 წლის ქალი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქის ჰოსპიტალზე მიიტანა იერიში. დაიღუპა ექიმი მედიის ცნობით, დაზიანებულია 30-ზე მეტი მრავალსართულიანი და კერძო სახლი, ასევე სკოლა და ადმინისტრაციული შენობები. ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები იმყოფებიან. მედია: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ხარკოვის ოლქის სოფელი ბოროვაია გაათავისუფლეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენმა არმიამ, რამდენიმე ოლქში შეტევა განაგრძო და ახალი დასახლებები გაათავისუფლა
"უკრაინის არმიამ, გასული დღის განმავლობაში, რამდენიმე ოლქში შეტევა განაგრძო და ახალი დასახლებები გაათავისუფლა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდომიმართვისას განაცხადა. მედია: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ხარკოვის ოლქის სოფელი ბოროვაია გაათავისუფლეს "ახლა ფრონტის ბევრ მონაკვეთში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. რამდენიმე ოლქში არის ახალი გათავისუფლებული დასახლებები", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გიტანას ნაუსედა: ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის კანონიერ მფლობელად
ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის, ან საბურავების კანონიერ მფლობელად, - ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა „ტვიტერში“ ილონ მასკს გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტმა ილონ მასკს უპასუხა „ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან საბურავების კანონიერ მფლობელად. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს მტკიცებით, ამას მხარი დაუჭირეს. უბრალოდ ვამბობ“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა ილონ მასკის გამოკითხვაში პასუხის ორი ვარიანტია: „ის, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს" და „ის, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს". მანამდე ილონ მასკმა, Twitter-ზე რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, სადაც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ესტონეთმა უკრაინას გადასცა დრონები, რომელთა გატანაც ქვეყნიდან რუსული არმიისთვის სცადეს
ესტონეთმა უკრაინელ სამხედროებს უპილოტო თვითმფრინავები (დრონები) გადასცა, რომელთა ქვეყნიდან გაყვანა მიმდინარე წლის ივლისში ორმაგი მოქალაქეობის მქონე კაცმა, რუსული არმიისთვის სცადა. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინაში ესტონეთის საელჩოდან იუწყებიან. „გახსოვთ ესტონეთისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე კაცი, რომელიც უპილოტო თვითმფრინავების გატანას რუსული არმიისთვის ცდილობდა? გარდა იმისა, რომ დააკავეს, პოლიციამ ჩამოართვა ნაყიდი უპილოტო თვითმფრინავები და უკრაინის ჯარს გადასცა", - აცხადებენ საელჩოში. რუსული არმიისთვის განკუთვნილი უპილოტო თვითმფრინავების ესტონეთიდან რუსეთში კონტრაბანდის მცდელობისთვის, ივლისში ტალინის სასამართლომ პსკოვის ოლქის მცხოვრებ ვლადიმერ შილოვს ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.