ძებნის რეზულტატი:
მატეუშ მორავეცკი: პრაღაში გამართულმა სამიტმა, რუსეთის სრული იზოლაცია დაადასტურა
პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტმა დაადასტურა, რომ რუსეთი სრულ იზოლაციაშია და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისგან. ამის შესახებ პრაღაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. „ამ სამიტმა დაადასტურა, რომ რუსეთი სრულ იზოლაციაშია და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც, რომლებიც ზოგჯერ პირდაპირ ესაზღვრება რუსეთს. ყველა გმობს რუსეთის აგრესიას", - აღნიშნა მორავეცკიმ. მან დასძინა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ასევე არის მცდელობა, განიხილონ გაზისა და ენერგეტიკის კრიზისთან დაკავშირებული საკითხები. „და აქ ჩვენ ასევე ვიპოვეთ საერთო ენა - ენერგეტიკული კრიზისი ხელს უწყობს რუსეთის იმპერიალიზმს, მაგრამ ასევე ხელს უწყობს საბაზრო სპეკულაციას", - თქვა მორავეცკიმ.
ილია დარჩიაშვილი: ყოველთვის მზად ვართ, რომ თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ დიალოგს
ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო, თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს, რათა კონკრეტული შედეგი მიიღონ და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ნდობა ჩვენი მეგობრების და მომავალშიც ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო, თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს იმისთვის, რომ მათ კონკრეტული შედეგი მიიღონ ამ მოლაპარაკებებიდან და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ამ პროცესში არანაირი წინაპირობები არ გვაქვს, ერთადერთი შეთავაზება, რაც ჩვენი მეზობლების მისამართით გავაკეთეთ და ეს ძალაშია დღესაც და ყოველთვის, ნებისმიერ დროს, მათთვის სასურველ დროსა და სივრცეში, ჩვენს ქვეყანაში მზად ვართ, რომ ვუმასპინძლოთ ჩვენს მეზობლებს და დავეხმაროთ, თუ კი ამის საჭიროება იქნება, გააძლიერონ დიალოგი და გააღრმაონ ეს პროცესი იმისთვის, რომ მივაღწიოთ მშვიდობას რეგიონში,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
რუმინეთი შესაძლოა, შენგენის ზონას წლის ბოლომდე შეუერთდეს
რუმინეთი შესაძლოა, წლის ბოლომდე შეუერთდეს შენგენის ზონას, ამის შესახებ პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, ევროპელი ლიდერების სამიტზე განაცხადა. იოჰანის თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის ჩეხეთის თავმჯდომარეობის დროს, რუმინეთი შენგენის ზონას წლის ბოლომდე შეუერთდეს. „მაგრამ არ არსებობს გარანტიები, მკაფიოდ უნდა ვთქვა", - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, შანსები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე წარსულში, „რადგან ევროპაში ერთიანობის საჭიროება კიდევ უფრო აშკარა გახდა იმ ომის დროს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს“. იოჰანისი დარწმუნებულია, რომ ევროპის ერთიანობა მხოლოდ მაშინ გაიზრდება, თუ რუმინეთი, ბულგარეთი და ხორვატია შენგენის ზონის ნაწილი გახდებიან. „ამდენი წლის ლოდინის შემდეგ, მე მჯერა, რომ ყველა ლიდერმა გააცნობიერა, რომ ამ ნაბიჯს მხოლოდ კავშირის ერთიანობის გაძლიერება შეუძლია“, - აღნიშნა იოჰანსონმა. რუმინეთი შენგენის ზონაში შესვლას 10 წელზე მეტია ელოდება. საკითხი ევროკავშირის საბჭზე დეკემბერში უნდა გადაწყდეს.
ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთის ხელმძღვანელობამ, რუსი სამხედროები სიკვდილისთვის გაწირა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობამ რუსი სამხედროები სიკვდილისთვის გაწირა. ამის შესახებ რეზნიკოვმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვალერი ზალუჟნი: უფლება არ გვაქვს, ეს ომი ჩვენს შვილებს გადავაბაროთ. მტერი აქ და ახლავე უნდა განადგურდეს "რუსეთის ხელმძღვანელობამ რუსი სამხედროები „სიკვდილისთვის გაწირეს“, ხოლო პრეზიდენტი პუტინი „ბუნკერში იმალება და დარტყმას საკუთარ თავზე არ იღებს. პუტინს ეშინია თქვენი ზიზღის და სამართლიანი რისხვის“, - განაცხადა რეზნიკოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი, ორი ქვეყნის საზღვარზე, ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე შეთანხმდნენ
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულია პრინციპული შეთანხმება, რომ საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისია განთავსდეს, რომელიც დელიმიტაციის კომისიებთან ერთად იმუშავებს. 6 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის ფარგლებში შეხვდნენ. „სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის მიმართ, რომელშიც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შემდგომი სხდომა ოქტომბრის ბოლომდე ბრიუსელში გაიმართება“, - აცხადებენ ევროპის საბჭოს პრესსამსახურში. ამასთან აღნიშნულია, რომ სომხეთი დათანხმდა, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგებას აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ, ხოლო აზერბაიჯანი დათანხმდა ამ მისიასთან თანამშრომლობას საჭიროების შემთხვევაში. მისია მუშაობას ოქტომბერში დაიწყებს და მაქსიმუმ ორ თვეს გაგრძელდება. მისიის მიზანია ნდობის ჩამოყალიბება და მისი ანგარიშების მეშვეობით, სასაზღვრო კომისიების მუშაობაში წვლილის შეტანა. პრაღაში შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. სომხეთის პრემიერი: მსოფლიოს კოლაფსის მომსწრენი ვართ, არ არსებობს რეგიონში ქვეყანა, რომელსაც ეს შოკი არ დაარტყამს გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.
იაპონიამ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა
იაპონიის ხელისუფლებამ რუსეთისთვის სანქციები გააფართოვა და სიას კიდევ 81 ადამიანი და 9 ორგანიზაცია დაამატა. იაპონია, რუსეთში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის ექსპორტს კრძალავს კერძოდ, სანქციების სიას დაემატნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების და ნაციონალური ძალების ნათესავები. იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი დააწესა ორგანიზაციებს შორის, რომელთა მიმართ სანქციები დაწესდა, არის Rostec Corporation, Ruselectronics ჰოლდინგი, კალაშნიკოვის კომპანიების ჯგუფი, JSC UEC-Klimov, More გემთმშენებელი ქარხანა, Sozvezdie კონცერნი, JSC United Engine Corporation და გემთმშენებელი ქარხანა "Yantar". ბოლოს იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები სექტემბრის ბოლოს დააწესა. შემდეგ ტოკიომ სანქციების სიაში 21 რუსული კომპანია დაამატა და ასევე რუსეთში „ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული“ საქონლის ექსპორტი აკრძალა.
საქართველო თურქეთისგან ახალ, NATO-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს
თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალები ახალ, NATO-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია “ASFAT”– ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაცვის ძალებს ახალი მაღალი გამავლობის ჯავშანტრანსპორტიორები გადმოეცემა. ჯავშანტრანსპორტიორები მისი აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატოს სტანდარტების შესაბამისია. ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანტრანსპორტიორებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
უკრაინული მედია: ზაპოროჟიეზე გუშინ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
"ზაპოროჟიეზე გუშინ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა", - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრეცელებს. უკრაინა: რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს იერიში უკრაინა: ოკუპანტების მიერ, ზაპოროჟიეზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა ზელენსკი რუს ოკუპანტებს: თქვენ უკვე წააგეთ მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 25 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. „6 ოქტომბერს სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლების ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, - აცხადებენ უწყებაში. ზელენსკი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ახლა ხუთასამდე ოკუპანტია. ეს სხვა არაფერია, თუ არა კატასტროფის ხუთასი რისკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ადვოკატი: ფაქტია, რომ უკრაინამ მოითხოვა სააკაშვილის დროებით გადაცემა, არის საკითხები, როცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ხდება
ფაქტია, რომ უკრაინამ მოითხოვა სააკაშვილის დროებით გადაცემა. სახელმწიფოს აქვს ამის ვალდებულება, თუმცა არის საკითხები, როდესაც მხარეებს შორის მოლაპარაკებები ხდება და გარკვეულ დათმობებზე მიდიან. ეს ორი სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროებს შორის გადასაწყვეტი საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ადვოკატის თქმით, უკრაინის სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, ქართულ მხარეს მიმართოს სააკაშვილის დროებით გადაცემის შესახებ ,,დღეს 17:00 საათზე გაიმართება ჯანდაცვის სამინისტროში სხდომა, სადაც უნდა გადაწყდეს ბატონი კობის და კიდევ ერთ ექიმზე ნებართვის გაცემა, თუმცა ის ჩამოსვლას არ აპირებს და ავადმყოფის ისტორიაზე დაყრდნობით ჩაატარებს ექსპერტიზას. სახელმწიფოს აქვს ამის ვალდებულება, თუმცა არის საკითხები, როდესაც მხარეებს შორის მოლაპარაკებები ხდება და გარკვეულ დათმობებზე მიდიან. ეს ორი სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროებს შორის გადასაწყვეტი საკითხია. ფაქტია, რომ უკრაინამ მოითხოვა სააკაშვილის დროებით გადაცემა”, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პროკურატურამ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, ქ. მარტვილში, ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. ამასთან, პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სალომე ზურაბიშვილმა და ბონი ჯენკინმა, შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს სახელწმიფო მდივნის მოადგილესთან ბონი ჯენკინთან ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ბლინკენის მოადგილე: აშშ საქართველოს ევროტლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო- შშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბონი ჯენკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და სრული მზაობა გამოხატა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვა მიმართულებებითაც გაძლიერების თაობაზე. აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი რეგიონის, ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევს, სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ზედმიწევნით მიჰყვება დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იმ საფრთხეებსა და რისკებს, რაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიქმნა. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი. პრეზიდენტმა ისაუბრა, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველო, ევროკავშირისათვის ღირებული პარტნიორია რეგიონში უსარფრხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისითაც. საუბარი შეეხო ასევე, ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, რაც აუცილებელია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისათვის. შეხვედრისას პრეზიდენტმა ისაუბრა ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ივნისში თბილისში ჩატარდა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. პრეზიდენტმა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე მომავალ წელს თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია. ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს იმყოფება.
ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა
ილჰამ ალიევი გამოდის ინიცატივით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთიანი მოლაპარაკებების პლატფორმა - აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი შეიქმნას და მოალაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაიმართოს. სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი, ორი ქვეყნის საზღვარზე, ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე შეთანხმდნენ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, პრაღაში „ევროპული პოლიტიკური კავშირის“ სამიტის ფარგლებში მრგვალ მაგიდაზე გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ამ პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია ენერგეტიკის, კომუნიკაციების და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხების განხილვა. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი მოლაპარაკებების პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანია. პრაღაში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს უმასპინძლა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში - ბონი დენის ჯენკინსს შეხვდა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობისა და შესაძლებლობების გაცნობა, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა. ნიკოლოზ შარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული შესაძლებლობები და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო პოლიციის მიმართულებით ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. სალომე ზურაბიშვილმა და ბონი ჯენკინმა, შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი განიხილეს ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს იმყოფება.
შს სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის დელეგაცია ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის დელეგაცია, გენერალ-მაიორ ფერდი ქორქმაზის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, სტუმრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. "დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ საპატრულო პოლიციის დეპარტმენტს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, შსს-ს აკადემიას და ადგილზე გაეცნენ აღნიშნული სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის სპეციფიკას.ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს მხარეებმა საქართველოს და თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული ეფექტიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალურ სარდლობას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა
საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „ნინოწმინდის“ საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს, ადგილზე მომუშავე მებაჟე ოფიცრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ, სომხეთის რესპუბლიკის შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსტამ ბადასიანმა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ. „საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე არმან პოღოსიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყნის სტატუსი. შესაბამისად, ხელისუფლების ძალისხმევა, მიმართულია რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ურთიერთსასარგებლო, პარტნიორულ თანამშრომლობაზე დამყარებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისკენ. საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, „ნინოწმინდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოეწყო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 11 გასასვლელი. გამშვებ პუნქტზე იმუშავებს, დაახლოებით, 70 მებაჟე ოფიცერი. დღე-ღამეში, ორივე მიმართულება მინიმუმ 600-მდე სატვირთო, 3000-მდე მსუბუქი მანქანისა და 8000-მდე მგზავრის გატარებაზეა გათვლილი. ამასთან, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, განახლდა, დაახლოებით, 4000 კვ.მ. ფართობი, ასევე, მოეწყო ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე ქსელი და აშენდა ავტომობილების დასათვალიერებელი ანგარი. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანებითი სამუშაოები“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
სუს-ი: სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლითონის ბოძები და მავთულხლართები უკანონოდ დაამონტაჟეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებში ლითონის ბოძები და მავთულხლართები უკანონოდ დაამონტაჟეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. „საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპციო ძალას ეკისრება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიეგო კოლასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასა და მიმდინარე რეფორმებზე. დიეგო კოლასმა წარმატება უსურვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. მედიის ცნობითვე, ალიევი დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ' მანამდე აზერბაჯანის პრეზიდენტი პრაღაში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრეზიდენტს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ' პრაღაში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.
მართლმსაჯულების ეფექტიანობა და ხარისხი ევროპაში: ევროპის საბჭო 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს და აზერბაიჯანს სასამართლო სისტემისთვის (ერთ სულ მოსახლეზე) ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვთ (8,7 ევრო საქართველოსთვის და 9,6 ევრო აზერბაიჯანისთვის). ალბანეთმა, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, კვიპროსმა, საქართველომ, მოლდოვას რესპუბლიკამ და გაერთიანებულმა სამეფომ - შოტლანდიამ თავიანთი ბიუჯეტის 35%-ზე მეტი, პროკურატურის სტრუქტურებზე დახარჯეს ანგარიშში, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია (CEPEJ) 44 ევროპული ქვეყნისა და 3 დამკვირვებელი სახელმწიფოს სასამართლო სისტემების ძირითად ტენდენციებს ასახავს. ეს შეფასების ანგარიში მეათეა, 2002 წელს CEPEJ-ის დაარსებიდან და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ტენდენციებზე: მართლმსაჯულებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის შესახებ:• 2010-2020 წლებში სახელმწიფოებმა აჩვენეს სტაბილური, მაგრამ არათანაბარი ზრდა; 2020 წელს ისინი სასამართლო სისტემაზე საშუალოდ ერთ მოსახლეზე 79 ევროს ხარჯავდნენ (ანუ 7 ევროთი მეტს ვიდრე 2018 წელს);• ამ ბიუჯეტის 66% სასამართლოებს ეთმობოდა, 24,5% პროკურატურას და 9,5% იურიდიულ დახმარებას;• 2018-2020 წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცენტული ზრდა, საშუალოდ 12%-ის ტოლი, პროკურატურის ბიუჯეტთან მიმართებით დაფიქსირდა;• გარკვეული სერვისების აუთსორსინგის მზარდი ტენდენცია კვლავ აისახა 2020 წელს;• აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები პროპორციულად მეტს ხარჯავენ პროკურატურის სერვისებზე, ხოლო ჩრდილოეთ ევროპისა და საერთო სამართლის ქვეყნები შედარებით მეტ ინვესტიციას იურიდიულ დახმარებაზე;• ყველა ქვეყანას აქვს იურიდიული დახმარების მექანიზმი სისხლის სამართლისა და მათ გარდა სხვა საქმეებისათვის, რათა უზრუნველყონ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. მართლმსაჯულების სპეციალისტებისა და სასამართლოების შესახებ:• წევრ ქვეყნებსა და ერთეულებში ოდნავ გაიზარდა პროფესიონალი მოსამართლეების რაოდენობა (საშუალოდ 22,2 მოსამართლე 100 000 მოსახლეზე) მნიშვნელოვანი განსხვავებებით სახელმწიფოებსა და ერთეულებს შორის, რაც ნაწილობრივ შეიძლება, სასამართლო ორგანიზაციების მრავალფეროვნებით, გეოგრაფიული ფაქტორებით და/ან ევროპული სამართლებრივი სისტემების ევოლუციით აიხსნას.• უკვე რამდენიმე წელია, ქალ მოსამართლეთა და პროკურორთა რაოდენობა მამაკაცებს აჭარბებს; ამავდროულად, „შუშის ჭერი“, ანუ ქალების სიმცირე უმაღლეს პოზიციებზე კვლავ სახეზეა; თუმცა არსებობს რამდენიმე პერსპექტიული განვითარება და შთამაგონებელი მაგალითი, ქალთა კარიერის და უმაღლეს სასამართლო პოზიციებზე გენდერული ბალანსის ხელშესაწყობად. ევროპელ იურისტებს შორის ჯერ ისევ ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობდნენ, მაგრამ ამ სფეროში ასევე შესამჩნევი იყო ცვლილებები ქალების სასარგებლოდ; კვლავ გაიზარდა ადვოკატთა რაოდენობა ევროპაში (2020 წლის საშუალო რაოდენობა გახლავთ 172 ადვოკატი 100 000 მოსახლეზე), მაგრამ ქვეყნიდან-ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავდება ადვოკატთა სიმჭიდროვე;• მნიშვნელოვანი განსხვავებაა ევროპაში მოსამართლეთა ხელფასსა და საშუალო ეროვნულ ხელფასებს შორის: 1.0/1.7 გერმანიაში (კარიერის დასაწყისში/ბოლოს) 6.8/21.6-მდე უკრაინაში (კარიერის დასაწყისში/ბოლოს); იგივე ეხებათ პროკურორებს: 0,8-დან ირლანდიაში 4,1-მდე ალბანეთში კარიერის დასაწყისში და 1,7-დან გერმანიასა და ლუქსემბურგში, 7,8-მდე საქართველოში კარიერის ბოლოს; ზოგადად, სხვადასხვა მიზეზის გამო პროკურორების ხელფასი მოსამართლეებთან შედარებით დაბალია;• 2010-2020 წლებში სასამართლოების რაოდენობა ევროპაში შემცირდა და კვლავ ძლიერი ტენდენცია გახლდათ სასამართლოების სპეციალიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდენცია 2020 წელს შენელდა. სასამართლო სისტემის მომხმარებლების შესახებ:• Covid19-ის პანდემიამ გააძლიერა მომხმარებლების ცენტრალური ადგილი მართლმსაჯულების სისტემაში, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ახალ გამოწვევების, კომუნიკაციისა და სასამართლო სერვისების მიწოდების ახალ გზების და მართლმსაჯულების გაციფრულების დაჩქარების გათვალისწინებით;• მეტი რესურსი, მათ შორის ადამიანური რესურსი უნდა დაეთმოს მართლმსაჯულების მომხმარებლებთან უკეთეს კომუნიკაციას, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სასამართლო სისტემისადმი ნდობა;• მონაცემები სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების შესახებ შეიძლება, გამოყენებული იყოს მართლმსაჯულების უკეთესი და უფრო ეფექტიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად და სასამართლო სისტემების ლეგიტიმურობის გაზრდის გზების შესამუშავებლად. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) შესახებ:• ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები და სუბიექტები სულ უფრო მეტად იყენებენ ICT-ს სასამართლო საქმიანობის მხარდასაჭერად და წინა წლებთან შედარებით, სასამართლოს ბიუჯეტის უფრო დიდ პროცენტს უთმობენ კომპიუტერიზაციას;• Covid19-ის პანდემიის შედეგად წარმოშობილმა გამოწვევებმა შესაძლებელი გახადა უფრო ფართო მასშტაბით და სწრაფი ტემპით განხორციელებულიყო ICT-ის პოტენციალის გამოცდა სასამართლო დოკუმენტების კომუნიკაციისა და გაზიარების კუთხით; დისტანციური კომუნიკაციის პრაქტიკული უპირატესობების დასაბალანსებლად და სამართლიანობის ფუნდამენტური ღირებულებების: სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის, პროცედურული ძალადობის თავიდან აცილების და მართლმსაჯულების ადამიანური და სიმბოლური სახეების კომპრომეტირების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახლდათ ფართომასშტაბიანი ადაპიტირება. სასამართლო სისტემების ფუნქციონირების შესახებ:• Covid19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მთელ ევროპაში სასამართლოებს რუტინული ფუნქციების შესრულებისასაც შეექმნათ პრობლემები, თუმცა, ყველა იურისდიქციის ზონა ერთნაირად არ დაზარალებულა, ვინაიდან სახელმწიფოებმა და ერთეულებმა სხვადასხვა ინოვაციურ ზომას მიმართეს Covid-19-ის ეფექტების შესამცირებლად; • პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა პირველი ინსტანციის სასამართლოები; მეორე და მესამე ინსტანციები უფრო ეფექტიანად ფუნქციონირებდნენ, თუმცა 2018 წელთან შედარებით, მათაც გარკვეულწილად დაბალ შედეგს მიღწიეს;• სასამართლოები, როგორც ჩანს, ყველაზე სწრაფად სისხლის სამართლის საქმეებს წყვეტენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად ეფექტიანები ისინი ადმინისტრაციულ საკითხების გადაწყვეტაში არიან;• სახელმწიფოების და სუბიექტების უმრავლესობაში პროკურორებმა გააუმჯობესეს შედეგები, სავარაუდოდ, ახალი საქმეების რაოდენობის შემცირების გამო, რაც ძირითადად Covid19-ის პანდემიის ზომებით შეკავების ზომებით იყო გამოწვეული;• 2020 წელს შემცირდა შემოსული საქმეების რაოდენობა, რომლებიც ეხება თავშესაფრის მაძიებლებს და უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და ბინადრობის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის საქმეების რაოდენობა კვლავ მაღალია. ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან, მხოლოდ ლიხტენშტეინისა და სან-მარინოს მონაცემების მიწოდება ვერ მოხერხდა. სავარჯიშოში მონაწილეობა, როგორც CEPEJ-თან ერთად დამკვირვებელმა ქვეყნებმა, ისრაელმა, მაროკომ და ყაზახეთმა მიიღეს. წყარო - ევროპის საბჭო
ყირგიზეთის პრეზიდენტი, სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე არ ჩავა
ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალურ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ერბოლ სულთანბაევმა განაცხადა. „სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ჟაპაროვი არ მიიღებს მონაწილეობას სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალურ სამიტში. ყირგიზეთის მხრიდან სამიტს, სახელმწიფო მდივანი სუიუნბეკ კასმამბეტოვი დაესწრება“, - განაცხადა სულთანბაევმა. დღეს სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტი იმართება.