ძებნის რეზულტატი:

კალაძის თქმით, ტრაგედიის დღიდან მოყოლებული, მოსახლეობა კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს ისმენს

ტრაგედიის დღიდან მოყოლებული, მოსახლეობა კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, ტელეეთერებიდან სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს ისმენს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძე: თუკი ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო კახა კალაძე ვაკის პარკში მომხადარ ტრაგედიაზე: კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანსწორია, კანონი ვერ იქნება, ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი „ტრაგედიის დღიდან მოყოლებული, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს“,- აღნიშნავს კალაძე. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა, - თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. კახა კალაძე: ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც „დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცეს“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა. ცნობისთვის, გიგა გიგაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა კახა კალაძე: თუკი ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო კახა კალაძე ვაკის პარკში მომხადარ ტრაგედიაზე: კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანსწორია, კანონი ვერ იქნება, ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

კახა კალაძემ ყველა იმ პროექტის შემოწმება მოითხოვა, რომლის ინსპექტირებაც „მშენექსპერტს" აქვს გაკეთებული

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიის დაქვემდებარებულ ყველა სამსახურს დაავალა, ჩაუტარონ ყველა იმ შესრულებულ სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომელიც დედაქალაქში შესრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. „ახლა კი, მინდა, დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს „მშენექსპერტს“. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება. სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული. ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს“, - განაცახდა კალაძემ.   

საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სოფელ ბერშუეთთან, კაცი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 50 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ გლურჯიძე ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი. გლურჯიძის ახლობლებლების ცნობით, მას ოჯახის წევრებთან სატელეფონი კომუნიკაცია ჰქოდა და შეატყობინა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, იზოლატორში იმყოფებოდა.  

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი აბსოლუტურად უადგილოა

ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი ცარიელი სპეკულაციაა და აბსოლუტურად უადგილო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კალაძე: ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც „არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად, პროექტები ხორციელდება წარმატებით. ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი სისტემური პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში საუბარი მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“, - განაცხადა კობახიძემ. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა კახა კალაძე: თუკი ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო კახა კალაძე ვაკის პარკში მომხადარ ტრაგედიაზე: კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანსწორია, კანონი ვერ იქნება, ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

ბათუმში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს

ბათუმში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი თურქეთის მოქალაქეა.   ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (19-109-ე მუხლი, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს) და 236-ე მუხლით (იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.  ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, ღამის საათებში, ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. ფაქტი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანთან” მოხდა.  

საქართველოს თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს

სწავლება “კავკასიის არწივი 2022„ - ის ფარგლებში ქართველმა, თურქმა და აზერბაიჯანელმა სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჩვენებელ სწავლებაში სპეცდანიშნულების ჯგუფებმა სამხედრო თავისუფალი ვარდნა, ჰაერიდან მომარაგება, ჯავშანტექნიკით ობიექტზე შეტევის, შენობის დაკავებისა და სტატიკური პარაშუტით, AN-2- ის ტიპის საფრენი აპარატიდან დაშვების ელემენტები განახორციელეს. „კავკასიის არწივი 2022“ - ის სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნულ გარემოში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება. სწავლება „კავკასიის არწივი 2022“-ში მონაწილე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლასა და სპეციალური ოპერაციების შესრულებაში. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. გასულ წელს სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შემოსავლების სამსახური: პოლონეთიდან შემოტანილ ქათმის გაყინულ ხორცში, სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა

პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული საქონელი განადგურდა. „საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის (52 000 კილოგრამი) ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების, „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის" მე-16 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სუს-ი: სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სოფელ ბერშუეთთან, კაცი დააკავეს მათივე ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ სუს-ში.  

ჯონ ჰერბსტი: კიევზე თავდასხმით, პუტინისთვის პრობლემები მხოლოდ გართულდა

Europetime-თან საუბრისას, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში მარცხდება და სწორედ ამას უკავშირდება ვლადიმერ პუტინის „სასოწარკვეთაც“, რაც კიევზე თავდასხმაში გამოიხატება. ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ რაც უფრო სწრაფად მიაწვდის დასავლეთი უკრაინას საჭირო იარაღს, მით უფრო მალე გაათავისუფლებს ტერიტორიებს და ეს არ მოიცავს მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლიდან, მოსკოვის მიერ მიტაცებულ მიწებს. უკრაინაში ამერიკის ყოფილი ელჩი, მისი სხვა კოლეგების მსგავსად, 2014 წლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას ელის. „აშკარაა, რომ მოსკოვი ბრძოლის ველზე მარცხდება, პუტინი ქვეყნის შიგნითაც კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, მან  გადაწყვიტა, რომ უკრაინის სამხედრო წარმატებას  მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით უპასუხოს. მაგრამ პუტინისთვის პრობლემები მხოლოდ გართულდა, რადგან ამ სასტიკი დარტყმების საპასუხოდ, აშშ და მისი მოკავშირეები ახლა გეგმავენ, უკრაინას უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ, ისეთი სისტემები, რომლის მიწოდებაზეც მანამდე უარს ამბობდნენ. რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ უკრიანისთვის საჭირო იარაღის გაგზავნის თვალსაზრისით, აშშ და NATO ზედმეტად მოკრძალებულად მოქმედებდნენ რუსეთის შეჭრამდე. მათ შორის ვსაუბრობ შორი მოქმედების არტილერიასა და დრონებზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გამანადგურებელი თვითმფრინავები, ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები.თუ ჩვენ მივაწვდით მსგავს იარაღს, უკრაინა უფრო სწრაფად დაიბრუნებს იმ ტერიტორიას, რომელიც მოსკოვმა დაიპყრო არამხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლის, არამედ 2014 წლის შემდეგ“, - განუცხადა ჰერბსტმა Europetime-ს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, თუ უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს, კიევი შეძლებს, შეაჩეროს რუსული რაკეტების დიდი უმრავლესობა. „მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ არ გავუგზავნით საკმარის სისტემებს. ისევ და ისევ, ჩვენი ინტერესია, რომ პუტინის ომი უკრაინაში მისი მარცხით დასრულდეს. ჩვენ უნდა გავგზავნოთ ყველა იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება, რომ უკრაინის გამარჯვება უფრო დაჩქარდეს“, - აღნიშნავს ჰერბსტი Europetime-თან. 18 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის ფედერაციის ძალებმა სამი რაკეტა ისროლეს. საცხოვრებელ კორპუსზე თავდახმას მსხვერპლი მოჰყვა. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს 18 ოქტომბერს, უკრაინის ყველა ოლქში, საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ცხედრები საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებიდან ამოჰყავთ. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც. უკრაინის ცნობით, განადგურებულია ელექსტროსადგურების 30%. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის ელექტროსადგურებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმა ტერორისტული აქტია

კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ წერტილოვანი დარტყმების, ეს სუფთა ტერორია და ასეც უნდა ვუწოდოთ– ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „გუშინ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ წერტილოვანი დარტყმების, მკაფიო მიზნით, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, დატოვოს კაცები, ქალები და ბავშვები წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე. ეს სუფთა ტერორია და ასეც უნდა ვუწოდოთ“, – განაცხადა ლაიენმა.  10 ოქტომბრის შემდეგ რუსულმა ძალებმა უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი გაანადგურეს. შეგახსენებთ, რომ რუსებმა კრივოი როგის რეგიონში დღეს, ენერგეტიკული ობიექტი დაბომბეს, რის შედეგადაც რეგიონის მრავალი დასახლება და ინგულეცის მიკრორაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კიევმა ყაზახეთში ელჩი გაათავისუფლა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩი ყაზახეთში პეტრო ვრუბლევსკი.  ამის შესახებ პრეზიდენტის No723/2022 განკარგულებაშია ნათქვამი. მანამდე რუსეთმა ყაზახეთს მისი გაძევება მოსთხოვა „რუსების მკვლელობის“ შესახებ განცხადებების გამო. 6 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, ყაზახეთის ხელისუფლებამ უკრაინის ელჩის გაძევების შესახებ რუსეთის მოთხოვნა უარყო. უკრაინის ელჩმა ასტანაში, პეტრო ვრუბლევსკიმ, აგვისტოში ადგილობრივ ბლოგერთან ინტერვიუში განაცხადა: „რაც უფრო მეტ რუსს მოვკლავთ ახლა, მით უფრო შემცირდება მსხვერპლი ჩვენს შვილებში“. რუსეთმა საპასუხოდ ყაზახეთს დიპლომატის გაძევება მოსთხოვა, მაგრამ ასტანამ კიევს ელჩის ჩანაცვლება შესთავაზა.ასტანის პოზიციით, მისი კომენტარები მიუღებელია ეთნიკური რუსებით დასახლებული ქვეყნისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი „აღშფოთებულია", რადგან ვრუბლევსკი ჯერ კიდევ ასტანაში იმყოფება. რუსეთმა ყაზახეთის ელჩი დაიბარა.თავის მხრივ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიბეკ სმადიაროვმა ზახაროვას ტონს ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის შეუფერებელი უწოდა. სმადიაროვის თქმით, ვრუბლევსკი ყაზახეთს მას შემდეგ დატოვებს, რაც უკრაინის ახალი ელჩი დაინიშნებოდა. Reuters-ი წერდა, რომ ყაზახეთი ტრადიციულად ინარჩუნებს მჭიდრო ეკონომიკურ და უსაფრთხოების კავშირებს რუსეთთან, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვისგან დისტანცირდა. ასტანა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებას უჭერს მხარს. ყაზახეთი არც რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს აღიარებს, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია სცადა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: წლევანდელ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ

იმედი გვაქვს, რომ წლევანდელ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამან მოგვცა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. "ქვეყანას ასევე ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით და შეადგინა 922 მილიონი დოლარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. თავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს ხდომაზე განსახილველი საკითხების გარდა, დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ. ასევე პრემიერ-მინისტრმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მთავრობის ხედვა მომავალ წელს დაგეგმილ ახალ პროექტებზე, ინიციატივებსა და პრიორიტეტებზე.  

სტოლტენბერგმა მიუთითა პრობლემებზე, რომლის გადაჭრის შემთხვევაში, საქართველოსთვის უფრო მარტივი იქნება NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერის მობილიზება

18 ოქტომბერს, ბერლინის საგარეო პოლიტიკის ყოველწლიურ ფორუმზე NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ინტერვიუს Deutsche Welle-ს ჟურნალისტი გაუძღვა. NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ტრანსკრიპტის თანახმად, სტოლტენბერგთან შეკითხვის დასმის შესაძლებლობა საქართველოს წარმომადგენელსაც ჰქონდა. შეკითხვა: ევროკავშირში საქართველოს მისიის უფროსის მოადგილე, ქეთი ჭუმბაზე: გენერალურ მდივანო, მართლაც, რუსეთის ეს აგრესიული ომი არ დაწყებულა 2022 წლის თებერვალში და არც 2014 წელს. ეს ომი რეალურად დაიწყო 2008 წელს, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და დაიკავა მისი ორი სუვერენული რეგიონი. გრძელვადიან პერსპექტივაში როგორი უნდა იყოს NATO-სა და კოლექტიური დასავლეთის პროაქტიული პოლიტიკა?  პასუხი: „ამაზე ნაწილობრივ პოლიტიკური და ნაწილობრივ სამხედრო პასუხი არსებობს: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა, დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც დაუცველნი არიან რუსეთის შეჭრის მიმართ. საქართველო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანია, რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. მაგრამ ეს ასევე ეხება შესაძლებლობების განვითარებას, ტრენინგს და სხვადასხვა სახის მხარდაჭერას.NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, როგორც მჭიდრო პარტნიორთან. მოკავშირეები შეთანხმდნენ მეტის გაკეთებაზე, განსაკუთრებით უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის ფონზე, ეს ხაზს უსვამს ისეთ ქვეყანასთან პროაქტიული მუშაობის მნიშვნელობას, როგორიც საქართველოა. შემდეგ, ვფიქრობ, ეს ასევე გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ, მაგალითად, საქართველო განახორციელებს აუცილებელ რეფორმებს და განიხილავს ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც ჩვენ გამოვთქვით, მაგალითად, კორუფციასა და უსაფრთხოების ინსტიტუტებზე დემოკრატიულ კონტროლთან დაკავშირებით. ასე რომ, რაც უფრო მეტად შეძლებს საქართველო ამ პრობლემების მოგვარებას, ვფიქრობ, მით უფრო ადვილი იქნება NATO-ს მოკავშირეებისგან საჭირო მხარდაჭერის მობილიზება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები: 36 დღეში ირანული წარმოების 223 კამიკაძე დრონი, "შაჰედ-136" გავანადგურეთ

36 დღეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ირანული წარმოების 223 კამიკაძე დრონი, "შაჰედ-136" გაანადგურეს - მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა ავრცელებს. უკრაინის ძალებმა მიკოლაივის ოლქში, 12 „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდეს "19 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების შაჰედ-136 კამიკაძე თვითმფრინავის პირველი ჩამოგდების შემდეგ (2022 წლის 13 სექტემბერი, კუპიანსკი), საჰაერო ძალების თავდაცვამ და უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურა ამ ტიპის 223 უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია განცხადებაში. ირანული დრონების თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება - არესტოვიჩი ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორის გასავრცელებლად გაერთიანდნენ უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც.  

ხულოს მუნიციპალიტეტში, კაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში, 42 წლის კაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შუა ხნის კაცი ხეს ჭრიდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ამასთან, ადგილზე მისულ ბრიგადას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.  

კიევში აფეთქებების ხმა ისმის, უკრაინა მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა - უკრაინული მედია

უკრაინული მედია წერს, რომ კიევში სულ მცირე 2 აფეთქების ხმა გაისმა. დეტალები უცნობია და მედია მხოლოდ ვარაუდებზე წერს. მათი ვერსიების თანახმად, აფეთქება შეიძლება, მიუთითებდეს როგორც რუსეთის თავდასხმებზე, ასევე უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ საფრთხის განეიტრალებაზე. 18 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის ფედერაციის ძალებმა სამი რაკეტა ისროლეს. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს 18 ოქტომბერს, უკრაინის ყველა ოლქში, საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ცხედრები საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებიდან ამოჰყავთ. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც. უკრაინის ცნობით, განადგურებულია ელექსტროსადგურების 30%. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პუტინმა უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში „საომარი მდგომარეობა“ გამოაცხადა

პუტინმა უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ Reuter-ი იუწყება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ საომარ მდგომარეობას აცხადებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ რეგიონში, რომლებსაც მოსკოვი გასულ თვეში საკუთარ ტერიტორიად აცხადებდა. უშიშროების საბჭოს წევრებთან საუბრისას პუტინმა ასევე დაავალა მთავრობას, შექმნას სპეციალური საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის მეთაურობით, რომლის მიზანიც უკრაინაში მიმდინარე ომში, მოსკოვის ძალისხმევის გაძლიერებაა.  „ეს ომიდან თითქმის რვა თვის შემდეგ, პუტინის უკანასკნელი ესკალაციაა, რათა დაუპირისპირდეს უკრაინის ძალების წარმატებას“, - წერს Reuters-ი. პუტინის მტკიცებით, ეს ზომები გაზრდის ეკონომიკის, მრეწველობისა და წარმოების სტაბილურობას, მის მიერ წარმოებული ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად. „ჩვენ ვმუშაობთ ძალიან რთული, ფართომასშტაბიანი ამოცანების გადაჭრაზე, რათა უზრუნველვყოთ რუსეთის საიმედო მომავალი, ჩვენი ხალხის მომავალი“, - განაცხადა პუტინმა. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი უკრაინის დედაქალაქში იმყოფება. შესაბამისი განცხადება საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა Twitter-ზე გააკეთა, იუწყება Ukrinform-ი. „ვიწყებ ჩემს ვიზიტს კიევში. საბერძნეთის საელჩოში მქონდა შეხვედრა საპარლამენტო მეგობრობის საბერძნეთ-უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ტეტიანა პლაჩკოვასთან, მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, მიკოლა ტროფიმენკოსთან და კვიპროსის მისიის უფროსის მოადგილესთან, ლინა თემისტოკლეუსთან“, - წერს დენდიასი. მისი თქმით, შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატია, საბერძნეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ევროინტეგრაცია, აკადემიური საკითხები. ამასთან, უკრაინაში ბერძნული დიასპორაზეც ისაუბრეს. მინისტრის ვიზიტის პარალელურად, კიევში მორიგი აფეთქებების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.  

ერდოღანის სპიკერი: პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა ახლა შეუძლებელია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ამ დროისთვის შეუძლებელია. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ახლა თურქეთში მსგავსი მოლაპარაკებებისთვის წინაპირობა არ არსებობს. „ამჟამად ასეთი წინაპირობები არ არსებობს“, - განაცხადა წარმომადგენელმა. ერდოღანი: „რეფერენდუმი" უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მცდელობებს ძირს უთხრის ანკარა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის ორგანიზებას დიდი ხანია, ცდილობს. ანკარა კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის კუთხით, თურქეთის შუამავლის როლს ხშირად უსვამს ხაზს. პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმება, რამაც მარცვლეულის ექსპორტი განაახლა, სწორედ სტამბოლში გაფორმდა. მედია: თურქეთი რუსეთსა და დასავლეთის 4 ქვეყანას შორის მოლაპარაკებებში შუამავლობას ცდილობს რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებით, მოლაპარაკებებისთვის სივრცეს სპობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევზე რუსეთის განახლებული შეტევის შემდეგ, 18 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთის დარტყმების შედეგად, უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა გამოიწვია. 18 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის ფედერაციის ძალებმა სამი რაკეტა ისროლეს. თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც.