ძებნის რეზულტატი:

ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპანტები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას აგრძელებენ

ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპანტები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას აგრძელებენ. სუს-ი: სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლითონის ბოძები და მავთულხლართები უკანონოდ დაამონტაჟეს როგორც ცნობილია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოების შედეგად დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე გააქტიურდა ცხელი ხაზი და უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. „საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპციო ძალას ეკისრება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.  

ირლანდიაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა

ირლანდიაში, დონეგალის საგრაფოში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების შედეგად დანგრეულ შენობებში მაშველების ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ ადამიანებს. როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილიდან 8 მოქალაქე უკვე ჰოსპიტალიზებულია. ამასთან, დილიდან მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  

ნიკოლოზ სიმონიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხალხის მონაწილეობის გარეშე, ევროკავშირის მოთხოვნებში არ ჯდება

"საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხალხის მონაწილეობის გარეშე არც რეგლამენტის ფარგლებში და არც ევროკავშირის მოთხოვნებში არ ჯდება", - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვა დაიწყო "რა თქმა უნდა, ეს არ არის იმ პროცესთან შესაბამისი, რასაც ევროკავშირი გვთხოვს. თუმცა, აქ არის მეორე ნაწილიც, რომელიც შინაარსობრივ საკითხებს უკავშირდება. იყო დისკუსია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, იყო გარკვეული წუხილი გამოთქმული, თუმცა, აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რასაც ევროკავშირი გვთხოვს, თუ უკეთესი სტანდარტის დაწესებაზე შევთანხმდებით, ეს რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი სტანდარტი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები დამოუკიდებელი თანამდებობის პირის კონსენსუსით დანიშვნაზე. ჩვენ ევროკავშირი იმას კი არ გვთხოვს, რომ რაღაც პროცედურები შევცვალოთ, შევალამაზოთ ან ა.შ. იმიტომ კი არ დაგვიხარვეზეს კანდიდატის სტატუსზე ჩვენი განაცხადი, რომ გარკვეული პროცედურები არ გვივარგოდა, არამედ იმის გამო, რომ პრობლემა იყო ფუნდამენტური თვალსაზრისით, ნაბიჯები იყო გადასადგმელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც ხელისუფლებამ ასევე ოპოზიციამ იფიქროს, რომ უფრო მეტად ფუნდამენტურ საკითხებზე იმსჯელონ, ამასთან, ეს არის ერთ-ერთი ნაწილი, რომელზეც ვფიქრობ, რომ აუცილებლად შესასრულებელია“, - განაცხადა სიმონიშვილმა.  

ყირიმის ხიდზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე, დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი სავარაუდოდ, იმ სატვირთო მანქანის ახლომდებარე ავტომობილში ისხდნენ, რომელიც ხიდზე აფეთქდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს „დაღუპულები სავარაუდოდ არიან მსუბუქი ავტომობილის მგზავრები, რომლებიც აფეთქებულ სატვირთოსთან ახლოს იმყოფებოდნენ. წყლიდან ამოყვანილია ორი ცხედარი – ქალისა და მამაკაცის, მათი ინდენტიფიცირება გრძელდება, – განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში. ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო. როგორც ცნობილია, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწავავის ავზს გაუჩნდა.  

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: მივესალმებით ამ მამაც ნაბიჯს, რომლის უკან, სავარაუდოდ, უკრაინა დგას

ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას. ამის შესახებ ესტონური მედია წერს. ყირიმის ხიდზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა „ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.  

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?!

რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს, რითაც ყირიმის ხიდზე დღეს მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. „რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! მართვადი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ და ქერჩის ხიდი - რუსული ძალაუფლების ორი ცნობილი სიმბოლო უკრაინულ ყირიმში დაეცა“- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში. ყირიმის ხიდზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა „ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.  

The Times: ბრიტანეთის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს

უკრაინული ძალების ბოლოდროინდელმა წარმატებებმა და რუსეთის ფრონტის ხაზის გარღვევამ, ბრიტანეთის მთავრობაში გააჩინა იმედი, რომ სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა, ამ წლის ბოლომდე დასრულდეს. ამის შესახებ The Times წერს.  უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! გამოცემის ცნობით, ბრიტანელი პოლიტიკოსების ოპტიმიზმი სწორედ უკრაინის ბოლო წარმატებებითა გამოწვეული და არა კონკრეტული დაზვერვის მონაცემებით. ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ თუ უკრაინის წინსვლა გაგრძელდება, რუსული ძალები დონბასიდან გავლენ და წლის ბოლომდე რუსეთში დაბრუნდებიან. ამავდროულად, ყირიმის დაბრუნება, რომელის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, უფრო რთული იქნება და მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სამხედრო დანაკარგები. ამასთან, The Times-ის თანამოსაუბრეები ვერ ხედავენ რაიმე ნიშნებს, რომ საომარი მოქმედებები ზამთარში შეჩერდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.   

ერდოღანის პრესმდივანი: შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რაღაც მომენტში განახლდეს

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებას შესაძლებლად მიიჩნევს.  მისი თქმით, მოსალოდნელი იყო მოლაპარაკებების პროცესის შეჩერება. თუმცა, „მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, რაღაც მომენტში განახლდება“. „საკითხავია, როდის დავუბრუნდებით ამას და რა ზარალი იქნება მანამდე?“ - თქვა აცხადებს კალინი.  როგორც კალინმა აღნიშნა, მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობისას უკრაინის გარდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პუნქტია. „როგორც ჩვენ გვესმის, ვლადიმერ პუტინს სურს დადოს ახალი დიდი გარიგება დასავლეთთან. ამის ნაწილი, უეჭველია, ეხება უკრაინას. მაგრამ უფრო დიდი საკითხი ნამდვილად არის შეთანხმება რუსეთსა და დასავლურ სამყაროს შორის", - აღნიშნა ერდოღანის პრესმდივანმა.  

კახა კალაძე: ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახური და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას

ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახური და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ყველა პატიმარს შესაბამის სერვისებზე მიუწვდება ხელი, თუ საჭიროა ექიმების ჩართულობა, ჩართული არიან, თუნდაც ის, რომ დღეს გადაყვანილია კლინიკაში და იქ აგრძელებს მკურნალობას. რომელიმე პატიმარს თუ ექნება რაიმე საჭიროება ამ მიმართულებით, შესაბამისი უწყება გააკეთებს განცხადებას. მე ვენდობი შესაბამის სამსახურს და შესაბამის უწყებას“, – განაცხადა კახა კალაძემ. ადვოკატის თქმით, უკრაინის სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, ქართულ მხარეს მიმართოს სააკაშვილის დროებით გადაცემის შესახებ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

SOKAR-ის პრეზიდენტი: სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, 2027 წლისთვის გაზის ექსპორტი გაორმაგდება

მიმდინარე წელს აზერბაიჯანი გაზის ექსპორტის მთლიან მოცულობას 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ამის შესახებ „სოკარის“ პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აზერბაიჯან-თურქეთის II ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „2027 წლამდე სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის ექსპორტის გაზრდას მინიმუმ ორჯერ ვგეგმავთ. ამასთან დაკავშირებით, განიხილება TAP-ისა და TANAP-ის მილსადენების სიმძლავრის გაფართოების გეგმები. ეს ყველაფერი დიდ ინვესტიციებს მოითხოვს“, - განაცხადა მან. ნაჯაფმა აღნიშნა, რომ „სოკარი“ თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციას გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინეს

დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინეს.  პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა როგორც ცნობილია, უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცმა, თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.  "ბრალდებულს სურ ამ ეტაპზე დეტალებზე არ ვისაუბრო. მან გარკვეული სახის ჩვენება მისცა, გამოიკითხა მოწმის სახით. ხოლო, როგორც ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია," - აცხადებს ადვოკატი ირაკლი ბენია.  დიდ დიღომში ქალი მოკლეს. სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს  

შარლ მიშელი ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეწვევა. მიშელმა ყაზახეთსა და უზბეკეთში მომავალი ვიზიტების შესახებ Twitter-ზე დაწერა.  მან აღნიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოკაევის მიწვევით, 26-27 ოქტომბერს ასტანაში იქნება, 28 ოქტომბერს კი ტაშკენტს ეწვევა პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან სასაუბროდ. „ევროკავშირი მზადაა გააღრმავოს კავშირები ცენტრალურ აზიასთან და მხარი დაუჭიროს რეგიონულ თანამშრომლობას“, - წერს ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი.  

ირანში, კვლავ საპროტესტო აქციებმა იფეთქა

ხანმოკლე სიმშვიდის შემდეგ, ირანი, ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, კვლავ საპროტესტო აქციებმა მოიცვა.  თეირანში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ამოქმედდა. ირანის დედაქალაქში ქუჩის საპროტესტო აქციები ძირითადად უნივერსიტეტებისა და ლიცეუმების ტერიტორიებზე მოწყობილმა დემონსტრაციებმა შეცვალა. თუმცა, 8 ოქტომბერს აქციის მონაწილეები კვლავ თეირანის ქუჩებში გამოვიდნენ. „დედაქალაქის ცენტრალურ მოედანთან საპროტესტო აქციები გაიმართა ველიასრის, ჯუმჰურის, მეტრო შერიფისა და კეშავერცის ქუჩებზე, დანიშკუს პარკში, ინკილაპის მოედანთან და ქალაქის სხვა რაიონებში. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს. ირანის უსაფრთხოების ძალებმა პროტესტანტებს ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით უპასუხეს“, - წერს მედია.  როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, სტუდენტებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს ალბორზის პროვინციაში, ქალაქ ყარეჯში, ხარეზმის უნივერსიტეტის კამპუსთან, პარალელურად, აქცია გამართეს ზეჰრას უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.  შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ირანი მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. გოგო, რომელიც 13 სექტემბერს ვიცე-პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ ბრალდებით დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. საპასუხოდ, ირანის ათობით ქალაქის მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა. სახელმწიფო ტელევიზიის 24 სექტემბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციებში, რომლებიც ძალადობრივ აქტებში გადაიზარდა. ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია (IHR) იტყობინება 154 გარდაცვალების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ინციდენტების დროს ათასობით ადამიანი დააკავეს.  

უკრაინის დაზვერვა: მოსკოვში სამხედრო პირების მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, მოსკოვში სამხედრო დაპატიმრებები დაიწყო.  „რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ კომპლექსური „ზომების“ მიღება დაიწყო. ქალაქის ცენტრში მოძრაობა გადაკეტილია“, - ნათქვამია უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში. როგორც მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აღნიშნეს, ქალაქში შევიდნენ ძერჟინსკის ოპერატიული სამმართველოს, ეროვნული გვარდიის "ელიტას" ქვედანაყოფები. ისინი პოლიციის ნაწილებთან ერთად ცენტრში გადაადგილდებიან.  ცნობილია, სამხედროების დაკავების არაერთი ფაქტი. პარალელურად, მოსკოვის პერიმეტრზე ყველა სამხედრო ნაწილი მზადყოფნაშია მოყვანილი. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთს გაწვეული და მობილიზებული პერსონალის განთავსების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

იბრაჰიმ რაისი: ირანი ბირთვულ პროგრამაზე დიალოგს არ გაურბის

თეირანი არ ერიდება დიალოგს ბირთვულ პროგრამაზე, მაგრამ არ დააკავშირებს ქვეყნის პროგრესს დასავლური სახელმწიფოების მოთხოვნებთან. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა განაცხადა. ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა - მედია მისი თქმით, ირანი არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდის დატოვებას.  „ჩვენ გვითხრეს, რომ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და ირანის პრობლემები მოგვარდებოდა. თეირანმა გამოაცხადა მზადყოფნა გულწრფელი დიალოგისთვის. ჩვენ არ ვტოვებთ მოლაპარაკების მაგიდას, რადგან გვაქვს ლოგიკა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ალ-ზაჰრას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე. რაისის ინფორმაციით, ამ საკითხზე მან ნიუ-იორკში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრა გამართა. „მე ვთხოვე მაკრონს და ნიუ-იორკში მყოფ ექსპერტებს, ეთქვათ, ჩვენი რომელი მოთხოვნაა ალოგიკური. მოგვიანებით მათ აღიარეს, რომ ჩვენი სიტყვები შესაძლოა, გამართლდეს. ჩვენ არასოდეს გამოვრიცხავთ პატიოსან დიალოგს, მაგრამ ჩვენს წინსვლას არ ვუკავშირებთ ცბიერებასა და წარბშეკრულ საუბარს“, - ხაზგასმით აღნიშნა რაისმა. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.  

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: NATO-მ მეტი უნდა გააკეთოს ერთობლივი უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენად შორს წავა პუტინის განდიდების მანია

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა ლიეტუვაში ვიზიტისას, განაცხადა, რომ NATO-მ მეტი უნდა გააკეთოს ერთობლივი უსაფრთხოებისთვის, რათა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნებისმიერი აგრესიული ქმედებებისგან, თავი დაიცვას. „ჩვენ, NATO-მ, მეტი უნდა გავაკეთოთ საერთო უსაფრთხოებისთვის, რადგან არ ვიცით, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს პუტინის მეგალომანია“, - თქვა ლამბრეხტმა ბალტიისპირეთში დისლოცირებულ გერმანელ სამხედროებთან შეხვედრისას. ლიეტუვის რუკლას სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ რუსული მუქარა მსუბუქად არ უნდა იყოს მიღებული და გერმანია NATO-ს პარტნიორების დაცვის ვალდებულებების ერთგული დარჩება. „ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მუქარა ლიეტუვის მიმართ, რომელმაც ევროპული სანქციები დააწესა კალინინგრადის საზღვარზე. ეს შორს არის პირველი საფრთხეებისგან და ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და მომზადებული ვიყოთ“, - განაცხადა კრისტინ ლამბრეხტმა.   

ლიეტუვამ NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინისთვის იარაღის მარაგები გახსნან

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მხოლოდ NATO-ს სტანდარტების იარაღის დახმარებით შეუძლიათ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა. „ლიეტუვა ყოველთვის იცავდა პოზიციას ყველა შესაძლო დონეზე, რომ უკრაინას სჭირდება „ყველაფერი, რაც გვაქვს“, ყოველგვარი არგუმენტის მოყვანის გარეშე, როგორიცაა - „ჩვენ უბრალოდ ჯაველინებს ვაძლევთ“ და „სტინგერებს“. გაირკვა, რომ უკრაინის არმიას შეუძლია, NATO-ს სტანდარტების იარაღის გამოყენებით წარმატებით დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ის არგუმენტები, რომლებიც ადრე იყო გამოყენებული, აღარ არის აქტუალური“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.  ლანდსბერგისმა თქვა, რომ მოკავშირე ქვეყნებს არ შეუძლიათ, გაამართლონ უარი იარაღის გადაცემაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს „ტექნოლოგიურად რთულია უკრაინელი სამხედროების განათლებისა და წვრთნისთვის" ან იმის გამო, რომ იარაღი შეიძლება, „დაიკარგოს“ ან „განადგურდეს“. „ამაზე არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ უნდა გავხსნათ ჩვენი რეზერვი უკრაინის არმიისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. მან დასძინა, რომ ახლა სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინელები სამხედრო წვრთნებს გადიან.  

BBC-ის კორესპონდენტმა ყირიმის ხიდის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა

BBC-ის კორესპონდენტმა კრის პარტრიჯმა, აფეთქებამდე და შემდეგ, ყირიმის ხიდის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

დონეცკის ოლქში, რკინიგზის სადგურზე აფეთქება მოხდა

მარიუპოლიდან 50 კმ-ში, რკინიგზის სადგურ „კარანში“ აფეთქება მოხდა. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. „სადგური „კარანი“, დონეცკის ოლქი, ბავოვნა“, - აღნიშნა ანდრიუშჩენკომ.  ანდრიუშჩენკოს თქმით, სადგური დროებით ოკუპირებული მარიუპოლიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.   

დამპყრობლები ყირიმიდან გარბიან - მელიტოპოლის მერი

მანქანების დიდმა რაოდენობამ დატოვა ყირიმი, დამპყრობლები ნახევარკუნძულიდან ბერდიანსკში გარბიან, შემდეგ კი რუსეთის ტერიტორიაზე გადადიან. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, იუწყება Ukrinform. ყირიმის ხიდზე ხანძარია „ჩვენ ვხედავთ პანიკას დამპყრობლებს შორის. დაიწყო მნიშვნელოვანი მოძრაობა ყირიმიდან ბერდიანსკამდე. რადგან ახლა ერთადერთი მარშრუტი, რომლითაც შესაძლებელია დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება, გადის მელიტოპოლზე, ბერდიანსკზე, მარიუპოლზე, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ამიტომ, დღეს ეს მიმართულება დატვირთულია, მანქანების დიდმა რაოდენობამ დატოვა ყირიმი და რუსეთის ფედერაციაში გადადიან“, - განაცხადა ფედოროვმა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაფიქსირდა აფეთქება და ხანძარი. ხიდის სარკინიგზო ნაწილზე სატვირთო მატარებელი დაიწვა, საავტომობილო ნაწილზე კი გზის ნაწილი ჩამოინგრა. მოგვიანებით ხიდის გადარჩენილი ზოლის გასწვრივ ავტომანქანების მოძრაობა აღდგა.