ძებნის რეზულტატი:
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სუელა ბრავერმანმა თანამდებობა დატოვა. ბრავერმანი ამ თანამდებობაზე 43 დღის წინ დაინიშნა. „ღრმა სინანულით გადავწყვიტე, თანამდებობის დატოვება“, - აცხადებს ბრავერმანი. მან განმარტა, რომ კოლეგას პირადი ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა დოკუმენტი, რაც მთავრობაში მუშაობის წესების დარღვევაა. შსს-ს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად სწორედ ამ შეცდომას ასახელებს. ბორის ჯონსონის პრემიერობის დროს ბრავერმანი გენერალურ პროკურორად მუშაობდა. სუელა ბრავერმანმა შს მინისტრის თანამდებობაზე 43 დღე იმუშავა, სულ რაღაც ხუთი დღით მეტი, ვიდრე ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კვაზი კვარტენგმა. მედიის ცნობით, დიდი ალბათობით, შს მინისტრის პოსტს გრანტ ჩაპი დაიკავებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება
ერდოღანის თქმით, რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ბოლო შეხვედრაზე გაზის საკითხზე კონსენსუსამდე მივიდნენ. ფატიჰ დონმეზი: თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს ანკარაში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ შევქმნით რუსული გაზის ჰაბს თურქეთში. თავად პუტინმა თქვა, რომ ევროპას შეუძლია გაზის შეძენა თურქეთის გავლით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ერდოღანის თქმით, დღეს ევროპის ქვეყნები აქტიურად ეძებენ გაზის შესყიდვის გზებს, თურქეთს კი მსგავსი პრობლემები არ აქვს. ასევე წაიკითხეთ: „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
თოყაევი: რუსეთიდან ყაზახეთში, 50-მდე საერთაშორისო კომპანია გადმოვიდა
ამჟამად 50-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია რუსეთიდან ყაზახეთში გადმოვიდა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოთხშაბათს რეგიონში მოგზაურობისას, ალმათის ოლქის საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, არაპროდუქტიულია კომპანიების დიდ ქალაქებში კონცენტრირება. აკიმატმა უნდა შეიმუშაოს ასეთი ინდუსტრიების განთავსება ალმათის მახლობლად BAKAD-ის პერიმეტრზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკას. „ეს საკითხი განიხილეთ მთავრობასთან და კომპანიებთან. რეგიონული ცენტრი უნდა გახდეს „კონტრმაგნიტი“ ალმათისთან მიმართებაში. ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა ინვესტორებს ახალი საწარმოო ობიექტების გასახსნელად, მათ შორის ისეთი კომპანიებისთვისაც, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან გადაადგილდებიან. ეს საკითხი ახლა უნდა დამუშავდეს უცხოელ პარტნიორებთან შეუფერხებელი და შეუფერხებელი ვაჭრობის მიზნით“, - განაცხადა თოყაევმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში არაერთი მსხვილი ექსპორტიორი საწარმო ფუნქციონირებს, საიდანაც გადასახადების ძირითადი წილი გროვდება. „ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ წარმოების გაფართოებაში, რისთვისაც სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებებს გავატარებთ. ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა წინადადებები ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინონ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების დასანქცირებაზე ბრძანებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების დასანქცირების შესახებ. ინფორმაციას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ავრცელებს. „დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ საპრეზიდენტო ბრძანებულებას სანქციების შემოღების შესახებ. ეს იყო ძალიან დიდი, რთული და შრომატევადი სამუშაო. სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდება მოულოდნელი სახელები, რუსეთის ფედერაციის ოლიგარქები და ძალიან დიდი რაოდენობით კომპანიები, საწარმოები“, - განაცხადა დანილოვმა. ცნობილი ხდება, რომ სანქცირებულთა სიაშია ბიზნესმენი სერჰი კურჩენკო, იანუკოვიჩის მთავრობის თავდაცვის მინისტრი, პაველ ლებედევი, ასევე თავად ვიქტორ იანუკოვიჩისა და რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიაპასკა. სანქციები ითვალისწინებს აქტივების დაბლოკვასა და მათი გამოყენების უფლების დროებით ჩამორთმევას.
ნიდერლანდებში, უკრაინის დასახმარებლად €175 მილიონზე მეტი შეგროვდა
ნიდერლანდებში, საქველმოქმედო პლატფორმა Giro555-მა უკრაინის დასახმარებლად 175,495 მილიონი ევრო შეაგროვა. ამის შესახებ Ukrinform-ი Giro555-ზე დაყრდნობით იუწყება. „ნიდერლანდები, როგორც ადრე, კვლავაც აქტიურადაა ჩართული უკრაინის დახმარების საკითხში. შემოწირულობების ნაკადი არ წყდება. შეგროვდა 175,495 მილიონი ევრო. საერთო ჯამში, აქციიდან მიღებული თანხებიდან 62,6 მილიონი ევრო წლის პირველ ნახევარში დაიხარჯა", - ნათქვამია განცხადებაში. უკვე დახარჯული 62,6 მილიონი ევროს უდიდესი ნაწილი მინიმალურ საჭიროებებსა და საარსებო წყაროზე (43%) დაიხარჯა. სასურსათო დახმარებაზე - 18%, ხოლო საბინაო პრობლემებზე - 12%. 74% დაიხარჯა უკრაინაში დახმარების პროექტებზე, 13% პოლონეთში ლტოლვილების მიღებაზე, დანარჩენი თანხა სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა, სადაც დამხმარე ორგანიზაციები უკრაინელებს უჭერენ მხარს. დარჩენილი თანხებით Giro555-ის დამხმარე ორგანიზაციები 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებენ უკრაინელების დახმარებას. კერძოდ, საუბარია თბილი საბნების, ტანსაცმლის, ლეიბების და თეთრეულის მიწოდებაზე. ასევე დაზარალებულებს სახლების აღდგენაში, სახურავისა და ფანჯრების შეკეთებაში დაეხმარებიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შტაინმაიერმა კიევში ვიზიტი გააუქმა
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, 20 ოქტომბერს კიევში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვიზიტი „უსაფრთხოების მიზეზების გამო“ გაუქმდა. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გერმანიის უშიშროების ორგანოებმა შტაინმაიერს ურჩიეს, რომ კიევში ბოლო დღეებში მუდმივი საჰაერო თავდასხმების გამო ვიზიტი გადაედო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: პუტინი სასოწარკვეთილია
რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ უკანონოდ ანექსირებულ რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ განკარგულებას „არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს“ და მოსკოვის იურისდიქცია ამ ტერიტორიებზე არ ვრცელდება. „სიმართლე ისაა, რომ რუსეთი არ სურთ ამ რეგიონებში. ხალხი უარყოფს რუსეთის უკანონო შეჭრას და უკრაინის ტერიტორიების ძალით მიტაცებას“, - აღნიშნა პატელმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: კიევზე თავდასხმები ვერ გატეხს უკრაინის სულისკვეთებას და ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას 19 ოქტომბერს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში „საომარი მდგომარეობა“ გამოაცხადა.
უკრაინა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობა, ადგილობრივი წინააღმდეგობის ჩასახშობად დაწესდა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადებასთან დაკავშირებით განცახდება გაავრცელა. პუტინმა უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში „საომარი მდგომარეობა“ გამოაცხადა „რუსეთის ფედერაციამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერორის ახალი ეტაპი დაიწყო. რუსეთის ფედერაციის მიერ ეგრეთ წოდებული „სამხედრო მდგომარეობის“ გამოცხადება, მიზნად ისახავს ლუგანსკის ოლქის, დონეცკის ოლქის, ზაპორიჟჟისა და ხერსონის ოლქის მცხოვრებთა წინააღმდეგობა ჩაახშოს, რომლებიც რუსეთის ოკუპაციას ეწინააღმდეგებიან“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამნისტროს განცხადებაში. პუტინმა უკრაინის მიმდებარე რვა რეგიონში გადაადგილება შეზღუდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პუტინის ბრძანებულება ბათილია. „მას არ აქვს სამართლებრივი შედეგები უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის. სამაგიეროდ, ასეთი ნაბიჯი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის ხელმძღვანელობის დანაშაულისა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელების მიმართ. კრემლის რეჟიმის აგონიის მიუხედავად, უკრაინა გააგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და ხალხის გადარჩენას. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციების განზრახვა, ე.წ. "სამხედრო მდგომარეობის" საფარქვეშ, ჩამოერთვას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს ადამიანის ძირითადი უფლებებიც კი. უკანონო გეგმები ძარცვის, იძულებითი დეპორტაციისა და მობილიზაციის ლეგალიზაციისთვის. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ, რომ უკრაინას რაც შეიძლება მალე მიაწოდონ თანამედროვე ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა ბარბაროსული რუსული რაკეტებისა და „კამიკაძე-დრონების“ თავდასხმებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბაიდენის თქმით, პუტინი „წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაშია“
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაშია“ და უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ სისასტიკით გამოირჩევა. მის კომენტარს Reuters-ი ავრცელებს. „ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაშია, როგორც ჩანს, მისთვის ხელმისაწვდომი ერთადერთი ინსტრუმენტი უკრაინაში ცალკეული მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობა და კაპიტულაციის მიზნით მათი დაშინებაა“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა კიევზე იერიშები განაახლა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: კიევზე თავდასხმები ვერ გატეხს უკრაინის სულისკვეთებას და ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ჯარში გაწვეული პატიმრები, იარაღის მიღების შემდეგ, ომიდან გარბიან
იარაღის მიღების შემდეგ, რუსულ ჯარში მობილიზებული პატიმრები რუსეთში დაბრუნებას ცდილობენ და ჯარიდან გარბიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა. „რუსული საოკუპაციო ძალების დანაკარგების შევსებამ პატიმრების ხარჯზე, რუსეთის სარდლობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. მაგალითად, თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან აყვანილი სამხედროები იარაღის მიღების შემდეგ დანაყოფებს ტოვებენ და შესაძლებლობას ეძებენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში. გენერალური შტაბის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს ხერსონის რაიონში საბრძოლო მასალის საწყობის განადგურების შედეგად, რუსეთის ქვედანაყოფის ჯარისკაცების ნაწილი, დაიჭრა, დანარჩენები კი გაიქცნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ესპანეთი უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის
ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას ოთხ კომპლექტ 400 კილოვატიან და ერთ კომპლექტ 150 კილოვატიან გენერატორებს მიაწვდის. გენერატორებს უკრინა სამი დღის განმავლობაში მიიღებს. ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ელექტროსადგური გაანადგურა რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. უკრაინამ თავის მოსახლეობას საღამოს საათებში ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ელექტროსადგური გაანადგურა
რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის ინტენსიური დაბომბვა 19 ოქტომბერსაც გაგრძელდა. სამი ელექტროსადგური განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდემიმართისას განაცხადა. რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. უკრაინამ თავის მოსახლეობას საღამოს საათებში ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.
20 ოქტომბრიდან უკრაინის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ელექტროენერგიის მიწოდება მნიშვნელოვნად შეიზღუდება, უფრო რეგულარული გათიშვა რეალისტური სცენარია, თუ მოხმარება შესაბამისად არ შემცირდება, ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. უკრაინელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოუწოდებდნენ, მნიშვნელოვნად შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება, რადგან სულ უფრო მეტი ენერგეტიკული ობიექტი ხდება რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების სამიზნე. „დღეს მტერმა სამი ენერგეტიკული ობიექტი გაანადგურა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ნორმალური ენერგეტიკული შესაძლებლობები. მაგრამ ამას დრო სჭირდება. და ეს მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. 20 ოქტომბრის დილის 7 საათიდან ელექტროენერგიის მოხმარებაზე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. გთხოვთ, არ ჩართოთ არასაჭირო ელექტრო ტექნიკა. გთხოვთ, შეზღუდოთ ელექტროენერგიის მოხმარება. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხმარება იყოს მაქსიმალურად გაცნობიერებული და შესაბამისად, შეზღუდვებიც უფრო მოკლე იქნება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ელექტროსადგური გაანადგურა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ცის უსაფრთხოების სრულად უზრუნველსაყოფად მუშაობა მიმდინარეობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდემიმართვისას ხაზი გაუსვა უკრაინის ცის უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფას. „ჩვენ ვმუშაობთ სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები: ერთი თვის განმავლობაში ჩამოვაგდეთ 233 ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი და ათობით რაკეტა. გასული დღის განმავლობაში ათი ირანული დრონი განადგურდა და ეს მხოლოდ კიევის მიმართულებით. კიდევ 11 (Shahed) უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მადლობა ბიჭებს შესანიშნავი სამუშაოსთვის! სხვა მიმართულებითაც არის შედეგები. მაგრამ, სამწუხაროდ, არის ზარალიც. დღეს მტერმა სამი ენერგეტიკული ობიექტი გაანადგურა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ნორმალური ენერგეტიკული შესაძლებლობები. მაგრამ ამას დრო სჭირდება. ეს მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. 20 ოქტომბრის დილის 7 საათიდან ელექტროენერგიის მოხმარებაზე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. გთხოვთ, არ ჩართოთ არასაჭირო ელექტრო ტექნიკა. გთხოვთ, შეზღუდოთ ელექტროენერგიის მოხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხმარება იყოს მაქსიმალურად გაცნობიერებული და შესაბამისად, შეზღუდვებიც უფრო მოკლე იქნება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ირანული დრონების თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება - არესტოვიჩი ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. დასავლეთმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა.
უკრაინას NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირისკენ გზის დაჩქარება უნდა შესთავაზონ - პოლ გობლი
აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კორექტირებას ახდენს. დასავლეთი „რუსეთის აგრესიის ხასიათის ცვლილების“ ფონზე, შესაბამისად მოქმედების ეტაპზე გადადის. ერთ-ერთი პირველი ასეთი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაკეთდა. მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ახლებურად დგამს ყველა ნაბიჯს და ტრადიციულად, ეს ხდება პარტნიორებთან და მოკავშირეებთან სრული კოორდინაციით. „ჩვენ ახლებურად ვდგამთ ყველა ნაბიჯს, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან, რათა დავეხმაროთ უკრაინის იმით, რაც ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა ბლინკენმა. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიან პასუხში შესაძლო კორექტივების შეტანასა და მასში პარტნიორების განახლებულ როლზე, Europetime-მა სახელმწიფო დეპარტამენტს შეკითხვით 18 ოქტომბერს მიმართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, მათ შორის გაეროში და ეს თანამშრომლობა მოიცავს ირანის მიერ რუსეთში იარაღის სახიფათო გავრცელების საწინააღმდეგო ქმედებებს. აშშ ასევე აგრძელებს ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. აშშ-ის მკაფიო გზავნილია, რომ კიევზე თავდასხმები ვერ გატეხს უკრაინის სულისკვეთებას და შტატების გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას. ამასთან, აშშ მტკიცე მოუწოდებს სხვა ქვეყნებსა და პარტნიორებს, გააგრძელონ უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება. გარდა ამისა, შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებულად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის ფედერაციამ და ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელორუსში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო მძიმე ეკონომიკური და დიპლომატიური ფასი გადაიხადონ. უნდა მოდიფიცირდეს თუ არა კოორდინირებული პასუხი ომის ახალ ფაზაზე, ამ თემას Europetime-თან განიხილავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი. სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის შეფასებით, დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. „დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა კიევმა თავი დაიცვას. ჩემი აზრით, მან (დასავლეთმა) უნდა შესთავაზოს უკრაინას NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. ეს პუტინისთვის იქნებოდა ერთგვარი გზავნილი, რომ დასავლეთი არ აპირებს უკრაინის მიტოვებას და რომ რუსეთი ახლა თავს ესხმის დასავლეთის სრულფასოვან წარმომადგენელს. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა მომავალში NATO-ს წევრი გახდება, თუმცა ჯერ ომი აქვს მოსაგები ეს ისეთივე შემზღუდავი ღონისძიება იქნებოდა, როგორც ვთქვათ, გარკვეული დროის განმავლობაში, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში მოხდა“, - მიიჩნევს პოლ გობლი. Europetime-თან პოლ გობლი ომის ახალი ფაზის გათვალისწინებით, ასევე მიმოიხილავს, შეიცვალა თუ არა თავდაპირველი პროგნოზები საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით და როგორ და სად ხედავს იმ ეტაპს, როდესაც მოსკოვი ვეღარ განახორციელებს მსგავს თავდასხმებს უკრაინაზე. „ჩემი ვარაუდით, კრემლი გააგრძელებს შეტევებს, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში, საჰაერო თავდასხმები გახდება ასე ვთქვათ, „დომინანტური“. ამრიგად, უკრაინა თავის მიღწევებს ასე სწრაფად ვეღარ გააგრძელებს, მოსკოვის მარცხიც აღარ დაჩქარდება. ომი 2023 წელსაც გაგრძელდება, თუ პუტინი „სცენიდან არ იქნება ჩამოშორებული“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. Europetime-ზე ასევე გაეცანით უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის ჯონ ჰერბსტის ხედვას. შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო წარმატების ფონზე, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის მასიურად დაბომბვა განაახლა. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. უკრაინის ცნობით, მოსკოვი მიზანმიმართულად აზიანებს კრიტიკულ ინფრასტუქტურას. კიევი იუწყება, რომ ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. მოსახლეობას ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვისკენ მოუწოდებენ. ამ პროცესების პარალელურად, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ რეგიონში „საომარი მდგომარეობა“ გამოაცხადა. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა 16 დრონი, 6 ფრთოსანი რაკეტა და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს
საჰაერო თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინელებმა 16 დრონი, 6 ფრთოსანი რაკეტა და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ცის უსაფრთხოების სრულად უზრუნველსაყოფად მუშაობა მიმდინარეობს „საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 6 ფრთოსანი რაკეტა, ერთი Ka-52 ტიპის ვერტმფრენი და 16 უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან თოთხმეტი ირანული წარმოების Shahed-136-ი“, - აცხადებენ უწყებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: პუტინი სასოწარკვეთილია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დუბაიში, მფრინავი ავტომობილი წარმატებით გამოსცადეს
კომპანიამ XPeng დუბაიში თავისი მფრინავი ავტომობილის პროტოტიპი წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ინფორმაციიდან ვიგებთ, მფრინავ ავტომობილს ერთდროულად 2 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს, ხოლო მისი სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევს. "ახალი ტექნოლოგია საჯარო გამოყენებისთვის თითქმის მზად არის, თუმცა საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც მის მიმოსვლას შესაძლებელს გახდის ამ ეტაპზე მიღებული არ არის", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. . კომპანიამ XPeng-ის პროგნოზით, მგზავრები მფრინავი მანქანებით სარგებლობას, წინასწარ განსაზღვრულ სივრცეებში სარგებლობას 5 წლის შემდეგ შეძლებენ.
ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო სწავლებაში, ვერცხლის მედლები მოიპოვეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დიდ ბრიტანეთში გამართულ სამხედრო სწავლებაში Cambrian Patrol 2022 წარმატებით იასპარეზეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქართველი სამხედროები უელსიდან ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ საქართველოში. „საქართველოს თავდაცვის ძალებიდან სწავლებაში J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ჯარისკაცებმა 48 საათის განმავლობაში 70-კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს და აღნიშნულ მარშრუტზე 10 სადაზვერვო დავალება წარმატებით შეასრულეს. სადაზვერვო დავალებები დანაღმული ველის ამოცნობისა და გასასვლელების მოწყობას, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, მოწინააღმდეგის ტექნიკის ამოცნობას, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებასა და მოწინააღმდეგის გამაგრებულ პოზიციაზე იერიშის მიტანას გულისხმობდა. შეჯიბრი ჩრდილოეთ უელსში, მთიან რელიეფზე, 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 30 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. ბრიტანეთის არმიის ორგანიზებით სწავლება Cambrian Patrol 1959 წლიდან რეგულარუდად ტარდება. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. სამხედრო სწავლება Cambrian Patrol ცნობილია, როგორც არმიის გამძლეობის შესამოწმებელი ურთულესი გამოცდა. ყოველწლიურ წვრთნებს უელსის 160-ე ქვეითი ბრიგადა ხელმძღვანელობს. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფმა Cambrian Patrol-ში უკვე მეშვიდედ მიიღო მონაწილეობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნედ პრაისი: ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებს
აშშ-ის განცხადებით, რუსეთი ირანულ უპილოტო თვითმფრინავებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იერიშებისთვის იყენებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი იყენებს ირანულ თვითმფრინავებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის. ამის შესახებ ნედ პრაისმა Twitter-ზე დაწერა. მოგვიანებით, განცხადება გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც. „სერიოზული შეშფოთება გამოვთქვით რუსეთის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების ირანიდან შეძენის გამო. ჩვენ ახლა გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის“, - წერია განცხადებაში. აშშ აგრძელებს ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. აშშ-ის მკაფიო გზავნილია, რომ კიევზე თავდასხმები ვერ გატეხს უკრაინის სულისკვეთებას და შტატების გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინა: რუსი ოკუპანტები, დნეპროპეტროვსკში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს თავს დაესხნენ
რუსი ოკუპანტები დნეპროპეტროვსკის ოლქში, თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს,- ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ცის უსაფრთხოების სრულად უზრუნველსაყოფად მუშაობა მიმდინარეობს წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. “მღელვარე ღამე იყო კრივი-რიჰის რაიონში. რუსები თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს. სერიოზული ნგრევაა. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, - აცხადებს რეზნიჩენკო. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ელექტროსადგური გაანადგურა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.