ძებნის რეზულტატი:

უმრავლესობის წევრი ნინო ლომჯარიას: რას ერჩით, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას?!

რას ერჩით, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას?!, - აღნიშნული კითხვა დაუსვა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიში წარადგინა. "რას ერჩით საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას?! 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა - საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ბუნებრივია, აქ გვესმის, რომ ტრანსკრიფციაში იყო - ეკლესიის წინააღმდეგ. აღნიშნულ სხდომაზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უბადრუკად და უმწეოდ გამოიყურებოდა თქვენი წარმომადგენელი, პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია. თქვენ აპროტესტებდით, რომ ტერიტორიების მიჩენის ნაცვლად, შესაძლებელია ახალი სტანდარტი დამკვიდრებულიყო, რომ ძველაშენებულ მონასტრებს, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე იყო აშენებული, მიეკუთვნოთ გარკვეული პერიოდით მოვლა-პატრონობით ტყის გარკვეული ფართობები. გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ მაინტერესებს, რამ გაიძულათ ასე სასწრაფო რეჟიმში... როდესაც წინა ზაფხულში შეიტანეთ ეს სარჩელი, ამხელა პერიოდი გქონდათ, იქ მიუთითეთ, რომ იყო დაზარალებული და მერე სხდომისას თქვენს წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რადგან ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო, რომ ვიღაც იყო ამ თემით დაზარალებული", - განაცხადა ოდიშერიამ. ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკად ჩამოყალიბდა, ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.   

ნინო ლომჯარია: შეგიძლიათ, გააგრძელოთ და იმეოროთ, რომ სახალხო დამცველს ომი უნდა, მაგრამ ვინ გიჯერებთ?!

შეგიძლიათ, გააგრძელოთ და იმეოროთ, რომ სახალხო დამცველს ომი უნდა, მაგრამ ვინ გიჯერებთ, არ ვიცი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიში წარადგინა. „არ დავიწყებ აქ იმის მტკიცებას, რომ სახალხო დამცველს ომი არ უნდა, თუმცა, შეგახსენებთ, როდის გაკეთდა ეს განცხადება ჩემი მხრიდან, რომელიც ნამდვილად იყო იმ წუთას ჩემი ემოციური მდგომარეობის გამოხატულება. აღნიშნული იყო ძალიან მალე, როცა უკრაინაში დაიწყო ომი, ყველანი ძალიან აღელვებულები ვიყავით, ყველას ალბათ, გაგვახსენდა ის ტრავმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს არაერთგზის გვაქვს რუსული აგრესიისა და რუსული თავდასხმის შედეგად ქვეყანაში მიღებული, ჩვენ ყველანი ვიყავით სოლიდარულები უკრაინელი მოქალაქეების და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, ეს იყო საერთო, საყოველთაო სოლიდარობა, ჩვენ გვინდოდა გამოგვეხატა და ჩვენ ქვეყანას გამოეხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ამ პერიოდში გვესმოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, რომ ომი უკრაინაშია და ეს მას არ ეხება, რომ თავის საქმე აქვს და ომი უკრაინაშია, რომ უკრაინა დაისჯებოდა და ისჯებოდა, არ ვიცი, რაღაცის გამო. მახსოვს განცხადებები და თავდასხმები ევროკავშირის პარლამენტის წვერებზე, განცხადებები იმაზე, რომ ევროკავშირს უნდოდა თურმე ომი და არა რუსეთს და ევროკავშირი და ამერიკა იყო ამაში მთავარი დამნაშავე. მახსოვს განცხადებები, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა იმ სანქციებს, რაზეც მთელი ცივილიზაცია შეთანხმდა, რომ დააწესებდა - ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა, ჩემში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეში სირცხვილის გრძნობა გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, თქვენშიც გამოიწვია სირცხვილის გრძნობა ამ განცხადებებმა იმ პერიოდში, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, შეიძლება მე უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, გამოვხატო ჩემი ემოციური მდგომარეობა", - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.  ასევე წაიკითხეთ: უმრავლესობის წევრი ნინო ლომჯარიას: რას ერჩით, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას?! ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკად ჩამოყალიბდა, ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება  

უკრაინაში პუტინის მიერ ჩადენილი ქმედებები მისი ახლო გარემოცვის წევრმა გააკრიტიკა - WP

აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრს კრემლის ლიდერთან უთანხმოება მოუვიდა. ამის შესახებ The Washington Post- წერს.  ერთ-ერთი წყაროს თქმით, უკმაყოფილება, რომელიც პუტინის ახლო წრის წევრმა გამოთქვა, ეხებოდა არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას ომის მიმდინარეობისას და სამხედრო მობილიზაციის კამპანიის განმახორციელებელთა მიერ დაშვებულ შეცდომებს. მედია: პუტინი მინისტრებს თავისი გეგმების შესახებ აღარ ესაუბრება, მას გარემოცვა აკრიტიკებს „დაზვერვა ხაზს უსვამს განხეთქილებას ზედა ეშელონებში, სადაც მაღალი თანამდებობის პირებს დიდი ხანია, არ სურთ ცუდი ამბების მიტანა ავტოკრატი ლიდერისთვის“, - წერს The Washington Post-ი.  „ოკუპაციის დაწყების შემდეგ ჩვენ პუტინის რამდენიმე ახლო გარემოცვის მხრიდან მზარდი განგაშის სიგნალის მოწმენი ვართ. სავარაუდოდ, ეს განსაკუთრებით გამოწვეულია რუსეთის ბოლოდროინდელი დანაკარგებით, არასწორი მიმართულებით და ფართო სამხედრო ხარვეზებით", - განაცხადა დასავლური დაზვერვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Washington Post-ის ცნობით. მისივე ცნობით, უამრავი ადამიანია კრემლში, ვინც ფიქრობს, რომ „სამხედრო ოპერაცია“ კარგად არ მიმდინარეობს, ან საერთოდ, ეს ქმედებები არასწორი იყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს

თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს

თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს. შარვაშიძემ დღეს აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიმართა. „გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღე, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების იმ ევროპულ გზაზე სვლას, რა გზასაც დღეს ადგას, კვლავ ღირსეულად გააგრძელებს. დაბოლოს, მიხარია, რომ ვარ 300 000 კურსდამთავრებულს შორის ერთ-ერთი და რომ მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი რეგიონში პირველ უნივერსიტეტს. ერთხელ უნივერსიტეტელი, მუდამ უნივერსიტეტელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად. ჩემთვის დიდი პატივია ბრწყინვალების ორდენის მიღება, რომელიც საქართველოს მთავრობის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტმა მომანიჭა. მიხარია და ვამაყობ, რადგან ეს არ არის პერსონალური ჯილდო, ეს ჯილდო ეკუთვნის ჩვენს პროფესორებს, ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს მეცნიერებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო 7 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა: ჩვენ შევძელით და დღეს თსუ-ს აქვს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (AUA) ინსტიტუციური შეფასება; მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა და შედეგად თსუ რეგიონში კვლავ ყველაზე დიდი უნივერსიტეტია. 50%-ით გავზარდეთ უნივერსიტეტის დაფინანსებაც მაშინ, როცა არ შეცვლილა უნივერსიტეტების დაფინანსების წესი; პირველად ჩვენს რეგიონში სწორედ, საქართველოში და კონკრეტულად თსუ-ში გაიხსნა ევროპის აკადემიის (AE) და EPLO-ს რეგიონული ცენტრები; საქართველო გახდა მესამე ქვეყანა ევროპაში და 24-ე მსოფლიოში, რომელსაც ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების სრული წარმომადგენლობა აქვს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტების 1.5 %-ში შედის და არაერთ პროგრამას აქვს გავლილი საერთაშორისო აკრედიტაცია (ABET, FIBAA); მზარდია უცხოენოვანი, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის მქონე პროგრამების რაოდენობა; შესაძლებლობის ფარგლებში გაიზარდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება; შთამბეჭდავია ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა, დაწყებული მეორე კორპუსის აღდგენით, დამთავრებული უამრავი სხვა სამეცნიერო თუ სასწავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით. მე ვარ ძალიან ამაყი, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ერთად შევძელით. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა უნივერსიტეტის პროფესურას, ადმინისტრაციას, სტუდენტებს და ჩვენი უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს. ჩვენ სწორედ ერთად მოვახერხეთ ამ წარმატებული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გასაუმჯობესებელი“, - წერს შარვაშიძე სოციალურ ქსელში.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო რეგიონში არსებითად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მდივან ბლინკენის მოადგილის საქართველოში ვიზიტზე კომენტარს აკეთებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაგრძელებას, მათ შორის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით. „მდივნის მოადგილე მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და ხალხს დღემდე გაწეული თანამშრომლობისთვის. ვიზიტის დროს ბონი დ. ჯენკინსი ხვდება საქართველოს ლიდერებს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. საქართველო რჩება არსებითად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში და ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას, მათ შორის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით. ბლინკენის მოადგილე საქართველოს შეიარაღებისა და ტექნიკის განახლების კუთხით სამომავლო გეგმებს განიხილავს როგორც მდივნის მოადგილემ ხუთშაბათს განაცხადა, შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განუცხადა Europetime-ს სახელწმიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი აცხადებს, რომ ელჩ დეგნანისადმი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი ჩამოიტანა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელჩ დეგნანს შეხვდა ბლინკენის მოადგილე: აშშ საქართველოს ევროტლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს ბონი ჯენკინსის განცხადებით, ელჩმა დეგნანმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ეს ძალისხმევა ბოლო პერიოდში მარტივი არ ყოფილა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

„ვივამედის“ გენერალური დირექტორი სააკაშვილზე: ამ ეტაპზე პაციენტის ვიტალური პარამეტრები არ არის კრიტიკული

მიხეილ სააკაშვილის ვიტალური პარამეტრები არ არის კრიტიკული და ის განაგრძობს თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობას და ზედამხედველობას, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე-კუზანოვა მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას პასუხობს. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე სააკაშვილი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანას არ საჭიროებს. „მოგახსენებთ, რომ პაციენტი სააკაშვილი მკურნალობს კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე თერაპიულ განყოფილებაში კვალიფიციური ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენთვის მისი ისევე, როგორც ყველა პაციენტის გამოჯანმრთელების სადარაჯოზე დგომა უპირველეს ვალს და ვალდებულებას წარმოადგენს. მის მკურნალობაში მუდმივად ჩართულნი არიან მოწვეული სპეციალისტები, როგორც კლინიკის, ასევე პაციენტის მხრიდან. თქვენს მიერ მოწერილ მოთხოვნაზე, რომ კლინიკას აქვს უფლება უცხო ქვეყნის სპეციალისტი დროებით დამოუკიდებელი საექიმო მომსახურებისთვის მოიწვიოს, თუ პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე პაციენტის ვიტალური პარამეტრები არ გახლავთ კრიტიკული და განაგრძობს თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობას და ზედამხედველობას. იგი ამ ეტაპზე არ საჭიროებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის კლინიკა სრულ მზადყოფნაშია, როგორც ექიმი სპეციალისტების, ასევე აპარატურული მხარდაჭერის კუთხით. რაც შეეხება James Carpinter Cobey-ს შემოყვანას, რომლის სპეციალიზაცია გახლავთ ტრავმატოლოგია-ორთოპედია, მსგავსი კრიტიკული მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში მისი დახმარება ვერ იქნება ჯეროვანი. ხოლო გეგმურად ან ერთჯერადად კონკრეტულად ზემოთხსენებული ექიმის კლინიკაში შემოყვანა სცილდება ჩვენს კომპეტენციას. როდესაც მას მიენიჭება საექიმო საქმიანობის უფლება ექიმთა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, ჩვენი მხრიდან არანაირი შეფერხება არ ექნება, ისევე როგორც არაერთ სხვა შემთხვევაში“, - აღნიშნულია ნინო ნადირაძე-კუზანოვას მიერ გავრცელებულ განცხადებაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს. ასევე წაიკითხეთ: ადვოკატის თქმით, უკრაინის სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, ქართულ მხარეს მიმართოს სააკაშვილის დროებით გადაცემის შესახებ  

რა გავლენა ექნება ევროს გაუფასურებას საქართველოს ბაზარზე

ევრო აშშ დოლართან მიმართებით, რამდენიმე თვეა, უფასურდება. საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე 7 ოქტომბრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 0,966 ევრო ღირს. ბოლოს ევრო აშშ დოლართან მიმართებით ასე სუსტი 20 წლის წინ, 2002 წლის დეკემბერში იყო. რით აიხსნება დღეს ევროს ასეთი შესუსტება და როგორ აისახება ეს საქართველოს ბაზარზე. ამ საკითხზე Europetime ანალიტიკოსს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ნიკა შენგელიას ესაუბრა.  ET: რას უკავშირდება აშშ დოლართან ევროს ასეთი მკვეთრი გაუფასურება? უკრაინა-რუსეთის ომს გავლენა აქვს ევროკავშირის ეკონომიკაზე. როდესაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთს, სამწუხაროდ, ეს ბუმერანგივით დაუბრუნდა ევროპას. ET: როდესაც ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა, მაშინვე დაიწყეს რუსული გაზის და ნავთობის ჩასანაცვლებლად ალტერნატივის ძებნა. გეთანხმებით, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნები დიდწილად იყვნენ დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე. დღეს ევროპაში ენერგომატარებლების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები ყიდულობდნენ სასუქებს რუსეთისგან. ამ ორი ნედლეულის გაძვირების გამო, ევროკავშირის პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი გახდა. ბოლოს რაც გამოქვეყნდა, გერმანიის მაგალითს თუ განვიხილავთ, სამრეწველო ინდექსი იყო 45%, მანამდე კი 30%-ს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი თვის განმავლობაში გერმანიის ეკონომიკამ სიმძლავრეების 45%-ს დაკარგა. თუ 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის ეკონომიკაში განვითარებულ პროცესებს შევაფასებთ, ეს ომი ევროპას კიდევ უფრო დააზარალებს, რადგან სერიოზულ კომპანიებს წარმოება აშშ-ისა და აზიის ბაზრებზე გადააქვთ. ET: თქვენი შეფასებიდან გამომდინარე, ევროს გაუფასურების ძირითადი მიზეზი, ეკონომიკისა და წარმოების შემცირებაა. რამდენად ხანგრძლივია ეს პროცესი და როდემდე და რა ნიშნულამდე გაუფასურდება ევრო? გამომდინარე აქედან, ევროპის ეკონომიკაში გაზრდილი რისკების ფონზე, ევროს კურსი სუსტდება, არის მოლოდინი, რომ აშშ დოლართან მიმართებით ევროს კურსი 0,85 ევრო/ცენტამდე დაეცეს. ერთი წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომამდე, როცა გაკეთდა ტექნიკური ანალიზი დოლარზე, პარიტეტს ველოდებოდით. მოსალოდნელი იყო აშშ დოლარისა და ევროს კურსის გათანაბრება. გარკვეულწილად, ეს პროგნოზი გამართლდა, თუმცა ახლა უკვე არ არის იმის პროგნოზი, რომ ევრო უახლოეს მომავალში გამყარდება. ველოდებით ევროს გაუფასურებას. ტექნიკური ანალიზის მიხედვით, ევრო სავარაუდოდ, აშშ დოლართან მიმართებით 0,85 ევრო/ცენტამდე ჩამოვა. ევროს კურსი ამ ნიშნულზე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდება, თუ ემისიის ან რამე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს ევროპის ცენტრალური ბანკი. ET: რა უარყოფით გავლენას მოახდენს ევროს ვარდნა ევროკავშირის ბაზარზე? წარმოებები ჩერდება, ეკონომიკა მცირდება და იმპორტზე დამოკიდებულება იზრდება. ფაქტობრივად, ერთი რამ უნდა გააკეთონ, რომ ჩინეთიდან შემოსულ იაფ პროდუქციაზე გადასახადები აწიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ეკონომიკა კიდევ შემცირდება და არაკონკურენტუნარიანი იქნება. ევროპა ვერ ასცდება ინფლაციას და სულ მცირე ერთი წელი ვერ გაუმკლავდება. ის მაჩვენებელი, რომ ევროპაში ინფლაცია 10%-ია, ვფიქრობ, ძალიან შელამაზებული მაჩვენებელია, რათა მოსახლეობაში პანიკა არ გამოიწვიოს. ET: საქართველოზე როგორ აისახება ეს პროცესი? რა გავლენა ექნება ევროკავშირთან ექსპორტ-იმპორტსა და ფულად გზავნილებზე? შეიძლება, არის გარკვეული მსჯელობა, რომ ევრო გაიაფებულია და შესაძლოა, ქვეყანაში იაფი პროდუქტი შემოვიდეს, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. თვითონ პროდუქციის ფასი იზრდება და ის რომ, ევრო აშშ დოლართან მიმართებით უფასურდება, ეს დადებითად ვერ წაადგება ქართველ იმპორტიორს.  ევროს გაუფასურება გავლენას მოახდენს ფულად გზავნილებზე, იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეები კონვერტაციისას ნაკლებ ლარს მიიღებენ. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების დინამიკას, ვფიქრობ აქ შემცირება მოსალოდნელი არ არის, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის ზრდის ტენდენცია ჯერ არ იკვეთება. ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში ხელფასები 10%-ით გაიზარდა. ფულადი გზავნილები ევროზონიდან საქართველოში იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ ევროპაში უმუშევრობის დონე აიწევს.  

სალომე ზურაბიშვილი: სანამ თავდადებული ადამიანები იბრძვიან, დემოკრატიასა და თავისუფლებას გამარჯვების შანსი აქვს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურიატების დაჯილდოებას გამოეხმაურა.  ისტორიაში პირველად, უკრაინის წარმომადგენლებმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მოიპოვეს „ძალაუფლებისგან მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა არის ის, რაც თავისუფლებას ასაზრდოებს. სანამ თავდადებული ადამიანები იბრძვიან, დემოკრატიასა და თავისუფლებას გამარჯვების შანსი აქვს.   ვულოცავ [მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას] ალეს ბიალიაცკის, “მემორიალსა” და “სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს”- დაწერა პრეზიდენტმა ტვიტერზე.    ნობელის „მშვიდობის პრემიის“ პრემიის ლაურეატები ბელორუსი უფლებადამცველი ალეს ბიალიატსკი, რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ და უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებებისთვის“ გახდნენ.

ბონი ჯენკინსი: მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, ყველაზე აქტუალურ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში ვიზიტს ასრულებს. Europetime-მა თბილისში გამართული შეხვედრებიდან ჯენკინსის კომენტარები შეკრიბა და გთავაზობთ ამ გზავნილებს. შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზღვაო უსაფრთხოებაში უკანონო სასაქონლო ნაკადის შესაჩერებლად. მე შევხვდი საქართველოს ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს და შევთავაზე შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერა ექსპორტის კონტროლთან შესაბამისობის მიმართულებით. შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან. განვიხილეთ აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორობა. საქართველო რეგიონში აშშ-ის არსებითად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მე დღეს მქონდა პატივი, შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს. აშშ ამაყობს ჩვენი 30-წლიანი პარტნიორობით. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოსთან მუშაობის გაგრძელებას ყველაზე აქტუალურ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ჯენკინსის ვიზიტი დღეს, 7 ოქტომბერს სრულდება.

ჯუანშერ ბურჭულაძე: აქტიურად ვმუშაობთ, რომ ათწლიანი გეგმის მიხედვით, ქვეყანამ, მსხვილი შეიარაღება შეიძინოს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ უწყება აქტიურად მუშაობს, იმისთვის რომ ათწლიანი გეგმის მიხედვით ქვეყანამ მსხვილი შეიარაღება შეიძინოს. „გუშინ ჩემმა მოადგილემ ხელი მოაწერა შეთანხმებას თურქულ მხარესთან, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ჯავშანტრანსპორტიორებს მომავალი წლის გაზაფხულზე, 46 ერთეულს,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით სსსტც „დელტამ“ უკვე გადასცა 60 ერთეული შეჯავშნული მანქანა თავდაცვის ძალებს და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის მოცულობის მიუხედავად, წინა ხელისუფლების დროს ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზეც ისაუბრა. „ჩვენ დავიწყეთ ერთობლივი საწარმოების დაფუძნება, რომლებიც ძალიან წარმატებულად მიდის. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმ მსხვილი შეიარაღების შეძენაზე, რაც დაგეგმილია და გაწერილია ჩვენი ათწლიანი პრიორიტეტებით“, - განაცხადა მინისტრმა.  

აშშ-ის საელჩო: ბონი ჯენკინსის გზავნილი ნათელია. ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის შრომობენ

საქართველოში აშშ-ის საელჩომ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსის ვიზიტის დასრულებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაავრცელა, სადაც თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა.   „საზღვრის უსაფრთხოება, საბაჟო და თავდაცვა ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი ნაწილებია. ამ სფეროებში ჩვენი თანამშრომლობის გაუმჯობესების გზებზე სასაუბროდ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელ პირებს სახელმწიფო მდივნის მაოდგილე ბონი ჯენკინსი შეხვდა. გზავნილი, რომელიც მდივნის მოადგილე ჯენკინსმა შეერთებული შტატებიდან ჩამოიტანა ნათელია. ეს არის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისა, რომელიც 30 წელზე მეტია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებისთვის შრომობს. ჩვენ ვამაყობთ თქვენთან თანამშრომლობით და მზად ვართ დაგეხმაროთ საქართველოს წინსვლისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.   

პუტინი დაბადების დღეს აღნიშნავს. იმედია, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, შემდეგ დაბადების დღეს ციხეში შეხვდება - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის პრეზიდენტის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის დანაშაულებებისთვის სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას, ხოლო პუტინს შემდეგი დაბადების დღის აღნიშვნა გისოსებს მიღმა უსურვა. „პუტინი დღეს თავის დაბადების დღეს აღნიშნავს. იმედი მაქვს, ის მომდევნოს შეხვდება ციხეში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. აუცილებელია შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რუსეთის აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის", - აღნიშნა რეინსალუმ.  

ევროკავშირი, უკრაინის მიერ იარაღის პირდაპირი შესყიდვებისთვის, €100 მილიონი ევროს მოცულობის ფონდს ქმნის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროკავშირის მიერ 100 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომლის მეშვეობითაც უკრაინა სამხედრო ტექნიკის პირდაპირ შესყიდვას შეძლებს. „ეს ფონდი საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ევროპის საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. მან დასძინა, რომ ფონდის დახმარებით, უკრაინა შეძლებს „უშუალოდ ჩვენი მწარმოებლებისგან შეიძინოს აღჭურვილობა, რომელიც მას ომის მხარდასაჭერად ყველაზე მეტად სჭირდება". მაკრონმა ასევე დაადასტურა, რომ საფრანგეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს დანიასთან მის მიერ შეძენილი „კეისრის“ ჰაუბიცების უკრაინისთვის გადასაცემად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ფინეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს - დატოვოს უკრაინის ტერიტორია

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულების მხოლოდ ერთი გზა აქვს - დატოვოს უკრაინის ტერიტორია. ამის შესახებ მან პრაღაში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.  ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთს "კონფლიქტიდან" გამოსავალი, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა: „კონფლიქტიდან გამოსავალი? რუსეთისთვის კონფლიქტიდან გამოსავალი არის უკრაინის დატოვება", - განაცხადა მარინმა. 6 ოქტომბერს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინესტემ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა.  ფინეთის მერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების პაკეტების ჯამური ღირებულება, 93 მილიონ ევროს შეადგენს.  

ზელენსკი და პუტინი G20-ის სამიტზე ჩასვლაზე დათანხმდნენ - ინდონეზიის ელჩი

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ინდონეზიაში, ნოემბერში დაგეგმილ G20-ის სამიტში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვეს. ამის შესახებ ინდონეზიის ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ჰუსინ ბაგიშმა, The National-თან ინტერვიუში განაცხადა. „ორივემ თანხმობა გამოთქვა. ვითარება უკრაინა-რუსეთის ომის გამო მარტივი არ არის", - განაცხადა დიპლომატმა. მან დასძინა, რომ ორი პრეზიდენტის მიღებაზე ლოჯისტიკური მზადება უკვე მიმდინარეობს. „ჩვენ ვწყვეტთ რომელ სასტუმროებში განვათავსოთ ისინი - ერთი პუტინისთვის და მეორე ზელენსკის“, - თქვა ბაგიშმა. არც უკრაინის და არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა The National-ის თხოვნას G20-ის სამიტში პრეზიდენტების მონაწილეობის გეგმების დადასტურების შესახებ. „ევროპრავდამ“ კომენტარი ვერ მიიღო ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმაც. წელს G20-ს თავმჯდომარეობს ინდონეზია, რომელიც სამიტს 15-16 ნოემბერს ბალიზე უმასპინძლებს.   

დიდ დიღომში ქალი მოკლეს. სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქალი მოკლეს. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ერთი პირი მკვლელობის ადგილზე დააკავეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

სსფ-ის აღმასრულებელი საბჭო მხარს უჭერს უკრაინისთვის $1,3 მილიარდის გამოყოფას - ზელენსკი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინისთვის დაახლოებით $1,3 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაუჭირა მხარი უკრაინას დაახლოებით $1,3 მილიარდის გამოყოფას (სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტის ფარგლებში.) თანხა უკრაინას დღეს გადაეცემა", - წერს ზელენსკი.  როგორც UNIAN-ი ადრე იტყობინებოდა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას $1,4 მილიარდი გადაუდებელი დაფინანსება გადასცა.   

Financial Times: უკრაინელი სამხედროების ცნობით, ფრონტის ხაზზე Starlink-ის ტერმინალებზე, შეფერხებაა

უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, Starlink-ის ტერმინალების მუშაობის შეფერხების შესახებ აცხადებენ. ამის შესახებ Financial Times იტყობინება. „Starlink-ი შეფერხებით მუშაობდა მაშინაც, როდესაც მებრძოლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში შეიჭრნენ. პრობლემები იყო ფრონტის ხაზის გასწვრივ ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. კომუნიკაციის წარუმატებლობამ „წითელ ხაზზე“ მყოფი ჯარისკაცების პანიკური ზარები გამოიწვია“, - წერს გამოცემა.  ახლა უკრაინაში Starlink-ის 18 ათასი სადგურია. Starlink-ის ქსელი უკრაინელებს ეხმარება ყოველთვის კონტაქტზე იყვნენ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რთულ პირობებში იმუშავონ.  

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: ყველა რუსს, ვინც საქართველოში ეძებს თავშესაფარს, უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ამ ქვეყნის 20% მათი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული

ბიზნესმენის და მეცენატის დიმიტრი აბდუშელიშვილის შეფასებით, ყველა რუსს, ვინც საქართველოში ეძებს თავშესაფარს, უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ამ ქვეყნის 20% მათი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული. ამასთან, საჭიროა გარკეულ რეგულაციაზე ფიქრიც, იქნება ეს მათი ადგილზე ყოფნის ვადები თუ ასე შემდეგ. „ამ ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში გადავაწყდი საქართველოში შემოსული რიგი რუსი მოქალაქეების ,,აღშფოთებას'', რომ თურმე, საზოგადოებრივ თუ საყოფაცხოვრებო ლოკაციებზე, სათანადო ჰიგიენური პირობები და კომფორტი არ არის და მეტიც, ანტისანიტარია ხვდებათ... მე ქსენოფობიას ვერავინ დამწამებს, თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს მეგობარი და ნაცნობი, მათ შორის ცხადია, რუსეთშიც. არც ამ სტატუს ვანზოგადებ ყველა რუსულენოვანზე, ვინც მართლა დევნილი და რეპრესირებულია რეჟიმისგან. მე ვსაუბრობ მხოლოდ სანქციების დისკომფორტს გამორიდებულ უტიფარ რუსებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ უჭირთ გააზრება, რომ თავშესაფარს მათსავე დაპყრობილ ქვეყანაში ეძებენ და პლუს ჰიგიენურ პირობებს უწუნებენ და ამაზე ბედავენ და წუწუნებენ კიდეც... ჩვენ მათსავით ხომ არ ვიქცევით არა? 2006 წელს, მართლა ეთნიკური ნიშნით არ გამოადეპორტეს ასობით ქართველი? მათდამი არაადამიანური მოპყრობა და ეთნიკური ნიშნით დევნა, სტრასბურგის სასამართლომაც კი ცნო. მაგრამ ეს რა მოსატანია უკვე 2008 წელთან... ცხადია, მაშინაც იყვნენ, ახლაც არიან რუსები, რომლებიც ამ ყველაფერს ტრაგედიად აღიქვამენ, ვინც თავადაც, პუტინის რეჟიმის მსხვერლად მიიჩნევს თავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა მათგანს, ვინც საქართველოში ეძებს ან იპოვა თავშესაფარი, უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ამ ქვეყნის 20% მათი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული; რომ უკრაინაზე თავდასხმა და უამრავი მსხვერპლი, დევნილი უკრაინელი მათი დანაშაულებრივი რეჟიმის შედეგია... გააზრებული უნდა ჰქონდეთ ისიც, რომ საქართველო უკრაინასთანაა ამ ომში, ისევე როგორც მთელი კაცობრიობის ცივილური ნაწილი; რომ საქართველოში, თავიანთსავე ქვეყანაში, დევნილობაში, ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს ასობით ათასი ადამიანი... შეუძლიათ შემოსვლა, როცა ამ ყველაფერს გაიაზრებენ... ამაზე კი, გულწრფელად ვფიქრობ, რაღაც რეგულაცია არის მოსაფიქრებელი... იქნება ეს მათი ადგილზე ყოფნის ვადები თუ ასე შემდეგ... P.S. ისე კი მიუხედავად ყველა იმ სიმძიმისა, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს ოკუპირებულ ქვეყანას, მაინც ვიტყოდი, რომ რუსი მოქალაქეების დასაცინი და დასაწუნი, საერთოდ არაფერი არ გვაქვს... არც ჰიგიენა - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით“, - წერს ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში.

ზელენსკის თქმით, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, ოკუპანტებისგან, აღმოსავლეთ უკრაინაში 29 დასახლება გაათავისუფლეს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, ერთი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში,  776 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 29 დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის უკრაინის პრეზიდენტმა, ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა რუსული ფსევდორეფერენდუმისგან გაათავისუფლეს 776 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთით და 29 დასახლება, მათ შორის ექვსი ლუგანსკის რეგიონში“, - თქვა ზელენსკიმ.  მისი თქმით, საერთო ჯამში, ამ შეტევითი ოპერაციის დაწყებიდან 2 434 კვადრატული კილომეტრი უკრაინის მიწა და 96 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.