ძებნის რეზულტატი:

კულება უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებას ითხოვს

უკრაინას სჭირდება მეტი თანამედროვე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი: პასუხს აგებენ ისინი, ვინც ზაპოროჟიეს დაბომბვის უკან დგანან „რუსეთი აგრძელებს სარაკეტო ტერორს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 12 დარტყმა საცხოვრებელ უბნებზე ღამით, სულ მცირე 12 დაიღუპა და მრავალი დაიჭრა. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება მეტი თანამედროვე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები უდანაშაულო სიცოცხლის გადასარჩენად. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ მიწოდება“, - წერს კულება Twitter-ზე. მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტიევმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.  

სალომე ზურაბიშვილი: მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იქნება

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი გახსნა, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მომავალი წელი ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო წელია, ასევე, მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იქნება და ამის დაკავშირება ნიკო ნიკოლაძესთან ძალიან სწორია, რამეთუ სახელმწიფოს შესახებ ყველა მისი მოწოდება და ყველა მისი აზრი ევროპის გზას ემთხვევა. ,,მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზის გახსნა, რომელიც სიმბოლურად დიდი მნიშვნელობის მატარებელია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პრემიერის ადმინისტრაციასთან დაწყებული გვაქვს მუშაობა იმისათვის, რომ მომავალი წელი იყოს ნიკო ნიკოლაძის წელი. სახელმწიფო კომისია უთუოდ შექმნება. მთავარი იდეაა, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იყოს და ამის დაკავშირება ნიკო ნიკოლაძესთან ძალიან სწორია, რამეთუ სახელმწიფოს შესახებ ყველა მისი მოწოდება, ყველა მისი აზრი ევროპის გზას ემთხვევა, რადგან რასაც ევროპა გულისხმობს, ის ყველაფერი ჩვენშია. აქ ნახსენები იყო სასამართლო და ჩვენ ოდიდან გვქონდა ამის ადათი და ტრადიცია, რომელიც შუალედში დაგვაკარგინეს, მაგრამ ამისი აღდგენა შეიძლება. თვითმმართველობა - თვითმმართველი მხარეების გარეშე საქართველო ვერ მოვიდოდა დღემდე და ვერ გაუძლებდა შემოტევებს მისი ისტორიის მთელ გზაზე. გენდერი - ეს ერთ-ერთი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო. თვლიდა, რომ ქალებსა და ვაჟებს შორის არანაირი განსხვავება არ იყო და პირველობაზე თუ ვსაუბრობთ, მან პირველმა გაიყვანა ქართველი ქალი სტუდენტები საზღვარგარეთ, შვეიცარიაში სასწავლებლად. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი ვარ, მაგრამ ეს შთამომავლობა დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაცაა და იმედი მაქვს, რომ მეც შევიტან წვლილს მისი ცხოვრების მთელი არსისა და მიზნის განხორციელებაში - ამ ქვეყნისა და ამ სახელმწიფოს გაძლიერებაში. და ბოლოს, მინდა, სტუდენტებსაც მივმართო: დღეს ძალიან დიდი ტენდენციაა და საჭიროცაა, რომ სტუდენტები გავიდნენ ქვეყნიდან, სწორედ ნიკო ნიკოლაძის მაგალითის მსგავსად, საზღვარგარეთ მიიღონ კიდევ მეტი სპეციალიზაცია და მოიარონ მსოფლიო, ის ჯერ იყო რუსეთში, შემდეგ ევროპაში და იქიდან ჩამოიტანა ყველაფერი, რაც ჩამოსატანი იყო. მაგრამ მისი მაგალითია ისიც, რომ დაბრუნდა საქართველოში ყველაზე ცუდ პერიოდში. ეს არის მაგალითი, რომ უცხოეთში უნდა მიიღო ყველაფერი, კარგი და ცუდი გაარჩიო, დაბრუნდე აქ და შენი წვლილი შეიტანო ამ ქვეყნის მშენებლობაში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნიკო ნიკოლაძე იყო მომავალზე ორიენტირებული. მთავარი მისი საქმიანობის გაგრძელებაა, რომ ახალგაზრდები იყვნენ სახელმწიფო ინტერესებით და სახელმწიფოზე ზრუნვით აღჭურვილნი და ახალი საქართველო ააშენონ. ჩვენ როგორც არასოდეს, ისე გვჭირდება ინჟინრები. გვაქვს ამისი უნარი და ნიჭი, მაგრამ საჭიროა, რომ ყველა დარგი შეივსოს და არ იყოს დეფიციტური პროფესიები, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტს უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.

საქართველოში შესვლის მიზნით, ქორწინებაზე იძულება ან პირის დაყოლიება დანაშაულად ცხადდება - კანონპროექტი

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი დებულება ემატება, რომელიც დანაშაულად აცხადებს საქართველოში შესვლის მიზნით, ქორწინებაზე იძულებას და პირის დაყოლიებას, თუ ამას მოჰყვება ქვეყანაში შემოსვლისკენ მიმართული კონკრეტული ქმედებები. აღნიშნული ცვლილებები ევროკომისიის მე-9 რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადდა, რომელიც გულისხმობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის განსაკუთრებულ კონსოლიდაციას. კანონპროექტის მიხედვით, ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულების მიზნით პირის დაყოლიება საქართველოში შემოსასვლელად, თუ ამას მოჰყვა ქვეყანაში შემოსვლისკენ მიმართული ქმედებები, დაისჯება – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამასთან, ცვლილებებით, ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, დაისჯება – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; არაერთგზის; ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით, დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს 10 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება. წყარო - საზოგადოებრივი მაუწყებელი

ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ათი ადამიანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდა სულ 10 მშვიდობიანი მოქალაქეა გამოყვანილი. შესაბამისი განცხადება უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკი: პასუხს აგებენ ისინი, ვინც ზაპოროჟიეს დაბომბვის უკან დგანან 9 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ჯარებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს ქალაქ ზაპოროჟიეზე. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, სულ დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 87, მათ შორის ექვსი ბავშვია. თავდაპირველად, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტიევმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. კონტექსტი: ზაპოროჟიე არის მთავარი ქალაქი სამხრეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზიდან არც თუ ისე შორს, აქ მდებარეობს ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური და იქ მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებულად აკვირდება.

ყირიმის ხიდზე აფეთქება პუტინისთვის სტრატეგიულ არჩევანს აჩქარებს - ანალიზი

ყირიმის ხიდის აფეთქება აჩქარებს სტრატეგიულ არჩევანს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა გააკეთოს რუსეთის მიერ სამხრეთ უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამ თემაზე CNN ანალიზს გვთავაზობს. სტატიის ავტორი წერს, რომ ქერჩის სრუტის ხიდი სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ყველაფრისთვის, რის მიღწევასაც რუსეთი უკრაინის სამხრეთით ცდილობს. „პუტინი ახლა დგას დაჩქარებული და მტკივნეული გადაწყვეტილებების სერიის წინაშე, რაც მის მუდმივად „პოკერის სახის“ გამომეტყველებას და სიამაყეს სასტიკად არღვევს. მდინარე დნეპრის დასავლეთით, ხერსონში მისი არმია სწრაფად მოძრავი უკრაინული ძალების ალყაშია. პუტინის ჯარები უკვე უკან იხევენ, ნაწილობრივ იგივე იმ ცუდი მარაგის გამო, რაზეც ქერჩის აფეთქებაც იქონიებს გავლენას.  ახლა საკითხავია, შეუძლია თუ არა მოსკოვს ამ ძალის შენარჩუნება მიწოდების ჯაჭვის შეფერხების პირობებში? გადაწყვეტილების მეორე პუნქტი უკვე ყირიმს ეხება. პუტინი ახლა რთული არჩევანის წინაშე დგას, გააძლიეროს ის კიდევ უფრო დაცლილი ძალებით, რომლებიც აწყდებიან მომარაგების პრობლემებს, ან ნაწილობრივ გაიყვანოს სამხედროები, რათა ნახევარკუნძულზე მათი მნიშვნელოვანი რესურსები არ შეჩერდეს.  უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! პუტინმა უნდა აირჩიოს თავისი უფრო დიდი ამბიციების გამოკვება წარმატების შემცირებული შანსებით, ან ძალების კონსოლიდაცია იმ მიზნის ირგვლივ, რომლის მიღწევის უფრო მეტი შანსი აქვს. ერთი მას უკრინაში, ისევე როგორც შესაძლოა, მის მმართველობასაც კატასტროფული კოლაფსის რისკის წინაშე აყენებს, მეორე კი, მისი სახის დაუყონებლივ დაკარგვას გამოიწვევს, მაგრამ უკრაინის მცირე ნაწილების ოკუპაციის შენარჩუნების უფრო დიდ შანსს ტოვებს“, - წერს CNN. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ყირიმის ხიდის დაზიანება პუტინს მნიშვნელოვნად შეეხება 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.  მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა კაცმა, შურისძიების მოტივით, 1970 წელს ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.პ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა, შურისძიების მოტივით, 1970 წელს ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევისას 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევისას 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგოეთის სიახლოვეს, „მიცუბიშის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ბეტონის ჯებირს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და მეხანძრე-მაშველები მივიდნენ. დაწყებულია გამოძიება.  

ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი - არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს

„არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს ტყუილია , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, დღეს პრივატულობა ძალიან მოწყვლადი საკითხია მსოფლიოში. „მოსმენებზე მინდა გითხრათ შემდეგი: ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი დაამუშავეთ, თქვენ ნახავთ რომ დღეს, მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი, ნებისმიერ ქვეყანას აქვს საშუალება მოსმენების. ძალიან მარტივი არის, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მაგალითები გვაქვს ჩვენ, მათ შორის ჰაკერების და ძალიან ბევრი კონსპირაციული ორგანიზაცია არსებობს, ჰაკერული ორგანიზაციებიც არსებობს, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ გატეხონ თქვენი მობილური ტელეფონი, მოგისმინონ, მოიპარონ მთელი მონაცემთა ბაზა და ასე შემდეგ. ამაზე არ მინდა, რომ ვისაუბრო, ეს მინდა, რომ აგიხსნას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს ტყუილია. მე გეტყვით, რომ ეს თემები არ არის ჩემთვის საინტერესო, თუ რაიმე გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, ამას გამოძიება გასცემს პასუხს", - აღიშნა პრემიერ-მინისტრმა.  

პრემიერი: იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ სააკაშვილის და ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობა იყოს დაცული

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა სააკაშვილის და ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობა იყოს დაცული. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თევალში განუცხადა. „იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი ჯანმრთელობა და ასევე ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობა იყოს დაცული. მათი უფლებები იყოს დაცული და არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი: მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, სიკვდილის პირასაა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი არჩევანია ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მას ვერავინ შეცვლის

ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი - ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, ამიტომ მშვიდად იყავით, - ამის შესახებ პრემიერმა თელავში, ჟურნალისტის შეკითხვის საპასხუოდ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში არის დემოკრატია და ნებისმიერს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია შეუერთდეს ამა, თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას. „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და ე.წ. ოთხეულს უერთდება  „მე უკვე ორჯერ, სამჯერ გავაკეთე ამ საკითხზე ძალიან დეტალური კომენტარი, ყოველ ჯერზე როცა მნახავთ, ერთი და იგივე რომ ვიმეორო მე მგონი, არ არის საინტერესო. მე გეტყვით შემდეგს: დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ნებისმიერ ადამიანს, თუ ექნება სურვილი შეუძლია შეუერთდეს ამა, თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი - ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, ამიტომ მშვიდად იყავით“, - აღნიშნა პრემიერმა.  

უკრაინის დაზვერვა: პუტინი კვლავ ცდილობს ბელორუსის ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ ომში

რუსეთის პრეზიდეტი ვლადიმერ პუტინი ხშირად ხვდება ბელორუსის დიქტატორს ალექსანდრე ლუკაშენკოს და ცდილობს, დაარწმუნოს ის, რომ სრულად შეუერთდეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბელორუსის ექვსი ბატალიონი (დაახლოებით 6000 კაცი) უკრაინის საზღვართან არის განლაგებული. ლუკაშენკოს რეჟიმი არის რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მონაწილე უკრაინის წინააღმდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთის სამხედრო ტრანზიტს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელორუსი ახლა ემზადება 20 000-მდე რუსი ჯარისკაცის მისაღებად, რათა რეგიონში უკვე განლაგებული დანაყოფები შეავსოს. 4 ოქტომბერს ლუკაშენკომ უკრაინა ბელორუსის საზღვართან 15 000 ჯარისკაცის თავმოყრაში დაადანაშაულა და ამ ნაბიჯს „პროვოკაცია“ უწოდა.   

გათავისუფლებულ ლიმანში ექსჰუმაციის პროცესი მიმდინარეობს, ნაპოვნია ბავშვების ცხედრები

ექსჰუმაციის დროს, პირველი 20 ცხედარი იპოვეს ლიმანში, მათ შორის ბავშვებიც არიან. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში საგამოძიებო მოქმედებების შემოწმებისას გააკეთა. ექსჰუმაციის პროცედურები ახლა ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. ერთ-ერთ მათგანში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყო დაკრძალული. მეორე არის უკრაინელი სამხედროების მასობრივი საფლავი. იპოვეს ბავშვების ცხედრებიც. 2022 წლის 29 სექტემბრიდან დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში სულ 87 ცხედარი იპოვეს და მათგან 38 უკვე იდენტიფიცირებულია. წინასწარი შეფასებით, ზოგიერთს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები აღენიშნება. უკრაინელმა ჯარებმა სექტემბრის ბოლოს გაათავისუფლეს ლიმანი, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო.  

უკრაინა ლუგანსკის რეგიონში 7 დასახლების გათავისუფლების შესახებ იუწყება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფლები ნოვოლიუბივკა, ნევსკოე, გრეკოვკა,  ნოვოეგოროვკა, ნადია, ნადეჟდა, ანდრეევკა, და სტელმახოვკა გაათავისუფლეს. მისივე თქმით, შვიდივე დასახლებას უკრაინა აკონტროლბს. 7 ოქტომბერს გამართულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში 29 დასახლება განთავისუფლდა. მთლიანობაში, უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან 2400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და 96 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა.  

კახეთში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს 1996 წელს დაბადებულ მ.გ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

აშშ პირობას დებს, რომ უკრაინის შეიარაღებას განაგრძობს

თეთრმა სახლმა კვირას განაცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას, მაგრამ უარი თქვა აფეთქების შესახებ პირდაპირი კომენტარის გაკეთებაზე, რომელმაც ყირმის ხიდი დააზიანა. „გულწრფელად რომ ვთქვათ, თითქმის ყოველდღიურად ვუკავშირდებით უკრაინელებს და გავაგრძელებთ მათთვის უსაფრთხოების დახმარებას“, - განაცხადა კირბიმ. მისივე თქმით, ყირიმში ხიდის აფეთქების თაობაზე დამატებით ვერ ისაუბრებს. „დამატებით ნამდვილად ვერაფერს ვიტყვით აფეთქების შესახებ ცნობებზე“, - განუცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ ABC-ს. „რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ბატონმა პუტინმა დაიწყო ეს ომი და ბატონ პუტინს შეუძლია, დაასრულოს ის დღეს, უბრალოდ, თავისი ჯარების უკრაინიდან გაყვანით“, - აღნიშნა კირბიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. 

პუტინის მტკიცებით, ყირიმის ხიდზე აფეთქება „ტერორისტული აქტი“ იყო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას ყირიმის ხიდზე „თავდასხმაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს იყო „ტერორისტული აქტი“. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შეგახსენებთ, ყირიმი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 24 თებერვალს კი, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალები სარაკეტო თავდასხმებით ყოველდღიურად ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ბოლო ასეთი თავდასხმა ზაპოროჟიეზე მოხდა, რომლის დროსაც სულ მცირე 13 ადამიანია დაღუპული. უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.  მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს  

ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, კულება მსოფლიოს ხუთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას სთავაზობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კორპუსებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დაუყოვნებლივ გადადგას ხუთი ნაბიჯი. კულებამ აღნიშნა, რომ წუხელ, რუსეთმა 20-ზე მეტი რაკეტა ესროლა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბნებს, რის შედეგადაც, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. „რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმების ერთადერთი მიზანი იყო მშვიდობიანი ხალხის სიკვდილი და განადგურება, ტერორის და შიშის დათესვა. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიზანმიმართული დამიზნება ომის დანაშაულია. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს შეკავებული, რათა თავიდან იყოს აცილებული შემდგომი საზარელი სისასტიკე“, - განაცხადა კულებამ. კულება უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებას ითხოვს ამასთან დაკავშირებით მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგას ხუთი ნაბიჯი. კერძოდ, კულებამ მოუწოდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურას და პარტნიორებს, სასწრაფოდ განათავსონ გამომძიებლები და ექსპერტები ადგილზე რუსეთის ომის დანაშაულების მტკიცებულებების მოპოვებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გარდა ამისა, კულებამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცედ დაგმოს ზაპოროჟიეზე რუსეთის არაადამიანური თავდასხმები და გააძლიეროს ზეწოლა მკაცრი ახალი სანქციებით. მან მოუწოდა პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ისრაელს, გერმანიას, ნორვეგიას და საფრანგეთს, სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის (AD) და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის (MD) სისტემები. „ამ სისტემებს საწყობებში განთავსების ნაცვლად, ახლა უკრაინაში სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ“, - განაცხადა კულებამ. მეხუთე ნაბიჯისაგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა მოუწოდა ქვეყნებს, რომლებიც აცხადებენ ნეიტრალიტეტს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიმართ, სასწრაფოდ გაგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები ზაპოროჟიეში და „ერთი ღამე გაატარონ საცხოვრებელ ადგილებში, რათა იგრძნონ, რას ცდილობენ ნეიტრალიტეტით". 9 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ჯარებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს ქალაქ ზაპოროჟიეზე. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, სულ დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 87, მათ შორის ექვსი ბავშვია. თავდაპირველად, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტიევმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. კონტექსტი: ზაპოროჟიე არის მთავარი ქალაქი სამხრეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზიდან არც თუ ისე შორს, აქ მდებარეობს ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური და იქ მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებულად აკვირდება.

ევროპელი ლიდერები ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას გმობენ

ევროპელი ლიდერები ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას გმობენ და აცხადებენ, რომ კრემლმა პასუხი უნდა აგოს „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის“. ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ ომი, არამედ „დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ, რომლის ორგანიზატორიც დაისჯება“. „რუსეთი აგრძელებს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. ამჯერად ზაპოროჟიეზე. საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეუძლიათ მრავალი ადამიანის გადარჩენა, იმედია, ისინი მალე უკრაინამდე მიაღწევენ“, - წერს თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობაზე მიუთითა, რათა ქვეყანამ თავის დაცვა შეძლოს იმ ფონზე, როდესაც  რუსეთი ტერორს აგრძელებს. თავდასხმა ასევე დაგმო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენ ლინდემ. ვოლოდიმირ ზელენსკი: პასუხს აგებენ ისინი, ვინც ზაპოროჟიეს დაბომბვის უკან დგანან 9 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი დაშვდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

პოდოლიაკი პუტინს: მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ არის ტერორისტული სახელმწიფო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას ყირიმის ხიდის დაზიანებაში ადანაშაულებს და მომხდარს ტერაქტად უწოდებს, ზედმეტად ცინიკური ნაბიჯია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პუტინის მტკიცებით, ყირიმის ხიდზე აფეთქება „ტერორისტული აქტი“ იყო „პუტინი უკრაინას ტერორიზმში ადანაშაულებს? ზედმეტად ცინიკურად ჟღერს თუნდაც რუსეთისთვის. 24 საათზე ნაკლები ხნის წინ რუსეთის თვითმფრინავებმა 12 რაკეტით დაარტყეს ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბანს, რის შედეგადაც დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 50-ზე მეტი. აქ მხოლოდ ერთი ტერორისტული სახელმწიფოა და მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ არის ის“, - დაწერა პოდოლიაკმა კვირას. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.  მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს

აშშ-ის კონგრესში შევიდა კანონპროექტი, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს

აშშ-ის კონგრესში შევიდა კანონპროექტი რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. ამის შესახებ კონგრესის უფროსი მრჩეველი პოლ მასარო იტყობინება. კონგრესი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ქმედებების გენოციდად აღიარებას განიხილავს. მასაროს თქმით, სენატორი ლინდსი გრემი და პალატის წარმომადგენელი ტედ ლიუ ითხოვენ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას. ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა 9 ოქტომბერს, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე მორიგი იერიში მიიტანეს. შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ გამორიცხა, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან საცხოვრებელი კორპუსების გაწმენდითი სამუშაო ამ დრომდე გრძელდება. თეთრი სახლი: რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებით შესაძლოა, უკრაინას ზიანი მიადგეს ჯო ბაიდენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას არ ემხრობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 15 სექტემბერს განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები რუსეთისთვის, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოებისთვის დაწესებული სანქციების მსგავს შეზღუდვებს განიხილავს.