ძებნის რეზულტატი:
ვენესუელაში, მეწყერის შედეგად, 36 ადამიანი დაიღუპა
ვენესუელას ქალაქ ლას ტეხერიასში, მეწყერს 36 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, 56 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტიქიის გამო, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. „ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ყველა, რამდენიც შეგვიძლია და ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
პოლონეთი თავის მოქალაქეებს ბელორუსის დატოვებას ურჩევს
პოლონეთი თავის მოქალაქეებს ბელორუსის დატოვებისკენ მოუწოდებს. „პოლონეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ვურჩევთ, დატოვონ მისი ტერიტორია ხელმისაწვდომი კომერციული და კერძო საშუალებებით“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. ვარშავასა და მინსკს შორის ურთიერთობა 2021 წელს გაუარესდა, როდესაც პოლონეთმა თავისი აღმოსავლელი მეზობელი დაადანაშაულა საზღვარზე მიგრანტების კრიზისის ორკესტრირებაში. ეს ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამწუხაროა, რომ აშშ-ის საქმიანობა თავდასხმების სამიზნედ იქცა
„საქართველოსთან თანამშრომლობის 30-წლიანი გამოცდილება გვაქვს. აქ იმისთვის ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს. ამ უკანასკნელ ხანებში აქტიური მედია კამპანიაა გაჩაღებული საქართველოში აშშ-ის საქმიანობის წინააღმდეგ. საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამგვარი კრიტიკა არამხოლოდ მმართველი უმრავლესობისგან მოდის, არამედ რუსული და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების პროპაგანდის ელემენტებს იმეორებს. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს? როგორია თქვენი რეაქცია?ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა USAID-ის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა. „ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობის 30-წლიანი გამოცდილება გვაქვს. აქ იმისთვის ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დიდი ხანი არაა, რაც აქ ვიმყოფები, მაგრამ უკვე მომეცა შესაძლებლობა, შევხვედროდი ბევრ ადამიანს აქ, თბილისში, და დედაქალაქის გარეთაც, სხვადასხვა რეგიონში. ვიტყოდი, რომ ყველა ჩემმა შეხვედრამ – პარლამენტის თავმჯდომარესთან იქნებოდა ეს, მინისტრებთან და მინისტრების მოადგილეებთან, მათ შორის ვიცე-პრემიერთან, ბიზნეს წრეებთან, თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან – მიჩვენა, რომ ხალხში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორობის გაგრძელების დიდი ინტერესი არსებობს. ამ დღეებში, აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ოცდაათი წლისთავი აღინიშნება და ამასთან დაკავშირებით ჩვენი ელჩი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებშიც მოგზაურობს. შეხვედრებისას ელჩი მუდმივად ისმენს საქართველოს მოსახლეობისგან დასავლური კურსის მხარდამჭერ განცხადებებს. ის, რაც ჩვენ ხალხისგან გვესმის, აშკარად ეწინააღმდეგება თქვენს მიერ ნახსენებ განცხადებებს. მსგავსი განცხადებები, სამწუხაროდ, საზოგადოების მეტ პოლარიზაციას იწვევს. უნდა გითხრათ, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი ხალხის, ბიზნეს სექტორის, ახალგაზრდა მეწარმეების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების შესაძლებლობებმა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქ უკვე 30 წელია, ვმუშაობთ და ყურადღებით ვაანალიზებთ ჩვენს საქმიანობას და თვალი გვიჭირავს მის შედეგებზეც. შედეგებზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენი დახმარებით შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამა დაწყებითი სკოლებისთვის, ხელი შევუწყეთ მოსამართლეთა გადამზადებას, უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, დავეხმარეთ ფერმერებსა და სხვა მეწარმეებს, ევროკავშირში ექსპორტის სტანდარტების დაკმაყოფილებაში. ამ სამუშაოს გაგრძელებას ვაპირებთ და ყველაფერს რასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ვაკეთებთ. ინფორმაცია ჩვენი დახმარების შესახებ საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ხოლო მთელი პროცესი ძალიან გამჭირვალე და კონკურენტულია. სამწუხაროა, რომ ეს სამუშაო, თავდასხმების სამიზნედ იქცა, ვინაიდან, ჩვენ აქ ქართველი ხალხის დასახმარებლად ვართ და მათი მხრიდანაც თანამშრომლობისა და პარტნიორობის სურვილი გვესმის“, - ამბობს ჯონ პენელი. საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი იქნება ჯონ პენელმა ამ თანამდებობაზე პიტერ ვებლერი შეცვალა. ჯონ პენელი USAID-ის რეგიონული წარმომადგენელი იყო ლიბანში. მანამდე, 2015-2019 წლებში, მას უკრაინასა და ბელორუსში USAID-ის რეგიონული მისიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 1999-2001 წლებში პენელი უკრაინაში მსახურობდა. მას ნაირობიში USAID-ის აღმოსავლეთ აფრიკის მისიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა დროს მუშაობდა სააგენტოს მისიებში ავღანეთში, სალვადორში, ინდონეზიაში, ერაყსა და უზბეკეთში ჯონ პენელი ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორის ხარისხის კანდიდატია საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევებში. ამასთან, ფლობს აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ეროვნული ომის კოლეჯის მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. პენელს მიღებული აქვს ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში, ასევე, ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკაში.
კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს
კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ორი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა. კულებამ მოუწოდა კიევის რეგიონის მოსახლეობას, დარჩნენ თავშესაფრებში. უკრაინა: მასშტაბური ავიაიერიშების შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, - ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები წერენ. კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვა მუშაობს ვინიცასა და ჟიტომირშიც, სადაც ასევე ისმის აფეთქებების ხმა. კულებამ მოუწოდა კიევის რეგიონის მოსახლეობას, დარჩნენ თავშესაფრებში. უკრაინა: მასშტაბური ავიაიერიშების შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პროკურატურა: თელავში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მეუღლეს ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა
საქართველოს პროკურატურამ, თელავში მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. "სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ბრალდებულის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე. კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს. გარდა ამისა, იგი ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს და მის დედას, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს. აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს და 5 ოქტომბერს პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახში ძალადობა); 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ორი პირის მიმართ) და 11-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის შეფარდება, თუმცა 6 ოქტომბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ სცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 2000 ლარი შეუფარდა. პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა. ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა თავის მეუღლეს, რამაც ეს უმძიმესი შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ უმკაცრესი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რაც კოორდინირებულ მუშაობას, საზოგადოების ჩართულობას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიან ძალისხმევას გულისხმობს. საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება", - აცხადებს პროკურორი.
ერდოღანი: თურქეთი TANAP-ის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან ერთად მუშაობას იწყებს
აზერბაიჯანთან ერთად დაწყებულია მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, იუწყება Trend თურქულ მედიაზე დაყრდნობით. „აზერბაიჯანთან ერთად დავიწყეთ მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე. თურქეთი TANAP-ის მილსადენით გაზის მიწოდებას გააორმაგებსლიბიასთან შეთანხმებამ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოების სფეროში თანამშრომლობის ახალი სფერო შექმნა“, - განაცხადა ერდოღანმა. აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით.
ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელევს. ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და რუმინეთის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს რუმინეთის სახელმწიფო დროშას. სალომე ზურაბიშვილმა და კლაუს იოჰანისმა ერთმანეთს თანმხლები დელეგაციის წევრები წარუდგინეს. "საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლოში არიან: რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, კასპიისა და შავი ზპოლიტღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ლიანა ჯერვალიძე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ჩვენმა საჰაერო ძალებმა, მოწინააღმდეგის 4 რაკეტა ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს დილით მოწინააღმდეგის 4 რაკეტა ჩამოაგდო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები იუწყება. კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს „11 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 7 საათზე, კასპიის ზღვის რაიონიდან ოკუპანტების სტრატეგიული ავიაცია Tu-95 და Tu-160 რაკეტამზიდები მუშაობს, უკრაინის ტერიტორიას Х-101/Х-555 ტიპის რაკეტები ესროლეს. დაახლოებით 9:00 საათზე, საჰაერო სარდლობის "სამხრეთის" ძალებმა და საშუალებებმა ოთხი რაკეტა გაანადგურეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გავაგრძელებთ
ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს. civil.ge: ჩვენც ვაშუქებთ მმართველი პარტიის კამპანიას საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათი დისკრედიტაციის მიზნით. ეს კამპანია იგება ისეთი ფრაზების გარშემო, როგორებიცაა “მდიდარი ენჯეოები”, “ენჯეოების არაგამჭვირვალე კლანი” და “აშშ-ის გავლენის ქვეშ მყოფი ენჯეოები”. USAID უკვე წლებია თავისი პროექტების მეშვეობით პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ნება მომეცით გკითხოთ, რა მიზნით აკეთებს USAID-ი ამას, რა შედეგებს მიაღწია? როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება უნდა მოახდინონ დონორებმა იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის მცდელობები გაგრძელდება? ჯონ პენელი: რა თქმა უნდა, ეს ისაა, რასაც ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. USAID-ში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მტკიცედ გვჯერა, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი, გამჭვირვალე და მონაწილეობაზე დამყარებული დემოკრატიისათვის აუცილებელი ქვაკუთხედია. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ვმუშაობთ. შეერთებულ შტატებშიც ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები გვყავს, ისინი ადამიანის უფლებებს, მოქალაქეთა უფლებებს იცავენ, მთავრობისგან მის საქმიანობაზე ანგარიშვალდებულებას ითხოვენ და მოქალაქეთა საჭიროებებს პასუხობენ. მხოლოდ გასულ წელს, საქართველოში ასზე მეტ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ვიმუშავეთ, მაგალითად იმაზე, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მთავრობისგან სათანადო დახმარება მიეღოთ, ადგილობრივ თემებს გვერდში ამოდგომოდნენ ნარჩენების გადამუშავების თუ სასმელი წყლის მიწოდების თვალსაზრისით, სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე. ჩვენი დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაციები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდნენ მათ, ვისთვისაც იურისტის ან ადვოკატის დაქირავება ხელმისაწვდომი არაა. მათი წყალობით, 90,000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო იურიდიული დახმარება, 14 ათას საქმეზე მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ადვოკატი ჰყოლოდათ. სწორედ ასეთ საქმეებს აკეთებს სამოქალაქო საზოგადოება და ამიტომაც არის მისი არსებობა მნიშვნელოვანი. ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, არასამთავრობოების მუშაობის დასასურათებლად: ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია ბავშვებს სკოლებში ჩარიცხვაში ეხმარება, როცა მათ გარკვეული იურიდიული ბარიერები ეღობებათ წინ. მაგალითად, ერთმა ბავშვმა დედა დაკარგა, მამამისი კი რუსეთის მოქალაქე იყო და მისი მოძებნა ვერ მოხერხდა. ბებიას უნდოდა, ბავშვზე მეურვეობა აეღო, თუმცა სამართლებრივი პროცედურების დასრულება გაჭიანურდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ბავშვის უფლებებს იცავდა, მეურვეობის საკითხის გადაჭრასაც მიაღწია და იმასაც, რომ ამ ბავშვს სკოლაში მიყვანაზე პრობლემები არ შექმნოდა – ახლა ის ბებიასთან ცხოვრობს და სკოლაში დადის. ასეთი საქმეების კეთების გამოა სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც. ამიტომაც გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას მომავალშიც.
ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ელჩებს: მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში
„მე მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში, - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის ელჩებს შენიშვნა მისცა. მისივე თქმით, დიპლომატიური მისიები ხშირად ძალიან ნელა რეაგირებენ ადგილზე მიმდინარე მოვლენებზე. „მე მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში. მე მინდა ინფორმაცია თქვენგან და არა ჟურნალისტებისგან“, – განაცხადა ბორელმა. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
როსტოვის ოლქში, 24 საათში, რუსეთის არმიის მეორე სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
როსტოვის ოლქში რუსული ძალების სუ-25 შემტევი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ გამოცემა 161.RU წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც 161.RU-ს წყარომ აცნობა, თვითმფრინავი 9 ოქტომბერს მილეროვსკის რაიონში, როგალიკის ფერმასთან ჩამოვარდა. „ეს ყველაფერი მოხდა შუადღისას,“ - აღნიშნა უშიშროების წარმომადგენელმა. მისი თქმით, მფრინავი დაიღუპა, რადგან განდევნის სისტემამ არ იმუშავა. გამოცემა წერს, რომ იმავე დღეს მოროზოვსკის რაიონში თვითმფრინავი სუ-24 ჩამოვარდა, რომელიც რუსულ ძალებს ეკუთვნოდა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ფრთას ცეცხლი გაუჩნდა, პილოტმა კი მანქანის მინდორზე დაშვება გადაწყვიტა. ინციდენტი სახელმწიფო უწყებებმა TASS-სა და RIA Novosti-ის დაუდასტურეს. რაც შეეხება მილეროვსკის რაიონში, როგალიკის ფერმასთან რუსული სუ-25-ის ჩამოვარდნის ფაქტს, ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს
რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს. დოკუმენტს ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. კლაუს იოჰანისმა ამ ფაქტს ისტორიული უწოდა. „ჩვენ შევქმენით და საფუძველი ჩავუყარეთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც გავაუმჯობესებთ ურთიერთობებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში. რუმინეთისთვის პრიორიტეტულია ელექტროკაბელის მშენებლობა, რომელიც რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს. გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ ამ რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული ელექტროკაბელი იქნება ელექტროენერგიის მწვანე დერეფანი და დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვასთან და ასევე იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი საქართველოსა და რუმინეთს შორის და ასევე ციფრული ურთიერთობები ევროკავშირს, საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის. გარდა ამისა, საქართველოსთან ვმუშაობთ ტრანსპორტის დერეფანზე, რომელიც იქნება საქონლისა და სხვადასხვა პროდუქტის დერეფანი, რაც იქნება რუმინეთის ინიციატივა. გარდა ამისა, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.
რუს მილიარდერ ალექსანდრ აბრამოვს, ახალ ზელანდიაში შესვლა აეკრძალა
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. შეზღუდვების ქვეშ მოექცა 51 ბიზნესმენი და რუსეთის 24 მოქალაქე, რომლებიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაში მონაწილეობენ. სანქციერებულთა სიაშია „გაზპრომბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე ანდრეი აკიმოვი, ლუკოილის ყოფილი პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი, Rostec-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრე მიხეევი და Novatek-ის გამგეობის თავმჯდომარე ლეონიდ მიხელსონი. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ თავის განცხადებაში ცალკე აღნიშნა, რომ სანქციები შეეხო Evraz Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ალექსანდრ აბრამოვს, რომელსაც აქვს კავშირები ახალ ზელანდიასთან და ხელისუფლების ცნობით, იქ $50 მილიონად შეფასებულ სახლს ფლობს, თუმცა ქვეყანაში არ ცხოვრობს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბრამოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას ხელისუფლებამ გამოიყენა ინდივიდუალური მიდგომა და შემოიღო შეზღუდვები ბიზნესმენის ადგილობრივ ეკონომიკასთან კავშირების გაანალიზების შემდეგ. შედეგად, აბრამოვს ახალ ზელანდიაში შესვლა აეკრძალა, მაგრამ მის აქტივები არ გაყინულა. მახუტამ აღნიშნა, რომ ბიზნესმენის წარმომადგენლების თქმით, აბრამოვს უკრაინაზე რუსული ჯარების თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და 2016 წლიდან ის რუსეთში აღარ ცხოვრობდა. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ აბრამოვი დაგმობს მოსკოვის ქმედებებს უკრაინელების წინააღმდეგ. სხვა საკითხებთან ერთად, აკრძალულია ფუფუნების საგნების, მათ შორის ახალი ზელანდიური ღვინისა და ზღვის პროდუქტების, რუსული არაყისა და ხიზილალის ექსპორტი და იმპორტი.
ჯონ პენელი: ძალიან გვინდა, საქართველოს დავეხმაროთ საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან დაცვაში
„სამწუხაროდ, პოლარიზაცია და დეზინფორმაცია ის პრობლემებია, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, მათ შორის ჩემი ქვეყანაც. ძალიან გვინდა, დავეხმაროთ როგორც საქართველოს, ისე ბევრ სხვა ქვეყანას, საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან დაცვაში“, - ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს. „ამის გასაკეთებლად, მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს, რომ ეთიკურად გამართული, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გაავრცელონ. ამ დახმარებას უკვე წლებია გავცემთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა შეიძლება ქართულად არ საუბრობდეს - ასეთ შემთხვევებში ვეხმარებით მედიას, რომ უმცირესობებს ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მიაწოდონ. სხვა მასალები ამავე ინტერვიუდან: USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამწუხაროა, რომ აშშ-ის საქმიანობა თავდასხმების სამიზნედ იქცა USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გავაგრძელებთ რთული ვითარებაა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარე რაიონებშიც. ჩვენი დახმარებით, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ფაქტებზე დაფუძნებული, ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია მიიღოს, რაც სხვაგვარად მათთვის მიუწვდომელი იქნებოდა. ეს მნიშვნელოვანია, მით უფრო მაშინ, რომ მათ გარშემო დიდია რუსული მედიისა და დეზინფორმაციის გავლენა. რამდენიმე კვირის წინ, მონაწილეობა მივიღე დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციურ კონკურსში. ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეორე ასეთ კონკურსს ვატარებთ. ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ საკუთარი უნარები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია არამხოლოდ დეზინფორმაციასთან ბრძოლის, არამედ საქართველოში მედია წიგნიერების გაუმჯობესების მიზნითაც. ეს კონკურსი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, თავისი გამოცდილება და პროდუქტები საერთაშორისო მომხმარებელსაც გააცნონ და ეგებ შემოსავლის ახალი წყაროც გაიჩინონ, მით უფრო, როცა საქმე ეხება სოციალური მედიის ანალიზის ინსტრუმენტებს, მონაცემთა ბაზებს, ინფორმაციის აგრეგატორებს. ამ მიმართულებით საქართველში უზარმაზარ პოტენციალს ვხედავთ“, - ამბობს ჯონ პენელი.
მედია: თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ასტანაში შეხვდებიან
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ AFP-ს თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. ორი პრეზიდენტის შეხვედრა ასტანაში დსთ-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება. ბოლოს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით 7 ოქტომბერს ისაუბრეს. სატელეფონო საუბრებისას უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ასევე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები განიხილეს. 12-14 ოქტომბერს ყაზახეთი დსთ-ს სამიტს მასპინძლობს. მოსალოდნელია, რომ ყაზახეთის დედაქალაქს ცენტრალური აზიისა და დსთ-ს 11 სახელმწიფოს მეთაური ეწვევა. მთავარი დეკლარირებული თემებია რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.
ჯონ პენელი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს და არჩეული კანდიდატი მაღალკვალიფიციური და ყველა მხარისთვის მისაღები პიროვნება იყოს. ეს ის თემაა, რასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს, მით უფრო, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო თორმეტიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა“, - ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერასთან ერთად, ვაგრძელებთ უფრო პოლიტიკურ სფეროში, სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხარდაჭერასაც. ძალიან ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლობით ორივე ამ ინსტიტუტთან. სახალხო დამცველის აპარატთან და მის გუნდთან რამდენიმე ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. მათი დამოუკიდებული ინსტიტუტი ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებზე რეაგირებას უზრუნველყოფს. ისინი უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ სხვადასხვა პრობლემაზე რეაგირების კუთხით და ცდილობენ, ეს კიდევ უფრო ოპერატიულად და სწრაფად გააკეთონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს და არჩეული კანდიდატი მაღალკვალიფიციური და ყველა მხარისთვის მისაღები პიროვნება იყოს. ეს ის თემაა, რასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს, მით უფრო, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო თორმეტიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა. რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც ვიცით, მათ ახალი ხელმძღვანელი ჰყავთ, რომელსაც უახლოეს მომავალში შევხვდებით. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ბოლო, ათწლეულის განმავლობაში გავწიეთ. სახალხო დამცველის აპარატის მსგავსად, ისინიც დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანოს როლს ასრულებენ, ოღონდ სახელმწიფო სახსრების მართვისა და განკარგვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრობლობას, მიხარია, რომ აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახური (GAO) ამ საქმეში ჩვენი პარტნიორია და მოუთმენლად ველით ამ ძალისხმევის გაგრძელებას“, - ამბობს ჯონ პენელი.
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ირენ ქელინს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. „აღინიშნა ორი ქვეყნის პარტნიორობა არაერთი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, პარლამენტთა და ხალხთა შორის მჭიდრო კავშირები.მთავრობის მეთაურმა შვეიცარიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველი პოლიტიკის მიმართ. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მთავრობის მეთაურის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ იგნასიო კასისთან, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართა.ყურადღება გამახვილდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამების მნიშვნელობაზე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური ტრანსფორმაციის მიმართულებით.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე, ხოლო სტუმართა მხრიდან: შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის პირველი მოადგილე მარტინ კანდინასი, მეორე მოადგილე ერიკ ნუსბაუმერი, ელჩი, საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი კლაუდიო ფიშერი, პოლიტიკური მრჩეველი სოფი ლაშა რორერი და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰეიდი გრაუ ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 57 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.650 პროცენტით, მაქსიმალური 9.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.730 პროცენტით განისაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ და რუმინეთმა ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია
საქართველოსა და რუმინეთს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება რუსული იმპერიული და საბჭოთა პოლიტიკისა, ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს „საქართველოსა და რუმინეთს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება რუსული იმპერიული და საბჭოთა პოლიტიკისა, ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ვიცით, რისი გამკეთებელია რუსეთი, ეს არის ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლა. ის, რაც ისმის ბირთვული უსაფრთხოების კუთხით, რაც ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი იწყებს ასევე მობილიზაციას, ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ სასტიკი აგრესიისა, რომელიც დაუშვებელია. ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის ეს არის მიუღებელი. ეს არის წარსულის ფორმა, რომელსაც არ ექნება ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა, ვინც დაიწყო ეს აგრესია. არავინ ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა