ძებნის რეზულტატი:
ომის შესწავლის ინსტიტუტი: „ბინძური ბომბის“ გამოყენებაზე ინფორმაცია, დასავლეთის დაშინების მცდელობაა
სერგეი შოიგუს ბრალდებები „ბინძური ბომბის“ გამოყენებასთან დაკავშირებით, დასავლეთის დაშინების მცდელობაა - ნაკლებად სავარაუდოა, ასეთმა თავდასხმებმა აიძულოს უკრაინა, ან დასავლეთი დანებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ ავრცელებს. აშშ-ის, ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო მინისტრები: ვუარვყოფთ ბრალდებებს, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" გამოსაყენებლად ემზადება ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა „შოიგუს ბრალდებები, სავარაუდოდ, არ ასახავს რუსეთის მზადებას უკრაინაში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შოიგუს კომენტარები უკრაინის მოსახლეობის ერთ ან მეტ ცენტრზე ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ბირთვული ტერორისტული თავდასხმის მომასწავებელი იყოს იმ იმედით, რომ შოკში ჩააგდებს უკრაინას და აიძულებს მას დანებებას ან დასავლეთს - უკრაინას დახმარების შეწყვეტას. ნაკლებად სავარაუდოა, ასეთმა თავდასხმებმა აიძულოს უკრაინა ან დასავლეთი დანებდნენ,“ - აღნიშნულია ანგარიშში. კულება: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავს შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვევა
დღეს, 24 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. 14:00 საათზე „შატო მუხრანში“, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
კრემლის პროპაგანდისტულმა ტელეარხმა RT-მ თანამშრომლობა შეწყვიტა წამყვანთან, რომელსაც „უკრაინელი ბავშვების ჩაძირვა სურს"
კრემლის საერთაშორისო, პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს ხელმძღვანელის მარგარიტა სიმონიანის თქმით, რუსულენოვანი მაუწყებლობის ხელმძღვანელ ანტონ კრასოვსკისთან „თანამშრომლობა შეაჩერეს“. კულება მსოფლიოში, მთავრობებს მოუწოდებს, აკრძალონ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT ამის მიზეზი, 20 ოქტომბერს ანტონ კრასოვსკის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა. კრასოვსკიმ საავტორო გადაცემაში, მწერალ სერგეი ლუკიანენკოსთან საუბრისას განაცხადა, რომ მდინარეში უნდა ჩაძირო, ან ცოცხლად დაწვა უკრაინელი ბავშვები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული. კრასოვსკის გამონათქვამს სიმონიანმა „საზიზღრობა“ უწოდა და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის „რთულად დასაჯერებელია“, რომ კრასოვკსის „გულწრფელად მიაჩნდა, რომ ბავშვები უნდა ჩაძირო“, Russia Today მასთან „თანამშრომლობას აჩერებს“. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა მთელ მსოფლიოში მთავრობებს, აკრძალონ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT (Russia Today).
შალვა პაპუაშვილი: რეზოლუციაში სააკაშვილის მოხსენიება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს, ძირს უთხრის
რეზოლუციაში სააკაშვილის მოხსენიება ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას და ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში, - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინიუს ტაინი კოქსს 13 ოქტომბერს მიღებულ PACE-ს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს. "ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ას განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას. 2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს ყოფილმა კომისარმა და საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების თაობაზე ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა 2013 წელს მოამზადა, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნულ კონვენციით დაცული უფლებების სისტემატური დარღვევების მტკიცებულებას. მასში იდენტიფიცირებულია საგანგაშო სიტუაცია სასამართლო, სასჯელაღსრულების, სამართალდამცავ სფეროებში, უმცირესობის უფლებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის, სოციალურ სამართლიანობის მიმართულებებში. საქართველოში ბატონი სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი სისხლის სამართლის ორ საქმეზე (ერთი ეხება ზემოთხსენებულ გირგვლიანის საქმეს, ხოლო მეორე – პარლამენტის ოპოზიციურ წევრ ვალერი გელბახიანზე თავდასხმის ორგანიზებას), სისხლის სამართლის სამი საქმე კი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია (2007 წლის 7 ნოემბერს ანტი-სამთავრობო პროტესტის დარბევის დროს და დამოუკიდებელი ტელემაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცების საქმეში უფლებამოსილების გადაჭარბება და ბოროტად გამოყენება; სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის თანხის გაფლანგვა; და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ ბატონი სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან და რომელიც მოითხოვდა სასამართლოსგან საქმის შესწავლის გაგრძელებას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული. საქართველო 2012 წლიდან აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია. აგრეთვე, ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მის მიერ გამოტანილი განაჩენების აღსრულების საქმეში. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 2004-2012 წლებთან შედარებით, 2013-2021 წლებში 5,5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, რაც წარმოადგენს ქართული სასამართლოებისადმი გაზრდილი სანდოობის, მათი დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგს. აღნიშნული პროგრესი სათანადოდ იქნა აღნიშნული N2438-ე რეზოლუციაში („საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა“), რომელიც ასამბლეამ 2022 წლის სესიაზე მიიღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა. შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა. იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით. მზად ვართ, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე", - აღნიშნულია პაპუაშვილის წერილში. შეგახსენებთ, რომ ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მხარი დაუჭირა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მომდევნო აგრესიის" შესახებ რეზოლუციის მე-7 პუნქტში ცვლილებების შეტანას, რითაც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ კარამურზას საქმეებს და გაათავისუფლონ ისინი.
როგორია მოზარდის მდგომარეობა, რომელიც მეტროს ლიანდაგში ჩავარდა
მეტროში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო „ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 14 წლის პაციენტი მოიყვანა. შემოსვლისას, მისი მდგომარეობა იყო მძიმე, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა საჭიროებს ინტენსიურ მონიტორინგს და ყოვნდება კლინიკაში. სახეზე დაზიანებები არ აღენიშნება, თავის არეში კი, თუმცა ეს დაზიანებები ზედაპირულია, რომელიც დამუშავდა და გაიკერა", - განუცხადა „ტვ. ფორმულას“ გადაუდებელი დახმარების პედიატრმა, თათია სხირტლაძემ. გუშინ, 23 ოქტომბერს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.
უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა შვიდ დასახლებულ პუნქტში, რუსი ოკუპანტების თავდასხმა მოიგერიეს
ჩვენმა ჯარისკაცებმა შვიდ დასახლებულ პუნქტში დამპყრობლების თავდასხმა მოიგერიეს - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის იარაღის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის კონცენტრაციის 11 უბანი დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინული ძალები დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან რუსეთის თავდასხმებს იგერიებენ - გენშტაბი "უკრაინელმა ჯარისკაცებმა შვიდ დასახლებულ პუნქტში დამპყრობლების თავდასხმა მოიგერიეს. ბოლო ერთ დღეში მოწინააღმდეგის პოზიციებზე ექვსი შეტევა განახორციელა. საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 12 ერთეული „შაჰედ-136“-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლექსი რეზნიკოვი: ტყუილი „ბინძური ბომბის“ შესახებ კრემლის ნაცნობი ტაქტიკის ელემენტია
„ბინძურ ბომბთან“ დაკავშირებით რუსეთის შანტაჟის ფონზე, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინის ბირთვული ობიექტები IAEA-სთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის კვლავ ღიაა. აშშ-ის, ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო მინისტრები: ვუარვყოფთ ბრალდებებს, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" გამოსაყენებლად ემზადება ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, „ქურდს ქუდი ეწვის“. „დღეს რუსეთის ფედერაციამ მაღალ საერთაშორისო დონეზე წარმოადგინა ამ ანდაზის ოფიციალური ილუსტრაცია. ტყუილი „ბინძური ბომბის“ შესახებ, რომლის გამოსაყენებლად თითქოს უკრაინა ემზადება, კრემლის უკვე ნაცნობი ტაქტიკის ელემენტია. როდესაც რუსი კრიმინალები ცდილობენ პრევენციულად დაადანაშაულონ აგრესიის მსხვერპლი თავიანთ დანაშაულში“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. კულება: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავს შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
ილია დარჩიაშვილიმა დაასახელა ის საკითხები, რასაც ღარიბაშვილი და ალიევი განიხილავენ
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობაა, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვევა „როგორც ცნობილია, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის ძალიან ფართო სპექტრი საკითხების და სწორედ დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იქნება შესაძლებლობა ამ საკითხების განხილვის. მეორე მხრივ, რეგიონული გამოწვევების ფონზე მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა და ყველა ის საკითხები, რომელიც მრავალმხრივ ფორმატებში და რეგიონული გამოწვევების ფონზე არსებობს”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. დღეს, 24 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა.
ცნობილია, რა საკითხები განიხილეს მელონმა და მაკრონმა პირველი შეხვედრისას
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირველი შეხვედრისას, რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ვინ არის იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მელონმა და მაკრონმა ასევე ევროპის აქტუალური საკითხები, (კერძოდ, ენერგეტიკული ფასების ზრდაზე სწრაფი და ერთობლივი რეაგირების აუცილებლობა, უკრაინის მხარდაჭერა და მიგრანტების ნაკადების მართვა) განიხილეს. თავის მხრივ, მაკრონმა, რომელიც ახლა ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს თანამშრომლობა „დიალოგითა და ამბიციით“. საფრანგეთის პრეზიდენტმა კვირას, რომში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. საფრანგეთის პრეზიდენტი პაპ ფრანცისკეს ორშაბათს, 24 ოქტომბერს შეხვდება.
საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. ილია დარჩიაშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნებათ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილონ ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება. ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს აეროპორტში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი დახვდნენ. "ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვევა
მარნეულის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყიზილაჯლოში კაცი დაჭრეს. როგორც ცნობილია, კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მულით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ირანმა და თურქეთმა გაზის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწიეს
ირანისა და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა, თურქეთში ირანული გაზის ექსპორტთან დაკავშირებით, გარკვეული შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენელმა მოჰამად რზა ჯოლაიმ განაცხადა, იუწყება Trend სააგენტო Shana-ზე დაყრდნობით. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით თურქეთში კომპანია Botaş-ისა და ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრა შედგა. ჯოლაიმ დასძინა, რომ მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, თურქეთში გაზის ექსპორტის პროცესში ყველა ტექნიკური ღონისძიება მხარეების კოორდინაციით მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდება. ამგვარად, განხორციელდება მილსადენების შეკეთება, კათოდური დაცვა, მილსადენების საფარის განახლება, სადგურის განახლება ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ქალაქ ბაზარგანში. შეგახსენებთ, რომ ირანიდან თურქეთში გაზის ექსპორტი დღეში საშუალოდ 30 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ირანს ექსპორტზე ქვეყანაში წარმოებული გაზის მხოლოდ მცირე ნაწილი, დაახლოებით 6%-ი გააქვს. ირანი ყოველდღიურად 900 მილიონიდან 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს აწარმოებს.
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომში, დაახლოებით, 67 940 ჯარისკაცი დაკარგა
რუსეთმა ომში, დაახლოებით, 67 940 ჯარისკაცი დაკარგა, - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა შვიდ დასახლებულ პუნქტში, რუსი ოკუპანტების თავდასხმა მოიგერიეს გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:ჯარისკაცი - დაახლოებით 67 940; ტანკი - 2 590; ჯავშანტექნიკა - 5 295; საარტილერიო სისტემა - 1 673; სარაკეტო სისტემა - 375; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 189; თვითმფრინავები - 270; ვერტმფრენი - 245; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 370. უკრაინული ძალები დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან რუსეთის თავდასხმებს იგერიებენ - გენშტაბი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთის რკინიგზა, აზერბაიჯანთან და ირანთან „რეშტ-ასტარას“ მარშრუტის გაშვებაზე შეთანხმებას ცდილობს
რუსეთის რკინიგზის ჰოლდინგი,(RZD) აზერბაიჯანისა და ირანის წარმომადგენლებთან სარკინიგზო მონაკვეთის რეშტი (ირანი) - ასტარა (ირანი) მშენებლობის დასრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის რკინიგზის უფროსის მოადგილემ სერგეი პავლოვმა საერთაშორისო საექსპორტო ფორუმზე „Made in Russia“ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „დიახ, „რეშტ-ასტარა“ დღეს სერიოზული დაბრკოლებაა სარკინიგზო მარშრუტის ერთ ჯაჭვში დასაკავშირებლად. რა თქმა უნდა, ეს ხაზი გვჭირდება. ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ირანულ მხარესთან და აზერბაიჯანულ მხარესთან ამ მარშრუტის გასაშვებად“, - განაცხადა პავლოვმა. პავლოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის რკინიგზა, RZD Logistics-თან ერთად, უკვე იყენებს „რეშტ-ასტარას“ მარშრუტს, როგორც მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილს. მხარეები ამ სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობაზე 2016 წელს შეთანხმდნენ.
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ საზღვაო საზღვარზე, ერთმანეთს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ საზღვაო საზღვარზე ერთმანეთს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს. უცხოური პრესის ინფორმაციით, გაზრდილი სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ფხენიანმა და სეულმა ერთმანეთი საზღვაო საზღვრების დარღვევაში დაადანაშაულეს. სამხრეთ კორეის ინფორმაციით, მათმა სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეულ გემს გაფრთხილების სიგნალი გაუგზავნეს და გამაფრთხილებელი გასროლები შეასრულეს. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ არტილერიით ათჯერ გაისროლეს მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის საზღვაო ფლოტის გემმა დაარღვია „ჩრდილოეთის ლიმიტის ხაზი“ და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა „უცნობი გემის თვალყურის დევნების საბაბით“. ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის გენერლის თქმით, მათი გასროლები უკავშირდებოდა სამხრეთ კორეული ფრეგატის მიერ მათი ტერიტორიული წყლების დარღვევას. ამასთან, სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტში მიაჩნიათ, რომ ეს შემთხვევა არღვევს 2018 წლის 19 სექტემბრის შეთანხმებას, რომელიც სასაზღვრო ზონებში "მტრული ქმედებების" აკრძალვას ითვალისწინებს და აწესებს შეზღუდვებს გარკვეული სახის იარაღის გამოყენებაზე. ჩრდილოეთ კორეა NLL-ს არ აღიარებს და ფხენიანში მიიჩნევენ, რომ ეს ზღვარი კორეის შიდა საზღვაო დემარკაციის ხაზია.
უძრავ ქონებზე ფასები ერთ წელიწადში 10.7%-ით გაიზარდა. ბინები ყველაზე ძვირია მთაწმინდაზე და ვაკეში
2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას უძრავი ქონების ფასებზე საქსტატი ავრცელებს. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 17.5 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. საქსტატის ცნობით, 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა, ძირითადად, დაფიქსირდა კერძო სახლების სეგმენტში (8.8 პროცენტი). 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 10.0 პროცენტით. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტად უძრავი ქონება თბილისის 5 უბანში გაძვირდა. პირველ ადგილზე, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდით მთაწმინდის უბანია, მეორეა ვაკე, მესამე საბურთალო, ხოლო მეოთხე-მეხუთე ადგილებს ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებს შორის ნაწილდება.
კიმ ჩენ ინი ჩინეთის ლიდერს: თქვენთან ერთად შევქმნი უფრო მშვენიერ მომავალს
"ჩვენი ქვეყნები ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებენ", - ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინგს კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით არჩევა მიულოცა. "თქვენთან ერთად, შევქმნი ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობის უფრო მშვენიერ მომავალს. ჩვენი ქვეყნები ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებენ", - აღნიშნავს კიმ ჩენ ინი. შეგახსენებთ, რომ პეკინში, კომუნისტური პარტიის კონგრესმა გენერალურ მდივნად, მესამე ვადით, სი ძინპინი რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. ძინპინი თანამდებობაზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში იქნება.
პროკურატურამ, კახეთში, სახელმწიფოს მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ, კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ბრალდებულებმა ინდივიდუალური განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების დარეგისტრირება მოითხოვეს. სარეგისტრაციო წარმოებისას, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, თანასოფლელების სასარგებლოდ, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს. ასევე, განმცხადებელმა პირებმა, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მიზნით, ერთმანეთის სასარგებლოდ იცრუეს და დაადასტურეს, თითქოსდა 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, მომიჯნავედ, ფლობდნენ უძრავ ქონებას. მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 122,700 ლარად ღირებულ 79232 კვ.მ. უძრავ ქონებას. პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), ხოლო მის თანასოფლელებს - 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით), 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობაში დახმარება) წარედგინათ. ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთმევათ. საქართველოს პროკურატურა, ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით გამოძიებას აგრძელებს“, - ნათაქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ეროვნული ბანკი: კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ, მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ, მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „ბოლო პერიოდში გაზრდილი დაინტერესების გამო, გვსურს დამატებით განვმარტოთ, რომ კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში თუ უცხოური ვალუტის სესხის რეფინანსირების მიზანს სესხის ლარში გადატანა (კონვერტაცია) წარმოადგენს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ ფიზიკურ პირს დააკისრონ უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე რეფინანსირების შედეგად წინსწრების დაფარვის საკომისიო, პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია. აღნიშნული მითითება ვრცელდება იმ შემთხვევებშიც, როდესაც რეფინანსირება სხვა კომერციულ ბანკებში აღებული კრედიტით ხდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვა ძალაშია 2017 წლის დასაწყისიდან. დამატებითი შეკითხვებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს: 2 406 406“,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაესვა ხაზი. "აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალი დონე და აქტიური პოლიტიკური დიალოგი. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ინტენსიურ თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს. ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ და არსებული გამოწვევების დასაძლევად გაერთიანებული ძალებით მუშაობენ. გამოითქვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების მზადყოფნა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვევა