ძებნის რეზულტატი:
Bloomberg: რუსეთმა ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა
რუსეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg წერს. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა გამოცემის ცნობით, რუსეთი რვა კვირაში თითქმის მთლიანად დაკარგავს ამ ბაზარს და უახლესი სანქციები, ნაკადების სხვა ქვეყნებში გადამისამართებას მნიშვნელოვნად გაართულებს. რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი 7 ოქტომბრამდე ოთხი კვირის განმავლობაში, ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდება დღეში საშუალოდ 630 000 ბარელს შეადგენდა რაც შეჭრამდე 1,62 მილიონი ბარელი იყო. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების ახალი, მერვე პაკეტი დაამტკიცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კლაუს იოჰანისი: რუმინეთი საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით უკვე მუშაობს
რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. ჩვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ბუქარესტში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რუმინეთისთვის პრიორიტეტულია ელექტროკაბელის მშენებლობა, რომელიც რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს. „გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ ამ რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული ელექტროკაბელი იქნება ელექტროენერგიის მწვანე დერეფანი და დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვასთან და ასევე იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი საქართველოსა და რუმინეთს შორის და ასევე ციფრული ურთიერთობები ევროკავშირს, საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის. გარდა ამისა, საქართველოსთან ვმუშაობთ ტრანსპორტის დერეფანზე, რომელიც იქნება საქონლისა და სხვადასხვა პროდუქტების დერეფანი, რაც იქნება რუმინეთის ინიციატივა. გარდა ამისა, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.
კლაუს იოჰანისი: რუმინეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად რჩება
რუმინეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად რჩება. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბუქარესტში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს „წელს სამი ათწლეული სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუმინეთს შორის. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ისტორიული მომენტი ორმხრივ ურთიერთობაში, ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. ამ საერთო დეკლარაციის ხელმოწერის მეშვეობით ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად ჩვენ შევქმენით და საფუძველი ჩავუყარეთ სტრატეგიულ პარტნიორობას რუმინეთსა და საქართველოში, ისე როგორც ჩვენ ეს შევათანხმეთ 2019 წელს ნიუ-იორკში. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენ ურთიერთობებს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე, პირადი და ადამიანთა შორის ურთიერთობების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც რა თქმა უნდა, გაღრმავდება ჩვენი ევროატლანტიკური პარტნიორობის ფარგლებში, ეს იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და გააუმჯობესებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. ქალბატონო პრეზიდენტო, რა თქმა უნდა, რუმინეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად რჩება. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ის, რომ ივნისში მიიღეთ ევროპული პერსპექტივა. რასაკვირველია, ინტეგრაცია გულისხმობს სხვადასხვა სტრუქტურულ რთულ რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით პოლიტიკურ სისტემაში და ასევე, რა თქმა უნდა, ძალისხმევა მოდერნიზაციისა და დემოკრატიის კუთხით, რაც მნიშვნელოვანი ელემენტებია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუმინეთი თქვენი პარტნიორია ამ პროცესში. ამავდროულად, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეს ხდება, რა თქმა უნდა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის თანახმად. ეს გახლავთ ჩვენი მხარდაჭერის კონკრეტული გამოხატულება", - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.
ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ირენ ქელინთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების გამო, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებსა და ურთიერთპატივისცემას. აღინიშნა, რომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება, პროფესიული განათლება, კლიმატის დაცვა და სხვ. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირების როლს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით შვეიცარიული მხარის მრავალწლიანი ჩართულობა, რამაც ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი და მომავალშიც აქტიურად წარიმართება პრიორიტეტული სფეროებში რეფორმების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას დღეს არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე. მან მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე, რუსეთის ფედერაციასთან მედიატორის როლისათვის. თავის მხრივ, შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში მიღწეულ მზარდ დინამიკას. ასევე, აღნიშნა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები. მან განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივასა და საქართველოს მედიაციასთან დაკავშირებით, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. შეხვედრისას, ილია დარჩიაშვილმა, შვეიცარიული მხარის დაინტერესების საფუძველზე, ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებულ პროგრესზე.
ბელორუსში შეიარაღებული ძალების ინსპექტირება დაიწყო
ბელორუსში შეიარაღებული ძალების ინსპექტირება დაიწყო. ამის შესახებ ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. აღსანიშნავია, რომ შემოწმება დღეს, 11 ოქტომბერს დაიწყო. ლუკაშენკო აცხადებს, რომ პუტინთან, ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა „შემოწმების დროს სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები შეიმუშავებენ მზადყოფნაში მოქცევის, მსვლელობის, დანიშნულ ზონებში განლაგების საკითხებს. რაც ითვალისწინებს საბრძოლო მომზადების ამოცანების შესრულებას“, - აცხადებენ სამინისტროში. ლუკაშენკომ, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები, მხოლოდ საკუთარ თავს დაუქვემდებარა
პროკურატურა: სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა
გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, გოგაშვილს ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა. "ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შემდგომ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დამატებით გამოიკვეთა შემდეგი: ბრალდებულს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, პირადი მიზნებისთვის უკანონოდ გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი ბრალდებულმა გადასცა სხვა პირს, რითიც მან ჩაიდინა სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში. გარდა ზემოხსენებული ახალი ეპიზოდებისა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ი.გ. ასევე ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, რაც გამოიხატა შემდეგში: ბრალდებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო მასალები შეინახა საკუთარ სახლში, რითიც შექმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე, ხოლო ინფორმაციის ნაწილი - პერსონალური მონაცემები მისი მონაწილეობით გავრცელდა საჯარო სივრცეში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ორ დაურეგისტრირებელ და ნათესავის სახელზე რეგისტრირებულ სამ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ,რომ ი.გ.-ს ამ ეტაპზე ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება, როგორც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების და მათთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში არსებული ქონების წარმომავლობის კანონიერების დადგენის ფაქტებზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ფატიჰ დონმეზი: თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს
თურქეთი მზადაა, მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლის თამაში განაგრძოს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბერლინში გერმანიის ვიცე-კანცლერთან, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრ რობერტ ჰაბეკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ანკარა არა მხოლოდ საკუთარ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების პრობლემების აღმოფხვრაშიც ცდილობს წვლილის შეტანას. „ამ ბოლო დროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიმართა ანკარას გაზის დეფიციტის შესავსებად, მხარდაჭერის თხოვნით,” - გა აღნიშნ, რომ თუნაცხადა დონმეზმა და აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. „თურქეთი მზადაა უზრუნველყოს ენერგორესურსების ტრანსპორტირება კასპიის რეგიონიდან, განსაკუთრებით თურქმენეთიდან. ჩვენ ასევე ღია ვართ ისრაელის გაზის ექსპორტისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში გაზის ტრანსპორტირება შესაძლებელია ერაყიდან“, - განაცხადა მინისტრმა. ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის ართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, ალტერნატიულ მომწოდებლებს ეძებენ.
კლაუს იოჰანისი: ჩვენთვის პრიორიტეტია რუმინეთ-საქართველოს შორის ელექტროსადენის მშენებლობა
გვინდა, მხარი დავუჭიროთ შავი ზღვის რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული, მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კლაუს იოჰანისის თქმით, რუმინეთისთვის პრიორიტეტია რუმინეთ-საქართველოს შორის ელექტროსადენის მშენებლობა, რომელიც იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან. „ჩვენ ერთად შევთანხმდით, რომ ჩვენი ფიზიკური კავშირები შავ ზღვაში და შავი ზღვის რეგიონში არის უმნიშვნელოვანესი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრინველსაყოფად. სწორედ ამიტომ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ამ რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული, მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. ასე რომ, ჩვენთვის პრიორიტეტია ელექტროსადენის მშენებლობა, რომელიც იქნება რუმინეთ-საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და იქნება მწვანე კორიდორი ელექტროენერგიის, დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვას. რა თქმა უნდა, ეს იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე განვითარება სხვადასხვა მიმართულების – ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი რუმინეთ-საქართველოს შორის, ასევე, ციფრული ურთიერთობები ევროკავშირ-საქართველოსა და ზოგადად ცენტრალურ აზიას შორის. გარდა ამისა, საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ ტრანსპორტის კორიდორზე, რომელიც იქნება საქონლის, სხვადასხვა პროდუქტის კორიდორი შავი ზღვისა და კასპიის ზღვას შორის. ეს იქნება რუმინეთის ინიციატივა, რომ განვავითაროთ და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები საქართველოს კონტექსტში. ასევე, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ზოგადად კავშირის გასაუმჯობესებლად ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანით.
კლაუს იოჰანისი: უმნიშვნელოვანესია, საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა სერიოზულად მიიღოს ევროკავშირის რეკომენდაციები
„უმნიშვნელოვანესი საკითხი ახლა გახლავთ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა სერიოზულად მიიღოს ევროკავშირის რეკომენდაციები, როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაონ ამ საკითხებზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ბუქარესტში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კლაუს იოჰანისის თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებში. „რუმინეთი თავიდანვე მხარს უჭერდა საქართველოს თავის ევროპულ მისწრაფებებში, ლობირებას ვაკეთებთ მუდმივად, რომ საქართველომ მიიღოს აღიარება ამ გზის და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ამ წლების განმავლობაში, რუმინეთი ყოველთვის იყო ქვეყანა, სახელმწიფო, რომელიც ხმას იმაღლებდა საქართველოსთვის და იგივე გრძელდება ასევე NATO-ს კუთხით, საკითხი, რომელიც განიხილებოდა 2008 წელს აქ, ბუქარესტში, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ კუთხით. რუმინეთსაც ასევე გრძელი გზა ჰქონდა, ვიდრე გახდებოდა ევროკავშირის წევრი და დეტალურად ვაღიარებთ, ვხედავთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას. საქართველოსთან დაკავშირებით შეიქმნა ეს 12 რეკომენდაცია, რომლებიც ვიცით, არის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული. უმნიშვნელოვანესი საკითხი ახლა გახლავთ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა მიიღოს ეს რეკომენდაციები, სერიოზულად მიიღოს, იმუშაოს იმაზე, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც მოთხოვნილია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის, რუმინეთში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველ შემთხვევაში, რომ ეს საკითხები იყოს დანახული, როგორც ეროვნული ინტერესის საკითხები და როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაონ ამ საკითხებზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანით.
პრეზიდენტი: უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ მზად ვართ, ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გავხდეთ
უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ მზად ვართ, ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გავხდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ და რუმინეთმა ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია "ჩვენ უნდა გადავდგათ საჭირო ნაბიჯები, ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ. ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნამდვილი და ძლიერი ნება. ეს პერსპექტივა იმის შედეგია, რაც უკრაინამ გააკეთა, მისი თავდადებული ბრძოლის შედეგია. არ იქნებოდა უკრაინა და დღეს, ალბათ არ იქნებოდა მიღწეული ეს პერსპექტივა. მართალია მეტი გვინდოდა, კანდიდატის სტატუსიც გვინდოდა, ამისთვის გზა ხსნილია, შეგვიძლია, რომ არ დავიშუროთ ძალისხმევა, რომ სწრაფად მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი უახლოესი მომავალი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ მეორე მხარეს გადააბრალებს ევროინტეგრაციის გზაზე უშედეგობას და ამით გამარჯვებული იქნება
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეორე მხარეს გადააბრალებს ევროინტეგრაციის გზაზე უშედეგობას და ამით გამარჯვებული იქნება. პრეზიდენტი: უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ მზად ვართ, ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გავხდეთ სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ და რუმინეთმა ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია “არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეორეს გადააბრალებს ამ საკითხში უშედეგობას. მცდარია წარმოდგენა, რომ შეიძლება შემდეგ გამოხვიდე რომელიმე მხარე გამარჯვებული იმით, რომ მეორეს გადააბრალებ. დღეს ეროვნული ინტერესი თუ სადმე დგას, ევროინტეგრაცია არის საქართველოს ეროვნული ინტერესი. დროა ყველამ შეიგნოს, რომ ეს ეროვნული ინტერესია“,- აღნიშნავს პრეზიდენტი. რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
უკრაინა: ხერსონის რეგიონში წინსვლას ვაგრძელებთ, მტერი თავდაცვით ხაზებს ცვლის
ხერსონის რეგიონში წინსვლას ვაგრძელებთ, მტერი თავდაცვით ხაზებს ცვლის. ამის შესახებ უკრაინის სამხრეთ თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს აბრუნებენ ადრეულ პოზიციებზე. ჰამენიუკმა ასევე უარყო რუსული პროპაგანდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა ხერსონის რეგიონში შეჩერებულია. „ჩვენ ვაგრძელებთ მტრის უკან დახევას, განსაკუთრებით ხერსონის რეგიონში. ჩვენი მხრიდან კონტროლი გრძელდება და ეს ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მტრის უნარზე, გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები. ეს არის საბრძოლო მასალის განადგურება, ეს არის ტექნიკის განადგურება და მტერს სულ უფრო ნაკლები შანსი აქვს რეზერვების მიღებას“, - განაცხადა ჰუმენიუკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იაპონური ავტოკონცერნი Nissan-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს
იაპონური ავტომწარმოებელი Nissan-ი რუსეთში არსებულ ყველა აქტივს, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის ქარხანას სახელმწიფოს გადასცემს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია საუბარი. გარიგება მოიცავს Nissan-ის საწარმოო და კვლევით ობიექტებს სანქტ-პეტერბურგში (Nissan Manufacturing Rus LLC), ასევე, გაყიდვებისა და მარკეტინგის ცენტრს მოსკოვში. „ნისანსა“ და „რენოს“, რომლებიც რუსეთში ალიანსში იმყოფებოდნენ, აქტივების ექვსი წლის განმავლობაში გამოსყიდვის შესაძლებლობა დარჩათ. „ნისანის“ ქარხანამ სანქტ-პეტერბურგში ავტომობილების წარმოება 2009 წელს დაიწყო. 2021 წელს ქარხანამ წარმოება 17%-ით 45 ათას მანქანამდე გაზარდა. შარშან რუსეთში 51,5 ათასი „ნისანის“ მარკის ავტომობილი გაყიდეს. ბაზარზე ავტოკონცერნის წილი 3,1%-ს შეადგენდა.
თეთრი სახლი: რუსეთი, ყირიმის ხიდის აფეთქებამდე გეგმავდა ფართომასშტაბიან თავდასხმებს უკრაინაზე
რუსეთი, ყირიმის ხიდის აფეთქებამდე გეგმავდა ფართომასშტაბიან თავდასხმებს უკრაინაზე. ამის შესახებ უკრაინული მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს. „ეს სავარაუდოდ იყო ის, რასაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებამ შესაძლოა, დააჩქარა მათი გეგმები", - განუცხადა CNN-ს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ. უკრაინაში მასშტაბური ავიაიერიშების შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პრეზიდენტი: მივესალმებით ევროკავშირის და აშშ-ის ძალისხმევას, დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც გამარჯვებით უნდა დამთავრდეს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის, რაც დღეს უკრაინის ქალაქებში ხდება, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. მივესალმებით ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ ყველანაირად დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც უთუოდ გამარჯვებით უნდა დამთავრდეს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის, რაც რუსეთის მხრიდან ბირთვული უსაფრთხოების კუთხით ისმის, ის, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის კუთხით ხდება, იმ სასტიკი აგრესიის გაგრძელებაა, რომელიც მშვიდობიანი სამყაროსთვის დაუშვებელია. „არ შემიძლია, ჩემი გამოსვლა არ დავიწყო იმით, თუ რა ხდება ახლა, ამ წუთში უკრაინაში - ის სასტიკი სარაკეტო იერიში, რომელიც დღეს ხორციელდება უკრაინის მოსახლეობაზე. ეს ქვეყანა არის ის ქვეყანა, რომელთანაც ახლოს ვართ. კიდევ უფრო ახლოს ვართ ამ კონფლიქტთან და სრულიად თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს. ის, რაც დღეს უკრაინის ქალაქებში ხდება, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, ჩვენთვის, საქართველოსთვის და რუმინეთისთვის. ჩვენ რუსული იმპერიული პოლიტიკის, საბჭოთა პოლიტიკის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ვიცით, რას ნიშნავს ოკუპაცია, ვიცით რისი გამკეთებელი არის რუსეთი. ეს არის ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლა. ის, რაც ბირთვული უსაფრთხოების კუთხით ისმის, ის, რაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებში ხდება, სადაც რუსეთი მობილიზაციის განხორციელებას იწყებს, რაც მთელ რუსეთის ტერიტორიაზე ასევე ხორციელდება, ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ სასტიკი აგრესიისა, რომელიც მშვიდობიანი სამყაროსთვის დაუშვებელია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის და ევროპისთვის ეს არის მიუღებელი ფორმა, ეს არის წარსულის ფორმა, რომელიც ვერაფერს ვერ მოუტანს და რომელსაც არ ექნება ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა მას, ვინც ეს აგრესია დაიწყო. არავინ ამას არ დაუშვებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ამ დროისთვის დაახლოებით, უკრაინის 30 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. „მთავარი იარაღი ამ აგრესიის წინააღმდეგ არის სოლიდარობა და მე მინდა, უკრაინის მიმართ სრული სოლიდარობა გამოვაცხადო. ჩვენ ვიცით, დღეს რა მძიმე არის მათი მდგომარეობა და საქართველო ყოველთვის მზად იყო და არის, რომ ეს სოლიდარობა გამოიჩინოს. ჩვენთან დაახლოებით, 30 ათასი უკრაინელია, რომელიც დროებით, ან დიდი ხნით საცხოვრებლად გადმოვიდა. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რომ ჩვენ მათ საშუალება მივცეთ, რომ მშვიდობიანად იყვნენ და ყველანაირად ხელი გავუწოდოთ მათ. მივესალმებით ასევე ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ ყველანაირად დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც უთუოდ გამარჯვებით უნდა დამთავრდეს, რამეთუ აქ წყდება ჩვენი მშვიდობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მთელი ევროპის და მე მგონი, ეს ყველას კარგად გვაქვს შეგნებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
უკრაინა: საჰაერო ძალებმა დღეს, 18 რუსული საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს, 18 რუსული საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იტყობინება. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით, რაკეტები საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და MANPADS-ის მობილური საცეცხლე ჯგუფებმა ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, იური გნატმა, თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დილით რუსეთმა უკრაინის დაბომბვა Kh-101 და Kh-555 საკრუიზო რაკეტებით დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ სამშაბათს რუსულმა ძალებმა განაგრძეს მასიური დარტყმა „უკრაინის სამხედრო სარდლობასა და ენერგეტიკულ ობიექტებზე". სარაკეტო დარტყმები დილიდან მიმდინარეობს. საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო რაკეტები ოდესის, ნიკოლაევის, კიევის, რივნეს, დნეპროპეტროვსკის რაიონებში და ზაპოროჟიეში. თავდასხმები განხორციელდა ვინიცას რაიონში მდებარე ლადიჟინსკას თბოსადგურზე და ასევე იერიში მიიტანეს ლვოვსა და რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უკრაინაში მასშტაბური ავიაიერიშების შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პრეზიდენტს: ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი პორტები
„ძალიან დიდი როლი ითამაშა რუმინეთმა, რომ 6 ოქტომბერს პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ჩატარდა, რომელმაც ერთ მაგიდასთან დასვა ყველა ქვეყანა, რომლებსაც ევროპული პერსპექტივა აქვს, მათ შორის, საქართველო და ესეც ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ამ ყველაფერში ჩვენი მთავარი პარტნიორი იყო და იქნება რუმინეთი“, - ამის შესახებ რუმინეთის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა რუმინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დღეს, რომ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას, ესეც ერთ-ერთი დიდი ნაბიჯია, რადგან ამ დოკუმენტში დევს ჩვენი ერთობლივი მომავალი, მთელი ის თანამშრომლობა, რაც ჩვენ გვაერთიანებდა აქამდე და რომელიც უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს ყველა მიმართულებით, ეს იქნება: ეკონომიკური, კულტურული. ეს იქნება სწორედ შავ ზღვაზე კონცენტრირებული, რადგან ეს არის ზღვა, რომელიც რეალურად საქართველოს ევროკავშირთან და ევროპასთან აერთიანებს. ეს შავი ზღვა უნდა გახდეს ნამდვილი ხიდი, რომელიც უნდა გვაახლოებდეს, ამიტომ უნდა დაიძლიოს ყველა საფრთხე, რომელიც ემუქრება დღეს შავი ზღვის სტაბილურობას, რადგან, თუ არა სტაბილური, მშვიდობიანი შავი ზღვა, ჩვენ ვერ განვავითარებთ ყველა იმ პროექტს, რაც არსებობს ევროკავშირის მხრიდან და რომელშიც პირველ რიგში, რუმინეთი ჩვენთან ერთად მონაწილეობს. ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი პორტები, ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი ხალხი და გავხადოთ ეს ფიზიკური კონტაქტები უფრო ადვილი - ეს იქნება საზღვაო მიმოსვლებით, თუ პირდაპირი ფრენებით. ყველანაირი საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენ ვიგრძნოთ და დავინახოთ, რომ ფიზიკურად ვართ ერთმანეთთან უფრო ახლოს და ეს კავშირები კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ამის საწყისია ეს განცხადება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, მას დიდი მომავალი აქ. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდ მადლობა მოვახსენო პრეზიდენტს და რუმინელ ხალხს, რადგან ხალხის გარეშე ეს ურთიერთობები ვერ განვითარდება და ვერ გადავა კიდევ შემდეგ ეტაპზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ორივე ქვეყნისათვის ჩვენი სამსაუკუნოვანი ისტორიისა და ჩვენი მომავლის გაგრძელებაა. გაეცანით Europetime-ის სტატიას შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს
რას გულიხმობს საქართველო-რუმინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია
საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე". დოკუმენტი 11 ოქტომბერს ბუქარესტში გაფორმდა. რა წერია დეკლარაციაში, Europetime ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. რუმინეთი და საქართველო (შემდგომში „მხარეები“), ეყრდნობიან რა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ, 1996 წლის 26 მარტს, რუმინეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დებულებებს, კვლავ ადასტურებენ რა რუმინელ და ქართველ ხალხს შორის საერთო ტრადიციებსა და ღირებულებებზე დამყარებულ, საუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, აერთიანებთ რა მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები, განმტკიცებული არსებითი მნიშვნელობის ხშირი კონტაქტებით სხვადასხვა დონეზე, ინტენსიური ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირებით, მზარდ სექტორულ თანამშრომლობასთან ერთად, რომელიც, თავის მხრივ, მორგებულია და ხელს უწყობს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განმტკიცებას, კვლავ ადასტურებენ რა მტკიცე ურთიერთმხარდაჭერას, ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის მიმართ, ადასტურებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებისადმი განუხრელ ერთგულებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემას, ხაზგასმით აღნიშნავენ რა თავიანთ შეუქცევად მზაობას, დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საერთო ღირებულებები, ასევე, გაიზიარონ საერთო ხედვა ევროპაზე, რომელიც არის თავისუფალი, ერთიანი, გამყოფი ხაზების გარეშე, წარმატებული და მშვიდობიანი, ხაზს უსვამენ რა საერთო ვალდებულებას, გააძლიერონ და ხელი შეუწყონ ევროპულ ღირებულებებს და ამ თვალსაზრისით, იხსენებენ რა, რომ რუმინეთი იყო ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, აღიარებენ რა რუმინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ, როგორც ეს აღიარებულ იქნა ევროპული საბჭოს მიერ, 2022 წლის 23 ივნისს, კვლავ ადასტურებენ რა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ევროკავშირის უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, თავისუფალი ვაჭრობის, სატრანსპორტო და ენერგოუსაფრთხოებისათვის, აღიარებენ რა საქართველოს, როგორც პარტნიორის, საკვანძო როლს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, მათ შორის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით, ხაზს უსვამენ რა დემოკრატიული და თავისუფალი მმართველობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობას, ამასთან, კვლავ ადასტურებენ რუმინეთის მზაობას, მეგზურობა და მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს, უმნიშვნელოვანესი რეფორმების პრიორიტეტებთან დაკავშირებით პროგრესის მისაღწევად, მხარს უჭერენ რა ხალხთა შორის კონტაქტების განვითარებას და ამ მიზნით, იხსენებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიჭებული უვიზო მიმოსვლისადმი რუმინეთის შეუქცევად მხარდაჭერას, ხაზს უსვამენ რა, რომ უსაფრთხოება ევროატლანტიკურ სივრცეში განუყოფელია და იხსენებენ რა თავიანთ ვალდებულებას, თავი შეიკავონ მუქარის ან ძალის გამოყენებისგან ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთი ფორმით, რომელიც შეუსაბამოა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის იმ პრინციპებთან, რომლითაც ხელმძღვანელობენ წევრი სახელმწიფოები, იხსენებენ რა ვალდებულებას, რომ არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვა სახელმწიფოთა ხარჯზე, ასევე ყველა სახელმწიფოს განუყოფელ უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები, ხაზგასმით აღნიშნავენ რა რუმინეთის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მიმართ, მათ შორის, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ყურადღებას ამახვილებენ რა, რომ რუმინეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები გააჩნიათ უსაფრთხო და დაცული შავი ზღვის მიმართ, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მთლიანი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს; მაღალ შეფასებას აძლევენ რა საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს გამორჩეულ წვლილს და მის მონაწილეობას ევროკავშირისა და ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში, კერძოდ, ევროკავშირის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში და NATO-ს მისიაში ავღანეთში, ისევე, როგორც NATO-სთან თავსებადობის მაღალ დონეს, როგორც ამას ადასტურებს საქართველოსთვის მინიჭებული „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი, ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ გამოწვევებმა და თანმდევმა ზომებმა, რომლებიც განპირობებულია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციით და დე-ფაქტო ანექსიის გააქტიურებული მცდელობებით, ასევე მუდმივი პროვოკაციებით, გააუარესა ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო და ადამიანის უფლებების მდგომარეობა, უდიდესი შეშფოთებით აფიქსირებენ რა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა და შავი ზღვის რეგიონში არსებულმა სხვა მოუგვარებელმა კონფლიქტებმა, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ და კიბერ, ჰიბრიდულმა და სხვა ასიმეტრიულმა საფრთხეებმა ევროპის კონტინენტის ამ რეგიონს, ევრო-ატლანტიკურ სივრცესა და მის მიღმა, ძირი გამოუთხარა უსაფრთხოებასა და გამოიწვია დესტაბილიზაცია, ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის გაჭიანურებამ კიდევ უფრო შეზღუდა ადამიანის უფლებების დაცვა და გააუარესა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, მიაყენა რა მათ უდიდესი ადამიანური ზიანი, აქცენტს აკეთებენ რა, მაშასადამე, რუსეთსა და საქართველოს შორის მოუგვარებელი კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობის საჭიროებაზე, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მიღწევის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის წარმატებული ჩართულობისა და ნდობის აღდგენის გზით, პატივს სცემენ რა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში რუმინეთის გამორჩეულ წვლილს, რომელიც თავისთავად წარმოადგენს საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილ ღირებულ კონტრიბუციას და ხაზგასმით აღნიშნავენ რა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობის გადამწყვეტ როლს, აღიარებენ რა საქართველოსა და რუმინეთის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ჰაბების, სტრატეგიული ადგილმდებარეობის მნიშვნელობას, მზად არიან რა ხელი შეუწყონ დაკავშირებადობის გაუმჯობესებას რეგიონსა და მთელს მსოფლიოში, იღებენ გადაწყვეტილებას, ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა გადაიყვანონ სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში და ამ მიზნით, ადასტურებენ მზაობას: კიდევ უფრო გააძლიერონ პოლიტიკური დიალოგის დინამიკა და შინაარსი, მაღალი დონის რეგულარული ორმხრივი თანამშრომლობით, მათ შორის, ორმხრივ თუ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული საერთო ინტერესის საკითხებზე, საგარეო საქმეთა სამინისტროებს, სხვა სამინისტროებსა თუ სახელმწიფო უწყებებს შორის კონსულტაციების მეშვეობით; ჩამოაყალიბონ უსაფრთხოების ყოველწლიური დიალოგი ორმხრივი ინტერესების საკითხებზე; გააძლიერონ ურთიერთობები საპარლამენტო დონეზე, განსაკუთრებით, მეგობრობის ჯგუფებსა და ორი ქვეყნის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტს შორის; გამართონ კონსულტაციები, საერთაშორისო ინიციატივებისა თუ მათი შემდგომი ხელშეწყობის მიზნით. გააძლიერონ თანამშრომლობა სექტორულ დონეზე, რუმინეთსა და საქართველოს შორის დაკავშირებადობის ხელშეწყობით, ტრანსპორტის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ენერგო-ინვესტიციების, კულტურის სფეროში და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით. მხარეები მიმართავენ ძალისხმევას, თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი სტრატეგიული მდებარეობა. რუმინეთი და საქართველო ხელს შეუწყობენ ორმხრივი ვაჭრობის გაძლიერებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და სარგებლის მაქსიმალურად გამოყენებით. ისინი, პრიორიტეტული წესით, გააძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებაში, განსაკუთრებული აქცენტით შემდეგ საკითხებზე: შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა. გააღრმაონ თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას და ამ პროცესში საქართველოს დახმარებას შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისათვის, ასოცირების შეთანხმებით/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გახსნილი შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისების ჩათვლით. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით რეგულარული კავშირებისა და მჭიდრო კოორდინაციით, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა პოლიტიკურ და სამუშაო დონეზე, საქართველოს ინტეგრაციის დღის წესრიგის ხელშეწყობით, მხარეები ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, საქართველოს სამომავლო ინტეგრაციისთვის ნიადაგის მოსამზადებლად დამატებით შესაძლებლობებს მოიკვლევენ. მხარეები თანხმდებიან საუკეთესო სარგებელი მიიღონ „აღმოსავლეთ პარტნიორობისგან“ პრაქტიკულ და საჭიროებებზე მორგებული თანამშრომლობის ხელშეწყობით საერთო ინტერესის სფეროებში, მათ შორის, დაკავშირებადობის გაძლიერებისა და მაღალი პროფილის საფლაგმანო პროექტების განხორციელების გზით. გააღრმაონ თანამშრომლობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე. მხარეები გააძლიერებენ თავიანთ პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას. რუმინეთი კვლავაც გააგრძელებს ასპირანტი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას, ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილების ყველა ასპექტის ჩათვლით და შემდგომი სამიტების შესაბამისად. მხარეები გააღრმავებენ კონსულტაციებს, დიალოგსა და თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებისკენ ნატოს ძალისხმევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე, ალიანსის წევრების გადაწყვეტილებათა შესაბამისად. რუმინეთი და საქართველო გამოხატავენ მზაობას, კვლავაც აქტიურად ითანამშრომლონ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და იმ ზომების განხორციელების მიმართულებით, რომელთა მიზანია 2022 წლის NATO-ს მადრიდის სამიტზე დამტკიცებული, საქართველოზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაძლიერება. თავიანთ პარტნიორებთან ერთად, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას, გააღრმავონ თანამშრომლობა ევროატლანტიკური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში. მხარეები ისწრაფვიან, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა წვრთნები და საპორტო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონში, სანაპირო დაცვის სწავლებები, სიტუაციური ინფორმირებულობა, ინფორმაციის გაცვლა, მედეგობა და სტრატეგიული კომუნიკაცია, თანამშრომლობის შეთანხმებული პროგრამების შესაბამისად. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც მოიცავს, და არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის უფრო ფართო და ეფექტიანი მონაწილეობისკენ მიმართული ძალისხმევა, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების შესასრულებლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება და საოკუპაციო ხაზით დაყოფილი საზოგადოებების შერიგება და ჩართულობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების განხორციელება საქმეზე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ (II) (საჩივარი 38263/08). ამასთან, შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის მიმდინარე აგრესიული ქმედებებისა და პოლიტიკის ფონზე, მხარეები ხელს შეუწყობენ მჭიდრო თანამშრომლობას ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ როგორც ორმხრივი ფორმატების, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს მექანიზმების გამოყენებით, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას, მათ შორის, რეგულარული კონტაქტებისა თუ შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით კიბერუსაფრთხოების სფეროსა და დეზინფორმაციასთან გამკლავების მიზნით. კიდევ უფრო გააღრმაონ არსებული დიალოგი და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს ფარგლებში. მხარეები თანხმდებიან, ახლო მომავალში, ერთობლივად შეიმუშავონ დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებსა და განსახორციელებელ ზომებს, რათა უზრუნველყონ ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი სტრატეგიული პარტნიორობა. მხარეები მოუთმენლად ელიან მომავალ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში როგორც რუმინელი, ისე ქართველი ხალხების საკეთილდღეოდ.
ბელორუსი ევროკავშირის ელჩისთვის ვიზის გაგრძელებაზე უარს ამბობს
ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მინსკში, ევროკავშირის ელჩ დირკ შუებელს აკრედიტაცია არ განუახლა. ის ბელორუსში ევროკავშირის მისიას 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. ამის შესახებ დიპლომატმა Facebook-ზე დაწერა. „თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მანდატი, ბელორუსში სრულდება. ბელორუსის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კიდევ ერთი წლით არ განაახლოს ჩემი ვიზა და აკრედიტაცია, რაც ძალიან ართულებს ჩემი მანდატის შესრულებას. ვნანობ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მზად ვიყავი გამეგრძელებინა მუშაობა ბელორუსთან, როგორც ელჩს და იმედიც კი მქონდა, ჩემი თანამდებობის ბოლო წლის განმავლობაში მინსკში დაბრუნებას შევძლებდი“, - წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში. ამასთან, დირკ შუებელმა აღნიშნა, რომ ბელორუსში 1 340-ზე მეტი პოლიტპატიმარია, რომელთა დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებასაც ევროკავშირი მოითხოვს.
1 აშშ დოლარი 2.7920 ლარი გახდა
12 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7920 ლარი ეღირება, ევრო – 2.7105 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.0877 ლარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7980 ლარი ღირდა, ევრო – 2.7124 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.0935 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 ოქტომბრისთვის ამოქმედდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.