ძებნის რეზულტატი:
ინდონეზიაში, საფეხბურთო მატჩის შემდეგ მომხდარ არეულობას სულ მცირე 129 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
ინდონეზიის ლიგის საფეხბურთო მატჩის შემდეგ, სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. აღმოსავლეთ იავის პროვინციაში, ქალაქ მალანგიში საფეხბურთო კლუბებს არემასა და პერსებაიას შორის გამართული მატჩის შემდეგ, გუნდების გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. წაგებული გუნდის მხარდამჭერები მოედანზე შეიჭრნენ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ორი პოლიციელია.
ISW პუტინის მიზნებზე წერს
ომის შესწავლის ინსტიტუტმა უახლეს განახლებაში განაცხადა, რომ „გადაწყვეტილება, არ გაძლიერდეს დაუცველი კუპიანსკის ან ლიმანის ფრონტის ხაზები, დიდი ალბათობით იყო პუტინის და არა სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილება. ISW ვარაუდობს, რომ პუტინი უფრო მეტად ზრუნავს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების სტრატეგიული რელიეფის შენარჩუნებაზე, ვიდრე ლუგანსკის ოლქზე. სერჰი გაიდაი: ლიმანის შემდეგ, ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაცია დაიწყება უკრაინულმა ძალებმა ლიმანი პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს. პუტინმა 30 სექტემბერს უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლოიდ ოსტინი: უკრაინის მიერ ლიმანის გათავისუფლების შემდეგ, რუსეთი დილემის წინაშეა
შეერთებული შტატები უკრაინის მიერ ლიმანის გათავისუფლების გამო, კმაყოფილებას გამოთქვამს. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლიმანის გათავისუფლებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებს. ამ თემაზე ჟურნალისტებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ესაუბრა. ოსტინმა აღნიშნა, რომ ლიმანის მახლობლად მდებარე მარშრუტებზე წვდომის დაკარგვა, რომელიც საშუალებას აძლევდა რუსეთს, თავისი ჯარები ქალაქის სამხრეთსა და დასავლეთით შეტევისთვის მოემარაგებინა, „რუსეთისთვის მომავალში ერთგვარ დილემას ქმნის“. ოსტინმა აღნიშნა, რომ ლაიმანი განლაგებული იყო მიწოდების ხაზების გასწვრივ, რომელსაც რუსეთი თავისი ჯარებისა და მასალების სამხრეთისა და დასავლეთისკენ გადასაადგილებად იყენებდა. მისივე განმარტებით, ამ მარშრუტების გარეშე, რუსეთს ბრძოლის ველზე გაუჭირდება. „რას ნიშნავს ეს პოტენციური ესკალაციის თვალსაზრისით, მე არ ვაპირებ ამაზე სპეკულირებას. მაგრამ რას ნიშნავს ეს ბრძოლის ველზე? უკრაინელები განაგრძობენ პროგრესს. ისინი აგრძელებენ რუსებისთვის პრობლემების შექმნა, რომელთა მოგვარებაც მათ მოუწევთ“, - აღნიშნა ოსტინმა. რუსეთი ლიმანს დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთში ოპერაციებისთვის ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კვანძად იყენებდა. მისი დაკავება უკრაინის მიერ, ბრძოლის ველზე მიმდინარე თვეს ყველაზე დიდი მიღწევაა. უკრაინულმა ძალებმა ლიმანი პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს. პუტინმა 30 სექტემბერს უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
NATO: რუსეთმა უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს რეგიონებიდან
ექსკლუზივი ექსკლუზიურად Europetime-თან, NATO-ს ოფიციალური პირი ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“. NATO რუსეთს მოუწოდებს, უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ალიანსი გმობს ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. „NATO-ს გზავნილი მკაფიო და მტკიცეა: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ჩვენ ვგმობთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, რომლებიც ხდება ამ რეგიონებში, ასევე ვგმობთ მავთულხლართების გავლებას „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტზე. უილიამ კორტნის აზრით, ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკოს უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. „ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, დიდი ალბათობით, შემთხვევითი არ არის. ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მას შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ [მოსკოვის ან პუტინის.რედ.] ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. ამრიგად, კრემლმა შეიძლება, იფიქროს, რომ თუ აფხაზეთი შეუერთდება ევროკავშირის ქვეყნებს, მას ექნება მეტი შანსი, დაეყრდნოს ბელორუსს“, - განუცხადა Europetime-ს უილიამ კორტნიმ. ამასთან, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ შეაფასა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, პუტინთან კოორდინაციით, ლუკაშენკო სავარაუდოდ, ქართველებსა და ევროპელებში არასტაბილურობის განცდის გაჩენას ეცადა, მათი შიშების გამოყენებაში კი პუტინს დაეხმარა, რომ საბოლოოდ, ძირი გამოეთხარა ევროპისა და ამერიკის სოლიდარობისთვის. „მე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტი ლუკაშენკო და რა გეგმები ჰქონდა მას, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა. შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ პუტინთან და სურდა, ერთი მხრივ, არამხოლოდ ქართველებში, არამედ ევროპელებში დაენახა არასტაბილურობა და ამასთან, გაეჩინა ეჭვები რუსეთის მიერ პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევის შესახებ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომლის 4 რეგიონშიც ანექსიის მცდელობებსაც ვხედავთ ახლა. მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს, დაეხმაროს პრეზიდენტ პუტინს ამ შიშების გამოყენებაში, რათა ევროკავშირში უთანხმოება ნახოს და ძირი გამოუთხაროს ევროპულ სოლიდარობას, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სოლიდარობას, ასევე, ევროპასა და აშშ-ის შორის სოლიდარობას, მაგრამ ამაოდ, რადგან ეს სოლიდარობა ძალიან ძლიერი და მტკიცეა“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. უფრო ადრე, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს“, - მიიჩნევს პოლ გობლი. Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა კი განაცხადა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.
საჰაერო ძალები: უკრაინამ 5 ირანული კამიკაძე-დრონი გაანადგურა
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ მართული შვიდი ირანული უპილოტო თვითმფრინავიდან, ხუთი ჩამოაგდეს. უკრაინული მხარის განმარტებით, საუბარია დრონებზე, რომლითაც რუსეთის ძალები ღამით მიკოლაივის რეგიონს დაესხნენ თავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს, 8 პირს ბრალი წარედგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნების ინტერნეტმომხმარებლების მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, ხოლო 8 პირს ბრალი წარუდგინეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1972 წელს დაბადებული ზ.ს., 1991 წელს დაბადებული ე.ნ., 1995 წელს დაბადებული ი.კ. და 1994 წელს დაბადებული ა.მ. ბრალი წარუდგინეს 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, 1997 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს, 1992 წელს დაბადებულ გ.თ.-ს, 1990 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - მ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ი. მ.-ს, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, 1984 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციისა და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეს - ი.ვ.-ს და 1989 წელს დაბადებულ ბელგიის სამეფოს მოქალაქეს - გ. წ.-ს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.ვ.-მ საქართველოში დაარეგისტრირა კომპანია, რომლის თანამშრომლები უცხო ქვეყნის, ძირითადად საფრანგეთის მოქალაქეებს, ინტერნეტბრაუზერში უგზავნიდნენ შეტყობინებას - "pop up"-ს, სადაც კატეგორიული ფორმით, ფრანგულ ენაზე ეწერა, რომ მათი კომპიუტერი დავირუსებული იყო და ხარვეზების გამოსწორებისათვის უნდა დაერეკათ მითითებულ ნომერზე. შეტყობინებას არ ჰქონდა გათიშვის ფუნქცია და მომხმარებლები კომპიუტერით ვეღარ სარგებლობდნენ. მომხმარებლები, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ კომპიუტერებს ჰქონდათ სერიოზული პრობლემა, რეკავდნენ შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, რომლითაც სარგებლობდა ზემოხსენებული კომპანია. მათ პირველ ეტაპზე ესაუბრებოდნენ კომპანიის ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ეცნობოდნენ ფრანგული სახელებით, კიდევ უფრო მეტად არწმუნებდნენ პრობლემის სერიოზულობაში და მის მოგვარებას ჰპირდებოდნენ. მომხმარებლები, რომლებიც იჯერებდნენ, იხდიდნენ გარკვეულ საზღაურს სხვადასხვა ონლაინ გადახდის სისტემების გამოყენებით, რომლებთანაც ი.ვ.-ს ჰქონდა დამყარებული კავშირი, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული კომპანიის ე.წ. IT-თანამშრომლები დისტანციური წვდომის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შედიოდნენ დაზარალებულის კომპიუტერულ მოწყობილობებში და ახდენდნენ „pop up”-ის გათიშვას, ასევე გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას, რათა დაზარალებულს შექმნოდა ილუზია, რომ მის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი სერვისი მიიღო კომპანიისგან. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით დაზარალებულებს საერთო ჯამში მიადგათ 767 000 ევროზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 284-ე, 180-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 7-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
NATO ე.წ ბორდერიზაციას გმობს
ექსკლუზივი NATO გმობს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკაციო ძალების მიერ უკანონო კონსტრუქციების მშენებლობას. ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა. NATO რუსეთს მოუწოდებს, უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს რეგიონებიდან. „ჩვენ ვგმობთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, რომლებიც ხდება ამ რეგიონებში - ასევე მავთულხლართების გავლებას „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. NATO: რუსეთმა უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს რეგიონებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 30 სექტემბერს გავრცელებული ცნობით, სოფელ კნოლევის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს. ამავე უწყების მიერ პირველ ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია. ცნობისთვის, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა.
ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო იერიშს 31 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის ძალების სარაკეტო იერიშის შემდეგ. შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სტარუხის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის ღამით, რუსულმა ძალებმა ქალაქს და მის მიმდებარე ტერიტორიას დაარტყეს. ამასთან, პოლიციის უფროსმა იჰორ კლიმენკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 92 ადამიანი დაშავდა.
მკვლელობა თბილისში - დაკავებულია ერთი პირი
შსს-ს განცხადებით, პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1966 წელს დაბადებული ზ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა ნაცნობს - 1957 წელს დაბადებულ დ.შ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ზ.თ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - იუწყება შსს.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე, მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 2 და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს
საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული გ.გ. და 1993 წელს დაბადებული კ.ს, ასევე, თურქეთის 1 მოქალაქე - 1977 წელს დაბადებული ი.ფ. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თურქეთის მოქალაქე ჰ.გ.-ის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტის - სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას შეეცადნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა
ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანს“ 47-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ფლორიდის, სამხრეთ კაროლინის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ფლორიდას ქარიშხალი "იანი" დაატყდა თავს ამერიკული მედიის ინფორმაციით, „იანი“ პოსტ-ტროპიკული ციკლონის დონემდე შესუსტდა, თუმცა საფრთხეს მაინც წარმოადგენს. ქარიშხალმა დააზიანა ასობით სახლი. აშშ-ში, ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანს“ 42 ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქარიშხალ „იანის“ მოახლოების გამო, 30 სექტემბერს სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრს ოდესაში ვიზიტისას, დაბომბვის გამო თავშესაფარში მოუწია ჩასვლა
შაბათს ნაშუადღევს, დაახლოებით 15:30 საათზე, კრისტინა ლამბრეხტს უკრაინელ კოლეგა, ოლექსი რეზნიკოვთან შეხვედრის დროს, 45 წუთის განმავლობაში მოუწია ბუნკერში ჩასვლა. მინისტრის ოდესაში ყოფნისას საჰაერო თავდასხმის განგაში ორჯერ გამოცხადდა. ლამბრეხტმა გერმანულ მედიას განუცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში გამგზავრებამდე მობილური ტელეფონი ჩააბარა. გერმანიის თავდაცვის მინისტრი 2 ოქტომბერს ასევე იძულებული გახდა, ჩასულიყო სასტუმროს ბუნკერში, სადაც 20 წუთი იმყოფებოდა. ლამბრეხტი უკრაინის შემდეგ მოლდოვაშიც იმყოფებოდა. გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
NATO-ს ცხრა ქვეყანა აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მხარი დაუჭირეს უკრაინის მისწრაფებებს NATO-ში გაწევრიანებისკენ. ამის შესახებ ნათქვამია ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, მონტენეგროსა და სლოვაკეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ არ ვაღიარებთ და არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიის მიზნით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წლის ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 სექტემბერს გამოაცხადა, რომ უკრაინამ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადს მოაწერა ხელი.
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯამში 808 ადამიანი დააბრუნა
2 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 808 ადამიანი დააბრუნა ტყვეების 24 გაცვლის ფარგლებში. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. „დღეს [2 ოქტომბრის] მდგომარეობით, განხორციელდა პატიმართა 24 გაცვლა, ტყვეობიდან გათავისუფლდა 808 ადამიანი“, - განაცხადა მალიარმა. „აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი რუსეთის ტყვეობიდან 22 სექტემბერს გათავისუფლდნენ. პროკოპენკოსა და პალამარის გარდა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინი. ტყვეთა გაცვლისას რუსეთს სავარაუდოდ, გადასცეს პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში, ღალატშია ეჭვმიტანილი. ამავე თემაზე წაიკითხეთ მარიუპოლის დამცველთა ნაწილი ტყვეობიდან გათავისუფლდა
სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის მამოძრავებელი ძალა დღეს ქალების ხელშია და ყველამ კარგად ვიცით, რა ძალას წარმოვადგენთ, თუ ერთად ვიქნებით და მხარს დავუჭერთ ერთმანეთს
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქალ მეწარმეთა პროდუქციის პირველი გამოფენა გახსნა, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ნაწილია და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში პირველად გამართული ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა - გაყიდვაში 100-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობს. პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და სოციალურ-ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ამ ღონისძიებაზე დასწრება, ჩემი, როგორც ქალი პრეზიდენტის ვალდებულებაა. ჩემი ვალდებულებაა, ყველგან მხარი დავუჭირო საქართველოს ქალებს, მათ საქმიანობას, მათ მოღვაწოებასა და განვითარებას. რეგიონებში ყოფნისას არაერთხელ გვქონდა საშუალება, ქალი მეწარმეები მოგვენახულებინა და გვენახა, რამდენად დიდი და დინამიურია ჩვენი ქალების პოტენციალი. შარშან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა, რომლის მთავარი თემაც ქალები, კონფლიქტები და ყველა ის საკითხი იყო, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში ქალთა მეტ ჩართულობას ითვალისწინებს და მოითხოვს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია. შესაძლოა, დღეს სტატისტიკაში არ ჩანს, რომ ქალებს მიჰყავთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ იმას, თუ სად არის ინოვაცია, გამბედაობა, მეტი პირადი ინიციატივა, დავინახავთ, რომ ეს ქალების ხელშია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი აღარ გვაქვს გასაკეთებელი და ამით უნდა დავკმაყოფილდეთ, ცხადია, არა, რადგან პრობლემებიც ძალიან ბევრია და შემიძლია, რამდენიმე დავასახელო: პირველ რიგში, ალბათ, ეს არის ფინანსურ რესურსზე წვდომა - წვდომა კრედიტებზე. სადაც ვხდები ქალ მეწარეემს, პირველი საკითხი და პირველი წუხილი სწორედ ესაა. პირველადი კრედიტები ზოგჯერ ხელმისაწვდომია, თუმცა შემდგომი განვითარების ფინანსურ რესურსთან დაკავშირებით, რაც ნებისმიერ საწარმოს სჭირდება შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად, უკვე ჩნდება კანონმდებლობის, თუ სხვა პრობლემები - მივმართავ პარლამეტს, რადგან ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქალებს ფინანსურ საშუალებებზე მეტი წვდომა ჰქონდეთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ნებისმიერი საწარმო იმ განზომილებაში გადავიდეს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ნამდვილი ძრავა გახდეს. მეორე საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ქალთა გაძლიერებაა, რადგან ისინი რეგიონებში ძალიან დიდ ძალას და შესაძლებლობას წარმოადგენენ. ხშირად ვხედავთ, მაგალითად, თუ ვინმე ბრუნდება მთიან რეგიონებში - ქალი ბრუნდება, თუ ვინმე მუშაობს რთულ პირობებში - ქალი მუშაობს, თუ ვინმე წავიდა დიასპორაში - ქალები წავიდნენ და სწორედ იქიდან ეხმარებიან თავიანთ ოჯახებს და აქ გახსნილ საწარმოებს, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს თანამშრომლობა დიასპორასა და ქალ მეწარმეებს შორის. ქალების ძალაზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან თქვენ ყველამ ჩემზე უკეთ იცით, რა ძალას წარმოვადგენთ თუ ერთად ვიქნებით და მხარს დავუჭერთ ერთმანეთს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია თქვენს გვერდით არის და იქნება!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღე ავლენენ გმირობას, გამბედაობას და გამარჯვების ნებას
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცებს ტერიტორიული თავდაცვის დღე მიულოცა. მისალოცი მიმართვა პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მზაკვრული და სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებს შეუერთდა სხვადასხვა პროფესიის და სხვადასხვა დონის სამხედრო მომზადების ათასობით უკრაინელი მოქალაქე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს, პროფესიულ დღეს, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცები უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ერთად ათავისუფლებენ უკრაინის მიწას რუსი დამპყრობლებისგან, ყოველდღე აჩვენებენ გმირობას, გამბედაობას და გამარჯვების ნებას. ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა ტერიტორიული თავდაცვის ძალების პერსონალს სამხედრო მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, გამძლეობისა და გამბედაობისთვის, რომელსაც ისინი სამშობლოს დაცვისას ავლენენ. როგორც ცნობილია, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების დღე ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ კვირას აღინიშნება. დღესასწაული პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დაწესდა.
პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი: დღეს პოლონეთის საზღვარი ყველაზე კარგად არის დაცული ევროპაში
პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტანისლავ ჟარინმა განაცხადა, რომ „ამჟამად პოლონეთში უკანონო შესვლა შეუძლებელია“. მისივე განმარტებით, დღეს პოლონეთის საზღვარი ყველაზე კარგად არის დაცული ევროპაში. დეპარტამენტის ცნობით, პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლა 120-მა ადამიანმა სცადა. პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე დამცავი ღობის მშენებლობა დაასრულა დამცავი ღობის სიგრძე, რომელიც ლიუბლინსკისა და პოდლიასკის სავოევოდოების ტერიტორიაზეა გადაჭიმული, 186,25 კმ-ს შეადგენს. მის აშენებას 49 ათასი ტონა ფოლადი დასჭირდა. 5,5 მეტრის სიმაღლის ღობე გამაგრებულია მავთულხლართებით.
შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. „წარსულში ნასამართლევი პირის - ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ტელეკომპანია „ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლება მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ლიმანი სრულად გაწმენდილია
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქალაქი ლაიმანი უკრაინელმა სამხედროებმა „სრულად გაწმინდეს“ რუსული ძალებისგან. „12:30 საათის მდგომარეობით, შესართავი მთლიანად გაწმენდილია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკლე ვიდეომიმართვაში. შეგახსენებთ, დონეცკის ოლქის მთავარი ლოგისტიკური ცენტრი ლიმანი უკრაინულმა ჯარებმა პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თეთნულდზე ტურისტებს ეძებენ
სვანეთში, თეთნულდზე დაკარგულ სამ ტურისტს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ადგილზე საძიებო სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. ტურისტების გაუჩინარების მიზეზი უცნობია. წყარო - IPN