ძებნის რეზულტატი:
კანადა ირანს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ახალ სანქციებს უწესებს
კანადამ ირანში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო ახალი სანქციები დააწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სანქციების ახალ პაკეტში 6 ფიზიკური პირი და 4 ორგანიზაცია შევიდა. მათ შორის შს მინისტრის მოადგილე სეიედ მაჯიდ მირაჰმადი, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ერთ-ერთი ოპერაციული ბაზის მეთაური მოჰამად ქარამი და ირანის სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ეზატოლა ზარგამი. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ირანის ხელისუფლების სტრუქტურაში კომისიებისა და საბჭოების სახით ფუნქციონირებენ. მათ შორის არის ექსპერტთა ასამბლეა, რომელიც პასუხისმგებელია უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის არჩევაზე. კანადის განმარტებით, სანქციები დაწესდა „ადამიანის უფლებების სისტემატური უხეში დარღვევების და რეგიონში უსაფრთხოებისა და წესრიგის ძირგამომთხრელი ქმედებებისთვის“.
თსუ-ს სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვენ
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს სტუდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს უნივერსიტეტი გარკვეული „კლანის" მიერ იმართება, ხოლო ჯაბა სამუშიას რექტორად შესაძლო, დანიშვნა აბსოლუტურად მიუღებელია. სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა - რექტორის არჩევის წესის ცვლილება და სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრების აშენება. "ეს პროცესი არის არალეგიტიმური. ჯაბა სამუშია წინასწარ იყო რექტორის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი და უნივერსიტეტში არჩევნები ფორმალურად არის დანიშნული.", - განაცხადა "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენელმა, საბა ქერქაძემ. ცნობისთვის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით დღეს აირჩევს.
ISW: რუსეთმა შესაძლოა, ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად, ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმა მოაწყოს
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, (ISW) რუსეთის ძალები სავარაუდოდ, ხერსონის დათმობას და დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან სამხედროების გაყვანას გეგმავენ, რისთვისაც ამზადებენ შესაბამის საინფორმაციო ველს, ამ ყველაფრის გასამართლებლად. მათ ასევე შეუძლიათ, მოამზადონ თავდასხმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე იმ იმედით, რომ კაშხლის ჯებირების რღვევა დაფარავს მათ უკან დახევას. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ასეთ დასკვნებს მათვე ანგარიში შეიცავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 222 274 ადამიანი შემოვიდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში წინა პერიოდებთან შედარებით ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა. გასულ წელთან შედარებით (როცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებდა), მონაცემები 511 პროცენტით არის გაზრდილი. სტატისტიკას რადიო თავისუფლება ავრცელებს. რამდენი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - შსს სტატისტიკას აქვეყნებს 2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა, გასულ წელს კი - 36 407. მონაცემები გაზრდილია პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც. 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს აზერბაიჯანიდან ჰყავდა, მეორე ადგილზე იყო რუსეთი, 163 316 ადამიანით. შეგახსენებთ, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა გაიზარდა.
სახალხო დამცველობის კანდიდატი ანა აბაშიძე: იმედს ვიტოვებ, რომ შეფასების დროს პოლიტიკური გემოვნება გადამწყვეტი არ იქნება
მინდა დავიტოვო იმედი, რომ შეფასების დროს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, ან პოლიტიკური გემოვნება კი არ იქნება გადამწყვეტი ვინმეს მხარეს, არამედ იქნება ნამდვილად ობიექტური კრიტერიუმები,- ამის შესახებ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგებელმა, სახალხო დამცველობის კანდიდატმა ანა აბაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. დავით ასათიანი: სახალხო დამცველობის რამდენიმე კანდიდატი არაკვალიფიციურად მივიჩნიე ნინო ჩხობაძე: სამწუხაროდ, გარემოსდაცვითი გამოცდილება, სახალხო დამცველობის კანდიდატებს ცოტას ჰქონდათ "ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ვარ, ვისაც ზუსტად ის თვისებები და გამოცდილება აქვს, რომელიც გამოადგება ამ ინსტიტუტს და ვფიქრობ, ასეთი გამოცდილებით უნდა იყოს ომბუდსმენი. ამიტომ მოლოდინი ის არის, რომ შევძლო, ბოლომდე ვაჩვენო ჩემი პიროვნული თუ პროფესიონალური კვალიფიკაცია. მინდა დავიტოვო იმედი, რომ შეფასების დროს პოლიტიკური მიზანშეწონილობა ან პოლიტიკური გემოვნება კი არ იქნება გადამწყვეტი ვინმეს მხარეს, არამედ იქნება ნამდვილად ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც ადამიანები იფიქრებენ, რომ ეს არის ის კანდიდატი, ვინც საქმეს კეთილსინდისიერად გააკეთებს და ეს არის კანდიდატი, ვინც აჩვენა წარსულში, რომ მასზე მავნე გავლენის მოხდენა პრაქტიკულად შეუძლებელია,"- განაცხადა ანა აბაშიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.
საქპატენტის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა. თეა წულუკიანის მოადგილე სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა „საქპატენტის“ ახალ თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილეს. „საქპატენტის“ თავმჯდომარედ დანიშვნამდე სოსო გიორგაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, მანამდე კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სოსო გიორგაძეს „საქპატენტის“ თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეგახსენებთ, რომ სოსო გიორგაძე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილე იყო. გიორგაძემ კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2022 წლის, 22 ივლისს დატოვა. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. 2019 წლის ივნისიდან 2020 წლამდე, მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ხერსონიდან ძირითადი ძალების გაყვანას „სერიოზულად განიხილავს“
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, ხერსონში რუსეთის ძალების მიზნებზე საუბრობს. მისი შეფასებით, უკრაინაში რუსული ძალების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის 18 ოქტომბრის განცხადება, რომელიც ხაზს უსვამს რთულ სიტუაციას და ამტკიცებს ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, აჩვენებს, რომ „რუსეთის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს მდინარე დნიპროს დასავლეთ ტერიტორიიდან მათი ძირითადი ძალების გაყვანას. დაზვერვა რუსი მეთაურის განცხადებას უჩვეულოს უწოდებს. რუსი მეთაური აღიარებს, რომ სამხრეთ უკრაინაში სიტუაცია „ძალიან რთულია“ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის ევაკუაციისთვის რუსეთი, სავარაუდოდ, ბარჟის ხიდს გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინაში შვეიცარიის პრეზიდენტი ჩავიდა
ჩემი მიზანი შთაბეჭდილების შექმნაა ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე, - უკრაინაში შვეიცარიის პრეზიდენტი, იგნასიო კასისი ჩავიდა. „კვლავ უკრაინაში, ჩემი ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ. ჩემი მიზანი შთაბეჭდილების შექმნაა ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე, ჰუმანიტარულ სიტუაციასა და ქვეყნის აღდგენის მოსამზადებელ სამუშაოებზე“, – წერს კასისი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: პუტინი სასოწარკვეთილია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას დროებით აჩერებს
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, იაშვილის საავადმყოფო სტაციონარული პაციენტების მიღებას დროებით აჩერებს, თუმცა გაგრძელდება განსაკუთრებულად რთული შემთხვევების კლინიკური მართვა, ფუნქციონირებას განაგრძობს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი და ონკოჰემატოლოგიური მიმართულება, – ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა თავად ავრცელებს. როგორც იაშვილის საავადმყოფოში აღნიშნავენ, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სრულმასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები დასკვნით ფაზაში გადადის. „მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მე-3 დონის ერთადერთი რეფერალური ცენტრია ქვეყანაში, რომელიც 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს სრულ პედიატრიულ სერვისს სთავაზობს. ბავშვებზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საავადმყოფოს მიერ დაანონსებული ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტი გრძელდება. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა რიგი სამედიცინო მიმართულებები. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრაცია მუდმივად ახდენდა საზოგადოების ინფორმირებას. გაცხადებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ჰოსპიტალური სამედიცინო მიმართულებების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზე გადადის და პაციენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს შექმნის მიზნით, 2022 წლის 20 ოქტომბრიდან კლინიკა დროებით აჩერებს სტაციონარული პაციენტების მიღებას. საავადმყოფო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით უზრუნველყოფს მხოლოდ განსაკუთრებულად რთული სამედიცინო შემთხვევების კლინიკურ მართვას. ასევე, სამინისტროსთან ერთად მოხდება სტაციონარული საჭიროების მქონე პაციენტების განხილვა და მათი შესაბამისი რეფერირება პროფილურ ჰოსპიტლებში. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უწყვეტ ფუნქციონირებას განაგრძობს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი და ონკოჰემატოლოგიური მიმართულება. პედიატრიული პაციენტებისთვის იმოქმედებს სპეციალურად შექმნილი 24-საათიანი ცხელი ხაზი: 2 600 600.პროცესი წარიმართება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, კოორდინირებულად, პაციენტების ინტერესების მაქსიმალური დაცვით. ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტის ფარგლებში დაანონსებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე დასრულდება და სამედიცინო ცენტრში სრულად განახლდება პედიატრიული მიმართულების ყველა სპექტრი. აღნიშნული ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტის ფარგლებში, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 10 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. პროფესიული განვითარების მიზნით, კადრების გადამზადება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისათვის 350-მდე სამედიცინო და არასამედიცინო კადრი ადგილობრივად, ხოლო 20-მდე მედპერსონალი საზღვარგარეთ უკვე გადამზადდა. მკურნალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ხარისხის მართვის დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტებულია უცხოელი და ქართველი ექიმებით. რთული სამედიცინო შემთხვევების მართვა მსოფლიოს წამყვანი პედიატრიული კლინიკების ექიმების ჩართულობით განხორციელდება. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთვის, რომელიც ყოველწლიურად 30 000-მდე პედიატრიულ პაციენტს ემსახურება, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი მომსახურების მიწოდება“, – ნათქვამია იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს განცხადებაში.
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ჯაბა სამუშია აირჩიეს
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს. სამუშია ერთადერთი იყო, რომელიც კონკურსში მონაწილეობას იღებდა. თსუ-ს სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვენ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩია. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. სტუდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ უნივერსიტეტი გარკვეული „კლანის" მიერ იმართება, ხოლო ჯაბა სამუშიას რექტორად დანიშვნა აბსოლუტურად მიუღებელია შეგახსენებთ, რომ თსუ-ის რექტორმა, გიორგი შარვაშიძე თანამდებობა 7 ოქტომბერს დატოვა. ცნობისთვის, ჯაბა სამუშიამ 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი. 2000 წელს კი ლონდონის Edwards Language School. ჯაბა სამუშია 1994 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა - შოლცი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა, - ამის შესახებ ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. "გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა და მუშაობს ენერგომატარებლების საფასურის შემცირებაზე, თუმცა ბერლინმა ასევე გააფრთხილა ევროკავშირი, რომ გაზის ფასის ზედა ზღვარის დაწესებას შესაძლოა ნეგატიური ეფექტი მოჰყვეს", - განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, ბერლინი გააგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება. გერმანია უკრაინას დაპირებული სამხედრო დახმარების დიდ ნაწილს წლის ბოლომდე გადასცემს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დანილოვის თქმით, რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქების შემთხვევაში, ყირიმისთვის წყლის მიწოდება წლების განმავლობაში შეუძლებელი გახდება
რუსული ძალების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში, ყირიმისთვის წყლის მიწოდება წლების განმავლობაში შეუძლებელი გახდება. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინის ტელეარხ 24-ს განუცხადა. მისი თქმით, NSDC განიხილავს რუსების ასეთი ნაბიჯის ვარიანტებს. „ეს იქნება უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფა, რომელსაც დიდი რაოდენობით ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება", - განაცხადა დანილოვმა. მანვე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ყირიმის წყლით მომარაგება უახლოეს წლებში შეუძლებელი იქნება და ეს საკითხი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია. „სხვა საკითხია, რომ მათ შეუძლიათ, გაანადგურონ ის დანაყოფები, რომლებიც ელექტროენერგიას აწარმოებენ ჩვენი ქვეყნისთვის. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ", - განაცხადა დანილოვმა. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, (ISW) რუსეთის ძალები სავარაუდოდ, ხერსონის დათმობას და დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან სამხედროების გაყვანას გეგმავენ, რისთვისაც ამზადებენ შესაბამის საინფორმაციო ველს, ამ ყველაფრის გასამართლებლად. ISW-ის ვარაუდით, რუსეთმა შესაძლოა, ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად, ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმა მოაწყოს.
ხარკოვში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა, დაიღუპა 2 ადამიანი
ხარკოვის ოლქში ავტომობილი, რომელშიც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ოლქში ნაღმების საშიშროების დონე კვლავ ძალიან მაღალია და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები გათავისუფლებული ტერიტორიების გაწმენდას განაგრძობენ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ცის უსაფრთხოების სრულად უზრუნველსაყოფად მუშაობა მიმდინარეობს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დევდორაკის საავტომობილო გვირაბში ინსპექტირების დროს ხარვეზები გამოვლინდა
21 ოქტომბერს დევდორაკის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება. ამ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ოფიციალურ ცნობებში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, სისტემის ინსპექტირების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, 2022 წლის 21 ოქტომბერს 11:00სთ-დან 17:00სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
ადვოკატი: თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის მიმართ გირაოს გამოყენებას მოვითხოვთ
მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გირაოს სახით, - ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. პროკურატურამ ვაკის პარკის „შადრევნის საქმეზე“ 9 პირს ბრალი წარუდგინა ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, გიორგი ვახტანგაშვილის პოზიცია უცვლელია და ის მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. "გიორგი ვახტანგაშვილი გამოძიების დაწყების წუთიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან. მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია და არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომას, ალბათ უახლოეს ხანებში ჩაინიშნება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბრალდების მხარე მოითხოვს პატიმრობის გამოყენებას ბატონი გიორგი მიმართ. ჩვენ, ისევ გიორგის პოზიციიდან გამომდინარე, ფაქტობრივ საფუძვლებზე ყურადღებას არ გავამახვილებთ და მხოლოდ არ დავეთანხმებით ფორმალურ საფუძვლებთან მიმართებაში. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას - გირაოს სახით“,- განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
აშშ უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აშშ-ის ტრანსპორტისა და ვაჭრობის დეპარტამენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს, რომელიც უკრაინის ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და აღდგენის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამის შესახებ უკრაინული მხარე იუწყება. ინფრასტუქტურის მინისტრ, ალექსანდრე კუბრაკოვის თქმით, ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის (Task Force) შექმნას, რომელიც უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის პროცესში აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტების, ბიზნესისა და ექსპერტების ჩართვის საკითხს ითვალისწინებს. „შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ, ავაშენოთ ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანი მოდელი და სწრაფად გავაგრძელოთ გარკვეული პროექტების განხორციელება. ჩვენ ველით ამ პროცესში ამერიკული ბიზნესისა და ექსპერტული ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას“, - განაცხადა კუბრაკოვმა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა აქტიურად განიხილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქტიურად განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება და თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა. „აქტიურად განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება. ასევე საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესაძლებლობა. ამ მიმართულებით, ჩვენ, ორი ქვეყანა გარკვეული პერიოდია, ვმუშაობთ, რაც ვფიქრობ, ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო თურქეთის მიმართულებით აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში. „გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ასევე გაიმართა სამუშაო ვიზიტები მინისტრის მოადგილეების დონეზე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წელს პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის განახლდა. აქტიურად განიხილება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები უმაღლესი დონის ვიზიტებზე“, - აღნიშნა მინისტრმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 28 ივლისს განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში ვიზიტს გეგმავს.
ილია დარჩიაშვილი: აზერბაიჯანი და საქართველო დიდ როლს ანიჭებენ მათზე გამავალი სატრანსპორტო და საკომუნიკაციო დერეფნის მიმზიდველობის ზრდას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა სამხრეთ მეზობლებთან მიმართებით ორიენტირებულია დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე. მისივე თქმით, საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და დინამიკური განვითარების ხელშეწყობა. „როგორც პრემიერის მიერ გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გაჟღერდა, აუცილებელია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს ახალი შესაძლებლობების, ეკონომიკური ზრდის რეგიონად. მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სამეზობლო მშვიდობიანი ინიციატივის კუთხით საქართველოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნდობის აღდგენას. ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა აზერბაიჯანული და სომხური მხრიდან, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში. აღნიშნული იდეა კვლავ გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს. ვთვლით, რომ ეს ინიციატივა და მისი იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მის წარმატებაში პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობამაც. მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება ამ იდეის პრაქტიკული ასპექტებიც“, – განაცხადა მინისტრმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებს. „აზერბაიჯანის მიმართულებით, ვეყრდნობით რა, ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ვაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას მთელი რიგი მიმართულებით. აზერბაიჯანი და საქართველო დიდ როლს ანიჭებენ მათზე გამავალი სატრანსპორტო და საკომუნიკაციო დერეფნის მიმზიდველობის ზრდას. ახალი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელობა, ინტენსიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ამ მიმართულებით აზერბაიჯანულ და თურქულ მხარესთან. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის მორიგი სხდომის გამართვა ბაქოში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის მინისტრის თქმით, საქართველო აქტიურად ახორციელებდა ვიზიტის გაცვლას სომხეთის რესპუბლიკასთან.
ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს, სასამართლოზე საბოლოო სიტყვით წარსდგება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმეზე, დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით ისარგებლებს. ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა. ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს, ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს "გვაქვსმოლოდინი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული", - განაცხადა ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძემ. ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.
რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ევროკავშირი ირანს სანქციებს დაუწესებს
რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ევროკავშირი ირანს სანქციებს დაუწესებს, რომელიც ძალაში გამოქვეყნებისთანავე, სავარაუდოდ, დღეს შევა. ინფორმაციას ევროკავშირის თქვმჯდომარე ქვეყანა, ჩეხეთი ავრცელებს. ირანული დრონების თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება - არესტოვიჩი ამ ეტაპზე სანქციების ქვეშ მოექცა მწარმოებელი კომპანია Shahed Aviation Industries-ი და სამი პირი - ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამად ჰოსეინ ბაგერი, ისლამური რევოლუციის გვარდიის საჰაერო კოსმოსური კორპუსის მეთაური საიდ აღაჯანი და ირანის თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის ოფიცერი ჰოჯათოლა ღორეიში. სანქციები ძალაში დღეიდან შევა. ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორის გასავრცელებლად გაერთიანდნენ უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. დასავლეთმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა.