ძებნის რეზულტატი:
მედია: ყირიმის ხიდზე აფეთქებისას, მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე დაიღუპა
ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, იუწყება მედია სასწრაფო დახმარების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით. „დაღუპულთა შორის იყო მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე სერგეი მასლოვი“, - თქვა წყარომ და დაამატა, რომ გარდაცვლილთა ცხედრების იდენტიფიკაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს
აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს
შეერთებული შტატები აჩქარებს უკრაინაში ორი მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო (NASAMS) სისტემების მიწოდებას დააჩქარებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს საზოგადოებრივ საქმეთა კოორდინატორის ჯონ კირბის თქმით, აშშ აპირებს, რომ უკრაინას პირველი ორი სისტემა უახლოეს მომავალში მიაწოდოს. ეს არის იგივე სისტემა, რომელიც გამოიყენება ვაშინგტონში საჰაერო სივრცის დასაცავად. კირბიმ უარი თქვა NASAMS სისტემების მიწოდების კონკრეტული თარიღის დაზუსტებაზე, მაგრამ განმარტა, რომ აშშ ნამდვილად დაინტერესებულია მიწოდების დაჩქარებით, იტყობინება CNN. მანამდე, G7-ის ვირტუალური შეხვედრის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის საჰაერო ფარის შესაქმნელად“ უნდა გაძლიერდეს და ეს აუცილებელია „რუსული საკრუიზო რაკეტების და თვითმფრინავების თავდასხმების ფონზე“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი პარტნიორებს მოუწოდებს, კიევს ენერგოინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარონ
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ განაცხადა, რომ 10 ოქტომბრის შემდეგ, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30% რუსული რაკეტების სამიზნე გახდა. მინისტრმა CNN-ს განუცხადა, რომ ეს იყო „პირველი შემთხვევა ომის დაწყებიდან", როდესაც „რუსეთი განსაკუთრებით მიზნად ისახავს" ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინის ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში, „ეხმარება ევროპის ქვეყნებს, დაზოგონ რუსული გაზი და ნახშირი“ და რომ უკრაინა ცდილობს, „სწრაფად მოიძიოს ალტერნატიული წყაროები“. უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს აჩერებს ორშაბათს, უკრაინის მთავრობამ მოუწოდა ხალხს მთელი ქვეყნის მასშტაბით, „შეზღუდონ“ ენერგიის მოხმარება. კითხვას, მიიღებს თუ არა უკრაინა დამატებით ენერგიას ევროპიდან, ჰალუშჩენკომ უპასუხა, რომ ეს ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც განიხილება. უკრაინის ენერგოსისტემა „ჯერ კიდევ სტაბილურია“, მაგრამ მოუწოდა პარტნიორებს, უზრუნველყონ „ჰაერის დაცვის სისტემები, რომლებიც ნამდვილად დაეხმარება ინფრასტრუქტურის დაცვას“. „ჩვენ ვუგზავნით ამ გზავნილს ჩვენს პარტნიორებს: ჩვენ უნდა დავიცვათ ცა“, - განაცხადა ჰალუშენკომ. სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ თავდასხმების დროს, უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებს უმიზნებდა. უკრაინაში მასშტაბური ავიაიერიშების შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.
სალომე ზურაბიშვილი ბუქარესტში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. პრეზიდენტს ტაძარში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ვარლაამ პლოიეშტიანუმ უმასპინძლა, ტაძრის ისტორიის შესახებ იმ მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ ესაუბრა, რომელიც ანთიმოზ ივერიელის სახელსა და კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროებში მის მოღვაწეობას ეხება. აღინიშნა, რომ საქართველო-რუმინეთის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, რაც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ტრადიციებს ეფუძნება და ორი ქვეყნის მეგობრობის განმტკიცებაში ანთიმოზ ივერიელის როლი უმნიშვნელოვანესია. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სპეციალურად მოწყობილ ,,ქართულ ოთახში“ საქართველოს პრეზიდენტმა მონასტერს საჩუქრად წმინდა ნინოს ხელნაწერი ხატი გადასცა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანული დრონები პოლონური სისტემების გამოყენებით ჩამოაგდეს
ბოლო 48 საათის განმავლობაში, საზენიტო-სარაკეტო დივიზიის ნაწილებმა რუსული არმიის მიერ გაშვებული 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. უკრაინელებს პოლონური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები დაეხმარა. „ეს ჩვენი საზენიტო მსროლელების მაღალი ხარისხის წვრთნის შედეგია, რომელიც პოლონელმა ძმებმა ჩაატარეს“, - წერს ზალუჟნი. 10 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. გაშვებული იყო 84 საკრუიზო რაკეტა და 24 დრონი. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ზოგიერთ რაიონში შეწყდა ელექტრომომარაგება და მობილური კომუნიკაციები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ავტომანქანა უცნობმა პირებმა დაწვეს
გუშინ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ლელო - საქართველოსთვის" წევრი, მერის მოადგილე თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გია ხარჩილავას ავტომანქანა, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა დაწვეს. "შემთხვევა ღამის დაახლოებით 4 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანის ნაწილები პოლიციის შენობაშია გადატანილია", - აცხადებს ბელქანია.
უკრაინამ გერმანული სარაკეტო სისტემა IRIS-ი და კიდევ 4 ამერიკული HIMARS-ი მიიღო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ დაიწყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი ერა. ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღეს კიდევ 4 საარტილერიო სარაკეტო სისტემაც (HIMARS). ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა, რომ „კარგი დროა უკრაინელებისთვის და ცუდი დრო ოკუპანტებისთვის“. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს „უკრაინამ გერმანიისგან უკვე მიიღო სისტემები IRIS-T-ი და მალე მიიღებს ამერიკულ სისტემებს NASAMS-ს“, - ამის შესახებ რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. Spiegel: უკრაინამ გერმანიისგან, პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T -ი მიიღო შეგახსენებთ, უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხზე დღეს ბრიუსელში იმსჯელებს საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
წალენჯიხის მერი: ჩემს ავტომანქანას ვიღაცამ ხელოვნურად გაუჩინა ცეცხლი - ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს
ვიღაცამ ხელოვნურად გააჩინა ცეცხლი. პოლიცია და საგამოძიებო სამსახური იყო, მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა გამოიძიებენ? ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ავტომანქანა უცნობმა პირებმა დაწვეს „სავარაუდოდ, ვიღაცამ ხელოვნურად გააჩინა ცეცხლი. პოლიცია და საგამოძიებო სამსახური იყო, მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა გამოიძიებენ? ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს. ავტომანქანა იყო აბსოლუტურად გამართული ტექნიკურად“, - განაცხადა ხარჩილავამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, გია ხარჩილავას ავტომანქანა, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა დაწვეს.
ჯო ბაიდენი: პუტინი რაციონალური მოთამაშეა, მაგრამ უკრაინაში შეჭრისას შეცდა
პუტინი რაციონალური მოთამაშეა, მაგრამ უკრაინაში შეჭრისას შეცდა და გათვლებში შეცდომა დაუშვა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ბაიდენის თქმით, პუტინს შეცდომით სჯეროდა, რომ უკრაინელები რუს სამხედროებს დაემორჩილებოდნენ. „ეს იყო ბოდვა, რომელიც თავად უკრაინელებმა რუსული აგრესიისადმი სასტიკი წინააღმდეგობით უარყვეს“, - აცხადებს ბაიდენი. აშშ-ის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში, ბირთვულ საფრთხეებზეც ისაუბრა. ბაიდენის თქმით, პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. „არა მგონია, რომ ის ამას გააკეთებს. ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლობაა ამაზე ლაპარაკი, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული ძალის მსოფლიო ლიდერი ამბობს, რომ მას უკრაინაში, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია", - თქვა ბაიდენმა. შეკითხვას, როგორი იქნება აშშ-ის რეაქცია, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ჯო ბაიდენმა დეტალები არ დააკონკრეტა და განაცხადა, რომ „თავდაცვის დეპარტამენტს ყველა ვარიანტი შემუშავებული აქვს“.
უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე ისევ დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე ისევ დაბომბეს, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანი, ანატოლი კურტევი ავრცელებს. "ოკუპანტები ისევ თავს დაესხნენ ჩვენს ქალაქს. დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლების ფანჯრები და კარები დაზიანდა", - განაცხადა კურტევმა. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანია უკრაინას, 16 თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Zuzana-ს გადასცემს
გერმანია, დანიასთან და ნორვეგიასთან თანამშრომლობით, უკრაინას 16 თვითმავალი საარტილერიო სამაგრ Zuzana-ს გადასცემს. Spiegel: უკრაინამ გერმანიისგან, პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T -ი მიიღო ჰაუბიცების გარდა, უკრაინამ უნდა მიიღოს 4 IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემა (ერთ-ერთი უკვე მიიღო), 4 2000 თვითმავალი ჰაუბიცა საბრძოლო მასალით და 2 MARS II მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა. დაგეგმილ დახმარებას შორის ასევე არის 10 + 3 ხიდის სისტემა და 40 ელექტრონული საომარი ტექნიკა, რომელიც დრონების წინააღმდეგ გამოიყენება.
წალენჯიხის მერის კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. წალენჯიხის მერი: ჩემს ავტომანქანას ვიღაცამ ხელოვნურად გაუჩინა ცეცხლი - ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს როგორც ცნობილია, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ავტომანქანა უცნობმა პირებმა დაწვეს შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, გია ხარჩილავას ავტომანქანა, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა დაწვეს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსმა ოკუპანტებმა, ნიკოპოლს 100-ზე მეტი ჭურვი ესროლეს
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ნიკოპოლს 100-ზე მეტი ჭურვი ესროლეს. დაბომბვის შედეგად შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, მძიმედ დაშავდა. უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე ისევ დაბომბეს „რუსებმა ნიკოპოლს 100-ზე მეტი ჭურვი ისროლეს. ერთ-ერთი კერძო სახლს მოხვდა, 6 წლის გოგონა და მისი დედა დაშავდნენ. ისინი, კიდევ ერთ დაშავებულთან ერთად, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან“, - აცხადებს რეზნიჩენკო. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თოყაევი: კატარი, ახლო აღმოსავლეთში ყაზახეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია
ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევსა და ყატარის ემირის შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის შორის შეხვედრა გაიმართა. თოყაევმა ყატარს, ახლო აღმოსავლეთში ყაზახეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა და აღნიშნა, რომ ასტანა მზადაა, ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ყველა ღონე გამოიყენოს. თავის მხრივ, კატარის ემირმა ყურადღება გაამახვილა ყაზახეთთან ურთიერთობების აქტიურ განვითარებაზე. „ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობები დამყარდა. ბოლო წლებში ჩვენი კონტაქტები თანდათან ვითარდებოდა სხვადასხვა სფეროში“, - განაცხადა ალ თანიმ. მისივე თქმით, სახელმწიფო ვიზიტისას განიხილება ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება, რომელიც ივნისში დოჰაში გაიმართა. „ეს შეთანხმებები მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნული საკითხები, შესაბამისი მინისტრების მონაწილეობით, სრულყოფილად განიხილება გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებების ფარგლებში. ასევე მინდა წარმატება ვუსურვო აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის სამიტს, რომელიც ხვალ გაიმართება“, - განაცხადა ყატარის ემირმა.
ნავთობსადენ„დრუჟბაზე“, რომლითაც ნავთობი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება, გაჟონვა დაფიქსირდა
პოლონეთმა 11 ოქტომბერს, საღამოს, „დრუჟბის“ ნავთობსადენის ერთ-ერთ ხაზზე, ნავთობის გაჟონვა აღმოაჩინა. ამის შესახებ პოლონური ოპერატორი PERN იტყობინება. მილის დაზიანების მიზეზი უცნობია. დაზიანების ადგილი პლოცკიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს. აღნიშნულია, რომ დაზიანებულია ხაზი, რომლითაც გერმანიას ნავთობი მიეწოდება. ოპერატორმა განაცხადა, რომ ნავთობსადენის დაზიანების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სპეციალური სამსახურები. როგორც ცნობილია, „დრუჟბის“ მილსადენი არის მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნედლი ნავთობი გერმანიას მიეწოდება. ამასთან, „დრუჟბის“ ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მისი საერთო სიგრძეა დაახლოებით 5200 კმ. და მილსადენის მარშრუტი რუსეთიდან ბელორუსში გადის, სადაც ორ განშტოებად იყოფა: ჩრდილოეთით (ბელორუსი, პოლონეთი და გერმანია) და სამხრეთით (უკრაინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი). ივნისში რუსული მედია წერდა, რომ ბრიანკის ოლქში, რუსეთთან ახლოს „დრუჟბის“ ნავთობსადენის აფეთქება სცადეს.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“-ში შეყვანილი ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ სამი წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი, ე.წ. გაგრის ჯგუფის სამი წევრი, სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში, მძევლად ხელში ჩაგდებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა 1999 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოქალაქეთა მკვლელობის მცდელობა ჩაიდინეს. ასევე, ბრალდებულებმა ყაჩაღური თავდასხმის გზით მოქალაქეებს გასტაცეს პირადი ნივთები და ძვირფასეულობა. გარდა ამისა, ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ წევრებმა, გალის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა პირებს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მძევლად აიყვანეს, რის შემდგომაც ოჯახის წევრებისგან მათ გასათავისუფლებლად მოითხოვეს გამოსასყიდი თანხა. მათ ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, რის შემდეგ მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა. სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მათ საბოლოოდ განესაზღვრათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სამივე ბრალდებული შეტანილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში, საჰაერო განგაში გამოცხადდა
კიევსა და უკრაინის ცენტრალურ რეგიონებში, დღეს დილით საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. გაფრთხილება საჰაერო განგაშზე ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებზე ვრცელდება. 10 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მოსკოვის ცნობით, სამიზნეები იყო ენერგეტიკული, სამხედრო სამეთაურო და საკომუნიკაციო საშუალებები. დაზარალდა ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ქალაქების დაბომბვა 11 ოქტომბერსაც გაგრძელდა. უკრაინამ ელექტროენერგიის ექსპორტი შეაჩერა, დასახლებებში მოძრავი გამორთვები დაიწყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კახა კალაძე: თბილისში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის, კიდევ ერთ ჰუმანიტარულ პროექტს ვუცხადებთ მხარდაჭერას
თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის კიდევ ერთ ჰუმანიტარულ პროექტს უცხადებს მხარდაჭერას - სასკოლო მზაობის ასაკის 30 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისის N93 საბავშვო ბაღში კიდევ ერთი „საბავშვო სივრცე“ მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის კიდევ ერთ ჰუმანიტარულ პროექტს უცხადებს მხარდაჭერას - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის თანამშრომლობით, სასკოლო მზაობის ასაკის 30 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისის N93 საბავშვო ბაღში კიდევ ერთი „საბავშვო სივრცე“ მოეწყობა. პროექტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო მიმართულებას მთლიანად უხელმძღვანელებს ორგანიზაცია Save the Children, რომელიც უკრაინელ აღმზრდელ-პედაგოგებს, ფსიქოლოგებსა და სპეცპედაგოგებს მოიწვევს, დაიქირავებს ტექნიკურ პერსონალს, შეადგენს სასწავლო გეგმას და ა.შ., ხოლო ბაღების სააგენტო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას, კომუნალური ხარჯების დაფარვას და ბენეფიციართა ოთხჯერად კვებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად“, - განაცხადა კალაძემ.
რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა
ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „დადგინდა, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები“, - აცხადებს ФСБ. მისივე მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა, მიღებული მონაცემებით, რულონებში იყო შენიღბული სამშენებლო პოლიეთილენის ფირით. ФСБ-ს მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი უკრაინიდან, ოდესის პორტიდან ბულგარეთში, ქალაქ რუსეში გაგზავნეს, აქედან საქართველოში, ფოთის პორტში, ამის შემდეგ კი, სომხეთში. შემდეგ კი, ტვირთი სომხეთიდან კვლავ საქართველოში დააბრუნეს, საიდანაც რუსეთში გადაიტანეს. მისივე განცხადებით, „გადაზიდვების პროცესში, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს ორი მოქალაქე, სანდრო ინოსარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი“. აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია რუსეთის ხუთი და უკრაინისა და სომხეთის სამი მოქალაქე. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს
შსს: მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა
მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში ვკითხულობთ. ამასთან, რეგიონების მიხედვით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში მოხდა. "მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა. მსხვერპლი ქალის რაოდენობა 4 574-ს შეადგენს, მსხვერპლი კაცის კი 887-ს. მოძალადე კაცი 4 329, მოძალადე ქალი კი 805-ია", - ნათქვამია ინფორმაციაში.