ძებნის რეზულტატი:
ხობის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივებმა კაცის ცხედარი იპოვეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში, მდინარე ჭანისწყალში ადგილობრივებმა კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მერის წარმომადგენლის რინელ ადამიას განცხადებით, ცხედარი მდინარემ გამორიყა. შემთხვევუს ადგილზე ამ ეტაპზე, სამართალდამცველები იმყოფებიან.
ყირგიზეთის პრეზიდენტი: ბიშკეკი მზადაა, ბაქოსთან ურთიერთობა გააღრმაოს
ყირგიზეთი მზადაა, აზერბაიჯანთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მაღალ დონეზე შეინარჩუნოს. ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა, ყირგიზეთსა და აზერბაიჯანს შორის, პირველ სახელმწიფოთაშორისი საბჭოს გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა ბიშკეკში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „ყირგიზეთი მზადაა, შეინარჩუნოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მაღალ დონეზე, გააძლიეროს ყველა კონტაქტი“, - განაცხადა ჟაპაროვმა. ჟაპაროვმა აღნიშნა, რომ ალიევთან მოლაპარაკების დროს განიხილეს სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხები. „მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ განვიხილეთ ყირგიზეთ-აზერბაიჯანის განვითარების ფონდის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც უნდა გახდეს კატალიზატორი და ქმედითი მექანიზმი ყირგიზეთში აზერბაიჯანული ინვესტიციების მოზიდვისა, ორმხრივად მომგებიანი ბიზნესპროექტების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა. „ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბიზნესსაზოგადოებას ყირგიზეთის ბაზარზე და მზად ვართ შემდგომი პარტნიორობისთვის“, - აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ილჰამ ალიევი, ბიშკეკში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.
უკრაინა: რთული მოლაპარაკებების შედეგად, 62 ჯარისკაცის ცხედარი დავიბრუნეთ
უკრაინამ, რთული მოლაპარაკებების შედეგად, 62 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს „შედგა დაღუპული სამხედროების გადაცემის მორიგი ოპერაცია. 62 დაცემული ჯარისკაცი შინ დაბრუნდა“, - აცხადებენ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო. უკრაინის შეიარაღებული ძალები: ჩვენმა საჰაერო ძალებმა, მოწინააღმდეგის 4 რაკეტა ჩამოაგდეს 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ესტონეთის პარლამენტი რუსეთის „ტერორიზმის სპონსორად“ აღიარებას ითხოვს
დღეს, ესტონეთის პარლამენტის 85-მა წევრმა, საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინა განცხადების პროექტი, რომლის თანახმადაც გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიასა და სურს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადოს. ამასთან, დღესვე, ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს განცხადების პროექტს და პლენარულ სესიაზე განსახილველად და კენჭისყრისთვის გადააგზავნის. ესტონეთის პარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ და აგრესიის დროს მიტაცებული ტერიტორიის უკანონო ანექსიას. პარლამენტი ირწმუნება, რომ ესტონეთი არასოდეს აღიარებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას აგრესიისა და ცრუ რეფერენდუმების შედეგად. „სიმართლე არასოდეს მიიღწევა ცოდვებით. პუტინის რეჟიმი, რომელიც იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით, მშვიდობისთვის როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში უდიდეს საფრთხედ იქცა“, - ნათქვამია განცხადებაში. პროექტის მიხედვით, ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს, რუსეთის ფედერაციისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევის მოთხოვნას და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გამოიჩინონ ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური სანქციების გამოყენებაში. ამასთან, რუსეთის ფედერაციასა და მის მოკავშირე ბელორუსს დაუწესდეს ახალი სანქციები და განხორციელდეს მკაცრი მონიტორინგი ადრე დაწესებული სანქციების დაცვის მიზნით. „ესტონეთი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, სახელმწიფოს და სჯერა უკრაინის გამარჯვების, რადგან მხოლოდ ეს აღადგენს მშვიდობას ევროპაში“, - ნათქვამია დოკუმენტში. მანამდე მსგავსი რეზოლუციები ლიეტუვისა და ლატვიის პარლამენტებმა მიიღეს.
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ა.უ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (53 ცალი) აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 58 093,14 ლარი შეადგინა. ამასთან, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
იენს სტოლტენბერგი: NATO უკრაინის საჰაერო თავდაცვის მეტად უზრუნველყოფის საკითხს განიხილავს
უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის ბარბაროსული თავდასხმების ფონზე, NATO-ს მოკავშირეები უკრაინის საჰაერო თავდაცვის მეტად უზრუნველყოფის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ დღეს, ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცახადა. მისი თქმით, მხარეები გაითვალისწინებენ „უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების გაზრდის აუცილებლობის საკთხს, რათა უკრაინამ საჰაერო სივრცის თავდაცვის უფლების გამოყენება შეძლოს“. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თელავში, მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 30 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებულ, თორნიკე გამხვეტელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა: თელავში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მეუღლეს ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ამასთან, გამხვეტელაშვილმა ჩადენილ ქმედებაში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ პროვოცირებას მარიამ გამტკიცულაშვილის მხრიდან ჰქონდა ადგილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაბაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პუტინის „ბირთვული რიტორიკის“ ფონზე, NATO ბირთვულ წვრთნებს იწყებს
რუსეთის აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვული დარტყმისთვის ემზადება. ამის შესახებ დღეს, ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამავდროულად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რჩება ფხიზლად და უახლოეს მომავალში, შეკავების ზომების შემუშავების მიზნით, წვრთნებს ჩაატარებს. „ხუთშაბათს ვუხელმძღვანელებ ჯგუფის შეხვედრას, რათა განვიხილოთ რუსეთის სახიფათო ბირთვული რიტორიკა და NATO-ს ბირთვული შესაძლებლობების როლი მშვიდობის შენარჩუნებასა და აგრესიის შეკავებაში. მომავალ კვირას, NATO გამართავს თავის დიდი ხნის დაგეგმილ შეკავების წვრთნას - Steadfast Noon, „ეს არის რუტინული წვრთნა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, რათა ეფექტიანად უზრუნველვყოთ შემაკავებელი ზომები და შევინარჩუნოთ ჩვენი უსაფრთხოება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი სარკინიგზო გზით გადაჰქონდეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ NATO და მოკავშირეები ფხიზლად რჩებიან”, - განუცხადა თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. The Times: პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება 3 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ცერემონია საპატიო ყარაულის მონაწილეობით გაიმართა, შესრულდა საქართველოს და რუმინეთის ჰიმნები. პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა ირანს, 2 400 „კამიკაძე“ დრონი შეუკვეთა
უკრაინის დაზვერვის თანახმად, მოსკოვმა ირანს 2 400 „კამიკაძე“ უპილოტო თვითმფრინავი (დრონი) შეუკვეთა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7 ქვეყნების საგანგებო შეხვედრაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა დასავლელ პარტნიორებს სთხოვა, რომ კიევს საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად დაეხმარნენ. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს საკმარისი რაოდენობის რაკეტები საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვისთვის. ამასთან ეს რაკეტები ინტეგრირებული უნდა იყოს ჩვენს თავდაცვით სისტემებთან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი, ბელორუსის საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებას ითხოვს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგებისკენ მოუწოდა. ბელორუსში შეიარაღებული ძალების ინსპექტირება დაიწყო მისი თქმით, ბელორუსის ლიდერი ლუკაშენკო შესაძლოა, ომში იმ საბაბით ჩაერთოს, რომ „უკრაინა ბელორუსს თავს დაესხა“. ზელენსკიმ G7-ის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთი ომში, ბელორუსის პირდაპირ ჩათრევას ცდილობს. ლუკაშენკო აცხადებს, რომ პუტინთან, ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა „უკრაინას არ დაუგეგმავს და არც გეგმავს სამხედრო ზომებს ბელორუსის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. „ჩვენ ვთავაზობთ საკუთარ გადაწყვეტილებას, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მისია განთავსდეს უკრაინისა და ბელორუსის საზღვარზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ლუკაშენკომ, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები, მხოლოდ საკუთარ თავს დაუქვემდებარა
Spiegel: უკრაინამ გერმანიისგან, პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T -ი მიიღო
გერმანიამ უკრაინას, საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა IRIS-T-ი უკვა გადასცა. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ Spiegel წყაროებზე დაყრდნობით წერს. გერმანია უკრაინას ერთის ნაცვლად, ოთხ IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს გერმანიამ უკრაინას ოთხი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა მანამდე გერმანიამ უკრაინას 6 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევის წარმატების შემდეგ, გერმანიის პოლიტიკური პარტიები, მათ შორის კოალიციური, ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ იარაღით უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს. კერძოდ, უკრაინას გადასცენ Leopard 2-ის ტანკები და Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანები. გერმანული წარმოების სამი Gepard-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი უკრინაშია კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ამ საკითხში „მარტო ვერ იმოქმედებს“.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ლიდერს, რომელიც მისი მმართველობის ბოლო ეტაპზეა, ჯერ კიდევ აქვს სივრცე შემდგომი ესკალაციისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა G7-ის ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ აქვს სივრცე ესკალაციისთვის, უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე, ორდღიანი ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმების შემდეგ. ზელენსკიმ მოუწოდა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს, ზედა ზღვარი დააწესონ რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე, ვინაიდან, ეს მშვიდობის მიღწევას დააჩქარებს. ამასთან, წაახალისებს „ტერორისტ სახელმწიფოს“, დაფიქრდეს მშვიდობასა და ომის წამგებიანობაზე”. „რუსეთის ლიდერს, რომელიც ახლა თავისი მმართველობის ბოლო ეტაპზეა, ჯერ კიდევ აქვს სივრცე შემდგომი ესკალაციისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, პუტინი კვლავ „საფრთხეა ყველა ჩვენგანისთვის“.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო გაწვევა იწყება
„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო საშემოდგომო სამხედრო გაწვევას იწყებს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განკარგულების შესაბამისად, საშემოდგომო გამოწვევა აქტიური სამხედრო სამსახურისთვის 17 ოქტომბერს დაიწყება. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გაწვევა წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამის თაობაზე რადიო თავისუფლება წერს. „საწყისი სამხედრო წვრთნისა და წვევამდელების სამხედრო ფიცზე მომზადებისთვის შეიქმნა ახალი გაწვევის ადმინისტრაცია, რომელშიც შედიან ოფიცრები და სერჟანტები, რომლებსაც აქვთ პირად შემადგენლობასთან მუშაობის გამოცდილება და ასევე შეუძლიათ წვრთნების ჩატარება მაღალ დონეზე“, - ნათქვამია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. მათ განმარტეს, რომ საწვრთნელი შეკრება ახალწვეულთა ასეულთან ჩატარდება დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქალაქში, სადაც შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად და სასწავლო პროცესისთვის. დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების შედეგად ე.წ. ოსური არმია ორიოდე ბატალიონს ითვლის, ცხინვალელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს ძირითადად რუსეთის 58-ე არმიის მე-4 სამხედრო, საოკუპაციო ბაზაზე გადის. ამ ბაზიდან ჯარისკაცები უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით, 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.
G7-ის ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინაში ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო, პუტინი „პასუხს აგებს“
დიდი შვიდეულის ქვეყნების ჯგუფმა (G7) სამშაბათს აიღო ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინას იმდენი ხანი, რაც დასჭირდება. ლიდერების თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება. „ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიური და იურიდიული დახმარების გაწევას და მტკიცედ დავდგებით უკრაინის გვერდით, სანამ ეს დასჭირდება“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. მისივე თანახმად, ვლადიმერ პუტინი პასუხს აგებს უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმებისთვის.
რუსეთმა META ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
რუსეთმა კომპანია META ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. CNN-ის ცნობით, რუსეთის ფედერალური ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, აშშ-ის მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია META, რომელშიც სოციალური ქსელები Facebook-ი და Instagram-ი შედიან, ტერორისტულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. აკრძალვა ბანკებს ავალდებულებს, გაყინონ კომპანიის ანგარიშები და შეწყვიტონ მისი ანგარიშების მომსახურება.
საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაე ჩუკას შეხვდა და საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოსა და რუმინეთს ძალიან ინტენსიური, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვთ. დოკუმენტი, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი პრეზიდენტების მიერ - სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, მოიცავს პრაქტიკულად ყველა მიმართულებას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას აკავშირებს და იმ თემებს, რომელიც საქართველოსთვის და საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ეს არის ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაცია, რუმინეთის მხარდაჭერა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მიმართულებებში. „პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა სწორედ ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებს. რუმინეთი კვლავ და კვლავ რჩება საქართველოს აქტიურ მხარდამჭერად როგორც ევროკავშირში შიგნით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ რუმინეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყოველთვის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, აფიქსირებს საქართველოს მხარდამჭერ პოზიციებს და არის ერთგული იმ პოზიციისა, რომელიც მან განსაზღვრა საქართველოსთან მიმართებაში, რადგან რუმინეთი თვლის, რომ საქართველო მისი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვმდებარეობთ ერთ რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში და სწორედ შავი ზღვაა ის გეოგრაფიული არეალი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ევროპასთან, ევროკავშირთან და არის ჩვენი ბუნებრივი საზღვარი ევროკავშირთან. გამომდინარე აქედან, რუმინეთის მთავრობასთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ასევე მხარდაჭერილია ევროკავშირში და ევროკავშირის საფლაგმანო ინიციატივების მიერ. ეს არის სწორედ დაკავშირებადობა და ენერგეტიკული პროექტები ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს პროექტები განხორციელდება და ჩვენი მოსახლეობა კონკრეტულად იგრძნობს იმ ბენეფიტებს, რომლებიც ექნება სწორედ ამ პროექტებს და იქნება მათი შედეგი. როგორც აღვნიშნე, რუმინეთი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი სუვერენიტეტის ძალიან აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ფარგლებში და რუმინეთი ყოველთვის აფიქსირებს იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ. საქართველოს პრეზიდენტი, ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის სენატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ალინა გორგიუს და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, მარჩელ ჩოლაკუს შეხვდა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. როგორც საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრმა, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს რუმინეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო ინტენსიურ და მაღალ ხარისხში აყვანის საკითხი. ,,ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია გამომდინარე სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერიდან, გამომდინარე ახალი შესაძლებლობიდან და ახალი პროექტებიდან, რომელიც ამას მოყვება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 32 სამხედრო დაიბრუნა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 32 სამხედრო დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი Facebook-ზე წერს. „ჩვენები სახლში არიან. დღეს ტყვეთა მორიგი გაცვლა განვახორციელეთ. მოვახერხეთ ჩვენი 32 მეომრის გათავისუფლება და ისრაელელი დმიტრი ფიალკას ცხედრის დაბრუნება. გათავისუფლებულთა შორის არიან - ოფიცრები, სერჟანტები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. ყველა მათგანი ისეთ ადგილებში იყო, სადაც მძიმე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ბევრი მათგანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა”, - წერს ერმაკი.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი: უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი, თავდაცვის სისტემები
რუსეთის მხრიდან ბოლო ესკალაციის კვალდაკვალ, უკრაინას სჭირდება მძიმე შეიარაღებისა და თავდაცვის სისტემების მიწოდება. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. „უკრაინელებს უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის და ჩვენი გაფართოების დაცვა. ომის ამ ახალ, უფრო სახიფათო ფაზაში მათ სჭირდებათ მძიმე ჯავშანტექნიკა და თავდაცვითი სისტემები, რაც მათ საშუალებას მისცემს, გადაურჩენ თავდასხმას“, - განუცხადა მეცოლამ დიპლომატებს. მან მოუწოდა ევროპას, ადაპტირდეს ახალ მსოფლიოსთან, რომელიც უბიძგებს ევროპას ერთობლივი ძალისხმევით ცვლილებებისკენ. „პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ჩვენი გატეხვა, მაგრამ ამის ნაცვლად, გააძლიერა ჩვენ გადაწყვეტილებები. ევროპაში ჩვენ დიდი ხანია, ვისწავლეთ და გვესმის, რომ დაშოშმინების პოლიტიკა არ მუშაობს და არასოდეს იმუშავებს”, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
Guardian-ის ცნობით, ილონ მასკი „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე, პუტინს ესაუბრა
მედიის ინფორმაციით, „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე, Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. როგორც The Guardian-ი წერს, პოლიტოლოგი და „ევრაზია გრუფის“ დამფუძნებელი იან ბრემერი ამბობს, რომ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა მას განუცხადა, რომ პუტინმა საუბრისას „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა“ დაადასტურა, თუმცა პირობით - თუ ყირიმი დარჩება რუსეთის ტერიტორიად და უკრაინა აღიარებს ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიას. თავად მასკმა ეს ინფორმაცია უარყო. მედია იმასაც წერს, რომ ილონ მასკმა უარი განაცხადა, ყირიმში „სტარლინკის“ ტექნოლოგიით თანამგზავრული ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფის შესახებ, უკრაინელთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, რომელშიც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა.