ძებნის რეზულტატი:
ილია დარჩიაშვილი: ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე, ძალისხმევას არ ვიშურებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აქტუალიზაციისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგა. მან ოკუპაციასა და რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის მძიმე შედეგებზე ისაუბრა. „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის საქართველოსთვის. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. ამ მხრივ მან ყურადღება გაამახვილა შემდეგ დოკუმენტებზე: გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური რეზოლუცია - „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“; გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადება რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით; ევროპარლამენტის რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალში უსაფრთხოების შესახებ; ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება; ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში; ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები, მათ შორის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით. დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური მთელი წლის მანძილზე აქტიურად იყენებდა ყველა არსებულ დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ინსტრუმენტის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველყოფისთვის, რათა გაძლიერდეს რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური წნეხი მისი საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მიზნით. გარდა ამისა, მისივე თქმით, მუდმივ რეჟიმში ხდებოდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. „სწორედ ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა, რაც აისახება პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საჯარო განცხადებებში და არაერთ დოკუმენტში. ამ პროცესში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისათვის, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, რომლის ფარგლებშიც გაიცა დაკავების ორდერები ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის 3 წარმომადგენლის მიმართ. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას. მინისტრის განცხადებით რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემოს ფონზე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო 56-ე რაუნდის გამართვა თანათავმჯდომარეებსა და მათ ორგანიზაციებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო) ასევე აშშ-სთან ქართული მხარის მჭიდრო თანამშრომლობით. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან აქტიურ თანამშრომლობაზე, რასაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ადგილზე მშვიდობის უზრუნველყოფისა და ვითარების ესკალაციის პრევენციის პროცესში. იშვნელოვან ადგილს იკავებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. შესაბამისად, სასამართლომ იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებაში დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიების განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი სამუშო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან ერთად ზანგილანის ახალი საერთაშორისო აეროდრომის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. როგორც ცნობილია, დღის მეორე ნახევარში თურქეთის სახელმწიფოს ლიდერი ახალი რკინიგზის სადგურის, გიუმლაკის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერები კიდევ რამდენიმე ახალი ერთობლივი პროექტის მშენებლობის დაწყებაში მიიღებენ მონაწილეობას. ცნობისთვის, 2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე.
დარჩიაშვილი: მთავარია პრიორიტეტია უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდა არამხოლოდ ევროკავშირის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთანაც
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საკონსულო სერვისების მუდმივი გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც საქართველოს საკონსულო დაწესებულებების არეალის გაფართოების, ასევე საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით. დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მსოფლიოს 64 ქვეყანაში უკვე ჰყავს 85 საპატიო კონსული. ახალი საკონსულო დაწესებულებების გახსნა, ისევე როგორც საპატიო კონსულის ინსტიტუტი საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების უფრო ეფექტიან დაცვას ემსახურება. მინისტრმა საკონსულო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების პრიორიტეტულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, განხორციელდა საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მასშტაბური განახლება, ასევე მიმდინარეობს ვებ-გვერდის დეველოპინგის პროცესი. თითოეული ინოვაციის მიზანი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის კომფორტული სერვისის შეთავაზება, ბიუროკრატიული პროცედურების შემცირება და მომსახურებისა და ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, დარჩიაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარია პრიორიტეტია უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდა არამხოლოდ ევროკავშირის/შენგენის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთანაც. მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს ძალაში შევიდა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმებები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და კამბოჯასთან. ხელი მოეწერა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას სენტ ლუსიასთან. ინიცირებულია უვიზო მიმოსვლის შეთანხმებები ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და ნამიბიასთან. შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებთან: ფილიპინების რესპუბლიკა, ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო, ირლანდია, ჰონდურასი და პერუ. დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის არეალის გაფართოება ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებასა და მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან წვდომის ხელშეწყობას ემსახურება.
რეგულირების სააგენტო: გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გამოასწოროს პრობლემები
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ, მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ინფექციის კონტროლის სისტემის არსებობასთან დაკავშირებით შეამოწმა. იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას დროებით აჩერებს სააგენტოს დირექტორის ლიანა ჭუმბურიძის განცხადებით, გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ პრობლემების გამოსწორება. „ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ რეფერირებაში შესაბამისი პროფილის კლინიკებში. ჩვენი მიზანია, ყველა მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ლიანა ჭუმბურიძემ.
დარჩიაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ურთიერთობების გაღრმავებას
მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. მისი თქმით, „საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ უკავია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. რეგიონი საქართველოსთვის განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ამასთან, საქართველოს, ტრადიციულად ინტენსიური ურთიერთობები აქვს რეგიონის წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნებთან: ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, ინდოეთი და იაპონია, ასევე, ცენტრალური აზიის ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერ ქვეყნებთან: ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი. განსაკუთრებული როლი ენიჭება ურთიერთობებს წყნარი ოკეანის რეგიონის ორ წამყვან ქვეყანასთან: ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან, მათ შორის აღნიშნულ რეგიონში არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების ხელშეწყობის ფარგლებში,“ - განაცხადა მინისტრმა და წლის განმავლლობაში აღნიშნული რეგიონების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან გააქტიურებულ ურთიერთობებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ვიზიტებზე იორდანიაში, კატარში, ისრაელში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში. მათ შორის მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იორდანიაში პრემიერ-მინისტრის ისტორიულ ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გადმოეცა მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანეს მიმდებარედ მიწის ნაკვეთი. „მინისტრის საათის“ ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა „საქართველოს წარმატებულ სამეზობლო და რეგიონულ პოლიტიკაზე“ ისაუბრა. პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე. „საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და დინამიკური განვითარების ხელშეწყობა, რა მიმართულებითაც ინტენსიურად ვმუშაობთ. ასევე, როგორც პრემიერის მიერ გენასამბლეაზე გამოსვლის დროს გაჟღერდა, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს ახალი შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე“ და ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე. „ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა აზერბაიჯანული და სომხური მხრიდან, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა თბილისში, რომელსაც მე ვუმასპინძლე. სამეზობლო ინიციატივის იდეა კვლავ გააჟღერა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გაეროს გენანსამბლეაზე გამოსვლის დროს. ვთვლით, რომ ეს ინიციატივა და მისი იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მის წარმატებაში პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობამ. მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება ამ იდეის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
პოლიციამ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა
პოლიციამ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვ.გ. თბილისში დააკავეს. ბრალდებული მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გურიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის იძებნებოდა. მათივე ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 11 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 1999 წელს დაბადებულ გ.რ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2022 წლის 13 სექტემბერს ვ.გ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ფინეთის პარლამენტმა, რუსეთის საზღვარზე დამცავი ღობის აშენებას მხარი დაუჭირა
ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინს, საპარლამენტო პარტიებმა, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარზე დამცავი ღობის აშენების უფლება მიანიჭეს. ფინეთმა შესაძლოა, მიგრაციის შესაჩერებლად რუსეთის საზღვართან ღობე ააშენოს ფინეთის პარლამენტში ამ პროექტს, დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. პროცესი დააჩქარეს ოპოზიციურმა პარტიებმა - "ცენტრმა", "ნამდვილმა ფინელებმა" და "ქრისტიან-დემოკრატებმა". დამცავი ღობის მშენებლობას, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. პროექტი ასობით მილიონი ევრო ღირს. დამცაბი ღობე, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვრის დაახლოებით 10-20%-ს მოიცავს. სასაზღვრო დაცვა მზადაა, პროექტის პილოტის განხორციელება სწრაფი ტემპით დაიწყოს და 2023 წლის ზაფხულში დაასრულოს. მთავრობის განცხადებით, რუსეთთან საზღვარზე დამცავი ღობე, პირველ რიგში, ფინეთის საზღვრის შესაძლო მასობრივი უკანონო გადაკვეთის გასაკონტროლებლადაა აუცილებელი.
ქუთაისში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში, სხვადასხვა დროს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. – არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული გ.რ. – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა. სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებისა და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით.
Pegasus Airlines-ი ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებს
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ ოპერირებას იწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თურქული ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 2022 წლის 2 ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, Pegasus-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 19 ოქტომბერს მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ანკარასა და თბილისს შორის ფრენები 2019-2020 წლებში ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“ მიერ სრულდებოდა, თუმცა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ გაგრძელდა“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
მედია: ბელორუსისა და უკრაინის საზღვართან, აეროდრომზე, რუსეთმა სამხედრო კონტინგენტი გაზარდა
ბელორუსისა და უკრაინის საზღვართან, აეროდრომზე, რუსეთმა სამხედრო კონტინგენტი გაზარდა. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო Ukrinform-ი სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს. ზელენსკი, ბელორუსის საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებას ითხოვს მედიის ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბელორუსის რეგიონალურ ცენტრ გომელთან ახლოს, ზიაბროვკას სამხედრო აეროდრომი სწრაფად იცვლებოდა. ცოტა ხნის წინ, იქ უფრო მეტი რუსული ტექნიკა და სამხედრო მოსამსახურე შემოვიდა. მედია: ლუკაშენკო ფარულ მობილიზაციას ახორციელებს „რუსული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა „ზიაბროვკაში“ კვირანახევრის წინ ჩავიდა. რუსები იქ გაზაფხულიდან შეზღუდული რაოდენობით ცხოვრობდნენ. „ზიაბროვკაზე“ წვდომა კვლავ დახურულია. რუსული ჯარები კვლავ დგანან, მაგრამ ახლა მეტი ტექნიკა და ხალხია“, - აცხადებს თვითმხილველი გომელის რეგიონიდან. ბელორუსში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა
უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების დასანქცირებაზე ბრძანებას ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანება №727/2022 ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. მათ შორის, სანქცირებულთა სიაშია, დავით იაკობაშვილი, რომან აბრამოვიჩი, ლეონიდ ლებედევი და სხვები. ამავდროულად, №726/2022 დადგენილებით ამოქმედდება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება „პერსონალური განსაკუთრებული ეკონომიკური და სხვა შემაკავებელი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“, რომელს საფუძველზეც სანქციები ფიზიკურ და იურიდიული პირებს უწესდებათ. გამოქვეყნებული დანართის მიხედვით, სანქციები დაუწესდა 2 251 პირს. მათ შორის არიან ტელეკომპანია „პირველი არხის“ გენერალური დირექტორი კონსტანტინე ერნსტი, თინა კანდელაკი, იგორ პუტინი, ალინა კაბაევა და სხვები. გარდა ამისა, ამავე განკარგულებით სანქციები უწესდება 1 374 იურიდიულ პირს, მათ შორისაა სააქციო საზოგადოება „ალფა-ბანკი“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სბერბანკ ფაქტორინგი“ და ა.შ.
ირაკლი კობახიძე: ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება
ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება. დამიჯერეთ მათ ჩვენი დაცვა არ სჭირდებათ, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა "დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, თან დაშანტაჟებას ცდილობს. რისთვის ცდილობს დაშანტაჟებას?! მეორე ფრონტისთვის, ლოგიკა თქვენთვის მომინდივია... მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში! ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება. დამიჯერეთ მათ ჩვენი დაცვა არ სჭირდებათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძე "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. ცნობისთვის, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა. ამასთან, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები.
ნიდერლანდების პარლამენტმა ჰააგაში, რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა
ნიდერლანდების პარლამენტმა, ჰააგაში, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის წინადადებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ჰააგაში Ukrinform-ის კორესპონდენტი იტყობინება. „ჰოლანდიის პარლამენტის უმრავლესობა მხარს უჭერს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის აგრესიის საქმეს განიხილავს. ჩვენ შეგვიძლია და უნდა დავაკიროთ პასუხისმგებლობა პუტინს“, - წერს დეპუტატი D66 პარტიის წევრი სორდ ვიმერ სორდსი TWITTER-ზე. ამრიგად, წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა მხარს უჭერს D66-ის წინადადებას ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლიზ ტრასმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ლიზ ტრასმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა ტრასმა თქვა, რომ მან გადადგომის შესახებ უკვე აცნობა მეფე ჩარლზ III-ს. მისი თქმით, ახლა „კონსერვატიული პარტია“ ლიდერის ახალ არჩევნებს გამართავს, რომელიც მთავრობას უხელმძღვანელებს. ბრიტანული მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრი მწვავე კრიტიკის ქვეშ იყო მისი საგადასახადო ინიციატივების გამო და იძულებული გახდა, შეეცვალა ფინანსთა მინისტრი. ამასთან, გააუქმა გამოცხადებული საბიჯეტო გეგმები. „კონსერვატორთა“ პოპულარობა ბოლო კვირებში ბრიტანეთში სოციოლოგიური კვლევის ისტორიაში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ტრასი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად და პრემიერ-მინისტრად ხუთი კვირის წინ აირჩიეს.
პრემიერი 2023-2024 წლებში დაგეგმილი მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში 2023 და 2024 წლებში დაგეგმილი მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე 2023 და 2024 წელს დაგეგმილი საკონცერტო პროგრამა განიხილეს და პროგრამის დღის წესრიგს გაეცნენ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. კონცერტები 2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ასევე 2024 წელს არის დაგეგმილი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კონცერტების გამართვის თაობაზე მოლაპარაკებები არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან მიმდინარეობს და კონცერტების გამართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში მიეწოდება. შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და „ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი წალენჯიხაში სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. ედიშერ კვარაცხელია უკანასკნელ გზაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გააცილეს. შეგახსენებთ, რომ 44 წლის ედიშერ კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 10 ოქტომბერს გავრცელდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ელჩი დეგნანი პასუხობს შეკითხვას, აპირებს თუ არა აშშ, შეუერთდეს უკრაინის მიერ ამოქმედებულ სანქციებს
შეერთებული შტატები წინასწარ არ აკეთებს განცხადებას სანქციების დაწესების შესახებ. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებისთვის უკრაინის მიერ სანქციების დაწესების შესახებ დაუსვეს შეკითხვა. „ეს შეკითხვა ალბათ უკრაინის მთვრობის და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ არის“, - უპასუხა ელჩმა ჟურნალისტებს. ელჩ დეგნანს ასევე ჰკითხეს, „აპირებს თუ არა აშშ, შეუერთდეს სანქციებს, რადგან უკრაინის მთავრობა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, მათ სანქციებს შეუერთდნენ და დაუწესონ სანქციები მათ მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვედრილ პირებს“. „რაც შეეხება აშშ-ს, როდესაც ჩვენ სანქციებს ვაწესებთ, ეს ცხადდება საჯაროდ, ქვეყნდება გარკვეულ პლატფორმაზე, ვებგვერდზე და არ ხდება წინასწარ განხილვა/დაანონსება“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. სანქცირებულთა სიაში არიან ბიზნესმენები დავით იაკობაშვილი, რომან აბრამოვიჩი, ლეონიდ ლებედევი და სხვები. ხსენებულ პირებს უკრაინის ტერიტორიაზე შეეზღუდებათ: სავაჭრო ოპერაციები უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა ქონების უფლება რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტი ლიცენზიებითა და სხვა ნებართვებით სარგებლობა
ადვოკატის თქმით, ბიძინა ივანიშვილს, ნათესავების სანქცირების გამო, პრობლემები არ შეექმნება
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი „ტვ.პირველთან“ აცხადებს, რომ უკრაინის გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის ნათესავებისა და გარემოცვის წევრების სანქცირების შესახებ, შვეიცარულ ბანკთან დავის საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს. უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრები, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა „საერთოდ ეგ საკითხი არანაირ კავშირში არაა იმ დავებთან, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ჩემგან რთული იქნება. პრობლემები არათუ შეექმნება, არამედ გარკვეული პროგრესი შეინიშნება რიგ საკითხებში, რის შესახებაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ვაცნობებთ“, - აღნიშნა ყიფიანმა. ამასთან, ყიფიანმა განაცახდა, რომ ის უკრაინის მიერ, ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. „ვერც უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მითუმეტეს იმ ჯაჭვურ რეაქციაზე. თავიდათავი ჩემი პასუხი ისაა, რომ ის მანდატი, რომელიც ჩემს ფირმას ხელში უჭირავს, ესაა დავების წარმოება და ამ ჰიპოტეტურ საკითხს კავშირი არ აქვს“, - აღნიშნა ყიფიანმა. დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი.
ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით ყველა დიპლომატიური ნაბიჯი გადავდგით - დარჩიაშვილი
"ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადადგა ყველა დიპლომატიური ნაბიჯი, რაც ასეთ დროს ქვეყანამ უნდა გააკეთოს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატის დროს განაცხადა. „შალვა კერესელიძე საუბრობდა ლუკაშენკოს ვიზიტზე. ბელორუსთან დაკავშირებით, საკითხი ეხება ჩვენთვის განსაკუთრებულად სენსიტიურ ამბავს და მინდა, ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში ყველას მოგიწოდოთ, რომ შეფასებების ნაწილში ვიყოთ ფრთხილად. რაც შეეხება ბატონი ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში, ამასთან მიმართებაში ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული, თანმიმდევრული ნაბიჯები. პირველი – გავაკეთეთ კონკრეტული განცხადება ამასთან მიმართებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე. იმედი გამოვთქვა, რომ ბელორუსი მყარად დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციაში.
სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022" მუხროვანში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ორკვირიანი წვრთნა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და კოორდინირებულად მოქმედებას ისახავდა მიზნად. სცენარის მიხედვით, აღმოჩენილ მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფის მართვის პუნქტზე სამივე ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების კომბინირებულმა ჯგუფებმა შეტევა განახორციელეს. საცეცხლე მხარდაჭერის ქვეშ მოხდა სამანევრო ელემენტების მიერ შეტევის განხორციელება, რის შედეგადაც განეიტრალდა მოწინააღმდეგის ძალები. „შემაჯამებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი მაჰმად ჰასანოვი და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი კაან ორბაი დაესწრნენ. სწავლების დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის და სწავლებაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამხედროებს სწავლების დასრულება ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.