ძებნის რეზულტატი:

ელჩი დეგნანი: საქართველოს ისტორიაში ბევრი მაგალითია, როდესაც ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თავდაცვის ძალისხმევის მხარდასაჭერად

საქართველოს ისტორიაში ბევრი მაგალითია, როდესაც ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თავდაცვის ძალისხმევის მხარდასაჭერად. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს კონფერენციაზე „ქალები საყოველთაო თავდაცვისთვის“ განუცხადა. „ეს კონფერენცია არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ გავაერთიანოთ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები, რათა ისაუბრონ NATO-ს ყოვლისმომცველ თავდაცვის კონცეფციასა და საქართველოს მიდგომაზე ამ კონცეფციის განსახორციელებლად. ელჩი დეგნანი მმართველ პარტიას და ოპოზიციას პოლარიზაციის დაძლევისა და რეფორმებზე კონცეტრირებისკენ მოუწოდებს ქალები ცენტრალურ როლს ასრულებენ ყოვლისმომცველი თავდაცვის კონცეფციაში და ამაზე უფრო მეტად ვისაუბრეთ დღევანდელ კონფერენციაზე. საქართველოს ისტორიაში ბევრი მაგალითია, როდესაც ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, თავისი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს ეხება თამარ მეფეს და ბევრ ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ქალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს თავდაცვის ძალისხმევის მხარდასაჭერად. ეს კონცეფცია თანამედროვე ვერსიაა იმისა, რაც ხდებოდა წარსულში და რაც მოიცავს მზაობას და საზოგადოების ჩართულობას ისეთ საკითხების მიმართ, როგორიცაა, სტიქიური უბედურებები, წყალდიდობა ან მიწისძვრა, ან რაიმე სახის თავდასხმა ან საზიანო მოქმედება. ასე რომ, NATO-ს ყოვლისმომცველი თავდაცვის კონცეფციის მრავალი განსხვავებული ასპექტია და ჩვენ მათ დღეს გამოვიკვლევთ“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა მედიასთან.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7328 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7366 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.38 თეთრი შეადგინა. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7446 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.80 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1469 ლარს შეადგენს, ასევე, გაუფასურდა ფუნტი და 3.1271 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

თურქეთი არ აპირებს ფოკუსირებას მხოლოდ რუსულ გაზზე, ფსონებს ვდებთ სხვა მიმწოდებლებზე - ენერგეტიკის მინისტრი

თურქეთი არ აპირებს ფოკუსირებას მხოლოდ რუსულ გაზზე, ფსონებს ვდებთ სხვა მიმწოდებლებზე, მათ შორის შეერთებულ შტატებზე, განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმოზმა. „რუსეთი არის მნიშვნელოვანი ენერგომომწოდებელი, რომელიც ბოლო დრომდე ფარავდა ევროპის გაზის მოთხოვნის მესამედს. რაც შეეხება თურქეთს, რუსული გაზი ჩვენი ქვეყნის მოხმარების სულ მცირე 40%-ს შეადგენს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ კონცენტრირებას მხოლოდ ერთ წყაროზე. სამომავლოდ, ჩვენ ვდებთ ფსონს ირანზე, აზერბაიჯანზე, ერაყსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე, ასევე, ყატარსა და ომანზე თხევადი გაზისთვის. ამავდროულად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ალჟირთან და თუნდაც ნიგერიასთან. საჭიროების შემთხვევაში, ვყიდულობთ თხევად გაზს აშშ-დან“, - ციტირებს მინისტრს სააგენტო Anadolu. რუსეთი თურქეთისთვის გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსულ გაზზე მოთხოვნა 44 პროცენტს შეადგენს.

ცნობილია, რა საკითხები განიხილეს მთავრობის სხდომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 10 საკითხი განიხილეს. „განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება საქართველოს კანონის პროექტში - „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. კერძოდ, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. აგარეთვე, განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება 2013 წლის 21 თებერვლის N 36 დადგენილებაში - ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. კერძოდ, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედდება ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის პროგრამა, რაც პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თავიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. ინსულტის, თავის და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტის 1 თვის ბიუჯეტი 919 250 ლარს შეადგენს. პროგრამების წლიური ბიუჯეტი კი 11 მილიონი ლარია. აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, დაახლოებით, 770 მილიონი ლარით იზრდება, რაც უწყებას საშუალებას მისცემს გაზარდოს, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე - სხვა, მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ქობულეთში, მეჩეთს ცეცხლი გაუჩნდა

ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში, მეჩეთი დაიწვა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს გამოძიება.  

სტოლტენბერგი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო, როგორ წვრთნიან ბრიტანეთის, კანადისა და ლიეტუვის ძალები უკრაინელ სამხედროებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაერთიანებული სამეფო უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის შეაქო. სტოლტენბერგი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს ბენ უოლესთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთით იმყოფებოდა, სადაც უკრაინის ჯარებს ბრიტანეთის, კანადისა და ლიეტუვის ძალები წვრთნიან. სტოლტენბერგმა ტრენინგს უწოდა „მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ღირებული მოკავშირეა გაერთიანებული სამეფო. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, მოკავშირეებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ და თურქეთმა, ათასობით უკრაინელი მოამზადეს. გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას, სტოლტენბერგი ასევე ხვდება პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლერლისს. ლონდონში მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, შეეხება რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და ალიანსის ადაპტაციის გაგრძელებას.  

გერმანიამ უკრაინას IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები მიაწოდა

გერმანიამ უკრაინას IRIS-T SLM ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები მიაწოდა, განაცხადა გერმანიის მთავრობამ. გარდა ამისა, უკრაინამ სხვა სამხედრო დახმარებაც მიიღო, მათ შორის 5 სატანკო გადამზიდი და ამწე. გერმანული მხარის ცნობიტ, ბერლინი უკრაინას ასევე აწვდის ნაღმების გამწმენდ სისტემებსა და სხვა აღჭურვილობას. 11 ოქტომბერს, გერმანიამ უკრაინას პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ი მიაწოდა. IRIS-T SLM არის გერმანული წარმოების ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა. სისტემა შეიმუშავა გერმანულმა თავდაცვის კომპანია Diehl Defence-მა. სისტემა შექმნილია ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე თვითმფრინავების, ვერტმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად.  

რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. სუროვიკინმა თავდაცვის მინისტრს აცნობა, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სამხედროების გადაყვანით მათ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ. უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა, ხერსონის რაიონში ხუთი ხიდი ააფეთქეს „გეთანხმებით. განაგრძეთ ჯარების გაყვანა", - თქვა შოიგუმ. სერგეი სუროვიკინის თქმით, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე დაბანაკებული დაჯგუფების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება შეუძლებელია. „გთავაზობთ, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროს დაკავებას თავდასაცავად. ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამავდროულად, ჩვენ შევინარჩუნებთ, ყველაზე მნიშვნელოვანს, ჩვენი სამხედროებისა და შეიარაღებული დაჯგუფებების ბრძოლიუნარიანობას, რომელთა დაყოვნებაც მარჯვენა სანაპიროზე უპერსპექტივოდ გამოიყურება“, - განაცხადა სუროვიკინმა. მისივე თქმით, ოკუპირებული ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის პროცესი უახლოეს დროში დასრულდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იენს სტოლტენბერგი იტალიას ეწვევა

10 ნოემბერს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი იტალიას ეწვევა. ამის შესახებ Europetime-ს ალიანსის პრესსამსახურმა აცნობა.  გენერალური მდივანი შეხვდება იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის და თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოს. სტოლტენბერგი ასევე გამოვა სიტყვით NATO-ს კიბერ თავდაცვის კონფერენციაზე, რომელსაც იტალია და შეერთებული შტატები, რომსი მასპინძლობენ.   

არესტოვიჩი: რუსული ჯარები არ ტოვებენ ხერსონს, ისინი უკრაინულმა ძალებმა განდევნეს

რუსული ჯარები არ ტოვებენ ხერსონს, ისინი უკრაინულმა ძალებმა განდევნეს. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.  უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა, ხერსონის რაიონში ხუთი ხიდი ააფეთქეს „რუსეთის ჯარის ხერსონიდან გაგდება მძიმე ბრძოლების, მოწინააღმდეგის თავდაცვის მეთოდურად გარღვევით, მძიმე, სისხლიანი შრომის შედეგად მოხდა. ძვირფასო ხერსონელებო, აი ჩვენ ვბრუნდებით, თქვენც ბრუნდებით... კეთილი იყოს თქვენი სახლში მობრძანება.  ბრძოლა მარჯვენა სანაპიროზე, გარკვეული დროის განმავლობაში ისევ გაგრძელდება. ამის შემდეგაც არ იქნება ვითარება მარტივი და სტაბილური“, - წერს არესტოვიჩი Facebook-ზე.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ხერსონიდან გასვლის შემდეგ, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების მზადყოფნის შესახებ აცხადებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა და ეს პოზიცია უცვლელი რჩება.  „რუსული მხარე კვლავ ღიაა უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის, მზად არის წარმართოს მოლაპარაკებები იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ამ მომენტში ვითარდება“, - აღნიშნა ზახაროვამ. მისივე თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე.  

ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის რეგიონში, ოთხ სამხედრო ადმინისტრაციას ქმნის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის რეგიონში ოთხი სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა მან შესაბამის ბრძანებას ხელი 9 ნოემბერს მოაწერა. ხერსონიდან გასვლის შემდეგ, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების მზადყოფნის შესახებ აცხადებს პრეზიდენტმა განკარგულებით „საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ" კანონის ფარგლებში, შემდეგი ადმინისტრაციები შეიქმნა:  ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის დოლმატოვსკაიას სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის გოლოპრისტანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონის კახოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონის კრესტოვსკის სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია. „უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, ხერსონის რეგიონულმა სახელმწიფო ადმინისტრაციამ, „სამხედრო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ უკრაინის კანონის მიხედვით მიიღოს ზომები, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო ადმინისტრაციების ფორმირებასთან, რომელიც ამ განკარგულების პირველ მუხლშია მითითებული", - ნათქვამია დოკუმენტში. 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა.   

მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთმა შესაძლოა, ხერსონი უბრძოლველად არ დატოვოს

ნიშანს ვერ ვხედავთ, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებს.  რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა.  ხერსონიდან გასვლის შემდეგ, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების მზადყოფნის შესახებ აცხადებს „ქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებს. ნიშანს ვერ ვხედავთ, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებს. რუსული ჯგუფების ნაწილი ქალაქშია დარჩენილი, რეგიონს დამატებითი რეზერვები უერთდებიან. უკრაინა ტერიტორიებს დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ათავისუფლებს და არა დადგმულ სატელევიზიო განცხადებებზე“, - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.  ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის რეგიონში, ოთხ სამხედრო ადმინისტრაციას ქმნის 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა.   

ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნაზე თანაპარტიელების განცხადებას უპასუხა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნის თაობაზე თანაპარტიელების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კოლეგების ბრიფინგზე „ახალი არაფერი თქმულა". ირაკლი ნადირაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს „მსურს, ყველამ იცოდეს - მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები, მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. მით უმეტეს, შიდა პარტიულ არჩევნებში და მით უმეტეს მაშინ, როცა არცთუ ისე ცოტა სათქმელი დამიგროვდა. ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ ამ არჩევნებისათვის“, - განაცახდა მელიამ. მისივე თქმით, უახლოესი პერიოდი აუცილებლად გამოაჩენს, რა იყო ამ საკითხის ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად გამოტანის რეალური მიზეზეზი და მიზანი, მით უმეტეს, რომ დღეს მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი შეფასებები. „სწორედ ამ კონსულტაციების ფარგლებში, მე პარტიის შიგნით არჩევნების საკითხი ღიად დავაყენე თვენახევრის წინ - გავაკეთე ეს საკუთარი ინიციატივითა და იმ ადამიანების თანდასწრებით, ვინც დღეს ითხოვს არჩევნებს. არჩევნების საკითხზე იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი იყო მხოლოდ, როდის და როგორ ჩატარდებოდა არჩევნები. თუ რაიმე არის ჩემთვის კომფორტული - არის არჩევნები, ღია საჯარო და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის ჩართულობით. არჩევნები, სადაც ათობით ათასი პარტიის მხარდაჭერი მიიღებს მონაწილეობას, სადაც ათი ათასობით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერსთვის მექნება სიმართლის თქმის საშუალება, რათა მათ გააკეთონ გააზრებული და პარტიისა და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული არჩევანი“, - აღნიშნა მელიამ. 

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გასვლა ხერსონიდან, ალიანსის მიერ უკრაინის წარმატებული მხარდაჭერის დასტურია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, CNN-ს განუცხადა, რომ ხერსონიდან რუსული ჯარების ნაწილობრივი გასვლა,  უკრაინისადმი ალიანსის წარმატებულ მხარდაჭერას ადასტურებს.  „ეს აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამბედაობასა და მონდომებას, ისევე როგორც მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. „უახლესი ტექნოლოგიების მართვაში უკრაინასთან სამხედრო წვრთნების ერთობლიობა და ამ ქვეყნის მოქალაქეების გამბედაობა, გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ წარმატებას და გავათავისუფლოთ ტერიტორიები, რაც ახლა ხდება ხერსონის გარშემო“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. „რუსეთმა განიცადა მძიმე დანაკარგები. მათ რეალურად უკრაინაში თავიანთი სახმელეთო ძალების დაახლოებით 80% გაგზავნეს. დანაკარგები ეხება პერსონალსა და აღჭურვილობას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ, რისი მიღწევა შეძლეს უკრაინელებმა მოკავშირეების და NATO-ს პარტნიორების მხარდაჭერით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დიდი სამხედრო პოტენციალი. „ჩვენ ვნახეთ სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ელექტროსადგურებზე. ამიტომ, ომი არ დასრულებულა და ჩვენ არ უნდა გადავაფასოთ რუსეთის შეიარაღებული ძალების სისასტიკე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.   

ბრიტანეთმა უკრაინას, კიდევ 1000 საზენიტო რაკეტა გადასცა

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის, ათასამდე საზენიტო რაკეტის გადაცემის პროცესს მალე დაასრულებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განაცხადა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, თუ რომელი ტიპის რაკეტები გადასცა უკრაინას. ამ დრომდე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამ აღჭურვილობით თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტების განეიტრალებაა შესაძლებელი, რაც უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება. ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ ოქტომბრის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ უკრაინისთვის საზენიტო რაკეტების გადაცემას გეგმავდა.   

ლევან დავითაშვილი: ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია

„ევროპა ეძებს ალტერნატიურ ენერგომომარაგების წყაროებს, ალტერნატიულ მარშრუტებს ზოგადად ევროპის ეკონომიკისთვის, ალტერნატიულ დაკავშირებას აზიასთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან - ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას შეუძლია  მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორის როლი შეასრულოს“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და თავს ევროკომისიაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.  მისივე თქმით, საქართველოს ამ თანამშრომლობისთვის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს. „ამაზე ვისაუბრეთ ევროკომისრებთან შეხვედრაზე, ასევე  ტრანსპორტისა და ენერგეტიკის   სფეროში თანამშრომლობაზე და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დღეს აქტუალურია მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ევროპაში“, - აღნიშნა დავითაშვილმა.  ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ისეთივე საინტერესო უნდა იყოს, როგორც საქართველოსთვის არის ევროკავშირი მნიშვნელოვანი. „ევროკომისრებთან ასევე ვისაუბრეთ  იმ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან - ჩვენს ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.  

Financial Times: უზბეკეთმა ევროკავშირს, პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქ უსმანოვისთვის, სანქციების გაუქმება სთხოვა

უზბეკეთის ხელისუფლება, USM ჰოლდინგის დამფუძნებლის, ალიშერ უსმანოვისა და მისი დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას ლობირებდა. ამის შესახებ The Financial Times-ის წყაროებმა განაცხადეს. როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, უზბეკეთის ოფიციალურმა პირებმა, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან ბოლო შეხვედრებით ისარგებლეს და ალიშერ უსმანოვისთვის დაწესებული სანქციების გამო, შეშფოთება გამოხატეს. „ტაშკენტი ამტკიცებს, რომ შეზღუდვები ხელს უშლის უსმანოვს ინვესტირებას იმ ქვეყნის ეკონომიკაში, რომელთანაც მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს. ქვეყნის ხელისუფლება ასევე მზადაა, იურიდიული დახმარება გაუწიოს ბიზნესმენს, თუ ევროკავშირი უარს იტყვის შეზღუდვების მოხსნაზე“, - წერს გაზეთი. „ჩვენ არ შეგვიძლია კომენტარის გაკეთება უზბეკეთის მთავრობის ქმედებებზე, მაგრამ სანქციები ხელს უშლის საინვესტიციო და საქველმოქმედო პროექტებს“, - განუცხადა უსმანოვის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს. 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.     

ბენ უოლესი: ბრიტანეთი ზამთრის პერიოდში უკრაინის დახმარებას გააძლიერებს

ბრიტანეთი უკრაინის არმიისთვის, ზამთარში დახმარებას გაზრდის. ბრიტანეთმა უკრაინას, კიდევ 1000 საზენიტო რაკეტა გადასცა ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა Reuters-ს განუცხადა. დღეს უოლესი, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად, ეწვია ლიდის სამხედრო ბანაკს კენტში, სადაც უკრაინელი სამხედროებს Interflex-ის პროგრამის ფარგლებში წვრთნიან. მანამდე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას,  უკიდურესი ყინვების პირობებისთვის დამატებით მიაწვდის 12 ათას საძილე კომპლექტს მიაწვდის.   

ესპანეთმა უკრაინას, პაციენტების დისტანციურად კვლევისთვის, 20 სამედიცინო რობოტი გადასცა

ესპანურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Help to Ukraine-მ, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს, პაციენტების დისტანციური კვლევისთვის, 20 სამედიცინო რობოტი Homedoctor-ი გადასცა.  ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. „ამ რობოტების გამოყენებით, უკრაინულენოვანი ექიმები ესპანეთში, შემდეგ კი უკრაინაში, პაციენტების გამოკვლევას ქვეყნის ყველაზე მიუწვდომელ რეგიონებში ომის პირობებში, დისტანციურად შეძლებენ", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციაში.