ძებნის რეზულტატი:
ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს
ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. ფაქტი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანთან” მოხდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების - დამაკმაყოფილებელი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
იენს სტოლტენბერგი: NATO ემზადება ნებისმიერი სცენარისთვის
NATO მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა დაბალია, მაგრამ სამხედრო ალიანსი ფხიზლად რჩება. NATO ყურადღებით აკვირდება რუსული ბირთვული ძალების მდგომარეობასა და მზადყოფნას, განსაკუთრებით რუსული ბირთვული წვრთნების დროს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე ვირტუალური გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რას აკეთებენ ისინი [რუსები]. ჩვენ ფხიზლად ვართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი აპირებენ ბირთვული წვრთნების ჩატარებას. უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული თავდასხმის ან ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პოტენციური გავლენა, შედეგი დიდია. ასე რომ, ეს არის რისკი, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, მოსკოვს შევატყობინეთ, რომ თუ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. „ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება მათ ბირთვულ მზადყოფნაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მუდმივად ვაკვირდებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ალიანსი მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის. „ამჟამად, კრემლი იყენებს თავის ბირთვულ რიტორიკას მოკავშირეების დასაშინებლად და მათ შანტაჟისთვის, რათა შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა; რათა პუტინმა გაიმარჯვოს უკრაინაში, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ვერ მივიღებთ რუსეთის მხრიდან შანტაჟს, რადგან ვფიქრობ, ეს ბირთვული რიტორიკაა თუ ის [პუტინი] გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს ძალიან სახიფათო გზავნილს გაუგზავნის ყველა ავტორიტარ ლიდერს, რომ როდესაც ისინი სამხედრო ძალას გამოიყენებენ სასტიკი გზით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ისინი შეძლებენ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. NATO უკრაინას რუსული თვითმფრინავების განეიტრალებასა და ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება ეს ჩვენ უფრო მოწყვლადს გაგხვდის, მსოფლიოს კი - უფრო საშიშს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, NATO განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და კიევს უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს უახლოეს მომავალში მიაწვდის. მოსკოვის „ბირთვულ რიტორიკასთან“ დაკავშირებით, NATO-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია შედგა 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის დაზვერვა: რუსეთის მარცხი გარდაუვალია
უკრაინის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი წლის ბოლომდე კიევის „მნიშვნელოვან გამარჯვებებს" პროგნოზირებს და აცხადებს, რომ „რუსეთის მარცხი გარდაუვალია. წლის ბოლომდე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებები იქნება. ამას მალე ნახავთ“, - ამბობს ბუდანოვი. ის იმედოვნებს, რომ ქალაქ ხერსონს დაიბრუნებენ, სადაც უკრაინამ ბოლო კვირებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. „გაზაფხულის ბოლოს ეს უნდა დასრულდეს. ზაფხულისთვის ყველაფერი უნდა დასრულდეს“, - აღნიშნავს ბუდანოვი CNN-ის ცნობით. მისი თქმით, უკრაინა 1991 წლის პერიოდის საზღვრების პირობებში დაბრუნებას აპირებს, რაც ნიშნავს ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიების დაბრუნებასაც. ბუდანოვს არ სჯერა, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება „თეორიულად, შეუძლიათ, მაგრამ ეს მხოლოდ დააჩქარებს რუსეთის ფედერაციის დაშლას. მათ ეს კარგად იციან. არ არიან ისეთი სულელები, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყვნენ“, - განაცხადა ბუდანოვმა. მისივე თქმით, კრემლში მყოფნი ახლა გაერთიანდნენ უკრაინასთან ომში მთავარი მიზნის გარშემო: „არ წააგონ“. ამასთან, კრემლში სხვადასხვა ბანაკში, სიტუაციიდან გამოსავლის განსხვავებულ გზას ხედავენ. „ზოგს ნათლად ესმის, რომ უნდა შეწყდეს ომი და ეძიოს რაიმე სახის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ზოგს მიაჩნია, რომ რუსეთი შეწყვეტს არსებობას, თუ ისინი არ გააგრძელებენ, თუ დამარცხდებიან, - აღნიშნავს ბუდანოვი. კირილ ბუდანოვის თქმით, „ძალიან სერიოზული პოლიტიკური პროცესი დაიწყება, რომელიც დაკავშირებულია ცვლილებებთან დღევანდელ რუსეთის ფედერაციაში“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსი მეთაური აღიარებს, რომ სამხრეთ უკრაინაში სიტუაცია „ძალიან რთულია“
უკრაინაში რუსული ჯარების ახალი მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი აღიარებს რუსეთის არმიის სირთულეებს ბრძოლის ველზე. ამის შესახებ სუროვიკინმა რუსული ტელევიზიის ეთერში განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში ვითარება შეიძლება, დავახასიათოთ, როგორც დაძაბული. მტერი მუდმივად ცდილობს შეტევას რუსული ჯარების პოზიციებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება კუპიანსკის, ლიმანის, მიკოლაივის - კრივი-რიჰის რაიონებს“, - განაცხადა სუროვიკინმა. უკრაინული მედიის ცნობით, სუროვიკინმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მზადებაზე. მისი თქმით, „რუსული არმია ხერსონიდან მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის გარანტიას იძლევა“. ამავდროულად, სუროვიკინმა შეაფასა სიტუაცია, როგორც „ძალიან რთული". ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა
„უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მიერ ირანისთვის დახმარებისთვის მიმართვის ფაქტი არის კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ეს მათ სტრატეგიულად მაინც არ დაეხმარება. ეს მხოლოდ დამატებით უმტკიცებს მსოფლიოს, რომ რუსეთი საკუთარი მარცხის ტრაექტორიაზე და საკუთარ ტერორში კიდევ ვინმეს ჩათრევას ცდილობს. ათწლეულების განმავლობაში ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავენ თავიანთ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე და ბოლოს, თავდახრილები წავიდნენ თეირანისკენ, რათა მიეღოთ საკმაოდ მარტივი თვითმფრინავები და რაკეტები. ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ ამაზე შესაბამის საერთაშორისო რეაქციას. თუმცა ახლა ტაქტიკურ დონეზე, ირანული დრონების წყალობით, ტერორისტებს კიდევ შეიძლება უჩნდებოდეთ გარკვეული იმედები, რაღაც გათვლები, ახალი ილუზიები. ყველაფერი ეს დაიმსხვრევა, ისევე როგორც მათი წინასწარი გათვლები”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კიევი მუშაობს გაეროში წარსადგენი რეზოლუციის პროექტზე, რომლის თანახმად, უკრაინაში ომისთვის კომპენსაცია რუსული აქტივებიდან უნდა გაიცეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროში წარსადგენი რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის თანახმად, უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად გამოწვეული ზიანისთვის კომპენსაცია რუსული აქტივებიდან გაიცემა. „მე გავმართე შეხვედრა გაეროს სტრუქტურებში ჩვენი რეზოლუციის პროექტის შემუშავების თაობაზე კომპენსაციის მექანიზმის შექმნის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის აქტივების ხარჯზე კომპენსაციის მიღებას, ამ ომის შედეგად მიყენებული ყველა ზიანისთვის. ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად გადაიხდის ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირანული დრონების თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება - არესტოვიჩი
"ირანული წარმოების „მოპედის“ დრონების მასიური თავდასხმის პრობლემა დაახლოებით ორ კვირაში მოგვარდება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა „ძალიან მალე უკრაინა მიიღებს რამდენიმე ასეულ დრონების საწინააღმდეგო სადგურს, მანამდე კი ჩვენ მათ ჩვეულებრივი საშუალებებით ჩამოვაგდებთ“, – განაცხადა არესტოვიჩმა. ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორის გასავრცელებლად გაერთიანდნენ უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც.
იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა მომავალში NATO-ს წევრი გახდება, თუმცა ჯერ ომი აქვს მოსაგები
მე ვიცავ შეთანხმებულ პოზიციას, რომ NATO-ს კარი ღია რჩება და უკრაინა მომავალში გახდება ალიანსის წევრი. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს მისივე თქმით, ახლა მოკლევადიანი პრიორიტეტია უკრაინის დახმარება, რათა ბრძოლის ველზე მეტი უპირატესობის მიღება შეძლოს და ეს ომი დაასრულოს, რათა ევროპაში დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო გახდეს. „ეს გაწევრიანებაზე ნებისმიერი დისკუსიის წინაპირობაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე. „2014 წლიდან ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და დონბასის ნაწილებს აკონტროლებს. მაშინ მთავარი აქცენტი უკრაინის მხარდაჭერა იყო. ჩვენ ასევე მტკიცედ განვაცხადეთ, რომ თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია აირჩიოს თავისი გზა, ეს ასევე ეხება უკრაინას. დასასრულს, უკრაინისა და 30 მოკავშირისთვის დადგება საკითხი, რომ მიიღონ წევრობის შესახებ გადაწყვეტილება. რუსეთს ამაზე სიტყვა არ ეთქმის. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას, რომ ამ ომში გაიმარჯვოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. რაც შეეხება, უკრაინის ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობას, NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ უკრაინა ახლა ომშია და უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას იღებს. „მე მტკიცედ მჯერა, რომ უკრაინა სხვა პოზიციაზეა, ვიდრე შვედეთი და ფინეთი. ფინეთი და შვედეთი NATO-ს პარტნიორები არიან მრავალი წლის განმავლობაში. ალიანსში არის კონსენსუსი, რომ ისინი წევრებად მოიწვიონ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მადრიდის სამიტზე. "- განაცხადა გენერალურმა მდივანმა. შეგახსენებთ, 30 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი ნატალია გალიბარენკო თვლის, რომ კიევის განცხადება NATO-ში დაჩქარებული შესვლის შესახებ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე დისკუსიამ „ფორმალიზებული ხასიათი შეიძინა“.
უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების საბრძოლო მასალის სამი საწყობი გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხეთით რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის სამი საწყობი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" იუწყება. უკრაინის დაზვერვა: რუსეთის მარცხი გარდაუვალია რუსი მეთაური აღიარებს, რომ სამხრეთ უკრაინაში სიტუაცია „ძალიან რთულია“ „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხეთით რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის სამი საწყობი გაანადგურეს. მტერი ცდილობს დაკავებული ხაზების შენარჩუნებას. ის აგრძელებს ჩვენი პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას ავიაციის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ადვოკატი: ფურცხვანიძე გაოგნებულია, გაუკვირდა დაკავების ამბავი
ვაკის პარკის „შადრევნის საქმეზე“ დაკავებული კომპანია „გრინსერვის+“-ის ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა მამუკა ბლიაძემ განუცხადა. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა „ფურცხვანიძეს გაუკვირდა მისი დაკავების ამბავი, დღეში სამჯერ მიდიოდა პოლიციის სამმართველოში და თუ დასაკავებელი იყო მივიდოდა და ადგილზე დააკავებდნენ, მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს სამსახურის ეზოში. გამოძიებისთვის ჩვენება დეტალურად აქვს მიცემული და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას, თავის ბრალეულობას ამ საქმეში ვერაფერს ვერ ხედავს. გაოგნებულია, არაფერი პრობლემა არ უნდა შექმნოდა მისი თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამუშაოს. თითქოს ექსპერტები აიძულა და ზეგავლენა მოახდინა, რომ ყალბი დასკვნები გაეკეთებინათ, ეს ხომ აბსურდია“, - აღნიშნა მამუკა ბლიაძემ. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ზურაბ აზარაშვილი იტალიის ელჩ ენრიკო ვალვოს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში იტალიის ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და ენრიკო ვალვომ, ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ საერთო პროექტებზე ისაუბრეს. მინისტრმა, ელჩს სფეროში მიმდინარე რეფორმები და განვითარების ხედვები გააცნო. თავის მხრივ, ენრიკო ვალვომ, ზურაბ აზარაშვილს, იტალიაში, ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე პროექტები წარუდგინა. შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
უკრაინის ძალებმა მიკოლაივის ოლქში, 12 „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდეს
19 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მიკოლაევის ოლქში, მტრის 12 „შაჰედ-136“-ის „კამიკაძე-დრონი“ გაანადგურეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ცნობებს, სამხრეთის საჰაერო სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური Facebook-ზე ავრცელებს. „18-19 ოქტომბრის ღამეს მტერი მიკოლაივის რაიონს „შაჰედ-136“-ის ტიპის „კამიკაძე-დრონებით“ შეუტია. თერთმეტი დრონი სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ერთი კი უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა: ხარკოვის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, 1 600-ზე მეტი რუსული სამხედრო დანაშაული დარეგისტრირდა
ხარკოვის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გამომძიებლებმა 1 600-ზე მეტი რუსული სამხედრო დანაშაული დაარეგისტრირეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების საბრძოლო მასალის სამი საწყობი გაანადგურეს „საერთო ჯამში, დეოკუპაციის მცდელობების დაწყებიდან, ეროვნული პოლიციის საგამოძიებო ნაწილებმა ომის 1 601 დანაშაული დაარეგისტრირეს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
The Guardian: ბრიტანეთი თავდაცვის მინისტრს „დაკარგავს“, თუ თავდაცვის ხარჯები არ გაიზრდება
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა და მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ ჯეიმს ჰიპიმ განაცხადეს, რომ ისინი თანამდებობებს იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, წინასაარჩევნო დაპირებას არ შეასრულებს და 2030 წლისთვის თავდაცვისთვის მშპ-ს 3%-ს არ დახარჯავს. ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა ამის შესახებ The Guardian წერს. ამასთან, გამოცემა წერს, რომ „მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და მოკავშირეების ვალდებულებები აჩვენებს, რომ თავდაცვა არ არის „დისკრეციული“ ხარჯვა, არამედ პრიორიტეტია. დიდი ბრიტანეთი 2023 წელს კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების დონეს - ლიზ ტრასი უოლესი მუშაობს განახლებული ხარჯვის გეგმაზე, რომლის თანახადაც ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2026 წლისთვის - მშპ-ს 2.1%-დან 2.5%-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო 2026 წლისთვის და 3%-მდე, რაც დაახლოებით, წელიწადში 100 მილიარდ ფუნტს შეადგენს. თავის მხრივ, უმცროსმა სახელმწიფო მდივანმა შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საკითხებში ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ისიც დატოვებს, თუ ტრასის დაპირება არ შესრულდება.
Bloomberg: თურქეთმა შავი ზღვის თავზე, საიდუმლო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
სამშაბათს, 18 ოქტომბერს, თურქეთმა მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ფარულად ჩაატარა. სავარაუდოდ, ეს შავ ზღვაში მოხდა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. სააგენტოს ცნობით, მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება მობილური პლატფორმიდან, საპორტო ქალაქ რიზესთან მდებარე აეროდრომიდან ადგილობრივი დროით 07:00 საათზე განხორციელდა. რაკეტამ დაახლოებით 560 კილომეტრი იფრინა და სინოპის სანაპიროდან ჩამოვარდა. სააგენტოს ცნობით, თურქეთი რაკეტის შექმნაზე რამდენიმე წლის განმავლობაში, საიდუმლო პროექტის Typhoon-ის ფარგლებში მუშაობდა. „თურქული მხარე ტესტირების მონაცემებს არ ამხელს“, - წერს Bloomberg-ი.
ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა
ახალგაზრდა კაცი, რომელიც წუხელ ბათუმის ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „კლინიკა „მედცენტრი“ ადასტურებს. ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს როგორც ცნობილია, გარდაცვლილი 19 წლის ახალგაზრდაა. Europetime-სს შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, ღამის საათებში, ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. ფაქტი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანთან” მოხდა.
ბაქოს ცნობით, სომხეთმა აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით, სროლა განაახლა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით, სროლა განაახლა. უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა 18 ოქტომბრის საღამოსა და 19 ოქტომბრის ღამეს აზერბაიჯანის დაშქესანისა და გადაბაის რეგიონების დასახლებების მიმართულებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთშია დაბომბვა განხორციელდა სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღიდან. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადექვატური საპასუხო ზომები მიიღეს. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
კულტურის სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ ძველი აკლდამები აღმოაჩინეს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან ნეშტები ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს. მათივე ცნობით, აღმოჩენილია ხუთი ნეშტი. როგორც ეპიტაფიით ირკვევა, ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის, ოჰანეზ ტერ პოღოსიანისაა, მეორე კი - მისი მეუღლის. "პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, საქართველოში სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი ვან ბაიბურთი და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ესწრებოდნენ. სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარებილიტაციო სამუშაოების დროს თავდაპირველად ორი აკლდამა აღმოაჩინეს, რის შემდეგ სამინისტრომ დაუყონებლივ შეაჩერა სამუშაო პროცესი და ადგილზე მოიწვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგები. აღმოჩენის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა სომხურ სათვისტომოსა და ბატონ ვან ბაიბურთს, რადგან ცნობილია, რომ წარსულში ამ ტერიტორიაზე იყო სომხური ეკლესია და რომ, საბჭოთა პერიოდში, ეკლესიის მიმდებარედ არსებული სომხური სასაფლაო იქნა გაუქმებული. არქეოლოგებმა სამინისტროს შიდა ეზოს სხვა მონაკვეთებიც დაამუშავეს და აღმოაჩინეს ხუთი ნეშტი. მათგან ორი იდენტიფიცრებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით. როგორც ეპიტაფიით ირკვევა, ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის, ოჰანეზ ტერ პოღოსიანისაა, მეორე კი - მისი მეუღლის. სამინისტროს, საქართველოში სომხური სათვისტომოსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის შეთანხმების საფუძველზე, დღეს ყველა ნეშტი სომხურ პანთეონში გადაასვენეს", - აღნიშნილია ინფორმაციაში.
კახა კალაძე: თუკი ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო
თუკი ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი, მთელი სიმკაცრით ვაგო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა „რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ამ კითხვას, პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს.თვენ იცით, რომ დაკავებულია 9 პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ“, -აღნიშნა კალაძემ. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე. ჩვენთვის, მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც.მე იმედი, მაქვს სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები“, – განაცხადა კახა კალაძემ მისი თქმით, სიმართლის დადგენა, არის ერთადერთი რამ, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. „იმედი მაქვს სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები“, - აღნიშნა კალაძემ. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
კახა კალაძე: ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც
„ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. იმედი მაქვს, სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა „ტრაგედიის დღიდან დაწყებული, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამხელა ტრაგედიაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი და მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს. კახა კალაძე: თუკი ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის - დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემ მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, ეს, მეგობრებო, ჩემი ვალია, ჩემი ვალდებულებაა, არამხოლოდ როგორც ქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც ოთხი შვილის მამის. კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ მოვინახულებ; მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა; აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი; მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა - თითოეულ ექიმს, ექთანს, ყველა ადამიანს. აქვე, ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ ვერ შევძელი მისი ნახვა და ამ დღეებში მასაც აუცილებლად ვესტუმრები“, - განაცხადა კახა კალაძემ. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა კახა კალაძე: თუკი ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.