ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეული შეთანხმება, დამაიმედებელია
რეგიონსა და მსოფლიოში რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობა, რეგიონის განვითარებისთვის საკვანძო მოცემულობაა. „ჩვენ შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას. მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ რა თქმა უნდა დიდ იმედს გვაძლევს. აქვე მინდა დავადასტურო, რომ საქართველო, მე და ჩვენი მთავრობა, აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ ხელი შევუწყოთ და გავაგრძელოთ მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს. „მივესალმები პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას, ერთობლივი სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის აუცილებლობაზე, სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ილჰამ ალიევი საქართველოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
წალკასთან მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან 3.7 (ML) მანგიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 13:39 საათზე დაფიქსირდა. "მანამდე, წალკასთან, სოფელ მამიშლართან 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 13:20 საათზე დაფიქსირდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს: ყველანი ვთანხმდებით, რომ რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს
ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას. "დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები. ბუნებრივია, შევეხეთ რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით. ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის და ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდ იმედს გვაძლევს. „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, მჯერა, ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება და მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე, ეს ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა სრულ მზადყოფნას აცხადებს, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ვაცნობე და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანსა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას საჭიროებს. ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა ჩვენ სომხეთს 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ და იმდენი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს და სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ილჰამ ალიევის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დისკუსიის მთავარი საკითხები რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების საკითხები იყო. „ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით და მიხარია, რომ ამ ძალიან ლამაზ ადგილას ვიმყოფები. პრინციპში ქარი ბაქოს მაგონებს, იმიტომ, რომ ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება და მე სახლში ვგრძნობ თავს. ძალიან მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაში კვლავ ვიმყოფები. ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ხშირად გვაქვს შეხვედრები. ბატონი ირაკლი გასულ წელს, აზერბაიჯანში ორჯერ იყო ჩამოსული და საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანეთს. ამ შესაძლებლობას ყოველთვის სიხარულით ვიყენებთ და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ჩვენი მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. ეს ყველაფერი იმ ურთიერთობებს ეფუძნება, რომელსაც ჩვენი ერები საუკუნეების განმავლობაში იზიარებდნენ და აი, ამ მყარ საფუძველზე გვაქვს წარმატებული ურთიერთობა. დღეს სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს ალიანსის დონეზე, რადგან ბევრ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე ორმხრივ ფორმატში. ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის არამედ რეგიონისთვის და გლობალურად მნიშვნელოვანი. ჩვენ შეხვედრისას ბევრ საკითხს შევეხეთ და საუბარს სხვა საკითხებზეც გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები რეგიონში, უსაფრთხოების საკითხები ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული. ყარაბაღის ომის შემდეგ ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ვაცნობე და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანსა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას საჭიროებს. ჩვენ 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს და იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს და სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დაისადგურებს და თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები იარსებებს. დღეს გვაქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. თუ სომხეთი მზად იქნება მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია
მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის მექანიზმის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერთან ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს: ყველანი ვთანხმდებით, რომ რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მზადაა, სომხეთთან მოლაპარაკებებში საქართველოს ჩართვის საკითხი განიხლოს ამასთან, ირაკლი ღარიაბშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და თბილისი განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას. „ბატონო პრეზიდენტო, მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის მექანიზმის თაობაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო, სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა და მეგობარია. აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მიმოვიხილეთ ჩვენ მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომელიც შეიძლება ითქვას, არის ისტორიული მნიშვნელობის, ისეთები როგორიცაა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები და შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც გვქონდა საუბარი. ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ ურთიერთობები, როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტების ტენდენციის მიზნით მაქსიმალურად გავააქტიუროთ ურთიერთობა. მინდა, დავესესხო ილჰამ ალიევის მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო ის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა საქართველოში, თბილისში ვიზიტის დროს და რომლითაც მან მიმართა ქართველ საზოგადოებას, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა, ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია
ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება, ასევე გვინდა, ექსპორტისთვის გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება; ასევე, გვინდა ექსპორტისთვის გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება. „ვაპირებთ, 2027 წლისთვის ექსპორტზე გავიტანოთ ევროპაში, თიქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი“, - აღნიშნა ალიევმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანს საქართველოში $3 მილიარდი აქვს ინვესტირებული. „ასევე, ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო- თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში. ვაპირებთ, ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ალიევმა.
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს
საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია და ეს მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. ალიევის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც. „ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრონერგიის მიმართულებით პროექტების განხორციელებას და ინიციატივებს. აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება, 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო დათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, რათა ელექტრონერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებებით, მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც და საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა, ენერგოდერეფნების პოტენციალი“, – განაცხად ილჰამ ალიევმა.
ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს
ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი გაიზრდება და კიდევ მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა. სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობა, სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით გვყავს მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მზარდია, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე. ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები - ორი მოძმე ერის ინტერესები, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი. ჩვენი მეგობრობა ამის საფუძველია. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილზე ჩემი მოწვევისთვის. მინდა, ქართველ, მოძმე ერს სამუდამო კეთილდღეობა ვუსურვო“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა. ამასთან ალიევის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. „ასევე, ბაქო- თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში. ვაპირებთ, ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზდენტმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობიდან, თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე, ილჰამ ალიევის ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პრემიერის თქმით, „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება და მჯერა, ჩვენ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. „მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ღვაწლი კანონზომილია აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დაახლოებაში და ჩვენი მეგობრობის, ჩვენი ძმობის განმტკიცებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მართლაც უნიკალური ურთიერთობა და მეგობრობა. ეს ურთიერთობები ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, ურთიერთპატივისცემას და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები. ბუნებრივია, შევეხეთ რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით. ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის და ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდ იმედს გვაძლევს. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება და მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ილჰამ ალიევი: საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი
საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ორი მოძმე ერის ინტერესები ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და რა თქმა უნდა მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. „ჩვენ ბედნიერები ვართ რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით და მიხარია , რომ ვიმყოფებით ამ ძალიან ლამაზ ადგილას და ქარი მაგონებს ბაქოს/ ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება და მე სახლში ვგრძნობ თავს. ძალიან მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაში კვლავ ვიმყოფები, ჩვენ ხშირად გვაქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. ორჯერ ბრძანდებოდა ბატონი ირაკლი აზერბაიჯანში გასულ წელს და საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანეთს. ყოველთვის სიხარულით ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ჩვენი მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ურთიერთობებს, რომლებსაც ჩვენი ერები საუკუნეების განმავლობაში იზიარებდნენ და ამ მყარ საფუძველზე გვაქვს წარმატებული ურთიერთობა. დღეს სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს ალიანსის სახით, რადგან ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ აქტიურად, როგორც საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, ორმხრივ ფორმატში და ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის და გლობალურად. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა უკვე, ჩვენ შეხვედრისას შევეხეთ ბევრ საკითხს და გავაგრძელებთ საუბარს სხვა საკითხებზეც, რა თქმა უნდა, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, და უსაფრთხოების საკითხებიც ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული. ყარაბახის მეორე ომის შემდეგ, ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვაცნობე მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს. იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რათა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის. დღეს გვაქვს ასევე საშუასლება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს. სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი. რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება, ბოლო 9 თვის განმავლობაში, გადავცდით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ბრუნვას. აზერბაიჯანიდან საქართველოში ინვესტირებულია მნიშვნელოვანი თანხები, ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას. 3 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, გავცვალეთ მოსაზრებები, იმ პროექტების თაობაზე რომელიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ვაპირებთ 22 მილიონი კუბური ტონის ექსპორტს და კიდევ უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს.აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და 2027 წლისთვის ვაპირებთ ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირი და ეს საკითხი ბუნებრივია განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ეს მილსადენი კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალი, ვიცი რომ ის არ არის ამამად მოქმედი, მაგრამ გვინდა რომ დავტვირთოთ ეს მიმართულებაც. ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრო ენერგიის სფეროში ინიციატივების განხორციელებას. აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგა ვატი არის ჩვენი შესაძლებლობების მასშტაბი განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით შეგვიძლია 157 გეგა ვატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი იმისათვის, რომ ელექტრო ენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც. საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა და ენერგო დერეფნების პოტენციალი. ასევე უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ტვირთბრუნვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის 75 პროცენტით გაიზარდა. უნდა ვთქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისათვის, რომ 5 მლნ ტონით დაიტვირთოს. მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით ამ დერეფანში და კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისათვის, რომ კასპიის ზღვისპირეთიდან აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ასევე ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ვიცით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესებშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება, საქართველოს პორტების გამოყენება მოხდეს, იმისათვის, რომ ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდა და შესაძლებლობა გაგვაჩნია. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვთქვა, რომ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი 25 მილიონიდან 50 მილიონამდე გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს შეხმატკბილებული, ერთობლივი ძალისხმევა. სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობები, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი! საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები - ორი მოძმე ერის ინტერესები - ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი. ჩვენი ერების, ჩვენი ქვეყნების და ჩვენი - ლიდერების - ხელშეწყობით ვხედავ ამ შესაძლებლობას და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილას ჩემი მოწვევისთვის და მინდა ქართველ მეგობარ და მოძმე ერს ვუსურვო სამუდამო კეთილდღეობა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ილჰამ ალიევი: ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მზარდია, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის პოტენციალი გაიზრდება. ალიევის შეფასებით, ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. „ეს არის საერთაშორისო გათვლებითა და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი. როგორც სხვა მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ამ მიმართულებითაც წარმატებით ითანამშრომლებენ. საერთო ჯამში, გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო- თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში. ვაპირებთ, ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი გაიზრდება და კიდევ მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა. სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობა, სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით გვყავს მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მზარდია, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე. ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები - ორი მოძმე ერის ინტერესები, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი. ჩვენი მეგობრობა ამის საფუძველია. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილზე ჩემი მოწვევისთვის. მინდა, ქართველ, მოძმე ერს სამუდამო კეთილდღეობა ვუსურვო“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ოლაფ შოლცი: გერმანია უკრაინას კიდევ სამ IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას რაც შეიძლება მალე მიაწვდის
გერმანია უკრაინას რაც შეიძლება მალე გადასცემს კიდევ სამ IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას და თითოეულ მათგანს შეუძლია, დაიცვას დიდი ქალაქები. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, უკრაინის აღდგენის შესახებ მე-5 გერმანულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, გერმანია პარტნიორებთან ერთად მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. შოლცმა აღნიშნა, რომ 24 თებერვალს რუსეთის შეჭრა საშინელი თავი გახდა ზოგადად ისტორიაში და, უპირველეს ყოვლისა, უკრაინისა და უკრაინელების ისტორიაში. „ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას პოლიტიკურად, ფინანსურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად და იარაღით. დიახ, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ამაზე ეკონომიკურ კონფერენციაზე. რუსეთის თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, აჩვენებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს აღდგენისა და დაცვისთვის. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სისტემები და საზენიტო თვითმავალი დანაყოფები და ახლა ასევე IRIS-T-ის სისტემა არის უკრაინაში. 11 ოქტომბერს, გერმანიამ უკრაინას პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T მიაწოდა. IRIS-T SLM არის გერმანული წარმოების ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა. სისტემა შეიმუშავა გერმანულმა თავდაცვის კომპანია Diehl Defence-მა. სისტემა შექმნილია ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე თვითმფრინავების, ვერტმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად.
უკრაინა მაღალტექნოლოგიური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნას აპირებს
უკრაინა მიზნად ისახავს, შექმნას მაღალტექნოლოგიური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, მათ შორის ევროპული და საერთაშორისო სამხედრო ტექნოლოგიების დახმარებით. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა ორშაბათს, 24 ოქტომბერს, ბერლინში მე-5 გერმანულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმის გახსნაზე. „ჩვენს კონტინენტზე არცერთ არმიას არ აქვს ისეთი გამოცდილება, როგორიც, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს. ეს არის უწყვეტი, თითქმის ცხრაწლიანი ომის გამოცდილება. უკრაინა მიზნად ისახავს, შექმნას მაღალტექნოლოგიური სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი, მათ შორის, ევროპული და მსოფლიო სამხედრო ტექნოლოგიების საშუალებით“, - განაცხადა შმიგალმა. მისი თქმით, ამ პროექტის ნაწილი იქნებიან ევროპული კომპანიები, რომლებიც სპეციალიზირებულნია არიან იარაღის წარმოებაში.
რუმინეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
NATO-ს წევრი რუმინეთის თავდაცვის მინისტრი ვასილე დინკუ თანამდებობიდან გადადგა. მანამდე ის უკრაინის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებისთვის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩემი ჟესტი (გადადგომა) გამომდინარეობს იქიდან, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, არმიის მთავარსარდალთან“, - განაცხადა დინკუმ. ოქტომბრის დასაწყისში დინკუმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდებოდა საერთაშორისო მოკავშირეები რუსეთთან უსაფრთხოების გარანტიების და მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებისთვის, რამაც გამოიწვია პრეზიდენტი კლაუს იოჰანისისა და მმართველი კოალიციის ლიდერების კრიტიკა. მოგვიანებით მან თქვა, რომ მისი კომენტარები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
უკრაინელებმა ჯარისკაცებმა ხერსონში, 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს
ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომში, დაახლოებით, 67 940 ჯარისკაცი დაკარგა "ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გათავისუფლებულ დასახლებებში სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა შვიდ დასახლებულ პუნქტში, რუსი ოკუპანტების თავდასხმა მოიგერიეს უკრაინული ძალები დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან რუსეთის თავდასხმებს იგერიებენ - გენშტაბი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება
რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი გახდება. ის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერია. ლიზ ტრასმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 20 ოქტომბერს დატოვა. ტრასს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ხუთი კვირის განმავლობაში ეკავა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7578 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7578 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7578 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7569 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7076 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6849 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0227 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩვენი გამარჯვების გზა ადვილი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვართ, გავუმკლავდებით - ზელენსკი
ჩვენი გამარჯვების გზა ადვილი არ არის. მაგრამ დარწმუნებული ვართ, გავუმკლავდებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. უკრაინელებმა ჯარისკაცებმა ხერსონში, 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომში, დაახლოებით, 67 940 ჯარისკაცი დაკარგა „უკრაინელები შეძლებენ მტრის განდევნას ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან. დავინახავთ ჩვენს საზღვრებს და მტრის ზურგს. ჩვენ დავინახავთ, როგორ ანათებს ჩვენი ხალხის თვალები და ოკუპანტების ქუსლები. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება!“, - წერს ზელენსკი. უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა შვიდ დასახლებულ პუნქტში, რუსი ოკუპანტების თავდასხმა მოიგერიეს უკრაინული ძალები დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან რუსეთის თავდასხმებს იგერიებენ - გენშტაბი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ალიევის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის იმპორტს მაქსიმალურად ჩავანაცვლებთ - გია არაბიძე
დღეს, თბილისში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ენეგოსექტორის ის სამი მიმართულება დაასახელა, რაშიც ილჰამ ალიევი ახალ პერსპექტივას ხედავს და ამ კუთხით ინვესტირებაა დაგეგმილი. საგულისხმოა, რომ ამ პროექტების განხორციელებისას, აზერბაიჯანის მთავარი პარტნიორი, საქართველოა. კერძოდ, აზერბაიჯანი 2027 წლისთვის ევროპაში 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს გეგმავს. ბუნებრივი აირის გამტარი „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენია. ამასთან, ალიევმა დღეს ღიად თქვა, რომ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება და დამატებითი მოცულობის აზერბაიჯანული ნავთობის გადაზიდვა იგეგმება „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენით. ამ ენერგოპროექტების მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე, Europetime საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს ესაუბრა. ET: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები, ძირითადად უკვე მოქმედ ენერგოპროექტებზე გაკეთდა. რამდენად მზადაა სისტემა, რომ გაზისა, ნავთობისა და ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები გაატაროს? ალიევის მთელი გამოსვლა, კონფლიქტებზე საუბრის ნაწილის გარდა, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკითხებს ეხებოდა. აქ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოყო სამი ძირითადი მიმართულება, სადაც პირველია „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენი. ასევე, ყურადღება გაამახვილა „ბაქო-სუფსის“ მილსადენის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე და მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდის საკითხზე. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს“ დღეს აქვს რესურსი, რომ გამტარუნარიანობა 12 მილიონ ბარელამდე გაზარდოს. ალიევს სურს, რომ 2027 წლისთვის ევროპაში გაზის მიწოდება გააორმაგოს. ეს არაა პატარა ციფრი, „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენისთვის და აზერბაიჯანისთვის. გასულ წელს, ამ გაზსადენის გავლით ევროპამ, 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. შემდგომ, გაზის ტრანზიტი ძირითადად იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში განხორციელდა. წელს ეს მაჩვენებელი 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება და როცა საუბარია 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრია. ბუნებრივია, ამას უნდა დაემატოს გაზის ის მოცულობა, რაც გადის მილსადენში თურქეთის საჭიროებისათვის. მანამდე, 2030 წლისთვის იყო დაგეგმილი, რომ „ბაქო-თბილისი-ერზრუმით“ გატარებული გაზის მოცულობა 27 მილიარდამდე გაზრდილიყო. ET: რამდენად რეალურია, რომ აზერბაიჯანი ამ მაჩვენებელზე გავა 2027 წელს და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? ის, რასაც ალიევი ამბობს, რომ თუ 2027 წლისთვის მოხერხდა ტექნიკურად და საბადოებიდანაც და ამ რაოდენობის გაზმა გაიარა ჩვენს მილსადენში, ეს იმას ნიშნავს, რომ გატარებული გაზის 5% საქართველოს ე.წ. „ოფციურ გაზად“ დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რადგან 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის 5%, 1 მილიარდი კუბური მეტრია, ამას დაემატა 500 მილიონი დაბალ ფასში შესყიდული გაზი და ამის საფუძველზე თბოელექტროსადგურებით შევძლებთ იმ რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებას, რომ მაქსიმალურად ჩავანაცვლოთ იმპორტი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი (რედ. პერსპექტივა,) ალიევის განცხადებიდან, რაც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს. ET: რაც შეეხება საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ექსპორტს, ალიევმა საკმაოდ მაღალი ციფრი 157 გეგავატი დაასახელა. რა რესურსით გაიზრდება ეს მაჩვენებელი მაშინ, როცა არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს გავლით თურქეთში აზერბაიჯანის ექსპორტის მაჩვენებელი გაცილებით მცირეა. ამ საკითხზე საუბრისას, ალიევმა ახსენა, რომ ექსპორტზე უნდა გაიტანონ 157 გეგავატი, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოსკენ მიმართული. ეს კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი. აზერბაიჯანს საქართველოს გავლით ევროპაში, თურქეთის გავლით შეუძლია ელექტროენერგიის გატანა. თურქეთში საქართველოს გავლით აზერბაიჯანს ელექტროენერგია ახლაც გააქვს. ვფიქრობ, ალიევმა ეს ციფრი როცა დაასახელა გულისხმობდა ახალ პროექტს, რომელიც ახლა განხილვისა და დამოწმების ფაზაშია. ეს პროექტი გულისხმობს, შავი ზღვის ფსკერის გავლით, რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს. ამ პროექტის სიცოცხლისუნარიანობის საკითხი როცა გადაწყდება და შავი ზღვის ფსკერზე ეს კაბელი ჩაიდება, მაშინ ამ მოცულობის ექსპორტზე საუბარი რეალურია. რაც შეეხება სხვა საკითხს, ჩვენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგია შემოგვაქვს, შემოგვქონდა და მომავალშიც შემოვიტანთ აზერბაიჯანიდან და ამ ქვეყანას ჩვენი გავლით თურქეთში სულ მცირე 200-300 მეგავატი გააქვს. იყოს გარკვეული პერიოდი, როცა საქართველოს გავლით, ექსპორტი 300-400 მეგავატსაც აღწევდა. ET: რაზე მიანიშნებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დღეს, ამ ენერგოპროექტებსა და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ღიად გაკეთებული განცხადებები? აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ალიევის დღევანდელი განცხადებები, ამას უფრო თვალსაჩინოს ხდის. რაზეც დღეს ალიევმა ისაუბრა, ამ პროექტებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროც განიხილავს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის გაზრდის ნავთობის ტრანზიტს საქართველოს გავლით, როგორც „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“, ისე „სუფსის“ მილსადენით. ალიევი ძალიან სერიოზულად ფიქრობს გაზის მიწოდების გაზრდაზე ევროპისთვის, საქართველოს გავლით, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტზეც. სამი მიმართულება - ნავთობი, გაზი და ელექტროენერგია, ის სექტორებია, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ძალისხმევის გამოჩენასა და საქმიანობის გაფართოებას ფიქრობს. ეს რესურსები ყველა შემთხვევაში საქართველოზე გაივლის, რითაც ქვეყანა დამატებით სარგებელს მიიღებს.
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 22 ოქტომბერს, თბილისში, ლაღიძისა და ქუთათელაძის ქუჩების კვეთაზე, ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ასაფეთქებელი მოწყობილობა – ხელყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფ მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში