ძებნის რეზულტატი:

გერმანიამ უკრაინას, 30 ერთეული საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი გადასცა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, გერმანიამ კიევს, 30 ერთეული თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი გადასცა.  გერმანიამ უკრაინას ექვსი Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩომ Twitter-ზე დაწერა.  გერმანიამ უკრაინას ოთხი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა „სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, გერმანიამ უკრაინას, 30 ერთეული თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი გადასცა. Gepard-ი გახდა ეფექტური იარაღი ირანული შაჰედ-136 უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ. Gepard-ი გამოიყენება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად“, - აღნიშნავს დიპლომატიური მისია. გერმანული წარმოების სამი Gepard-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი უკრინაშია  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ბრიტანეთს შეუძლია, უკრაინასა და მთელ ევროპაში მშვიდობის თანაავტორი გახდეს

დიდ ბრიტანეთს შეუძლია, უკრაინასა და მთელ ევროპაში მშვიდობის ერთ-ერთი თანაავტორი გახდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.  „ჩვენი სამშვიდობო ფორმულის ერთ-ერთი უპირატესობაა შესაძლებლობა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გამოიჩინონ ლიდერობა ამ ფორმულის პუნქტების განხორციელებაში. ჩვენ ვიწვევთ ჩვენს მეგობრებს, რათა დარწმუნონ საკუთარი თავი იმაში, რაშიც ყველაზე ძლიერები არიან. სწორედ ამის საფუძველზე ვამბობ, რომ გაერთიანებული სამეფოს აქვს შესაძლებლობები, უკრაინასა და მთელ ევროპაში მშვიდობის თანაავტორი გახდეს “, - აღნიშნა პრეზიდენტმა.  

უკრაინა: ზაპოროჟიეში, ოკუპანტებმა მშობლები და ორი ბავშვი დახვრიტეს

ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსმა სამხედროებმა მთელი ოჯახი - მშობლები და ორი შვილი მოკლეს. ამის შესახებ ზაპორიჟიეს გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა, ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. „ერთ-ერთ თემში დახვრიტეს მთელი ოჯახი - მშობლები და მათი ორი არასრულწლოვანი შვილი", - ამბობს სტარუხი. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 18 ნოემბერს, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ კამიშ-ზარიაში, საცხოვრებელ კორპუსში, რუსმა სამხედროებმა მშობლები და მათი 5 და 14 წლის შვილები დახვრიტეს. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში, რუსული აგრესიის შედეგად 437 ბავშვი დაიღუპა და 837 დაშავდა.   11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სენატორ მაკკეინის სახელობის პრემია, უკრაინელ ქალებს გადაეცათ

ჯონ მაკკეინის სახელობის პრემია საჯარო სამსახურში ლიდერობისთვის, წელს უკრაინელ ქალებს გადაეცათ. უკრაინული მედიის ცნობით, ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე, პრიზი, გარდაცვლილი სენატორის ვაჟმა ჯეკ მაკკეინმა უკრაინელ ქალებს გადასცა. ჯილდოს გადაცემისას მან თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 15%-ს ქალები შეადგენენ, მაგრამ გამარჯვებისთვის ისინი, საჰაერო იერიშების დროს, სხვა სამუშაოსაც ასრულებენ. „უკრაინის ქალები უნებლიედ გახდნენ გმირები. გამბედაობით, პატივითა და ღირსებით, ისინი მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცნენ“, - თქვა მაკკეინმა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28  აგვისტოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ, ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის სახელობის პრემია დააწესა.  ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს გარდაიცვალა. ის 81 წლის იყო. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა მკურნალობა შეწყვიტა. მას კიბო ჰქონდა.  

ოლაფ შოლცი პუტინს: შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ თქვენი ჯარები!

შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ თქვენი ჯარები და გაასუფთავეთ გზა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.  ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  „სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ, არ შეიძლება რუსეთმა უკარნახოს უკრაინას. არც ერთი ქვეყანა არ არის მეზობლის უკანა ეზო. არავის აქვს უფლება მიითვისოს სხვისი ტერიტორია“, - ციტირებს Bild-ი გერმანიის კანცლერს. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვან შვილებზე ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  „გვსურს გამოვეხმაუროთ ოჯახური ძალადობის ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციას და განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობას ახორციელებდა, რა დროსაც მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. მას ბრალდება 2022 წლის 18 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ძალადობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ -4 ეპიზოდი). პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, პროკურატურა განმარტებებს აკეთებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მასალის შესახებ, სადაც არასრულწლოვან ბავშვზე ძალადობაა ასახული. „რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ძალადობრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მოიპოვება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ფაქტი ჩადენილია უცხო ქვეყანაში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ასევე უცხო ქვეყნის არასრულწლოვანი მოქალაქის მიმართ,რაზეც არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლებრივი იურისდიქცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.  

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში ,,რეგიონების კვირეული" იწყება

„რეგიონები ორბელიანების სასახლეში" 21 ნოემბერს ,,სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და 3 დღეს გასტანს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  „კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და  მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე. სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის კულტურა და მისი თანამედროვე წარმომადგენელი, სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. ორბელიანების სასახლე იმ ცოცხალ სივრცედ იქცევა, სადაც ადამიანები საერთო ენას იპოვიან ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად და  მისი პოტენციალის წარმოსაჩენად. სვანეთის დღეები არის ,,რეგიონების კვირეულის" პირველი ნაბიჯი, მიზანი კი, მომავლის სვანეთია, ისეთივე დიდებული და საამაყო, როგორც სვანეთის უმდიდრესი და მრავალფეროვანი წარსული. სვანეთის დღეების ფარგლებში, კულტურული პროგრამის პარალელურად, გაიმართება პანელური დისკუსიები სვანეთის თვითმმართველობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

მედია: უკრაინის დახმარების მიზნით იაპონიამ, შესაძლოა, იარაღის ექსპორტზე ემბარგო გააუქმოს

იაპონია, ლეტალური იარაღის ექსპორტზე დაწესებული მკაცრი წესების გადასინჯვას გეგმავს. ამის შესახებ Japan Today- წერს. ამ საკითხის განხილვა, დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იაპონიამ უკრაინას, რუსეთის შეჭრის შემდეგ სამხედრო დახმარება ვერ აღმოუჩინა. იაპონიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ექსპორტზე დაწესებული ემბარგოს გამო ვერ შეძლო. 2022 წლის მარტში, იაპონიის მთავრობამ უკრაინას, თავდაცვის საშუალებები - დამცავი ჟილეტები და ჩაფხუტები გაუგზავნა.  

Washington Post: რუსეთმა ირანთან დრონების წარმოებაზე, ფარული შეთანხმება დადო

რუსეთის ფედერაციამ ირანთან, არასაჯარო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც რუსეთის ტერიტორიაზე დრონების წარმოება უნდა დაიწყოს.  ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა ამის შესახებ  The Washington Post-ი წერს.  „აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის ახალი მონაცემების თანახმად, მოსკოვმა, უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმების ფონზე, თეირანთან, თავის ტერიტორიაზე დრონების წარმოებაზე, ფარული შეთანხმება გააფორმა“, - წერს გამოცემა.   ირანის რეჟიმი რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ზელენსკი მედიის ცნობით, სამმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ თემაზე რუსეთისა და ირანის ოფიციალური პირები თეირანში, ნოემბრის დასაწყისში გამართული შეხვედრისას შეთანხმდნენ.  The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციამ ამ შეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა, ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის დეფიციტის შევსება შეძლოს. ოფიციალური პირების თქმით, შეთანხმება, ასევე მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს სთავაზობს ირანს, მიუხედავად იმისა, რომ თეირანი ცდილობდა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში თავი ნეიტრალურად წარმოეჩინა.  უკრაინის ქალაქების თავზე ირანული თვითმფრინავების გამოჩენამ, ევროპის მხრიდან ახალი ეკონომიკური სანქციების მუქარა გამოიწვია. ოფიციალური პირების თქმით, ირანის ლიდერებს შესაძლოა, სჯერათ, რომ თუ უპილოტო თვითმფრინავების წარმოება რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყება, სანქციების თავიდან არიდებას შეძლებენ.   

ესტონეთი უკრაინას, 27 ავტობუსსა და 13 ელექტროგენერატორს საჩუქრად გადასცემს

ესტონეთი უკრაინას, 27 საქალაქო ავტობუსსა და 13 ელექტროგენერატორს საჩუქრად გადასცემს.  უკრაინაში ავტობუსების გაგზავნის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, და აღნიშნა, რომ უკრაინას სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, ჰუმანიტარული დახმარებაც სჭირდება. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტალინის ხელისუფლებასთან ერთად, უახლოეს მომავალში უკრაინაში, სასწრაფო დახმარების ორი მანქანის გაგზავნას გეგმავს.  

უკრაინა: ლუგანსკში რუსული ქვედანაყოფების რაოდენობა იზრდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპირებულ ლუგანსკში, რუსული სამხედრო ნაწილების რაოდენობა გაიზარდა.  „ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კრასნოესა და სემეიკინოს დასახლებებში, მტერი პერსონალს მიტოვებულ სახლებში ათავსებს და იძულებით ასახლებს ადგილობრივ მოსახლეობას სხვა დასახლებებში“, - აცხადებენ უკრაინული სამხედროები. „ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალების საჰაერო იერიშები, გასულ კვირასთან შედარებით უფრო ინტენსიური გახდა. რუსეთის არმიამ დღეს ორი სარაკეტო დარტყმა და 12 შეტევა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან“, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.  

ანდრი ერმაკი: უკრაინა მოკავშირეებთან, საჰაერო ფარის დეკლარაციაზე მუშაობს

ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის ცნობით, უკრაინა მოკავშირეებთან, საჰაერო ფარის დეკლარაციაზე მუშაობს.  „ჩვენი ქვეყნის ქალაქებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო იერიშების გამო, უკრაინას რას შეიძლება სწრაფად ეფექტური სარაკეტო თავდაცვა სჭირდება. ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად, ზამთრის დადგომამდე. ჩვენი ცის ეფექტური დაცვა უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამიტომ, უკრაინამ, თავის უახლოეს მოკავშირეებთან ერთად, დაიწყო ერთობლივი დეკლარაციის შემუშავება უკრაინის საჰაერო ფარის შესახებ. ჩვენ გვინდა ავაშენოთ ინტეგრირებული მრავალდონიანი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემა უკრაინისთვის. ეს იქნება მნიშვნელოვანი მთელი ევროპის კონტინენტის საერთო საავიაციო უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა ერმაკმა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თურქეთი, დეკემბრიდან ტანკერებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ჩაკეტავს

პირველი დეკემბრიდან თურქეთი, ნავთობის გადამზიდავი გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ჩაკეტავს.  Bloomberg-ის ცნობით, შეზღუდვები შეეხებათ იმ ტანკერებს, რომელთაც დაზღვევა არ ექნებათ.  ახალი წესი, რუსული ნავთობის წინააღმდეგ ევროპული სანქციების დაწესებამდე, რამდენიმე დღით ადრე ამოქმედდება. სანქციების დაწესების შემდეგ, რუსი ნავთობმწარმოებლები, დადგენილ ლიმიტზე მაღალი ფასით ნავთობის ტრანსპორტირების შემთხვევაში, დაზღვევის მიღების შესაძლებლობას დაკარგავენ.  საზღვაო მოძრაობის კონტროლის სისტემაში მომუშავე თურქმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ბოსფორის გადაკვეთის ახალი წესები დაკავშირებულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან, თუმცა თურქეთი მათ ოფიციალურად არ შეუერთდა. ოფიციალური პირის თქმით, ცვლილება გავლენას მოახდენს რუსული ნედლი ნავთობის გადამზიდავ ტანკერებზე, თუ ისინი ვერ უზრუნველყოფენ ზარალის სადაზღვევო გარანტიების წარდგენას, საგანგებო მოვლენების შემთხვევაში, როგორიცაა ნავთობის დაღვრა. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია სრუტეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობასთან. აღსანიშნავია, რომ ნოვოროსიისკიდან რუსული ნავთობის მთელი ექსპორტი, დაახლოებით 650 000 ბარელი დღეში, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს. ევროკავშირი, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს 24 ნოემბერს გამოაცხადებს.   

უკრაინა: რუსეთის ძალებმა ნიკოპოლი დაბომბეს

რუსეთის ძალებმა დნ-პროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა განაცხადა.  დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა და სახლი, ასევე, გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები, რამაც სამი ხანძარი გამოიწვია. დაშავდა ერთი ადამიანი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ილონ მასკის თქმით, დონალდ ტრამპის ანგარიში Twitter-ზე აღდგენილია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელში აღდგენილია. ამის შესახებ Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა. მასკმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა. Twitter-ის მომხმარებლებმა ტრამპის ანგარიშის აღდგენას მხარი დაუჭირეს. მასკის თქმით, Twitter-ის 15 მილიონზე მეტი მომხმარებლის 51,8%-მა ტრამპისთვის აკრძალვის გაუქმებას მისცა ხმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიში 2021 წელს, ძალადობის წაქეზების რისკის გამო დაიბლოკა. მედია წერს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, Twitter-ზე არ დაბრუნდეს, ადრე განაცხადა, რომ საამისოდ ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს.  

უკრაინის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორმა ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებში მუშაობა განაახლა

უკრაინის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორმა Ukrposhta უკვე განაახლა მუშაობა ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილებში. ამის შესახებ რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა. „უკრპოშტამ ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებული დასახლებების 61%-ში მუშაობა დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში. ადმინისტრაციამ, რომ რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქში პენსიების გაცემა განაახლა. ამასთან, ხარკოვის ოლქის ზოგიერთ დასახლებაში უსაფრთხოების ვითარების გამო, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება გადაადგილება. შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, კიევიდან ხერსონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პირველი მატარებელი ჩავიდა. ვაგონები უკრაინელი მხატვრების მიერ იყო მოხატული.  

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კიევიდან ხერსონში პირველი მატარებელი ჩავიდა

18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 22:14 საათზე, კიევიდან ხერსონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი მატარებელი გავიდა. მანამდე, ვაგონებს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. მატარებელი უკრაინელი მხატვრების მიერ, პროექტის „მატარებლები გამარჯვებისკენ“ ფარგლებში მოხატული ვაგონებით ჩავიდა. პირველმა მატარებელმა ხერსონში 200 მგზავრი ჩაიყვანა. პროექტი „უკრზალიზნიცისა“ და UNITED 24-ის ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ერმაკის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი გაზაფხულზე დასრულდეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრი ერმაკს მიაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინაში ომი გაზაფხულზე დასრულდეს.  ერმაკმა ეს განაცხადა ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა. ის უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვოლოდიმირ გავრილოვის განცხადებას გამოეხმაურა. „როგორც ჩანს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ეს ფრაზა ოცნების გამოხატულებაა. რა თქმა უნდა, მილიონობით უკრაინელი ოცნებობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. თუმცა მე უფრო რეალისტი ვიქნები", - განაცხადა ერმაკმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჩინეთის ელჩი: ჩინეთი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესს

ჩინეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან აქვს კარგი ორმხრივი ურთიერთობა და პეკინი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა. ელჩის თქმით, ჩინეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან აქვს კარგი ორმხრივი ურთიერთობა. „ჩინეთი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესს და ის აქამდე, არასდროს ყოფილა ამ პროცესების პირდაპირი მონაწილე. ჩინეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან აქვს კარგი ორმხრივი ურთიერთობა. იმედი გვაქვს, რომ ნებისმიერი დავა მშვიდობიანი გზით მოგვარდება. მშვიდობა არის განვითარების საფუძველი. მშვიდობის გარეშე განვითარება ვერ გვექნება“, - განაცხადა ელჩმა. ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

„ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით“ - რა ეწერა ჟანდარმერიის ბარათში მიხეილ ჯავახიშვილზე

უცოლო, ასე 30-32 წლის, სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტების ყოფილი სტუდენტი, ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით - ასე ახასიათებს ჟანდარმერიის ბარათი ქართველ კლასიკოს მწერალს - მიხეილ ჯავახიშვილს. დღეს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა. ბარათი მეფის რუსეთის ჟანდარმერიის თბილისის გუბერნიის სამმართველოს 1910 წლის პირველ მაისს, მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრებისას შეუდგენია. დაკავების მიზეზი სოციალ-ფედერალისტებთან კავშირი იყო. მასში კიდევ სხვა ბევრი საინტერესო დეტალია: სახელი, მამის სახელი: ჯავახოვ (ზედმეტსახელი: ადამაშვილი) მიხეილ საბას ძე. დეტალები, წოდება: გლეხი. სოფელი სიონი, ბორჩალოს მაზრა, თბილისის გუბერნია. დაბადების ადგილი: სოფელი ზემო წერაქვი, ბორჩალოს მაზრა. მშობლები: გარდაცვლილი ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი სასიყვარულო კავშირი: ოდესელი დორა ადამის ასული რეზნაკი და, ძმა, ნათესავები: სპირიდონ, მელანია, ანასტასია, მარგარიტა. აღმსარებლობა: მართლმადიდებელი სამხედრო სამსახური: 1902 წ. არმიის მეორე რანგის მებრძოლი განათლება: ნიკიტინის მებაღეობა - მევენახეობის სასწავლებელი, იალტა; სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტები. სამუშაო ადგილი: ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, თბილისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი დაპატიმრებული: 1910 წლის 1 მაისს, სოციალ-ფედერალისტების მიმოწერასთან დაკავშირებით ნასამართლობა: 1906 წელს პასუხისგებაში მიცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით (მოწოდება სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ) „გლეხის“ გამო, მაგრამ ემალებოდა მართლმსაჯულებას. დგომა: წელში მოხრილი სიარული: ჩქარი მშობლიური ენა: ქართული ხმა: ხმადაბალი ტენორი ჩვევა: პენსნეს ტარება ასაკი შეხედულების მიხედვით: 30-32 წლის დაბადების დრო და ადგილი: 1880 წ. 8 ნოემბერი აღნაგობა: გამხდარი, საშუალო თმა: შავი, სწორი წვერ-ულვაში: შავი, მოხვეული, თხელი სახე: ფერმკრთალი სახის გამომეტყველება: ეშმაკური ბარათს ახლავს დაკავებულის თითის ანაბეჭდები. ქართველმა კლასიკოსმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა რომანები ავანტიურული „კვაჭი კვაჭანტირაძე“, სოციალური „ჯაყოს ხიზნები“, სათავგადასავლო „გივი შადური“, ისტორიული „არსენა მარაბდელი“, ფილოსოფიური „თეთრი საყელო“. მწერალს განსაკუთრებით იზიდავდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადო ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნის რთული ეპოქა. მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი, გადაასახლეს.