ძებნის რეზულტატი:
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ვეცდებით, მოვამზადოთ უკრაინელები შესაბამისი პირობებისთვის - ოსტინი
ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვეცდებით, მოვამზადოთ უკრაინელები შესაბამისი პირობებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ინდონეზიაში ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ უკვე ვნახეთ ბევრი წარმატება ბრძოლის ველზე და ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვეცდებით მოვამზადოთ უკრაინელები ზამთრის პირობებისთვის და მივცეთ მათ შესაძლებლობა, განახორციელონ ზეწოლა მოწინააღმდეგეებზე ზამთრის ცივი თვეების დროს“, - განაცხადა მინისტრმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჩინეთში, ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის ჰენანის პროვინციაში, ქალაქ ანიანში ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად 63 სახანძრო მანქანა მუშაობდა როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე დაკარგულად, ორი ადამიანი ითვლება. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მოწინავე რაკეტები გაუგზავნა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ლაზერული დამიზნების სისტემის მქონე მაღალტექნოლოგიური რაკეტა Brimstone-ის მეორე თაობის მოდელები გაუგზავნა. Daily Telegraph-ის ცნობით, ერთი რაკეტა Brimstone 2, რომელიც დაახლოებით 175 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს, სახმელეთო სამიზნეების, მათ შორის დიდი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გასანადგურებლად არის განკუთვნილი. ეს იარაღი მაღალი სიზუსტის რადარის მეშვეობით, თავად არჩევს სამიზნეს ისე, რომ სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებებს არ ეხება. გაერთიანებულმა სამეფომ რაკეტა Brimstone-ის პირველი თაობის მოდელები უკრაინას დაახლოებით ნახევარი წლის წინ გაუგზავნა. გასულ კვირას, კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ უკრაინა კიდევ 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას მიიღებს.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი იყო, თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სხვადასხვა ვებ-გვერდზე ათავსებდა განცხადებებს თბილისის უბნებში ბინების თითქოსდა გაყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც, ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს აჩვენებდა იმ ტერიტორიებს, სადაც ვითომდა უნდა დაწყებულიყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. „თაღლითური განზრახვის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულის მიერ ბინების გაყიდვის თაობაზე ფორმდებოდა შესაბამისი ხელშეკრულებებიც, რომლის დამოწმებაც შემდგომ ნოტარიული წესით ხდებოდა. ბრალდებული დაკავებულ იქნა აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბინის შეძენით დაინტერესებული ერთ-ერთი პირისგან, 30 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. წინასწარი მონაცემებით, ბრალდებულის მიერ მოტყუებით დაუფლებული თანხა ჯამში აღემატება ნახევარ მილიონ აშშ დოლარს. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სხვა შესაძლო დაზარალებულ პირთა დადგენის მიზნით“, - აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსული პროპაგანდა ცდილობს, პოლონელები უკრაინელებს დაუპირისპიროს - პოლონეთის მთავრობა
რუსული პროპაგანდა ცდილობს, გამოიყენოს ფშევოდუვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი უკრაინელებსა და პოლონელებს შორის მტრობის გასაღვივებლად. ამის შესახებ პოლონეთის საინფორმაციო კოსმოსური უსაფრთხოების სამთავრობო კომისარმა სტანისლავ ზარინმა განაცხადა. „ბოლო დროს, რუსულმა პროპაგანდამ გამოიყენა ფშევოდუვში განვითარებული მოვლენები, რათა პოლონელებში უნდობლობა და უკრაინელების ზიზღი გამოეწვია, ასევე გააძლიერა კამპანია, რომელიც ეფუძნება ტყუილს, რომ პოლონეთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს გზავნის უკრაინაში“, - განაცხადა ზარინმა. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.
უკრაინა: ოკუპანტები, დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს, 13 დასახლებულ ტერიტორიაზე დაესხნენ თავს
რუსი ოკუპანტები გასული დღის განმავლობაში, დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს 13 დასახლებულ ტერიტორიაზე დაესხნენ თავს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის სპორნის, ბელოგორივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, კამენკას, ოპიტნის, ვესელგოს, პერვომაისკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში და ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკას რაიონში", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ღია კარის პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების მოწოდებით გამოდის
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარების გაძლიერებაზეა მიუთითებს. რეზოლუცია NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გააძლიეროს მხარდაჭერა მოწყვლადი პარტნიორების ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მიმართ. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ და გამოხატავს უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას. „დროა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა21 ნოემბერს განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რუსეთის აგრესიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სტოლტენბერგმა ჩამოთვალა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცოგოვინა. ასევე უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა მსოფლიოში ყველა თანამოაზრესთან - ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთსა და იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთად, რათა დავიცვათ თავისუფლება ზეწოლის საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ინსტიტუტები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს ყველა ჩვენგანისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
Politico: ვარშავა კონტინენტურ ევროპაში დომინირებისთვის, სამხედრო ძალას აყალიბებს
ევროპის მომავალი ზესახელმწიფო სამხედრო თვალსაზრისით, ამ სათაურით სტატიას Politico აქვეყნებს. ვარშავამ სამხრეთ კორეასთან იარაღის მსხვილი გარიგებები დადო. რას მოიცავს პოლონეთის მიერ სამხრეთ კორეასთან გაფორმებული $14,5 მილიარდიანი შეთანხმება პოლონეთი გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი კონტინენტურ ევროპაში, განაცხადა ევროპაში აშშ-ის არმიის მაღალჩინოსანმა და აღნიშნა, რომ პოლონეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა უკრაინის მხარდასაჭერად და ბალტიისპირეთში NATO-ს თავდაცვის გაძლიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია, რომელიც ტრადიციულად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირეა რეგიონში, ლოგისტიკური კვანძის საყრდენად რჩება, ბერლინის უწყვეტი დებატები შეიარაღებული ძალების აღორძინების შესახებ და სტრატეგიული კულტურის ნაკლებობა ამცირებს მის, როგორც პარტნიორის ეფექტიანობას. იმავდროულად, პოლონეთი უკვე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. ვარშავამ განაცხადა, რომ გაზრდის მიზნობრივი თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4 პროცენტიდან 5 პროცენტამდე. იმავდროულად, გერმანია, რომელმაც გასულ წელს მშპ-ს დაახლოებით 1,5 პროცენტი დახარჯა თავდაცვაზე, მსჯელობს იმაზე, შეუძლია თუ არა შეინარჩუნოს NATO-ს 2-პროცენტიანი მიზანი ამ წლის დასაწყისში დამტკიცებული 100 მილიარდი დოლარის თავდაცვითი საინვესტიციო ფონდის ამოწურვის შემდეგ. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი ივლისში გამოვიდა დაპირებით, რომ მის ქვეყანას ევროპაში ყველაზე ძლიერი სახმელეთო ძალები ეყოლება. პოლონეთს უკვე აქვს მეტი ტანკი და ჰაუბიცები, ვიდრე გერმანიას და აპირებს, ჰყავდეს გაცილებით დიდი არმია, რომელიც 2035 წლისთვის 300 000 ჯარისკაცს გულისხმობს, გერმანიის ამჟამინდელ 170 000-იან არმიასთან შედარებით. დღეს პოლონეთის შეიარაღებული ძალები 150 000-მდეა, რომელთაგან 30 000 არის 2017 წელს შექმნილი ახალი ტერიტორიული თავდაცვის ძალების ნაწილი. ეს ჯარისკაცები 16-დღიან წვრთნას და შემდეგ განახლების კურსებს გადიან. გადაიქცევა თუ არა პოლონეთის სამხედრო ძალა ევროპაში პოლიტიკური გავლენის მატარებლად, სხვა საკითხია. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, უმეტესწილად იმიტომ, რომ ცენტრისტული ძალები, რომლებიც დომინირებენ ევროკავშირში, არ ენდობიან პოლონეთის მთავრობას, რომელსაც ნაციონალისტური კანონისა და სამართლიანობის პარტია (PiS) აკონტროლებს. ვარშავასა და ბრიუსელს შორის მიმდინარე დაპირისპირებამ, რასაც ევროკავშირი დემოკრატიული ნორმებისა და კანონის უზენაესობის უგულვებელყოფად მიიჩნევს, ქვეყნის რეპუტაცია მთელ ბლოკში დააზიანა. თუმცა, ერთადერთი, რაზეც პოლონეთის პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან, შეიარაღებული ძალების გაძლიერების აუცილებლობაა. უკრაინის დასახმარებლად აშშ-სა და პოლონელ სამხედროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიუხედავად, პოლონეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ არ ენდობა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც კანდიდატის რანგში, ქვეყნის მთავრობას ტოტალიტარულს უწოდებდა, - წერს POLITICO. სტატია გასულ კვირას მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასაც ეხმაურება. „როდესაც გასულ კვირას, პოლონეთის სასაზღვრო სოფელში რაკეტა ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ისევე წუხდა იმაზე, თუ როგორ მოიქცეოდა პოლონეთის მემარჯვენე მთავრობა. პოლონეთის ხანგრძლივმა უნდობლობამ ყველაფერი რუსულის მიმართ და ამჟამინდელი ხელისუფლების ღრმა ანტიპათიამ მოსკოვის მიმართ, გამოიწვია შეშფოთება ბრიუსელიდან ბერლინამდე, რომ ვარშავას შესაძლოა, რაიმე დაუფიქრებელი გაეკეთებინა. თუმცა ვარშავამ წონასწორობა არ დაკარგა, შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა და დასკვნამდე განცხადებების გაკეთებას მოერიდა“, - წერს გამოცემა. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. პოლონეთი უკრაინის საზღვარზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა Patriot-ის განთავსებას გეგმავს
ჩინეთში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, პარკები და მუზეუმები დახურეს
პეკინში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, პარკები და მუზეუმები დაიხურა. ბოლო 24 საათში ჩინეთის დედაქალაქში, "კორონავირუსით" სამი ადამიანი გარდაიცვალა. გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ გუანჯოუში და ჩუნცინის მუნიციპალიტეტშია. რაც შეეხება პეკინს, აქ გასული დღის განმავლობაში, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა.
აშშ ინდონეზიასთან თავდაცვის სფეროში კავშირებს აძლიერებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მის ინდონეზიელ კოლეგას შეხვდა, რათა გააძლიეროს თავდაცვის სფეროში კავშირები, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის საზღვაო ძალების მზარდი აქტივობის ფონზე. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ოსტინმა ინდონეზიის თავდაცვის მინისტრ პრაბოვო სუბიანტოსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების გზები, მათ შორის თავსებადობის გაფართოებისა და თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაზრდის გზით. „აშშ ამაყობს თქვენთან პარტნიორობით, რადგან ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ხედვა თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის შესახებ“, - განაცხადა ოსტინმა. თუმცა ამავე დროს, მედიის ცნობით, სუბიანტომ ხაზი გაუსვა ინდონეზიის ნეიტრალურ პოზიციას. „მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინდონეზია ყოველთვის იკავებს პოზიციას და ცდილობს შეინარჩუნოს საუკეთესო ურთიერთობები ყველა ერთან, განსაკუთრებით ყველა დიდ ძალასთან,” - განაცხადა ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა.
საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე რიგით მოქალაქეებს - კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრადიციულად, საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე რიგით მოქალაქეებს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია მათ ხელს შეუწყობს და შესაბამის სივრცეებს გამოუყოფს. „ახალი წელი ახლოვდება და ამისთვის ყველა ერთად ვემზადებით. 2017 წელს დავამკვიდრეთ ძალიან კარგი ტრადიცია – ბიზნესის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიები, რიგითი მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას ქალაქის მორთვაში. რა თქმა უნდა, გვინდა ეს ტრადიცია წელსაც გავაგრძელოთ. უკვე ძალიან ბევრი კომპანია გვიკავშირდება, გამოხატავს მზაობას, რომ მიიღონ მონაწილეობა დედაქალაქის გალამაზებაში, აიღონ ვალდებულება კონკრეტულ სკვერებთან და მწვანე სივრცეებთან მიმართებაში. ძალიან გვიხარია, რომ ბიზნესსექტორი ამით დაინტერესებულია. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ სუბიექტს, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში, გამოხატოს მზაობა. მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, გამოგიყოთ შესაბამისი სივრცეები, სადაც შეძლებთ, საახალწლო ილუმინაციები თქვენი კომპანიის ლოგოებით მოაწყოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ბელგიამ ოთხდღიანი სამუშაო კვირა ოფიციალურად შემოიღო
ბელგიამ ახალი რეგულაცია აამოქმედა, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს 5-ის ნაცვლად, 4 დღის განმავლობაში მოუწევთ მუშაობა. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ივნისში მიიღო. შეთანხმების თანახმად, დასაქმებულებს შეეძლებათ, დამსაქმებლისგან, კვირაში ოთხი დღის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობა მოითხოვონ. სისტემა შეიძლება, ექვსი თვის განმავლობაში, დამსაქმებლის თანხმობით გაგრძელდეს. გარიგება შესაძლოა, ორმხრივი შეთანხმებით, პირველი ექვსი თვის ბოლოს განახლდეს. დამსაქმებელს უფლება აქვს, უარყოს ასეთი მოთხოვნა, მაგრამ უარი დასაბუთებულ მიზეზს უნდა ეფუძნებოდეს. ბელგია გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში და მესამე სახელმწიფო მსოფლიოში ისლანდიისა და ახალი ზელანდიის შემდეგ, რომელმაც ოფიციალურად შემოიღო ოთხდღიანი სამუშაო კვირა, როგორც ვარიანტი თავისი დასაქმებულებისთვის.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის ელჩი დაიბარა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, „სტოკჰოლმში ტერორისტული პროპაგანდის გამო“, შვედეთის ელჩი დაიბარა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, სტაფან ჰერსტრომი სამინისტროში, დედაქალაქ ანკარაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ტერორისტულ ჯგუფთან დაკავშირებულმა ელემენტებმა საელჩოს კანცელარიის შენობაზე ტერორისტული პროპაგანდის შემცველი განცხადებები და ფოტოები გამოაქვეყნეს. თურქეთის ოფიციალურმა პირებმა მომხდარი დაგმეს და მისი გამოძიება მოითხოვეს. NATO-ში გაწევრიანებაზე, შვედეთმა და ფინეთმა ოფიციალურად, ივნისში განაცხადეს. გადაწყვეტილება უკრაინასთან რუსეთის ომმა გამოიწვია. თუმცა, თურქეთმა გააპროტესტა გაწევრიანების წინადადებები და გააკრიტიკა ქვეყნები „ტერორისტული ჯგუფების შემწყნარებლობისა და მხარდაჭერის გამო“. ივნისში, NATO-ს სამიტზე ქვეყნებს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომის დანაშაულების სისტემატური ჩადენა ახლავს თან
რუსები კლავენ, აწამებენ და იტაცებენ უკრაინელებს სისტემატიურად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა, გლობალური სისხლის სამართლის საკითხებში ბეთ ვან შააკმა განაცხადა. „არსებობს მზარდი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინაში ახლავს სისტემური ომის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ყველა რეგიონში, სადაც რუსული ძალები იყო განლაგებული. გათავისუფლებული ტერიტორიებიდან მიღებული მტკიცებულებები, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზრახ, განურჩეველ და არაპროპორციულ თავდასხმებზე, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების შეურაცხყოფაზე, უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, რუსეთის ტერიტორიაზე ძალით გადაყვანაზე, სიკვდილით დასჯის შემთხვევებსა და სექსუალურ ძალადობაზე მიანიშნებს“, - აღნიშნა შააკმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველო და აზერბაიჯანი, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე მუშაობენ
საქართველოს მთავრობა, აზერბაიჯათან პარტნიორობით, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ტერმინალის მშენებლობის მიზანია, ევროკავშირში თხევადი გაზის ექსპორტი. ანალოგიური პროექტი, 2015 წელსაც განიხილებოდა, თუმცა შემდეგ არ განხორციელდა. „ცნობილია, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, 2015 წელს განიხილავდნენ, ერთობლივ პროექტს, რომლის თანახმადაც კასპიის ზღვიდან მოპოვებული გაზი, ევროპას საქართველოს გავლით უნდა მიეღო. ჩვენს ტერიტორიაზე, უნდა მომხდარიყო გაზის გათხევადება და განხორციელებულიყო ექსპორტი რუმინეთში. სამწუხაროდ ეს პროექტი ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში, ევროპა დაინტერესებულია მიწოდების ალტერნატიული წყაროებით. „ამიტომ ეს პროექტი, 2022 წელს უფრო მეტად აქტუალური გახდა“, - აღნიშნა დავითაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პროექტი AGRI-ს თანახმად, რომლის განხორციელებაც 2015 წელს იგეგმებოდა, აზერბაიჯანული გაზი გაზსადენის მეშვეობით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ტერმინალს უნდა მიეღო, სადაც მისი გათხევადება უნდა მომხდარიყო. კონსტანცაში ტრანსპორტირების შემდეგ გათხევადებული გაზს კვლავ ბუნებრივ აირად გარდაქმნიდნენ, რის შემდეგაც არსებული გაზსადენებით, მისი ევროპაში ექსპორტი მოხდებოდა. პროექტის რეალიზაცია ორ ეტაპად უნდა მომხდარიყო, რაც ითვალისწინებდა 2 მილიარდი კუბური მეტრიდან 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულებაა 1,2 მილიარდიდან 4,5 მილიარდ ევრომდე შეადგენდა.
კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონს ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მნიშვნელოვანს უწოდებს ევროკავშირის რჩევას იმის შესახებ, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა. ელჩის თქმით, კარგი იქნება თუ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ევროკავშირის წარმომადგენლობა არის ის ინსტიტუტი, რომელთანაც საქართველო თანამშრომლობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანი რჩებაა მათი მხრიდან. მე მგონი, არსებობდა გარკვეული დაბნეულობა ამასთან დაკავშირებით. იგივე კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში, შემდგომ უკან გაიწვიეს და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება. თუმცა რადგანაც ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა. კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარში. ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
AP-მ გაათავისუფლა რეპორტიორი, რომელმაც პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა
Associated Press-მა გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე რეპორტიორი, რომელმაც პოლონეთში, გასულ კვირას მომხდარი „სარაკეტო თავდასხმის“ შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, მან მოამზადა სიუჟეტი, რომელიც ვარაუდობდა, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი ინციდენტზე. 35 წლის ჯეიმს ლაპორტა მოკლე გამოძიების შემდეგ გაათავისუფლეს. პირველი ინფორმაცია სწორედ AP-მ გაავრცელა, რომელიც ათასობით საინფორმაციო გამოცემას მიეწოდა მთელ მსოფლიოში. სააგენტო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ახალი, საშინელი ესკალაციის შესახებ ვარაუდობდა. ერთი დღის შემდეგ, AP-მ თავისი ინფორმაცია შეცვალა. განმარტა, რომ მისი ანონიმური წყარო შეცდა და რომ რაკეტები სავარაუდოდ, უკრაინამ თავდაცვის მიზნით გაისროლა. ლაპორტამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე. ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, AP-ს 2020 წლის აპრილში შეუერთდა. ის საინფორმაციო სამსახურისთვის სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს აშუქებდა. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.
ირანის სახელმწიფო არხმა, საფეხბურთო ნაკრების წევრების მიერ, არშესრულებული ჰიმნის ეპიზოდი, პირდაპირ ეთერში არ აჩვენა
ირანის სახელმწიფო არხმა, Irib TV3-მმა საფეხბურთო ნაკრების წევრების მიერ, არშესრულებული ჰიმნის ეპიზოდი პირდაპირ ეთერში არ აჩვენა. ირანელმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს ამასთან, არხზე ასევე ხმა ითიშებოდა იმ მომენტებში, როდესაც სტადიონზე მყოფი გულშემატკივარი ანტისახელისუფლებო მიმართვებით გაჯერებულ სიმღერებს მღეროდა. Reuters-ი წერს, რომ ფეხბურთელებმა სავარაუდოდ, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ყველა სასტარტო 11-ვე მოთამაშე ჩუმად იყო, როდესაც ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ჰიმნი ჟღერდა. ირანში უკვე ორ თვეზე მეტია, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. პროტესტს ბიძგი მისცა ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა, რაშიც მორალის პოლიციას ადანაშაულებენ.
კატარმა ჩინეთთან, თხევადი გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა
კატარის ნავთობისა და გაზის კომპანია QatarEnergy-მა და ჩინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Sinopec-მა გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც კატარი ჩინეთში, თხევადი გაზის ექსპორტს დაიწყებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ხელშეკრულების თანახმად, QatarEnergy ჩინეთს ყოველწლიურად 4 მილიონი ტონა თხევად გაზს 27 წლის განმავლობაში მიაწვდის. „გრძელვადიანი გარიგებები მნიშვნელოვანია როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვის“, - განაცხადა QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა საად ალ-ქააბიმ. QatarEnergy აღნიშნავს, რომ ეს Sinopec-სთან, ჩინეთისთვის თხევადი გაზის მიწოდებაზე, მეორე გრძელვადიანი შეთანხმება. პირველი ხელშეკრულება კატართან, ჩინეთისთვის 2 მილიონი ტონა LNG-ის მიწოდებაზე, 2021 წლის მარტში 10 წლის ვადით გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ კატარი ამჟამად, სპარსეთის ყურეში ჩრდილოეთ ველის აღმოსავლეთის გაზის საბადოზე წარმოების გაფართოებაზე მუშაობს. საბადოს ნაწილი ირანის საკუთრებაა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 85 000; ტანკი - 2 895 ჯავშანტექნიკა - 5 827; საარტილერიო სისტემა - 1 882; სარაკეტო სისტემა - 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 209", - ვკითხხულობთ ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.