ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი: კურილიის კუნძულები იაპონიაა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კურილიის კუნძულების (რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ), იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. იაპონიამ 19 წლის შემდეგ პირველად, კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა „დღეს მივიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - სამართლიანი, იურიდიულად უნაკლო, ისტორიული. უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მათ შორის მისი ჩრდილოეთ ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. დღეს ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას. ამის შესახებ განცხადება უმაღლეს რადაშიც კეთდება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას მსოფლიოში, მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ. საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადაო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის. ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ
მხოლოდ ნავთობსა და გაზზე სრულ ემბარგოს შეუძლია, კრიტიკულად იმოქმედოს რუსეთის ფედერაციის ბრძოლის სურვილზე - სვირიდენკო
ევროკავშირის მიერ ნავთობსა და გაზზე სრული ემბარგოს დაწესებამ შესაძლოა, კრიტიკული გავლენა იქონიოს რუსეთის შემდგომი ბრძოლის სურვილზე. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა „ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი შეიცავს ბევრ ნაწილობრივ შეზღუდვას. ჩვენ ვიბრძოლებთ მათ სრულად შემოსაღებად. დიახ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პრინციპული შეთანხმებებისა და იმპლემენტაციის კუთხით, რაც ნავთობის „ფასის დაჭერას“ გულისხმობს. რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ამავდროულად, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ საკითხში შემდგომ პროგრესს, რომლის საბოლოო შედეგი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება. ამავდროულად, უკრაინა იცავს ადრე გაჟღერებულ პოზიციას, რომ მხოლოდ ნავთობსა და გაზზე სრულ ემბარგოს შეუძლია კრიტიკულად იმოქმედოს რუსეთის ფედერაციის შემდგომი ბრძოლის სურვილზე“, - განაცხადა სვირიდენკომ.
ნინო ლომჯარია: მინდა, გისურვოთ, ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი აირჩიოთ
„მინდა, გისურვოთ, ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი აირჩიოთ,“- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. ნინო ლომჯარია: შეგიძლიათ, გააგრძელოთ და იმეოროთ, რომ სახალხო დამცველს ომი უნდა, მაგრამ ვინ გიჯერებთ?! მან საქართველოს პარლამენტის სპიკერებსა და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „ბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში სახალხო დამცველთან კონსტრუქციულად ითანამშრომლეთ. მადლობა მინდა გადავუხადო სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც ამ ინსტიტუტს თავდადებულად და კვალიფიციურად ემსახურებიან. რომ არა ისინი და მათი მხრიდან მხარდაჭერა, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა ამ ფუნქციის შესრულება. დიდი მადლობა ჩემს მოადგილეებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეებს, რომლებიც ამ 5 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ანგარიშების განხილვას უძღვებოდნენ ხოლმე. მინდა, გისურვოთ, ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი აირჩიოთ. ასევე, ვისურვებდი, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ უკვე ევროკავშირში გაწევრიანება ერთად გვეზეიმოს“, - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა. ასევე წაიკითხეთ: უმრავლესობის წევრი ნინო ლომჯარიას: რას ერჩით, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას?! ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკად ჩამოყალიბდა, ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება
ზელენსკი: თუ რუსეთი გაანადგურებს უკრაინას, ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი მოახერხებს უკრაინის განადგურებას, ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი. „ომი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, ამაში ეჭვი არ მეპარება. მე მესმის, რომ ეს რთულია და არაა მარტივი. არავინ არ იცის ეს ხვალ იქნება თუ ზეგ, ერთ დღეში თუ ერთ თვეში, მაგრამ მე მჯერა გამარჯვების. ან უკრაინა გაიმარჯვებს ან წააგებს მთელი მსოფლიო. უკრაინისა და უკრაინელი ხალხის განადგურების საშუალება თუ მიეცემათ, თუ რუსეთი ამას გააკეთებს, ეს დიდი მსოფლიო ტრაგედიის დასაწყისი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება, რადგან ჩვენ ვიცით მსოფლიოში ავტოკრატიები, რომლებიც შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ასე შესაძლებელი იყო. ვფიქრობ, ეს მსოფლიოსთვის ძალიან საშინელი ნიშანი იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩმა ბონი დ. ჯენკინსმა თბილისში ვიზიტი შეაფასა. ბონი ჯენკინსი: მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, ყველაზე აქტუალურ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით „პროდუქტიული ვიზიტი მქონდა საქართველოში. მადლიერი ვარ ელჩ დეგნანის და საელჩოში მისი გუნდის, ასევე, ყველა თანამშრომლის, მათი მხარდაჭერისა და დაუღალავი შრომისთვის რეგიონში“, - განაცხადა ჯენკინსმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. საქართველოში ჯენკინსის ვიზიტი 7 ოქტომბერს დასრულდა.
პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ი.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დიდ დიღომში ქალი მოკლეს. სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ერთ-ერთი ბინის მეპატრონისგან შევიდა შეტყობინება, რომ მის მიერ გაქირავებული ბინის კარი დაკეტილი იყო, ხოლო დამქირავებელი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ. კონტაქტზე არ გამოდიოდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც აღნიშნული ბინის კარის საკეტის გაღება დაიწყეს, რა დროსაც კარი შიგნიდან გააღო ი.ზ.-მ და გაქცევას შეეცადა. მან წინააღმდეგობა გაუწია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, თუმცა მაშველებმა მას გაქცევის საშუალება არ მისცეს და პოლიციის მისვლამდე მოახერხეს მისი შეჩერება. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს მოქალაქეს – 1982 წელს მ.ს.-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყირიმის ხიდზე ხანძარია
ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწავავის ავზს გაუჩნდა. "გავრცელებული ინფორმაციით, საწვავის ტერმინალი იწვის. ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას!" - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ბრაჩუკიმ. სოციალური ქსელებით თვითმხილველების მიერ გავრცელებულ არაერთ ვიდეოებში ჩანს, რომ დაზიანებულია სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზაც. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი
საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ნებისმიერი ფრანგი მოგზაურის, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ, არსებობს დაკავების და უსამართლო გასამართლების მაღალი რისკი“, - აცხადებენ უწყებაში. ირანში, „შარიფის“ უნივერსიტეტში პოლიციასა და მომიტინგე სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა ირანში ქალთა საპროტესტო გამოსვლების სოლიდარობის ნიშნად, ევროპარლამენტში შვედმა დეპუტატმა, თმა მოიჭრა შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ირანში, მასობრივი პროტესტის ტალღა მოყვა. ამასთან, როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციების დაწყების შემდე, ქვეყანაში, სულ მცირე, 133 ადამიანი დაიღუპა.
ლევან დავითაშვილმა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შახბაზოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკის სხვადასხვა ქვედარგებში, მათ შორის, მწვანე ენერგეტიკის განვითარების მხრივ. ითქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა მეზობელ სახელმწიფოებს შორის. მინისტრებმა ასევე განიხილეს რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, რომელმაც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა. ამ მხრივ, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების და სტრატეგიული პროექტების შესახებ. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობის წახალისებას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა შეძლებს, გაზარდოს ენერგეტიკული ბაზრის კონკურენტუნარიანობა და ხელი შეუწყოს დარგში ადგილობრივი და უცხოური კაპიტალის მოზიდვას. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგოგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა როგორც ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ქსელების გაძლიერებაზე, ისე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისა და ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობაზე, რომლითაც საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, აზერბაიჯანიც შეძლებს, ისარგებლოს. დასასრულს, მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას და აღნიშნეს, რომ გასწევენ ძალისხმევას ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობის ახალ ეტაპზე ასაყვანად.
მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს
"ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას. ყირიმის ხიდზე ხანძარია „ყირიმი, ხიდი, დასაწყისია, ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი, რაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უნდა განიდევნოს“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია.
უკრაინა: ჩვენმა სამხედროებმა, ლუგანსკის ოლქის სოფელი მაკიივკა გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენელის, სერჰი ჩერევატის განაცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის სოფელი მაკიივკა გაათავისუფლეს. ზელენსკის თქმით, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, ოკუპანტებისგან, აღმოსავლეთ უკრაინაში 29 დასახლება გაათავისუფლეს „უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის სოფელი მაკიივკა გაათავისუფლეს. მტერი ცდილობს დაგვარტყას და განახორციელოს შტურმი და თავდასხმის ოპერაციები ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცები გაბედულად იგერიებენ მათ“, - აღნიშნა ჩერევატიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: როდესაც რუსები საუბრობენ ავადმყოფურ იდეებზე, ბირთვული იარაღის შესახებ, იწყებენ საზოგადოების მომზადებას. ეს ძალიან სახიფათოა
როდესაც რუსები საუბრობენ ავადმყოფურ იდეებზე ბირთვული იარაღის შესახებ, იწყებენ საზოგადოების მომზადებას. ეს ძალიან სახიფათოა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჯო ბაიდენი: პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს „ახლა, ევროპული საზოგადოება და პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთი, მუდამ გვიჭერდა მხარს, დიდი მადლობა ამისთვის და აშშ-საც, თქვენ მართლები იყავით. ჩვენ უნდა დაგვეწესებინა სანქციები, მიგვეტანა პრევენციული დარტყმები, რათა რუსეთს და მის საზოგადოებას შეშინებოდა ომის დაწყება. ახლა კი, როდესაც ისინი საუბრობენ ავადმყოფურ იდეებზე ბირთვული იარაღის შესახებ, მე ვამბობ, არ მისცეთ მათ უფლება, ამის შესახებ რუსეთის საზოგადოებას ესაუბრონ. ისინი იწყებენ საზოგადოების მომზადებას. ეს ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ, ვეღარ შეძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი სარკინიგზო გზით გადაჰქონდეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ NATO და მოკავშირეები ფხიზლად რჩებიან”, - განუცხადა თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. The Times: პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება 3 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ბოლო 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინის ტერიტორიაზე შვიდი სარაკეტო და 12 საავიაციო დარტყმა მიიტანეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რომ ბოლო 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინის ტერიტორიაზე შვიდი სარაკეტო და 12 საავიაციო დარტყმა მიიტანეს. "უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე შვიდი სარაკეტო და 12 საავიაციო დარტყმა მიიტანეს. ამასთან, 80-ჯერ გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. რუსეთის არმიამ სულ 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის მისამართით მიიტანა დარტყმები. მათ შორის, ღამით დაიბომბა ხარკოვი. შედეგად, რამდენიმე ადამიანმა დაზიანება მიიღო, დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები. ამასთან, გენშტაბის ყოველდღიურ ცნობაში ნათქვამია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეტევის მცდელობის მოგერიება 17 დასახლებულ პუნქტთან შეძლეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინა: ჩვენმა სამხედროებმა, ლუგანსკის ოლქის სოფელი მაკიივკა გაათავისუფლეს ზელენსკის თქმით, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, ოკუპანტებისგან, აღმოსავლეთ უკრაინაში 29 დასახლება გაათავისუფლეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ამოღების შედეგად 4 ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მ.ი. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნები. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი თ.კ. გორში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული გ.ა., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 23 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. რაც შეეხება, 1974 წელს დაბადებული მ.ნ. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ილონ მასკი: ტაივანზე ნაწილობრივი კონტროლი პეკინს უნდა გადაეცეს
ტაივანზე ნაწილობრივი კონტროლი პეკინს უნდა გადაეცეს, - Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ტაივანსა და ჩინეთს შორის კონფლიქტის მოგვარების ინიციატივით გამოვიდა. „ჩემი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას სპეციალური ადმინისტრაციული ზონა ტაივანისთვის, რომელიც იქნება საკმაოდ მისაღები, თუმცა, შესაძლოა, ვიღაც კვლავ არ იყოს ბედნიერი... ჩემი აზრით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ისინი მიაღწევენ შეთანხმებას, გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ჰონგ-კონგის შემთხვევაში გაფორმდა“, - განაცხადა მასკმა. 3 ოქტომბერს, ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმაც“ წარმოადგინა. ცნობისთვის, 1997 წელს ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი ჩინეთის პროტექტორატის ქვეშ დაბრუნდა და 2047 წლამდე ფართო ავტონომიის გარანტია მიიღო.
უკრაინული მედია: ყირიმის ხიდის საავტომობილო მონაკვეთი, ნაწილობრივ ჩამოინგრა და წყალშია
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა და წყალშია. ყირიმის ხიდზე ხანძარია ამასთან, რუსული მედია საშუალებები რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ხიდის საავტომობილო გზის ორი მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა. სოციალური ქსელებით თვითმხილველების მიერ გავრცელებულ არაერთ ვიდეოებში ჩანს, რომ დაზიანებულია სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზაც. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვა დაიწყო
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვა დღეიდან დაიწყო. საქმე ეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესში შესატან ცვლილებას. პარლამენტში აღნიშნული ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა. ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რიგი საკითხები სამართლებრივად თანხვედრაში არ არის, მზად არიან კანონპროექტზე იმუშაონ, რადგან აღნიშნული საკითხი ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციების შესასრულებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. „ვიცით, რომ ამ ინიციატივის საფუძველი გახდა თავის დროზე შარლ მიშელის მონაწილეობით წარმართული პროცესი, რომელიც ოპოზიციურ პარტიების ნაწილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებით დასრულდა. საბოლოოდ, დღევანდელ მოცემულობამდე მოვედით, ვინაიდან იგივე ჩანაწერი აისახა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგში და ასევე, მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტანეთ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი, ამ 12-პუნქტიან გეგმაშიც გაიწერა იგივე წესი - გენპროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით ანუ 90 ხმით და თუ ვერ ხდება ასეთი პირის 90 ხმით არჩევა, მაშინ 76 ხმით, მისი უფლებამოსილების ვადა იქნება 1 წელი და ეს წესი უნდა მოქმედებდეს მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში. ეს არის ამ ცვლილების ძირითადი არსი. დღეს უკვე რეგლამენტისა და კონსტიტუციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ წარვუდგენთ იმავე წესს ჩვენს საზოგადოებას, ავხსნით, რა ვალდებულებიდან გამომდინარეობს ამ წესის ინიცირება და ავხსნით, სამართლებრივად რა ხარვეზები და გამოწვევები შეიძლება მოჰყვეს ამ წესის კანონად ქცევას“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თურქეთის პრეზიდენტის მრჩევლი: პუტინს დასავლეთთან ახალი დიდი გარიგება სურს
პუტინს დასავლეთთან ახალი დიდი გარიგება, ახალი შეთანხმება სურს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩევლმა, იბრაჰიმ კალინმა განცხადება. მისივე თქმით, მოლაპარაკებები კიევსა და მოსკოვს შორის რაღაც ეტაპზე სავარაუდოდ აღდგება. „პუტინს სურს ახალი დიდი გარიგება, ახალი შეთანხმება დასავლეთთან. ნაწილობრივ, ეს ეხება უკრაინას, ეს ეჭვგარეშეა, თუმცა უფრო ფართო საკითხი არის რეალურად ახალი შეთანხმება რუსეთსა და დასავლურ სამყაროს შორის“, – განაცხადა ერდოღანის მრჩეველმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. "ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მზადაა, აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. გამოითქვა მზადყოფნა, რომ საქართველო, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სატრანსპორტო პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობას და უსაფრთხოებას კასპიის და შავი ზღვების გავლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაუდასტურა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დავით არახამია ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევასა და ცეცხლში გახვევას
რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევას და ცეცხლში გახვევას, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია „ტელეგრამში“ წერს, რითაც ის ყირიმის ხიდზე დღეს დილით მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს „რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევას და ცეცხლში გახვევას. მიზეზი მარტივია: თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება. ეს მხოლოდ დასაწყისია. საიმედო მშენებლობა არ არის ის, რითაც რუსეთი განსაკუთრებით ცნობილია“, - აცხადებს არახამია. ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.