ძებნის რეზულტატი:
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 11 ოქტომბრის შუადღემდე დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრის შუადღემდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელ-ჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
რობერტა მეცოლა: პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ის ვერ განაგებს ჩვენს გადაწყვეტილებებს
პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ის ვერ განაგებს ჩვენს გადაწყვეტილებებს, როგორ გადავიხადოთ გადასახადები. ჩვენ ვზრუნავთ ევროპის მოქალაქეებზე, რომლებსაც უჭირთ გადასახადების გადახდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. რობერტა მეცოლა: ევროკავშირმა უკრაინას ტანკები უნდა მიაწოდოს და გაწევრიანების პროცესი დააჩქაროს „პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ის ვერ განაგებს და ვერ იქონიებს გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებზე, თუ როგორ გადავიხადოთ გადასახადები. ჩვენ ვზრუნავთ ევროპის მოქალაქეებზე, რომლებსაც უჭირთ გადასახადების გადახდა. უნდა ვიცოდეთ, თუ რას ვაკეთებთ, როდესაც მარაგები ამოიწურება. უნდა ვიმოქმედოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები, შეწყდეს სპეკულაციები და ფასები შემცირდეს. ეს არის ყველას პრიორიტეტი და მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანას წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ ერთიანი და ეს ყველაზე დიდი მონაპოვარი“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ. ზელენსკი რუს ოკუპანტებს: თქვენ უკვე წააგეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კახა კალაძე Credit Suisse-ზე: დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ, რადგან მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს
დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ალბათ ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ. ვერავინ შეძლებს მის დაშანტაჟებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავას. "ემ ქეი დი": სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა დანაშაულებრივი ქმედებები ნამდვილად ჩაიდინა „რაც შეეხება დავას, აბსოლუტურად გაუგებარია ბანკის პოზიცია. ცხადია, რომ იმ გადაწყვეტილებებით, რასაც Credit Suisse იღებს, ისინი თვითდაზიანების რეჟიმში არიან. საერთაშორისო ბირჟაზე მათ აქციებს თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს, როგორ ეცემა ფასები. ეს გამოწვეულია პრობლემით, რაც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. შეიძლება ვიღაც მიზანმიმართულად აკეთებს თანხების შეყოვნებას, იმისთვის, რომ ზეგავლენა იქონიოს ამ ადამიანზე, თუნდაც დააშანტაჟოს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ალბათ ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ. ვერავინ შეძლებს მის დაშანტაჟებას. ის არის ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, სამშობლოსა და ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული, რაც დაამტკიცა კონკრეტული გაკეთებული საქმეებით“, - განაცხადა კალაძემ. იურიდიული კომპანია "ემ ქეი დი" Credit Suisse-სთან მიმდინარე დავაზე: ბანკი პრინციპულად უზღუდავს ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში
ევროპარლამენტის პრეზიდენტი „შეშფოთებულია“ რუსეთის სანქციების მიმართ ცალკეულ ქვეყნებში არსებული „ხვრელების“ გამო
ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უკვე გრძნობს რუსეთი და არ გამორიცხა, რომ ახალი პაკეტები მომავალშიც შემუშავდება. „კავშირის მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ სანქციები ეს არის დემოკრატიის ფასი, რომელიც უცვლელი უნდა დარჩეს“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღიარა, რომ არსებობს შიში, თუ კიდევ რამდენ ხანს იქნებიან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები მკაცრი ზომებისთვის მზად ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა და ინფლაციის პირობებში, თუმცა განარტავს, რომ „უკრაინის გამო დაღლილობა არ არსებობს“. მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ომის გამო გამოქცეული 7 მილიონი უკრაინელი შეიფარეს. ევროპარლამენტის პრეზიდენტი შეშფოთებულია რუსეთის სანქციებთან მიმართებით არსებული „ხვრელების“ გამო, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც უკვე დგანან ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე ან ამის სურვილი აქვთ. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები ჰყავდა მხედველობაში. ევროპარლამენტის პრეზიდენტი ხსენებულ საკითხებზე რადიო თავისუფლებას ესაუბრა. 6 ოქტომბერს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა.
რობერტა მეცოლა: უნდა დავიცვათ ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, შეუერთდნენ ჩვენს სანქციებს და ჰყავთ ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ პრაღაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უნდა დაიცვან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, შეუერთდნენ სანქციებს და რომლებსაც ჰყავთ „ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი“. ამასთან, რობრტა მეცოლამ აღნიშნა, რომ მიესალმება განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ქვეყანა აღასრულებს სანქციებს. „ასეთია მოლდოვა. ასე რომ, ისეთი შეხვედრები, როგორიც გუშინ გაიმართა, მისასალმებელია. მივესალმებით განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს და აღასრულებს მათ. ეს ასევე არანაირად არ გამორიცხავს იმ ძალიან მისასალმებელ გზას, რომლებსაც გადიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. იქნებიან ეს: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ასევე არ უნდა დაგვავიწყეს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.
გიტანას ნაუსედა: ძალიან სასიხარულოა ერთ მაგიდასთან იმ ქვეყნების ხილვა, რომლებსაც აქამდე კომპრომისის მიღწევის პრობლემები ჰქონდათ
„ძალიან სასიხარულოა, ერთ მაგიდასთან ხილვა იმ ქვეყნების, რომლებსაც აქამდე კომპრომისის მიღწევის პრობლემები ჰქონდათ“, - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების გუშინდელი შეხვედრა ძალიან იმედის მომცემი და საჭირო იყო, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. პრაღაში, ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო „ძალიან სასიხარულოა ერთ მაგიდასთან ხილვა იმ ქვეყნების, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ კომპრომისისთვის მიეღწიათ. მე გუშინ ვნახე ნება და სურვილი კომპრომისების ძიების. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფორმატს. რაც შეეხება უკრაინას, მათ სჭირდებათ დახმარება. ეს ახალგაზრდები უკრაინის ხვალინდელ დღეს წარმოადგნენ. ჩვენი ძალისხმევა ძლიერია და ამჯერად გამარჯვება იქნება ჩვენს მხარეს“, - განაცხადა ნაუსედამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩეხეთში, პრაღაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი საკითხი მთიანი-ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება იყო.
„საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა
პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა. ამის შესახებ ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზაზა თავაძის თქმით, მათი ინფორმაციით, "ქართული ოცნების“ მხრიდან 20 ათასი დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, დავით ფარცვანიამ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დატოვა. „ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, მთელი საქართველოა მასშტაბით. მათ შორის მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით, რაშიც აქტიურად ჰყავთ ჩართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც. ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს, მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ძალადობრივად წართმევას, რასაც ადამიანების გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ უძლებს. ჩვენ გვაქვს ღირსეული ბრძოლის მაგალითებიც. ჩვენი პარტია აერთიანებს საერთო, ეროვნული იდეების გარშემო, მხოლოდ საქართველოსათვის შეკრებილ, სწორი ფასეულობების და ღირებულებების ათასობთ ადამიანს, ქვეყნის ყველა რეგიონიდან, რომელთა გვერდით, ღირსებააყრილი და გაყიდული ადამიანების ადგილი არ არის. ჩვენი გადაწყვეტილება, ყველა მსგავს შემთხვევაში იქნება ძალიან მკაცრი. ყველასათვის ნათელია, რომ „ოცნებამ“ სრულად შეითავსა მმართველობის ის მახინჯი ფორმები, რომელიც 2011-12 წლებში იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ახასიათებდა და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, „ოცნება“ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ღიად ვაჭრობს ქვეყნის სუვერენიტეტით, და ევროპული მომავლით, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ღირსეულ პასუხს გასცემენ“, – განაცხადა თბილისი ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ.
თბილისში, ქვეითად მოსიარულე ორ ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულე ორ ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა. ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ახალგაზრდების სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ისტორიაში პირველად, უკრაინის წარმომადგენლებმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მოიპოვეს
ნობელის „მშვიდობის პრემიის“ პრემიის ლაურეატები, 2022 წელს ბელორუსი უფლებადამცველი ალეს ბიალიატსკი, რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ და უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებებისთვის“ გახდნენ. ამის შესახებ ნობელის კომიტეტი Twitter-ზე იტყობინება. „ნობელის პრემიის ლაურეატები, თავიანთ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ. მათ ხელი შეუწყეს ხელისუფლების კრიტიკისა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას წლების განმავლობაში. მათ განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინეს და დოკუმენტურად ასახეს ომის დანაშაულები, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. მათ აჩვენეს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. Amnesty International-ი რუსეთში „საერთაშორისო მემორიალის“ დახურვის გადაწყვეტილებას გმობს „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი“ უკრანაში 2007 წელს დაარსდა.
ემანუელ მაკრონი: ევროპა უკრაინაში მეტ სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის ფრანგულ ჰაუბიცებს გაგზავნის
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას გაუგზავნის დამატებით სამხედრო აღჭურვილობას, რათა რუსეთის აგრესიისგან დაიცვას თავი. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მათ შორის იქნება ფრანგული, „კეისრის“ ჰაუბიცები. საფრანგეთი უკრაინისთვის „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდებას განიხილავს „ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ რამდენიმე მოთხოვნაზე, ევროკავშირის რამდენიმე წევრთან, მათ შორის ახალ „კეისრებზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. უფრო ადრე მაკრონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი დაეხმარება უკრაინას „სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ აღდგენაში. Le Figaro: კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო, რუსეთმა საფრანგეთის ელჩი დაიბარა საფრანგეთმა უკრაინას 18 თვითმავალი ჰაუბიცა (Ceaser) მიაწოდა. Le Monde-ის ცნობით, საფრანგეთი ემზადება უკრაინაში დამატებით 6-დან 12-მდე კეისრის ჰაუბიცის გასაგზავნად.
მნიშვნელოვანია რუსეთისთვის გაგზავნილი სიგნალი, რომ ევროკავშირის წევრი, თუ არაწევრი სახელმწიფოები ერთად ვართ - ბორელი
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანია რუსეთისთვის გაგზავნილი სიგნალი, რომ რუსეთის საზღვრიდან დასავლეთისკენ, ევროპის კონტინენტზე, ევროკავშირის წევრი, თუ არაწევრი სახელმწიფოები ერთად ვართ, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. გიტანას ნაუსედა: ძალიან სასიხარულოა, ერთ მაგიდასთან ხილვა იმ ქვეყნების, რომლებსაც კომპრომისისთვის მიეღწიათ პრობლემები ჰქონდათ „აბრევიატურაში EU, E – ევროპაა, ხოლო U – კავშირს ნიშნავს. არიან წევრები, ვისაც სურთ, ევროკავშირის წევრობა, სხვებს არ სურთ. ზოგი იყო და ახლა აღარაა, მაგრამ ყველა მათგანი ახლა ზის და განიხილავს, წარმოადგენს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, პირველი ნაბიჯი ევროპაში დიდი კოალიციის შესაქმნელად, რომელიც უპირისპირდება რუსეთს“, – განაცხადა ბორელმა. პრაღაში, ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩეხეთში, პრაღაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი საკითხი მთიანი-ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება იყო.
მედია: პუტინი მინისტრებს თავისი გეგმების შესახებ აღარ ესაუბრება, მას გარემოცვა აკრიტიკებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინისტრებთან კონსულტაციებს წყვეტს. რუსული მედიასაშუალება Meduza, კრემლთან და მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინი მინისტრებს თავისი გეგმების შესახებ აღარ ესაუბრება. Meduza-ს ცნობით, პუტინი ყველა კრიტიკულ გადაწყვეტილებას სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მოკლე დისკუსიის შემდეგ, თავად იღებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინის სატანკო ფლოტის ნახევარზე მეტი, დატყვევებული რუსული ტექნიკისგან შედგება
24 თებერვლიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 440 რუსული მთავარი საბრძოლო ტანკი და 650 სხვა ჯავშანტექნიკა დააკავეს.ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ეს ტექნიკა უკრაინის სატანკო ფლოტის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. ცნობისთვის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (WSJ) გათვლებით, ომის დროს რუსულმა არმიამ ბრძოლის ველზე 460 ტანკი, 92 თვითმავალი, 448 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 195 ჯავშანტრანსპორტიორი და 44 MLRS დატოვა. ამ იარაღს უკრაინის არმია აკონტროლებს. რუსეთის მიერ უკრაინული მხარისთვის ეს „მიწოდებები“, როგორც ჟურნალისტებმა გამოთვალეს, იმავე პერიოდში დასავლეთის ქვეყნების მიერ, კიევისთვის გადაცემული იარაღის მოცულობას აღემატებოდა. „რუსული ჯარები აღჭურვილია ტანკებით და სხვა სამხედრო მანქანებით, რომლებიც უკრაინელებისთვის კარგად ნაცნობია. შესაძლებელია სათადარიგო ნაწილების პოვნა და არიან ტექნიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ მათი მომსახურება. რუსული ტექნიკა ძირითადად, საწვავის ნაკლებობის ან ძრავის ჩაქრობის გამო, ეკიპაჟებმა მიატოვეს. მაგრამ ასევე ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ უკრაინელების მიერ თავდასხმის დროს „დატყვევებული“ ტექნიკის დიდი ნაწილი გაუმართავი ან დაზიანებულია. ძნელია იმის დადგენა, თუ 460 ტანკიდან რამდენის გამოყენებაა შესაძლებელი. უკრაინაში ფუნქციონირებს ტანკების სარემონტო ქარხნები, სადაც აღჭურვილობის რეაქტივაცია და შეკეთება ომამდეც ხდებოდა“, - ნათქვამია WSJ-ს ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბლინკენის მოადგილე საქართველოს შეიარაღებისა და ტექნიკის განახლების კუთხით სამომავლო გეგმებს განიხილავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რა საკითხებს განიხილავს საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მათივე ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს ოცდაათწლიანი მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საერთო ღირებულებების დაცვისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებისთვის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, შეიარაღებისა და ტექნიკის განახლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და დინამიური თანამშრომლობის განმტკიცების პროცესში, ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ახალ ინიციატივაზე „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ (GDDEI), რომელიც სტრატეგიული პარტნიორების თავდაცვის უწყებებს შორის გასულ წელს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელჩ დეგნანს შეხვდა ბლინკენის მოადგილე: აშშ საქართველოს ევროტლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
ერდოღანი შვედეთსა და ფინეთს სთავაზობს, NATO-ში სხვადასხვა დროს გაწევრიანდნენ
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთს და ფინეთს NATO-ში სხვადასხვა დროს გაწევრიანება შესთავაზა. თურქეთი და უნგრეთი არიან ქვეყნები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ რატიფიცირებული სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება. ერდოღანის თქმით, თურქეთი არ იქნება შვედეთის მომხრე, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაციები მის ქუჩებსა და პარლამენტში პოზიციონირებენ. მისივე თქმით, თურქეთს უკეთესი ურთიერთობა აქვს ფინეთთან, რადგან ის არ არის ქვეყანა, სადაც ტერორისტები თავისუფლად მოძრაობენ. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ჰელსინკი შვედეთთან ერთად ალიანსში გაწევრიანების მომხრეა. ერდოღანის კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც შვედეთმა განაცხადა, რომ გააუქმებს იარაღზე ემბარგოს, რომელიც თურქეთს 2019 წელს დაუწესდა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკად ჩამოყალიბდა, ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება
წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიში წარადგინა. სახალხო დამცველის პოზიციაზე, ეს ნინო ლომჯარიას ბოლო აგარიშია. „წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება. რუსული, ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების მომძლავრების, წახალისების და მათ დანაშაულებრივ საქმიანობაზე ხელის დაფარების პარალელურად, ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე იზღუდება", - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.
ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ უკრაინის საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტაში, ძალისხმევას გამოიჩენს
თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის ომის სამშვიდობო პროცესში ძალისხმევის გამოჩენისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თურქული მხარის ცნობით, ერდოღანმა და პუტინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომში განვითარებული ბოლო მოვლენები განიხილეს. „სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინის საკითხის სამშვიდობო გადაწყვეტაში ძალისხმევის გამოსაჩენად“, - აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიაში. ბოლოს ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბარი 29 სექტემბერს შედგა.
ნათია მეზვრიშვილი პარტიიდან დავით ფარცვანიას გარიცხვაზე: უმძიმესი ტვირთი ერგო და ვპირდები, კიდევ უფრო დავუმძიმებ
დღეს პარტიიდან გავრიცხეთ. უმძიმესი ტვირთი ერგო და ვპირდები, კიდევ უფრო დავუმძიმებ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა პარტიიდან დავით ფარცვანიას გარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა. „ეს გამყიდველი იყო არავინ და არაფერი, რომელიც დააფასეს, კაცად აქციეს და სუს-სა და ოცნებაზე 20 000 დოლარად გაიყიდა. დღეს პარტიიდან გავრიცხეთ. უმძიმესი ტვირთი ერგო და ვპირდები, კიდევ უფრო დავუმძიმებ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილი. „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7997ლარი გახდა
"დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7997ლარი გახდა", - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7997ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8043 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7429 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7712 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0283 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესა
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესა. საჯარიმო ზომები შეეხება საწვავის შესყიდვის ქსელს, რომელიც ვაშინგტონის თქმით, მხარს უჭერს ფხენიანის იარაღის პროგრამებს და მის სამხედროებს. კერძოდ, საუბარია სინგაპურში დარეგისტრირებულ ორ კომპანიასა და მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ ფირმაზე, ვაშინგტონი ცდილობს პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩრდილოეთ კორეის მიერ გადარიცხვების წარმოებასთან დაკავშირებით, რაც გაეროს სანქციების გვერდის ავლით ხდება. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი სხვადასხვა კომპანიას, მათ შორის სინგაპურში დაფუძნებულს ადანაშაულებს გემის მფლობელობაში ან მართვაში, რომელიც სანქციების გვერდის ავლით, ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობდა. „ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა, დესტაბილიზაციის გამომწვევი და სახიფათოა. დღეს ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც მხარს უჭერს შეიარაღების პროგრამებს სანქციების თავიდან აცილების გზით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. „დიდი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გაშვება, მათ შორის იაპონიის თავზე, მეტყველებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უგულვებელყოფაზე“, - განაცხადა თავის მხრივ, ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში მდივნის მოადგილემ ბრაიან ნელსონმა. მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს მრავალმხრივი სანქციების აღსრულებას და ყურადღებით დააკვირდება DPRK-ის მიერ სანქციების თავიდან აცილების მცდელობებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ პირთა დასახელებით, ვინც მხარს უჭერს ამ საქმიანობას. გაეროს შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ არაერთხელ აუარა გვერდი შეზღუდვებს.