ძებნის რეზულტატი:

NATO-ს შემდეგი სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდეგი სამიტი ვილნიუსში, მომავალი წლის 11-12 ივლისს გაიმართება. დღის წესრიგში იქნება თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ასევე უკრაინის მხარდაჭერა. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ცივი ომის შემდეგ ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე ვდგავართ. ვილნიუსის შეხვედრა  სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს შესაძლებლობას მისცემს, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად და განიხილონ თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. ასევე, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - ნათქვამია NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ NATO-ს ამჟამინდელ გენერალური მდივანს იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება 2023 წლის შემოდგომაზე ეწურება.  

ლუქსემბურგმა 5,5 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა

ლუქსემბურგმა რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი 5,5 მილიარდი ევრო გაყინა, რაც ევროკავშირის ტერიტორიაზე დაბლოკილი რუსული აქტივების დაახლოებით მესამედს შეადგენს. ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა სამშაბათს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ასელბორნმა ასევე განაცხადა, რომ თუ რუსეთის ქცევა არ შეიცვლება, შემდგომი სანქციები კი, გარდაუვალია. მინისტრის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით „არ შეიძლება, ნეიტრალიტეტი არსებობდეს“. ევროკავშირმა 17,5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა ლუქსემბურგმა უკრაინას 72 მილიონ ევროზე მეტი იარაღი, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები მიაწოდა, რაც ქვეყნის მთლიანი თავდაცვის ბიუჯეტის 16%-ს შეადგენს. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკვე გაყინეს დაახლოებით 17,5 მილიარდი ევრო, რომელიც რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკუთვნის. ასევე, ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა მოკავშირეებმა გაყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი დოლარის რეზერვები.  

არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და ისრაელი ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტს იწყებენ

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის 27-ე კონფერენციაზე, რომელიც შარმ-ელ-შეიხში 6-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, იორდანიასა და ისრაელს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.  მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, ისრაელი იორდანიაში ჰაშიმიტური სამეფოს ელექტროსადგურიდან, მზის ენერგიის შეძენას გეგმავს. სადგურის მშენებლობას ემირატების კომპანია აფინანსებს. იორდანია, თავის მხრივ, ისრაელიდან წყალს ხმელთაშუა ზღვის გამწმენდი ქარხნიდან შეისყიდის. შეგახსენებთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი თანამშრომლობა ისრაელსა და იორდანიას შორის 1994 წლის სემდეგ, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო.  

კახა კალაძე: ქეთევან დედოფლის გამზირზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება ორშაბათიდან იქნება შესაძლებელი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქეთევან დედოფლის გამზირზე ორშაბათიდან გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მთლიანად გაიხსნება. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის პროექტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება “პროექტის ფარგლებში ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გამზირს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირული სამუშაოებით. გვინდა, რომ სიღრმისეულად მოწესრიგდეს ქუჩები, გამზირები მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ახალი განათების ქსელით და ბოძებით და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთდა ქეთევან წამებულის გამზირზე. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაო, მოეწყო ახალი მოსაცდელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლოს გადაადგილება. ჩვენი მიზანიც ზუსტად ის არის, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც შესაძლებელია ასეთი ზოლების მოწყობა და სივრცეების გაჩენა იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა სწრაფად გადაადგილება შეძლოს, აღნიშნული პროექტი ყველგან განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ. კახა კალაძის განცხადებით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. „ერთადერთი რჩება ავლაბრის მეტროს ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. მთლიანად გამზირზე კი, ორშაბათიდან იქნება შესაძლებელი ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე", - აცხადებს კალაძე.        

უკრაინის გენშტაბი: რუსმა ოკუპანტებმა, ერთ დღეში 780 სამხედრო დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 77 950; ​ტანკი - 2 801; ჯავშანტექნიკა - ​5 666; საარტილერიო სისტემა - 1 802; სარაკეტო სისტემა - 393; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 205; თვითმფრინავები - 278; ვერტმფრენი - 260. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მოლდოვაში პრორუსული პარტია „შორი“ შესაძლოა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ

მოლდოვის ხელისუფლება გეგმავს პარტია „შორის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, რადგან პარტიას დაფინანსების წესში გადაცდომა დაუდგინდა. „თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ საკმარისი არგუმენტი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რომელიც თავის პოზიციას დააფიქსირებს. პოლიტიკური პარტია არის სუბიექტი, რომელიც გამჭვირვალედ და სწორად უნდა დაფინანსდეს. თუ პოლიტიკური პარტია „ბინძური ფულით“ ფინანსდება, არალეგალურად, ეს კორუფციაა და არ არის პოლიტიკური პარტია. ამიტომ, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ძალისხმევა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დაიცვას დაფინანსების წესი“, - განაცხადა მაია სანდუმ. მანამდე, მოლდოვის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ პარტია „შორის“ არაკონსტიტუციურად ცნობაზე, სასამართლოსთვის მიმართვის დასამტკიცების მიზნით, მთავრობას მიმართა. სამართალდამცველებმა პარტიის ოფისებში ჩხრეკის შედეგად ფული ამოიღეს, რომელიც სავარაუდოდ „თანამშრომლების დაფინანსებისთვის“ იყო განკუთვნილი. პარტიის ლიდერი ილან შორი უცხოეთშია, რადგან მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. პარტიაში ეს ფაქტი, პოლიტიკურ დევნად შეაფასეს, ხოლო „შორის“ ლიდერმა ილან შორმა განაცხადა, რომ ამ ქმედებით მაია სანდუს პარტიას, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სურს. უკრაინული მედიის ცნობით, მოლდოვის იუსტიციის მინისტრმა სერჰი ლიტვინენკომ პრორუსული პარტია „შორის“ არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, მთავრობას მიმართა. შეგახსენებთ, რომ პარტია „შორი“ ბოლო თვეებში ანტისახელისუფლებო აქციებს მართავდა. კიშინიოვში ბოლოს ფართომასშტაბიანი მიტინგი კვირას გაიმართა.  

უკრაინის დაზვერვა: განეიტრალებულია დივერსანტების ჯგუფი, რომლებიც უკრაინელი სამხედრო მეთაურების მკვლელობას გეგმავდნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოახერხა რუსული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის განეიტრალება, რომელიც გეგმავდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურების მკვლელობას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: რუსმა ოკუპანტებმა, ერთ დღეში 780 სამხედრო დაკარგა „მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო პერსონალური მონაცემების შეგროვება და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების საბრძოლო ნაწილების მეთაურების ადგილმდებარეობის შესწავლა“, - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლატვიის ქალაქ რეზეკნეში, საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლი აიღეს

ლატვიის ქალაქ რეზეკნეში, ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, დღეს საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. ლატვიაში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს დემონტაჟი დილით ადრე, დაახლოებით 5 საათზე დაიწყო. ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ძეგლთან ხალხის მცირე ჯგუფი შეიკრიბა. ლატვიაში დემონტაჟისთვის განკუთვნილი საბჭოთა ძგლი „გაუჩინარდა“ ერთი დღით ადრე, 8 ნოემბერს, რეზეკნის მერმა ალექსანდრე ბარტაშევიჩმა, რომელიც პრორუსულ პარტიას „თანხმობა“ წარმოადგენს, აღიარა, რომ საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლის დემონტაჟი კანონით განსაზღვრულ ვადაში - 15 ნოემბრამდე იყო დაგეგმილი. ფინეთში ლენინის ბოლო ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა თავის მიმართვაში ბარტაშევიჩმა თქვა, რომ „ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა, რომ ბარბაროსულ ქმედებებს თავიდან აიცილებდა" და „საღი აზრი გაიმარჯვებდა".  შეგახსენებთ, რომ ლატვიის სეიმმა, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.   

კახა კალაძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციაზე: თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს

ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციას. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ანგარიში მიიღო „მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს ის. რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი სამშობლოსთვის და ხალხისთვის. შესაბამისად, ის რაც არის მოცემული რეზოლუციაში ამ ყველაფერს ნამდვილად არ ვეთანხმები. რაც შეეხება ევროპულ გზას, ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, იგივე თუნდაც 12 პუნქტიანი დათქმა, ის რაც იყო წარმოდგენილი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებული და გაკეთებული იქნება. იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”, - განაცხადა კალაძემ.  

უკრაინა: ოკუპანტებმა მარიუპოლის გარეუბნები დანაღმეს

დონეცკის ოლქში რუსმა დამპყრობლებმა, ოკუპირებული მარიუპოლის გარეუბნების დანაღმვა დაიწყეს.  უკრაინა: ოკუპირებული მარიუპოლის გარშემო, რუსეთის ძალები თავდაცვის ხაზს აგებენ ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე განაცხადა და ამ ტერიტორიების რუკა გამოაქვეყნა. „რუსებმა მარიუპოლის გარეუბნების დანაღმვა დაიწყეს. ოკუპანტები გარეუბნებს ამაგრებენ არა მხოლოდ „დრაკონის კბილების“ დაყენებით. აგრობაზა-ბერდიანსკი-შევჩენკო-პრიაზოვსკოე ხაზის გასწვრივ დამპყრობლებმა დაიწყეს გზებისა და მინდვრების დანაღმვა“, - წერს ანდრიუშჩენკო. უკრაინა: მარიუპოლის პორტში სამხედრო ტვირთით, ოკუპანტების გემები პირველად შევიდნენ მისივე თქმით, ეს ყველაფერი ქალაქის დაჩქარებულ და გაძლიერებულ გამაგრებაზე მიუთითებს. შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი 2022 წლის მარტის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებს ბლოკირებული აქვთ. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული აგრესიის შედეგად, ქალაქის ინფრასტრუქტურის 95%-ზე მეტი განადგურებულია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: რუსეთმა ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი დაკარგა

რუსეთმა, სავარაუდოდ, დაკარგა თავისი ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი, - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში, კოლიმ კალიმ განაცხადა. უკრაინის გენშტაბი: რუსმა ოკუპანტებმა, ერთ დღეში 780 სამხედრო დაკარგა „პუტინმა მარცხი განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე იყო“,- განუცხადა კოლიმ ჟურნალისტებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ საქართველოში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთწლიან კურსს იწყებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთწლიან კურსს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.  „ვიწყებთ ერთწლიან კურსს კიბერდანაშაულთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად. სწავლებაში ჩართულები არიან ქართველი კიბერუსაფრთხოების ექსპერტები, გამომძიებლები და პროკურორები, რომლებიც კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიცირებული სასამართლო ექსპერტები გახდებიან. სწავლებას უძღვება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ოვი კეროლი“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.   

ჯანდაცვის სამინისტრო: კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.ცნობისთვის, კოვიდსტატისტიკა ამა წლის, მაისიდან კვირაში ერთხელ ქვეყნდებოდა. ბოლოს კი, ოქტომბრის დასაწყისში, ერთი თვის მონაცემები გამოქვეყნდა.  

გარემოს ეროვნულ სააგენტოს საველე პორტატული გეოლოგიური აპარატურა გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტს საველე პორტატული გეოლოგიური აპარატურა გადაეცა, რაც საველე გეოლოგიური კვლევების დროს სპეციალისტების შესაძლებლობების გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. "ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ფიცხელაური ესწრებოდა, სადაც სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი იყო მოხსენებები თემაზე - გეოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობისა და საველე სამუშაოების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, „კატასტროფების რისკის მართვის გლობალური ინიციატივის“ (GIDRM) პროექტის ფარგლებში გაიმართა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

რომის პაპი: უკრაინაში ომი „იარაღის ინფანტილური ლოგიკით" ვერ დასრულდება. საჭიროა დიალოგი

რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომი „იარაღის ინფანტილური ლოგიკით" ვერ დასრულდება, ამისთვის საჭიროა დიალოგი. რომის პაპის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის უფლება ლავროვმა არ მისცა „მე ვსაუბრობ ომზე, რომლის მსხვერპლიც გახდა ტანჯული უკრაინა...და სხვა კონფლიქტები, რომლებიც იარაღის ინფანტილური ლოგიკით არასდროს გადაწყდება. ეს კონფლიქტები მხოლოდ დიალოგის რბილი ძალით გადაწყდება“, - აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ.  რომის პაპს გადასცეს რუსული ნაღმის ნამსხვრევი, რომელმაც ირპენში ეკლესიის ფასადი გაანადგურა პონტიფიკოსმა გაიხსენა ბაჰრეინში მისი ბოლო ვიზიტი და დიალოგის პრაქტიკის აუცილებლობაზე ისაუბრა.  „ბაჰრეინში, როგორც ჩვეულებაა აღმოსავლეთში, ადამიანები გულზე ხელებს იდებენ, როცა ვინმეს ესალმებიან. მე ასევე ვაკეთებდი იმისთვის, რომ ვისაც შევხვდი, საკუთარ თავში ამ ადამიანებისთვის ადგილი შემექმნა. მიმღებლობის გარეშე დიალოგი ცარიელი რჩება, ის რჩება იდეების საქმედ და რეალობაში ვერ ხორციელდება“, - დასძინა პაპმა ფრანცისკემ.  

მარკ ცუკერბერგი: META 11 000-ზე მეტ მუშაკს ათავისუფლებს

Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta, 11 000-ზე მეტ თანამშრომელს, არასტაბილური შემოსავლების გამო ათავისუფლებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის წერილშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. „მე გადავწყვიტე, რომ ჩვენი გუნდი დაახლოებით 13%-ით შემცირდეს და 11000-ზე მეტი ჩვენი ნიჭიერი თანამშრომელი გავათავისუფლო. ჩვენ ასევე ვდგამთ დამატებით ნაბიჯებს, რათა გავხდეთ უფრო მოქნილი და ეფექტური კომპანია დისკრეციული ხარჯების შემცირებითა და პირველი კვარტლის განმავლობაში თანამშრომლების დაქირავების შეჩერების გზით“, - ნათქვამია განცხადებაში. გათავისუფლებულ თანამშრომლებს ცუკერბერგი  3,5 თვის (16 კვირის) და ერთი კვირის განმავლობაში ხელფასის ოდენობის კომპენსაციას დაჰპირდა.   

საქართველოს მთავრობა, 2023 წლიდან მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დადგენას გეგმავს

დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი: ქვეყანა გეგმავს მედიკამენტების ზღვრული ფასი განსაზღვროს - ჯანდაცვის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება კერძოდ, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში  ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.  „რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა,  სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.   

ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება - აზარაშვილი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია დაფინანსდება.  როგორც ცნობილია, პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. „რეაბილიტაციის კომპონენტის გარდა, სამინისტრო, ინსულტის მძიმე შედეგების პრევენციის ახალი მოდელის დანერგვაზეც მუშაობს - ინსულტის შემთხვევაზე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს რეაგირებას და პაციენტს, ჩვენების მიხედვით, იმ კონკრეტულ კლინიკებში გადაიყვანს, სადაც მას ოპერატიულად დაეხმარებიან. აღნიშნული მოდელით, იმ შემდეგი გართულებების პრევენციას მოვახდენთ, რასაც შესაძლოა, რეაბილიტაცია დაჭირდეს ან საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს პაციენტი“, - განაცხადა აზარაშვილმა.  

ბენი განცმა ისაუბრა, რატომ არ აწვდის ისრაელი უკრაინას შეიარაღებას

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა, ამ რანგში ბოლო საჯარო გამოსვლისას რამდენიმე საკითხზე ისაუბრა და მათ შორის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თემაც განიხილა.  ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელის პრემიერად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს „ჩვენ არ გვაქვს ამისთვის საკმარისად დიდი საწარმოო ბაზა“, - აღნიშნა ბენი განცმა.  საგულისხმოა, რომ ასეთი ვერსია უკრანისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე პირველად გაჟღერდა.  უკრაინა და ისრაელი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ „ცხადია, რომც შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკა [უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხში], შეუძლებელია ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგის დაცარიელება“, - თქვა განცმა.  „ჩვენ ყოველდღე ვამოწმებთ, რა შეიძლება, გაკეთდეს და როგორ შეიძლება, გავაფართოოთ ჩვენი დახმარება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის უკან NATO დგას.“ 16 ოქტომბერს, ისრაელის ისრაელის დიასპორის მინისტრმა განაცხადა, რომ დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს. თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 19 ოქტომბერს დააფიქსირა პოზიცია, რომ ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება. უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმა დმიტრო კულებას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს 24 ოქტომბერს მოუწოდა, ჩამოყალიბდეს, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. მისი განმარტებით, კიევი ისრაელს დახმარებას 2014 წლიდან სთხოვს.  

უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა, ხერსონის რაიონში ხუთი ხიდი ააფეთქეს

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, სერხიი ხლანმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შესაჩერებლად, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონში ხუთი ხიდი ააფეთქეს. უკრაინის გენშტაბი: რუსმა ოკუპანტებმა, ერთ დღეში 780 სამხედრო დაკარგა „ააფეთქეს ხიდი ნოვოკაირიში, ააფეთქეს ხიდი მილოვში. ანუ, ოკუპანტები ახლა აფეთქებენ აბსოლუტურად ყველა ხიდს, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზეა", - განაცხადა ხლანმა. აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე: რუსეთმა ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი დაკარგა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.