ძებნის რეზულტატი:

სეზონური ვირუსების ცირკულაცია გასული წლებისგან არ განსხვავდება - გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მონაცემების მიხედვით, სეზონური ვირუსების ცირკულაცია გასული წლებისგან არ განსხვავდება. მისივე თქმით, ყველაზე მეტად რინოვირუსი და რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსების ცირკულაცია არ განსხვავდება გასული წლებისგან. მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად ცირკულირებს რინოვირუსი და რესპირატორული ვირუსი. შედარებით დაბალ პროცენტს აქვს ადენოვირუსი. გრიპის ვირუსი მხოლოდ ხუთი პროცენტია, რომელიც არის H3 ფორმით. H2 ფორმა კიდევ უფრო ცოტაა და ის ორ პროცენტშია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.  

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, იტყობინებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ჯაკარტიდან დაახლოებით 75 კილომეტრში, დასავლეთ იავის პროვინციაში მდებარეობდა. დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ადმინისტრაციული შენობები.  

ხარკოვის დაბომბვის შედეგად, მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა

ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რომ  შევჩენკოვში რუსების დაბომბვის შედეგად 38 წლის ქალი დაიღუპა, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.  მისივე განცხადებით, რუსეთმა სარაკეტო შეტევა S-300 სისტემით განახორციელა. რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.  მაშველები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უნგრელი მინისტრი სოჭში ჩაფრინდა Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე დასასწრებად

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოჭში ჩაფრინდა სახელმწიფო ჰოლდინგ Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ უნგრელი ოფიციალური პირი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. „Atomexpo ბირთვული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის ენერგიის წარმოება. პაკსის ატომური ელექტროსადგური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფორუმი 21-22 ნოემბერს იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 4100-ზე მეტი მონაწილე 74 ქვეყნიდან. Atomexpo 2009 წლიდან იმართება. Atomexpo არის ერთ-ერთი საკომუნიკაციო კომპანია, რომელიც რუსული სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-ის, სამთავრობო უწყებებისა და ბირთვული ინდუსტრიის საწარმოების მიერ ორგანიზებულ ღონისძებებს აწყობს. ვიქტორ ორბანი: უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, მზად ვართ, ბიუჯეტიდან 150-დან 170 მილიონამდე ევრო გამოვყოთ პიტერ სიიარტოს პოზიციით, ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ გაამწვავებს ენერგეტიკულ კრიზისს და ზიანს მიაყენებს ევროპას. „უნგრეთის მთავრობა საჯაროდ უჭერს მხარს კრემლს და ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს, ასევე ბლოკავს ევროკავშირის დახმარებას კიევისთვის. 17 ნოემბერს, უნგრელმა დიპლომატმა ევროკავშირის ლიდერები ანტირუსულ პოლიტიკაში დაადანაშაულა და გადადგომისკენ მოუწოდა. ბუდაპეშტის რიტორიკა ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართ, სულ უფრო აგრესიული ხდება, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის მცხოვრებლებზე და ბლოკავს სუბსიდიებს ბრიუსელიდან. ამასთან დაკავშირებით, უნგრეთში ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ქმედებებით უკმაყოფილება ცხადყო“, - წერს უკრაინული მედია Unian-ი. პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს. ვიქტორ ორბანი ევროკომისიის მიერ წარდგენილი 18 მილიარდიანი ფინანსური დახმარებას ეწინააღმდეგება, რომლის გამოც, წევრ ქვეყნებს ხსენებული თანხის უკრაინისთვის გადასაცემად, ერთობლივი სესხის აღების მექანიზმის ამოქმედება მოუწევთ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, საპატრულო პოლიციის ჩართულობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში ფიზიკური პირის, გოგა ბაქუზანოვის ეზოში უკანონო, კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინეს, სადაც ხდებოდა ცხენების დაკვლა. ფიზიკურ პირს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქმე, შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თბილისში, ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა

თბილისში, ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა. როგორც ცნობილია, ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის, ოპერაცია უტარდება. ამასთან, ძაღლი, რომელიც მოულოდნელად აგრესიული გახდა, ბავშვის ოჯახს ეკუთვნის.  

შპს „ლიდერს“ ცხენისა და ვირის ხორცის განმეორებით გამოვლენის გამო წარმოება შეუჩერდა

შპს „ლიდერის“ ხორცპროდუქტებში განმეორებითი ლაბორატორიული კვლევისას ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა, შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  „16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე“, - ნათქვამია სეს-ის განცახდებაში.   

პრეზიდენტი: არ მგონია, რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ შეიძლება, დროის რაღაც მომენტში გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს

არ მგონია, რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ შეიძლება, დროის რაღაც მომენტში გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს საქართველოში, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა. „მანამდე არც კი ვფიქრობდი, რომ რუსეთი განზრახ და მიზანმიმართულად გაბედავდა ამ ტერიტორიის რომელიმე ნაწილის ხელის ხლებას, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ყოველთვის შეიძლება, მოხდეს არასწორად გათვლილი რამ და ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი არასწორად გათვლილი ნაბიჯები რუსეთის ლიდერის მხრიდან რამდენიმე იყო. ამიტომ არაფრის გამორიცხვა არ შეძლებოდა და მე შეშფოთებული ვიყავი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, კითხვაზე, „სურს თუ არა რუსეთს საქართველოს შთანთქმა“, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „რუსეთს ყოველთვის სურდა საქართველოს შთანთქმა“. „ეს იყო რუსეთის იმპერიის დიდი ხნის ოცნება, შემდეგ საბჭოთა კავშირის, რომელმაც ფაქტობრივად საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა დამოუკიდებელი საქართველო 1921 წელს. 1992-93 წლებში ხალხმა არ იცოდა, მაგრამ რუსეთი სრულად იყო ჩართული სეპარატისტების ბრძოლაში საქართველოს წინააღმდეგ. ის იყო აქტიურად და სამხედრო გზით ჩართული. 2008 წელი კი გახლდათ უკანასკნელი მაგალითი ამ მცდელობისა. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და ასე გვიწევს ცხოვრება უკვე დიდი ხანია. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა სხვადასხვა იმპერიის შემოჭრის პირობებში და ყველა მათგანს წინააღდმეგობას უწევდა. შეიძლება, ეს სასწაულია ან საქართველოს მედეგობა. საქართველოს არ ჰყავს უკრაინის მსგავსი არმია, არ აქვს იმხელა ტერიტორია და სამხედრო რესურსები, რაც უკრაინას. მიუხედავად ამ ყველაფერისა, რუსეთში იციან ინდივიდუალურად ქართველების წინააღმდეგობის გაწევის უნარი მსგავსი ოკუპაციის მიმართ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ მგონია, რომ რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის დამცირებას, ფაქტს, რომ აგებს ამ ომს, ბევრი გაგებით. მან ბევრი არასწორი გათვლა გააკეთა და შეიძლება, დროის რაღაც მომენტში, შიდა მიზეზებით, რუსეთს გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს საქართველოში, სადაც ის უფრო იოლია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მაგრამ, ამავე დროს, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აისახოს ჩვენს ქმედებებზე, ჩვენს სიტყვებსა და ევროპულ ორიენტაციაზე. ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მაგრამ ვერავინ და ვერასდროს შეძლებს რუსეთის შეჩერებას ამ ცდუნებისგან, თუ რუსეთი იფიქრებს, რომ დროის იმ მომენტში, ეს მის საუკეთესო ინტერესებშია. მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ, რათა ვუზრუნველყოთ, რომ ჩვენ მათ საქმეს არ გავუადვილებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

დევიდ ლიდინგტონი: უკრაინის კრიზისს უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში უნდა შევხედოთ

„უკრაინის კრიზისს უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში უნდა შევხედოთ. რუსეთის ამბიციების განხორციელების კონტექსტში, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე„ - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა განაცხადა. მისი თქმით, ჰიბრიდული ომი რუსეთის კიდევ ერთი კარგად ნაცადი ხერხია და დემოკრატიულმა სამყარომ უსაფრთხოების გამოწვევის გადასაჭრელად ერთობლივად უნდა იმუშაოს. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯოზეფ ბილბოს თქმით, შეერთებული შტატები რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით ხედავს. ჯოზეფ ბილბოს თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. მან ჩამოთვალა ვაჭრობისა და ნაოსნობის თავისუფლების საკითხები და ხაზი გაუსვა საეთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას. ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა, დამატებითი ასპექტია ეკონომიკური განვითარების წინ წასაწევად. მისივე თქმით, ინფორმაციის გაზიარება და ის გამოწვევები, რომლებიც სადაზვერვო საზოგადოებაში ასე ხშირად გვხვდება, ის საკითხებია, რომლებზეც შეერთებული შტატები ქართველ კოლეგებთან მუშაობს. „ომმა უკრაინაში მხოლოდ გვაჩვენა ამ თანამშრომლობის გაზრდის საჭიროება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. კარენ დონფრიდი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონი ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. სტრატეგიასთან დაკავშირებით ჯინ შაჰინის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ამჟამად კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰაინით, თურქეთის გავლით, ნავთობის ტრანსპორტირება გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰაინით, თურქეთის ტერიოტორიის გავლით, ნავთობის ტრანსპორტირება 24 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.  მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს.  Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მომავალში ტრანზიტის მოცულობა 6-6,5 მლნ ტონამდე გაიზრდება. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის რკინიგზის შესაძლებლობების თვალსაზრისით, TCO-მ ახლა შეიძინა და გააორმაგა ვაგონების რაოდენობა და უკვე დაწყებულია საპილოტე გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით“, - განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიჰან  სმილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთის მთავრობამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის სპეციალური საგზაო რუკა შეიმუშავა. „გარდა ამისა, საუბარია ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მიმართულებებზე, სადაც ყაზახეთს საკუთარი ტერმინალი აქვს. ასევე განიხილება სარკინიგზო მიმართულება ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთისკენ. ყველა ამ მიმართულებით ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროებში ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით“, - განაცხადა სმილოვმა.  მისივე თქმით, „მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან და სრული მხარდაჭერას უცხადებენ, ისინი მზად არიან უზრუნველყონ ყაზახეთს სატრანზიტო შესაძლებლობები და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან“.  ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

ელჩი: ჩინეთი კონფლიქტის რომელიმე მხარეს შეიარაღებით რომ დაეხმაროს, კრიზისზე კრიტიკულ ზეგავლენას მოახდენს

ჩინეთი კონფლიქტის რომელიმე მხარეს შეიარაღებით რომ დაეხმაროს, კრიზისზე კრიტიკულ ზეგავლენას მოახდენს. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ჩინეთს კონფლიქტის არც ერთი მხარისთვის არ აღმოუჩენია სამხედრო დახმარება. „ზოგიერთი ქვეყანა იარაღის ექსპორტით ცდილობს გარკვეულ საკითხებზე ზეგავლენის მოხდენას. ჩინეთი არასდროს ახორციელებს იარაღის ექსპორტს კონფლიქტის ზონებში. ეს არის ჩვენი მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. ვინც სამხედრო საკითხებით არის დაინტერესებული, გეცოდინებათ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჯუხაევში ჩატარდა გამოფენა, სადაც ჩინეთმა თავისი მოწინავე სამხედრო ტექნიკა წარმოადგინა. ჩინეთს ამ სფეროში იმდენად დიდი პროგრესი აქვს, რომ კონფლიქტის რომელიმე მხარეს შეიარაღებით რომ დაეხმაროს, ეს კრიზისზე კრიტიკურ ზეგავლენას მოახდენს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კრიზისის დაწყების შემდეგ, ჩინეთს კონფლიქტის არც ერთი მხარისთვის არ აღმოუჩენია სამხედრო დახმარება. ერთადერთი - უკრიანას გავუწიეთ ჰუმანიტარული დახმარება“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა. მისივე თქმით, ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმისა და ძალისმიერი პოლიტიკის ნებისმიერ ფორმას, ცივი ომის მენტალიტეტს, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებს.  „ჩვენ ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგება. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინპინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება. აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა. სი ძინპინგმა გერმანიის კანცლერთან და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბოლო დროს გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ ისაუბრა უკრაინის საკითხზე, რა დროსაც მან წამოაყენა რეკომენდაცია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ოთხი მიმართულებით ერთობლივად უნდა იმუშაოს. პირველ რიგში, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების ყველა მცდელობას, მოუწოდოს შესაბამის მხარეებს, გამოიჩინონ გონივრულობა და თავშეკავება, რაც შეიძლება მალე დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი, რათა შეიქმნას პირობები მოლაპარაკებების აღსადგენად. მეორე, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთობლივად უნდა შეეწინააღმდეგოს ბირთვული იარაღის გამოყენებას ან გამოყენების მუქარას, არ უნდა დაუშვას ბირთვული იარაღის გამოყენება, რადგან ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს. მესამე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა უზრუნველყოს გლობალური სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა, ერთობლივად უნდა აღმოფხვრას ენერგეტიკის, სურსათის და სხვა მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაში შექმნილი დაბრკოლებები და ხელი შეუწყოს გლობალური ეკონომიკის, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის აღდგენას. მეოთხე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა უზრუნველყოს ზამთრის პერიოდში კრიზისულ ზონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება, უნდა გაუმჯობესდეს ჰუმანიტარული პირობები, თავიდან უნდა ავიცილოთ უფრო მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისები. სი ძინპინგმა ასევე აღნიშნა, რომ ისეთი გლობალური და კომპლექსური კრიზისის პირობებში, როგორიცაა უკრაინის კრიზისი, სამ რამეზე განსაკუთრებით ღირს დაფიქრება: პირველი, კონფლიქტებსა და ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ; მეორე, რთული პრობლემის მარტივად გადაწყვეტის გზა არ არსებობს; მესამე, აუცილებელია დიდ ქვეყნებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილება. ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენას და იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები, NATO და ევროკავშირი რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამოიწვევს "მაქვს შეწყალების უფლება, მაგრამ არ ვიყენებ მარტივი მიზეზის გამო. მისი გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამოიწვევს. მე არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. ყურადღებით ვაკვირდები მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჯანმრთელობის ინფორმაციას. ახლა მზადდება ახალი საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში, ის იმყოფება საავადმყოფოში უკვე 6 თვეა, მაგრამ მისი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი BBC-სთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

2 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა მძიმეა

თბილისში, ორი წლის ბავშვი "პიტბულმა" დაგლიჯა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თბილისში, ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა ამ დროისთვის, ბავშვს ოპერაცია უტარდება. მეზობლების თქმით, გოგონას მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა ადგილას. შეგახსენებთ, ძაღლი, რომელიც მოულოდნელად აგრესიული გახდა, ბავშვის ოჯახს ეკუთვნის.  

იენს სტოლტენბერგი: დროა, ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობა გავაძლიეროთ

„დროა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რუსეთის აგრესიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სტოლტენბერგმა ჩამოთვალა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცოგოვინა. ასევე უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა მსოფლიოში ყველა თანამოაზრესთან - ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთსა და იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთად, რათა დავიცვათ თავისუფლება ზეწოლის საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ინსტიტუტები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს ყველა ჩვენგანისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.  

ელჩი დეგნანი: რუსეთი და სხვა ავტოკრატიული რეჟიმები აზრთა სხვადასხვაობას უთანხმოების გასაღვივებლად იყენებენ

დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ეროვნულმა ერთობამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. პარტიათა შორის კონკურენცია, პარტიული მიმხრობა, ეს ნებისმიერი დემოკრატიის ჩვეული და ჯანსაღი კომპონენტია, ისევე როგორც კომპრომისი – საერთო სიკეთისთვის. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. „გასულ კვირას, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქვეყანაში რომელსაც მსოფლიოში უძველესი კონსტიტუციური დემოკრატია აქვს, ჩავატარეთ მშვიდი არჩევნები. ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ დემოკრატია ხშირად ხმაურიანი და ქაოტურია და შეუძლია საზოგადებაში არსებული მნიშვნელოვანი უთანხმოების გამოვლენა. ეს ყოველთვის ცუდი არ არის, მაგრამ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც საქართველოში, ვხედავთ პოლარიზაციისა და უთანხმოების ზრდას. სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ, როგორ იყენებენ ამ აზრთა სხვადასხვაობას რუსეთი და სხვა ავტოკრატიული რეჟიმები უთანხმოების გასაღვივებლად, რომლის მიზანი ჩვენი საზოგადოებების ძირის გამოთხრაა. დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ეროვნულმა ერთობამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი ყველაფერზე ვთანხმდებით და განსხვავებული აზრი აღარ იარსებებს, განსაკუთრებით საკვანძო პოლიტიკურ საკითხებზე. პარტიათა შორის კონკურენცია, პარტიული მიმხრობა, ეს ნებისმიერი დემოკრატიის ჩვეული და ჯანსაღი კომპონენტია, ისევე როგორც კომპრომისი – საერთო სიკეთისთვის. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იყენებენ ავტოკრატები „მართულ“ ან სუვერენულ დემოკრატიას განსხვავებული აზრის ჩასახშობად და საკუთარი ინტერესების წინსვლისთვის. ავტოკრატიული რეჟიმები, ისეთი, როგორიც რუსეთია, ხშირად იყენებს ეროვნული ერთობის საბაბს დამოუკიდებელი აზრის ჩასახშობად. ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს აქ არსებული მოსაზრებებისა და შეხედულებების მრავალფეროვნებით, და სიმართლის უშიშრად თქმის ისტორიული გამოცდილებით, ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის უზრუნველსაყოფად. შეერთებულ შტატებში, ჩვენ ვცდილობდით და ვცდილობთ, მოვძებნოთ უფრო დემოკრატიული მიდგომა ერთიანობის გასაძლიერებლად დიალოგისა და ძირითად ღირებულებებზე შეთანხმების გზით. უაღრესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და ინტენსიური პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, ადვილია იმის დავიწყება, რომ ქართველი ხალხი ერთიანია საქართველოს წინაშე მდგარი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ. საქართველოს ხალხმა არაერთხელ და მკაფიოდ გამოხატა სურვილი, რომ სურთ წარმატებულ, უსაფრთხო და დემოკრატიული საქართველოში ცხოვრება, რომელიც სრულადაა ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ამ მიზნის მიღწევაში და ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ აქ ემსმახურება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ხელშეწყობას, ვმუშაობთ რა მთავრობასთან და პარტნიორებთან, რომლებიც იზიარებენ ამ მიზანს. ქართველ ხალხთან ჩვენი ოცდაათწლიანი ურთიერთობისას ჩვენი ყურადღება ყოველთვის მიმართული იყო ამ მიზნის რეალობად ქცევაზე, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოთქვა ეს სურვილი. საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მომენტია. ნაკლებად მნიშვნელოვანმა პარტიულმა მიკუთვნებულობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქართველი ხალხის ამ დიდი ხნის ოცნების ასრულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხადია, რომ ხალხს მრავალი საერთო მიზანი აქვს, მიუხედავად იმისა, თუ ვის ემხრობა. სასწორზე ძალიან ბევრია. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას, საქართველოსთვის სახელმძღვანელო პრინციპებზე კონსენსუსის მისაღწევად, რაც შეიძლება გახდეს ცივილიზებული დისკუსიის საფუძველი. ეს არის ძალისხმევა, რომ კონკურენცია წარიმართოს ჯანსაღად და გამოინახოს საუკეთესო გზები იმ მიზნის მისაღწევად, რაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტად სურს. საქართველოს დევიზი ხომ - ძალა ერთობაშია. ჩვენი იმედი გვაქვს რომ ეს ძალისხმევა განამტკიცებს ამ დევიზის ძალას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ბათუმის პორტში გამნაღველები მუშაობენ

ბათუმის პორტში გამნაღველები მუშაობენ.  გავრცელებული ინგორმაციით, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ გემი, რომელიც ნავსადგურიდან გასვლას აპირებს, აფეთქდება. დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია. Europetime-ი ინფორმაციას შსს-ში არკვევს.  

თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს ახალი შენობა გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტირებული და გარემონტებული შენობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ახალი შენობა სრულად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი.  

პოლონეთი უკრაინის საზღვარზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა Patriot-ის განთავსებას გეგმავს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა დაადასტურა გერმანიის შეთავაზება, რომელიც პოლონეთში დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებას გულისხმობს. გერმანიამ პოლონეთს, საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი შესთავაზა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში სარაკეტო აფეთქების შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უზრუნველყოფს სარაკეტო სისტემებს და დაეხმარება პოლონეთს საჰაერო პატრულირებაში. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.

ესპანეთი უკრაინელი სამხედროებისთვის სასწავლო ცენტრს გახსნის

ნოემბრის ბოლოს ესპანეთში უკრაინული ჯარების სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებას დაიწყებს. შესაბამისი განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ორშაბათს მადრიდში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გააკეთა. ცენტრი ტოლედოში გაიხსნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთის პოლიცია უკრაინაში უახლოეს კვირებში განთავსდება, რათა კიევს რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმაროს. ესპანელი ოფიცრები უკრაინელ გამომძიებლებთან და პროკურორებთან ერთად იმუშავებენ. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთის პოლიციის წარმომადგენლების დელეგაცია უკვე ჩავიდა კიევში, რათა უკრაინის პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდეს. პირველ შეხვედრაზე ორმა ქვეყანამ თანამშრომლობის პირობები და განლაგების სფეროები გასანზღვრა.

ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი

21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7178 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7188 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.10 თეთრი შეადგინა. "გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7814 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8213 ლარს შეადგენდა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1459 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2111 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.