ძებნის რეზულტატი:
საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო - კლიჩკო
კიევის თავზე საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო, ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. „საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდო კიევის თავზე“, - განაცხადა კლიჩკომ. უკრაინული მედია: კიევში აფეთქებების ხმა ისმის უკრაინა მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა. მისი თქმით, საჰაერო თავდასხმა გრძელდება, მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. 18 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის ფედერაციის ძალებმა სამი რაკეტა ისროლეს. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს 18 ოქტომბერს, უკრაინის ყველა ოლქში, საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ცხედრები საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებიდან ამოჰყავთ. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც. უკრაინის ცნობით, განადგურებულია ელექსტროსადგურების 30%. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ხელოვნების სასახლეში, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური ბიუსტი გაიხსნა
ხელოვნების სასახლეში, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი ავტორი მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილია. თეა წულუკიანიდ განცხადებით, გიგა ლორთქიფანიძე იყო ადამიანი, რომელიც ქართულ კულტურას ქმნიდა. „გიგა ლორთქიფანიძეს დღეს 95 წელი შეუსრულდებოდა. ძალიან გვეამაყება, რომ შევძელით მის მეუღლესთან, ოჯახთან თანამშრომლობით და ხელოვნების სასახლის ხელშეწყობით, ამ ხეივანში, სადაც სხვა ჩვენი დიდი ღვაწლმოსილი ქართველი ადამიანების ბიუსტებია, განგვეთავსებინა გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი. მომავალმა თაობებმა, ის, ვინც ამ მუზეუმში მოდის დასათვალიერებლად, უნდა იცოდეს, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც ქმნიდა ქართულ კულტურას და დღესაც არის ნიშნული ქართულ კულტურაში, მათ შორის თეატრსა და კინოში. როგორც ის ანიჭებდა ახალგაზრდების როლს დიდ მნიშვნელობას, ჩვენც დიდი ადგილი უნდა დავუთმოთ. მადლობა მინდა, გადავუხადო მოქანდაკის, თენგიზ ღვინიაშვილის ოჯახს, რომელმაც საშუალება მისცა გიგა ლორთქიფანიძის ოჯახს და ჩვენ, რომ ეს ბიუსტი ამ ხეივანში განგვეთავსებინა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი რეჟისორი 1927 წლის 19 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. ლორთქიფანიძე 100-ზე მეტი სპექტაკლის და 4 ფილმის, მათ შორის "დათა თუთაშხიას" ავტორია. ამასთან, 1996 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7660 ლარი გახდა
"1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7660 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7660 ლარი გახდა", - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ამასთან, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7627 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა. "რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7087 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7141 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პუტინმა უკრაინის მიმდებარე რვა რეგიონში გადაადგილება შეზღუდა
რუსეთის უშიშროების საბჭოსადმი მიმართვისას, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც უკრაინის მიმდებარე რვა რეგიონში გადაადგილებას ზღუდავს. ზომები ეხება კრასნოდარის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკის და როსტოვის სამხრეთ რეგიონებს, ასევე, ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიებს, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მაოხდინა. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ახალი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის დაქვემდებარებაში იქნება. მის მიზანს სხვადასხვა სამთავრობო უწყებას შორის უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით ურთიერთქმედების გაზრდას წარმოადგენს. პუტინმა უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. უშიშროების საბჭოს წევრებთან საუბრისას პუტინმა ასევე დაავალა მთავრობას, შექმნას სპეციალური საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის მეთაურობით, რომლის მიზანიც უკრაინაში მიმდინარე ომში, მოსკოვის ძალისხმევის გაძლიერებაა. „ეს ომიდან თითქმის რვა თვის შემდეგ, პუტინის უკანასკნელი ესკალაციაა, რათა დაუპირისპირდეს უკრაინის ძალების წარმატებას“, - წერს Reuters-ი. პუტინის მტკიცებით, ეს ზომები გაზრდის ეკონომიკის, მრეწველობისა და წარმოების სტაბილურობას, მის მიერ წარმოებული ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად. „ჩვენ ვმუშაობთ ძალიან რთული, ფართომასშტაბიანი ამოცანების გადაჭრაზე, რათა უზრუნველვყოთ რუსეთის საიმედო მომავალი, ჩვენი ხალხის მომავალი“, - განაცხადა პუტინმა. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ქუთაისში, გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის კაცი სკოლის მოსწავლეებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პირი მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთია გათავისუფლებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. პირი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სექსუალური ძალადობის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
ყირგიზეთი ტაჯიკეთთან საზღვარზე ОДКБ-ს კონტინგენტის განლაგების ინიციატივით გამოდის
ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრი, ტაჯიკეთთან საზღვარზე ОДКБ-ს კონტინგენტის განლაგების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ტაჯიკეთთან საზღვარზე "არ იქნება მშვიდობა, ვიდრე ყირგიზებსა და ტაჯიკებს შორის შუამავალი არ იქნება. CSTO-ს მცირე კონტინგენტი შეიძლება, განლაგდეს სადავო მონაკვეთებზე, რათა გააკონტროლოს ტექნიკის გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტა“, - განაცხადა მინისტრმა. 18 სექტემბერს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაჯიკეთი შეიარაღებულ აგრესიაში დაადანაშაულა. იგივე ბრალდებებს უყენებდა ტაჯიკეთი ყირგიზეთს. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო კონფლიქტის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ყირგიზეთის ხელისუფლებამ მოუწოდა CSTO-ს, აქტიური მონაწილეობა მიეღო დაძაბული სიტუაციის მოგვარებაში. ყირგიზეთმა ასევე მოუწოდა CSTO-ს, შეეცვალა ნორმატიული დოკუმენტები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილბეული შეიარაღებული თავდასხმები და სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) სომხეთს, ბელორუსსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს და ტაჯიკეთს აერთინებს.
რა საკითხები განიხილა ბენ უოლესმა აშშ-ში, ჯეიკ სალივანთან შეხვედრაზე
თეთრი სახლი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ იუწყება. მისი მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანს ბენ უოლესს შეხვდა.თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით.მათ ხაზგასმით აღნიშნეს თავიანთი ვალდებულების შესახებ, გააგრძელონ უკრაინის უსაფრთხოების დახმარება, როცა კიევი რუსული აგრესიისგან იცავს თავს. თავის მხრივ, ბრიტანული მედია წერს, რომ ბენ უოლესი შეერთებულ შტატებში საგანგებო ვიზიტით გაემგზავრა, რათა განიხილოს უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება, მათ შორის ბირთვული თავდასხმის საფრთხე. მისივე ინფორმაციით, ბენ უოლესმასახალხო დამცველის კომიტეტის წინაშე გამოსვლა გააუქმა და შეერთებულ შტატებში გაფრინდა.
ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემების შექმნით დაეხმარება. მინისტრის განმარტებით, ისრაელის დახმარება ჰუმანიტარული დახმარებით, სამედიცინო საშუალებებითა და დამცავი აღჭურვილობით შემოიფარგლება. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისრაელი, რიგი ოპერატიული მოსაზრებების გამო, არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას საკუთარი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ადრე ვაკეთებდით ამას. დახმარებისა და დამცავი აღჭურვილობის გაფართოებული გადაცემის ფარგლებში, უკრაინის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ჩვენ მოვითხოვეთ მონაცემები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, დაგვეხმაროს საჰაერო და სხვა საფრთხის გამაფრთხილებელი სისტემის შექმნასა და შენარჩუნებაში, ისეთივე სისტემის, როგორიც ისრაელშია”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს მისივე თქმით, ამ სისტემის უპირატესობა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენააა. მოქალაქეები ისრაელში ავიადარტყმების შესახებ გაფრთხილებებს იღებენ სირენების, ტელეფონებზე სიგნალების, ტელევიზიასა და რადიოში შეტყობინებების საშუალებით. როგორც უკრაინის, ასევე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროების ცნობით, რუსეთს ეწურება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების საკუთარი მარაგი და მოსკოვმა უკვე იყიდა ასობით ირანული კამიკაძე-დრონი. 11 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომისთვის ირანისგან 2400 კამიკაძე-დრონი შეუკვეთა. უკრაინის სამხედროები ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას ირანული წარმოების დრონების ჩამოგდების შესახებ. შეერთებულმა შტატებმა ოთხ ირანულ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს ირანული დრონების შემუშავებისა და რუსეთში გაგზავნისთვის სანქციები დაუწესა.
ევროპის ქვეყნებს რომ მიუახლოვდეს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემთხვევაშიც კი, საქართველოს, დაახლოებით 15-20 წელი დასჭირდება - ეკონომისტი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, 2022 წელს საქართველოში 8.98%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას IMF -ი 2022 წელს კიდევ 9 ქვეყანაში პროგნოზირებს. IMF-ის პროგნოზით, 2022 წელს ყველაზე მეტად გაიანას ეკონომიკა (57.8%) გაიზრდება. მეორეა ფიჯი - 12.5%, მესამე - სეიშელი - 10.9% %; შემდეგ - ბარბადოსი - 10.5%; სენტ-კიტსი და ნევისი - 9.8% ; ერაყი - 9.3%; სენტ-ლუსია - 9.1% ; ირლანდია - 9.0%; საქართველო - 8.98% ; მალდივები - 8.7%. IMF-ის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 2022 წელს ყველაზე მეტად სომხეთის ეკონომიკა (7%) გაიზრდება. ამ მაჩვენებლით, სომხეთი მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. მიმდინარე წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა – 3.7%-ით, თურქეთის ეკონომიკა კი 5%-ით გაიზრდება. რას ეფუძნება საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი და რა ფაქტორების გავლენით იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, ამ და სხვა საკითხებზე Europetime - ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს რამაზ გერლიანს ესაუბრა. ET: რას ეფუძნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით, როცა წლის დასაწყისში მთავრობა და ეროვნული ბანკი, უფრო დაბალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა? ესაა ის რეალური ციფრი, რისი პროგნოზის საშუალებაც აქვს სავალუტო ფონდს. ეკონომიკური ზრდა პოზიტიურია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში არაა საკმარისი იმისთვის, ქვეყანაში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მაღალ ეკონომიკურ ნიშნულზე გვქონდეს. რეალურად თუ დავაკვირდებით 90-იანი წლების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის ისტორიას, ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 2016-17 წლებში გაუტოლდა საქართველოს 90-იანი წლებში არსებულ ეკონომიკის დონეს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა, საკმაოდ დაბალი ტემპით იზრდებოდა. დაახლოებით 30 წლის შემდეგ, იმ ადგილზე ვართ, სადაც 30 წლის წინ ვიყავით. ამიტომ, ჩვენისთანა ქვეყნისთვის ეს პროცენტული მაჩვენებელი გასაკვირი არ უნდა იყოს. მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, მაგრამ აქვეა პესიმისტური სცენარიც, რომ შესაძლოა, ეკონომიკა 5%-ის ფარგლებში გაიზარდოს და ძალიან დაბალი ალბათობაა იმისა, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იყოს. ET: ევროპის ეკონომიკა რეცესიაშია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველო ლიდერია. ამ შემთხვევაში რატომ არის თქვენი შეფასება პესიმისტური? თუ საქართველოში ეკონომიკური ზრდა ორნიშნა არ არის, ეს ჩვენთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის კუთხით, მაინც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. თუ ამ ეკონომიკური ზრდის პირობებში სიღარიბის მაჩვენებლებს გადავხედავთ, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, ეკონომიკური ზრდა ვერ გამოიწვევს, რადგან ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი მაღალია. ცნობილია, რომ წლის ბოლომდე და 2023 წლის პირველ ნახევარში ორნიშნა ინფლაცია გვექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური ეფექტი, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის შემთხვევაში უნდა გამოიკვეთოს ინფლაცია „მიითვისებს“ და მოქალაქეებისთვის ხელშესახები ვერ გახდება. ET: საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასებისას რა კომპონენტებზე კეთდება აქცენტი? როცა ჩვენ ეკონომიკურ ზრდას ვითვლით, აქ რამდენიმე კომპონენტი იკვეთება: ესაა შინა მეურნეობების ხარჯები, ერთ-ერთი კომპონენტია სახელმწიფო შესყიდვები და ასევე მნიშვნელოვანია რამდენია წმინდა ექსპორტი. ვინაიდან ჩვენთან მყარდება ლარი და უფასურდება დოლარი, ეს დადებითად წაადგება ეკონომიკური ზრდის ციფრობრივ მაჩვენებელს. რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, ეს ნაწილი პრობლემატურია, რადგან მხოლოდ რამდენიმე კომპანია იღებს აქედან ბენეფიტებს. ამ კომპანიებში დასაქმებული ქვეკონტრაქტორები პრაქტიკულად, მოგება-ზარალის ზღვარზე გადიან. შესაბამისად, ამ მოქალაქეებსა და სუბიექტებზე ეკონომიკური ზრდა ვერ აისახება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ გახარჯულ ფინანსებს, ჩვენ ეკონომიურ ზრდად აღვიქვამთ. თუნდაც ის, რომ ბიუჯეტი წლიდან-წლამდე იზრდება ნომინალში, ესეც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში მონაწილეობს. არის კიდევ მრავალი ფაქტორი, რომელიც ინკლუზიურსა და ხელშესახებს ვერ ხდის ეკონომიკურ ზრდას. ინკლუზიურობის პრობლემა საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ყოველთვის ჰქონდა და განსაკუთრებით ბოლო წლებში ეს პრობლემა დღის წესრიგში ისევ აქტუალურია. კერძოდ, მოქალაქეებზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თანაბრად ვერ აისახება. ET: თქვენი შეფასებით, აღმავალი ეკონომიკური ტრენდის შემთხვევაში, როდის გახდება შესაძლებელი, რომ საქართველო ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, ევროპის ქვეყნებს მიუახლოვდეს? საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით არის მსოფლიო ქვეყნების ათეულში, მაგრამ ჩვენი ეკონომიკის 8,98% -იანი ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს მეტია გერმანიის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის ეკონომიკის 1,5%-იან ზრდაზე. ჩვენ ვიმყოფებით ექსტენსიური და არა ინტენსიური ეკონომიკური ზრდის ფაზაში. ინტენსიური ზრდა ნიშნავს, როცა ტექნოლოგიები პიკურადაა განვითარებულია და ყველა ფაქტორი გამოყენებულია და ეკონომიკური ზრდა მაინც ძველ ნიშნულზე ფიქსირდება. ჩვენ ექსტენსიური ფაქტორებიც კი არ გამოგვიყენებია. პირობითად მიწაც კი არ არის ათვისებული. ამ ფონზე, ნებისმიერი პატარა მოქმედებაც კი ეკონომიკური ზრდის დიდ პროცენტულ მაჩვენებელს გვაძლევს. სწორედ ესაა პრობლემა, რომ 8,98%-იანი ზრდა ეფექტს ვერ გვაძლევს, ვინაიდან, ჩვენი ეკონომიკა ექსტენსიური ზრდის ფაზაშია. ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი საქართველოს შემთხვევაში დაბალია. ეკონომიკური ზრდა რომ ყოფილიყო 3% და ვყოფილიყავით ინტენსიური ზრდის ფაზაში ეს ზრდა, მაღალ მაჩვენებლად შეფასდებოდა. ყველაფერი ფარდობითია და შესადარი, როცა ეკონომიკაზე ვსაუბრობთ. თუნდაც, ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ტრენდით რომ ვიაროთ, დაახლოებით 15-20 წელი გვჭირდება, რომ ევროპის ქვეყნებს მიუახლოვდეთ.
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 6 არადეკლარირებული მობილური ტელეფონი ეჭვის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 17 802, 39 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
დმიტრო კულებას თქმით, საბერძნეთმა უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდება დაიწყო
საბერძნეთმა უკრაინისთვის BMP-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდება დაიწყო. შესაბამისი განცხადება საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკოს დენდიასთან შეხვედრის შემდეგ, კიევში გაკეთდა. ნიკოს დენდიასმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ერთობლივი პრესკონფერენცია თავშესაფარში გამართეს. კიევში აფეთქებების ხმა ისმის, უკრაინა მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა - უკრაინული მედია „განსაკუთრებით ვაფასებთ იმ იარაღს, რომელსაც საბერძნეთი გადასცემს უკრაინას, რითაც ჩვებ შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი მიწა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ხნის ნანატრი BMP-1 ტიპის ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირება საბერძნეთიდან უკრაინაში უკვე დაწყებულია. მალე ისინი ჩამოვლენ და დაუყოვნებლივ გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის საბრძოლო და თავდაცვის შესაძლებლობებს“, - განაცხადა კულებამ. მინისტრმა აღნიშნა, რომ დენდიასთან შეხვედრაზე დაისვა ამ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხი. კულებას თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება ახლა უმთავრესი პრიორიტეტია. „საბერძნეთმა იცის ჩვენი მოთხოვნა და განიხილავს მას“, - განაცხადა კულებამ. როგორც ცნობილია, გერმანიამ Marder-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაგზავნა საბერძნეთში, რათა უკრაინას BMP-1 ტიპის მანქანები მიაწოდოს.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმები ომის დანაშაულია
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმებსა და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობასა გმობს. ამას ის სამხედრო დანაშაულად მიიჩნევს. შესაბამისი განცხადება დენდიასმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. მანამდე უკრაინის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო შეწყდა, რის შემდეგაც მათ თავშესაფარში გადაინაცვლეს. კიევში აფეთქებების ხმა ისმის, უკრაინა მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა - უკრაინული მედია დმიტრო კულებას თქმით, საბერძნეთმა უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდება დაიწყო „ეს თავდასხმები კლავს და აზიანებს ათეულობით უდანაშაულო ადამიანს. საბერძნეთი მკაცრად გმობს ამ თავდასხმებს. მე განაცხადა თქვა დენდიასმა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკვე მესამედ ეწვია უკრაინას. „მჯერა, რომ ჩემი ამჟამინდელი ვიზიტი სიმბოლურია. მინდა გამოვიყენო ეს შესძლებლობა და უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხს მიმართ, საბერძნეთის მთავრობისა და ხალხის სრული სოლიდარობა გამოვხატო. ამასთან, კიდევ ერთხელ დავადასტურო პოზიცია, რომ საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის წმინდა პრინციპებია. საბერძნეთი ყოველთვის იცავს ამ პრინციპს: - აღნიშნა მინისტრმა.
ევროპარლამენტმა უკრაინელ ხალხს სახაროვის პრემია გადასცა
ევროპარლამენტმა უკრაინელ ხალხს სახაროვის პრემია მიანიჭა. პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ 19 ოქტომბერს გამოაცხადა. „ისინი იბრძვიან იმისთვის, რისიც სჯერათ. თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად დგანან ჩვენი ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად“, - დაწერა მეცოლამ Twitter-ზე. დაჯილდოების ცერემონია 14 დეკემბერს გაიმართება. სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ ევროპარლამენტის მიერ 1988 წელს დაარსდა. ჯილდო გადაეცემა იმ პირებს, რომლებმაც „განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აზროვნების თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში მთელს მსოფლიოში“. გასულ წელს, სახაროვის პრემია რუსეთში ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის გადაეცა. პრემია საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს.
ფონ დერ ლაიენი: 8 თვეში რუსული გაზის 2/3 -ი ჩავანაცვლეთ
რუსული გაზის 2/3 -ის ჩასანაცვლებლად ევროკავშირს 8 თვე დასჭირდა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. თენგიზ ფხალაძე: ევროკავშირმა, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდაში, ფინანსური წვლილი უნდა შეიტანოს „მარტში, დიდწილად ვიყავით დამოკიდებული რუსულ გაზზე. მაშინ ვფიქრობდით, რომ რუსული გაზის ჩანაცვლებას წლები დასჭირდებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამისთვის 8 თვე დაგვჭირდა, რომ რუსული გაზის 2/3 ჩაგვენაცვლებინა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს მისი თქმით, ევროკავშირმა შეძლო გაზის მომწოდებლების დივერსიფიცირება, თუმცა ეს საკმაოდ „ზვირი დაჯდა“. „ამიტომ აუცილებელია ახალ წყაროებში ინვესტირება, განსაკუთრებით ენერგიის განახლებად წყაროებში“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს
პრემიერ-მინისტრი თსუ-ს ყოფილ რექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს გიორგი შარვაშიძეს შეხვდა. თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მან გიორგი შარვაშიძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მილანის „ინტერი“ საქართველოში საფეხბურთო სკოლების გახსნის შესაძლებლობებს განიხილავს
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილი იტალიის საფეხბურთო კლუბ ,,ინტერის“ სპორტულ დირექტორს მარკო მონტის შეხვდა. პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, კლუბის ეგიდით, საქართველოში საფეხბურთო სკოლების გახსნის შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ „ინტერის“ საფეხბურთო კლუბი დაინტერესებულია აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდა თაობისთვის საფეხბურთო სკოლები გახსნით, რასაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა და მხარდაჭერა აღუთქვა. „საქართველოში ასეთი ცნობილი კლუბის საფეხბურთო სკოლების ჩამოყალიბებას ჩვენი მომავალი თაობებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, კომიტეტი ყველანაირად მხარს დაუჭერს და დაეხმარება იტალიის საფეხბურთო გუნდს აღნიშნული იდეების განხორციელებაში“, - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
პროკურატურამ ვაკის პარკის „შადრევნის საქმეზე“ 9 პირს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ ვაკის პარკის „შადრევნის საქმეზე“ 9 პირს ბრალი წარუდგინა. შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგზე გააკეთდა. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა „გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდება წარედგინათ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელს და ერთ თანამშრომელს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის ქვეკონრაქტორი ფირმის - ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს, ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს და შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა ორი დანაშაულებრივი ეპიზოდი. პირველი: 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2022 წლის 26 აგვისტოს, მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა ცენტრალურ შადრევანზე შესრულებული სამუშაოები. აღნიშნულის შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერს სიტყვიერად მოსთხოვა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ გარკვეული სამუშაოები, კერძოდ უჟანგავი თეთრი ფერის თუნუქის მასალით შეეფუთათ ელექტრო ძრავზე დაერთებული შავი ფერის წყლის მილები. ,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, რომლის მითითებითაც აღნიშნული სამუშაო ქვეკონტრაქტორი ფირმის ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, სამუშაოს შესრულება ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს დაავალა. სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი კი, ,,გრინსერვისი+“-ის სამუშაოთა მწარმოებელს უნდა განეხორციელებინა. 22 სექტემბერს, დილის საათებში, ზემოხსენებული ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა. „გრინ სერვის+"-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. თავის მხრივ, „გრინ სერვის +"-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, „გრინ სერვის +"-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტრო სადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული დენისგან ელექტრო ტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტრო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მომხდარის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები. აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "გრინსერვისი+“-ის დირექტორს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), "გრინსერვისი+“-ის საქმის მწარმოებელს და „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით, მეორე ეპიზოდზე დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებული იყო წარედგინა ფორმა N2 და ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოების და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან და პროექტთან შესაბამისობაზე და ხარისხზე. 2022 წლის აგვისტოში, ,,გრინსერვის+“-მა შეასრულა შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი და შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ხელშეკრულება შპს ,,მშენ-ექსპერტთან“ გააფორმა. ,,მშენ-ექსპერტი“-ს ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ. აღნიშნულის შემდეგ, "მშენ - ექსპერტი"-ს ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა მოამზადეს დასკვნის პროექტი და 19 აგვისტოს გადაუგზავნეს ,,გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს. ეს უკანასკნელი იმავე დღეს, მივიდა შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს ოფისში და აღნიშნული კომპანიის ინსპექტორი და ტექნიკური მენეჯერი დაითანხმა, რომ მათ დასკვნაში შეეტანათ ყალბი მონაცემი, თითქოს შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, სანაცვლოდ კი დაპირდა, რომ მათ კომპანიასთან საქმიან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებდნენ. 25 აგვისტოს, ,,მშენ-ექსპერტი“-ს ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში შეიტანეს ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოსდა შეისწავლეს და დაადგინეს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დოკუმენტი ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა. აღნიშნულ ეპიზოდზე, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება "გრინსერვისი+“-ის დირექტორს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება); "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს - 25,362 მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება), ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ინსპექტორს - 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გასაღება) წარუდგინა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხული არიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ნივთიერი მტკიცებულებები, გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური ტრასოლოგიური, სამშენებლო ტექნიკური, ტექნოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზები, რომლებმაც პასუხი უნდა გასცეს, შეესაბამებოდა თუ არა შედგენილი პროექტი და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების ნორმებს. ამდენად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა ყველა პირი, ვის მიერაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდება. გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც დამატებით გამოიკვეთება დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დაუყოვნებლივ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. პროკურატურა ცხრავე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
პოლონეთი სამხრეთ კორეისგან, 288 ერთეულ K239 Chunmoo-ს ტიპის ზალპურ სისტემას შეიძენს
შეიარაღების შესყიდვის ფარგლებში, პოლონეთისა და სამხრეთ კორეას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ვარშავა, აზიური ქვეყნისგან 288 ერთეულ K239 Chunmoo-ს ტიპის რეაქტიულ ზალპურ ცეცხლის სისტემას შეიძენს. მანამდე პოლონეთმა, სამხრეთ კორეასთან ტანკებისა და ჰაუბიცების ხელშეკრულება გააფორმა. სისტემები კომპანია Hanwha-ს ნაწარმია. შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა შეიარაღების გაუმჯობესება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. პოლონეთი სამხრეთ კორეისგან 48 ერთეულ FA-50 ტიპის ავიაგამანადგურებლებს შეიძენს.
Reuters: მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისთვის ხმის მიცემის გამო თანამდებობა დაატოვებინეს
მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისთვის ხმის მიცემის გამო თანამდებობა დაატოვებინეს. ამის შესახებ Reuters წერს. საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს სააგენტოს ცნობით, მადაგასკარის პრეზიდენტმა ენდრი რაჟოლინამ რიჩარდ რანდრიამანდრატო სწორედ აღნიშნულ კენჭისყრაზე უკრაინის სასარგებლოდ დაფიქსირებული ხმის გამო გაათავისუფლა. უკრაინული მედიის ცნობით, რეზოლუციას მხარი 143-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ხოლო 35-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ და სირიამ.
გენერალური შტაბი: უკრაინის ავიაციამ, რუსულ ძალებზე ათჯერ მიიტანა იერიში
უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 19 ოქტომბერს რუსეთის ჯარზე 10-ჯერ მიიტანა იერიში. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. გენერალური შტაბის ინფორმაციითვე, 19 ოქტომბრის 18:00 საათისთვის, რუსეთის ფედერაციის ჯარები ცდილობენ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაკავებას და ძალისხმევას მიმართავენ გარკვეული მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე. „ამავდროულად, მტერი შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ცდილობს ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.