ძებნის რეზულტატი:
პროკურატურა: ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა, ხოლო სამი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილებაა მიღებული
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა, ხოლო სამი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ, დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილება არის მიღებული. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა, ხოლო სამი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ, დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილება არის მიღებული. გადაწყვეტილების ცვლილება პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა. დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 463 პირი, რომელთაგან 325 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 62 600 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 120 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 110 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 42 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი,"- აღნიშნულია განცხადებაში.
IAEA-ს ცნობით, უკრაინა მცირედით გადაურჩა ატომურ კატასტროფას
უკრაინა მცირედით გადაურჩა კატასტროფას მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ზაპოროჟიეში ბირთვული ელექტროსადგური დაცხრილეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, გაურკვეველია, რომელი მხარე იყო პასუხისმგებელი სულ მცირე, ათეულობით აფეთქებაზე. მანამდე, IAEA-ის დირექტორმა, რაფაელ გროსიმ 20 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ვისაც არ უნდა ესროლა სადგურისთვის, „გაგვიმართლა, რომ არ მოხდა პოტენციურად სერიოზული ბირთვული ინციდენტი“. „ჩვენ ვსაუბრობთ მეტრებზე და არა კილომეტრებზე. ვინც ესროლა ქარხანას, მიდიოდა „უზარმაზარ რისკზე“ და ცეცხლს ეთამაშება. შემდეგ ჯერზე შეიძლება, აღარ გაგვიმართლოს“ ,- განაცხადა რაფაელ გროსიმ. IAEA-ს ცნობით, რადიაციის დონე ნორმის ფარგლებში რჩება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, იური საკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა რუსული ტაქტიკაა, რომლის მიზანი ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება და უკრაინელების გაყინვაა. შაბათ-კვირას, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბეს. რუსეთი და უკრაინა თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ირანელმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს
ირანის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის წინააღმდეგ მათი პირველი მატჩის წინ, ქვეყნის ჰიმნი არ იმღერეს. Reuters-ი წერს, რომ ფეხბურთელებმა სავარაუდოდ, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ყველა სასტარტო 11-ვე მოთამაშე ჩუმად იყო, როდესაც ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ჰიმნი ჟღერდა. ირანში უკვე ორ თვეზე მეტია, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. პროტესტს ბიძგი მისცა ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა, რაშიც მორალის პოლიციას ადანაშაულებენ.
შსს: დაკავებულია 4 პირი, რომლებიც დაინტერესებულ მოქალაქეებს, მექსიკის გავლით, აშშ-ში არალეგალურად გადაყვანას სთავაზობდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. "2000 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. რაც შეეხება მოსამართლის განჩინებით დაკავებულ დებს - 1980 წელს დაბადებულ ი.ს.-ს და 1990 წელს დაბადებულ თ.ს.-ს, მათ ბრალად ედებათ ორი ან მეტი პირის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და ორგანიზების გაწევა. დანაშაულები 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - ნ.მ. და ს.ჩ. სოციალურ ქსელ „Facebook“-ში, მათ მიერვე შექმნილ სხვადასხვა ჯგუფში, დაინტერესებულ პირებს, მომსახურების ანაზღაურების წინსწრებით გადახდის სანაცვლოდ, ყალბი საბუთების დამზადების გზით, მექსიკის გავლით, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას სთავაზობდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად გადაყვანის მსურველი პირები წინასწარ, საფასურის სახით, გარკვეულ თანხებს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ. მას შემდეგ, რაც ბრალდებულები თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ, დაზარალებულებთან კომუნიკაციას წყვეტდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის აგრესიის დასაგმობად, სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა და რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა იეგორ ჩერნევმა განაცხადა. მისივე თქმით, რეზოლუციას მხარი NATO-ს წევრმა 30-ვე ქვეყანამ დაუჭირა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა პოლონეთის სენატმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა ჩერნევის განცხადებით, რეზოლუციაში, საპარლამენტო ასამბლეამ ასევე გაითვალისწინა უკრაინის წინადადებები იარაღის მიწოდებაზე და განიხილა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს. „ამ რეზოლუციის მიღება, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც დასავლეთის საპარლამენტო წრეების დამოკიდებულებას გამოხატავს, რაც გავლენას ახდენს ქვეყნების ხელისუფლებებზე გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განაცხადა იგორ ჩერნევმა. ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად ასევე გამოაცხადეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.
ინდონეზიაში, მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 700-მდე კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ამასთან, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ჯაკარტიდან დაახლოებით 75 კილომეტრში, დასავლეთ იავის პროვინციაში მდებარეობდა. დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ადმინისტრაციული შენობები. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს ხანში მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.
აშშ მუდმივად ცდილობს, მოიძიოს გზები, რათა გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა NATO-სთან
აშშ საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია NATO-ში. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც NATO-საქართველოს ურთიერთობებზე ჰკითხეს. ელჩის თქმით, აშშ ყოველთვის ცდილობს, მოიძიოს სხვადასხვა გზა, საქართველოს თავდაცვის ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის, რომ გაზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა NATO-სთან. ელჩის თქმით, ეს არის ის, რასაც ამერიკა საქართველოში მრავალი წელია, აკეთებს. „NATO-სთან საქართველოს შესაძლებლობებისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თავდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მთელ მთავრობასთან. აშშ ამას საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს. ცხადია, რომ გასაკეთებელი მეტია. ცხადია, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს და ეს აისახება ხოლმე ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა NATO-სთან ყოველწლიური კონსულტაციის შედეგად ამზადებს. აშშ მუდმივად ცდილობს, მოიძიოს გზები, რომ პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს თავდაცვით ძალებს, თავდაცვის სამინისტროს, რათა გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა NATO-სთან. „წვრთნები, რომლებსაც საქართველო NATO-სთან, აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად ატარებს ხოლმე, არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ყველა ვხედავთ იმას, თუ სად შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი უნარი, ერთობლივად ვუპასუხოთ, დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება. ამასთანავე, საქართველოს საზღვრების დასაცავად, გავზარდოთ თავდაცვის ძალების უნარები“, - განაცხადა კელი დეგნანმა. მან NATO-ს მოკავშირეებთან და ალიანსის ხელმძღვანელობასთან საქართველოს ლიდერების მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს საქართველოს ლიდერებისთვის შესაძლებლობა, რომ ესაუბრონ NATO-ელ მოკავშირეებს და ალიანსის ხელმძღვანელობას და ეძიონ გზები, საქართველოს NATO-ს წევრობასთან დასაახლოებლად. ეს მოითხოვს მუშაობას საქართველოს მთავრობის მხრიდან, ასევე მოითხოვს განგრძობად მხარდაჭერას აშშ-სგან და NATO-ს სხვა წევრი ქვეყნებისგან. ყველა მათგანს სურს, იხილოს საქართველოს წინსვლა NATO-სკენ მიმავალ გზაზე, იმ უსაფრთხო მომავლისკენ, რომელიც საქართველოს სურს და იმსახურებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა: „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა. კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარში. ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
კელი დეგნანი: ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას
აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აქტიური დაკვირვების ქვეშ არის. ელჩმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, მედიასთან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს ყველაფერი, რაც კონსტიტუციით, ნებისმიერი მოქალაქისთვის არის გარანტირებული. „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას. გვაქვს რეგულარული კონტაქტი სახალხო დამცველის ოფისთან დღევანდელი დღის ჩათვლით, რათა მოვიკითხოთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი კეთილდღეობა. არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე - სააკაშვილი ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მონიტორინგს მათ შორის იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილი იღებს იმას რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს და რაც გარანტირებულია საქართველოა კონსტიტუციით“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
საქართველომ ირანის შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
საქართველომ ირანის შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 ნოემბერს, დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ირანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ეხება. რეზოლუციას 78 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 67-მა თავი შეიკავა და 28 წინააღმდეგ წავიდა. საქართველო იმ 20 ქვეყანას შორის იყო, ვინც კენჭისყრას არ დაესწრო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება რეზოლუციის პროექტის, ის ირანში ადამიანების სიკვდილით დასჯის საგანგაშოდ მაღალი სიხშირის გამო შეშფოთებაზე მიუთითებს. ამასთან, გაერო მოუწოდებს ირანს, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ.
ფატიჰ დონმეზი: თურქეთი, ახალი მილსადენებისა და საბადოებისთვის ყველაზე მომგებიანი მარშრუტია
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთს აქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა და ყველა ინსტრუმენტი, რომ გაზის საერთაშორისო ჰაბი გახდეს. ანკარა: შავი ზღვაში, გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა ფატიჰ დონმეზ თქმით, იმ ფონზე, როცა ბევრი მსოფლიო ენერგორესურსების დეფიციტსა და ლოგისტიკის სირთულეებს განიცდის, თურქეთის ენერგეტიკის სექტორში მხოლოდ დადებითი ტენდენცია შეინიშნება. შავი ზღვის საქარიას საბადოდან, თურქეთი, დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს „თურქეთს აქვს ტექნიკური და ოპერატიული შესაძლებლობები, რომ აამოქმედოს ისეთი დიდი ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა TANAP და Turkish Stream. შავი ზღვის საკარიას საბადოდან გაზის მიწოდების დაწყებასთან ერთად თურქეთის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება. ერდოღანი, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს ჩვენ ვატარებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდისა და ახალი მწარმოებელი ქვეყნებისა და მარშრუტების მოზიდვის მიზნით. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი ენერგეტიკის საკითხებზე მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან მიმდინარეობს. თურქეთი არის ყველაზე მომგებიანი მარშრუტი ახალი მილსადენებისა და საბადოებისთვის, რომელიც ფსონს დებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შემდგომ გაფართოებაზე“, - განაცხადა დონმეზმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება
დიდთოვლობის გამო ბაიდენმა, ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, აშშ-ის შტატ ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად თანხების გამოყოფის ბრძანება გასცა. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „წუხელ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 18 ნოემბრიდან ნიუ-იორკის შტატში გადაუღებლად თოვს და ქარბუქია. ჯო ბაიდენმა ასევე საგანგებო სიტუაციებისთვის, ფედერალური სამსახურებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა ბრძანა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
Bloomberg: რუსეთმა ევროპაში, ნავთობის ბაზრის 90% უკვე დაკარგა
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ, ევროკავშირის ჩრდილოეთის ქვეყნებში თავისი ნავთობის ბაზრის 90%-ზე მეტი დაკარგა. თურქეთი, დეკემბრიდან ტანკერებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ჩაკეტავს Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ 18 ნოემბრამდე, 4 კვირაში რუსეთმა როტერდამში დღეში მხოლოდ 95 000 ბარელ ნავთობი გადაზიდა, თუმცა, თებერვლის დასაწყისში რეგიონის პორტებში დღეში 1,2 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი იგზავნებოდა. ლიეტუვამ, საფრანგეთმა და გერმანიამ, რუსული ნავთობის იმპორტი რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს, სექტემბერში კი სამეულს პოლონეთიც შეუერთდა. „ნავთობის ვაჭრობიდან რუსეთის ყოველკვირეული შემოსავალი, 2022 წლის იანვრის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები თავს იკავებენ ამ ქვეყნის ნედლეულის გადაზიდვისგან. მკვეთრად იზრდება გემების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ ბალტიისპირეთს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი შემდეგი დანიშნულების ადგილია პორტ-საიდია ან სუეცის არხი“, - წერს გამოცემა. ევროკავშირი, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს 24 ნოემბერს გამოაცხადებს.
აზერბაიჯანი დასავლეთ ბალკანეთში, გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
აზერბაიჯანი, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში გაზის შესაძლო, მიწოდებაზე მოლაპარაკებს აწარმოებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, იტყობინება Trend. „რამდენიმე ხნის წინ დავიწყეთ დიალოგი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ამ რეგიონისთვის გაზის შესაძლო მიწოდების შესახებ. ამ დიალოგში ასევე მონაწილეობს ევროკომისია, რომელიც დასავლეთ ბალკანეთში ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის ბუნებრივი ნაწილია. დამატებითი გაზის მიწოდებაზე მოთხოვნა არის სხვა პარტნიორებისგანაც. ცხადია, ზოგჯერ დამატებითი გაზის მცირე რაოდენობაც კი, შესაძლოა, კონკრეტული ქვეყნისთვის უზარმაზარ დივერსიფიკაციას ნიშნავდეს“, -განაცხადა ელნურ სოლტანოვმა. მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკავშირის REPower EU-ის გეგმაში და დოკუმენტში „ევროკავშირის გარე საქმიანობა ენერგეტიკულ სექტორში ცვალებად სამყაროში“ აღნიშნულია, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) გაფართოების ფარგლებში, წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანზიტია შესაძლებელი. მისივე თქმით, სამხრეთის გაზის დერეფანს, მნიშვნელოვანი როლი აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის გაზის მიწოდების უზრუნველყოფაში. დოკუმენტებში ასევე ხაზგასმულია აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობა, SGC-ის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.
ზურაბ ლავრელაშვილის წიგნი „3 რომანი“ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის პრემიის გამარჯვებულია
22 ნოემბერს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის დარბაზში, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობით, ზურაბ ლავრელაშვილის სამი რომანის: „მაღვიძარა“, „ქალაქი მტვერში", „განკვართული“ განხილვა გაიმართება. მომხსენებლები არიან ნანა კუცია, ნინო ვახანია, გოჩა კუჭუხიძე. წიგნი „3 რომანი“ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის პრემიის გამარჯვებულია! „ამ წიგნში თანამედროვე ავტორის - ზურაბ ლავრელაშვილის სამი რომანია თავმოყრილი. „მღვიძარება“ და „ქალაქი მტვერში“ ერთგვარი ურბანული აპოკრიფებია – რომანები, რომლებშიც მთავარ გმირებს შორისაა პატარა ქალაქებიც, თავიანთი სევდით თუ საიდუმლოთი. „მღვიძარება“ პროვინციულ ქალაქში ახალგაზრდა პაციენტის სამკურნალოდ ჩასულ ექიმ-ფსიქიატრზე მოგითხრობთ, „ქალაქი მტვერში“კი დეტექტიური ამბავია, პატარა ქალაქის ანომალიური მოვლენების გამოსაძიებლად დაქირავებული გამომძიებლისა და ადგილობრივთა კონფლიქტების შესახებ. „განკვართული“ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და მითოსური პლასტებით სავსე ტექსტია, რომლის მთავარი გმირიც ყველასთვის ნაცნობი ქართული მითოსის გმირები არიან – თანამედროვე სამყაროში მოხვედრილები და გადარჩენის ზღვარზე მყოფნი.
მაია სანდუ: კიშინიოვში საპროტესტო აქციებს, რუსეთის ფედერაცია აფინანსებს. ეს შურისძიებაა
კიშინიოვში საპროტესტო აქციები, რუსეთიდან პირდაპირ დაფინანსებული ჯგუფების მიერაა ორგანიზებული და ესაა შურისძიება მოლდოვის სოლიდარობისთვის ევროკავშირთან და უკრაინასთან. მოლდოვაში პრორუსული პარტია „შორი“ შესაძლოა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ, პარიზში, მოლდოვის მხარდამჭერ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. „ამ პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ კრიმინალური ჯგუფები, მოლდოვაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით. ჩვენზე თავდასხმები, იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ. მაია სანდუ: მოლდოვას ნეიტრალიტეტის სტატუსი ვერ დაიცავს ასეთი ჯგუფები, მათ მხარდამჭერებს ფულს უხდიან, პირდაპირ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად. კიშინიოვში აქციები, დაფინანსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს მტრული ქმედებები არის შურისძიება მოლდოვის რესპუბლიკის წვლილის გამო ომში, შურისძიება იმის გამო, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ ევროკავშირთან და უკრაინასთან“, - აღნიშნა მაია სანდუმ.
დონორთა კონფერენცია მოლდოვას, €100 მილიონს გამოუყოფს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, მოლდოვისთვის, დახმარების ახალი 100 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ მოლდოვას მხარდაჭერის პლატფორმის მონაწილეები პარიზში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. მაკრონმა თქვა, რომ თანხა გაზისა და ელექტროენერგიის შესაძენად და ლტოლვილთა კრიზისის მართვის პროგრამას მოხმარდება. „როგორც ბერლინსა და ბუქარესტში, ჩვენ გადავწყვიტეთ მეტი ფული შეგვეგროვებინა მოლდოვისთვის და კერძო კომპანიებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ 100 მილიონზე მეტს, მათ შორის უკრაინიდან ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად, რათა მათ მიიღონ განათლებაზე წვდომა", - განაცხადა მაკრონმა. მოლდოვა, რომელიც დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე, დიდ სირთულეებს აწყდება ზამთრის დადგომასთან ერთად. მოსკოვმა კიშინიოვს, ბუნებრივ აირს მიწოდება დაახლოებით 40%-ით შეუმცირა, რაც ზიანს აყენებს მოლდოვას, რომ თავისი მოსახლეობისთვის საკმარისი ელექტროენერგია უზრუნველყოს. მოლდოვის მხარდაჭერის პლატფორმა ამ გაზაფხულზე რუმინეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით შეიქმნა. 5 აპრილს პლატფორმის პირველი კონფერენცია გაიმართა ბერლინში, 15 ივლისს კი მეორე კონფერენცია ბუქარესტში ჩატარდა. მოლდოვას, კონფერენციის ფარგლებში 77 მილიონი ევრო გამოეყო, საიდანაც 40 მილიონი გრანტი იყო.
ბრიუსელში სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს შორის მოლაპარაკება, უშედეგოდ დასრულდა
სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩსა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ალბინ კურტის შორის ბრიუსელში გამართული მოლაპარაკეებები უშედეგოდ დასრულდა. NATO კოსოვოში ჯარების რაოდენობას დროებით ზრდის ბელგრადსა და პრიშტინას შორის, მოლაპარაკებების ორგანიზატორი ევროკავშირია. ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აუცილებელია ვითარების დეესკალაცია. „მრავალსაათიანი დისკუსიის შემდეგ, მხარეები დღეს ვერ შეთანხმდნენ საკითხის საერთო გადაწყვეტაზე... ჩვენ შევთავაზეთ წინადადებები, რომლებიც თავიდან აიცილებდნენ ესკალაციას. პრეზიდენტმა ვუჩიჩმა მიიღო ისინი, პრემიერ-მინისტრმა კურტიმ კი არა", - თქვა ბორელმა. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. კოსოვოს ხელისუფლებამ გეგმის განხორციელება პირველ ნოემბერს დაიწყო. პირველ ეტაპზე კოსოვოს ხელისუფლებამ გააფრთხილა ის ადამიანები, რომლებიც მანქანებზე სერბულ სანომრე ნიშნებს გამოიყენებენ. 20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან დამრღვევები 150 ევრო ჯარიმას გადაიხდიან. გეგმა ითვალისწინებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისთვის რეგისტრაციის შეცლას 21 აპრილამდე. ევროპის კავშირმა კოსოვოს მოუწოდა, მანქანების მფლობელებს რეგისტრაციის შეცვლისთვის მეტი დრო მისცეს.
მედია: ხანძრის გამო, ბიზნეს-ცენტრ მოსკოვი-სიტიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო
რუსული მედიის ცნობით, ბიზნეს-ცენტრ მოსკოვი სიტიდნ, ხანძრის გამო მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი ბიზნეს-ცენტრთან ახლოს მდებარე შენობაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები.
პრეზიდენტი: მივდივართ ევროპის გზაზე და სხვა გზა ჩვენთვის არ არსებობს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პროექტი „რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ საზეიმოდ გახსნა. პროექტი საზეიმოდ ,,სვანეთს დღეებით“ გაიხსნა. პრეზიდენტის სიტყვას, პრესსამსახური ავრცელებს. „დღევანდელი დღე, ერთი მხრივ, სიახლის დღეა, მეორე მხრივ კი, გაგრძელეებაა იმ პოლიტიკისა, რასაც პირველივე დღიდან პრეზიდენტის როლში რეგიონებთან და მათ განვითარებასთან დაკავშირებით ვახორციელებ. ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად საქართველოს რეგიონები დავისახე. კოვიდის მიუხედავად, ჩემს ადმინისტრაციასთან ერთად, ძალიან აქტიურად მოვიარეთ რეგიონები, გავეცანით მათ საქმიანობას, ქალ მეწარმეებს, რადგანაც ისინი ჩვენს რეგიონებში, დღეს ერთ-ერთ ძალიან მდგრად და ცოცხალ ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც კიდე უფრო უნდა განვითარდნენ, მათ კიდევ მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ. რეგიონები მნიშვნელოვანია და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ კმარა მხოლოდ ჩვენი ჩასვლა რეგიონებში და იქ, ადგილზე სხვადასხვა მიმართულების გაცნობა, მაგრამ საჭიროა, რომ აქაც, დედაქალაქშიც, მათ დავუთმოთ სივრცე და ეს სასახლე ამ ფორმით, სწორედ, იმისთვის იქნა მოგონილი, რომ ეს იყოს სივრცე საზოგადოებისთვის და სივრცე, სადაც ყველაფერი შესაძლებელია: გამოფენები, კულტურის წარმოჩენა, საზოგადოებრივი დიალოგი და ყველაფრის წარმოჩენა. მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან ეს რეგიონებისთვის ძალიან კარგი შემოთავაზება იყო, ჩვენ ყველას მივწერეთ, მივმართეთ - ჩამოდით, ჩვენ გითმობთ ამ სასახლეს, კიდევაც ვაფინანსებთ თქვენს ჩამოსვლას და რაც აუცილებელია, იმისთვის, რომ ეს არ იყოს მხოლოდ სიტყვა და შესაძლებლობას ახლდეს თან. ჩამობრძანდით, ეს თქვენი ადგილია. როგორც გინდათ ისე მოაწყვეთ, ვინც გინდათ ის გამოიყვანეთ და ამგვარად გამოაჩინეთ თქვენი თავი ამ ქვეყანაში, და არამხოლოდ, ასევე ქვეყნის გარეთაც. მე, მაგალითად, ვაპირებ რომ მომავალი, 2023 წლიდან, სხვადასხვა ქვეყნაბში ჩემი ოფიციალური ვიზიტებისას, რომელიმე რეგიონის წარმომადგენელი წავიყვანო ჩემთან ერთად, რათა მათ სხვა ქვეყნებთან შეძლონ იმ ურთიერთობების დამყარება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. 23 ნოემბერს, ,,სვანეთის დღეების“ ბოლო დღეს, მიღებაზე გვეყოლება დიპლომატებიც. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოვიწვიოთ რეგიონების წარმომადგენლები, მათთან დავამყაროთ ურთიერთობა და აქ, რეგიონი გახდეს არა ჩვენი სტუმარი, არამედ მასპინძელი. არ არის ნორმალური, როცა ასეთი შეთავაზება არსებობს პრეზიდენტისგან, რომელიც (ხაზი მინდა გავუსვა) არანაირად არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან, აქ რეგიონების წარმომადგენლების მიმართ არანაირი მოთხოვნა არ იყო და იყო სრული თავისუფლება. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონის ოფიციალური პირებიდან, ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები. რადგან ძალიან გვიან მივიღეთ ზოგი პასუხი, ჩვენც ცოტა მოგვიანებით მოგვიწია თბილისში ოფიციალური პირებისთვის მოწვევების გადაცემა, მაგრამ ამის მიუხედავად, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ოფიციალური პირებიდან, რომლებიც ყველანაირად უნდა იყვნენ დაინტერესებული ჩვენი რეგიონების გავითარებაში, აქაც არავინაა. თქვენ გამოიტანეთ დასკვნა. ამის მიუხედავად, ეს იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე. სვანეთი, არ მიწყინონ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ტრადიციულად, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი რეგიონია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იქნება ყოველთვის, სვანეთისთვის თვითმმართველობა და ეს იქნება ერთ-ერთი თემა, რომელიც გაჟღერდება ამ სასახლეში, რამეთუ რეგიონების თვითმმართველობა, ჯერ ჩვენთან არ არის რეალურად განვითარებული. ქაღალდზე არის, მაგრამ გაცოცხლებული თვითმმართველობა არ გაქვს, იმ მხრივ, რომ რეგიონებს არ აქვთ იმ გადაწყევტილებების მიღების უფლება, რომელიც ქმნის რეალურ თვითმმართველობას - ფინანსური თვითმმართველობა და დამოუკიდებელობა და საშუალება, რომ მიიღოს გადაწყევტილებები როგორ დაიხარჯოს ეს თანხები, ეს არის თვითმმართველობის ღერძი და ჯერ არ ვართ აქ მისული. ამაზე დისკუსია ძალიან საინტერესო იქნება. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი სვანეთის მემკვიდრეობაში ეს არის მათი სამართალი, რაც არ ვიცით ისე კარგად, როგორც უნდა ვიცოდეთ. იმ დროს, როცა ძალიან ბევრი საუბარია როგორ უნდა გადადგას საქართველომ რეფორმის ნაბიჯები, რომელიც ახლოს ევროპულ სამართალთან მიგვიყვანს და ამ დროს, ჩვენ ისეთი ტრადიციები გვაქვს, რომლებიც თავის დროზე ევროპაში არ არსებობდა, ჩვენთან კი უკვე იყო დამკვიდრებული. მაგალითად, მედიატორის ინსტიტუტი, ამაზეც გვექნება საუბრები. მე მგონი, ეს ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნება. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, როცა მივდივართ ევროპის გზაზე და სხვა გზა ჩვენთვის არ არსებობს. როცა მივდივართ ამ გზაზე, უნდა წავიდეთ ჩვენივე ბირთვით, გამოცდილებითა და ცოდნით - ეს გზაში არ უნდა დაგვეკარგოს. კულტურაში სვანეთი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად იყო ჩვენი საგანძურის დამცველი და ძალიან სერიოზული თავისივე კულტურის შემქმნელი. ამ ორივე კუთხით, უნდა განვიხილოთ ის, რაც შეგვინარჩუნა, გადაგვრიჩინა სვანეთმა დღემდე და რითაც ერთ-ერთი ძალიან მიმზიდველი ტურისტული და კულტურული რეგიონი გახდა. ეს მხოლოდ მთა არ არის, ეს მთა და კულტურა ერთადაა, რაც ძალიან იშვიათია. ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ძალიან იშვიათია, რომ მთასთან ერთად ასეთი განვითარებული, ადგილობირივი კულტურა იყოს და ამას კიდევ ერთხელ ემატება ის, რომ ჩვენი დიდი საგანძურის ნაწილი ნამდვილად იქაა შემორჩენილი და გადარჩენილი. სვანური ენა - დღევანდელ მსოფლიოში, დღევნადელ ევროპაში, როცა ხარ ქვეყანა, რომელსაც ასეთი სიმდიდრე გაგაჩნია, რასაც სვანური, მეგრული, აფხაზური ენა ჰქვია, უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი არ შევინარჩუნოთ, არ გავიტანოთ გარეთ და მსოფილიოს არ ვაჩვენოთ, ენები, რომლებიც ოდიდან მოდის და რომელიც ნამდვილად ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრეა. პირველ რიგში, ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ და მერე ყველა ის ზომა უნდა მივიღოთ, რაც ამ ენებს დაიცავს, განავითარებს და ჩვენ შემდეგ თაობებს დაუტოვებს. ეკონომიკა - როცა სვანეთზე ვსაუბრობთ მხოლოდ წარსულზე და მის მნიშვნელობაზე არ შეიძლება ვისაუბროთ. ეს საქართველსოთვის მომავლის რეგიონია, რამეთუ იქ ჩვენი მთავარი სიმდიდრეა. ბევრი რესურსი არ გაგვაჩნია, მაგრამ ჰიდრორესურსები ძირითადად სვანეთთანაა დაკავშირებული და დღეს თუ ვინმემ არ გაიგო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა დამოკიდებულია ჩვენს ენერგოდამოკიდებულებაზე, იმან ვერაფერი ვერ გაიგო დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობისა და იმისა, რა ხდება დღეს მსოფლიოში. ბევრმა ქვეყანამ გვიან, მაგრამ უკვე გაიგო და ჩვენ ეს მოსახლეობასთან უნდა განვიხილოთ, რომ ის მოძრაობები, რაც არსებობდა, რომელიც ამ განვითარებას ხელს უშლიდა, ეს ყველაფერი დისკუსიისა და ინფორმაციის საგანია. გასაგებია, რომ მოსახლეობის მოსაზრებები და ბუნების დაცვა უნდა იყოს გათვალისიწინებული, მაგრამ არანაკლებ ვიდრე, ქვეყნის ინტერესი და ქვეყნის დამოუკიდებლობა. ენერგორესურსები სამომავლო, ეკონომიკური, ძალიან დიდი პოტენციალია. უზარმაზარი პოტენციალია ასევე, სამთო-სათხილამურო მიმართულება და ალპინიზმი. მე, როგორც გიორგი ნიკოლაძეს ოჯახის წევრს, არ შეიძლება არ გავიხსენო, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ალპინიზმს, რამდენად სჭირდება ამ დარგს მხარდაჭერა და განვითარება. სვანეთი ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი რეგიონია, სადაც ყველაფერია - კულტურა, სპორტი, ტურიზმი, ბუნება და ასე შემდეგ. და არ შეიძლება, არ ვახსენოთ, სხვა ბუნებრივი რესურსები, პირველ რიგში, ტყე, რომელიც ჩვენი გადასარჩენია, ჩვენი დასაცავია ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტყის რესრუსრსი და დიდი წილი სწორედ სვანეთს უკავშრდება. ეხლა მოდის საშობაო პერიოდი და უცხოეთში მილიონობით იყიდება ჩვენი ნაძვის ხე, რომელიც სვანეთიდან და რაჭიდან მოდის - ნორდმანი. მთელი ევროპა მოცულია ამ ნორდმანის ჯიშის ხეებით. ძალიან ძვირადღირებულია და ჩვენ რატომღაც, არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. ამიტომ, ესეც ერთ-ერთი პოტენციალია. სასახლეში იქნება გამოფენები, სვანეთიდან ჩამოსული გუნდის კონცერტი, თეატრალური წარმოდგენა. ,,სვანეთის დღეები“ პირველი მცდელობაა და ეს ყველაფერი სხვადასხვა რეგიონების მოპატიჟებით მომავალ წელსაც გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ მათი ოფიციალური პირები ცოტა უფრო რეაქტიული იქნებიან და არ შეეშინდებათ აქ ჩამოსვლა. ეს სასახლე ყველასია. ამას ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ. ეს არ არის ჩემი, ეს არ არის ჩემთან დაკავშირებული და თუ მე ვიღაცებისთვის უხერხული ვარ, ეს სასახლე არ უნდა იყოს უხერხული. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი თავისუფალი, ღია ადგილი და ასეთად უნდა დარჩეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.