ძებნის რეზულტატი:

ნიკა გვარამია: მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს, წინ სტრასბურგის სასამართლოა

მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს. წინ სტრასბურგის სასამართლოა, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა „რაც შეეხება ჩემს ყოფნას იზოლაციაში, გალიაში თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი, მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს. იმედი მაქვს, რომ გამოვალ, იმიტომ, რომ ჩემი ბედი მხოლოდ აქ არ წყდება. არც მხოლოდ ქართული სასამართლოს წინაშე, იმიტომ, რომ წინ არსებობს სტრასბურგის სასამართლო.  კონსოლიდაცია უნდა მოხდეს მომავლის გარშემო, რომელიც აქ არის კართან და გვიკაკუნებს და ჩვენ არ ვაღებთ. „ქართულ ოცნებას“ შეიძლება არც უნდა, რომ გააღოს, მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა, რომ გავაღოთ, ჩვენ ხომ შეგვიძლია მივიდეთ ოცნების გარეშე და გავაღოთ. მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე“, - განაცხადა გვარამიამ. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

სემეკის წევრებმა დავით ნარმანია თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია, მეორე ვადით აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა. „დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველი ვადის პერიოდში სემეკს ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდა, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი, შემუშავდა ნეტო-აღრიცხვის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, დაინერგა დავების განხილვის გამარტივებული პროცედურები, შემუშავდა და განხორციელდა მომსახურების მარტივი ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროექტები, დაინერგა თანამშრომელთა შეფასების სისტემა, ხელი შეეწყო საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას. დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ პირველი ვადით 2019 წელს აირჩა, ხოლო კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის დეკემბერში, პირველი 6 წლის ვადით დაამტკიცა. კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკის წევრთა ფარული კენჭისყრით, სემეკის თავმჯდომარედ სემეკის ერთ-ერთი წევრი 3 წლის ვადით ირჩევა, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. დავით ნარმანია 2014-2017 წლებში ქ. თბილისის მერი და ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. 2012-2014 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციას იკავებდა. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი. 2006-2007 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, 2004-2005 წლებში იკავებდა ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფს გენერალური დირექტორის პოსტს. 2001-2003 წლებში საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში საქმიანობდა. დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. იგი არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48 ნაშრომის თანაავტორი. იგი სამეცნიერო საქმიანობას დღემდე აგრძელებს,“ - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ელჩი დეგნანი: ნებისმიერ რამ, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის უთანხმოებას, სარგებელს მხოლოდ რუსეთს აძლევს

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და NATO-ში. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. კელი დეგნანმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. „მე არესტოვიჩის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, ის უკრაინის მთავრობის წევრია. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს ევროკავშირის და NATO-ს წევრობას და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ქვეყანამ თავის მიზნებს მიაღწიოს. ახლა ამისთის რეალური შესაძლებლობა არსებობს, თუკი ლიდერები შეთანხმდებიან და გადადგამენ ნაბიჯებს, რომლებიც აუციელებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის და ამისთვის რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია ფართო და ინკლუზიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, რათა ევროკავშირმა ეს მზაობა დაინახოს“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.  მისივე თქმით, ნებისმიერ რამ, რაც ჰყოფს საქართველოს და უკრაინას, ან ხელს უწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის უთანხმოებას, რუსეთს აძლევს სარგებელს, რადგან საქართველოში და რუსეთში შეიჭრა რუსეთი, საფრთხეს უქმნის მათ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენტიტეტს. „ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

გიორგი ვოლსკი: შეიძლება, ღარიბაშვილისა და ალიევის პრესკონფერენციაზე დავით-გარეჯზე საუბარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თემა დღის წესრიგიდანაა მოხსნილი

შეიძლება პრესკონფერენციაზე დავით-გარეჯზე საუბარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თემა დღის წესრიგიდანაა მოხსნილი. დავით გარეჯის თემა არის და იქნება ჩვენი სამუშაოს დღის წესრიგში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია "დარწმუნებული იყავით, დავით გარეჯის თემა არის და იქნება ჩვენი სამუშაოს დღის წესრიგში. საგანგებო ვითარებაა შექმნილი, როცა მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და აზერბაიჯანი თავის თავზე ვალდებულებას იღებს, ამ ურთულეს პერიოდში ევროპა მოამარაგოს ენერგორესურსებით. ამ საკითხებზე იყო საუბარი და არც ერთი ეს სტრატეგიული თემა არ არის ყურადღების ქვეშ "ნაცმოძრაობისთვის". დავით გარეჯაზეც იქნება საუბარი რასაკვირველია, ეს თემა მუდმივია, ეს არის ჩვენი პერმანენტული ტკივილი, რაც სამწუხაროდ, დაგვიტოვა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც გარკვეული ტელევიზიები წარმოადგენენ. შეიძლება პრესკონფერენციაზე საუბარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თემა დღის წესრიგიდან არის მოხსნილი”,- განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი დღის წესრიგში, კიდევ ერთხელ 2020 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დადგა, რაც აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი ექსპერტი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. საკითხი ყურადღების ცენტრში 2019 წლის აპრილშიც იყო, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს. აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვარი, არსებული ფორმით, 1938 წელს, საბჭოთა კავშირის პირობებში დადგინდა და ორმხრივად შეთანხმდა. თუმცა, დადგენილია სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილი - 294 კილომეტრი 446 კილომეტრიანი ზოლიდან. სწორედ შეუთანხმებელი საზღვრის დადგენაზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ივერი მელაშვილი უძღვებოდა.  

ელჩი დეგნანი: მართლმსაჯულების რეფორმამ სასამართლოს წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები უნდა გადაჭრას

ამერიკის ელჩის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმამ სასამართლოს წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები უნდა გადაჭრას. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების არჩევას ეხებოდა. „რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა და არამხოლოდ ნაწილი იმ 12 რეკომენდაციისა, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის აქვს მიღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, როდესაც დემოკრატიის დაცვაზე ვსაუბრობთ. თავად პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ოპოზიცია, ასევე, დაინტერესებული მხარეები, ეს უნდა ხდებოდეს არამხოლოდ იმიტომ, რომ მათ ამის ინტერესი აქვთ, არამედ იმიტომაც, რომ მათ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები აქვთ. მე ხშირად მიწევს საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა, მქონია შეხვედრა ბევრ მოსამართლესთან და მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, ბევრი პროფესიონალი და საქმის ერთგულია და ვფიქრობ, რომ მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას მთავარი და ძირითად გამოწვევები, რომლებიც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგ სასამართლოში ძალიან ბევრი დაგროვილი საქმეა, ზოგან მოსამართლეების ნაკლებობაა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი დღეს არ გამოაცხადა

თბილისის სააპელაციო სასამართლო "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი დღეს არ გამოაცხადა. ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს გამართულ ბოლო პროცესზე განაცხადა. ნიკა გვარამია: მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს, წინ სტრასბურგის სასამართლოა მისივე თქმით, ინფორმაციას, როდის გამოცხადდება განაჩენი, სასამართლოს აპარატი გაავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

ელჩი დეგნანი ალიევის გზავნილზე: ძალიან კარგად გვახსოვს საქართველოს როლი. ეს იყო საქართველოს, როგორც მედიატორის წარმატებული ისტორია

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდგომი განცხადება შეაფასა. ელჩის თქმით, ყოველთვის ძალიან პოზიტიური და დადებითია, როდესაც რეგიონის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან. „რაც შეეხება საქართველოს როლს, როგორც მედიატორისა, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, ერთი წლის წინ, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემდგომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველომ შეასრულა როლი, როდესაც გათავისუფლდნენ დაკავებულები და ეს იყო წარმატებული ისტორია საქართველოსი, როგორც მედიატორისა ამ პროცესში. თუმცა გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვადასხვა სფერო, რაშიც შეიძლება თანამშრომლობა და უფრო მეტი საუბარი ამ ქვეყნებს შორის, ეს იქნება ენერგეტიკა, ეკონომიკა, თუ სხვადასხვა სფერო, რაც შეიძლება, ამ ურთიერთთანამშრომლობით გაუმჯობესდეს. ალიევის განცხადება იყო ძალიან დადებითი, იმედისმომცემი და საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია ეს როლი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ოლაფ შოლცი: ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა ევროკავშირის ნაწილი გახდეს

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის ნაწილი უნდა გახდეს. ოლაფ შოლცის თქმით, ეს კარგი სიგნალია კერძო ინვესტორებისთვის, რომლებიც უკრაინის რეკონსტრუქციაში ჩადებენ ინვესტიციებს, ინვესტირებას განახორციელებენ ქვეყანაში, რომელიც იქნება ევროკავშირის ნაწილი და საერთო ევროპული ბაზრის ნაწილი. „ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ყველამ გაიგო დიდი ხნის წინ, მაიდნის შემდეგ: უკრაინა არის ევროპული ოჯახის ნაწილი. მე ძალიან სერიოზულად ვლაპარაკობ და მესმის ამის ყველა შედეგი - ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა ევროკავშირის ნაწილი გახდეს“, - განაცხადა შოლცმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია არამხოლოდ უკრაინის დანგრეული ენერგეტიკული სექტორის აღდგენა, თუმცა ეს ახლა პრიორიტეტულია, არამედ ეფექტიანობის გაზრდა, ელექტროენერგიის უკრაინიდან ევროკავშირში ექსპორტის განვითარება და უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გაძლიერება. „უკრაინაში მზე და ქარია - ეს არის ძალიან კარგი წინაპირობა, რომ იყოს არამხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი. უკვე არსებობს პირველი შეთანხმება უკრაინულ და გერმანულ საწარმოებს შორის და ვიცით, რომ დიდი პოტენციალი არსებობს აქ", - განაცხადა შოლცმა.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილი, ილჰამ ალიევის ვიზიტზე, ინფორმირებული არ იყო

„საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს საქართველოში, თუმცა გამოთქვამს წუხილს, რომ ორ პრეზიდენტს შორის ვიზიტი ვერ შედგა.  „საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება. საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.  აზერბაიჯანის პრეზიდენტი, 24 ოქტომბერს საქართვლოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.   

აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.   ამის შესახებ მოსკოვში, აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ, რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 20 და 21 ოქტომბერს პირველი არხის გადაცემის „დიდი თამაშის“ ეთერში გაკეთებულ მტრულ განცხადებებთან დაკავშირებით. „გადაცემის ეთერში, სომხური წარმოშობის რუსი პოლიტოლოგები და ექსპერტები ახორციელებდნენ გულწრფელ ანტიაზერბაიჯანულ თავდასხმებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და დამახინჯდა ეთერში ჩვენებისას, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული რუკა“, - ნათქვამია განცახდებაში.  აზერბაიჯანის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ საპროტესტო ნოტაში ხაზგასმულია, რომ თოქ-შოუს სტუმრები „თავიანთი გამოსვლებით აპროვოცირებენ სომხურ საზოგადოებაში რევანშისტურ ძალებს, აცოცხლებენ წარსულში დარჩენილ კონფლიქტს და ღიად უჭერენ მხარს სეპარატიზმს, თესენ მტრობას ორ ხალხს შორის“. საელჩომ აღნიშნა, რომ მიკერძოებული განცხადებების გამოყენება სახელმწიფო ტელევიზიაზე და აშკარა პოლიტიკური პროვოკაციების აღიარება არა მხოლოდ ეწინააღმდეგება რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც არაერთხელ გამოთქვა ქვეყნის პრეზიდენტმა, არამედ ძირს უთხრის გრძელვადიან პერსპექტივის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებს.  „რეგიონში ჩამოყალიბებული მყიფე მშვიდობის კონტექსტში, მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ პროვოკაციების აღკვეთაზე, რამაც შესაძლოა, დაძაბულობა და ვითარების გამწვავება გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.  

შალვა პაპუაშვილმა, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ოტმარ კარასს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.  შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში. შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ევროპარლამენტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა და ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა გამოხატა. შალვა პაპუაშვილმა და ოტმარ კარასმა შეხვედრაზე ასევე გამოთქვეს პარლამენტებს შორის ორმხრივი კავშირების გაღრმავების სურვილი. შეხვედრა გაიმართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები,  ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  გაეცანით Europetime-ს სტატიას:   ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას

ევროკავშირის სანქციები ნავთობზე, რუსეთს, ძალაში შესვლამდე აზარალებს - Bloomberg

ევროკავშირის სანქციები, რომელიც რუსული ნავთობის ექსპორტს ზღუდავს, რუსეთს, ძალაში შესვლამდე აზარალებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.  Bloomberg: ნაწილობრივი ნავთობემბარგოს შედეგად, რუსეთი ყოველწლიურად $10 მილიარდს დაკარგავს გამოცემის ცნობით, ოფშორული ნავთობის მიწოდება რუსეთიდან 21 ოქტომბრამდე, შვიდი დღის განმავლობაში, ხუთკვირიან მინიმუმამდე დაეცა.  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ნავთობის ნაკადები ჩინეთსა და ინდოეთში სტაბილურია, ინდოეთის ორმა მთავარმა გადამამუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა, რადგან 5 დეკემბერს ევროკავშირის სანქციები ამოქმედდება, რის შემდეგაც გემები, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას ვეღარ შეძლებენ.  ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ ინდოეთში რუსული ნავთობის მიწოდებას რამდენიმე კვირა სჭირდება, რაც სანქციების რისკს ზრდის.  ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში რუსული ნავთობის ნაკადმა პიკს ივნისში მიაღწია და დღეში 2,2 მილიონი ბარელი შეადგინა. 21 ოქტომბრამდე ოთხი კვირის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი დაახლოებით დღეში 330,000 ბარელით დაეცა. თუმცა, ნავთობის მოცულობა იმ ტანკერებზე, რომლებიც საბოლოო დანიშნულების ადგილზე არ მისულან, მიწოდება დღეში 310 000 ბარელზე მეტს შეადგენს.  

ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივსაცემად სადილი „შატო მუხრანში“ გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერებს  შორის შეხვედრა პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.  

საქართველოში, ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი დასრულდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.  ილჰამ ალიევი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.  

უკრაინელების უმეტესობა მზადაა, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლოს - გამოკითხვა

როგორც კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათმა ქვეყანამ, რუსეთის აგრესიაზე, შეიარაღებული წინააღმდეგობა უნდა განაგრძოს.  უკრაინის ქალაქების, მათ შორის კიევის ძლიერი დაბომბვიდან, ორი კვირის შემდეგ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 86%-ს მიაჩნია, რომ აუცილებელია ბრძოლის გაგრძელება, მაშინაც კი, თუ სარაკეტო თავდასხმები და თვითმფრინავების იერიში არ შეჩერდება. ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებშიც კი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს და სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, 69% ომს, გამარჯვებამდე მხარს უჭერს.   KIIS-ის დირექტორის მოადგილის ანტონ გრუშეცკის თქმით, გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ უკრაინის ქალაქების დაბომბვით რუსეთი ცდილობდა „დაეთესა პანიკა, სასოწარკვეთა და დაემორჩილებინა უკრაინული არმია“, მაგრამ სრულიად საპირისპირო შედეგს მიაღწია. „დიახ, ტერორი გრძელდება, ხალხი იღუპება და ზიანდება, საღამოობით ადამიანებს აიძულებენ სიბნელეში ისხდნენ,” - ამბობს გრუშეცკი. „მაგრამ დანაკარგისა და ნგრევის ტკივილი ხალხს არ აშინებს. უკრაინელი ხალხი რჩება ერთიანი და მტკიცე და მზად ვართ განვაგრძოთ ბრძოლა გამარჯვებამდე“, - ამბობს KIIS-ის დირექტორის მოადგილე.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელის პრემიერად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს

ისრაელის ოპოზიციური პარტიის „ლიკუდის“ ლიდერი, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფავორიტია, ბენიამინ ნეთანიაჰუ, პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, მზადაა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, მთავრობის პოლიტიკას გადახედოს.  ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება ამის შესახებ მან Fox News Sunday-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Ukrinform ისრაელის ეროვნულ ამბებზე დაყრდნობით. „ლიკუდის“ ლიდერმა უარყო შეფასება, რომ ისრაელი „რუსეთის მხარესაა“ და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში მას შეუძლია კიევისთვის იარაღის გადაცემის საკითხზე, მთავრობის პოზიცია შეცვალოს.  „ეს არაა იოლი საკითხი, მაგრამ გადასაწყვეტი საკითხია და არჩევის შემთხვევაში ამას გავაკეთებ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.  უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს  

უკრაინა: შეიარაღებული ძალები, PUMA-LE-ს უპილოტოების 11 კომპლექსს მიიღებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები, 11 მძლავრ PUMA-LE-ს უპილოტო თვითმფრინავების სისტემას მიიღებს.  ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. „ჩვენ ვყიდულობთ 11 მძლავრ PUMA-LE უპილოტო თვითმფრინავის სისტემას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. მათი ღირებულება 540 მილიონ გრივნას აღემატება. დრონები აღჭურვილია ჩვეულებრივი და თერმული კამერებით, 6x ზუმით, რაც დღე, ღამე და ნებისმიერ ამინდში მტრის ამოცნობის საშუალებას იძლევა“, - თქვა ფედოროვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინა: ლუგანსკის სამი და დონეცკის ერთი დასახლება რუსული ჯარისგან გავათავისუფლეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსი დამპყრობლები ლუგანსკის ოლქის სამი და დონეცკის ოლქის ერთი დასახლებიდან განდევნეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს.  „წარმატებული მოქმედებების წყალობით ჩვენმა ჯარებმა განდევნეს მტერი ლუგანსკის ოლქის კარმაზინოვკას, მიასოჟაროვკასა და ნევსკოეის დასახლებებიდან და დონეცკის ოლქის ნოვოსადოვოდან“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში. 5 ოქტომბერს, ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ, ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაციის დაწყების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ლუგანსკის რეგიონში სვატოვოს მახლობლად მდებარე ტერიტორია რჩება ფრონტის ყველაზე ცხელ ნაწილად, რომელსაც ოკუპანტები არტილერიის გამოყენებით რაკეტებს ესვრიან. 11 ოქტომბერს გაიდაიმ გამოაცხადა, რომ უკრაინის არმიის წინსვლა ლუგანსკის რეგიონში გაგრძელდება, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ხარკოვის რეგიონში. დონეცკის მიმართულებით 40 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნედ პრაისი: მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გატარებით

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გატარებით“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიცულ ბრიფინგზე, ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ნედ პრაისის თქმით, პოლარიზაცია არ უწყობს ხელს საქართველოს პოლიტიკურ მისწრაფებებს. „ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას იმ საჭირო რეფორმების გატარების მიმართულებით, რომლისკენაც ევროკომისიამ და ევროკავშირმა მოუწოდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე, ქვეყნის ევროპული მისწრაფების მიმართულებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ფიქრობთ თუ არა, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაცია ძირს უთხრის ამერიკის პოლიტიკურ ინტერესებს საქართველოში, დამატებით, ამ შეკითხვით მიმართა ნედ პრაისს ჟურნალისტმა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს, ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებს ეს საკითხი, როდესაც საქმე ეხება საქართველოს და მის მიერ არჩეულ გზას, რომელიც გულისხმობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროპულილ მისწრაფებას. ჩვენ გვინდა, რომ ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე და მზად ვართ, პარტნიორობა განვაგრძოთ ქართველ ხალხთან, ქართული საზოგადოებასთან და საქართველოს მთავრობასთან“, - განაცხადა ნედ პრაისმა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მოუწოდებს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს

ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მოუწოდებს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელის პრემიერად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, Haaretz-ის დემოკრატიის სამიტის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცახდა.  „გულწრფელად მადლობას გიხდით (ისრაელს) დემოკრატიის ჯილდოსთვის, მაგრამ დადგა დრო, რომ თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს ვისთან ერთად ხართ? დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც ებრძვის ეგზისტენციალურ საფრთხეს? ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც კი, როდესაც ტერორის გაგრძელების ფასი გლობალური უსაფრთხოების სრული განადგურებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.  ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ისრაელი მის კითხვაზე სამართლიან პასუხს გასცემს, რადგან ეს ეხება არა პოლიტიკას, არამედ ღირებულებებს. ისრაელის პრემიერმა დმიტრო კულებას განუცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია ზელენსკის თქმით, რიგი პარტნიორები უკვე ეხმარებიან ან შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას საჰაერო სივრცის დაცვაში, მაგრამ ისრაელი ამ პარტნიორებს შორის არ არის. ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინა ისრაელს დახმარებას 2014 წლიდან სთხოვს. მან აღნიშნა, რომ უკრაინელები არ დათმობენ ბრძოლას, რადგან მათ „მარტივი და გასაგები რამ სურთ: გაათავისუფლონ თავისი მიწა, უზრუნველყონ ხალხის უსაფრთხოება და მშვიდობა მისცენ უკრაინელებს“. უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს