ძებნის რეზულტატი:

სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ, თურქეთმა ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში მდებარე სამიზნეებზე იერიშები მიიტანა - მედია

თურქეთმა, სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში მდებარე სამიზნეებზე იერიშები მიიტანა. მედიის ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ბაზები. თურქეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ „ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ ტერორისტების კერების გასანადგურებლად“. შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში 13 ნოემბერს მომხდარ აფეთქებაზე, ანკარა პასუხისმგებლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ (PKK) და სირიელ ქურთებთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს აკისრებს. თავის მხრივ, ქურთი მებრძოლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.  

მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. გეგმურ სწავლებას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრო და წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასეულის დონის საველე სწავლება 82 მმ-ის ნაღმმტყორცნის სნაიპერების და საინჟინრო ქვედანაყოფის მხარდამჭერი ელემენტებით ჩატარდა. ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.

პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. „მსჯავრდებული სააკაშვილი საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები უტარდება. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით, ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა. 20 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, საპრპოტესტო აქცია - „გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი“ გაიმართება. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. კენჭისყრა 10 050 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. წინასაარჩევნო კამპანია ყაზახეთში 21 ოქტომბერს დაიწყო და 19 ნოემბრის დილის 12 საათამდე გაგრძელდა. დღეს კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით, 10101 საარჩევნო უბანზე, საზღვარგარეთ კი, 68 უბანზე გაიმართება. 2022 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ამომრჩეველთა რეესტრში ყაზახეთის 11 827 277 მოქალაქე იყო დარეგისტრირებული. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა ექვსი კანდიდატი, ორი ქალი და ოთხი კაცი, მათ შორის არის მოქმედი პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი. მოსალოდნელია, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში თოყაევი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. 2022 წლის 5 ივნისს გამართული საერთო-სახალხო რეფერენდუმით მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტის მმართველობა, აქამდე არსებული ორი 5-წლიანი ვადის ნაცვლად, ერთი, 7-წლიანი ვადით განისაზღვრება.

სტამბოლის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით, ბულგარეთში ხუთი პირი დააკავეს

სტამბოლის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით, ბულგარეთში ხუთი პირი დააკავეს. მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერაქტის ორგანიზების ხელშეწყობასა და ადამიანებით ვაჭრობაში ედებათ ბრალი. დაკავებულთაგან სამი, მოლდოვის მოქალაქე, ორი კი, სირიელი ქურთები არიან.  დაკავებულების ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთმა ბულგარეთს უკვე მიმართა. 13 ნოემბერს, სტამბოლის ცენტრი, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქებას ექვსი ადამიანის, მათ შორის ორი მცირეწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. 81 ადამიანი დაშავდა. თურქეთი ტერაქტზე პასუხისმგებლობას ქურთების მუშათა პარტიასა და სირიელ ქურთებს აკისრებს. თავის მხრივ, ქურთი მებრძოლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.  

აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო: უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა

აშშ-ის თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯოზეფ ბილბოს თქმით, შეერთებული შტატები რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით ხედავს. ჯოზეფ ბილბოს თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. მან ჩამოთვალა ვაჭრობისა და ნაოსნობის თავისუფლების საკითხები და ხაზი გაუსვა საეთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას. ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა, დამატებითი ასპექტია ეკონომიკური განვითარების წინ წასაწევად. მისივე თქმით, ინფორმაციის გაზიარება და ის გამოწვევები, რომლებიც სადაზვერვო საზოგადოებაში ასე ხშირად გვხვდება, ის საკითხებია, რომლებზეც შეერთებული შტატები ქართველ კოლეგებთან მუშაობს. „ომმა უკრაინაში მხოლოდ გვაჩვენა ამ თანამშრომლობის გაზრდის საჭიროება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. კარენ დონფრიდი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონი ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. სტრატეგიასთან დაკავშირებით ჯინ შაჰინის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ამჟამად კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს.

აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის საზღვრებთან ახლოს, ზებგერითი ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა

ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბოლო სარაკეტო ცდების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვრებთან ახლოს, ზებგერითი ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ცნობით, B-1B ტიპის ბომბდამშენებმა სამხრეთ კორეისა და იაპონიის სხვა სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად, ერთობლივი საჰაერო წვრთნები ჩაატარეს. შეგახსენებთ, პარასკევს, 19 ნოემბერს, ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. შეერთებულმა შტატებმა და მისმა რეგიონულმა მოკავშირეებმა დაგმეს ეს ნაბიჯი და დაადანაშაულეს ფხენიანი რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში, რადგან ის ცდილობს, გააძლიეროს თავისი ბირთვული პროგრამა.

ხმელთაშუა ზღვაში, NATO-ს საზღვაო ძალების წვრთნები მიმდინარეობს

NATO-ს საზღვაო ძალები მთელი ნოემბრის განმავლობაში ჩაატარებენ მანევრებს ხმელთაშუა ზღვაში, სადაც მრავალი სამხედრო ხომალდთან ერთად თავმოყრილია ხუთი ავიამზიდი. გადამზიდავის საქმიანობა მოიცავს წყალქვეშა და საჰაერო წვრთნებს, გემბანიდან გემბანზე თვითმფრინავების გადაყვანასა და ზღვაზე მიწოდებას. მსოფლიოში უახლესი და უდიდესი ხომალდი  (USS Gerald R. Ford), სამხედრო გემებთან ერთად, რამდენიმეკვირიანი წვრთნების შემდეგ კანადიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ესპანეთიდან, დიდ ბრიტანეთში ჩავიდა.  „ჩვენ ვაგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ NATO დაიცავს მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, - განაცხადა ალიანსის სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ.  

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება მიშას“, - ამ სლოგანით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა. საქართველოს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობა მიიღეს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. პენიტენციური სისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა, სამსახურისთვის არავის მიუწოდებია გიული ალასანია გამოეხმაურა. „ველდებით ყველა დოკუმენტის მიღებას, ყველაფრის ერთად თავმოყრას. ამის შემდეგ გადავცემთ მას სასამართლოს“, - განაცხადა სააკაშვილის დედამ. თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, არსებობს ექსპერტული დასკვნები, რომელშიც „ნათლად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია“. „ოჯახი საუბრობს ექსპერტულ დასკვნებზე დაყრდნობით, საკუთარ ვარაუდს ხომ არ გამოთქვამს. ამიტომ, მჯერა ოჯახის წევრების. მთელი საზოგადოება ცოტა ხანში დღის სინათლეზე ვიხილავთ შესაბამის ექსპერტულ დასკვნებს. დავრწმუნდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების მიმართულებით არის უმძიმესი და მზარდად გაუარესებადი. ამას არ უნდა არც ბჭობა, არც მსჯელობა, ანგარიშის გასწორება ივანიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისადმი, ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და ეს ადამიანი საჭიროებს შველას, მისი სიცოცხლე არის საფრთხეში. ბევრი სპეკულაცია იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, მათ თვეების განმავლობაში არ სჯეროდათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე იყო და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა. დააკვირდით, თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც საერთოდ ვეღარ უარყოფენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, რადგან ეს ადამიანი ნამდვილად არის მძიმე მდგომარეობაში „ქართული ოცნების“ არაადამიანური მოპყრობის გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ გლდანის ციხეში“, - განაცხადა ნიკა მელიამ მედიასთან. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა. ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

ახალი ზელანდიის თავდაცვის მინისტრი უკრაინას პირველად ეწვია

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ახალი ზელანდიის თავდაცვის მინისტრს პენი ჰენარეს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. „ისტორიაში პირველად, ახალი ზელანდიის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა უკრაინაში. ასეთი მნიშვნელოვანი მისია შეასრულა თავდაცვის მინისტრმა პეენი ჰენარემ, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების და უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები. გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შემდგომი ნაბიჯები, კერძოდ, უკრაინის დამცველების მომზადების საკითხი.  

ირაკლი ბერაიას თქმით, საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც NATO-ს პასუხისმგებლიანი წევრი სახელმწიფო

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და ქართული დელეგაციის წევრები მადრიდში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწეს, ხავიერ კოლომინას შეხვდნენ. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთიდან მომდინარე კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესზე და იმ ამბიციურ დღის წესრიგზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს. ქართული მხარე იტყობინება, რომ საქართველოს დელეგაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, მის ჩანაწერებს, ასევე მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერის ზომებს, რომელიც სამიტზე მიიღეს. მათ შორის, უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ ალიანსის ადაპტაციასთან და აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის სამხედრო ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით.  „ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ევროატანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის, ახალ სტრატეგიულ ერაში გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავების მიზნით, აუცილებელია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაცია, საქართველოს ალიანსში გაწევრების დაჩქარება იმდენად, რამდენადაც ევროატლანტიკური სივრის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია NATO-ში საქართველოს გაწევრიანების გარეშე. საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც NATO-ს პასუხისმგებლიანი წევრი სახელმწიფო, ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ აქვს არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაც წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში და დღეს ერთი მხრივ, მომეტებული საფრთხეების ფონზე, ასევე იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ცდილობენ ენერგო რესურსების და გზების მიწოდების დივერსიფიკაციას, ცდილობენ ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის განმტკიცებას, ეს კიდევ უფრო ზრდის საქართველოს როლს და მნიშვნელობას, კიდევ უფრო ზრდის NATO-ს წევრი საქართველოს საჭიროებას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.

უკრაინამ საფრანგეთისგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო

საფრანგეთმა უკრაინაში ორი Crotale-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი ბატარეა და ორი მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები. ამის საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ Le Journal du Dimanche-ს განუცხადა.  ლეკორნუს თქმით, საფრანგეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას 18 „კეისრის“ ჰაუბიცები და 550 მილიონი ევროს (569 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარება, რაც საფრანგეთს უკრაინაში მეხუთე უმსხვილეს კონტრიბუტორად აქცევს. მისი თქმით, ფრანგულმა მხარემ კიევიდან ასევე მიიღო მოთხოვნა რადარების მიწოდების შესახებ და ამჟამად განიხილავს ამ შესაძლებლობას. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, საფრანგეთი, სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობს სლოვაკეთში უკრაინის სამხედრო აღჭურვილობის სერვისცენტრის შექმნაში, რომლის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს თავდაცვის ფრანკო-გერმანული ასოციაცია KNDS-ი. სერვისცენტრში შეკეთდება ჰაუბიცები, კეისრის თვითმავალი თოფები და სხვა იარაღი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ზუგდიდში 13 წლის მოზარდი მოკლეს

ზუგდიდში 13 წლის მოზარდი მოკლეს. ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარს წინ, სავარაუდოდ თანატოლებს შორის დაპირისპირება უძღოდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. რადიო „ათინათის“ ფოტო

ლოიდ ოსტინის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა შესაძლოა, ბირთვული იარაღის გავრცელება გამოიწვიოს

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეიძლება, აიძულოს ავტოკრატები მთელ მსოფლიოში, რომ ბირთვული იარაღის შესაქმნელად იბრძოლონ, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. „შესაძლებელია, რომ ავტოკრატებმა მთელ მსოფლიოში იბრძოლონ ბირთვული იარაღის მოსაპოვებლად, თუ რუსეთი წარმატებით არ იქნება მოგერიებული. მათ შესაძლოა, დაასკვნან, რომ ბირთვული იარაღის მიღებით, „ნადირობის“ ლიცენზიას მოიპოვებენ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული იარაღის გავრცელების სახიფათო „სპირალი“, - განაცხადა ოსტინმა. ოსტინი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ „პუტინმა შეიძლება, კვლავ გადადგას ღრმად უპასუხისმგებლო ნაბიჯი“, იმ ფონზე, რომ ომი გრძელდება და უკრაინული ძალები აღწევენ წარმატებას რუსული ძალების წინააღმდეგ. მისივე თქმით, უკრაინის დახმარება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია და არ არსებობს სხვა გზა, გარდა კიევის დახმარებისა, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დენის შმიგალი: მთავრობა ემზადება ყველა შესაძლო სცენარისთვის

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ემზადება ყველა შესაძლო სცენარისთვის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო, მათ შორის ენერგიის გამომუშავების მოწყობილობების იმპორტის გაძლიერებით. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ფინანსურ მხარდაჭერას პარტნიორებისგან იღებს. მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციისგან დამატებით 4,5 მილიარდი დოლარის გრანტის მოზიდვის შესახებ. მომავალ კვირას უკრაინა ევროკავშირისგან 2,5 მილიარდ ევროს მიიღებს. შმიგალის თქმით, მთავრობამ 100 მილიონი გამოყო გათავისუფლებული ხერსონის რეგიონის აღდგენისთვის.  

უკრაინის ვიცე-პრემიერი: როდესაც ომი დასრულდება, მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთს არ ექნება „მადა“ ახალი აგრესიის დასაწყებად

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ როდესაც ომი დასრულდება, მსოფლიო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ რუსეთი ახალ აგრესიას ვერ წამოიწყებს. მისი თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, რომლის 40% უკვე განადგურებულია, რუსეთი ცდილობს უკრაინის მოსახლეობის დემორალიზებას. სტეფანიშინამ ასევე გაამახვილა ყურადღება უკრაინისთვის გადაუდებელ აუცილებლობაზე, დაიხუროს ცა, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ზამთარში. მან აღნიშნა, რომ ყველა ომი მოლაპარაკებებით მთავრდება, მაგრამ არის რამდენიმე ელემენტი, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ამას. „უკრაინამ უნდა მოიგოს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი და როდესაც ის დასრულდება, მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთს არ ექნება „მადა“ ახალი აგრესიის დასაწყებად“, - განაცხადა სტეფანიშინამ.

დმიტრო კულება: უკრაინას და მსოფლიოს გამარჯვება სჭირდებათ და არა ფრე

„ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და არა ფრე. თუ რუსეთს ახლა პაუზის აღების საშუალებას მივცემთ, პუტინი შუა ევროპაში შექმნის გაყინულ კონფლიქტს და ნელი მოქმედების უზარმაზარ ნაღმს, რომელიც მზად იქნება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა ასეთი მიზნის დასახვა. მან მოუწოდა უკრაინის პარტნიორებს, არ წავიდნენ კომპრომისზე რუსეთთან. „ნუ შემოგვთავაზებთ კომპრომისებს ჩვენს სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან. რადგან ეს იქნება თქვენი კომპრომისები საკუთარ უსაფრთხოებასთან. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ ისწრაფვის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა, მაგრამ მსგავსი ომები უნდა დასრულდეს სიკეთის გამარჯვებით ბოროტებაზე. სწორედ ახლა არის დრო, რომ უკრაინის გამარჯვება დავისახოთ მიზნად და ამისთვის ვიმუშაოთ კოლექტიურად, ვიდრე უდროოდ ვეძიოთ სამშვიდობო შეთანხმებები რუსეთთან. მოსკოვს არ შეუცვლია ულტიმატუმების ტონი და არ არის მზად ახლა სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. ისინი აკეთებენ განცხადებებს ისე, რომ თითქოს, მზად არიან სალაპარაკოდ, მაგრამ ეს მხოლოდ „კვამლის ფარდაა“ მათი მუდმივი აგრესიისთვის. ნამდვილ მშვიდობას უკრაინის გამარჯვება მოიტანს. ეს მიზანი სრულად მიღწევადია და ჩვენ ეს დავამტკიცეთ ხარკოვისა და ხერსონის წარმატებული კონტრშეტევებით ამ შემოდგომაზე. უკრაინის გამარჯვება ასევე იქნება ევროპისა და დასავლეთის გამარჯვება. ის აღადგენს მშვიდობასა და უსაფრთხოება ჩვენს კონტინენტზე ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დმიტრო კულება: ნამდვილ მშვიდობას უკრაინის გამარჯვება მოიტანს. ეს მიზანი სრულად მიღწევადია და ჩვენ ეს დავამტკიცეთ

„მოსკოვს არ შეუცვლია ულტიმატუმების ტონი და არ არის მზად ახლა სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. ისინი აკეთებენ განცხადებებს ისე, რომ თითქოს, მზად არიან სალაპარაკოდ, მაგრამ ეს მხოლოდ „კვამლის ფარდაა“ მათი მუდმივი აგრესიისთვის“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „ნამდვილ მშვიდობას უკრაინის გამარჯვება მოიტანს. ეს მიზანი სრულად მიღწევადია და ჩვენ ეს დავამტკიცეთ ხარკოვისა და ხერსონის წარმატებული კონტრშეტევებით ამ შემოდგომაზე. უკრაინის გამარჯვება ასევე იქნება ევროპისა და დასავლეთის გამარჯვება. ის აღადგენს მშვიდობასა და უსაფრთხოება ჩვენს კონტინენტზე ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პირველი თურქული უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავის გამოცდა წარმატებით დასრულდა

Baykar-ის მიერ ეროვნულ დონეზე შექმნილი პირველი თურქული უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავის Bayraktar KIZILELMA-ს გამოცდები წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ Trend-ი კომპანიაზე დაყრდნობით იტყობინება. მედიაში შესაბამისი ვიდეოც ვრცელდება. სხვა დეტალებზე საინფორმაციო საშუალებები არ ავრცელებენ ინფორმაციას.

ელჩი: ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ჩინეთის ელჩის განცხადებით, „პეკინი ახორციელებს დამოუკიდებელ და სუვერენულ სამშვიდობო საგარეო პოლიტიკას, საკუთარ პოზიციას და პოლიტიკას მუდამ საქმის არსებითი ვითარებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, იცავს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს, საერთაშორისო მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას“. „ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მიზანია მსოფლიოში მშვიდობის დაცვა და საერთო განვითარების ხელშეწყობა. ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ქვეყანა განურჩევლად სიდიდისა, სიძლიერისა თუ სიმდიდრისა, თანასწორუფლებიანია. ჩინეთი პატივს სცემს ქვეყნების მიერ დამოუკიდებლად არჩეულ განვითარების გზასა და სოციალურ წყობას. იგი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმისა და ძალისმიერი პოლიტიკის ნებისმიერ ფორმას, ცივი ომის მენტალიტეტს, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებს.  ჩვენ ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგება. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება. აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა. განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობები ჩინეთის საგარეო პოლიტიკის საფუძველია. ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებადი ქვეყნების და მათ შორის საქართველოს მხარდაჭერას. გლობალური განვითარების ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ განვითარების პროცესს არცერთი ქვეყანა და არცერთი ერი არ უნდა გამოაკლდეს“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.  მისივე თქმით, ჩინეთი მზადაა, გაუზიაროს საქართველოს სახელმწიფო მმართველობისა და მოდერნიზაციის კუთხით დაგროვილი დიდი გამოცდილება.  „ჩინეთი გააგრძელებს პასუხისმგებელი დიდი ქვეყნის როლის შესრულებას, ხელს შეუწყობს გლობალური განვითარების ინიციატივის ყოველმხრივ განხორციელებას, აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო თანამშრომლობაში, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმუშავებს მაღალი დონის პარტნიორობის შესაქმნელად და მისი სწორი მიმართულებით გასავითარებლად, ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და განვითარების ახალი ეპოქის დადგომას“. ჩინეთი და საქართველო ორივე განვითარებადი ქვეყანაა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ჩართულობას გლობალური განვითარების ინიციატივაში, რათა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობამ მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ორ ერს. ჩინეთი, რომელიც მუდამ მოდერნიზაციისკენ მიდის, მთელი მსოფლიოსთვის აუცილებლად ბევრ ახალ შესაძლებლობას შექმნის და საერთაშორისო თანამშრომლობას მეტ იმპულსს შესძენს. იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კაცობრიობის პროგრესში. ჩინეთი მზადაა, გაუზიაროს საქართველოს სახელმწიფო მმართველობისა და მოდერნიზაციის კუთხით დაგროვილი დიდი გამოცდილება. ჩვენ ხელს შევუწყობთ იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდეს“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.