ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ადგილობრივი ოფიციალური პირებისთვის, პუტინის „კამპანიის“ სამართლებრივი დასაბუთება გაუგებარია
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ პრობლემების აღიარება „ხაზს უსვამს მობილიზაციის დისფუნქციას“. მისივე თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ მის მიერ მობილიზაციის გამოცხადების პროცესი არ მიმდინარეობს კარგად. „რუსეთის ადგილობრივ ოფიციალური პირებისთვის, სავარაუდოდ, გაუგებარია კამპანიის ზუსტი მასშტაბები და სამართლებრივი დასაბუთება. გაიწვიეს პერსონალი, რომელიც არ ექვემდებარება „ნაწილობრივ მობილიზაციას“, - წერს ბრიტანული დაზვერვა. 29 სექტემბერს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მობილიზაცია რუსეთში, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან მოსალოდნელია, რომ შრომის ხელმისაწვდომობა შემცირდება განათლებული ადამიანების მასობრივი გამგზავრებით, რომლებიც ცდილობენ, თავი დააღწიონ გაწვევის პროცესს. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის 3 ათასზე მეტმა მოქალაქემ საქართველოში უძრავი ქონება შეიძინა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის 3319-მა მოქალაქემ შეიძინა საქართველოში უძრავი ქონება. მათგან 969 თბილისშია რეგისტრირებული. ამავე პერიოდში რუსეთის ფედერაციის 2407 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2594 საცხოვრებელ ბინაზე. 21 სექტემბრიდან, პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, რუსეთის დატოვებას ცდილობს ათეულობით ათასი მოქალაქე. მათ შორის - სახმელეთო გზით რუსეთთან მოსაზღვრე ფინეთში, საქართველოში, ყაზახეთსა და მონღოლეთში ჩასვლას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია. აღნიშნული მონაცემები იუსტიციის სამინისტრომ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა.
ანრი ოხანაშვილი: წარვადგენთ კანონპროექტს, რომელიც დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული მოდელის ანალოგია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც არის დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული მოდელის ანალოგი. მისივე თქმით, განხილვები დაიწყება მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისია დასკვნას წარმოადგენს. ოხანაშვილის განმარტებით, ინიცირებისთვის წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს. „ჩვენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მოვისმენთ მოსაზრებებს, თუ იქნება შემოთავაზება დამსწრე წევრების მხრიდან. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ეს სამუშაო ეტაპი ამოწურული იქნება, ვინაიდან კანონპროექტს წარვადგენთ. კომიტეტი დღესვე იმსჯელებს კანონპროექტის დაინიცირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება განხილვებს, განხილვები დაიწყება მას შემდეგ, რაც გვექნება ასევე ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც უნდა წარმოადგინოს უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ფართო კონსენსუსით მივაღწიოთ ცვლილებებს და ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკური ჯგუფის და საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები საინტერესო იქნება. ჩვენ ობიექტურ საზომად აღებული გვაქვს ევროპული სტრუქტურების მხრიდან ის მიდგომა, რომლებმაც პრაქტიკულად მოიწონეს უკრაინული მოდელი. ერთადერთი ქვეყანაა უკრაინა, სადაც ეს კანონი მოქმედებს. ამ კანონთან დაკავშირებით ევროპულმა სტრუქტურებმა გამოთქვეს ინტერესი და უკრაინას ჩაუწერეს, რომ აუცილებელია ამ კანონის იმპლემენტაცია და ფართოდ გავრცელება. ეს არის ჩვენთვის ობიექტური საზომი, რომ თუ ევროპული სტრუქტურების მხრიდან აღნიშნული კანონი მოწონებულია, ლოგიკურია, რომ ჩვენთან მიმართებაშიც ეს პუნქტი შესრულებადია ამ კანონის მიღებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. „სახელების და გვარების შემოთავაზება სწორედ ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან ხდებოდა და არა მხოლოდ, რაც არის ნონსენსი, რომ რომელიმე კანონი სახელებზე და გვარებზე იგებოდეს. ასე არ ხდება. ეს დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯია. ჩვენ ამ კანონპროექტში ყველა ის კრიტერიუმი გვაქვს გადმოტანილი, რომელიც მოცემულია უკრაინულ მოდელში. ამ კრიტერიუმებით საუბარია მედიაზე გავლენაზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გავლენაზე, ასევე, საუბარია მონოპოლისტურ საქმიანობაზე და საუბარია კონკრეტული ოდენობის თანხაზე. ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამი საკმარისია, რომ პირი ოლიგარქად იყოს მიჩნეული. უკრაინა საპრეზიდენტო ქვეყანაა და პირების ოლიგარქად აღიარებაზე პასუხისმგებელია პრეზიდენტის შესაბამისი უწყება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, ჩვენს პროექტში ერთადერთი ობიექტური განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ასეთ ოფიციალურ უწყებად შემოთავაზებული გვაქვს პარლამენტი. საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ პარლამენტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მთავრობის სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება „2022 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 ივლისის №1327 განკარგულებაში. კერძოდ, მიმდინარე წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას განხორციელდება ღვინის კომპანიის სუბსიდირება 4 ლარის ოდენობით; ამასთან, სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას გადაუხადოს არანაკლებ 7 ლარი და შეისყიდოს არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი; გარდა ამისა, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება, რთვლის მიმდინარეობისას, ღვინის კომპანიების მიერ განხორციელდება ჩამბარებლებთან შეთანხმებული ინფორმაციის (ყურძნის ჩამბარებელი, ჩასაბარებელი ყურძნის ჯიში და რაოდენობა, ყურძნის ჩაბარების ადგილი და დრო) პორტალზე − portal.wine.gov.ge განთავსების შემდგომ.
ოპოზიცია „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტის უკრაინულ მოდელს საქართველოსთვის შეუსაბამოდ მიიჩნევს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით უკრაინული ვერსიის კოპირება სწორი არ არის და ქართული ვერსია უნდა დაიწეროს, რომელიც ქართულ რეალობას შეესაბამება. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, შემოთავაზებული ცვლილება საკანონმდებლო თვალთმაქცობა იქნება. ის მოუწოდებს უმრავლესობას, ერთობლივად შევიმუშაოთ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი. „უმრავლესობის მიერ კანონპროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, ჩვენც ჩვენეულ ვერსიას წარვადგენთ, ვიმედოვნებ, შეჯერება მოხდება“, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. „უკრაინის მოდელი აბსოლუტურად სხვა პოლიტიკურ ვითარებას შეეხება. იქ არჩეული დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავთ და არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი ოლიგარქიული გავლენის ქვეშ არ არიან, ბუნებრივია, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მათი ვერსია მოწონებული იქნებოდა ევროპული სტრუქტურების მხრიდან, მაგრამ საქართველოს რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და საკანონმდებლო რეგულირება სჭირდება იმ ვითარებას, რაც საქართველოშია. ოლიგარქი ჩვენ გვყავს, ოლიგარქიული გავლენის ქვეშ მყოფი პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია და რომლის დამფუძნებელია ოლიგარქი. სახეზე არის ყველა ნიშანი ოლიგარქიული მმართველობის, სახელმწიფო მიტაცებულია და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დასკვნაშიც ეს ასახულია“, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, დეოლიგარქიზაციის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს ვერ მიიღებს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პროექტით და მასში წარმოდგენილი კრიტერიუმებით დეოლიგარქიზაციის პროცესის ხელშეწყობაც კი ვერ მოხდება. ანრი ოხანაშვილი: წარვადგენთ კანონპროექტს, რომელიც დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული მოდელის ანალოგია „მნიშვნელოვანია, რომ კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, მორგებული იყოს ქართულ სპეციფიკასთან და მასში ის კრიტერიუმები აისახოს, რაც დეოლიგარქიზაციას რეალურად შეუწყობს ხელს. მაგალითად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ნაწილში განმსაზღვრელი უნდა იყოს პირთან პირდაპირ დაკავშირებული პირების სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა იყოს რუსული კომპონენტი", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. „ფუჭი ძალისხმევაა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, ჯერ ერთი, ეს უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება, პირველ რიგში მათი, ოპოზიციას რომ აფინანსებენ და ოპოზიციაში რომ არიან იმ მდიდრების, მეტი არაფერი შეიცვლება“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
მარნეულის საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
მარნეულის საჯარო სკოლაში მომხდარ ინცინდენტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით, იძულების ბრალდებით დაიწყო. ამასთან, როგორც ცნობილია, პედაგოგს დროებით უფლებამოსილება შეუწყდა, მას შემდეგ, რაც სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში დაჩოქილი მოსწავლეების ფოტო გაავრცელა. ცნობისთვის, მარნეულის სოფელ კირიხლოში ქართული ენის პედაგოგმა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორის ძმის შვილია, მეოთხე კლასელები დასაჯა და მუხლებზე დააყენა.
ლიეტუვამ რუსეთის ელჩის შემდეგ, დროებითი რწმუნებულიც გააძევა
ლიეტუვამ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და 5 დღის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. სამინისტროს განმარტებით, ხსენებული ნაბიჯი გადაიდგა „დიპლომატის ქმედებებისა და განცხადებების გამო“, რომელებიც დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამება". „3 ოქტომბერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ფედერაციის საელჩოს წარმომადგენელი და გადასცეს ნოტა, რომლითაც რუსეთის ფედერაციის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა“, - ნათქვამია განცხადებაში. „ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე კატეგორიულად გააპროტესტა რუსეთის პრეზიდენტის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უკრაინის რეგიონების დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს უკანონო ანექსიის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ლიეტუვამ რუსეთთან დიპლომატების რაოდენობა შეამცირა - მთავრობამ გადაწყვიტა, მოსკოვიდან ელჩი გაეწვია და რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება უბრძანა. „ლიეტუვა სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომელიც განიცდის რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო აგრესიას და ამცირებს რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონეს. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ყველა ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, არ იქნება დავიწყებული", - აცხადებდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი. მას შემდეგ რუსეთს ლიეტუვაში საქმეთა დროებითი რწმუნებული წარმოადგენდა. ლიეტუვამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინაში ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება, როცა რუსეთს გავაძევებთ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „უკრაინაში ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება, როდესაც ტერორისტული სახელმწიფო განადგურდება“. ზელენსკის თქმით, ჯერ გაურკვეველია, რამდენი დრო იქნება ამისთვის საჭირო, თუმცა უკრაინა გზიდან გადახვევას არ აპირებს. „რუსეთის მოსვლამდე უკრაინის მიწაზე, ყველგან ნორმალური ცხოვრება იყო. როდესაც ჩვენ ტერორისტულ სახელმწიფოს განვდევნით, ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. „ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო დასჭირდება ამ გზის დასრულებას. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ვერც რუსეთის მხრიდან მანიპულირება და ვერც ერთი რუსული დანაშაული ვერ გადაგვახვევინებს ამ გზიდან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა დონეცკის ოლქში რუსეთის „ელიტარული ქვედანაყოფის“ განადგურების შესახებ იუწყება
დონეცკის ოლქში უკრაინის ეროვნული გვარდიის (NGU) სპეცრაზმმა რუსეთის „ელიტარული ქვედანაყოფი“ გაანადგურა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესსამსახური იტყობინება. უკრაინული სააგენტო Ukrinform-ი ცნობით, YouTube-ზე შესაბამისი ვიდეოც აიტვირთა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8228 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8228 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8228 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8291 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7590 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7623 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0033 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩეხეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს, რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ რუსეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, ხოლო იქ მყოფებმა, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქვეყანა. ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთში, ევროპის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. „ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თანამოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა [რუსეთის ფედერაცია]“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად რუსეთში იმყოფებიან, პრაღის ხელისუფლება აფრთხილებს, რომ მოსკოვსა და ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების გამო, მოსკოვში ჩეხეთის საელჩო შესაძლოა, შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდეს. მანამდე მსგავსი განცახადებით, თავის მოქალაქეებს აშშ-ის, პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ხელისუფლებამ მიმართა.
ზურაბ აზარაშვილი: 2023 წელს სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამისთვის, 80 მილიონი ლარია გათვლილი
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წელს სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამისთვის 80 მილიონი ლარია გათვლილი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „80 მილიონია გათვლილი სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამისთვის. ეს დაახლოებით 22-23 ათასი ადამიანის დასაქმებას ეხება და მათ ანაზღაურებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო ნაკლები დაგვჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ უკვე კარგად არის მოწესრიგებული როგორც პაციენტების ჰოსპიტალიზაციის, ასევე სხვადასხვა ხარჯების მართვის ნაწილი, ასევე მნიშვნელოვნად არის ინფიცირებები შემცირებული. ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროება არ გვექნება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
უკრაინის 128-ე ბრიგადის სარდლობა: ხერსონის რაიონის სოფელ მიროლიუბოვკას უმაღლეს წერტილზე, უკრაინის დროშა ფრიალებს
უკრაინის 128-ე ცალკეული სამთო თავდასხმის ტრანსკარპატების ბრიგადის სარდლობის თანახმად, ორშაბათს ნაშუადღევს მისმა მებრძოლებმა ხერსონის რაიონის სოფელ მიროლიუბოვკას უმაღლეს წერტილზე უკრაინის დროშა აღმართეს. ლოიდ ოსტინი: მჯერა, რომ უკრაინა ხერსონის ოლქში, პროგრესს მიაღწევს წინა ღამით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის სამხედროები სრულად აკონტროლებენ არხანგელსკსა და მიროლიუბოვკას, ჩრდილოეთ ხერსონში. უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე იუწყებიან, რომ ორშაბათს, ადგილობრივი დროით შუადღისას, ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში რუსული სუ-25 (თავდასხმის თვითმფრინავი) ჩამოაგდეს. მთლიანობაში, უკრაინელი სამხედროების ცნობით, გასული დღის განმავლობაში, ასევე ჩამოაგდეს რვა რუსული დრონი და კა-52 ვერტმფრენი. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოთარ შამუგია: კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 222 ათასი ტონა დაბინავებულია
კახეთში დაახლოებით ყურძნის მოსავლის 80 პროცენტი უკვე გადამუშავებულია და მევენახეებმა ყურძნის მიღება-გადამუშავებით, დაახლოებით 230 მლნ ლარის ღირებულების შემოსავალი მიიღეს, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „რთველი კახეთში დასასრულს უახლოვდება. მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია. გადამუშავებულია 222 ათასამდე ტონა ყურძენი. გადამუშავებული ყურძნიდან 127 ათას ტონამდე რქაწითელია, 82 ათას ტონამდე საფერავი და დაახლოებით 5.3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, საკოორდინაციო შტაბს, ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამის სამსახურს, რომელიც რთველის პროცესშია ჩართული“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
რუსეთის მოქალაქეებმა ფინეთში ბანკომატები გამოაცარიელეს. Nosto-ს ქსელმა ჩინური UnionPay-ის ბარათების მომსახურება შეწყვიტა
ფინურმა ბანკომატების ქსელმა Nosto-მ 3 ოქტომბრიდან UnionPay-ის გადახდის სისტემიდან ბარათების მომსახურება შეწყვიტა. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსებმა ბანკომატები გამოაცარიელეს“ Nosto-ს ქსელიდან, რომლებიც ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით - რუსეთის ფედერაციის საზღვრიდან მდებარეობს. Nosto-ს ინფორმაციით, ამ ბანკომატებში დეპონირებული ნაღდი ფული, რუსეთის მოქალაქეებმა იმდენად სწრაფად გამოიტანეს, რომ რამდენიმესაათიანი დეფიციტი შეიქმნა. „გატანილი თანხები იმდენად დიდი იყო, რომ ისინი ვერ იქნებოდნენ კერძო რუსი ტურისტები,“, - აცხადებენ კომპანიაში. Nosto ქსელმა UnionPay-თან თანამშრომლობა, 2020 წლის ივნისში დაიწყო. ჩინური გადახდის სისტემის UnionPay-ის პოპულარობა რუსეთში საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ რაც Visa-მ და Mastercard-მა სანქციების გამო რუსულ ბანკებთან მუშაობა შეწყვიტეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ახლო მომავალში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიღებს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე, არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) საქართველოს კონტრიბუციასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში ევროკავშირის ძალისხმევაზე. პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა. პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნულ პოსტზე კარლ ჰარცელი შეცვალა.
ახრა ავიძბა: საქართველოს ხელისუფლებას ომი გულწრფელად არ სურს
თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მცხოვრები, დონეცკში მებრძოლი ბატალიონის „პიატნაშკას“ მეთაური ახრა ავიძბა (სახელწოდებით „აფხაზი“) აცხადებს,, რომ დასავლელი კურატორები ახორციელებენ ზეწოლას თბილისზე, რათა საქართველომ ომი დაიწყოს. ამის შესახებ Exokavkaza წერს. მედია: დონეცკში მებრძოლი ბატალიონის, „პიატნაშკას“ მეთაური ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ომი არ სურს. „საქართველოს ხელისუფლებას, გულწრფელად გითხრათ, არ სურს ომი. მას ესმის, რომ თუ ომი დაიწყება, ის შეიცვლება. ოპოზიციას სურს ციხიდან გამოიყვანოს მიხეილ სააკაშვილი, რათა ამ ტალღის ქვეშ ჩვენ თავს დაგვესხას“, - განაცხადა ახრა ავიძბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე. „პიატნიშკას“ მეთაური ამბობს, რომ 2008 წელს საქართველო „იარაღით იყო გაჭედილი“, რომელიც შემდეგ „გაისროლეს“. „დღეს თურქეთიდან ხომალდებით მისდით იარაღი, ორჯერ ჩატარდა სწავლება, ამ სოუსით შეჰქონდათ იარაღი და არაფერი გაუტანიათ [უკან], დღეს მათთან ძალის მობილიზაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა ავიძბამ. „საქართველოს ემზადება ომისთვის. იმისთვის რომ გადაიფიქროს, ჩვენც უნდა მოვემზადოთ ამისთვის“, - აღნიშნა ავიძბამ. ახრა ავიძბამ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ „ქართველ ხალხს უშუალოდ იცნობს“. „მეორე ვაჟი მყავს ქართველი ქალისგან. პრეტენზია არ მაქვს ხალხზე. მათ შორის გავიზარდე სოჭში. ჩემს დარბაზში 90% ქართველი იყო. მაგრამ მათი აზროვნება და მათი სახელმწიფოს აზროვნება განსხვავებულია. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ნაციონალისტური ქცეყნები უკრაინა და საქართველოა“, - განაცხადა ავიძბამ. ახრა ავიძბა დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს და თვითმარქვია DPR-ის გმირია. 2021 წლის იანვრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნილთა სიაში შეიყვანა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახრა ავიძბა (მეტსახელად "აფხაზი") უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას "საერთაშორისო ბრიგადა" პიატნაშკას" ხელმძღვანელობს და ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლიკა ჭუმბურიძემ თანამდებობა დატოვა. რა გახდა ჭუმბურიძის თანამდებობის დატოვების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ამ ეტაპზე, საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობას კლინიკური დირექტორი, ვლადიმერ პაპავა ასრულებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე მიმდინარე წლის 3 მაისს დაინიშნა.
ჩეხმა აქტივისტებმა რიგითი მოქალაქეების შეგროვილი ფულით, უკრაინის ჯარს ტანკი T-72 და საბრძოლო მასალა უყიდეს
ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა ერთ თვეში შეაგროვეს საკმარისი თანხა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის მოდერნიზებული T-72 Avenger ტანკი იყიდეს. ამის შესახებ 3 ოქტომბერს Twitter-ზე უკრაინის ელჩმა ჩეხეთში ევგენ პერებიინისმა დაწერა. „ჩეხეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც უბრალო ხალხმა იყიდა ტანკი, რათა უკრაინისთვის [რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ] პუტინის წინააღმდეგ ომში გაეგზავნა. 33 მილიონი კრონი (1,3 მილიონ დოლარზე მეტი - „GORDON“) 11288 ადამიანმა შეაგროვა. ტომასი ომში მიდის! გმადლობთ! რა არის შემდეგი? საბრძოლო მასალა!" - წერს პერებიინისი. უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის იარაღის შესაძენად $51.72 მილიონი გამოყო.
მედია: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ხარკოვის ოლქის სოფელი ბოროვაია გაათავისუფლეს
უკრაინის არმიამ კონტროლი აიღო ხარკოვის ოლქის იზიუმსკის რაიონში მდებარე ბოროვაიას ურბანული ტიპის დასახლებაზე და ადგილობრივი თემის ნაწილზე, იუწყება ბოროვსკის სოფლის საბჭო. ამის შესახებ BBC წერს. „ბოროვაია და ბოროვოიეს დასახლების ტერიტორიული თემის უმეტესი ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა “ - ნათქვამია განცხადებაში. ბოროვაიას უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ გადასვლის შესახებ ინფორმაციას, თვითგამოცხადებული DPR-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იგორ სტრელკოვიც (გირკინი) ადასტურებს. „ჩვენი ჯარები უბრძოლველად უკან იხევენ, რაც გამოწვეულია არსებული ძალების უუნარობით, წარმატებით დაეცვათ ეს უზარმაზარი ტყიანი ტერიტორია“, - განმარტა მან. რამდენიმე პრორუსული ტელეგრამის არხი ასევე იუწყება, რომ უკრაინული ჯარები აგრძელებენ წინსვლას სვატოვოსკენ. (სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი და რკინიგზის სადგური ლუგანსკის რეგიონში). უკრაინის და რუსეთის ოფიციალური ორგანოები ამ მონაცემებს ჯერ არ ადასტურებენ. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.