ძებნის რეზულტატი:

ეგზითპოლის თანახმად, ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში თოყაევი 85%-ით ლიდერობს

ეგზითპოლის შედეგად, რომელიც ასტანის ტელეარხის დაკვეთით, საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევს 85,52%-მა მისცა ხმა, იუწყება Trend. ამომრჩეველთა აქტივობამ 67,71% შეადგინა. 20 ნოემბერს ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 22:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 69,43% შეადგინა. ამასთან, ღია საზოგადოების რეგიონული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, თოყაევს 82 პროცენტზე მეტმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი. თოყაევის თქმით, არჩევნები კანონის შესაბამისად ჩატარდა. ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს მისი თქმით, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს თანაბარი შესაძლებლობა მიეცა. „თითოეულ ამომრჩეველს მიეცა არჩევანის თავისუფლება. კამპანია იყო სამართლიანი და ღია", - განაცხადა თოყაევმა.

უკრაინული მედია: ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ხარკოვის რეგიონში დასახლებულ პუნქტებზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მსხვერპლის შესახებ მონაცემები, ამ დროისთვიც უცნობია. მათივე ცნობით, რუსმა სამხედროებმა  ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სუმის რეგიონი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამჯერ დაბომბეს. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მოსკოვის ცენტრში ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში კომსომოლსკაიას მოედანზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, შვიდამდე გაიზარდა. ხანძარი აგურის ორსართულიან საწყობში, რომელიც კომსომოლსკაიას მოედანზე მდებარეობს, 20 ნოემბერს შუადღისას გაჩნდა. ხანძრის ფართობი 2,5 ათასი კვადრატული მეტრი იყო. შუაღამემდე ხანძარი მთლიანად ჩაქრა. 21 ნოემბრის დილას, მეხანძრეებმა შვიდი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ხანძრის ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყებამ ხანძრის გამომწვევ მიზეზად „საქონლის არასათანადო შენახვა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა“ დაასახელა.  

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა, დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან მოვიგერიეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, დამპყრობლების თავდასხმები დონეცკის ოლქის ბახმუტის, ბელოგოროვკას, კურდიუმოვკას, მარინკას, ნოვომიხაილოვკას, პერვომაისკოეს, პოდგოროდნოიეს, სადავო, სტელმაჰოვკას და იაკოვლევკას დასახლებებში მოიგერიეს. „გასული დღის განმავლობაში მტერმა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 2 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი დაბომბვა განახორციელა. რუსული სარაკეტო დარტყმის ქვეშ იყო ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.  ვოლინსკის, პოლესკის და სივერსკის მიმართულებებში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მტრის შემტევი დაჯგუფებების ფორმირების ნიშნები არ გამოვლენილა. ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო რაიონებში სლობოჟანსკის მიმართულებით, მტრის გარკვეული ნაწილები აგრძელებენ დავალებების შესრულებას და რუსეთ-უკრაინის საზღვრზე საჩვენებელი და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელებას. კუპიანსკისა და ლიმანსკის მიმართულებებზე, მტერი იცავს ადრე ოკუპირებულ ხაზებს. საარტილერიო დაბომბვა დაფიქსირდა, კერძოდ, ხარკოვის ოლქის დასახლებების კროხმალნოესა და ტაბაევკას რაიონებში; ლუგანსკის ოლქში მაკეევკა, ნევსკოე, ნოვოსელოვსკოე, პლოშჩადკა და სტელმახოვკა და დონეცკის ოლქში ბერესტოვოე. ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებებზე, მტერი თავის ძირითად ძალისხმევის კონცენტრირებას შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე ახდენს. ახორციელებს დაბომბვას ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან. ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მტერი თავდაცვითია. კრივი როჰისა და ხერსონის მიმართულებით მტერი ახორციელებს პოზიციურ თავდაცვას, აუმჯობესებს საფორტიფიკაციო აღჭურვილობას და ლოგისტიკურ მხარდაჭერას მოწინავე ნაწილებისთვის. ჩვენი ჯარების პოზიციების გასარკვევად და საარტილერიო ცეცხლის გასწორების მიზნით, უპილოტო საფრენი აპარატი ახორციელებს საჰაერო დაზვერვას“, - ნათქვამია, უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გერმანიამ პოლონეთს, საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი შესთავაზა

გერმანიამ ვარშავას, სარაკეტო თავდაცვის სისტემა „პატრიოტი“, რათა მას, გასულ კვირას უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმაროს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა. „ჩვენ შევთავაზეთ პოლონეთს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების მხარდაჭერა - ჩვენი Eurofighters-სა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, - თქვა ლამბრეხტმა. სახმელეთო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა Raytheon's Patriot-ი, რაკეტების გასანეიტრალებლადაა შექმნილი.  ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.  

პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს, ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი იყო - მორავეცკი

პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, სანა მარინთან შეხვედრისას განაცხადა. „ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსული გაზი ისეთივე სახიფათოა, როგორც რუსული ტანკები. ეჭვი არ გვეპარება, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ჰიბრიდული თავდასხმა იყო რუსეთის ქმედებების პრელუდია. პოლონეთმა ააშენა კედელი ბელარუსის საზღვართან და ვაპირებთ, ავაგოთ ბარიერი პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე კალინინგრადის რეგიონში. ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება ადგილობრივი საკითხი არ არის და გლობალური განზომილება აქვს. NATO არის ყველაზე ძლიერი სამხედრო კავშირი ისტორიაში, მაგრამ ძალა ეყრდნობა ყველა სახელმწიფოს ძალას და სოლიდარობას“, – განაცხადა მორავეცკიმ.  

ტრამპი Twitter-ზე დაბრუნებას აღარ გეგმავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ანგარიში, ცოტა ხნის წინ Twitter-ზე განბლოკეს, სოციალურ ქსელში დაბრუნებას არ გეგმავს. პოლიტიკოსმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „სოციალურ ქსელში მომხმარებლების ვარდნა და ძალიან ბევრი ყალბი ანგარიში", დაასახელა. ტრამპმა ყველა მხარდამჭერი, თავის სოციალურ ქსელში მიიწვია. „ქსელზე მომხმარებელთა წვდომა მზარდია და ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე Twitter-ი", - თქვა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა. მანამდე Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა გამოაქვეყნა გამოკითხვა, აღედგინა თუ არა დონალდ ტრამპის ანგარიში. კენჭისყრის შედეგები აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის სასარგებლოდ გადაწყდა და მილიარდერმა, პოლიტიკოსის ანგარიში განბლოკა.  

არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე - სააკაშვილი

არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოწამლლია. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქშია - ზელენსკი

აღმოსავლეთში თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდომმიმართვისას განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკში მიმდინარეობს. „ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქშია. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის გაუარესების გამო დღეს ნაკლები თავდასხმებია, რუსული დაბომბვის შემთხვევები, სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალია. დღის დასაწყისიდან აღმოსავლეთში თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვის დროს. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა სატრანსპორტო დერეფნები ცენტრალურ აზიაში, რუსეთის გვერდის ავლით უნდა ააშენოს

ევროკავშირმა უნდა გააღრმავოს კავშირები ცენტრალურ აზიასთან, რომელიც თავისი ურთიერთობების დივერსიფიკაციის მცდელობისას, რუსეთის გვერდის ავლით, რეგიონში სატრანსპორტო დერეფნების მშენებლობისთვის, ევროკავშირს სასურველ პარტნიორად ხედავს.  ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.   „რადგან ჩვენი ცენტრალური აზიელი პარტნიორები ცდილობენ თავიანთი ურთიერთობების დივერსიფიკაციას, მათ სურთ ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში", - განაცხადა ბორელმა.  მისივე თქმით, საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური აზია თამაშობდა მთავარ როლს, აკავშირებდა შორეულ აღმოსავლეთს ევროპასთან, რადგან „ტვირთები და იდეები „აბრეშუმის გზის“ გასწვრივ წინ და უკან მოგზაურობდნენ“.  „მაგრამ ურთიერთობები უნდა განვითარდეს და მუდმივად განახლდეს ახალი გარემოებების ფონზე. ახლა ცენტრალური აზია გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური თვალსაზრისით მოვლენების ცენტრშია. აშკარაა, რომ რეგიონი ცდილობს ურთიერთობების დივერსიფიკაციას და ევროკავშირი განიხილება, როგორც სასურველი პარტნიორი“, - აცხადებს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი. მისივე თქმოთ, ცენტრალურ აზიაში ახალი დინამიკაა, თუმცა რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის როლი რეგიონში, კვლავ მნიშვნელოვანია. „ევროკავშირმა უნდა გააღრმავოს კავშირები რეგიონთან და გამოიყენოს უზარმაზარი პოტენციალი ენერგეტიკული მარაგების, კრიტიკული ნედლეულისა და რუსეთისგან დამოუკიდებელი ახალი სატრანსპორტო დერეფნების კუთხით ე.წ. შუა დერეფნის ან ტრანსკასპიის დერეფნისკენ“, - განაცხადა დიპლომატმა. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.   

პოლიციამ ზუგდიდში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ე.ც. არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს – 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.  

მედია: ოკუპირებულ მაკეევკაში ნავთობის საცავი ააფეთქეს

დონეცკის რეგიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მაკეევკაში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ხამძარი „ფეთქებადსაშიში საგნის მოხვედრამ“ გამოიწვია.  დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ნავთობის საცავის ტერიტორიაზე, ცეცხლი ორ ცისტერნას მოედო.  ხანძარს 20 ერთეული ტექნიკის გამოყენებით 84 მეხანძრე აქრობდა. უკრაინის ხელისუფლებას მაკეევკაში ხანძრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.  

სამი ოპოზიციური პარტია: საქართველომ შესაძლოა, პარტნიორების მიერ გამოყოფილი ათეული მილიარდი დახმარება დაკარგოს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კრიტიკულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად ვკარგავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პარტნიორს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის განვითარება, - ამის შესახებ სამი ოპოზიციური პარტია - „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის პროდასავლური კურსის მიზანმიმართული საბოტაჟის შედეგად, საქართველომ, შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ათეული მილიარდი დახმარება დაკარგოს, რაც ჩვენი თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კრიტიკულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად ვკარგავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პარტნიორს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა. გარდა ზოგადი კონტექსტისა, ყურადღება გავამახვილოთ განცხადებაზე, რომ მომავალში საქართველოსთვის ფულადი დახმარების გაწევა შესაძლოა ვალდებულებების შესრულებას დაუკავშირდეს. ეს ნიშნავს, რომ მილიარდობით დოლარის ფინანსურ რესურსს საქართველო მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ მიიღებს. მხოლოდ 2023 წლის ბიუჯეტში 2 მილიარდ ლარამდე ფინანსური დახმარებითა და 45 მილიონ ლარამდე გრანტებით დაგეგმილია სხვადასხვა პროექტის განხორციელება, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესება, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება, პოსტ-კოვიდ პანდემიური მდგომარეობის მართვა, აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა, სამელიორაციო სისტემის მოდერნიზაცია, თბილისის მეტროს პროექტი და სხვა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარებების შედეგია საქართველომ 90-იანი წლების დანგრეული ქვეყნიდან აღდგენა რომ შეძლო. მხოლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 6 მილიარდ დოლარზე მეტი აჩუქა, ათასობით სტუდენტს დასავლური განათლების უფასოდ მიღების საშუალება მისცა, საქართველოში განათლების სისტემის განვითარებაზე ასეულობით მილიონის ფულადი რესურსი გამოყო, უდიდესი წვლილი შეიტანა პოლიციელების და ჯარისკაცების პროფესიულ განვითარებაში. არანაკლებია ევროპული კავშირის და მასში შემავალი ქვეყნების მხრიდან გაწეული დახმარება საქართველოსთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

იტალია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, 2023 წელსაც განაგრძობს

იტალიის მთავრობა, უკრაინისთვის 2023 წელს იარაღის მიწოდების მიზნით, პარლამენტს ახალი კანონის მიღებას სთოვს.  ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა.  „იტალიის მთავრობას შეუძლია ყოველ ჯერზე გაუგზავნოს დახმარება უკრაინას, პარლამენტის ნებართვის გარეშე, კანონის საფუძველზე, რომელის ვადაც წლის ბოლოს იწურება. თავდაცვის სამინისტრო მალე შემოგთავაზებთ იგივე ღონისძიების გახანგრძლივებას, რომელიც გაგრძელდება მთელი 2023 წლამდე”, - განუცხადა კროსეტომ გაზეთ Il Foglio-ს. გვიდო კროსეტო, იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის მემარჯვენე პარტიის „იტალიის ძმების“ წევრია, რომელიც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია. „მმართველი კოალიციის ორი სხვა მთავარი წევრი, მატეო სალვინი და სილვიო ბერლუსკონი, უფრო ამბივალენტურები არიან, რადგან ორივეს ისტორიული კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან“, - წერს იტალიური მედია.  

ჯანდაცვის სამინისტრო: მომავალი წლიდან ექიმის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 7 ლარი, ექთნის კი 4,4 ლარით განისაზღვრება

საყოველთაო ჯანდაცვის სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლებს 2023 წლის პირველი იანვრიდან უჩნდებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სამედიცინო პერსონალის, პირველ რიგში ექიმებისა და ექთნების შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. "2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში კი საშუალოდ 1260 ლარით, ხოლო ექთნების შემთხვევაში საათში 4,4 ლარით, თვეში კი საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება. ამასთან, სამინისტროს განმარტებით, ამჟამად 9 ათასამდე ექიმი იღებს მინიმალურ ანაზღაურებაზე ნაკლებ ხელფასს და ექთნების შემთხვევაში ეს რაოდენობა დაახლოებით 8 ათასზე მეტია. ასევე ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წლების განმავლობაში მზარდი იქნება და 2025 წლისთვის ექიმისთვის 9 ლარით, ხოლო ექთნისთვის - 5,6 ლარით განისაზღვრება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ესპანეთსა და პორტუგალიას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 21- 26 ნოემბერს ვიზიტით ესპანეთსა და პორტუგალიას ეწვევა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესპანეთის სამეფოს სენატის სპიკერს, ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის პრეზიდენტსა და პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდება. უწყების ცნობით, შეხვედრები გაიმართება ესპანეთის სენატის და დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, სენატის, დეპუტატთა პალატის და კომიტეტების წევრებთან, ასევე დაგეგმილია პაპუაშვილის შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარესთან და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანთან. „პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ლისაბონის ავტონომიურ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში, სადაც საგარეო პოლიტიკის ექსპერტებსა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ესპანეთსა და პორტუგალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევანი იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშერია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

რას ყიდის საქართველო მსოფლიო ბაზრებზე - საექსპორტო ათეული

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 546.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 68.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.9 პროცენტით გაიზარდა და 3 104.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (571.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (445.5 მლნ. აშშ დოლარი) თურქეთი (349.3 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 842.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 441.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 221.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი). სპილენძის მადნები და კონცენტრატები $842 036.4 ათასი; ფეროშენადნობები $441 196.7 ათასი; აზოტოვანი სასუქები $221 683.1 ათასი; ყურძნის ნატურალური ღვინოები $ 200 258.3 ათასი;  მინერალური და მტკნარი წყლები $91 092.9 ათასი; ელექტროენერგია $84 338.9 ათასი; სპირტიანი სასმელები $84 135.2 ათასი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $73 191.1 ათასი; თხილი და სხვა კაკალი $72 131.2 ათასი; ოქრო $69 234.5 ათასი; დანარჩენი საქონელი $925 087.6 ათასი.  

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი არიან - საქსტატი

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 546.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 34.0 პროცენტით მეტია. „საქსტატის“ ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 68.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.9 პროცენტით გაიზარდა და 3 104.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. აღნიშნულ პერიოდში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (571.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (445.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (349.3 მლნ. აშშ დოლარი). „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 842.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 441.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 221.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი).  

ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ - ზელენსკი

ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა. „ღირსებისა და თავისუფლების დღეს უკრაინელები „დამოუკიდებლობის მაიდანზე“ შეიკრიბებიან. „იქ, სადაც ყოველთვის იყო დაცული ღირსება და თავისუფლება. იქ, სადაც აღვნიშნავთ უკრაინის გამარჯვების დღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ახალმა ზელანდიამ, რუსეთისა და ბელორუსის 22 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ რუსეთისა და ბელორუსის 22 მოქალაქეს, ასევე ნავთობისა და გაზის და ფოლადის სექტორის ზოგიერთ საწარმოს სანქციები დაუწესა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ახალი ზელანდიის სანქციების მორიგი პაკეტი ვრცელდება რუსეთისა და ბელორუსიის 22 მოქალაქეზე, რომლებიც, ახალი ზელანდიის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინაში საომარ მოქმედებებს უჭერენ მხარს. სანქციების ახალ სიაში შედიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ცოლ-შვილი, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა და ბელორუსის პრეზიდენტის ცოლ-შვილი და თავად ალექსანდრე ლუკაშენკო. ასევე, სანქციების ქვეშ მოექცა ზოგიერთი რუსი ბიზნესმენი და მეწარმე. გარდა ამისა, შემაკავებელი ზომები მიიღეს რუსული საწარმოების მიმართ, მათ შორის „რუსეთისთვის ეკონომიკური ან სტრატეგიული მნიშვნელობის, ნავთობისა და გაზის, ფოლადის და ტრანსპორტის სექტორებში და რადარებისა და ელექტრონული აღჭურვილობის წარმოებაში“.